დღეს, 20 მარტს, ქობულეთში ხარაჩოდან მუშა ჩამოვარდა.
ფაქტი შს სამინისტროში დაგვიდასტურეს.
დაშავებული პირი ქობულეთში, კლინიკაშია გადაყვანილი.
შსს-ს ცნობით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით – ელექტრო-ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევა.
„ბათუმელები“ დეტალებს აზუსტებს. ინფორმაცია განახლდება.