ბაზრობა, ავტოსადგური და პარკინგი გოდერძიზე – სამინისტრომ ტენდერი ხელახლა გამოაცხადა

კურორტ გოდერძიზე თემატური გამოფენა-ბაზრობის, ავტოსადგურისა და ავტოპარკინგის სამშენებლო სამუშაოებზე გამოცხადებული ტენდერი არ შედგა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ხელახალი ტენდერი იმავე ოდენობის თანხით – 4 597 900 ლარით და იმავე პირობებით გამოაცხადა. სამინისტროს სატენდერო კომისიის ოქმში აღნიშნულია, რომ იმის დასადგენად, თუ რა მიზეზით არ შედგა ელექტრონული ტენდერი, პოტენციური მიმწოდებლები ტელეფონით გამოკითხეს. „ტელეფონის საშუალებით განხორციელებული გამოკითხვისას, …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 8 მაისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 8 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 194 970 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +540] ტანკი – 3 730 ერთეული [+7] ჯავშანტექნიკა – 7 253 ერთეული [+5] საარტილერიო სისტემა – 3 018 ერთეული [+8] MLRS – 554 ერთეული [+0] საზენიტო საბრძოლო …

ძალადობის მსხვერპლისთვის თავშესაფრის ვადა 4 თვემდე იზრდება – კიდევ რა იცვლება?

„მსხვერპლისა და მასზე დამოკიდებული პირების თავშესაფარში მოთავსება ხდება 4 თვემდე ვადით. საჭიროების შემთხვევაში ეს ვადა გაგრძელდება თავშესაფრის წესდებით [შინაგანაწესით] დადგენილი წესით,“ -ეს ახალი ჩანაწერია კანონში „ქალთა მიმართ ძალადობის, ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“, რომელიც ძალაში შედის 2023 წლის პირველი ივლისიდან. ამ დრომდე თავშესაფარში მოთავსების მაქსიმალური ვადა 3 თვე იყო. კანონში …

ზაფხული იწყება აქ – 330 ათასი ლარი ორდღიანი ფესტივალისთვის ბათუმში

ზაფხულის სეზონის გახსნასთან დაკავშირებით ბათუმში ორდღიანი ფესტივალის ჩატარებაა დაგეგმილი, რისთვისაც 330 ათას 364 ლარია გამოყოფილი. აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ ორი ტენდერი გამოაცხადა. [checklist] ზაფხულის სეზონის გახსნის საზაფხულო ფესტივალის „ზაფხული იწყება აქ“ ორგანიზებისთვის გასართობი-მუსიკალური პროგრამისა და მასთან დაკავშირებული მომსახურების შესყიდვაზე – 162 ათასი ლარით ღონისძიებისთვის სცენის მოწყობის ორგანიზებაზე კი – 168 ათას 364 ლარით [/checklist] …

პედოფილიის მსხვერპლი 46 მოზარდი გახდა – პირველი კვარტალის სტატისტიკა

სექსუალური ძალადობის მსხვერპლი 2023 წლის პირველ 3 თვეში 46 არასრულწლოვანი გახდა. შსს-ს სტატისტიკის მიხედვით, პირველ კვარტალში გაუპატიურების 6 შემთხვევაზე ცნეს 6 არასრულწლოვანი დაზარალებულად, დანარჩენი 40 მოზარდი კი, სხვა სახის სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა. 2023 წლის პირველ კვარტალში სულ 366 არასრულწლოვანს მიანიჭა პროკურატურამ დაზარალებულის სტატუსი სისხლის სამართლის სხვადასხვა საქმეში. ყველაზე ხშირად – 168 შემთხვევა – მოზარდი …

„სასამართლოს უპატივცემულობის“ მუხლით დანაშაულის ჩადენის სტატისტიკა გაიზარდა

2023 წლის პირველ კვარტალში, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის საერთო მაჩვენებელი 234 შემთხვევით შემცირდა. სტატისტიკურ მონაცემს შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვეყნებს. თუკი 2022 წლის პირველ კვარტალში ქვეყნის მასშტაბით 13 385 შემთხვევაზე დაიწყო გამოძიება, 2023 წელს ეს მაჩვენებელი 13 151-მდე შემცირდა. რამდენიმე მიმართულებით დანაშაულის ჩადენის მაჩვენებელი კი, გაუარესდა, მაგალითად, „სასამართლოს უპატივცემულობა“. ამ მუხლით …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 7 მაისის 21 საათიდან 8 მაისის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, დროგამოშვებით წვიმა, შესაძლებელია ჭექა-ქუხილი. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში, რაც შესაძლებელია გაძლიერდეს 17-22 მ/წმ-მდე; ჰაერის ტემპერატურა: დღისით: 13 – 18 გრადუსი სითბო ღამით: 7 – 12 გრადუსი სითბო შიდამთიან რაიონებში: …

„არასრულწლოვნები გამოიკითხნენ“ – შსს ვანში სექსუალური ძალადობის სავარაუდო შემთხვევაზე

„წარმომადგენლის – მშობლის თანდასწრებით გამოიკითხნენ არასრულწლოვნები,“ – აღნიშნულა შსს-ს პრესცენტრის მიერ „ბათუმელებისთვის“ გამოგზავნილ ინფორმაციაში ვანის ერთ-ერთ სოფელში მომხდარ სავარაუდო სექსუალურ შევიწროებაზე. საუბარია რამდენიმე მოზარდის მიმართ გარყვნილ ქმედებაზე, რაზეც შსს-ს გამოძიება პირველ მაისს დაუწყია. დაკავებული ამ დრომდე არავინ არ არის. მოზარდების მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გუშინ, 6 მაისს გავრცელდა. გამოძიება დაწყებულია სისხლის …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 7 მაისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 7 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 193 430 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +660] ტანკი – 3 723 ერთეული [+6] ჯავშანტექნიკა – 7 248 ერთეული [+10] საარტილერიო სისტემა – 3 010 ერთეული [+18] MLRS – 554 ერთეული [+2] საზენიტო საბრძოლო …

ახალ ბულვარში ზღვის ხელოვნური კვება დასრულდა – მოაწყობენ თუ არა პლაჟს

ბათუმის სანაპიროზე, აეროპორტის ასაფრენი ზოლისა და ახალი ბულვარის მიმდებარედ, ხრეშის შეტანის პროცესი დასრულდა. მოაწესრიგებენ თუ არა სანაპირო ზოლს წელს საბანაო სეზონისთვის და მოაწყობენ თუ არა საპლაჟე ინფრასტრუქტურას? – ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციაში გვითხრეს, რომ შესაბამისი სამუშაოების ჩატარებას არ გეგმავენ და ქალაქის მერიას მივმართოთ. მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოში კი, „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ზღვის მიერ დანგრეული/დაზიანებული  ინფრასტრუქტურის …

ხვალიდან ბათუმში გაავდრდება | ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 6 მაისის 21 საათიდან 7 მაისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, ღამით – ზოგან, დღისით უმეტეს რაიონში დროგამოშვებით იწვიმებს, შესაძლებელია ჭექა-ქუხილი. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. დღისით: 13 – 18 გრადუსი სითბო ღამით: 8 – 13 გრადუსი სითბო შიდამთიან რაიონებში: დღისით: 12 – …

პრიგოჟინი აცხადებს, რომ მზადაა ბახმუტში პოზიციები კადიროველებს გადასცეს

დღეს, 6 მაისს, რუსული სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ მფლობელის, ევგენი პრიგოჟინის პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „ვაგნერი“ მზადაა ბახმუტში პოზიციები გადასცეს ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის ძალებს. პრიგოჟინმა მადლობა გადაუხადა კადიროვს ბახმუტში ძალების გაგზავნაზე თანხმობისთვის. პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში პრიოგიჟინი წერს, რომ სავარაუდოდ კადიროვს აქვს შესაძლებლობა მოიპოვოს საჭირო საბრძოლო რესურსი ბახმუტში საბრძოლველად. „მე უკვე ვუკავშირდები მის …

რუსეთში ააფეთქეს ცნობილი რუსი პროპაგანდისტის მანქანა – მედია

დღეს, 6 მაისს, რუსეთში, ნიჟნი ნოვგოროდში ააფეთქეს მანქანა, რომლითაც რუსი პროპაგანდისტი, უკრაინაფობი, მწერალი ზახარ პრილეპინი გადაადგილდებოდა. აფეთქების შედეგად მძღოლი გარდაიცვალა, სხვადასხვა მედიაგამოცემის ცნობით, პრილეპინი მძიმედ არის დაშავებული. იგი მოსკოვში დონბასის ოკუპირებული ტერიტორიიდან ბრუნდებოდა. რუსული მედიის ცნობით, მანქანა მას შემდეგ აფეთქდა, როცა მგზავრები საჭმელად შეჩერდნენ, სავარაუდოდ, სწორედ მაშინ მიამაგრეს მანქანას ასაფეთქებელი მოწყობილობა, 2 კილოგრამზე მეტი ტროტილი. რუსეთის …

19 წლის წინ მიშამ თქვა, რომ ასლანი გაიქცა. ამის აღსანიშნავად ვართ აქ – აქცია ბათუმში

დღეს, 6 მაისს, ბათუმში, ევროპის მოედანზე „ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერების“ აქცია გაიმართა – „თავისუფლება მიშას“. ევროპის მოედანზე გამოფენილი იყო სააკაშვილის ხელისუფლების დროს განხორციელებული პროექტები. პარტიის ახალგაზრდა მხარდამჭერები დღეს ჩოლოქის ხიდზეც იმყოფებოდნენ, რომელიც ასლან აბაშიძემ, საქართველოს მაშინდელ ხელისუფლებასთან დაპირისპირების გამო ააფეთქა 2004 წელს. „19 წლის წინ სააკაშვილმა თქვა – „ასლანი გაიქცა, აჭარა თავისუფალია“ და ზუსტად ამის აღსანიშნავად …

„შურისძიება შორს არ არის“ – უკრაინის სპეცსამსახური ბახმუტის კადრებს ავრცელებს

„ჩვენ გავუძლებთ! შურისძიება შორს არ არის! ბახმუტის ღამის დაბომბვის კადრები ფოსფორის საბრძოლო მასალით“ – ამ წარწერით ავრცელებს კადრებს ბახმუტიდან უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალები ტელეგრამზე. უწყების პრესსამსახურის ცნობით, რუსეთმა ბახმუტში გამოიყენა ფოსფორის საბრძოლო მასალა და ცდილობდა ქალაქის სრულ განადგურებას, უკრაინის სპეციალური და თავდაცვის ძალების ჯარისკაცები აგრძელებენ ქალაქის დაცვას. ფოსფორის ჭურვის წვის ტემპერატურა აღემატება 800 …

რას წერს პროკურატურა „ამბასადორში“ ხანძრის გაჩენის ბრალდებით დაკავებულ პირზე

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, სასტუმრო „ამბასადორში“ ხანძრის გაჩენის ბრალდებით დაკავებულ პირს, ფსიქიკური ექსპერტიზა ჩაუტარდა. „ბრალდებულის ფსიქიკური მდგომარეობის შემოწმების მიზნით სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში  ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩატარდა, რომლითაც დადგინდა, რომ ბრალდებული დანაშაულის ჩადენის დროს არ შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და ეხელმძღვანელა მისთვის, აქედან გამომდინარე იგი საჭიროებს იძულებით მკურნალობას“ – აცხადებს პროკურატურა. პროკურატურამ  „სასტუმრო „ამბასადორში“ …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 6 მაისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 6 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 193 770 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +560] ტანკი – 3 717 ერთეული [+7] ჯავშანტექნიკა – 7 238 ერთეული [+14] საარტილერიო სისტემა – 2 992 ერთეული [+14] MLRS – 552 ერთეული [+2] საზენიტო საბრძოლო …

ვის შეუძლია ბიზნესი ტროტუარზე და ვის არა? – მერიის შერჩევითი დამოკიდებულება

ბათუმში, ტროტუარებზე, კაფეების მესაკუთრეებისთვის მსუბუქი კონსტრუქციები უკვე საკმარისი აღარაა – არაერთმა კაფემ ტროტუარზე, ათვისებულ ნაწილში, რკინის ბოძებით ჩაბეტონებულ ჩარჩოებში დაბურული მინები ჩასვა და ზოგიერთმა უკვე ტროტუარის „საკუთარი ნაწილის“ მეტლახით მოპირკეთებაც კი დაიწყო. ტროტუარებზე კვებასთან და გარევაჭრობასთან დაკავშირებულ ნებართვებს ბათუმის მერია გასცემს, თუმცა მერიის ნებართვა ყველასთვის ერთნაირად არ არის ხელმისაწვდომი, მაგალითად, 62 წლის უსინათლო მოქალაქისთვის, ზურაბ …

რატომ არის სიყალბე ღარიბაშვილის ლაპარაკი ოჯახსა და ტრადიციებზე

უნგრეთში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კომიტეტის [CPAC] კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა არაერთი ჰომოფობიური განცხადება გააკეთა, „ტრადიციული ღირებულებების შენარჩუნება“ და „უმცირესობის მიერ უმრავლესობაზე ძალადობის დაუშვებლობა” იყო მისი გამოსვლის მთავარი აქცენტები. რას ემსახურება სინამდვილეში ღარიბაშვილის რიტორიკა და რატომ არ აქვს საერთო ამ ყველაფერს არც კონსერვატიზმთან და მით უფრო ეროვნულ ფასეულობებთან? – ამის შესახებ „ბათუმელებთან“ …

გულის არითმიის ნიშნები – რა არ უნდა გამოგვრჩეს? | ინტერვიუ არითმოლოგთან

გულის არითმია კლინიკური მდგომარეობაა, როდესაც საქმე გვაქვს პათოლოგიურ გულისცემასთან ან გულისცემის სიხშირესთან. ამ დროს გული მუშაობს ძალიან სწრაფად, ან ძალიან შენელებულად, ან არარეგულარული რითმით. „ბათუმის სამედიცინო ცენტრის“ არითმოლოგი გიორგი ცხომელიძე ამბობს, რომ ზოგიერთი სახის არითმია განსაკუთრებით საშიშია ჯანმრთელობისთვის, არც თუ ისე იშვიათად – სიცოცხლისთვისაც კი. NCDC-ის ცნობით, ევროპასა და ამერიკაში გულის ეს პათოლოგია მიახლოებით 9 …

შესაძლოა უკრაინელებმა ბახმუტს დაარტყან და ამ დროს მარიუპოლს შეუტიონ – ინტერვიუ

„შესაძლებელია, ყურადღების გადატანითი მოქმედებები განახორციელონ უკრაინელებმა – ბახმუტს დაარტყან და ამ დროს მარიუპოლს შეუტიონ, ძირითადი დარტყმა განახორციელონ,“ – უკრაინელებისგან კონტრშეტევის დაწყებას დღე-დღეზე ელის გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე. მისი დაკვირვებით, უკრაინას შესაბამისი საჰაერო მხარდაჭერის და აღჭურვილობის გარეშე „შეზღუდული სახის წარმატება შეიძლება ჰქონდეს“. „თუკი უკრაინელები აზოვის ზღვამდე მიაღწევენ და იქ გამაგრდებიან, გაჭრიან სახმელეთო დერეფანს შუაში, ეს ძალიან …

პოლიციელებს მთავრობა თბილისში 1000 ბინას ჰპირდება, ბათუმში კი 88 ბინა ვერ აუშენა

საქართველოს პრემიერი 1000-ზე მეტ პოლიციელს თბილისში ახალ ბინებს 2 წელიწადში ჰპირდება მაშინ, როცა მთავრობამ ბათუმში 88 ბინის მშენებლობა მეხუთე წელია ვერ დაასრულა. ბათუმში პოლიციისთვის ბინების მშენებლობა 2018 წელს დაიწყო და 2020 წელს უნდა დასრულებულიყო. ირაკლი ღარიბაშვილმა ათასბინიანი პოლიციის ქალაქის მშენებლობა ერთი წლის წინ დააანონსა. დღეს, 2023 წლის 5 მაისს კი, „პოლიციის ქალაქის“ მშენებლობაზე სიმბოლური კაფსულის ჩადების …

5 ბავშვის ამბავი ბათუმიდან, რომლებსაც აქონდროპლაზია აქვთ

18 დღე და 18 ღამეა საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის წინ – იქ, სადაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მუშაობს, საპროტესტო აქციას მართავენ დედები. ქალები, რომელთა შვილებსაც იშვიათი გენეტიკური დაავადების, აქონდროპლაზიის დიაგნოზი აქვთ, ითხოვენ წამალს ბავშვებისთვის. აქონდროპლაზია იშვიათი გენეტიკური დაავადებაა. სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით, ის 25 ათასი ბავშვიდან ერთს უვლინდება. 36 წლის ხატია ხურციძეს ბათუმის ბულვარში, სხვა მშობლებთან ერთად შევხვდით. …

ზაპოროჟიეში ოკუპანტებმა ევაკუაცია გამოაცხადეს, უკრაინამ ვაგნერის საწყობი გაანადგურა-მედია

უკრაინაში ზაპოროჟიეს რეგიონის ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლებამ ადგილობრივი მოსახლეობის 18 დასახლებიდან დროებითი ევაკუაციის შესახებ გამოაცხადა – ამის შესახებ რუსული მედია წერს ზაპოროჟიის ოლქის ე.წ. ხელისუფლებაზე დაყრდნობით. ოკუპირებული რეგიონის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა ევგენი ბალიცკიმ განაცხადა, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში უკრაინულმა მხარემ გააძლიერა შეტევა, ამიტომაც მიიღეს გადაწყვეტილება მშვიდობიანი მოსახლეობა ფრონტის ხაზს დააშორონ და სამედიცინო დაწესებულებებიც …

93 ადამიანი დაიღუპა ავარიის შედეგად გასულ 3 თვეში

2023 წლის პირველ სამ თვეში საქართველოში 93 ადამიანი დაიღუპა და 1480 დაშავდა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად. ავტოავარიაში დაღუპული 93 ადამიანთაგან 22 ავტომანქანით არ გადაადგილდებოდა, ისინი ქვეითები იყვნენ. 2023 წლის პირველ 3 თვეში მსხვერპლით დასრულებული ავარიების მთავარი მიზეზების სტატისტიკა ასე ნაწილდება: რკინიგზის გადასასვლელის გავლის წესის დარღვევა – დაიღუპა 27 ადამიანი მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება – დაიღუპა 15 …

პრიგოჟინი იმუქრება, რომ 10 მაისს ბახმუტიდან „ვაგნერს“ გაიყვანს

„ვაგნერის“ დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა დღეს, 5 მაისს, მორიგი ვიდეომიმართვა გაავრცელა. პრიგოჟინი იმუქრება, რომ 10 მაისს „ვაგნერს“ გაიყვანს ბახმუტიდან. „ოფიციალურად მივმართავ გენერალური შტაბის უფროსს, თავდაცვის მინისტრს, მთავარსარდლობას და რუს ხალხს. „ვაგნერის“ მებრძოლების სახელით, „ვაგნერის“ სარდლობის სახელით ვაცხადებ, რომ 2023 წლის 10 მაისს ჩვენ იძულებულნი ვართ ბახმუტში პოზიციები გადავცეთ თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფებს და „ვაგნერის“ დარჩენილი ნაწილი გავიყვანოთ …

კრასნოდარის ნავთობის ქარხანაში ისევ ხანძარი გაჩნდა – რუსული მედია

ორი დღის განმავლობაში მეორე აფეთქება მოხდა და ხანძარი გაჩნდა კრასნოდარში, ილსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში – წერს რუსული მედია. ხანძრის გამომწვევ მიზეზად კვლავ უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმა სახელდება. რუსული მედიის ცნობით, დრონი თავს დაესხა ილსკის ქარხნის ტერიტორიას, რის შედეგადაც ხანძარი 60 კვადრატულ მეტრ ფართობზე გაჩნდა. „უკრაინულმა უპილოტო აპარატმა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ერთ-ერთი ბლოკი დააზიანა“ – წერს „კომერსანტი“. …

პრიგოჟინმა შოიგუსა და გერასიმოვს აგინა: ის საბრძოლო მასალების 70%-იან დეფიციტზე წუხს

„ვაგნერის“ დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა, 4 მაისს, გვიან ღამით, ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ის პირდაპირ აგინებს რუსეთის თავდაცვის მინისტრ, სერგეი შოიგუსა და გენერალური შტაბის უფროსს – ვალერი გერასიმოვს. პრიგოჟინის ვიდეომიმართვა ათეულობით დაღუპული, დაქირავებული „ვაგნერელის“ ფონზეა ჩაწერილი. ვიდეო პრიგოჟინის პრესსამსახურმა ტელეგრამში გაავრცელა. პრიგოჟინის თქმით, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს საბრძოლო მასალები ნორმის ფარგლებში რომ მიეწოდებინა, მაშინ „ვაგნერის“ დანაკარგები ხუთჯერ …

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 5 მაისის 21 საათიდან 6 მაისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. დღისით: 19 – 24 გრადუსი სითბო ღამით: 10 – 15 გრადუსი სითბო შიდამთიან რაიონებში: დღისით: 16 – 21 გრადუსი სითბო ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო ზღვის …

ბათუმში „გაბილდის“ პრემიუმ კლასის შოურუმი გაიხსნა

„გაბილდი“ ქართულ ბაზარზე შიდა და გარე კარების დიდი არჩევანით, განსხვავებული დიზაინისა და ფუნქციის საკეტების მრავალფეროვნებით გამოირჩევა. კომპანიამ ერთგული მომხმარებლისთვის 29 აპრილს ბათუმში, პუშკინის 37 ნომერში, საზეიმოდ გახსნა „გაბილდის“ ახალი, პრემიუმ კლასის შოურუმი, სადაც მყიდველს უმაღლესი ხარისხის, გამორჩეული დიზაინის ნაწარმი, მოდერნისტული და დამალული კარები, ე. წ. SmartLocker-ის დიდი არჩევანი დახვდება. მოდელები დაგეხმარებათ, სახლში მაქსიმალურად უსაფრთხო და …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 5 მაისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 5 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 193 210 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +620] ტანკი – 3 710 ერთეული [+3] ჯავშანტექნიკა – 7 224 ერთეული [+8] საარტილერიო სისტემა – 2 978 ერთეული [+16] MLRS – 550 ერთეული [+3] საზენიტო საბრძოლო …

ვერც კი ჩამოვთვლი, USAID-ი იმდენ პროგრამას ვუჭერთ მხარს აჭარაში – ინტერვიუ კლერ მესონთან

„ჩვენ მხარს ვუჭერთ დეცენტრალიზაციას, რომელსაც წარუძღვება მთლიანად საქართველო,“ – მოქალაქეების დაკვეთაზე გაამახვილა ყურადღება კლერ მესონმა, USAID-ის ოფისის პროგრამების ხელმძღვანელმა, როცა მას ვკითხეთ: რამდენად შეიძლება ჰქონდეს შედეგი USAID-ის მიერ ადგილობრივი მმართველობის მხარდაჭერას, როცა ხელისუფლების მართვის სტილი მკვეთრად ვერტიკალურია? კლერ მესონი დარწმუნებულია, რომ მოქალაქეების გააქტიურების შემთხვევაში, დეცენტრალიზაცია გამოვა. „მაგალითად, ბათუმში ნამდვილად ბევრი შესაძლებლობაა, იყოს მეტი ეკონომიკური ზრდა“, …

ოჯახი 3 ბავშვით დაბზარულ და საშიშ ნაქირავებში: „მიწისძვრის დროს უნდა გენახათ აქაურობა“

„აქედან ქუჩაც ჩანს, შეხედეთ, რამხელა ბზარია,“ – ილონა ლიჩევსკა ბავშვების საწოლის გვერდით, კედლის პირისპირ ჩერდება. ბზარი კედელს მიუყვება და არ ჩერდება, გრძელდება ჭერზეც, ანუ ტყუპების საწოლის თავზე, კიდევ ერთ ოთახზე, სადაც ტყუპების ძმა – 15 წლის ნიკო ეტლში ზის და ონლაინ ესწრება სკოლის გაკვეთილს – ნიკოს ცერებრალური დამბლა აქვს. გოგოებს ეღვიძებათ და კითხულობენ: რა დროა …

ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ყველაზე ხშირად 25-44 წლის ქალები არიან

2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოში 2300 შემაკავებელი ორდერი გამოიცა 4271 პირზე – ასეთია შს სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკა. 1820 ქალი შს სამინისტროს სტატისტიკაში იდენტიფიცირებულია, როგორც ოჯახში ძალადობის მსხვერპლი, მათგან 38 პირი 13 წლამდე გოგო იყო. წლის პირველი კვარტლის სტატისტიკის თანახმად, ყველაზე ხშირად ოჯახში ძალადობის მსხვერპლი 25-დან 44 წლამდე ასაკის ქალები არიან [992 რეგისტრირებული შემთხვევა]. ოჯახში ძალადობის …

რა შთაბეჭდილებით დაბრუნდა ხულოელი მასწავლებელი ცერნიდან 

ირმა თავართქილაძე ხულოში, სოფელ ქედლების საჯარო სკოლაში, ფიზიკა-მათემატიკას ასწავლის. ირმა იმ ოთხ პედაგოგს შორის იყო, რომლებიც შვეიცარიაში, ქალაქ ჟენევაში, ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში (CERN) ერთკვირიან სტაჟირებაზე იმყოფებოდნენ მარტის ბოლოს. ირმასთვის, როგორც პედაგოგისთვის, ეს პირველი გასვლა იყო ევროპაში პროფესიული განვითარების მიზნით და როგორც „ბათუმელებთან“ ამბობს, ეს გამოცდილება მისთვის ძალიან შთამბეჭდავი იყო. მასთან ერთად იმყოფებოდა კიდევ სამი …

მომწონს ქართველების სიამაყე, როცა ანბანზე საუბრობენ – კლერ მესონი

„ძალიან მიყვარს ანბანი და თვითონ ანბანის კოშკი არის ძალიან უნიკალური. ძალიან მიყვარს იქ სტუმრობა… მომწონს სიამაყე, რაც არსებობს ქართველებში, როდესაც ისინი საუბრობენ თავიანთ ანბანზე, ენაზე, როგორ ამაყობენ ამით ქართველები,“ – გვითხრა კლერ მესონმა, USAID-ის პროგრამების ოფისის ხელმძღვანელმა „ბათუმელებთან“ ინტერვიუს დროს, როცა ის ბათუმზე საუბრობდა და ხაზი გაუსვა, ბათუმში გამორჩეულად ანბანის კოშკი მომწონსო. -რა მოგეწონათ ქართულ …

Exit mobile version