Batumelebi | ბათუმი ჩემპიონია ბათუმი ჩემპიონია – Batumelebi
RU | GE  

ბათუმი ჩემპიონია

ირაკლი დარცმელიძე

 

ბათუმში დასრულდა ქალაქის სასპორტო სკოლის ღია პირველობა ხელბურთში ჭაბუკთა შორის. ტურნირში, რომელშიც ოთხი გუნდი მონაწილეობდა, ბათუმელებმა გაიმარჯვეს.

 

 

ნახევარფინალში ბათუმის გუნდმა გორელი ხელბურთელები დაამარცხეს 33:27 და ფინალში სამტრედიელ თანატოლებს გაეჯიბრნენ, რომლებმაც, თავის მხრივ, ქუთაისის ნაკრებს მოუგეს. გადამწყვეტი შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა და ტურნირის მასპინძლებმა მხოლოდ 2 ქულის სხვაობით, 29:27 მოიგეს. მესამე ადგილზე გორის გუნდი გავიდა.

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ირაკლი დარცმელიძე