უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 20 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 273 980 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +520]
- ტანკი – 4 635 ერთეული [+7]
- ჯავშანტექნიკა – 8 868 ერთეული [+17]
- საარტილერიო სისტემა – 6 096 ერთეული [+34]
- MLRS – 779 ერთეული [+1]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 526 ერთეული [+0]
- თვითმფრინავი – 315 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 316 ერთეული [+0]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 4 821 ერთეული [+37]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 479 ერთეული [+0]
- გემი/ნავი – 20 ერთეული [+0]
- წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 8 633 ერთეული [+32]
- სპეცტექნიკა – 906 ერთეული [+3]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 20 სექტემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 475 თვითმფრინავი
- 249 ვერტმფრენი
- 6 945 უპილოტო საფრენი აპარატი
- 438 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 12 009 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 152 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 6 462 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 13 262 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ამავე თემაზე: