„პარლამენტში ამბროსი ხელაიას სურათიანი მაისურის შემოტანისთვის თანამშრომელს ემუქრებიან“

„რასაც დღეს აკეთებთ, არის საქართველოს კონსტიტუციის წინააღმდეგ მოქმედება, ამიტომ გიწევთ უსაფრთხოების ამ ზომების გატარება, იმიტომ, რომ აქ როცა უმრავლესობასა და უმცირესობაზე საუბრობთ, ამ წუთას, როცა ამ სამარცხვინო კანონის განხილვა მიმდინარეობს უმრავლესობის მხარდაჭერით, თქვენ ხართ უმცირესობაში და ამიტომ გიწევთ ძალადობით ამ კანონის გათრევა,“ – განაცხადა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე პარლამენტარმა სალომე სამადაშვილმა, რომელიც პარტია „ლელოს“ წარმოადგენს. სალომე …

სოფელ დიაკონიძეებიდან კურორტ გოდერძამდე ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მეწყრის გამო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ84-კმ106 მონაკვეთზე დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია. დეპარტამენტის ინფორმაციით, 7 მარტის მდგომარეობით, ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის კმ1-კმ84 (ბათუმი[ანგისა]- ხულოს სოფელი დიაკონიძეები) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ხულოს მერიის ინფორმაციით, მეწყერი 6 მარტს, …

პარლამენტში გამჭვირვალობას ითხოვენ, მაგრამ გაუმჭვირვალე მთავრობას არ იმჩნევენ

რამდენად „გამჭვირვალეა“ საქართველოს მთავრობა მაშინ, როცა პარლამენტში „ოცნების“ სატელიტი „ხალხის ძალა“ და მმართველი პარტია არასამთავრობო ორგანიზაციების მეტი გამჭვირვალობის საჭიროების მოტივით რუსულ კანონპროექტზე მსჯელობენ? ამ დრომდე ვინმემ უკმაყოფილება გამოხატა პარლამენტში იმის გამო, რომ უკვე ორი წელია არ ვიცით, რა განკარგულებებს აწერს ხელს საქართველოს პრემიერი, რადგან ინფორმაცია არ საჯაროვდება? ამავე თემაზე: ციფრული მთავრობის მკვლელობა – როგორ არღვევს …

შალვა პაპუაშვილი: მანდატურების მიმართ იყო ძალადობა

„უნდა მოგიწოდოთ, დაემორჩილოთ, მე სახელებს არ დავასახელებ, მაგრამ ამ შემთხვევაში იყო მანდატურების მიმართ ძალადობა, ეს არის კადრებში აღწერილი,“ – აღნიშნა ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა. დღეს, 7 მარტს, პარლამენტის ბიურო ერთ-ერთ საკითხად განიხილავს რუსული კანონის პლენარულ სხდომაზე გატანას. პარლამენტში იმ სართულზე, სადაც ბიუროს სხდომა მიმდინარეობს, მედიის წარმომადგენლებს არ უშვებენ. ბიურომდე მისასვლელი კიბეები სახელმწიფო დაცვის …

ევროპული საქართველო სანდო ალტერნატივაა გამყოფი ხაზის მიღმა მცხოვრები მოქალაქეებისათვის

„მოვუწოდებთ ქართული ოცნების ხელისუფლებას, უარი თქვას შემოთავაზებული კანონპროექტების განხილვაზე. ამის ნაცვლად, მან უნდა დაიწყოს აქტიური საშინაო და საგარეო პოლიტიკური პროცესი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად და დააბრუნოს საქართველოს უსაფრთხოების და სამშვიდობო პოლიტიკა ევროპული უსაფრთხოების დღის წესრიგში.“ – ამ განცხადებით საქართველოს პარლამენტს 30 არასამთავრობო ორგანიზაცია მიმართავს. რუსული კანონპროექტის გასაპროტესტებლად ამ წუთებში საქართველოს პარლამენტთან მოქალაქეები იკრიბებიან, პროექტს …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 7 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 7 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 154 830 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში + 1 060] ტანკი – 3 432 ერთეული [+9] ჯავშანტექნიკა – 6 714 ერთეული [+11] საარტილერიო სისტემა – 2 456 ერთეული [+23] MLRS – 488 ერთეული [+0] …

ხალხის დაკვეთაა ევროკავშირი და არა რუსული კანონი – მასწავლებელი

სამოქალაქო განათლების მასწავლებელი, 2018 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეულის წევრი თემურ სუყაშვილი რუსულ კანონის მიღების წინააღმდეგია. ის მიიჩნევს, რომ რუსული კანონის განხილვა და მიღება არასწორ დროს და არასწორი მიზნისთვის ხდება. მასწავლებლის აზრით, რუსული კანონი არა მარტო დაყოფს და დააპირისპირებს საქართველოს მოსახლეობას, არამედ დააკარგვინებს სტრატეგიულ მეგობრებსაც, რომლებიც წლებია ყველაფერს აკეთებენ საქართველოს განვითარებისთვის. „ჩვენ „სამოქალაქო განათლებაში“, …

დასავლეთ საქართველოში ინტერნეტის შეფერხებაა – სილქნეტი

„სილქნეტის“ აბონენტების ნაწილს დღეს, 6 მარტს, არ მიეწოდება ფიქსირებული ინტერნეტი; შეფერხება იყო მობილური კავშირგაბმულობის კუთხითაც, თუმცა, კომპანიის ინფორმაციით, ამ დროისთვის [20:30 სთ] კავშირი უკვე აღდგენილია. „სილქნტის“ პრესცენტრში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ დაზიანდა კაბელი და დასავლეთ საქართველოს ნაწილში შეიქმნა პრობლემა. „ადგილზე მუშაობენ სპეციალისტები და მალევე უნდა აღდგეს ინტერნეტის მიწოდება“ – აღნიშნეს „სილქნეტის“ პრესცენტრში.

ეს გამოიწვევს არასამთავრობო ორგანიზაციების დახურვას და თქვენ ეს იცით – ნონა ქურდოვანიძე

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის განმარტებით, „უცხოური გავლენის აგენტების შესახებ“ რუსული კანონპროექტები და მათი განმარტებითი ბარათები ეყრდნობა ხუთ ძირითად, შეცდომაში შემყვან მითითებას. „და მგონია, რომ ეს მოსაზრებები შესაბამისი მტკიცებულებებით დასტურდება“ – განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ დღეს, 6 მარტს, პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე. სწორედ ამ მითითებებს ეხებოდა კითხვები, რომლებიც საიას თავმჯდომარემ საკითხის მომხსენებელთან დასვა. „პირველი, რაც …

როგორ დაეხმარა „დემოკრატიის ინსტიტუტი” 100 ათასამდე მოქალაქეს 19 წლის განმავლობაში

არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინსტიტუტი“ 2004 წლიდან მუშაობს დასავლეთ საქართველოში და 19 წლის განმავლობაში საქართველოს 100 ათასზე მეტ მოქალაქეს დაეხმარა სტარტაპის, ბიზნესის, საგანმანათლებლო, სამედიცინო, სარეაბილიტაციო თუ სხვა მიმართულების პროგრამებით. უკვე დასრულებულ პროგრამებს შორისაა: ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტი, ეკომიგრანტი ოჯახების ადვოკატირების კამპანია, ახალი შესაძლებლობები აჭარაში ახალგაზრდა დედებისთვის, ხანდაზმულთა გაძლიერებისა და უფლებების დაცვის კამპანია, პრობაციონერებისა და მათი ოჯახის …

რუსული კანონი იმოქმედებს ყველაზე დაუცველ ქალებსა და ბავშვებზე – მიმართვა ნინო წილოსანს

„ყველა მიღწევა და ყველა აგური, რომელიც დაიდო გენდერული თანასწორობის და ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების გზაზე, ფუჭად ჩაივლის, თუ საქართველოს პარლამენტი მიიღებს ინიციირებულ რუსულ კანონს” – წერენ ქალთა ორგანიზაციები სპეციალურ მიმართვაში, რომლის პირველი ადრესატი, საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე ნინო წილოსანია. განცხადებას ხელს აწერს საქართველოში მომუშავე, ქალთა 80 ორგანიზაცია. „ჩვენ გვჯერა, რომ თქვენ, როგორც საქართველოს …

მეღვინეები რუსული კანონის წინააღმდეგ: ჩნდება ღვინის სექტორის დასუსტების და გაქრობის რისკი

ქართველი მეღვინეები რუსული კანონპროექტის წინააღმდეგ განცხადებას ავრცელებენ. ისინი წერილობით მიმართავენ პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს და პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ნინო წილოსანს. მეღვინეების თქმით, აღნიშნული კანონპროექტი უკიდურესად დააზიანებს საქართველოში ღვინის სექტორს და მთლიანად მეწარმეობას. „მოგიწოდებთ, არ დაუჭიროთ მხარი აღნიშნულ კანონპროექტს, წინააღმდეგ შემთხვევაში: 1) ყურძნისა და ღვინის, აგრეთვე, ვაზის ნერგების მიკრო, მცირე და საშუალო მწარმოებლები დაკარგავენ …

„არსებობს წითელი ხაზი, რომლის იქითაც ქართველები რეაგირებენ“ – ბსუ-ს ლექტორები რუსულ კანონზე

დღეს, 6 მარტს, საქართველოში აკრედიტებული 26 უნივერსიტეტის 200-ზე მეტმა პროფესორ–მასწავლებელმა და მეცნიერ–თანამშრომელმა რუსული კანონის წინააღმდეგ განცხადება გაავრცელა. მათ შორის არიან ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებიც.  „ბათუმელებმა“ ბსუ-ს რამდენიმე პროფესორ-მასწავლებელს ჰკითხა, რას ფიქრობენ რუსული კანონპროექტის შესახებ, რომელსაც ამჟამად პარლამენტი განიხილავს. ლექტორები, რომელთაც „ბათუმელები“ ესაუბრა, მიიჩნევენ, რომ ეს კანონპროექტი არღვევს ადამიანის უფლებებს, საქართველოს კონსტიტუციას და ხელს შეუშლის საქართველოს ევროპასთან …

თურქეთში 247 ადამიანი დააკავეს მიწისძვრისას მასშტაბური ნგრევის საქმეზე

სამხრეთ თურქეთში, 6 თებერვალს მომხდარი მიწისძვრის შედეგად შენობების მასობრივად ნგრევის საქმეზე სულ მცირე 247 ეჭვმიტანილია დაკავებული. სასამართლოს მონაცემებს თურქული საინფორმაციო სააგენტო “ანადოლუ” აქვეყნებს. გამოცემის თანახმად, დაკავებულთა შორისაა 93 კონტრაქტორი, შენობის 123 ზედამხედველი და 13 მფლობელი. „თუმცა, სასამართლოს კონტროლის ქვეშ იმყოფება 322 ეჭვმიტანილი, მათ შორის: 78 კონტრაქტორი, 177 შენობის ზედამხედველი და 37 შენობის მფლობელი” – წერს …

ერთი-ერთშია პუტინის კანონთან – ბათუმელი ექიმი რუსული კანონის წინააღმდეგ

დღეს, 6 მარტს,  საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტი განიხილავს რუსულ კანონს, რომლის მიღების შემთხვევაში მთავრობა უცხო ქვეყნის გავლენის აგენტად გამოაცხადებს ყველა იმ ორგანიზაციას, რომელთა შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი უცხოეთიდანაა. ბათუმელი ექიმი, ნევროლოგი ჯამბულ მაკარაძე, მისი არაერთი კოლეგის მსგავსად, მიიჩნევს, რომ ეს კანონი საქართველოს ევროინტეგრაციაში შეუშლის ხელს. „წინააღმდეგი ვარ ამ კანონის, რადგან, პირველ რიგში, ეს არის დემოკრატიის …

ბრიტანული დაზვერვა: რუსები იძულებულები არიან გამოიყენონ 60 წლის წინანდელი ტანკები

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო დღეს, 6 მარტს, ყოველდღიურ სამხედრო დაზვერვის ანგარიშში წერს, რომ რუსი სამხედროები, უკრაინაში მნიშვნელოვანი რაოდენობის მძიმე ჯავშანტექნიკის დაკარგვის გამო, იძულებულნი არიან გამოიყენონ T-62 ძირითადი საბრძოლო ტანკები, რომლებსაც რუსეთი 60 წელია აწარმოებს. დაზვერვის მონაცემებით, გასული ზაფხულიდან მოყოლებული, საწყობიდან დაახლოებით 800 T-62 ტანკი ამოღებულია. ზოგიერთმა მათგანმა მიიღო განახლებული დამიზნების სისტემები, რაც სავარაუდოდ გაზრდის მათ ეფექტურობას …

რუსული კანონის მიზანია 2024 წლის არჩევნებისთვის მოსუფთავდეს ველი – არმაზ ახვლედიანი

„როცა ახლა თქვენ გისვამთ კითხვებს, ჩვენი თანამოქალაქეების დიდი ნაწილი უკვე გაქცეულია საქართველოდან, დარჩენილების უმრავლესობა კი იბრძვის გადარჩენისთვის. ამ ფონზე მინდა დაგისვათ კითხვა თქვენ, ბატონო მომხსენებელო: თქვენ მიერ ინიცირებული პროექტი ოდნავ მაინც ხელს შეუწყობს დარჩენილების უფლებების დაცვას, როცა მათი უფლებები ასე უხეშად ირღვევა? უნდა ვუთხრა ჩემს თანამოქალაქეებს, რომ ჯერ სად არიან, ყველაზე მთავარი დარღვევები და შელახვა …

ამ კანონმა დიდი ზიანი შეიძლება მოუტანოს ქვეყანას – ბათუმელი ექიმი რუსულ კანონზე

ბათუმელი ექიმი, ნევროლოგი მიხეილ მჟავანაძე, მიიჩნევს, რომ რუსული კანონი, რომლის მიღებასაც აპირებს საქართველოს პარლამენტი, ქვეყნის განვითარებას და ევროინტეგრაციას სერიოზულ ზიანს მიაყენებს. ექიმის თქმით, რუსული კანონის მიღება ხელისუფლებას კრიტიკული მედიისა და თავისუფალი საზოგადოების გასაჩუმებლად სჭირდებათ. „ამდენი ხალხი უარყოფს ამ კანონს, არსად არ გამართლებულა ეს კანონი და ვერც აქ გაამართლებს. მისი მიღების საჭიროებას და აუცილებლობას ვერ ვხედავ. …

მხარი არ დაუჭიროთ რუსულ კანონს – მაჟორიტარებს აჭარიდან ორგანიზაციები მიმართავენ

„მოგმართავთ, არ დაუჭიროთ მხარი რუსულ კანონს, არ უთხრათ უარი საქართველოს განვითარებას და ევროპულ მომავალს“ – საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატებს აჭარიდან, რესან კონცელიძეს, ანზორ ბოლქვაძეს და ზაალ მიქელაძეს აჭარაში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები მიმართავენ. ორგანიზაციები დეპუტატებს სთხოვენ მხარი არ დაუჭირონ რუსულ კანონს, რომლის განხილვაც დღეს, 6 მარტს იურიდიული კომიტეტის სხდომაზე ხმაურისა და პროტესტის ფონზე მიმდინარეობს. მიმართვის ტექსტს …

პარლამენტში რუსული კანონპროექტის განხილვა აქციის ფონზე დაიწყო

დღეს, 6 მარტს, პარლამენტის იურიდიული კომიტეტი „უცხოური გავლენების შესახებ“ კანონპროექტს განიხილავს. პარლამენტთან მიმდინარეობს აქცია, სადაც რუსულ კანონს აპროტესტებენ. გუშინ პარლამენტმა განცხადება გაავრცელა უსაფრთხოების დამატებითი ზომების მიღების შესახებ. კერძოდ, იმოქმედებს პარლამენტის შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი. სხდომაზე მედიას კვლავ არ შეუშვებენ. კომიტეტთან მისასვლელი დერეფანი სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს აქვს გადაკეტილი. უმრავლესობის დეპუტატები, რომლებიც სხდომაზე დასწრებას აპირებენ მეორე …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 6 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 6 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 153 770 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში + 650] ტანკი – 3 423 ერთეული [+9] ჯავშანტექნიკა – 6 703 ერთეული [+11] საარტილერიო სისტემა – 2 433 ერთეული [+7] MLRS – 488 ერთეული [+0] საზენიტო …

საფეხმავლო ხიდები შარტავას გამზირზე ბათუმში – როდის დასრულდება სამუშაოები

ბათუმში ჟიული შარტავას გამზირის „განახლება“ მთავრობის პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში 2022 წლის სექტემბერში მაინც უნდა დასრულებულიყო, თუმცა, სამუშაოები დღემდე გრძელდება და ის სულ მცირე, 2023 წლის ოქტომბრამდე, ალბათ, არც დასრულდება. პროექტი მთლიანობაში შარტავას გამზირზე მდებარე ხეივნების რეაბილიტაციას და საფეხმავლო ხიდების მშენებლობას ითვალისწინებს. ამ მიზნით ხეივნები 2021 წლის აგვისტოდან შემოღობილია. ერთი ხიდი შარტავასა და აბუსერიძის ქუჩების …

“მემკვიდრეობის პლატფორმა” პარლამენტს რუსული კანონპროექტის განხილვის შეწყვეტას სთხოვს

კულტურული მემკვიდრეობის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების გაერთიანება მემკვიდრეობის პლატფორმა რუსული კანონპროექტის გამო საქართველოს პარლამენტის წევრებს მიმართავს და სთხოვს, შეწყვიტოს პარლამენტმა მისი განხილვა. მიმართვის ტექსტს „ბათუმელები“ უცვლელად გთავაზობთ: „პარლამენტში დაიწყო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის განხილვა. კანონის მიხედვით, უცხოური გავლენის აგენტად ითვლება ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომლის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი შემოსავლის 20%-ზე მეტის …

ბათუმში რამდენიმე დასახლებას სასმელი წყალი არ მიეწოდება

„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, სათავე ნაგებობიდან წყალმომარაგების შეზღუდვის გამო, 5 მარტს, სასმელი წყლის მიწოდება შეუწყდა: წინსვლის, ჩაისუბნის, თამარისა და ბარცხანის დასახლებებში, ასევე განთიადისა და მახინჯაურში მცხოვრებ აბონენტებს. კომპანიის ინფორმაციით, წყლის მიწოდება დღეს, საღამოს 8 საათისთვის აღდგება.  

კანონპროექტი ზიანს მოუტანს საქართველოს მოსახლეობის უდიდეს უმრავლესობას – მასწავლებლები

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მასწავლებლები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომელსაც „ბათუმელები“ უცვლელად გთავაზობთ: „ჩვენ, საქართველოს მასწავლებლები, უკიდურესად შეწუხებულნი ვართ „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტებით, რომლებსაც საქართველოს პარლამენტი განიხილავს. მიგვაჩნია, რომ კანონპროექტი არ ემსახურება საქართველოს მოსახლეობის საჭიროებებს და ზიანს მოუტანს მის უდიდეს უმრავლესობას. რაც მთავარია, მისი განხილვაც კი, საფრთხეს უქმნის საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და საქართველოს ევროკავშირსა და …

“არ მოხვიდეთ ხვალ ლექციაზე, მოდით პარლამენტთან აქციაზე” – თამარ კორძაიას მიმართვა სტუდენტებს

„მინდა მივმართო ჩემს სტუდენტებს. ორშაბათს მე მაქვს პირველ საათზე ლექცია. ვინც ჩემი სტუდენტი ხართ, მე ლექციაზე ვერ მოვალ და ვერ ჩავატარებ გამორიცხულია. მე არ მოვალ ორშაბათს უნივერსიტეტში, იმიტომ, რომ გაცილებით სხვა და დიდი ბრძოლა გვაქვს საქართველოს პარლამენტში,” – დამოუკიდებელმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ ეს განცხადება ტელეკომპანია პირველის გადაცემა „დღის ამბებში“ გააკეთა. ხვალ, 6 მარტს, საქართველოს პარლამენტში …

როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 5 მარტის 21 საათიდან 6 მარტის 21 საათამდე ბათუმსა და აჭარის მთიან რაიონებში მოსალოდნელია უმეტესად ღრუბლიანი ამინდი, დროგამოშვებით წვიმა, მაღალ მთაში დღისით ზოგან თოვა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. დღისით: 8 – 13 გრადუსი სითბო ღამით: 2 – 7 გრადუსი სითბო შიდამთიან რაიონებში: დღისით: 5 …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 5 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 5 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 153 120 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში + 930] ტანკი – 3 414 ერთეული [+5] ჯავშანტექნიკა – 6 692 ერთეული [+9] საარტილერიო სისტემა – 2 426 ერთეული [+12] MLRS – 488 ერთეული [+1] საზენიტო …

უცხოეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსულ კანონზე მიმართვას ავრცელებენ

საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის შესახებ მიმართვას ავრცელებენ. „ჩვენ, საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი სტუდენტები, ვაპროტესტებთ საკანონმდებლო ინიციატივას უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ. თითოეული ჩვენგანი ვცხოვრობთ და ვსწავლობთ სხვადასხვა ქვეყანაში, იმ მიზნით, რომ აქ მიღებული განათლება და გამოცდილება ჩვენი ქვეყნის განვითარებას მოვახმაროთ. აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა კი გვაშორებს განვითარებასა და ევროპულ ღირებულებებს, რაც ასევე ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციით …

ბახმუტთან უკრაინული ძალები დიდი ზეწოლის ქვეშ არიან – ბრიტანული დაზვერვა

რუსეთის მიერ ალყაში მოქცეული უკრაინის ქალაქ ბახმუტის მცველი უკრაინული ჯარებისთვის რესურსების მიწოდების შესაძლებლობა სულ იზღუდება – წერს ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო თავის ყოველდღიურ ანგარიშში დღეს, 4 მარტს. ანგარიშის ცნობით, უკრაინის სარდლობა აძლიერებს ქალაქის თავდაცვას ელიტარული ნაწილების გადაადგილებით და მნიშვნელოვანი ხიდების განადგურებით, მაგრამ რუსული ჯარები აგრძელებენ წინსვლას ქალაქისკენ. „ბახმუტის მცველი უკრაინული ძალები მზარდი ზეწოლის ქვეშ იმყოფებიან; ინტენსიური …

თურქეთში ნანგრევებიდან ძაღლი გამოიყვანეს მიწისძვრიდან 25-ე დღეს

თურქეთში, ჰატაის პროვინციაში, 6 თებერვალს მომხდარი მიწისძვრიდან 25-ე დღეს ნანგრევებიდან ძაღლი ამოიყვანეს. ცოცხალი ძაღლი იპოვეს დანგრეულ შენობაში, საიდანაც ნანგრევები გაჰქონდათ. მცირე სივრცეში, სადაც ტერიერის ჯიშის ძაღლი იყო მომწყვდეული, იპოვეს საკვებიც, რომელიც მას გადარჩენაში დაეხმარა. მიწისძვრის შემდეგ ნანგრევებიდან მოხალისეებმა და მაშველებმა არაერთი კომპანიონი ცხოველი გამოიყვანეს. კიდევ ერთი შემთხვევა უკავშირდება ჰასკის, რომელიც სამაშველო ჯგუფმა მიწისძვრის შემდეგ 23-ე …

აჭარაში 3 პირი დააკავეს იარაღის უკანონოდ შენახვისა და გასაღების ფაქტებზე – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბოლო პერიოდში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები, ასევე, საბრძოლო მასალა ამოიღეს და 10 პირი დააკავეს, მათ შორის აჭარაშიც. შსს-ს ცნობით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 2 პირი: 1986 წელს დაბადებული ზ.ღ და 1968 წელს დაბადებული ს. ბ. სხვადასხვა დროს დააკავეს. შსს წერს, რომ სამართალდამცველებმა, …

„უნდათ გავქრეთ რუკიდან და ეს ქართველების ხელით მოხდეს“ – მასწავლებელი რუსულ კანონზე

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი, პედაგოგი სოფო გოგოხია მიიჩნევს, რომ რუსული კანონი, საქართველოს, როგორც სუვერენული სახელმწიფოს გაქრობისკენ არის მიმართული. „ვიღაცას უნდა რომ ჩაგვაბარონ, ცეცხლის და ომის გარეშე მიგვისაკუთრონ და გავქრეთ რუკიდან, აღარ ვიარსებოთ, როგორც სახელმწიფომ. ამ ყველაფერს კი ჩვენი ხელით, ქართველების ხელით აკეთებენ“ – ამბობს სოფო გოგოხია „ბათუმელებთან“. მისი თქმით, თუ პარლამენტი ამ კანონპროექტს მიიღებს, საქართველოსთვის …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 4 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 4 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 152 190 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში + 820] ტანკი – 3 409 ერთეული [+4] ჯავშანტექნიკა – 6 683 ერთეული [+10] საარტილერიო სისტემა – 2 414 ერთეული [+12] MLRS – 487 ერთეული [+3] საზენიტო …

რატომ არის რუსული კანონი ანტიკონსტიტუციური – ვახტანგ ხმალაძის განმარტება

„წარმოდგენილი კანონპროექტები, ჩემი აზრით, ანტიკონსტიტუციურია, ვინაიდან ეწინააღმდეგება რამდენიმე კონსტიტუციურ ნორმას,“ – ამბობს კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე რუსული კანონის შესახებ. „კანონის ნებისმიერი ნორმა ან კანონი ანტიკონსტიტუციურია, თუ ეწინააღმდეგება კონსტიტუციის ნებისმიერ ნორმას/ნორმებს. ჩვენს შემთხვევაში ევროკავშირი გვეუბნება, რომ ამ კანონის/კანონების მიღება მნიშვნელოვნად შეაფერხებს საქართველოსთვის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. მაშასადამე, ამ კანონის მიღებით ჩვენი ხელისუფლება დაარღვევს 78-ე მუხლს. აგენტების შესახებ …

ციფრული მთავრობის მკვლელობა – როგორ არღვევს ხელისუფლება კანონს

საქართველოს მთავრობა უკვე დიდი ხანია არღვევს საქართველოს კანონს ნორმატიული აქტების შესახებ, როცა განკარგულებებს არ აქვეყნებს. გარდა იმისა, რომ ამით არღვევს საჯაროობის პრინციპს, ასე საქართველოს მთავრობა თავისსავე მოსახლეობას გადაწყვეტილებებს უმალავს. კანონი მთავრობას ავალდებულებს, განკარგულებები მათი მიღებიდან კონკრეტულ ვადაში გამოაქვეყნოს, გარდა იმ განკარგულებებისა, რომლებშიც მოცემული ინფორმაცია სახელმწიფო საიდუმლოების შემცველია. მთავრობა ასევე არ რეაგირებს ოფიციალურ მიმართვებზე, როცა კონკრეტული …

Exit mobile version