Batumelebi | „თავისუფლები“ მედლებს აგროვებენ „თავისუფლები“ მედლებს აგროვებენ – Batumelebi
RU | GE  

„თავისუფლები“ მედლებს აგროვებენ

ირაკლი დარცმელიძე

 

სხვადასხვა სინჯის 11 მედალი მოიპოვეს აჭარის თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა (მწვრთნელი _ მარად არძენაძე) საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის ზიგფრიდ ჩხაიძის სახელობის ტურნირზე, რომელსაც ბათუმმა უმასპინძლა.

 

რამაზ თურმანიძე (35), ალეკო გოგობერიძე (-42), გურამ კუნჭულია (-46) და თენგო სურმანიძე (50) ჩემპიონები გახდნენ. მეორე ადგილზე გავიდნენ გრიგორი კეკიეშვილი (-32), ლევან ღოღობერიძე (-42) და ჯონი დიასამიძე (-53).

გუგა შეშელიძემ (29), თორნიკე დიასამიძემ (32), კახა შავაძემ (-38) და ნიკა კაკაბაძე (46) კი მესამე საპრიზო ადგილები დაიკავეს. აღსანიშნავია, რომ შეჯიბრში პირველად მონაწილეობდა სომხეთის ჭაბუკთა ნაკრები, რომელიც ბათუმს 24-კაციანი გუნდით ეწვია და სამივე სინჯის თითო მედალი მოიპოვა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ირაკლი დარცმელიძე