ჰელინ ბოლექის შეწყვეტილი სიმღერა – მუსიკოსი შიმშილობის 288-ე დღეს გარდაიცვალა

3 აპრილს, საპროტესტო შიმშილობის 288-ე დღეს, გარდაიცვალა თუქრული მემარცხენე მუსიკალური კოლექტივის Grup Yorum-ის წევრი ჰელინ ბოლექი. 3 აპრილს Grup Yorum-ის ტვიტერის ოფიციალური გვერდიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ 28 წლის ასაკში სტამბოლში, საკუთარ სახლში, გარდაიცვალა ჰელინ ბოლექი. მან სიცოცხლის ბოლო 288 დღე ჯგუფის სხვა ორ წევრთან, მუსტაფა კოჩაკთან და იბრაჰიმ გოკჩეკთან ერთად, პროტესტს მიუძღვნა. შიმშილის ეს ფორმა …

ნიუ იორკის შტატში კორონავირუსის შემთხვევებმა იტალიის მონაცემებს გადააჭარბა

7 აპრილის მონაცემებით, აშშ-ში, ნიუ იორკის შტატში, კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 139 ათასს მიაღწია, რაც აღემატება კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობას იტალიაში, სადაც ბოლო მონაცემებით 135 586 ადამიანია ინფიცირებული კორონავირუსით. აშშ-ი კორონავირუსით მსოფლიოში ყველაზე მეტი ინფიცირებულია – ჯამში 383 256 ადამიანი. ყველაზე მეტად დაზარალდა სწორედ ნიუ იორკის შტატი. ბოლო 24 საათში ნიუ იორკის შტატში 731 ადამიანი გარდაიცვალა …

აპრილი და მაისის პირველი ნახევარი განსაკუთრებით რთული იქნება – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, აპრილი და მაისის პირველი ნახევარი კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით განსაკუთრებით რთული იქნება. „დღეს არის 196 შემთხვევა, ველოდებით, რომ ამ კვირის ბოლოს ეს რიცხვი სულ მცირე გაორმაგდება, შემდეგ კიდევ ერთხელ გაორმაგდება. აპრილის ბოლოს ჩვენი პროგნოზია, რომ იქნება 1000-1200 ფარგლებში ინფიცირებული, რა თქმა უნდა, გამოჯანმრთელებულების რაოდენობაც მოიმატებს. ჩვენ არ გვინდა  …

კანონი ერთია ყველასთვის – გამყრელიძე ეკლესიაში შეკრებაზე

ამირან გამყრელიძე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი აცხადებს, რომ მისი რეკომენდაცია ეკლესიაში შეკრებასა და სააღდგომო ლიტურგიაზე დასწრებასთან დაკავშირებით უცვლელია. „ეს კითხვა ხშირად ისმის. ზოგი გაურბის პასუხს, ზოგს აქვს არაერთმნიშვნელოვანი პასუხი. ჩვენ დღეს ქვეყანაში გვაქვს საგანგებო მდგომარეობა. ჩვენ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო. საგანგებო მდგომარეობის თანახმად აკრძალულია ბევრი ადამიანის ერთად შეკრება, რადგან სოციალური დისტანცირება გახლავთ ყველაზე მძლავრი იარაღი …

მედცენტრი -„ვისაც სისხლის გაღების სურვილი აქვს, ამისთვის უსაფრთხო გარემოს ვთავაზობთ“

ქვეყანაში ახალი კორონავირუსით გამოწვეულ პრობლემებს, სამწუხაროდ, სისხლის მარაგების ნაკლებობაც დაემატა. რამდენიმე დღის წინ, დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ მოქალაქეებს სისხლის ჩაბარებისკენ მოუწოდა. პრობლემები იქმნება სისხლის მარაგების მხრივ. სისხლი ყოველთვის საჭიროა, ამიტომ მოვუწოდებდი ჩვენს თანამოქალაქეებს, ვინც ჯანმრთელია და აქვს ამის ფიზიკური შესაძლებლობა, დავუკავშირდეთ უახლოეს სისხლის სადგურებს, კარგი იქნება, თუ სისხლს ჩავაბარებთ, ეს ქვეყანას ყოველთვის …

გვარა – ქალის ისტორია, რომელიც კორონავირუსით შესაძლოა სოფელში დაინფიცირდა

7 აპრილს ბათუმში 54 წლის ქალს კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდა. დღეს, 20:00-ისთვის არსებული მონაცემებით, ამის გამო კარანტინშია ბათუმში მომუშავე სასწრაფო  სამედიცინო სამსახურის ორი ბრიგადა – სულ 6 ადამიანი, სამედიცინო ცენტრ „მედინას“ 10 და ბათუმის სამედიცინო ცენტრ BMC-ის 4 თანამშრომელი. სოფელ გვარაში თვითიზოლაციაშია 14 ადამიანი. ქალი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ბათუმში ცხოვრობს. თუმცა ის რამდენიმე დღით ქობულეთის მუნიციპალიტეტის …

მსოფლიოში ექთნების დეფიციტია – ჯანმო მთავრობებს მიმართავს

მსოფლიოში არსებული ექთნების დეფიციტისა და ამ დარგში ინვესტიციების სიმცირე პანდემიის პირობებში ძალიან ცხადად გამოჩნდა. დღეს ჯანმომ სპეციალური ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საექთნო დარგში მსოფლიოში არსებულ დეფიციტზე საუბრობს და მოუწოდებს მთავრობებს, ჩადონ ინვესტიციები ახალი ექთნების მომზადების დაჩქარებაში, ასევე იზრუნონ უკვე დასაქმებული ექთნების შენარჩუნებაზე. ჯანმო: მსოფლიო მასშტაბით მედპერსონალის ნახევარზე მეტს ექთნები წარმოადგენენ და მათ ჯანდაცვის ყველა სისტემაში სასიცოცხლოდ …

ახალი ცნობა COVID 19-ზე: ასიმპტომურად მიჩნეულ პაციენტებს სიმპტომები მაინც განუვითარდათ

ახალი კორნავირუსის გავრცელებასთან ერთად მატულობს ვირუსის შესახებ ინფორმაციაც. ბოლო დროს ცნობილი გახდა, რომ ვირუსის გადადება შეუძლიათ არა მარტო სიმპტომების მქონე, არამედ პრესიმპტომატურ პაციენტებსაც, ინფიცირების დამახასიათებელი ნიშნების გამოვლენამდე 1-3 დღით ადრე. რაც შეეხება ინფორმაციას, რომ შესაძლოა კორონავირუსი საერთოდ სიმპტომების გარეშე მიმდინარეობდეს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის [ჯანმო] ეპიდემიოლოგი მარია ვან კერჰოვი აცხადებს, რომ ე.წ. უსიმპტომო პაციენტებს საბოლოოდ მაინც განუვითარდათ …

„ვირუსის დაცვისგან ფიქრი ჩვენთვის ფუფუნებაა“ – ტრანსგენდერი ქალები პანდემიის დროს

„სამუშაო აღარ არის. რომ იყოს კლიენტი, მივიღებდი, მშიერი ვერ ვიქნები… ნაქირავებში ვცხოვრობ, საჭმელს „ხაზეიკა“ მაჭმევს,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ 22 წლის ანა [სტატიაში სახელები შეცვლილია]. ის ტრანსგენდერი ქალია, სექსმუშაკად მუშაობს და ბათუმში ცხოვრობს. ტრანსგენდერი ქალები ლგბტქ თემიდან ყველაზე დიდი რისკის წინაშე აღმოჩნდნენ, რადგან მათი დიდი ნაწილი სექსმუშაკობით ირჩენს თავს. პანდემიამდე და ახლაც ტრანსგენდერი ქალების უმრავლესობას ოჯახთან …

ბათუმში გაზისა და ნავთობის ახალი საცავები გზშ-ს საჯარო განხილვის გარეშე აშენდება

ბათუმში „ბათუმის ნავთობტერმინალის“ მიერ დაგეგმილ საქმიანობაზე გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშების [გზშ] საჯარო განხილვები აღარ გაიმართება. ტერმინალი თხევადი აირის 7 ახალი საცავი რეზერვუარისა და ნავთობპროდუქტების 5 ახალი რეზერვუარის მოწყობა-აშენებას გეგმავს. გაზსაცავების ჯამური მოცულობა 21 000 კუბ/მ, ხოლო რეზერვუარების – 25 000 კუბ/მ იქნება. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მარტის ბოლოს გაავრცელა განცხადება, რომ საგანგებო …

ქართველი ექიმების ბრძოლა კორონავირუსთან [ფოტო]

7 აპრილის 18 საათის მონაცემებით საქართველში კორონავირუსის დადასტურებული 195 შემთხვევაა, მათ შორის 45 გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 3, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშაა 370 ადამიანი, კარანტინის რეჟიმშია – 4708. ამ ყველაფერს ემატება ეპიდკონტაქტების კვლევა, პირადი უსაფრთხოების დაცვა პაციენტებთან ურთიერთობისას, რომ მედპერსონალიც არ იქცეს ვირუსის გამავრცელებლად. მათ პანდემიის პირობებში მთავარი პასუხისმგებლობა აკისრიათ. ეროვნული ბიბლიოთეკა ქართველი მედპერსონალის შესახებ ციფრულ გამოფენას სთავაზობს …

ხულოს მერი: დანამატები დააბრუნეს, მეტ კომენტარს ვეღარ გავაკეთებ

„დანამატები დააბრუნეს, ჩვენ უკვე განმარტება გავავრცელეთ, მეტ კომენტარს ვეღარ გავაკეთებ…“ – გვიპასუხა ხულოს მერმა, ვახტანგ ბერიძემ. მან პანდემიის პირობებში თანამშრომლებს დანამატები ჩაურიცხა. რატომ გაიცა დანამატები ახლა, როცა პანდემიის გამო ხელისუფლებამ ხელფასის ერთი მესამედის ფონდში ჩარიცხვა დაანონსა? – ეს ხულოს მერს, ვახტანგ ბერიძეს ვკითხეთ. მას ჩვენ ტელეფონით დავუკავშირდით. „არ მესმის თქვენი ხმა, ცუდად ისმის… დაუკავშირდით პრესსამსახურს,“ …

„ქურდული სამყაროს“ საქმეზე 3 პირი, მათ შორის, გამომძიებელი დააკავეს – შსს

შს სამინისტროს ინფორმაციით, „ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის და „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობისთვის ორი პირი დააკავეს. „მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებული არიან წარსულში ნასამართლევი პირები: 1973 წელს დაბადებული ჯ.ი. და 1986 წელს დაბადებული გ.წ. მათ ბრალი „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობასა და„ქურდული სამყაროს“ წევრობაში ედებათ,“ – აცხადებს შსს.  სამინისტროს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 12 მარტს ჭიათურაში მოაწყვეს „ქურდული …

ბათუმში მეხუთე პაციენტი გამოჯანმრთელდა კორონავირუსისგან

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში მეხუთე პაციენტი გამოჯანმრთელდა და იგი კლინიკას დატოვებს. ახლა ბათუმში, კლინიკა „მედალფაში“, 9 პაციენტი გააგრძელებს მკურნალობას. დღესვე ცნობილი გახდა, რომ საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა 45-ია. დღეის [18 სთ] მონაცემებით, ქვეყანაში სულ კორონავირუსის  195 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის, გამოჯანმრთელდა 45 ადამიანი, გარდაიცვალა – 3.  კარანტინში იმყოფება 4708 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 370 ადამიანი. 

45 ადამიანი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა – ბოლო მონაცემები

7 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსისგან 45 ადამიანი გამოჯანმრთელდა. დღეის [18 სთ] მონაცემებით, ქვეყანაში სულ კორონავირუსის  195 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის, გამოჯანმრთელდა 45 ადამიანი, გარდაიცვალა – 3.  კარანტინში იმყოფება 4708 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 370 ადამიანი.  ________ ფოტო: ევროპის პრესსააგენტო. EPA/YONHAP

საქართველოში კორონავირუსით მესამე პაციენტი გარდაიცვალა

stopcov.ge-ის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით მესამე პაციენტი გარდაიცვალა. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ის 86 წლის იყო და ჰქონდა თანმხლები ნევროლოგიური დაავადება. ამასთან აღენიშნებოდა სეფსისი, მძიმე ორმაგი პნევმონია. პაციენტი რეანიმაციაში 2 კვირის განმავლობაში მკურნალობდა. მისი თქმით, ექიმებმა ყველაფერი გააკეთეს, მაგრამ სამწუხაროდ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ოფიციალური მონაცემებით, 7 აპრილს [18 სთ] ქვეყანაში კორონავირუსის 195  …

აგრარული ბაზრები იმუშავებენ, თუ სტანდარტებს დაიცავენ – დავითაშვილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, აგრარული ბაზრები დიდწილად წარმოადგენენ დაავადების გავრცელების მაღალ რისკს, ამიტომ მათი ფუნქციონირება შეიზღუდა, თუმცა იქნება გამონაკლისებიც. „კონკრეტულად, აგრარული ბაზრების ფუნქციონირება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუკი ისინი სტანდარტის დაკმაყოფილებას შეძლებენ. სტანდარტი შეიმუშავა სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, შეჯერებულია ჯანდაცვის სამინისტროსთანაც. აღნიშნული სტანდარტი ითვალისწინებს შემდეგ მოთხოვნებს: მოვაჭრე პერსონალს უნდა ჰქონდეს სპეციალური დამცავი …

სახლიდან წასული 13 წლის გოგოს დედა: არ ვიცი, ვისთან ერთადაა, რას აკეთებენ 

„ჩემი შვილი მხოლოდ დღისით მოდის სახლში, როცა შივდება, ჭამს და მაშინვე გარბის… ხშირად ნასვამია, თვალები დაწითლებული აქვს… ამბობს, რომ თანატოლებთან ერთადაა, მაგრამ ვისთან ერთადაა, სად იკრიბებიან, რას აკეთებენ, არაფერი ვიცი… პანდემიის დროსაც ბავშვები ღამით გარეთ არიან. სოციალურ სამსახურშიც ვრეკავ, პოლიციაში, მაგრამ ვერავინ მეხმარება. მაინც და მაინც დანაშაული უნდა ჩაიდინონ, ან ვირუსი შეეყაროთ, რომ ვინმემ ყურადღება …

სმენისარმქონე მოქალაქეები COVID19-ზე ბრიფინგების ჟესტურ ენაზე თარგმნას ითხოვენ

„საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევის დაფიქსირებიდან ერთ თვეზე მეტი გავიდა. როდის დაიწყება ზრუნვა ინფორმაციის მისაწვდომობაზე?“- კითხვით ბათუმში მცხოვრები სმენისარქონე ადამიანები ხელისუფლებას მიმართავენ. მათი თქმით, ხელისუფლება ვალდებულია ინფორმაციაზე თანაბარი ხელმისაწვდომობა უზრუნველყოს, მით უმეტეს, პანდემიის პირობებში. პალინა ჯაღათაშვილი სმენისარმქონე პირია, ის „ბათუმელებს“ ეუბნება, რომ სმენისარმქონე ადამიანები, ფაქტობრივად, ინფორმაციის გარეშე დარჩნენ, რადგან ოფიციალური პირების მიერ გაკეთებული საგანგებო განცხადებები …

28 წლის ქალი ხუთი ბავშვით ნაქირავებ ბინაში დახმარების გარეშე დარჩა

28 წლის ხათუნა ბათუმში ორ შვილს და სამ არასრულწლოვან და-ძმას მარტო ზრდის, მას   საცხოვრებელი სახლი არ აქვს. ბინას სოციალური დახმარების თანხით ქირაობდა, თუმცა ახლა დახმარებასაც ვერ იღებს. ხათუნა მეუღლეს 2015 წელს დაშორდა და ამ დროიდან  შვილებთან ერთად დედასთან ცხოვრობდა, დედა 2016 წელს გარდაიცვალა და ამის შემდეგ ხათუნა ხუთ ბავშვთან ერთად ქირით ცხოვრობს. ხათუნა ამბობს, რომ …

ბათუმში სასწრაფო დახმარების 6 თანამშრომლის ტესტის პასუხს ელოდებიან კორონავირუსზე

ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ორი ჯგუფი, სულ  6 ადამიანი, კარანტინშია გადაყვანილი. მათ შეხება ჰქონდათ ქალთან, რომელსაც დღეს, 7 აპრილს, კორონავირუსი დაუდგინდა. „ამ წუთას ჩვენი ექვსი თანამშრომელია კარანტინში და უტარდებათ შესაბამისი ტესტირება კორონავირუსზე. ორჯერ იყო ბრიგადა გამოძახებაზე გასული, შესაბამისად ორ ბრიგადას ჰქონდა შეხება პაციენტთან,“ – ამბობს მინდია კახიძე, საგანგებო სიტუაციების, კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის წარმომადგენელი …

ნაგვის პარკები თავზე – რას ჰყვება ექიმი, რომელიც კორონავირუსით ინფიცირებულებს მკურნალობს – BBC

ბრიტანეთში კორონავირუსის ინფექციით გარდაცვლილთა რიცხვი იზრდება. საავადმყოფოები უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ და ცდილობენ მოაწყონ შესაბამისად აღჭურვილი გარემო ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მყოფი კრიტიკული პაციენტებისთვის. ექიმი რეანიმატოლოგი  BBC-სთან საუბრისას  მედპერსონალის, აღჭურვილობისა და მედიკამენტების  დეფიციტზე საუბრობს ანონიმურად, რადგან კლინიკაში საჯარო განცხადებების გაკეთება  ეკრძალებათ. ექიმი რობერტსი [სახელი შეცვლილია] აღწერს საავადმყოფოს, სადაც კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებითაა სავსე ინტენსიური თერაპიის განყოფილება. გადადებულია ყველა …

კორონავირუსი დაუდასტურდა მომღერალს, რომელიც ამბობს, რომ ანალიზს არ უღებდნენ

ბათუმის საოპერო დასის სოლისტს, ნიუ იორკის ლონგ-აილენდის უნივერსიტეტის კონსერვატორიის მაგისტრატურის პირველი კურსის სტუდენტს, აჩიკო გოგიტიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. მომღერალი ამბობს, რომ მას ჯანდაცვის მინისტრთან დარეკვა დასჭირდა, რომ მისთვის ტესტი აეღოთ კორონავირუსზე.  აშშ-დან ჩამოფრენის შემდეგ მომღერალი კარანტინში იმყოფებოდა, თუმცა იქედან, სიმპტომების მიუხედავად, სახლში, ტესტის გარეშე უშვებდნენ. როგორც აჩიკო გოგიტიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, ის ნიუ იორკიდან საქართველოში 24 მარტს …

როგორ შეაგროვა ჟურნალისტმა 8600 ლარი 43 ოჯახის დასახმარებლად

მას შემდეგ, რაც  საქართველოში კორონავირუსის პრევენციის ფარგლებში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, ათასობით ადამიანი დროებით უმუშევარი დარჩა. რთულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ ის ადამიანები, რომლებიც დღიურ შემოსავალზე იყვნენ დამოკიდებული, განსაკუთრებით კი სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან ოჯახებს გაუჭირდათ. სწორედ ასეთი ადამიანების დასახმარებლად, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტმა თეონა თურმანიძემ ფეისბუქზე საქველმოქმედო კამპანია წამოიწყო. „მახსოვს, ერთ-ერთი ნიუსი გავაზიარე და თან მეუხერხულა, რომ …

მოზარდებს იზოლაცია განსაკუთრებით უჭირთ, როგორ მოვიქცეთ? – ინტერვიუ ფსიქოლოგთან

„სტრესის ჰიგიენაც მნიშვნელოვანია,“ – ამბობს ფსიქოლოგი მაია ცირამუა მოზარდებზე საუბრისას. მოზარდები ახლა ყველა დანარჩენის მსგავსად, იზოლაციაში არიან და შინ, ერთფეროვან გარემოში ყოფნა განსაკუთრებით უჭირთ. „ბათუმელები“  მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის [ GCRT ] ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოთერაპევტს, მაია ცირამუას ესაუბრა იმაზე, თუ რა უნდა გაითვალისწინონ მოზარდებმა იზოლაციის პირობებში დეპრესიისგან და ასევე, ძალადობისგან თავის დასაღწევად. …

“მედინას” რამდენიმე თანამშრომელი კარანტინში გადაიყვანეს – კლინიკა მუშაობას აგრძელებს

კლინიკა „მედინას“ რამდენიმე თანამშრომელი საკარანტინო ზონაში გადაიყვანეს. მიზეზი პაციენტია, რომელსაც სამედიცინო მომსახურება კლინიკაში გაუწიეს და მას მოგვიანებით კორონავირუსი დაუდასტურდა. „პაციენტმა მომართა ჩვენი კლინიკის ენდოსკოპისტს, შემოსვლისთანავე  შეიკრიბა ანამნეზი, სადიაგნოსტიკო საშუალებებითა და ანამნეზით მიღებული შედეგით ივარაუდეს, რომ არის კოვიდინფიცირებული. პაციენტი მაშინვე გადაყვანილი იქნა პროფილურ კლინიკაში,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ საუბრისას კლინიკის გენერალური დირექტორი ნინო ქაჯაია. მისივე თქმით, ყველა …

როგორ ტარდება ონლაინგაკვეთილები სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისთვის

კორონავირუსის პანდემიის პირობებში ონლაინგაკვეთილები ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა გახდა ქართული სკოლებისთვის. მიუხედავად გამოცდილების ნაკლებობისა, მასწავლებლების უმრავლესობა ამბობს, რომ სხვადასხვა სახის სირთულის მიუხედავად, ონლაისწავლებას ალღო აუღო, მაგრამ როგორ უტარდებათ ონლაინგაკვეთილები სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებს? –  ამ საკითხზე „ბათუმელები“ ორ სპეცმასწავლებელს ესაუბრა. ლალი ჯაფარიძე ბათუმის მე-4 და დაბა მახინჯაურის საჯარო სკოლებში ასწავლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე [სსმ] …

ყველამ უნდა მოიხადოს ეს ვირუსი, ეს მოსახდელი დაავადებაა – ლევან რატიანი

ლევან რატიანი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი _________________ „როგორც ჩემთვისაა ამ ეტაპამდე უცნობი, ასევე მსოფლიოს წამყვანი მეცნიერებისათვის სამყაროში არის უცნობი ამ ვირუსის სტრატეგია. მხოლოდ და მხოლოდ ვიცით ერთი რაღაც, რომ ეს მოსახდელი დაავადებაა, ეს ყველამ აუცილებლად უნდა მოიხადოს ეს ვირუსი, დღეს არსებულმა კაცობრიობამ. 80 პროცენტი -აკლინიკური ფორმით, 20 პროცენტი კი მოვიხდით საშუალო, …

მეზღვაურთა საბუთებისა და სამედიცინო მოწმობების მოქმედების ვადა გააგრძელეს

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 6 აპრილის ბრძანებით, მეზღვაურთა საბუთების და სამედიცინო მოწმობების მოქმედების ვადა 6 თვით გაგრძელდა. ბრძანებაში აღნიშნულია, რომ ასეთი გადაწყვეტილება ახალი კორონავირუსის [COVID-19] გავრცელების პრევენციისა და ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო იქნა მიღებული. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანების მიხედვით: [checklist] ყველა მეზღვაურის საბუთი (კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატი/კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატი/მეზღვაურის წიგნაკი), რომლის მოქმედების ვადაც იწურება 2020 …

აჭარაში კორონავირუსის შიდაგადაცემა დაფიქსირდა – „დაიცავით სოციალური დისტანცირება“

დღეს, 7 აპრილს,  ცნობილი გახდა, რომ აჭარაში კორონავირუსი დაუდასტურდა ქალს, რომლის ინფიცირების წყაროც ჯერჯერობით დადგენილი არ არის. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ნინო ნიჟარაძე მოსახლეობას განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებს: „მოვუწოდებ ყველას, დაიცვას უსაფრთხოება, დაიცვას სოციალური დისტანცირება, მოარიდოს თავი ნებისმიერი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას დაყოვნებას, აუცილებლად გამოიყენოს ნიღაბი, სპირტიანი და სადეზინფექციო ხელის ხსნარები. და სოციალური დისტანცირება ისევ და ისევ, …

ბათუმში COVID-19 დაუდასტურდა ქალს, რომლის ინფიცირების წყარო დადგენილი არ არის

დღეს, 7 აპრილს, აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ნიჟარაძემ განაცხადა ბათუმში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევის შესახებ. „კლინიკა „მედალფაში“ გვაქვს 10 დადასტურებული შემთხვევა, დაგვემატა ერთი, 60 წლამდე პირი, რომლის იდენტიფიცირება მოხდა წუხელ, გვიან ღამით. ახლა მიმდინარეობს ეპიდკვლევითი სამუშაოები, კონტაქტების მოძიება. აღნიშნული პირის ინფიცირების წყარო ამ ეტაპზე არ არის დადასტურებული, მიდის აქტიური მოძიება. განვმარტავ, ზოგადად კონტაქტად ითვლება …

ბათუმის მერია მოქალაქეებისთვის ვირტუალურ ქოლცენტრს აამოქმედებს

ბათუმის მერიის გადაწყვეტილებით „კორონავირუსის გავრცელების საშიშროებასთან დაკავშირებით, საგანგებო მდგომარების პირობებში მოქალაქეებისათვის საჭირო ინფორმაციის, სერვისებისა და მომსახურების მიწოდების გაუმჯობესებისათვის“, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული მერიის სისტემაში ვირტუალური ქოლცენტრის ამოქმედება. „საგანგებო რეჟიმის პირობებში მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებს დისტანციურად უწევთ კომუნიკაცია მოქალაქეებთან, რამდენადაც მუნიციპალიტეტში მოქმედებს ცხელი ხაზის მხოლოდ 1 ნომერი, გადატვირთული ზარების ფონზე მომსახურების გაწევა ხორციელდება შეფერხებით, მომსახურების შეფერხებით მიწოდების გამო …

კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 195-მდე გაიზარდა

დღეს, 7 აპრილს, ცნობილი გახდა კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების შესახებ.  ჯამში საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა არის 195,  მათ შორის გამოჯანმრთელდა 39 ადამიანი, გარდაიცვალა – 2.  7 აპრილის [10 სთ] მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4735, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 383 ადამიანი. მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 1.3 მილიონს გადააჭარბა, გარდაცვლილია 75 ათასამდე ადამიანი, გამოჯანმრთელდა 284 ათასი.

Exit mobile version