როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 5 მაისის 21 საათიდან 6 მაისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. დღისით: 19 – 24 გრადუსი სითბო ღამით: 10 – 15 გრადუსი სითბო შიდამთიან რაიონებში: დღისით: 16 – 21 გრადუსი სითბო ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო ზღვის …

ბათუმში „გაბილდის“ პრემიუმ კლასის შოურუმი გაიხსნა

„გაბილდი“ ქართულ ბაზარზე შიდა და გარე კარების დიდი არჩევანით, განსხვავებული დიზაინისა და ფუნქციის საკეტების მრავალფეროვნებით გამოირჩევა. კომპანიამ ერთგული მომხმარებლისთვის 29 აპრილს ბათუმში, პუშკინის 37 ნომერში, საზეიმოდ გახსნა „გაბილდის“ ახალი, პრემიუმ კლასის შოურუმი, სადაც მყიდველს უმაღლესი ხარისხის, გამორჩეული დიზაინის ნაწარმი, მოდერნისტული და დამალული კარები, ე. წ. SmartLocker-ის დიდი არჩევანი დახვდება. მოდელები დაგეხმარებათ, სახლში მაქსიმალურად უსაფრთხო და …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 5 მაისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 5 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 193 210 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +620] ტანკი – 3 710 ერთეული [+3] ჯავშანტექნიკა – 7 224 ერთეული [+8] საარტილერიო სისტემა – 2 978 ერთეული [+16] MLRS – 550 ერთეული [+3] საზენიტო საბრძოლო …

ვერც კი ჩამოვთვლი, USAID-ი იმდენ პროგრამას ვუჭერთ მხარს აჭარაში – ინტერვიუ კლერ მესონთან

„ჩვენ მხარს ვუჭერთ დეცენტრალიზაციას, რომელსაც წარუძღვება მთლიანად საქართველო,“ – მოქალაქეების დაკვეთაზე გაამახვილა ყურადღება კლერ მესონმა, USAID-ის ოფისის პროგრამების ხელმძღვანელმა, როცა მას ვკითხეთ: რამდენად შეიძლება ჰქონდეს შედეგი USAID-ის მიერ ადგილობრივი მმართველობის მხარდაჭერას, როცა ხელისუფლების მართვის სტილი მკვეთრად ვერტიკალურია? კლერ მესონი დარწმუნებულია, რომ მოქალაქეების გააქტიურების შემთხვევაში, დეცენტრალიზაცია გამოვა. „მაგალითად, ბათუმში ნამდვილად ბევრი შესაძლებლობაა, იყოს მეტი ეკონომიკური ზრდა“, …

ოჯახი 3 ბავშვით დაბზარულ და საშიშ ნაქირავებში: „მიწისძვრის დროს უნდა გენახათ აქაურობა“

„აქედან ქუჩაც ჩანს, შეხედეთ, რამხელა ბზარია,“ – ილონა ლიჩევსკა ბავშვების საწოლის გვერდით, კედლის პირისპირ ჩერდება. ბზარი კედელს მიუყვება და არ ჩერდება, გრძელდება ჭერზეც, ანუ ტყუპების საწოლის თავზე, კიდევ ერთ ოთახზე, სადაც ტყუპების ძმა – 15 წლის ნიკო ეტლში ზის და ონლაინ ესწრება სკოლის გაკვეთილს – ნიკოს ცერებრალური დამბლა აქვს. გოგოებს ეღვიძებათ და კითხულობენ: რა დროა …

ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ყველაზე ხშირად 25-44 წლის ქალები არიან

2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოში 2300 შემაკავებელი ორდერი გამოიცა 4271 პირზე – ასეთია შს სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკა. 1820 ქალი შს სამინისტროს სტატისტიკაში იდენტიფიცირებულია, როგორც ოჯახში ძალადობის მსხვერპლი, მათგან 38 პირი 13 წლამდე გოგო იყო. წლის პირველი კვარტლის სტატისტიკის თანახმად, ყველაზე ხშირად ოჯახში ძალადობის მსხვერპლი 25-დან 44 წლამდე ასაკის ქალები არიან [992 რეგისტრირებული შემთხვევა]. ოჯახში ძალადობის …

რა შთაბეჭდილებით დაბრუნდა ხულოელი მასწავლებელი ცერნიდან 

ირმა თავართქილაძე ხულოში, სოფელ ქედლების საჯარო სკოლაში, ფიზიკა-მათემატიკას ასწავლის. ირმა იმ ოთხ პედაგოგს შორის იყო, რომლებიც შვეიცარიაში, ქალაქ ჟენევაში, ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში (CERN) ერთკვირიან სტაჟირებაზე იმყოფებოდნენ მარტის ბოლოს. ირმასთვის, როგორც პედაგოგისთვის, ეს პირველი გასვლა იყო ევროპაში პროფესიული განვითარების მიზნით და როგორც „ბათუმელებთან“ ამბობს, ეს გამოცდილება მისთვის ძალიან შთამბეჭდავი იყო. მასთან ერთად იმყოფებოდა კიდევ სამი …

მომწონს ქართველების სიამაყე, როცა ანბანზე საუბრობენ – კლერ მესონი

„ძალიან მიყვარს ანბანი და თვითონ ანბანის კოშკი არის ძალიან უნიკალური. ძალიან მიყვარს იქ სტუმრობა… მომწონს სიამაყე, რაც არსებობს ქართველებში, როდესაც ისინი საუბრობენ თავიანთ ანბანზე, ენაზე, როგორ ამაყობენ ამით ქართველები,“ – გვითხრა კლერ მესონმა, USAID-ის პროგრამების ოფისის ხელმძღვანელმა „ბათუმელებთან“ ინტერვიუს დროს, როცა ის ბათუმზე საუბრობდა და ხაზი გაუსვა, ბათუმში გამორჩეულად ანბანის კოშკი მომწონსო. -რა მოგეწონათ ქართულ …

მთავრობამ ტვირთის ხელით აწევისას უსაფრთხოების მოთხოვნები დაამტკიცა – ახალი რეგლამენტი 

საქართველოს მთავრობამ „ტვირთის ხელით აწევისას უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალური მოთხოვნების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტი დაამტკიცა. ახალი რეგლამენტის მიხედვით: „დამსაქმებელი ვალდებულია მიიღოს სათანადო ორგანიზაციული ზომები ან გამოიყენოს შესაბამისი საშუალებები, განსაკუთრებით მექანიკური მოწყობილობები, რათა თავიდან აიცილოს დასაქმებულთა და სამუშაო სივრცეში მყოფ სხვა პირთა მიერ ტვირთის ხელით აწევის აუცილებლობა“. იქ, სადაც შეუძლებელია ტვირთის ხელით აწევის თავიდან აცილება, დამსაქმებელი …

ყველაფერი ცხვირის ძგიდის გამრუდებასა და გართულებებზე – ექიმის რჩევები

ცხვირის ძგიდის გამრუდება ერთ-ერთი ხშირი პათოლოგიაა, რომელსაც, „ბათუმის სამედიცინო ცენტრის“ ყელ-ყურ-ცხვირის ექიმის, პროფესორ გიორგი გოგნიაშვილის თქმით, საკმაოდ სერიოზული გართულებების გამოწვევა შეუძლია, განსაკუთრებით ბავშვებში.  გიორგი გოგნიაშვილს „ბათუმელები“ სწორედ ამ თემაზე ესაუბრა. ბატონო გიორგი, რას ნიშნავს ცხვირის ძგიდის გამრუდება? ხშირად ჩემთან მოსული პაციენტები გარეთა ცხვირს რომ უყურებენ, რომელიც გამრუდებულია ერთ ან მეორე მხარეს, ამბობენ, რომ ძგიდე გამრუდებული …

როდის გაიხსნება ფრიდონ ხალვაშის ქუჩა, სადაც გზა გადაკეტილია

ბათუმში ფრიდონ ხალვაშის გამზირი 2023 წლის 21 მაისამდე იქნება გადაკეტილი. ქუჩის ეს მონაკვეთი ბათუმი-ახალციხის ავტომაგისტრალის ნაწილია და ის 3 მაისს ისე გადაკეტეს, რომ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს ამის შესახებ ინფორმაცია თავის ოფიციალურ ვებგვერდზე და ფეისბუქზე წინასწარ არ გამოუქვეყნებია. ინფორმაცია 4 მაისს გამოაქვეყნეს, ოღონდ ძველი თარიღით – 30 აპრილით. გზების დეპარტამენტში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ჰქონდათ ტექნიკური …

ბათუმში 321 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა – მიზეზი ავარიული დაზიანებაა

„სოკარის“ ცნობით, დღეს, 4 მაისს, ბათუმში ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდათ კაჭარავას, აბუსერიძისა და აღმაშენებლის ქუჩის აბონენტებს. კომპანიის ცნობით, გაზის შეწყვეტის მიზეზი ავარიული დაზიანებაა. ამ დროისთვის გათიშულია 321 აბონენტი. „საავარიო ჯგუფი ადგილზე მუშაობს. ბუნებრივი გაზის მიწოდება დაიწყება 4 მაისის 20:00 საათიდან და სრულად აღდგება 4 მაისის დღის ბოლომდე“ – იუწყება კომპანია. „სოკარ ჯორჯია გაზი“ აბონენტებს მოუწოდებს, …

ამერიკელი ექსპერტები მიიჩნევენ, რომ დრონებით თავდასხმა კრემლმა დადგა – არგუმენტები

ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტი (ISW) 3 მაისის ანგარიშში დეტალურად აანალიზებს რუსეთის განცხადებას იმის შესახებ, რომ უკრაინა დრონებით დაესხა თავს კრემლს. ISW-ის ექსპერტები მიიჩნევენ, რომ დრონებით თავდასხმა კრემლმა დადგა და ამ მოსაზრებას შემდეგი არგუმენტებით ამყარებენ: რუსეთის ხელისუფლება ბოლო თვეებში მუდმივად აძლიერებს საჰაერო თავდაცვას მოსკოვის ირგვლივ, ამიტომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ორმა უპილოტო საფრენმა აპარატმა შეძლოს საჰაერო თავდაცვის …

რუსეთში ნავთობის 2 ქარხანაში გაჩნდა ხანძარი – მიზეზად დრონების თავდასხმა სახელდება

4 მაისს, გამთენიისას, სამხრეთ რუსეთში ორ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ერთდროულად გაჩნდა ხანძარი. ხანძარი გაჩნდა კრასნოდარის მხარეში მდებარე ილსკის ნავთობგადამამუშავებელ და როსტოვის რეგიონში მდებარე ნოვოშახტინსკის ნავთობპროდუქტების ქარხნებში. რუსული სააგენტო „ტასის“ ცნობით, კრასნოდარში ხანძრის გამომწვევ მიზეზად 4 დრონის თავდასხმა დაასახელეს, ასევე, დრონების თავდასხმა დაასახელა ხანძრის გამომწვევ მიზეზად როსტოვის ოლქის ხელმძღვანელმა. მისი თქმით, ქარხანას უპილოტო საფრენი აპარატი შეეჯახა. არსებული …

რატომ ვერ იხდიან პარკირების საფასურს ბათუმში და აჯარიმებენ თუ არა მძღოლებს

„ჩამოვედი მანქანით ბათუმში და მინდოდა გადამეხადა პარკირების საფასური 6 თვის. თუმცა, ბანკში გადახდა ვერ მოვახერხე. მითხრეს, რომ სისტემა, მათგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო არის გათიშული და არც ის იციან, როდის ჩაირთვება. საპატრულოშიც მივედი, მაგრამ ვერც იქ გავარკვიე ვერაფერი. არ მინდა დამაჯარიმონ“, – გვითხრა ერთ-ერთმა მძღოლმა. ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მძღოლებს, რომლებიც ტექნიკური პრობლემის გამო …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 4 მაისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 4 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 192 590 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +650] ტანკი – 3 707 ერთეული [+5] ჯავშანტექნიკა – 7 216 ერთეული [+17] საარტილერიო სისტემა – 2 962 ერთეული [+16] MLRS – 547 ერთეული [+3] საზენიტო საბრძოლო …

ბაბუა, რომელმაც აუტისტ შვილიშვილს ცურვა, ბაღის მოვლა და ველოსიპედის ტარება ასწავლა

73 წლის კაცმა, ბაბუამ, შეძლო და შეცვალა აუტისტური სპექტრის მქონე შვილიშვილის ცხოვრება. არ გაიქცა, ხელი არ ჩაიქნია, ნაბიჯ-ნაბიჯ შეცვალა საყვარელი შვილიშვილის სამყარო. ასწავლა ცურვა, ხეზე ასვლა, ველოსიპედის ტარება, ტრაქტორის მართვა, მარწყვის, სიმინდის, კარტოფილის ყანების მოვლა. დაიჯერა და სხვაც დააჯერა, რომ თუ გიყვარს, შეუძლებელსაც შეძლებ. 73 წლის ასაკში შეძლო და ყველაფერი ისწავლა აუტისტური სპექტრის შესახებ, ოქროს …

„შავი ზღვის სამოთხე“ ბობოყვათის სანაპიროზე 53-სართულიან ცათამბჯენს ააშენებს

ქობულეთში, კომპანია „შავი ზღვის სამოთხე 1“ აბაშიძის ქუჩაზე, ზღვის სანაპიროსთან, 53 და 23-30-სართულიანი აპარტოტელების აშენებას გეგმავს. დაახლოებით 20 ჰექტარი ტერიტორია, სადაც ახალი პროექტი უნდა განხორციელდეს, ავტომაგისტრალსა და ზღვას შორის მდებარეობს და ის მთავრობამ 26,6 მილიონ ლარად, პირობებით გაყიდა. ამავე ნაკვეთთან კომპანიას 45-წლიანი იჯარით 45 306 კვადრატული მეტრი პლაჟიც გადასცეს. ქობულეთის მერიამ სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების [სგშ] …

86 წლის კაცმა გონიოში მიწის რეგისტრაციაზე ათწლიანი სასამართლო დავა მოიგო

მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ დააკმაყოფილა ლადო მჟავანაძის სარჩელი. ლადო მჟავანაძე 86 წლისაა და გონიოში ცხოვრობს. ის უკვე 10 წელზე მეტია მიწის რეგისტრაციას ითხოვს. მას ამისთვის ხანგრძლივი ბრძოლა დასჭირდა. იმავე მოსამართლემ ლადო მჟავანაძის სარჩელი 2020 წელს არ დააკმაყოფილა, თუმცა სააპელაციო სასამართლომ, შემდეგ კი უზენაესმა სასამართლომ, მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძეს საქმის ხელახლა განხილვა დაავალა – 86 წლის კაცი სასამართლოში …

„რუსეთი აშკარად ამზადებს ტერაქტს“ – პოდოლიაკი კრემლთან დრონების გამოჩენაზე

რუსეთის ბრალდებას იმის შესახებ, რომ უკრაინა დრონებით დაესხა თავს კრემლს, ოფიციალური კიევი უარყოფს. ზელენსკის პრესსამსახურის განცხადების შემდეგ კრემლის ბრალდებას ტვიტერზე გამოეხმაურა მიხაილო პოდოლიაკი, უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი. „რაც შეეხება დრონებს კრემლის თავზე. ეს ყველაფერი პროგნოზირებადია… რუსეთი აშკარად ამზადებს ფართომასშტაბიან ტერაქტს. ამიტომ იგი პირველად აკავებს ყირიმში მსხვილ, სავარაუდო დივერსიულ ჯგუფს, შემდეგ კი „კრემლის თავზე დრონების“ დემონსტრირებას ახდენს. …

რუსეთი აცხადებს, რომ უკრაინამ ღამით კრემლზე შეტევა სცადა

„კიევმა ღამით კრემლზე დრონებით შეტევა სცადა, მაგრამ თავდასხმა წარმატებით იქნა მოგერიებული“ – განაცხადა დღეს, 3 მაისს, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პრესსამსახურმა. პრესსამსახურის ცნობით, ორი უპილოტო საფრენი აპარატი კრემლისკენ, პუტინის რეზიდენციისკენ იყო მიმართული. „სამხედრო და სპეცსამსახურების მიერ სარადარო სისტემების დროული ქმედებების შედეგად, მოწყობილობები მწყობრიდან გამოვიდა“, – ციტირებს პრესსამსახურს რუსული მედია. კრემლი აცხადებს, რომ უკრაინის შეტევის შედეგად …

ზვავმა წელს ბახმაროში 20 სახლი დაანგრია

წელს ბახმაროში ზვავმა 20-ზე მეტი სახლი დაანგრია. კურორტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ზვავმა სახლები ზამთარში პიონერის ქუჩაზე დაანგრია. ზვავის შედეგის ამსახველი ფოტოები ფეისბუქზე ვრცელდება: სტიქიის შედეგების შემსწავლელი კომისია ჩოხატაურის მერიაში ჯერ შექმნილი არ არის. დაეხმარება თუ არა დაზარალებულებს მუნიციპალიტეტი, ეს აღნიშნულმა კომისიამ უნდა განსაზღვროს. 3 მაისის მდგომარეობით, ზვავი რამდენიმე ადგილზე ჩამოწოლილია ბახმაროში მისასვლელ გზაზეც, რის გამოც მოძრაობა …

რუსეთის საჰაერო თავდასხმა ხერსონში, სუპერმარკეტზე – არიან დაღუპულები

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება, რომ დღეს, 3 მაისს, დილით, რუსულმა არმიამ საჰაერო თავდასხმა განახორციელა ხერსონში, სუპერმარკეტზე, რის შედეგადაც მინიმუმ სამი ადამიანი დაიღუპა. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ადგილზე ხუთი ადამიანი დაიჭრა. სამინისტრო წერს, რომ ეს არის ერთადერთი ჰიპერმარკეტი, რომელიც ფუნქციონირებს ხერსონში,  ხოლო დაღუპულები და დაშავებულები მაღაზიის მომხმარებლები და თანამშრომლები არიან. გუშინ, 2 მაისს,უკრაინის …

ვინ ზის „უცნობის“ მატარებელში? – ლევან ცუცქირიძის ბლოგი

ლევან ცუცქირიძე არის პოლიტოლოგი, აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის – EECMD-ის აღმასრულებელი დირექტორი. დატრიალდა ძველი ბორბალი. დიდი ალბათობით, ხდება ის, რაც სავარაუდო იყო: „ქართული ოცნება“ ვერ ხვდება, რომ საზოგადოება ერთიანია თავისუფლებისა და ევროპული იდეის გარშემო და ახლა შეეცდება სხვა გზებით მოსპოს პოლიტიკური და სამოქალაქო თავისუფლება. უცნობის აქციის შემდეგ, „პოლიტიკოსმა და საზოგადო მოღვაწე“ ზაზა პაპუაშვილმა მოთხოვნები …

რიგა-ბათუმს შორის ფრენა განახლდა – ავიარეისი კვირაში ორჯერ შესრულდება

ლატვიურმა ავიაკომპანია Air Baltic-მა რიგა-ბათუმის მიმართულებით ფრენა განაახლა. TAV-ის ცნობით, 2023 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე პირველი რეისით ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ლატვიის დედაქალაქიდან 119 მგზავრი ჩამოფრინდა. Air Baltic-ი რიგა-ბათუმის მიმართულებაზე ზაფხულის სეზონის განმავლობაში კვირაში ორჯერ იფრენს. რაც შეეხება ფასებს, ბათუმიდან რიგაში ფრენის ფასი 150-მდე ევროა, პირიქით კი – დაახლოებით 140 ევრო. ავიაბილეთების ღირებულება გაიზრდება ივლისსა და …

სკვერი და შადრევანი ბათუმში, რაშიც მერიამ 309 778 ლარი დახარჯა

„ეს შადრევანი არასდროს ჩართულა,“ – გადმოგვძახეს თამარის დასახლებაში, რელიგიის მუზეუმთან მდებარე კორპუსში მცხოვრებმა ადამიანებმა, როცა ვიკითხეთ: ბოლოს როდის ჩართეს ახალი შადრევანი? ბათუმში, თამარის დასახლებაში, რელიგიის მუზეუმთან მდებარე სკვერისა და შადრევნის მოწყობის სამუშაოები გასული წლის ბოლოს ჩაიბარა მერიამ, თუმცა შადრევანი არ მუშაობს – აქ შადრევნის აუზში გამდინარე წყალში ჩაყრილი და ერთმანეთში ახლართული ელექტროსადენები დაგხვდებათ. შადრევანშია ქალის …

რუსეთი უკრაინას 26 „შაჰედით“ დაესხა თავს ღამით – უკრაინის თავდაცვამ 21 გაანადგურა

3 მაისს, გამთენიისას, რუსეთის ჯარებმა უკრაინაში 26 ირანული დრონი – „შაჰედი“ გაუშვეს. უკრაინის თავდაცვის ძალებმა მათგან 21 გაანადგურეს –  ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობა ავრცელებს. სარდლობის ცნობით, დრონები გაუშვეს რუსეთის ფედერაციის ბრიანსკის რეგიონიდან, ასევე სამხრეთიდან – აზოვის ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროდან. დრონების თავდასხმის სამიზნე იყო დნეპროპეტროვსკი, სადაც ჩამოაგდეს 7 ირანული დრონი, მაგრამ ერთი დრონი …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 3 მაისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 3 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 191 940 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +520] ტანკი – 3 702 ერთეული [+1] ჯავშანტექნიკა – 7 199 ერთეული [+6] საარტილერიო სისტემა – 2 946 ერთეული [+16] MLRS – 544 ერთეული [+0] საზენიტო საბრძოლო …

როგორ შეიძლება მოემზადოს ქალი დედობისთვის – მეან-გინეკოლოგის რჩევები

მედიცინას არ შეუძლია ყველა თანდაყოლილი დეფექტის თავიდან აცილება, მაგრამ სპეციალისტების თქმით, დაორსულებამდე ჯანმრთელობის სწორად მართვითა და ჯანსაღი ქცევების პრაქტიკით ჯანმრთელი ბავშვის დაბადების შანსი იზრდება.  სწორედ ამ მეთოდებსა და პრაქტიკაზე საუბრობს „ბათუმის სამედიცინო ცენტრის“ მეან-გინეკოლოგი მაია ძნელაძე. ქალბატონო მაია, რატომ არის საჭირო ორსულობამდე ფოლიუმის მჟავის მიღება, რაში გვეხმარება? ორსულობისას ფოლიუმის მჟავის დეფიციტის ყველაზე ხშირი და ვერაგი …

ერთხელ მანქანაც დამეჯახა, მაგრამ გადავრჩი – 94 წლის ექთანი ბათუმიდან

„მუდამ შრომაში ვარ. სახლში შრომა, სამსახურში შრომა, ვისაც უჭირს, მუდამ მის გვერდით ვარ. მუხლის ჩახრა არ მიყვარს. უნდა ვიდგე და უნდა ვაკეთო კარგი საქმე,“ – ასე იწყებს 94 წლის ნაზი ანაკიძე საკუთარ თავსა და საქმიანობაზე საუბარს. ნაზი ექთანს სამედიცინო ცენტრ „სანიტასში“ შევხვდით. მისთვის ჩვეულებრივი სამუშაო დღე იყო, დილიდან დატვირთული. „ექიმობაზე ვოცნებობდი, მინდოდა თერაპევტი გამოვსულიყავი, მაგრამ …

შემაკავებელი ორდერი ოჯახში და ქალზე ძალადობისას – რა შეიცვალა შს მინისტრის ბრძანებით

2023 წლის პირველი მაისიდან ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის განმეორებითი შემთხვევის შემაკავებელი ორდერი და რისკების შეფასების ინსტრუმენტი განახლებული ფორმით ამოქმედდა – შეიცვალა სპეციალური კითხვარით გათვალისწინებული პასუხების შეფასების სისტემა. კერძოდ: აქამდე განმეორებითი ძალადობის რისკის სიმძიმე განისაზღვრებოდა შემაკავებელი ორდერის ოქმში მითითებული კითხვარით დადგენილი ქულების საფუძველზე და შემაკავებელი ორდერის გამოცემა სავალდებულო იყო, თუ ქულათა რაოდენობა შეადგენდა მინიმუმ 5 …

რაზე მიანიშნებს ხშირი მთქნარება და რა უნდა ვიცოდეთ სუნთქვის გაძნელებაზე

მთქნარება სხეულის ავტომატური რეაქციაა დაღლილობაზე ან სტრესზე. მიიჩნევა, რომ ადამიანი დღეში, ჩვეულებრივ, 5-10-ჯერ ამთქნარებს, თუმცა  „ბათუმის სამედიცინო ცენტრის“ თერაპიის მიმართულების ხელმძღვანელი, მადონა შაინიძე ამბობს, რომ იშვიათ შემთხვევებში, ხშირი მთქნარება ასევე შეიძლება იყოს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემის ნიშანი.  ქალბატონო მადონა, რა არის მთქნარება და რა შეიძლება იყოს გახშირებული მთქნარების მიზეზები? მთქნარება უნებლიე სუნთქვითი მოძრაობაა, რომლის დროსაც ხდება …

2 ქართველი მეზღვაური გაიტაცეს გემიდან გაბონის ტერიტორიულ წყლებში

სამხრეთ აფრიკაში საქართველოს საკონსულოდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, 2 მაისს, ღამის საათებში, გაბონის ტერიტორიულ წყლებში ღუზაზე მდგომი გემიდან გაიტაცეს სამი მეზღვაური, მათ შორის ორი საქართველოს მოქალაქეა. ინფორმაციას საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, გემზე დარჩენილ მეზღვაურებს საფრთხე არ ემუქრებათ. „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად, აქტიურად მუშაობს, მათ შორის საკრუინგო და გემთმფლობელ კომპანიებთან ჩვენი მეზღვაურების …

თიბისის ტექნოლოგიური განათლების პროგრამა უფროსკლასელებისთვის

თიბისი მოსწავლეებს მთელი საქართველოდან თანამედროვე პროფესიების შემსწავლელ, სრულად დაფინანსებულ, საგანმანათლებლო პროგრამას სთავაზობს. თანამედროვე სამყარო, სწრაფად განვითარებადი ტექნოლოგიების მეშვეობით, ბევრ ახალ და საინტერესო პროფესიას გვთავაზობს. მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მცხოვრებ ადამიანებისთვის დღეს უკვე შესაძლებელია საერთო პროექტებზე მუშაობა ისე, რომ შენი მშობლიური ქალაქის დატოვება არ მოგიწიოს. თანამედროვე ტექნოლოგიები ამცირებს მანძილებს, აახლოებს ადამიანებს და აჩენს ახალ შესაძლებლობებს ისეთ კარგად …

რუსეთმა შეცვალა სარაკეტო თავდასხმის ტაქტიკა – პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი აცხადებს, რომ ბოლო დღეებში რუსმა სამხედროებმა შეცვალეს უკრაინაზე სარაკეტო თავდასხმის ტაქტიკა. პოდოლიაკის კომენტარს ამ თემაზე უკრაინული მედია ავრცელებს. პოდოლიაკის თქმით, ამჯერად რუსი სამხედროები პირდაპირ სარაკეტო დარტყმებს ახორციელებენ სამოქალაქო ობიექტებზე, მრავალბინიან სახლებზე ან იმ ადგილებზე, სადაც ბევრი ხალხი იმყოფება. პოდოლიაკმა ისაუბრა იმ შესაძლო მიზნებზე, რის მიღწევასაც მოსკოვი ცდილობს ტაქტიკის შეცვლით. პოდოლიაკის …

მოსახლეობის საყოველთაო აღწერა იწყება – როგორ მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები

მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მოსამზადებელი სამუშაოები ბათუმში, ქობულეთსა და ხელვაჩაურში 2023 წლის 9 მაისამდე გაგრძელდება. ამ ეტაპზე აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში არსებული შენობებისა და მათში ფაქტობრივად მცხოვრები შინამეურნეობების/ოჯახების სიების შედგენა მიმდინარეობს. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის [საქსტატი] ინფორმაციით, მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს კახეთშიც და პროცესი წლის ბოლომდე საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების [მათ შორის ხულოს, შუახევისა და ქედის] გარდა. …

Exit mobile version