რუსეთში ალა პუგაჩოვას უცხოურ აგენტად ცნობის პროცედურა დაიწყო

რუსეთის ფედერალური უსაფრთხოებისა და ანტიკორუფციული პროექტის ხელმძღვანელი, ვიტალი ბოროდინი დღეს, 27 მარტს ტელეგრამზე წერს, რომ დაწყებულია მომღერალ ალა პუგაჩოვას უცხოურ აგენტად ცნობის პროცედურა. ბოროდინის თქმით, მან მიიღო პასუხი გენერალური პროკურატურიდან მის მიმართვაზე. „ალა პუგაჩოვას უცხოურ აგენტად ცნობის პროცედურა დაწყებულია, პროკურატურა სთხოვს რუსეთის ფედერაციის იუსტიციის სამინისტროს, აღიაროს პუგაჩოვა უცხოურ აგენტად. იმედი მაქვს, მარეგულირებელი ორგანოები ამ საკითხს …

„გაურკვევლობაა ლავასოლღლის და ნიკუშას შორის“ – „კანონიერი ქურდის“ მამა ქურდულ გარჩევებზე

„…რაღაც პირადი გაურკვევლობა არსებობს ლავასოღლის და ნიკუშას შორის, მალე მოგვარდებიან, შეხვდებიან და გაარკვევენ ერთმანეთში,“ – უთხრა „ბათუმელებს“ მინდია ცენტერაძემ. ის ე.წ. კანონიერი ქურდის – ნიკა ცენტერაძის [„ქურდული სამყაროსთვის“ ნიკუშა ქობულეტსკის] მამაა და მოსკოვში ცხოვრობს. მინდია ცენტერაძეს სოციალური ქსელით დავუკავშირდით და „ქურდული სამყაროს“ წევრებს შორის დაპირისპირებაზე ვესაუბრეთ: სხვადასხვა ვერსიით, „ქურდულ გარჩევებს“ უკავშირებენ ქობულეთში 31 წლის კაცის …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 27 მარტის 21 საათიდან 28 მარტის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 15 – 20 გრადუსი სითბო ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო მთიან რაიონებში: დღისით: 10 – 15 გრადუსი სითბო ღამით: …

ევროპის ჩემპიონატზე საქართველო პირველ თამაშს თურქეთის ნაკრებთან გამართავს

26 მარტს საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთის ნაკრები ანგარიშით 4:2 დაამარცხა [პენალტების სერია] და შედეგად, პირველად საქართველოს რესპუბლიკის ისტორიაში, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. ევროპის ჩემპიონატი წელს, 14 ივნისს დაიწყება. საქართველოს ნაკრები F ჯგუფში თურქეთთან, ჩეხეთთან და პორტუგალიასთან ითამაშებს. ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები პირველ შეხვედრას თურქეთის ნაკრებთან გამართავს. მატჩი 18 ივნისს, გერმანიაში, ქალაქ დორტმუნდში გაიმართება. …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 27 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 27 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 439 190 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 030] ტანკი – 6 904 ერთეული [+11] ჯავშანტექნიკა – 13 216 ერთეული [+9] საარტილერიო სისტემა – 10 931 ერთეული [+27] MLRS – 1 019 ერთეული [+0] …

სიწითლე და ქავილი თვალებში – როგორ ამოვიცნოთ კონიუნქტივიტი

კონიუნქტივიტი, თვალის შემაერთებელი გარსის (კონიუნქტივის) ანთება, თვალის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. მისი მთავარი ნიშანი თვალის ღია ვარდისფერი ან მოწითალო შეფერილობაა. „ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტლის“ ოფთალმოლოგის, ზარიმა ჩავლეიშვილის თქმით, კონიუნქტივიტი შეიძლება იყოს გადამდებიც, ამიტომ ასეთ დროს საჭიროა გარკვეული სიფრთხილის ზომების დაცვა. ზარიმა ჩავლეიშვილი „ბათუმელებთან“ საუბრობს ამ დაავადების სიმპტომებზე, მკურნალობასა და უსაფრთხოების წესები ამ დროს. ქალბატონო ზარიმა, რა …

ბათუმის საკრებულომ ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამაში ცვლილება შეიტანა

დღეს, 26 მარტს, ბათუმის საკრებულომ ავარიული სახლების პროგრამაში ცვლილება შეიტანა.  ცვლილების მიხედვით დაზუსტდა რამდენიმე მუხლი და პროგრამაში ახალი ტერმინი „ბარაკები“ გაჩნდა. სხდომაზე ბათუმის საკრებულომ 23 საკითხი განიხილა, აქედან 18 სამშენებლო პროექტების განაშენიანების დეტალური გეგმები, კონცეფციები ან ადრე დამტკიცებულ პროექტებში ცვლილებები იყო. ახალ პროექტებთან დაკავშირებული საკითხები სხდომაზე დაპირისპირების საგანიც გახდა. ცვლილების მიხედვით: ავარიულ სახლად მიიჩნევა ერთ …

მძღოლები და გადამზიდავები ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ – პროტესტის მეორე დღე

ათობით გადამზიდავი, რომელიც მეორე დღეა საპროტესტო აქციას მართავს, საქართველოს პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძესთან ითხოვს შეხვედრას. ტრაილერის მძღოლები და გადამზიდი კომპანიების წარმომადგენლები თბილისთან ახლოს, ნატახტარში არიან შეკრებილები. „ერთადერთ იმედად რჩება პრემიერი და მასთან შეხვედრა. იქნებ მან მაინც მოგვისმინოს, რადგან სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო დიდი ხანია არ წარმოადგენს გადამზიდავთა ინტერესს. ახლა ერთ მხარეს დგას ასობით გადამზიდავი, მათი ოჯახის წევრები, …

ქობულეთში 31 წლის კაცის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდეს

მოსამართლე ნინო სახელაშვილმა აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ ლუკა გ.-ს. საუბარია 2024 წლის 23 მარტს ქობულეთში მომხდარ მკვლელობაზე. პროკურატურა განზრახ მკვლელობის ჩადენას 47 წლის კაცს ედავება. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე, 31 წლის თამაზ გაგუას „არსებული უთანხოების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანიდან …

ქობულეთის სოფლებისა და ქალაქის საჯარო სკოლებში ევაკუაცია გამოცხადდა

დღეს, 26 მარტს, სოფლების – ხუცუბნის, ქობულეთისა და სამების საჯარო სკოლებში ევაკუაცია გამოცხადდა. შს სამინისტრო და განათლების სამინისტროს რესურსცენტრებში თავი შეიკავეს განმარტებისგან, რა ხდება ქობულეთის სკოლებში. როგორც „ბათუმელებს“ ერთ-ერთმა მასწავლებელმა განუცხადა, სკოლები დაახლოებით 12:00 საათზეს დაატოვებინეს. ევაკუაციის გამოცხადების შესახებ „ბათუმელებს“ სხვა სკოლებშიც დაუდასტურეს. ევაკუაციის გამოცხადების შესახებ „ბათუმელებს“ სხვა სკოლებშიც დაუდასტურეს. ევაკუაცია გამოცხადდა ქობულეთის მეორე საჯარო …

კიევის თქმით, დააზიანეს სადესანტო გემი, რომელიც რუსეთს უკრაინისგან ჰქონდა მიტაცებული

უკრაინის ჯარები ნეპტუნის რაკეტით დაესხნენ თავს სადესანტო ხომალდს, „კონსტანტინე ოლშანსკის“, რომელიც რუსეთმა მიიტაცა უკრაინისგან 2014 წელს, ყირიმის დაპყრობისას – ამის შესახებ უკრაინის საზღვაო ძალების წარმომადგენელმა, დიმიტრი პლეტენჩუკმა განაცხადა უკრაინულ მედიაში. „შეგახსენებთ, რომ ეს არის უკრაინული სადესანტო ხომალდი, რომელიც რუსმა ოკუპანტებმა 2014 წელს მიიტაცეს. გემი 9 წელი იდგა სევასტოპოლის ყურეში, მას ნაწილები გამოუღეს, გაძარცვეს. მეათე წელს …

7 მარტივი ხერხი თიბისის ციფრულ ბანკში ფინანსური უსაფრთხოებისთვის 

განაახლე თიბისის ციფრული ბანკი   საუკეთესო გზა იმისთვის, რომ თავი უსაფრთხოდ იგრძნო ციფრულ ბანკში, არის აპლიკაციის განახლება, რა დროსაც ახლდება უსაფრთხოების სისტემაც. შესაბამისად, რაც უფრო ახალი ვერსია გექნება, მით უფრო დაცული იქნები. დააყენე ძლიერი პაროლი  აპლიკაციაში შესასვლელად ყველა მომხმარებელს სჭირდება პაროლი. პაროლთან ერთად, დამატებით ექვსნიშნა პასკოდსაც ვიყენებთ აპლიკაციაში შესასვლელად. მნიშვნელოვანია, რომ პაროლის შექმნისას გაითვალისწინო: პაროლი უნდა …

„სოფლებშიც ტოვებენ ნარკოტიკს გზებზე, მერე მოდიან და ეძებენ შეშლილი სახეებით“ – პედაგოგი 

რა ნაბიჯები უნდა გადადგას სკოლამ, ოჯახმა და სახელმწიფომ იმისთვის, რომ ბავშვებში ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარება შემცირდეს ან სრულად აღმოიფხვრას? – ამ თემაზე „ბათუმელები“ მასწავლებლებსა და მშობლებს ესაუბრა შეხვედრაზე, რომელიც „ამერიკულ აკადემიაში“ შემეცნებითი სემინარების ფარგლებში გაიმართა. მშობლები და პედაგოგებიც მიიჩნევენ, რომ აუცილებელია ანტინარკოტიკული კამპანიის წამოწყება და გაძლიერება, რადგან ახალგაზრდებს დროულად მიეწოდოთ ინფორმაცია, თუ როგორ ანადგურებს ნარკოტიკები ჯანმრთელობას, …

რა მისამართებზე შეწყდება დღეს გაზის მიწოდება ბათუმში

კომპანია „სოკარის“ ცნობით, დღეს, 26 მარტს, ბათუმში რამდენიმე მისამართზე გაზი გაითიშება. კერძოდ: 11:00 საათიდან 17:00 საათამდე გაზმომარაგება შეუწყდება ფიროსმანის #8-ში მცხოვრებ 57 აბონენტს; ასევე, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე გაზი შეუწყდება პეტრე ბაგრატიონის ქუჩაზე მცხოვრებ 217 აბონენტს; ამავე პერიოდში, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე, გაზი შეუწყდება აღმაშენებლის #1-ში მცხოვრებ 254 აბონენტს. „სოკარის“ ცნობით, გაზის გათიშვის მიზეზი გეგმური …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 26 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 26 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 438 160 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +770] ტანკი – 6 893 ერთეული [+6] ჯავშანტექნიკა – 13 207 ერთეული [+24] საარტილერიო სისტემა – 10 904 ერთეული [+27] MLRS – 1 019 ერთეული [+1] საზენიტო …

ბათუმის საკრებულო 18 სამშენებლო პროექტს განიხილავს – 26 მარტის სხდომა

ხვალ, 26 მარტს, ბათუმის საკრებულოს სხდომაა ჩანიშნული. დღის წესრიგის მიხედვით, სხდომაზე 23 საკითხი უნდა განიხილონ, მათ შორის 18 სამშენებლო პროექტია. საკითხები დღის წესრიგში დღეს დაამატეს, მაშინ, როცა კანონი საკითხების გასაჯაროებას 7 დღით ადრე ითვალისწინებს. ბოლო დროს დამკვიდრებული პრაქტიკით, საკრებულო მშენებლობასთან დაკავშირებულ საკითხებს მალავს – მხოლოდ სხდომის წინა დღეს აქვეყნებს. ამ მნიშვნელოვან დოკუმენტებს საკრებულოს ოპოზიციონერ წევრებსაც კი …

როგორ გავუმკლავდეთ ახლობლის გარდაცვალებით გამოწვეულ სევდას – გლოვის 5 ფაზა

ახლო ადამიანის დაკარგვა ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული და სტრესული მოვლენაა ცხოვრებაში. ყველა ადამიანი სხვადასხვანაირად გლოვობს, მაგრამ გლოვის პროცესი, ერთგვარი ფაზების სახით, მოიცავს სხვადასხვა ძლიერ ემოციას, სადაც შოკის ეფექტს ბრაზის განცდა ენაცვლება, ბრაზს დანაშაულის გრძნობა და ძლიერი სევდა. თანდათან ეს გრძნობები მსუბუქდება, რის შემდეგაც შესაძლებელი ხდება დანაკარგის მიღება და ცხოვრების გაგრძელება დანაკარგთან ერთად. ფსიქოლოგი მაია ცირამუა განმარტავს, …

რატომ ვეღარ მუშაობს ბათუმის ნავსადგური სრული დატვირთვით – ჩიხი „შუა დერეფანში“

„საქართველო არის აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი ერთ-ერთი კარიბჭე“ – ეს წინადადება სხვადასხვა ფორმულირებით, თუმცა მსგავსი შინაარსით ერთხელ მაინც უთქვამთ იმ პოლიტიკოსებს თუ ბიზნესმენებს, ვინც შუა დერეფანზე საუბრისას საქართველოს როლის ხაზგასმას ცდილობს. რეალობაში კი საქართველო ვერ იყენებს თავის გეოგრაფიულ უპირატესობას, ვერ გამოიყენა ვერც 2022 წლის ომის შემდეგ გაჩენილი გეოპოლიტიკური ფანჯარა, ვერ ააშენა ანაკლიის პორტი, ვერ მოახდინა …

ხულოს მერია ცენტრალური მეჩეთის სარეკონსტრუქციო პროექტს იყიდის

„უკეთესი ვიზუალური გარემოს შექმნის თვალსაზრისით შესაძლებელია განხილულ იქნას შენობის რელიგიური საკულტო არქიტექტურის და ატრიბუტიკის ელემენტებთან ერთად ქართული კულტურის, ისტორიული მემკვიდრეობის და არქიტექტურული ელემენტებით გამდიდრების საკითხი.“ – აღნიშნულია ხულოს ცენტრალურ მეჩეთთან დაკავშირებით ტენდერში, რომელიც ხულოს მერიამ გამოაცხადა. ხულოს ცენტრალური მეჩეთის სარეკონსტრუქციო-სამშენებლო სამუშაოების პროექტის შესასყიდად მუნიციპალიტეტმა ტენდერი 23 728 ლარით გამოაცხადა. პირობის მიხედვით, პროექტი ისე უნდა შედგეს, …

„კორპუსთან 2 დღის წინ გამოჩნდა კაცი და ეზოს ნაწილი მოღობა, ჩემიაო“ – აქციაზე ბათუმში ქუჩა გადაკეტეს

„ხანძარიც რომ გაჩნდეს, ჩვენს კორპუსთან მანქანით ვეღარ მიხვალ, ეს პროექტი ხომ შეითანხმა მერიამ, სადაა ახლა?“ – კითხულობენ ბათუმში, გენერალ ასლან აბაშიძის #49 წილადი 17-ში მდებარე კორპუსში მცხოვრებლები. მათ დღეს, 25 მარტს, კორპუსებს შორის გამავალი გზა გადაკეტეს და საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები ჰყვებიან, რომ მრავალსართულიანი კორპუსი, სადაც უკვე 8 წელი ცხოვრობენ, საერთო ეზოს და მანქანით …

„ქართველი პოეტი ქალების ბუმი ესპანეთში“ – ინტერვიუ მთარგმნელ ლანა კალანდიასთან

„ქართველ ავტორებს მხილება დროშასავით უჭირავთ ხელში და მკითხველს სთავაზობენ პოეტურ თამაშს, რომელიც სამყაროს რღვევას ხისტად, შიშით და სოციალური ლირიზმით შესცქერის“. „მათ შესწევთ უნარი წარმოაჩინონ ქვეყნის განცდები, რომელიც ისტორიულად მუდმივ რყევებსა და ცვლილებებს განიცდის“. „თანამედროვე ქართული პოეზიის ანთოლოგია წარმოგვიდგენს ქალი ავტორების პოეტურ ძალას, რომელიც ერთი მხრივ, გამოიხატა სოციალური თემებისა და თანამედროვეობის ასახვით, მეორე მხრივ კი – …

მასწავლებლები ვიხდით შემოსავლის 20%-ს ბიუჯეტში, ეს გამოიყენონ სასკოლო კვებაზე – აფხაზავა

დასრულდა სასკოლო კვების კვირეული, რომელიც 14-19 მარტის ჩათვლით მიმდინარეობდა სკოლებში. კვირეულის ფარგლებში მონაწილე სკოლებმა, სასკოლო კვებაზე თავიანთი იდეები წარმოადგინეს. კვირეულში ჩართული იყო ჩიბათის საჯარო სკოლაც. „ბათუმელები“ ჩიბათის სკოლის პედაგოგს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელ ლადო აფხაზავას ესაუბრა, რომელმაც გაგვიზიარა თავისი შთაბეჭდილებები და ის, თუ როგორ გამოკვებეს 2 დღის განმავლობაში მოსწავლეები სკოლაში, როგორ შეადგინეს მენიუ და რამდენი …

სად გაითიშება შუქი 26 მარტს ბათუმსა და აჭარის სოფლებში

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ განცხადებით, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 26 მარტს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება აბონენტების ნაწილს შემდეგ მისამართებზე: ბათუმში – 11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს გენ. ასლან აბაშიძის, ქეთევან წამებულის, ტბელ აბუსერიძის, პეტრე ბაგრატიონისა და მიმდებარე ქუჩებს. ხელვაჩაურში – 11:00-დან 18:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით აბონენტებს სოფლებში აჭარის აღმართი, ჩიქუნეთი, აღმართი და მიმდევარე სოფლებს. ასევე კახაბრის, მახვილაურისა და …

3 ადამიანი დაიღუპა ავარიით ქობულეთის შემოვლით გზაზე

ქობულეთის შემოვლით გზაზე დღეს, 25 მარტს, ავარიის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, 2 – დაშავდა. სოფელ ოჩხამურის მონაკვეთზე ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯა ერთმანეთს. ავარიის შედეგად დაღუპულები სავარაუდოდ ერთი ოჯახის წევრები არიან. დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის შესაბამისად, რაც გულისხმობს „ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას“. ———– …

„დასვენების დღეებში გოგოები ჩემთან ქარგვას სწავლობენ“ – ვინ ქმნის ხელნაკეთ ნივთებს აჭარაში | გამოფენა-გაყიდვა

23 მარტს ბათუმში, ხელოვნების უნივერსიტეტში გაიმართა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო აჭარაში მცხოვრებ ქალთა და შშმ პირთა ათასგვარი ხელნაკეთი ნივთი: ნაქარგები, მძივები, თოჯინები, სარკეები, რას აღარ ნახავდით. სხვადასხვა ასაკის ქალები ერთ სივრცეში გაერთიანდნენ და ირგვლივ მყიდველ-დამთვალიერებლები შემოიკრიბეს. ერთ-ერთი პირველი, ვინც ჩვენი ყურადღება მიიპყრო მზევინარ ირემაძეა. მას წინ აჭარული ტრადიციული ნაქარგობები ელაგა: „აჭარული ნაქარგობის ტრადიცია …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 25 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 25 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 437 390 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +640] ტანკი – 6 887 ერთეული [+11] ჯავშანტექნიკა – 13 183 ერთეული [+25] საარტილერიო სისტემა – 10 877 ერთეული [+22] MLRS – 1 018 ერთეული [+0] საზენიტო …

გამოჩნდა რა აქვთ მოსამართლეებს დასამალი, მათ ქონებაზე არაერთი სიუჟეტი მომზადდა – ნატა ფერაძე

მედიაში არაერთი სიუჟეტი მომზადდა მოსამართლეების ქონებაზე, გამოჩნდა, რამდენი რამ აქვთ მათ დასამალი, ზოგიერთი საკმაოდ მძიმე დანაშაულს ჩადის… ამიტომაც, არ სურთ ეს შემოწმება, ამას კი, „ქართული ოცნება“ ფუთავს ისე, რომ აი, „დამპალი ევროპა გვმართავს“, იქეთ თავდასხმაზე გადადიან ნაცვლად იმისა, რომ გამჭვირვალობას დათანხმდნენ,“ – გვითხრა ნატა ფერაძემ. „აქციებზე როცა გვაკავებენ, სასამართლო პროცესის გამართვამდე წინასწარ ვარკვევთ: რამდენი დაგვაკავეს? …

მოსამართლეს აქვს დავალება დააშინოს ჟურნალისტი, აქციის მონაწილე, რომ ჩაკლან პროტესტი – მთივლიშვილი

რატომ აშინებთ გავლენიან მოსამართლეებს კეთილსინდისიერებაზე შემოწმება? რას შეცვლის ეგრეთ წოდებული ვეტინგი? – ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი აცხადებს, რომ გავლენიანი მოსამართლეები საქართველოში ხელისუფლების „დავალებას ასრულებენ“. მათი მიზანი კი პროტესტის ჩაკვლაა. გელა მთივლიშვილი ამ წლის იანვარში პოლიციამ მაშინ დააკავა, როცა ის პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა. ამის მიუხედავად სასამართლომ ჟურნალისტი 2 000 ლარით დააჯარიმა. დღეს, 24 მარტს, მოსამართლეთა კონფერენციამ კეთილსინდისიერების …

დედაჩემი ძილის წინ ბალიშებს ამოწმებდა, ეშინოდა გველი არ ყოფილიყო ქვეშ – სტალინური რეპრესირები

„იცი რა მწარედ მახსოვს. დედაჩემი ყოველ საღამოს, ძილის წინ, ბალიშებს გადააბრუნებდა ხოლმე. სათითაოდ ამოწმებდა, ეშინოდა გველი არ ყოფილიყო რომელიმე ბალიშის ქვეშ. ამაზე მეტი საშინელება რა უნდა იყოს?“ – 80 წლის კადრიე ლომაძეს ბევრი რამ აღარ ახსოვს წარსულიდან, მაგრამ ახსოვს ძილისწინა რიტუალი ღრმა ბავშვობიდან. კადრიე ლომაძე რეპრესირებულის შვილი და თავადაც რეპრესირებულია. თავად 6 თვის იყო, როდესაც …

რომელი სოფლების გაზიფიცირება იგეგმება აჭარაში

„საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ ამჯერად აჭარაში 11 სოფლის გაზიფიცირებას გეგმავს. გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის სავარაუდო ღირებულებისა და შესრულების სავარაუდო ვადის დადგენის მიზნით სახელმწიფო კომპანიამ ბაზრის კვლევა უკვე ჩაატარა, თუმცა ტენდერი ჯერ არ გამოუცხადებია. ამ ეტაპზე იგეგმება შემდეგი სოფლების გაზიფიცირება: აღნიშნული სოფლების გაზიფიცირებისთვის საჭირო პროექტების შეძენაზე გაზის ტრანსპორტირების კომპანიას 2 ტენდერი ჰქონდა გამოცხადებული 2023 წელს. …

როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 24 მარტის 21 საათიდან 25 მარტის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წამში; ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 13 – 18 გრადუსი სითბო ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო მთიან რაიონებში: დღისით: 5 – 10 გრადუსი სითბო …

ქობულეთში განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი, 1977 წელს დაბადებული ლ.გ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით ქობულეთში დააკავეს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ქობულეთში, ნაცნობს – 1993 წელს დაბადებულ თ.გ.-ს მათ შორის არსებული უთანხოების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 24 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 24 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 436 750 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +990] ტანკი – 6 876 ერთეული [+24] ჯავშანტექნიკა – 13 158 ერთეული [+28] საარტილერიო სისტემა – 10 855 ერთეული [+44] MLRS – 1 018 ერთეული [+0] საზენიტო …

ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე კაცი მოკლეს

ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე კაცი მოკლეს. შემთხვევა დღეს, 23 მარტს, საღამოს მოხდა. “ბათუმელების” ინფორმაციით, კაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. ის კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა. განახლება: შსს-ს ინფორმაციით აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით განზრახ მკვლელობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი, 1977 წელს დაბადებული ლ.გ. ქობულეთში დააკავეს.

ჩინეთი აფხაზეთში დევნილების დაბრუნებას მხარს არ უჭერს – ახალი სტრატეგიული პარტნიორის პოლიტიკა

2008 წლიდან 2023 წლის ჩათვლით, საქართველოს ახალ სტრატეგიულ პარტნიორს, ჩინეთს, რომელიც თავის მხრივ ყველაზე მნიშვნელოვანი და ახლო სტრატეგიული პარტნიორია რუსეთისთვის, მხარი არასდროს დაუჭერია გაეროში საქართველოს მიერ შეტანილი რეზოლუციისთვის – „იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“. მეტიც, 2022 წლის 8 ივნისს, უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან რამდენიმე თვის თავზე, ჩინეთმა პირველად და ერთადერთხელ მისცა ხმა რეზოლუციის კენჭისყრაზე …

რამდენადაა საქართველო თურქეთსა და რუსეთზე ეკონომიკურად დამოკიდებული – რას ნიშნავს ეს

ყოველ შაბათ-კვირას საქართველო-თურქეთის საზღვარზე, სარფში, უზარმაზარი რიგები დგას. რიგებია ორი ქვეყნის საზღვარზე მდებარე პირველივე პატარა ქალაქ ქემალფაშაში მდებარე სუპერმარკეტშიც. შეიძლება ზოგჯერ ნახევარი საათიც კი მოგიწიოს ლოდინი მაღაზიის სალაროსთან, რადგან მარკეტები ქართველი მყიდველითაა სავსე. საქართველოს მოქალაქეები თურქეთში ყიდულობენ ყველაფერს, რაც კი სამომხმარებლო კალათაში შედის, მათ შორის კვერცხს (რომელიც ტრანსპორტირებისას ფრთხილ მოპყრობას საჭიროებს) და ტუალეტის ქაღალდს (რომელიც …

Exit mobile version