მერია მალავს, რამდენი სათვალთვალო კამერა მუშაობს ბათუმში – მორიგი ორმილიონიანი ტენდერი

ბათუმის მერიის სამმართველომ ვიდეოსათვალთვალო კამერების შეძენა-მონტაჟზე მორიგი ტენდერი გამოაცხადა 1,9 მილიონი ლარით. კამერების შეძენა-ექსპლუატაციაზე ბათუმის მერია სოლიდურ თანხას ყოველწლიურად ხარჯავს, თუმცა რამდენი კამერა მუშაობს ქალაქში, ამ ინფორმაციას მალავს. ვიდეოსათვალთვალო კამერებზე ბათუმის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში ერთი კომპანია – შპს „დელტა კონსალტინგი“ იმარჯვებს. ამ კომპანიისთვის კი, 2019-2022 წლებში ბათუმის მერიას 3 193 025 ლარი აქვს გადახდილი. …

ჩვენ გვჭირდება მეტი დრო – ზელენსკი უკრაინის კონტრშეტევის შესახებ

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ BBC-სთან განაცხადა, რომ უკრაინას მეტი დრო სჭირდება რუსეთის წინააღმდეგ კონტრშეტევის დასაწყებად, რადგან უკრაინას სჭირდება დაპირებული დასავლური დახმარება. „იმით [რაც გვაქვს], ჩვენ შეგვიძლია წინ წავიწიოთ და მივაღწიოთ წარმატებას, მაგრამ ჩვენ დავკარგავთ ბევრ ადამიანს. ვფიქრობ, ეს მიუღებელია. …ასე, რომ ჩვენ უნდა დაველოდოთ. ჩვენ ჯერ ისევ გვჭირდება ცოტა მეტი დრო“, – თქვა ზელენსკიმ. უკრაინაში …

როდემდე გაგრძელდება წვიამიანი ამინდი ბათუმში | ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 11 მაისის 21 საათიდან 12 მაისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანობის მომატება, ზოგან დროგამოშვებით წვიმა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. დღისით: 15 – 20 გრადუსი სითბო ღამით: 8 – 13 გრადუსი სითბო შიდამთიან რაიონებში: დღისით: 13 – 18 გრადუსი სითბო ღამით: 3 – 8 გრადუსი …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 11 მაისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 11 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 196 920 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +610] ტანკი – 3 740 ერთეული [+4] ჯავშანტექნიკა – 7 287 ერთეული [+12] საარტილერიო სისტემა – 3 053 ერთეული [+14] MLRS – 557 ერთეული [+2] საზენიტო საბრძოლო …

ბახმუტის მიმართულებით ვახორციელებთ ეფექტურ კონტრშეტევებს – სირსკი

უკრაინელმა მებრძოლებმა ბახმუტის მიმართულებით ეფექტური კონტრშეტევების განხორციელება შეძლეს, რის შედეგადაც რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ზოგიერთ რაიონში 2 კილომეტრამდე უკან დაიხიეს – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მეთაური, ალექსანდრე სირსკი წერს ტელეგრამზე. „კარგად გააზრებული თავდაცვის შედეგად, ბახმუტის მიმართულებით ჩვენ ვიღებთ ჩვენი ქვედანაყოფების მოქმედების ეფექტურ შედეგებს. მათ შორის, ვახორციელებთ ეფექტურ კონტრშეტევებს. ფრონტის ზოგიერთ მონაკვეთში მტერმა ვერ …

ქუჩები ბათუმში, სადაც პრობლემურ ადგილებში ბეტონს დააგებენ – გამოყოფილია 4,6 მილიონი

ბათუმში, „პრობლემატურ მონაკვეთებზე ბეტონის საფარის დასაგებად“ მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს სამი ტენდერი აქვს გამოცხადებული, სადაც ქუჩების კონკრეტული მისამართებია მითითებული. სამივე ტენდერში შესყიდვის სავარაუდო ღირებულება ჯამში 4,6 მილიონი ლარია. სამუშაოები კი, ყველგან 2023 წლის 12 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს. სამმართველოს ცალკე, მეოთხე ტენდერიც აქვს გამოცხადებული „ასფალტირებული და რკინა-ბეტონის საფარის ქუ­ჩე­­ბის მიმდინარე სარემონტო სა­მუ­შა­­ოებზე“, სადაც სატენდერო …

ჩხაკოურა-ბახმაროს მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ცალმხრივად აღდგა – დეპარტამენტი

ჩოხატაურის სოფელ ჩხაკოურადან კურორტ ბახმარომდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ცალმხრივად აღდგა, ჩოხატაურიდან ჩხაკოურამდე მონაკვეთში კი, მოძრაობა თავისუფალია. „ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჩოხატაური-ბახმაროს საავტომობილო გზის კმ34-კმ53 [ჩხაკოურა-ბახმარო] მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა [10 მაისის მდგომარეობით] ცალმხრივად აღდგენილია. გრძელდება სავალი ნაწილის გაფართოვების სამუშაოები.“ – აცხადებს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი. დეპარტამენტის ინფორმაციით, საავტომობილო გზის კმ1-კმ33 [ჩოხატაური-ჩხაკოურა] მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის …

ბათუმის მწვანე, მაგრამ მოუვლელი სკვერები კორპუსებთან – არსებობს მათი დაკარგვის საფრთხე

ბათუმის გარეუბნებში, ძველი კორპუსების ეზოებში მოულოდნელად შეიძლება აღმოაჩინო არცთუ მცირე ზომის, ხასხასა მწვანე, მცენარეებით დაბურული სივრცეები. მათი უმეტესობა ხელუხლებელ, ბუნებრივად გაზრდილ ბაღს ჰგავს. ამ სკვერებს კიდევ ერთი ხიბლი აქვთ – ხშირად მათი არც ერთი ნაწილი ჩაბეტონებული არ არის. გულდასაწყვეტი ისაა, რომ უმეტესობა მოუვლელი და დანაგვიანებულია. ზოგან ყვავილები ბალახში „იხრჩობა.“ „როგორ არ ვუვლით? – რაც შეგვიძლია …

რუსეთი ცდილობს, დაიბრუნოს ზეწოლის მექანიზმები ქართულ პოლიტიკაზე – კორნელი კაკაჩია

დღეს, 10 მაისს, რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. დღესვე ცნობილი გახდა, რომ ვლადიმერ პუტინის ახალი განკარგულებით რუსეთმა გააუქმა საქართველოსთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე დაწესებული შეზღუდვა. რას ნიშნავს რუსეთის მიერ სავიზო რეჟიმის გაუქმება და რა ცვლილებებს გამოიწვევს ეს საქართველოში? – „ბათუმელები“ საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელს, კორნელი კაკაჩიას ესაუბრა. „რუსეთი ცდილობს, ისარგებლოს იმ სიტუაციით, რაც ახლა არის საქართველოს …

ეს არის სიგნალი, რომ რუსეთმა „დააფასა“, რაც ხდება საქართველოში – ცუცქირიძე ფრენების აღდგენაზე

„ეს არის მათი საპასუხო, შემხვედრი ნაბიჯი, სიგნალი, რომ ისინი ხედავენ, რას აკეთებს საქართველოს მთავრობა და აფასებენ ამას,“ – ამბობს პოლიტოლოგი ლევან ცუცქირიძე, აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის – EECMD-ის აღმასრულებელი დირექტორი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ დღეს, 10 მაისს, მიღებული გადაწყვეტილების შესახებ. დღეს რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა, ასევე, საქართველოსთან პირდაპირ ფრენებზე შეზღუდვა მოხსნა. …

მოსკოვი-თბილისის ფრენები ყოველდღე შესრულდება – რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრო

რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს ცნობით, რუსულმა ავიაკომპანიებმა რუსეთსა და საქართველოს შორის ფრენების აღდგენისთვის მზადება დაიწყეს – ამის შესახებ რუსული საინფორმაციო სააგენტო „ტასი“ წერს. სააგენტოს ცნობით, რუსული ავიაკომპანიები ყოველკვირეულად შვიდ პირდაპირ რეისს განახორციელებენ მოსკოვიდან თბილისის მიმართულებით. „ამჟამად გადამზიდავები ემზადებიან ფრენების აღსადგენად. რუსული ავიახაზები ყოველ კვირას შვიდ პირდაპირ რეისს შეასრულებენ მოსკოვიდან თბილისის მიმართულებით და უკან. ფრენები განხორციელდება შიდა …

რუსეთმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გააუქმა და პირდაპირი ფრენები განაახლა

რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შესაბამისი განკარგულება დღეს, 10 მაისს გამოქვეყნდა. უვიზო რეჟიმი ძალაში 15 მაისიდან შევა. განკარგულების თანახმად, საქართველოს მოქალაქეები რუსეთში შესვლას ვიზის გარეშე შეძლებენ, თუმცა ვიზა კვლავ იქნება საჭირო სამუშაოდ ან 90 დღეზე მეტხანს წასასვლელად. რაც შეეხება რუსეთში უვიზოდ გამგზავრებას, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ რუსეთში უვიზოდ 180 დღიდან 90 …

რა ღირს მიწის დამუშავება – „ხარჯი და შემოსავალი რომ შევაჯამო, გული გამისკდება ალბათ“

თუ მაღალმთიან აჭარაში მოხვდებით, ცენტრალური გზიდანაც მარტივად შენიშნავთ, რომ ადგილობრივი მოსახლეობა გაცილებით ნაკლებ მიწას ამუშავებს ახლა, ვიდრე გასულ წლებში. „ბათუმელები“ დაინტერესდა, რა არის ამის მიზეზი, რა ღირს მიწის დამუშავება, სხვადასხვა კულტურის შეწამვლა, მოვლა და რამდენად შეესაბამება ეს ხარჯი მიღებულ შემოსავალს სოფელში მცხოვრები მოსახლეობისთვის. ამ თემაზე „ბათუმელები“ ხულოში, სოფელ კორტოხში მცხოვრებ დათო პაქსაძეს ესაუბრა. ბატონო დათო, …

ბახმუტში 72-ე ბრიგადის ქვედანაყოფები ფაქტობრივად გავანადგურეთ – აზოვის პოლკის დამფუძნებელი

უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მესამე მოიერიშე ბრიგადამ ბახმუტთან დაამარცხა რუსეთის ფედერაციის 72-ე ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადის ქვედანაყოფები, გაათავისუფლეს ტერიტორიის ნაწილი და ტყვედ აიყვანეს ოკუპანტების ნაწილი – წერს „უკრაინსკაია პრავდა“  აზოვის პოლკის დამფუძნებლისა და ეროვნული კორპუსის პარტიის ლიდერის, ანდრეი ბილეცკის მიერ  ტელეგრამზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით. მესამე მოიერიშე ბრიგადა 2023 წლის იანვარში შეიქმნა – ეს ცნობილი აზოვის  …

პირმა 237 ორსული ფიქტიურად დაასაქმა და დიდი ოდენობით თანხას დაეუფლა – საგამოძიებო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში ერთი პირი მიეცა. „გამოძიებით დადგინდა, რომ დეკრეტულ შვებულებაში მყოფ მოქალაქეებზე გათვალისწინებული ფულადი დახმარების მოტყუებით დაუფლების მიზნით, ბრალდებული, 2021-2022 წლებში, წინასწარ მოფიქრებული სქემის მიხედვით, დანაშაულებრივ გარიგებაში შევიდა …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 10 მაისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 10 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 196 310 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +690] ტანკი – 3 736 ერთეული [+2] ჯავშანტექნიკა – 7 275 ერთეული [+18] საარტილერიო სისტემა – 3 039 ერთეული [+8] MLRS – 555 ერთეული [+1] საზენიტო საბრძოლო …

როგორ მოვიქცეთ, როცა მეზობლის ბინიდან წყალი ჩამოდის – იურისტის რჩევები

იურისტ პაატა დიასამიძეს იშვიათად ახსენდება თავის პრაქტიკაში შემთხვევა, როცა ბინაში მეზობელმა წყალი ჩამოუშვა და მოლაპარაკების გზით პრობლემა მოგვარდა. სასამართლოში წასული დაზარალებულები კი ხშირად ერთსა და იმავე პრობლემის წინაშე დგებიან – აღარ არსებობს მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდება, რამ დააზიანა ბინა. იურისტი განმარტავს, რა უნდა გავითვალისწინოთ, როცა მეზობლის ბინიდან წყალი ჩამოდის, ან სხვა სარემონტო სამუშაოები გვაზიანებს და რა …

„რუსებმა თვითონ გახსნეს სამაკლეროები“ – ბათუმში ბინას იაფად ვეღარ იქირავებთ

ბათუმში ბინის ქირის გაზრდილ ფასზე საუბარს შესაძლოა უკვე ყველგან შეესწროთ – ქუჩაში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, უნივერსიტეტსა თუ სოციალურ ქსელებში. ბინების გაქირავების ბაზარზე სიტუაცია ბათუმში განსაკუთრებით მწვავდება ახლა, როცა გამქირავებლები ბინის დაცლას ითხოვენ მაისის ბოლომდე იმ მიზეზით, რომ ბინა სეზონზე დღიურად ტურისტებს მიაქირაონ. რას სთავაზობს ბაზარი ამ შემთხვევაში სტუდენტებს ან ბათუმში სამუშაოდ ჩამოსულ ადამიანებს, რომლებიც ქირით ცხოვრობდნენ …

რატომ არ განიხილა ბათუმის საკრებულომ სკოლაში უფასო კვების საკითხი

ბათუმის საკრებულოს წევრი „გახარია – საქართველოდან“ ბათუმის სკოლებში კვების დაფინანსებას ითხოვს. ამ საკითხზე აკაკი გვიანიძემ დღეს, 9 მაისს, ბრიფინგი გამართა. მანამდე ის საკითხის დღის წესრიგში ჩასმას ბათუმის საკრებულოს წინა სხდომაზე ითხოვდა, თუმცა უშედეგოდ. „კენჭს არ ვუყრით მაგას, კოლეგებო, კენჭი ვუყაროთ დღის წესრიგს“ – განაცხადა 29 აპრილს ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ სხდომის დაწყებისას, რამდენიმეწუთიანი სიტყვა-პასუხის შემდეგ. ამას …

პულიცერის პრემია გადაეცათ უკრაინელ ჟურნალისტებს, რომლებიც მარიუპოლში დარჩნენ

უკრაინელ ჟურნალისტებს: დოკუმენტალისტ მსტისლავ ჩერნოვს, ფოტოგრაფ ევგენი მალოლეტკას და პროდიუსერ ვასილისა სტეპანენკოს აშშ-ის ყველაზე პრესტიჟული ჟურნალისტური ჯილდო, 2023 წლის პულიცერის პრემია გადაეცათ. ჩერნოვი, მალოლეტკა და სტეპანენკო დასავლური მასმედიის ერთადერთი წარმომადგენლები იყვნენ, რომლებიც ოკუპირებულ მარიუპოლში დარჩნენ საომარი მოქმედებების დროს. სწორედ მათ გამოაქვეყნეს მასალა მარიუპოლის დაბომბილი სამშობიაროდან. სამივე მათგანი „ასოშიეიტედ პრესის“ წარმომადგენელია. ევგენი მალოლეტკამ პულიცერის პრემია ასევე …

ავარია გვირაბში – ერთი დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს

დღეს, 9 მაისს, ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბში ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ავარიის შედეგად ერთი ადამიანი მსუბუქად დაშავდა, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს. ადგილზე მუშაობენ სამართალდამცველები.

ბათუმში 10, 10ა, 2 და 2ა ხაზებზე ძველი ავტობუსები ჩაანაცვლეს

ბათუმის ავტოტრანსპორტის ინფორმაციით, 9 მაისიდან ქალაქში 10, 10ა, 2 და 2ა სამარშრუტო ხაზებზე ახალი ავტობუსები იმოძრავებს: 10 და 10ა ხაზებზე ამჟამად არსებული ავტობუსები ახალი, ISUZU-ს მარკის 10-მეტრიანი ტრანსპორტით ჩანაცვლდა 2 და 2ა ხაზებზე მოძრავი Zonda-ს მარკის ავტობუსები კი Isuzu Ataman-ის ტიპის [რომლებიც აქამდე 10 და სხვა ხაზებზე მოძრაობდნენ] ავტობუსებით შეცვალეს. ბათუმის ავტოტრანსპორტის ინფორმაციით, ამ დროისთვის …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 9 მაისის 21 საათიდან 10 მაისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ზოგან მცირე წვიმა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. დღისით: 15 – 20 გრადუსი სითბო ღამით: 8 – 13 გრადუსი სითბო შიდამთიან რაიონებში: დღისით: 10 – 15 გრადუსი სითბო ღამით: 4 – 9 გრადუსი …

გოდერძის უღელტეხილი ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის გახსნილია – დეპარტამენტი

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, „ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზაზე (გოდერძის უღელტეხილი) ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია“. ბათუმი-ახალციხის ავტომაგისტრალის ხულო-ზარზმის მონაკვეთზე [მათ შორის გოდერძის უღელტეხილზე] სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ხულო-ზარზმის მონაკვეთი, რომელიც თავის დროზე კომპანია „ტოდინს“ უნდა გაეკეთებინა, ორ ლოტად იყო დაყოფილი [დაბა ხულო-გოდერძი და გოდერძი-ზარზმა]. მთლიანი გზის რეაბილიტაცია „ტოდინს“ 2020 წლის …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 9 მაისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 9 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 195 620 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +650] ტანკი – 3 734 ერთეული [+4] ჯავშანტექნიკა – 7 258 ერთეული [+4] საარტილერიო სისტემა – 3 031 ერთეული [+13] MLRS – 554 ერთეული [+0] საზენიტო საბრძოლო …

ძველ ბათუმში ძეგლს დააშენეს – ნებართვა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ გასცა

„აუცილებლად დაათვალიერე ძველ ბათუმში კოპწია აივნები“ – ურჩევს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ფეისბუქზე ქალაქის სტუმრებს და ამ „კოპწია აივნების“ ფოტოს აქვეყნებს. ძველი ბათუმის არქიტექტურა, თავისი აივნებით, ერთ-ერთი ყველაზე მომხიბვლელი დეტალია ბათუმში ტურისტებისთვის იმ გამოკითხვების მიხედვით, რაც ამ დრომდე „ბათუმელების“ არქივში დაგროვდა. თუმცა ასეთ მოწოდებას ალბათ უკვე კიდევ ერთი მინაწერი სჭირდება, მაგალითად, ასეთი: „ამ კოპწია აივნების დათვალიერებისას …

ახალ ბულვართან დანგრეული სანაპიროს აღდგენას 15 მილიონი ლარი დასჭირდება

ბათუმის ახალ ბულვარში სტიქიის შედეგად დაზიანებული სანაპირო ზოლის აღსადგენად მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო ბაზარს იკვლევს. ლოკალური ხარჯთაღრიცხვის მიხედვით, რომელიც სამმართველოს აქვს მომზადებული, სანაპირო ზოლისა და ინფრასტრუქტურის აღდგენას, დღევანდელი მონაცემებით, სავარაუდოდ 15 მილიონ 831 ათას 978 ლარი დასჭირდება. სამმართველო მაქსიმუმ ამ თანხის ფარგლებში გეგმავს ტენდერის გამოცხადებას, თუმცა სამუშაოების საბოლოო ღირებულებას ბაზრის კვლევის შემდეგ გამოცხადებული …

ბათუმის კონცხზე 40 ათასი კუბური მეტრი ჭარბი ნატანია თავმოყრილი – ახალი კვლევა

ბათუმის კონცხზე, ანბანის კოშკისა და იახტკლუბის მიმდებარე პლაჟზე, 40 ათასი კუბური მეტრი ჭარბი ნატანი – ქვიშა-ხრეშია თავმოყრილი. ნატანის ეს მოცულობა დადგინდა ახალი კვლევით, რომელიც აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს დაკვეთით კერძო კომპანია „ქოსთ დიზაინმა“ ჩაატარა. ბათუმის კონცხზე ჭარბი ნატანის არსებობა პლაჟის მოწყვეტისა და ზღვის კანიონში ჩაკარგვის მაღალ რისკს შეიცავს. ასეთ ფაქტს ბოლოს 1999 …

ვინ და როგორ ვაჭრობს კრიპტოვალუტით ბათუმში

მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო და მობილიზაციას გამოქცეული რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა საქართველოში გაიზარდა,  ბათუმში კრიპტოვალუტით მოვაჭრე ოფისები შესამჩნევი გახდა. ბათუმში უკვე არაერთ paybox-ს ნახავთ, სადაც შეგიძლიათ კრიპტოვალუტა გაანაღდოთ ან სხვა ფინანსური ოპერაცია შეასრულოთ. არის თუ არა ამ ოფისების საქმიანობა ლეგალური საქართველოში და აქვს თუ არა რაიმე სარგებელი ამით ქართულ ეკონომიკას, ლარს? – ამ …

„უდაბნოში გავჩერდით. ვიფიქრეთ, დახვრეტა დაიწყებოდა“ – რეპრესირებული ქალის ისტორია

„სიმწრის მეტი არაფერი მინახავს. შიმშილობა, შიში – რა ვიცი, რა არ გამოვცადეთ. კოშმარივით მახსენდება ის 15 დღე, ეშელონით რომ მივყავდით შუა აზიაში. არავის არ ვუსურვებ ასე ცხოვრებას. მგზავრობა იმდენად მძიმე იყო, რომ ხალხი იხოცებოდა. ყველა გაჩერებაზე, ძირითადად, პატარა ბავშვები, გადმოჰყავდათ ვაგონებიდან და სადღაც მინდორში, სასწრაფო მანქანებით მიჰყავდათ. სად მარხავდნენ, რას შვრებოდნენ, არ ვიცი. ამ ყველაფერს …

სკოლებს მასწავლებლების დეკრეტული შვებულებისთვის დამატებითი თანხა გამოეყოფათ

განათლების მინისტრის ბრძანებით, 2023 წლის პირველი იანვრიდან საჯარო სკოლებს დამატებითი ფინანსები გამოეყოფათ სკოლის მასწავლებლების ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულებისთვის. აგრეთვე, ახალშობილის შვილად აყვანის გამო ანაზღაურებადი შვებულების წარმოშობის შემთხვევაში. საჯარო სკოლა ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე აცნობოს სამინისტროს, რომელიც სკოლას ბრძანების საფუძველზე გამოუყოფს დამატებით ფინანსებს. აღნიშნული ინფორმაცია უნდა განთავსდეს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში. ამავე ბრძანების მიხედვით, საჯარო …

რუსეთში ხანძრის შედეგად დაახლოებით 60 ათასი ჰექტარი ტყე დაიწვა

რუსეთში, ციმბირსა და ურალში, ტყის ხანძარი გაჩნდა. „ბიბისის“ ცნობით, ხანძრის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა და დაახლოებით 60 ათასი ჰექტარი ტყე დაიწვა. ხანძარი მოედო დასახლებულ ადგილებსაც. რუსული საინფორმაციო სააგენტო „ტასი“ წერს, რომ კურგანის რაიონში 300-ზე მეტი საცხოვრებელი კორპუსი და 3900 შენობა განადგურდა ხანძრის შედეგად. ხანძარი შენობიდან შენობაზე გავრცელდა და დიდი ტერიტორია მოიცვა. მედიის ცნობით, რამდენიმე დღეა …

მკითხველის „საბა“ – ახალი ნომინაცია

ლიტერატურულმა პრემია „საბა“ მესამე ათწლეულში გადასაბიჯებლად ემზადება. 21-ე „საბას“ აღსანიშნავად პრემიის საორგანიზაციო ჯგუფმა გადაწყვიტა მკითხველები ლიტერატურული დღესასწაულის უშუალო თანამონაწილეებად ექცია და მათ განსაკუთრებული შესაძლებლობა მისცა. „საბა“ 2023-ს ახალი ნომინაცია – „მკითხველის საბა“ დაემატა. მის მფლობელს მკითხველთა ხუთწევრიანი ჟიური გამოავლენს. ჟიური იმ ადამიანებისგან დაკომპლექტდება, რომლებმაც აპლიკაცია SABA Reader-ში ყველაზე მეტი დრო დაუთმეს კითხვას, ისინი გამარჯვებულს „წლის …

ბუდანოვი: რუსული ურდო თავისი ჯარისკაცების სისხლში დაიხრჩობა უკრაინაში

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა განაცხადა, რომ უკრაინელმა ხალხმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ნაციზმზე გამარჯვებაში 1945 წელს და დაამარცხებს რაშიზმსაც. ტერმინი „რაშიზმი“ უკრაინის რადამ 2 მაისს დააკანონა – ამ ტერმინით უკრაინა უკვე სამართლებრივადაც აღნიშნავს რუსულ ფაშიზმს. „რუსული ურდო დაიხრჩობა თავისი ჯარისკაცების სისხლში უკრაინის მიწაზე! რადგან მსოფლიოში ვერც ერთი არმია ვერ დაამარცხებს ერს, …

რატომ შემცირდა მტირალას ეროვნული პარკის ტერიტორია – ადმინისტრაციის განმარტება

მტირალას ეროვნული პარკის ტერიტორია 180,8 ჰექტრით შემცირდა. შესაბამისი ცვლილება კანონში საქართველოს პარლამენტმა 2023 წლის მარტში დაამტკიცა. ამ ცვლილებამდე „მტირალას ეროვნული პარკის შესახებ“ საქართველოს კანონში აღნიშნული იყო: „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უნიკალური ბიოლოგიური და ლანდშაფტური მრავალფეროვნების შენარჩუნების, კოლხური ტყეების ეკოსისტემების გრძელვადიანი დაცვის, ეკოლოგიური უსაფრთხოებისა და ბუნებრივ გარემოში ეკოტურისტული და რეკრეაციული საქმიანობის განვითარების უზრუნველყოფის მიზნით ქობულეთის, ხელვაჩაურისა და …

ციხეში გარდაიცვალა ბლოგერი – ის ლუკაშენკოს კარიკატურაზე „სმაილის“ დასმისთვის დააკავეს

ბელარუსში, ვიტებსკის კოლონიაში, გარდაიცვალა პოლიტპატიმარი, ბლოგერი ნიკოლაი კლიმოვიჩი, რომელსაც ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ კარიკატურაზე  სიცილის ემოციის გამოყენებისთვის ჰქონდა მისჯილი ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა. ინფორმაციას მედია ავრცელებს უფლებადამცველ ორგანიზაცია „ვესნაზე“ დაყრდნობით. 61 წლის ნიკოლაი კლიმოვიჩს 28 თებერვალ, ქალაქ პინსკის სასამართლოში მიუსაჯეს ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა „ოდნოკლასნიკში“ ლუკაშენკოს კარიკატურაზე რეაქციის დასმისთვის, მიუხედავად იმისა, რომ …

Exit mobile version