რა უნდა იცოდეთ, მშენებარე კორპუსში შეძენილი თქვენი ბინა სხვას რომ ვერ მიჰყიდონ – ინტერვიუ იურისტთან

არსებობს სამართლებრივი დაცვის მექანიზმები, როცა ბინას მშენებარე კორპუსში ყიდულობ და ბანკში სესხის აღების ნაცვლად კომპანიასთან აფორმებ ე.წ. შიდა განვადებას? – იურისტი გიორგი ხიმშიაშვილი ამბობს, რომ არსებობს რისკების შემცირების რამდენიმე გზა. „ბათუმელები“ ზეინაბ მახარაძის შესახებ წერდა, რომელმაც ემიგრაციაში მუშაობით იყიდა ბინა ბათუმში, აქ ჩამოსულს კი, ბინა გასხვისებული დახვდა. აღმოჩნდა, რომ იგი გამონაკლისი არ არის. „ბათუმელებმა“ ადვოკატ …

რა ფილმებს აჩვენებენ ბათუმში საპროტესტო აქციაზე

ბათუმში დღეს, 7 აგვისტოს, 20:30 საათზე, საკონსტიტუციო სასამართლოსთან მიმდინარე წინააღმდეგობის აქციაზე აჩვენებენ რეჟისორ შალვა შენგელის დოკუმენტურ ფილმს – „გიორგი ანწუხელიძე”. 8 აგვისტოს კი – ასევე დოკუმენტურ ფილმს „ფედერალისტების” ავტორობით – „გამარჯვებამდე ერთი დღით ნაკლები რჩება!”. 11 აგვისტოს კი, სოფელ შინდისთან გმირულად დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნის დღეს, რეჟისორ დიტო ცინცაძის 2019 წლის მხატვრული ფილმი, „შინდისი” იქნება ნაჩვენები. …

ხოფის ბაზრობაზე მაღაზიას ცეცხლი გაუჩნდა – ადგილზე სახანძრო მუშაობს

ბათუმში, ე. წ. ხოფის ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძარია. წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი ერთ-ერთ მაღაზიაში გაჩნდა. მოვაჭრეების თქმით, ხანძრის გაჩენა სავარაუდოდ ელექტროსადენებს უკავშირდება. ადგილზე მუშაობენ მეხანძრე-მაშველები. განახლება: ამ დროისთვის ხანძარი ხოფის ბაზრობის ტერიტორიაზე ლოკალიზებულია. შსს-ს პრესცენტრის ცნობით, გამოძიება დაიწყო სსკ-ის 187-ე მუხლის შესაბამისად, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას, ან განადგურებას ცეცხლის წაკიდებით.

ბათუმში კუსტარულად მოწყობილ საწარმოებში ფალსიფიცირებულ ვისკის ამზადებდნენ – საგამოძიებო

ფალსიფიცირებული ალკოჰოლური სასმელებისა და ყალბი აქციზური მარკების დამზადება-გასაღების ფაქტზე ბათუმში 3 პირი დააკავეს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიოებო სამსახური დღეს, 7 აგვისტოს ავრცელებს. „ბრალდებულები, უკანონო შემოსავლის მიღების მიზნით, კუსტარულად მოწყობილ საწარმოებში სპირტისა და სპეციალური დანამატების გამოყენებით სისტემატურად ამზადებდნენ ცნობილი ბრენდების ფალსიფიცირებულ ვისკისა და სხვა ალკოჰოლურ სასმელებს. აღნიშნული პროდუქცია ყალბი აქციზური მარკებით აჭარის რეგიონში მაღაზიებსა და ბარებში …

საბანკო ანგარიშიდან 58 000 აშშ დოლარის მითვისების ფაქტზე 1 პირი დააკავეს, მეორეზე ძებნა გამოცხადდა – შსს

შსს-ს ინფორმაციით, ფინანსური სარგებლის მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ კომპიუტერული მონაცემების ხელყოფის ბრალდებით, 1 პირი დააკავეს, მეორე პირის მიმართ კი სისხლისსამართლებრივი დევნა დაუსწრებლად დაიწყო. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულებმა უნებართვოდ შეაღწიეს უცხო ქვეყნის მოქალაქის საბანკო ანგარიშზე და 58 000 აშშ დოლარი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისეს. აჭარის პოლიციამ ერთი პირი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა, მეორეს მიმართ კი, სისხლისსამართლებრივი დევნა დაუსწრებლად …

3 კვირაში ქორწილი ჰქონდა – აგვისტოს ომში დაღუპული გიორგი შაინიძის ისტორია

7 აგვისტოს დილაა. გიორგის, ტრადიციულად, დედა და უმცროსი და აცილებენ სახლიდან. 26 წლის კაპრალი დაბა ოჩხამურიდან ბათუმში, ადლიის სამხედრო ბაზაზე მიდის და ყოველ საღამოს სახლში ბრუნდება. წასვლამდე გიორგი დედას 7000 ლარს აძლევს, რომელიც წინა საღამოს ბანკიდან სესხად გამოიტანა. ფული ქორწილისთვის დასჭირდა, რომელიც დაახლოებით 3 კვირაში, 26 აგვისტოსაა დაგეგმილი. 29 ივლისს გიორგი დაინიშნა და მას შემდეგ …

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 7 აგვისტოს 21 საათიდან 8 აგვისტოს 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან მუნიციპალიტეტებში: დღისით: 27 – 32 გრადუსი სითბო ღამით: 17 – 22 გრადუსი სითბო მაღალმთიან ზონაში: დღისით: 17  – 22 გრადუსი …

“ღრმად შეშფოთებული ვართ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით” – აშშ-ის საელჩო საქართველოში

დღეს, 7 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებიდან 18 წელი გავიდა. საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ამ თარიღს ეხმაურება. „დღეს საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული რუსეთის სამხედრო აგრესიიდან თვრამეტი წელი გავიდა. შეერთებული შტატები კვლავაც ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით და გმობს რუსეთის მიმდინარე ოკუპაციის პირობებში მომხდარ მკვლელობებს, გატაცებებსა და სხვა სახის ძალადობას. სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ხალხს …

აჭარაში პოლიციამ თურქეთის მიერ ძებნილი 2 პირი დააკავა

შს სამინისტროს ცნობით, აჭარის პოლიციამ თურქეთის რესპუბლიკის მიერ ძებნილი 2 პირი, ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს. „სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, მათ შორის: 2 პისტოლეტი, სამი მჭიდი და 129 ვაზნა. დგინდება, რომ ორივე დაკავებული სხვადასხვა მძიმე …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 7 აგვისტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 7 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 455 420 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 210. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 12 247 ერთეული [+1] ჯავშანტექნიკა – 25 098 ერთეული [+11] საარტილერიო სისტემა – 47 522 …

რატომ აღარ ისმის რეზო ხარაზის პროტესტის ხმა – აქტიური პოლიტიკიდან კივის ბაღებში

სად გაქრა ოპოზიციონერი, რომელზეც ყველა ამბობდა, რომ ბრძოლის ველს არასდროს დატოვებს, ოპოზიციონერი, რომელზეც შეიძლება პირდაპირ ითქვას, რომ ჩაკეტილ საჯარო სივრცეებს არღვევდა და ამ სიტყვების პირდაპირი მნიშვნელობით ფანჯრიდან შედიოდა? ის ხშირად მართავდა ბრიფინგებს, აპროტესტებდა კონკრეტულ გადაწყვეტილებებს, ამხელდა მაღალჩინოსნებს, აჩერებდა საკრებულოს სხდომებს. ბევრი აკრიტიკებდა და არასერიოზულ ქცევადაც კი აფასებდა ხმაურს, რომელსაც რეზო ხარაზი ბათუმის წინა მოწვევის საკრებულოს …

„პოლიციელების თვალწინ გამომასახლეს უკანონოდ“ – შშმ ქალი ბათუმიდან

„ბინიდან გამომიყარეს ჩემი ნივთები და კარს ბოქლომი დაადეს. სადაა სამართალი? პოლიცია მეუბნება, უკან თუ შეხვალ, დაგაკავებთო, ღია ცის ქვეშ დავრჩი მარტო“ – ამბობს მოქალაქე გულნაზ ფერაძე. ის შშმ ქალია, სოციალურად დაუცველი და ბოლო წელიწადნახევარია ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე ერთ-ერთ ბარაკულ ნაგებობაში ცხოვრობს. პირი, რომელიც ამბობს, რომ ბარაკის მესაკუთრეა, შშმ ქალის ბინაში შეიჭრა და იქედან მფლობელის ნივთები …

პროკურატურა აფხაზეთის დე ფაქტო რეჟიმთან სხვა ქვეყნის თანამშრომლობით არ ინტერესდება

რამდენიმე დღეში თბილისის საქალაქო სასამართლოში ალიშერ ბეისენბაევის ექსტრადიციის დასაშვებობის საკითხს განიხილავენ. ალიშერ ბეისენბაევი ყაზახეთის მოქალაქეა. ექსტრადიციის ამ საქმეში დადგენილია, რომ ყაზახურმა მხარემ მიმართა საქართველოს დროებით ოკუპირებულ აფხაზეთს, როგორც დამოუკიდებელ და სუვერენულ სახელმწიფოს სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის მოთხოვნით. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ეს ექსტრადიციის გამომრიცხავი გარემოებაა. ალიშერ ბეისენბაევს ყაზახეთი თაღლითობის ჩადენას ედავება და ამის გამო ეძებდა. საინტერესო ისაა, …

საჯარო მოხელე ბენზინგასამართის მშენებლობაზე დაწერილი FB პოსტის გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს

ცნობილი იუმორისტი, დავით როსტომაშვილი თერჯოლაში ბენზინგასამართ სადგურს აშენებს. მშენებლობას, რომელიც ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, დასახლებულ უბანში მიმდინარეობს, აქ მცხოვრები მოსახლეობა აპროტესტებს. მათ შორისაა სამი მცირეწლოვანი შვილის დედა ეკა მაკარიძე, რომელიც, მისი თქმით, თერჯოლის მერიიდან ფეისბუქზე გამოქვეყნებული საპროტესტო შინაარსის პოსტების გამო გაათავისუფლეს. ეკა მაკარიძე ბოლო ოთხი წლის განმავლობაში თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის ასისტენტად მუშაობდა ქალაქის ადმინისტრაციულ ერთეულში. …

„პუტინის მიმართ უკმაყოფილება რუსეთში იზრდება, მაგრამ პუტინის გზა ომის გაგრძელებაა“ – გენერალი

„საინტერესოა ის ფაქტიც, რომ პუტინსაც აქვს უკვე შიშები და უნდობლობა თავისი გარემოცვის მიმართ. მაგალითად, 500-დან 800 კაცამდე გაზარდა პუტინის პირადი დაცვა… პუტინს უკვე ბლოგერები ეძახიან „ბუნკერის ბაბუს“,“ – ამბობს გადამდგარი გენერალი, ვახტანგ კაპანაძე. მას რუსეთ-უკრაინის ომის ბოლო ცნობებზე ვესაუბრეთ. სამხედრო ანალიტიკოსის აზრით, ფრონტის ხაზზე მნიშვნელოვანი ცვლილებები არ არის, მაგრამ რუსეთი ისევ სარაკეტო დარტყმებით ცდილობს უკრაინაზე …

თბილისი-ბათუმის მატარებლის სამგზავრო დრო 4 საათამდე შევამცირეთ – რკინიგზა

საქართველოს რკინიგზა აცხადებს, რომ თბილისი-ბათუმი, ბათუმი-თბილისის მიმართულებებზე სამგზავრო დრო 4 საათამდე შეამცირა. რკინიგზის ცნობით, მგზავრობის დროის შემცირება შესაძლებელი გახდა საქართველოს რკინიგზაზე ინფრასტრუქტურის გაჯანსაღებით, სიჩქარეების მატებითა და ცენტრალურ მაგისტრალზე მოძრავი შემადგენლობებისთვის გარკვეული შეზღუდვების მოხსნით. „საქართველოს რკინიგზამ აღნიშნულ მონაკვეთზე ლიანდაგის რეაბილიტაცია ჩაატარა. ამასთან, სარკინიგზო ხაზის გასწვრივ, წინასწარ იდენტიფიცირებულ ადგილებში დამონტაჟდა დამცავი ღობეები. სამგზავრო დროის შემცირებას ხელი შეუწყო …

ავტობანისა და წრიულების ნაწილის გასანათებლად ბიუჯეტიდან 7 მილიონი ლარი დაიხარჯება

ავტობანის, მცხეთიდან იგოეთამდე მონაკვეთში და ასევე სატრანსპორტო კვანძების წრიულებზე გარეგანათების მოსაწყობად საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ელექტრონული ტენდერი 7 მილიონი ლარით გამოაცხადა. გარე განათების ქსელის დემონტაჟი-მონტაჟის სამუშაოები უნდა ჩატარდეს თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის კმ24+00-კმ53+00 მონაკვეთზე და ასევე თბილისი-გორი-ზესტაფონი-სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთი-ქობულეთი-ბათუმის და ვაზიანი-საგარეჯო-თოხლიაური-ბაკურციხე-წნორის მიმართულებებზე არსებული სატრანსპორტო კვანძების წრიულებზე. ტენდერის ფარგლებში, ჯამში, 63 წრიული უნდა გაანათონ, მათ შორის ბათუმში, ჩაქვში, ქობულეთში, შეკვეთილში, …

მოსკოვში რესტორანში აფეთქებას, სავარაუდოდ, გენერალ-ლეიტენანტიც ემსხვერპლა – ახალი დეტალები

მედიის ცნობით, შესაძლოა, 1 აგვისტოს, მოსკოვში, იტალიურ რესტორან „ბალზი როსში“, წვეულებაზე აფეთქებას ემსხვერპლა რუსი გენერალ-ლეინტენანტი იგორ იერუსალიმოვი, რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების მთავარსარდლის, ჩაიკოს მეგობარი და კიდევ ერთი მაღალი რანგის სამხედრო პირი, რომლის ვინაობაც ჯერჯერობით უცნობია. აფეთქება მოსკოვში, იტალიურ რესტორან „ბალზი როსიში“ 1 აგვისტოს მოხდა, რის შედეგადადაც სამი ადამიანი დაიღუპა და 21 დაშავდა. წვეულება რესტორანში, სავარაუდოდ, …

ჩვილის განზრახ მკვლელობის ბრალდებით მიუსაჯეს ქალს, რომელმაც კლინიკის საპირფარეშოში იმშობიარა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბათუმში დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. საქმე ეხება გახმაურებულ საქმეს – ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში ამავე კლინიკის სანიტარმა საპირფარეშოში იმშობიარა. პროკურატურის ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ მშობიარობის შემდეგ ქალმა, „ახალშობილის მოკვლის განზრახვით, მას სხეულის სხვადასხვა არეში სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა და სამედიცინო ნარჩენებისთვის განკუთვნილ პოლიეთილენის პარკში მოათავსა“. …

ევროკავშირი გმობს მზია ამაღლობელის მიმართ გამოტანილ პოლიტიზებულ განაჩენს

დღეს, 6 აგვისტოს, ერთი წელი გავიდა, რაც ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამ თარიღთან დაკავშირებით ევროპის ქვეყნების საელჩოები საერთო განცხადებას ავრცელებენ და „ქართულ ოცნებას“ კიდევ ერთხელ მოუწოდებენ, მზია ამაღლობელი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს: პლატფორმა X-ზე განცხადება გაავრცელა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამაც: „მზია ამაღლობელისთვის განაჩენის გამოტანიდან ერთი წლის თავზე, ევროკავშირი გმობს …

10 წლით პატიმრობა მიუსაჯეს 19 წლის ბიჭს ბათუმში რესტორანში ჩხუბისა და დანით დაჭრის საქმეზე

ბათუმის საქალაქო სასამართლომ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა 19 წლის ლაშა გ.-ს. მას პროკურატურა ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავებოდა. განაჩენი დღეს, 6 აგვისტოს გამოაცხადა მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა. საუბარია 2025 წლის 12 ნოემბერს მომხდარ შემთხვევაზე : ბათუმში, გამსახურდიას ქუჩაზე, ერთ-ერთ რესტორანში პირმა ორი ახალგაზრდა დანით დაჭრა. დაჭრილები კლინიკაში გადაიყვანეს და გადარჩნენ. მათი ჭრილობები ექსპერტიზამ „სიცოცხლისთვის …

“კიდევ ერთხელ მოვითხოვთ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას” – საფრანგეთის საელჩო საქართველოში

საფრანგეთის საელჩო საქართველოში ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის გათავისუფლებას კიდევ ერთხელ ითხოვს. „დღეს ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ცნობილ ქართველ ჟურნალისტს მზია ამაღლობელს ორ წლიანი პატიმრობა შეეფარდა. მისთვის შეფარდებული სასჯელი არაპროპორციული და პოლიტიკურად მოტივირებულია. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვითხოვთ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას,“ – ნათქვამია საქართველოში საფრანგეთის საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში. 2025 წლის 6 …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 6 აგვისტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 6 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 454 210 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 330. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 12 246 ერთეული [+4] ჯავშანტექნიკა – 25 087 ერთეული [+3] საარტილერიო სისტემა – 47 455 …

უახლოეს დროში დენის მიწოდება მთელი ქვეყნის მასშტაბით აღდგება – ელექტროსისტემა

დღეს, 5 აგვისტოს, ელექტროენერგიის მთელი ქვეყნის მასშტაბით გათიშვასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საქართველოს სახელწმიფო ელექტროსისტემამ. „24–25 ივლისს ქვეყანაში მომხდარი სასისტემო ავარიების შემდეგ, ენგურჰესზე მიმდინარეობდა გარკვეული სამუშაოები, კერძოდ სადგურის შესაბამისი მოწყობილობების შესწავლის მიზნით აუცილებელი იყო ელექტროსისტემის იზოლირებულ რეჟიმში მუშაობა, სიხშირის ნომინალურისგან განსხვავებულ სიხშირეებზე, რამაც ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის დროებითი გათიშვა გამოიწვია. ელექტროენერგიის აღდგენის მიზნით მყისიერად განხორციელდა აუცილებელი ღონისძიებები, …

საქართველოში ელექტროენერგია კვლავ გაითიშა

დღეს, 5 აგვისტოს, დაახლოებით 20 საათზე ელექტორნერგია გაითიშა ბათუმში, თბილისში და სავარაუდოდ, მთელს საქართველოში. ფეისბუქზე მოქალაქეები წერენ, რომ შუქი არც სხვა რეგიონებშია. ამავე დროს, შეზღუდულად მუშაობს ინტერნეტი და მობილური ქსელები. გაჩერდა მატარებლები და მეტრო. მოქალაქეებს თბილისში მეტროს დატოვება ფეხით მოუხდათ. „ბათუმელები“ ცდილობს სუს-თან, სახელწიფო ელექტროსისტემასთან და ენგურჰესთან დაკავშირებას, თუმცა ამ უწყებებში ჯერჯერობით არ გვპასუხობენ. საქართველოში …

სკოლის ფორმის ფასი 95 ლარი იქნება

2026 წლის სექტემბრიდან, ახალ სასწავლო წელს, საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმები სავალდებულო ხდება. ამას ითვალისწინებს ზოგადი განათლების შესახებ კანონში „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული ცვლილებები. სასკოლო ფორმის ტანსაცმელი შედგება: ბიჭისთვის − 1 პიჯაკისა და 2 შარვლისაგან; გოგოსთვის − 1 პიჯაკის, 1 შარვლისა და 1 ქვედაკაბისაგან. სკოლის ფორმა უფასო არ იქნება, მის შესაძენად მშობლებს თანხის …

დავაკავეთ პირი, რომელიც ზღვაში მოქალაქეებს საფრთხეს უქმნიდა – სასაზღვრო პოლიცია

სასაზღვრო პოლიციის განცხადებით, ადმინისტრაციული წესით დააკავეს პირი, რომელიც ურეკში, ჰიდროციკლით, საფრთხეს უქმნიდა ზღვაში მყოფ მოქალაქეებს. „სოციალურ ქსელებში სხვადასხვა გვერდის მეშვეობით გავრცელდა ვიდეომასალა, რომელშიც ჩანს, რომ ურეკის სანაპიროზე,  ჰიდროციკლით მოძრავი პირი საფრთხეს უქმნის ზღვაში მყოფ მოქალაქეებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დაუყოვნებლივ დააფიქსირეს სამართალდარღვევის ფაქტი. მოქალაქეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა მოსთხოვეს, თუმცა …

ბათუმში ავტომობილი და მოტოციკლი ერთმანეთს შეეჯახა – დაშავდა 2 ადამიანი

დღეს, 5 აგვისტოს, ავტოავარია მოხდა ბათუმში, ვაჟა-ფშაველასა და რუსთაველის ქუჩების კვეთაში. ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მოტოციკლი შეეჯახა. როგორც „ბათუმელებს“ უთხრეს თვითმხილველებმა, მოტოციკლზე მყოფი ორი ახალგაზრდა სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა გადაიყვანა შემთხვევის ადგილიდან, მათგან ერთი მძიმე მდგომარეობაში იყო. შინაგან საქმეთ სამინისტროს ინფორმაციით დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას …

მოსკოვში აფეთქების შედეგად რუსი გენერლის სიძე დაიღუპა, სამიზნე სავარაუდოდ გენერალი იყო – მედია

მოსკოვში, რესტორან „ბალზი როსში“ 1 აგვისტოს მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულებს შორისაა რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების მთავარსარდლის, ალექსანდრე ჩაიკოს სიძე, დანიილ პერედრიი – ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა „აგენსტვო“ ავრცელებს. „აგენსტვო“ ეყრდნობა რუსეთის ინდმეწარმეების რეესტრს, კერძოდ, სააგენტოს მიერ რეესტრიდან მოპოვებულ ამონაწერში ნათქვამია, რომ პერედრიიმ საქმიანობა ოთხი დღის წინ შეწყვიტა გარდაცვალების გამო. აფეთქება მოსკოვში, იტალიურ რესტორან „ბალზი როსიში“ 1 …

ერგეში სოციალურ სახლს ხელვაჩაურის მერია ცეცხლსასროლი იარაღით დაიცავს

ხელვაჩაურის მერია სოფელ ერგეში აშენებულ სოციალურ სახლს ცეცხლსასროლი იარაღით დაიცავს. ამისთვის მერია 2 თვით „დაცვას“ დაიქირავებს და შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტს 39 600 ლარს გადაუხდის უტენდეროდ. სოფელ ერგეში 11-სართულიანი სახლის მშენებლობაში ადგილობრივი ბიუჯეტიდან 14,5 მილიონი ლარი დაიხარჯა. „დაცვა“-მ ცეცხლსასროლი იარაღით უნდა დაიცვას სოფელ ერგეში მდებარე სოციალური სახლის ქონება ქურდობის, ყაჩაღობის, განზრახ განადგურებისაგან ან სხვა კანონსაწინააღმდეგო …

ბათუმის მერიის თანამშრომელი შსს-ში დანიშნეს

ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს უფროსი ბაქარ ჩიტაია შსს-ში დანიშნეს. ინფორმაცია ამის შესახებ „ბათუმელებს“ ბათუმის მერიაში დაუდასტურეს. ბაქარ ჩიტაია შინაგან საქმეთა სამინისტროს ლოჯისტიკის დეპარტამენტის დირექტორი იქნება. ბაქარ ჩიტაია ბათუმის მერიის ყველაზე მაღალბიუჯეტიან სამმართველოს ხელმძღვანელად გიორგი ცინცაძემ დანიშნა. საქალაქო ინფრასტრუქტურის სამმართველო ბათუმში მაღალბიუჯეტიანი პროექტების შესყიდვა-განხორცილებასა და კონტროლზეა პასუხისმგებელი. ბაქარ ჩიტაია მანამდე აჭარის მთავრობის პროექტების …

ზაურ ახვლედიანი აჭარის კულტურის სამინისტროდან პირადი განცხადებით წავიდა – სამინისტრო

ზაურ ახვლედიანი აჭარის კულტურის მინისტრის მოადგილე აღარ არის. როგორც “ბათუმელებს” სამინისტროში უთხრეს, მან თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. “წავიდა თუ გაათავისუფლეს?” – ოფიციალურად მოადგილის წასვლას პირად განცხადებას უკავშირებენ, თუმცა ამ ფაქტს წინ უძღოდა 18 ივლისს აჭარის ხელოვნების მუზეუმში მომხდარი ინციდენტი. “ბათუმელების” ინფორმაციით, ზაურ ახვლედიანს აჭარის ხელოვნების მუზეუმში ღონისძიების დროს დაპირისპირება ჰქონდა მოქალაქესთან. ითქვა ისიც, რომ …

დააკავეს ბათუმში მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული კაცი, რომელიც იძებნებოდა

დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღდმეგო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის ძებნილი პირი დააკავეს. საუბარია 2026 წლის  22 ივლისს, ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე მომხდარ შემთხვევაზე – ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით დაზიანებები მიაყენა ახალგაზრდა მამაკაცს და შემთხვევის ადგილიდან თანამზრახველთან ერთად მიიმალა. ამ საქმეზე 29 ივლისს რუსთავში დააკავეს არასრულწლოვანი, რომელმაც მოტიციკლით მიიყვანა შემთხვევის ადგილზე კაცი, ვინც გაისროლა. …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 5 აგვისტოს 21 საათიდან 6 აგვისტოს 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა. ღამით ზოგან ხანმოკლე წვიმა, დღისით – უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან მუნიციპალიტეტებში: დღისით: 26 – 31 გრადუსი სითბო ღამით: 17 – 22 გრადუსი სითბო მაღალმთიან …

როგორ დასრულდება ომი და რა ფაქტორები აძლიერებს უკრაინის წარმატებას რუსეთთან? – დისკუსია ვაშინგტონში

ავტორი: ანა კალანდაძე, ვაშინგტონი ____ როგორ დასრულდება ომი უკრაინაში? ეს კითხვა კონფლიქტს 2022 წლის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან დღემდე, დრონების ომის ეპოქამდე სდევს. სწორედ ამ ფუნდამენტურ საკითხზე მსჯელობდნენ ექსპერტები ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის ცენტრის დისკუსიაზე, რომელსაც უკრაინაში აშშ-ის ყოფილი ელჩი ჯონ ჰერბსტი უძღვებოდა. უკრაინის ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა, ანდრიი ზაგოროდნიუკმა აღნიშნა, რომ ყირიმსა და შავ ზღვაში რუსეთის პერსპექტივა „უკიდურესად …

რუსეთმა კიევის ოლქს ბალისტიკური რაკეტებით შეუტია – დაიღუპა მინიმუმ 14 ადამიანი

5 აგვისტოს ღამეს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა კიევის ოლქზე ბალისტიკური რაკეტებითა და დრონებით თავდასხმა განახორციელეს, რამაც ქალაქში მასშტაბური ხანძარი, ნგრევა და მსხვერპლი გამოიწვია. რუსეთის თავდასხმის შედეგად, წინასწარი ინფორმაციით, კიევის ოლქში 14 ადამიანი დაიღუპა და 22  დაშავდა. ოფიციალური კიევის ცნობით, უკრაინის დედაქალაქში 5 აგვისტოს, დაახლოებით  00:20 საათზე, ექვსი ძლიერი აფეთქება იყო, რასაც მოკლე ხანში კიდევ მინიმუმ 10 …

Exit mobile version