როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 2 მაისის 21 საათიდან 3 მაისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით ზოგან მცირე წვიმა, დღისით – უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. დღისით: 15 – 20 გრადუსი სითბო ღამით: 8 – 13 გრადუსი სითბო შიდამთიან რაიონებში: დღისით: 13 – 18 გრადუსი სითბო …

478 ბავშვი დაიღუპა უკრაინაში რუსეთის ომის შედეგად

უკრაინის პროკურატურის ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული აგრესიის შედეგად 478 ბავშვი დაიღუპა და 960-ზე მეტი დაშავდა. დაღუპულებს შორისაა პირველ მაისს ჩერნიგოვის რაიონის სოფელ ლიზუნოვკაში დაბომბვის შედეგად დაღუპული 14 წლის მოზარდი. პროკურატურის ცნობით, ყველაზე მეტი – 453 ბავშვი დაშავდა დონეცკის ოლქში, 275 – ხარკოვში, 128 კი – კიევის ოლქში. ეს რიცხვები საბოლოო არ არის, ინფორმაცია მსხვერპლისა და …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 2 მაისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 2 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 191 420 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +460] ტანკი – 3 701 ერთეული [+1] ჯავშანტექნიკა – 7 193 ერთეული [+1] საარტილერიო სისტემა – 2 930 ერთეული [+9] MLRS – 544 ერთეული [+0] საზენიტო საბრძოლო …

„რუსულად ვსაუბრობდით და ტაქსის მძღოლი დაიძაბა“ – არტთერაპიის უკრაინელი მასწავლებელი ბათუმში

„მუდმივად ახლდება ტრავმები, როცა ვიგებთ ამბებს ომიდან… ჩვენ ძალების აღდგენა გვჭირდება,“ – ამბობს ნატალია კოსსე. ის უკრაინიდანაა  და გასული წლის დეკემბრიდან დღემდე ბათუმში სხვა უკრაინელ ქალებს არტთერაპიას უტარებს. „…ზოგის ქმარი ახლაც ომშია, ან ძალიან ახლობელი ადამიანი, ზოგს ისეთი ტრავმა აქვს, რთულია რამეზე ალაპარაკო,“ – გვიყვება არტთერაპიის მასწავლებელი, ნატალია კოსსე, სამუშაო ოთახი კი, ჩვენი საუბრის პარალელურად, …

მასწავლებლის ანაზღაურება იმდენი უნდა იყოს, არ დასჭირდეს მეორე ადგილზე დასაქმება

„იქნება აშენდეს ახალი სკოლები, რომ განიტვირთოს კლასები. დაიცვას სამინისტრომ თავისი დადგენილება, რომ კლასში 25-ზე მეტი მოსწავლე არ იყოს. დაინერგოს კვება. მასწავლებლის დანამატი რომ აღემატება საბაზისო ხელფასს, ესეც პრობლემურია. ასეთი მტკივნეული საკითხები არ დგას დღის წესრიგში“, – ამბობს ბათუმის მე-6 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, მასწავლებელთა სახლის ქოუჩი, თინათინ გიორგაძე. „ბათუმელებთან“ ის სისტემაში არსებულ …

გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდოზე განაცხადების მიღება 5 მაისამდე გრძელდება

საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში ქალების ჩართულობის წახალისების მიზნით, რიგით მესამე გრეის ჰოპერის სახელობის დაჯილდოებაზე რეგისტრაციის დასრულებამდე 5 დღე დარჩა. ერთ-ერთი პირველი ქალი პროგრამისტის, გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდო USAID-ის ინიციატივით ტარდება, თიბისი მესამე წელია პროექტის მთავარი პარტნიორია. ჯილდოს მიზანია როგორც წარმატებული ქალების აღიარება ICT სფეროში, ისე იმ პროგრამებისა და ორგანიზაციების წარმოჩენა, რომლებიც საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების …

ყველაფერი საფრანგეთში მკურნალობის შესახებ

საფრანგეთის ემიგრაციისა და ინტეგრაციის სამსახური ყოველწლიურად აქვეყნებს სტატისტიკას ქვეყანაში შესული მიგრანტების შესახებ. მიმდინარე წლის იანვარში გამოქვეყნებული პირველადი მონაცემებით, 2022 წელს საქართველოს 8 100-მა მოქალაქემ მოითხოვა საფრანგეთში თავშესაფარი. ამ მონაცემით საქართველო იმ ქვეყნების (ავღანეთის, ბანგლადეშის, თურქეთისა და კონგოს) პირველ ხუთეულში შედის, რომელთა მოქალაქეებიც ყველაზე ხშირად ითხოვენ საფრანგეთში თავშესაფარს. უცნობია ზუსტი სტატისტიკა, თავშესაფრის მთხოვნელ მოქალაქეთაგან რამდენს სჭირდებოდა …

ოჯახში ძალადობის 1031 შემთხვევა – სამი თვის ოფიციალური სტატისტიკა

2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოში ოჯახში ძალადობის 1031 შემთხვევა დარეგისტრირდა ოფიციალურად. ასეთია შს სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკა. გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, წელს ოჯახში ძალადობის სტატისტიკა 8,87 პროცენტით გაიზარდა. შს სამინისტროს ინფორმაციით, 1031 შემთხვევიდან 851, ანუ 82 პროცენტზე მეტი გახსნილია. ოჯახში ძალადობის ფაქტებზე გამოცემული შემაკავებელი ორდერების შესახებ შს სამინისტროს პირველი სამი თვის სტატისტიკური ინფორმაცია წელს არ გამოუქვეყნებია. გასულ, …

75 წლის იაპონელმა მოხალისემ ხარკოვში უფასო კაფე გახსნა

75 წლის იაპონელი მოხალისე ფუმინორი ცუჩიკო უკრაინაში შარშან, ომის დროს ჩავიდა. როცა ხარკოვი გამუდმებით იბომბებოდა, ის ქალაქის მცხოვრებლებთან ერთად იმალებოდა მეტროსადგურში. აქ გაიცნო მან უკრაინელი მოხალისე ნატალია გრამა და მასთან და სხვა მოხალისეებთან ერთად ხარკოველებს საკვებით, მედიკამენტებითა და ჰიგიენური საშუალებებით ამარაგებდა. ცოტა ხნის წინ იაპონელმა მოხალისემ ხარკოვში პატარა, უფასო კაფე გახსნა, FuMi Caffe, რომელიც კვირაში …

ბახმუტში კონტრშეტევის შედეგად რუსმა ოკუპანტებმა რამდენიმე პოზიცია დატოვეს – მედია

„უკრაინელმა მებრძოლებმა ბახმუტში კონტრშეტევის შედეგად აიძულეს მტერი დაეტოვებინათ ზოგიერთი პოზიცია“ – ამის შესახებ უკრაინული მედია წერს უკრაინის თავდაცვის აღმოსავლეთის ძალების ჯგუფის მეთაურის, ალექსანდრე სირსკის განცხადებაზე დაყრდნობით. „წინსვლისთვის მტერი იყენებს მაქსიმალურ ძალისხმევას და არაფერს ითვალისწინებს. მნიშვნელოვანი დანაკარგების მიუხედავად, „ვაგნერის“ ახალი, მოიერიშე და სხვა კომპანიების ჯგუფები ერთვებიან ბრძოლაში, მაგრამ მტერი ვერ ახერხებს ქალაქის [ბახმუტის] კონტროლს. სიტუაცია საკმაოდ …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – პირველი მაისის მონაცემები

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის პირველ მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 190 960 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +450] ტანკი – 3 700 ერთეული [+1] ჯავშანტექნიკა – 7 192 ერთეული [+3] საარტილერიო სისტემა – 2 921 ერთეული [+7] MLRS – 544 ერთეული [+0] საზენიტო საბრძოლო …

ბათუმში ჭადრაკის სასახლის აშენებას გეგმავენ

ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე, ახალაშენებული სპორტკომპლექსის მიმდებარედ, აჭარის მთავრობა ჭადრაკის სასახლის მშენებლობას გეგმავს. „თანამედროვე სტანდარტების ჭადრაკის სასახლის მშენებლობის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის“ შესყიდვისთვის, სავარაუდო ღირებულების დასადგენად „აჭარის პროექტების მართვის კომპანია“ ბაზარს იკვლევს. სავარაუდო ფასების დადგენის შემდეგ კი, ჭადრაკის სასახლის მშენებლობაზე კომპანია კონკურსს გამოაცხადებს. ტერიტორია, სადაც ჭადრაკის სასახლე უნდა დაპროექტდეს, 8 250 კვადრატული მეტრია და ის აჭარის ავტონომიური …

ქობულეთის შემოვლითი გზა შესაძლოა 4-ზოლიანად გადააკეთონ – 10,5 მილიონი პროექტისთვის

ქობულეთის შემოვლითი 2-ზოლიანი გზა, შესაძლოა 4-ზოლიან ჩქაროსნულ მაგისტრალად გადააკეთონ. მანამდე საჭიროა შესაბამისი კვლევა და პროექტი, რომელიც სხვა დეტალებთან ერთად განსახლებისა და შესაბამისი კომპენსაციების გაცემასაც უნდა ითვალისწინებდეს. არსებული გზა მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიაზე გადის და პროექტი კერძო საკუთრებას აუცილებლად შეეხება. ტექნიკურ დავალებაში აღნიშნულია, რომ ახალი გზის სავალი ნაწილი უნდა მოეწყოს არსებული გზის გასწვრივ და მოძრაობის ნაკადების შეუფერხებლად. …

აგროსერვისცენტრები აჭარის მთავრობამ ვერც ცალ-ცალკე გაყიდა | ხელახალი აუქციონები

აუქციონები, რომლებზეც აჭარის მთავრობა აგროსერვისცენტრის ხუთ შენობას, მიწასთან და მოძრავ ქონებასთან ერთად, ყიდდა, არ შედგა. არ შედგა წინა აუქციონიც, სადაც ყველა ქონება ერთ აუქციონზე იყო გასაყიდად გამოტანილი. პირობებიანი აუქციონები აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ხელახლა გამოაცხადა. ამჯერადაც, აჭარაში აგროსერვისცენტრები კვლავ ცალ-ცალკე აუქციონებზე იყიდება და ყველა აუქციონი 2023 წლის 11 მაისს დასრულდება. ქონების გასაყიდი ფასები და …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 30 აპრილის 21 საათიდან პირველი მაისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, უმეტეს რაიონში დროგამოშვებით წვიმა, შესაძლებელია ელვა-ჭექა; იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 13 – 18 გრადუსი  ღამით: 7 – 12 გრადუსი სითბო შიდამთიან რაიონებში: დღისით: 10 – 15 …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 30 აპრილი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 30 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 190 510 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +470] ტანკი – 3 699 ერთეული [+2] ჯავშანტექნიკა – 7 189 ერთეული [+5] საარტილერიო სისტემა – 2 914 ერთეული [+6] MLRS – 544 ერთეული [+1] საზენიტო საბრძოლო …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 29 აპრილი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 29 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 190 040 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +580] ტანკი – 3 697 ერთეული [+3] ჯავშანტექნიკა – 7 184 ერთეული [+3] საარტილერიო სისტემა – 2 908 ერთეული [+18] MLRS – 543 ერთეული [+0] საზენიტო საბრძოლო …

უსინათლო კაცი: მერიამ სიმინდის სახარში წამართვა, მათხოვრობას ვერც თავს ვაკადრებ, ვერც ბათუმს

„დამიბრუნონ სიმინდის სახარში“, – რამდენჯერმე იმეორებს ზურა მსახურაძე და მოუსვენრად აკაკუნებს ტროტუარზე ჯოხს – შეხებით რომ იგრძნოს, ზუსტად რა ადგილას დგას და სად ხარშვამდე სიმინდს, ვიდრე მას ღამით მოჰპარავდნენ. ზურაბ მსახურაძე 62 წლის უსინათლოა. იგი ამბობს, რომ 40 წელია ვერ ხედავს, ხელისუფლებამ კი, ხელშეწყობის ნაცვლად, საარსებო წყაროს გარეშე დატოვა – მოქალაქის თქმით, გუშინ წინ, ღამით, …

სკუტერებით სარგებლობა ბათუმის ბულვარში 2024 წლის ინვრამდე დასაშვები იქნება

ბათუმის ბულვარში ელექტროსკუტერებით სარგებლობა 2024 წლის პირველ იანვრამდე დასაშვები იქნება, შესაბამისი ცვლილების მოთხოვნით ბათუმის მერიას ბულვარის ადმინისტრაციამ მიმართა, მერიამ კი თავის მხრივ საკრებულოს. ბათუმის ძველ ბულვარში,  ახალი ბულვარიდან დელფინარიუმის გასწვრივ ტერიტორიამდე მოტოციკლით, კვადროციკლით და ელექტრომობილით გადაადგილება 2019 წელს აკრძალეს. გადაწყვეტილება მაშინაც ბათუმის საკრებულომ ბულვარის ადმინისტრაციის ინიციატივით მიიღო. ბულვარის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი აცხადებდა, რომ ელექტრომობილები ველობილიკიდან …

ბელარუსი პოლიტდევნილი თურქეთში გადავიდა და საქართველოში აღარ შემოუშვეს – აქტივისტი

„ბელარუს პოლიტიკურ აქტივისტეს საქართველოში შემოსვლაზე უარი უთხრეს,“ – აცხადებს ალექსეი პალაშოვი, იგი აჭარის რეგიონში ბელორუსი დიასპორის ხელმძღვანელია და დღეს, 28 აპრილს ბრიფინგი მოაწყო. ალექსეი პალაშოვის თქმით, ბელარუსი პოლიტიკური აქტივისტი – ევგენი გაცაკი უკვე ორი წელია საქართველოში ცხოვრობს, რამდენიმე დღის წინ კი, თურქეთში გადავიდა – სარფის საბაჟოზე მას საქართველოში დაბრუნებაზე უარი უთხრეს. „…საერთოდ არაფერი განუმარტეს, უკან …

წამალი უფასოდ მეკუთვნის, მაგრამ აფთიაქიდან აფთიაქში დავდივარ და ვერ ვიღებ

ბათუმელ ირაკლი ცეცხლაძეს სპეციალური სამაჯური უკეთია წარწერით – „ეპილეფსია“. ეს იმ შემთხვევისთვის, თუკი საჭირო მედიკამენტს დროულად ვერ მიიღებს და ამის გამო შესაძლოა ქუჩაშიც დაეცეს, რადგან არის შემთხვევები, როცა სასწრაფო დახმარების დროს ექიმი ვერ ცნობს ეპილეფსიის ნიშნებს, ამიტომ ირაკლიმ თავად იპოვა ასეთი გამოსავალი, რადგან მას სისტემა ამ შემთხვევაში ვერ ეხმარება. ირაკლი ცეცხლაძე ეპილეფსიის მედიკამენტს ბავშვობიდან იღებს. …

English Book Education -ის და Macmillan -ის მასშტაბური კონკურსი ინგლისური ენის პედაგოგებს

აღდგომა გაზაფხულის უმნიშვნელოვანესი დღესასწაულია, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში განსხვავებული ტრადიციებით აღინიშნება. English Book Education-ის მიერ გამოცხადებული კონკურსის მონაწილეებმა სამი ქვეყნიდან: საქართველო, უკრაინა, საბერძნეთი – ერთ-ერთი აირჩიეს და ინგლისურის გაკვეთილზე შექმნეს პოსტერები, რომლებზეც ასახულია მათ მიერ არჩეულ ქვეყანაში აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნის ტრადიციები ან შედარებები მოცემულ ქვეყნებს შორის, რაც გადმოსცემს მსგავსება-განსხვავებებს. მონაწილეებმა პრეზენტაციები წარადგინეს სხვადასხვა სახით და …

ბათუმში ავტობუსის გაჩერებაზე ავტომანქანა შევარდა და მოსწავლეებს დაეჯახა

დაახლოებით 18:00 საათზე ბათუმში, შარაბიძეების დასახლებაში, ავტობუსის მოსაცდელთან, მეთორმეტეკლასელ მოსწავლეებს ავტომანქანა დაეჯახა. დაშავებული ბავშვები საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი. როგორც კლინიკაში გვითხრეს, მოსწავლეებს მოტეხილობები აქვთ. „ერთი გოგოა და მეორე ბიჭი დაშავებული. როგორც ვიცით, მოსწავლეები ავტობუსის მოსაცდელთან იდგნენ, ელოდებოდნენ ავტობუსს, რა დროსაც მანქანა შევარდნილა. ამ დროისთვის დაშავებულები სტაბილურები და კონტაქტურები არიან და უტარდებათ კვლევები“, – განაცხადეს კლინიკაში.

1000 ლარით დააჯარიმეს კაცი ამ წარწერისთვის – „ბათუმის ზონდერი მერი, ხალხის მტერი“

მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ 1000 ლარით დააჯარიმა ბათუმში მცხოვრები ვაჟა თავართქილაძე მხოლოდ იმიტომ, რომ მან საკუთარი შენობის ფანჯარაზე გამოაკრა განცხადება: „ბათუმის ზონდერი მერი, ხალხის მტერი“. მანამდე 1000 ლარით დაჯარიმების შესახებ სამართალდარღვევის ოქმი ვაჟა თავართქილაძის წინააღმდეგ ბათუმის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ შეადგინა. მერიის გადაწყვეტილება მოსამართლემ კანონიერად მიიჩნია. განცხადების ვიტრინაში გამოკვრამდე კი, ვაჟა თავართქილაძეს ტროტუარიდან თავისი ნარგავები უნდა აეღო, …

ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბებში მოძრაობა მონაცვლეობით დროებით აიკრძალება – დეპარტამენტი

2023 წლის 2-5 და 15-18 მაისს ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბებში მოძრაობა მონაცვლეობით დროებით აიკრძალება – აცხადებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი. დეპარტამენტის ინფორმაციით, დროებითი აკრძალვა ყოველწლიურ გეგმიურ პროფილაქტიკურ სამუშაოებს უკავშირდება. „საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი (ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზის 92-ე კმ-ზე არსებულ ჩაქვი-მახინჯაურის საავტომობილო გვირაბებში, ყოველწლიური, გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2023 წლის 2 მაისის  06:00სთ-დან 5 მაისის 18:00 სთ-მდე გვირაბის ქობულეთი-ბათუმის, …

წამალი ბავშვებს – ამ მოთხოვნით ბათუმში, ევროპის მოედანზე, აქცია გაიმართება

წამალი ბავშვებს – ამ მოთხოვნით აქცია გაიმართება ბათუმში ხვალ, 29 აპრილს, დღის 3 საათზე. აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლები რამდენიმე დღეა უწყვეტ რეჟიმში საპროტესტო აქციებს მართავენ პარლამენტის წინ. მშობლები მოითხოვენ, სახელმწიფომ შემოიტანოს წამალი „ვოზორიტიდი“, რომელსაც უკვე მინიჭებული აქვს FDA-სა და EMA-ს ოფიციალური ლიცენზიები. მშობლების თქმით, ეს წამალი არის ერთადერთი და უალტერნატივო მედიკამენტი მსოფლიოში, რომელიც აქონდროპლაზიით დაავდებულ …

საქართველოს ნავსადგურებში ტვირთბრუნვა გაიზარდა

2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ნავსადგურებში ჯამურად გადამუშავებულ იქნა – 147,973 TEU, რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში 46%-იან მატებას წარმოადგენს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ  ფოთის ნავსადგურში მარტის თვეში დაფიქსირებული მაჩვენებელი – 52,475 TEU აჭარბებს 2019 წელს დაფიქსირებულ რეკორდულ მაჩვენებელს – 51,272 TEU. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 31%-იანი ზრდა გვაქვს გენერალური ტვირთების მიმართულებითაც: 2023 …

საქართველოში მოსახლეობის რაოდენობა უცხო ქვეყნის მოქალაქეების ხარჯზე გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ქვეყნის მოსახლეობის რიცხოვნობა 2023 წლის იანვრის მონაცემებით, წინა წელთან შედარებით, გაზრდილია 47 710-ით და არის – 3 736 357 [მათგან კაცი – 1 793 820, ხოლო ქალი – 1 942 537]. მონაცემები არ მოიცავს ოკუპირებულ ტერიტორიებს. 2022 წლის იანვრის მონაცემებით კი, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა 3 688 647 იყო. იმავე სტატისტიკის …

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 28 აპრილის 21 საათიდან 29 აპრილის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად ცვალებადი მოღრუბლულობა, დროგამოშვებით წვიმა, შესაძლებელია ელვა-ჭექა; იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 13 – 18 გრადუსი  ღამით: 7 – 12 გრადუსი სითბო შიდამთიან რაიონებში: დღისით: 12 – 17 გრადუსი  ღამით: …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 28 აპრილი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 28 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 189 460 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +540] ტანკი – 3 694 ერთეული [+0] ჯავშანტექნიკა – 7 181 ერთეული [+3] საარტილერიო სისტემა – 2 905 ერთეული [+18] MLRS – 543 ერთეული [+1] საზენიტო საბრძოლო …

ბათუმის მერიამ გონიო-კვარიათის პლაჟების საიჯარო ფასი განსაზღრა

ბათუმის მერია გონიო-კვარიათის პლაჟების გასხვისებაზე აუქციონს გამოაცხადებს. მერიამ საიჯარო ფასი უკვე განსაზღვრა და საკრებულოს გადაუგზავნა დასამტკიცებლად. შესაბამისი განკარგულების პროექტის მიხედვით, 1 კვ.მეტრის ფასი 35 ლარი იქნება. ბათუმის მერიის ქონებისა და სერვისების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის მერიაში უკვე წარმოდგენილია განცხადებები პლაჟის სხვადასხვა მონაკვეთის სარგებლობაში გადაცემაზე. სამსახურმა ასევე განმარტა, როგორ დადგინდა 1 კვ.მეტრის საიჯარო ფასი: „სამხარაულის ექსპერტიზის …

როგორ მოახერხა რესტორანმა ბათუმში ტროტუარის მიტაცება

ბათუმში, შარტავას ქუჩაზე, რესტორანმა „თამადამ“ ტროტუარი მიიტაცა და ფეხით მოსიარულეთა გზა ჩაკეტა. „ბათუმელებმა“ ფოტოები, რომლებზეც შემოღობილი ტროტუარია აღბეჭდილი, დღეს, 27 აპრილს, გადაიღო. მიმდინარე მშენებლობების გამო შარტავას ქუჩაზე გადაადგილება ფეხით მოსიარულეთათვის ისედაც შეზღუდული იყო. დამატებითმა ბარიერმა და რესტორნის წინ დარგულმა ხეებმა, რომელთა ძირებიც პლაჟიდან აღებული ქვებითაა მოპირკეთებული, სრულად შეუძლებელი გახადა ქვეითებისთვის ამ მონაკვეთზე გადაადგილება. მოქალაქე იძულებულია, …

სასამართლოს თქმით, აჭარა TV-მ უკანონოდ დაითხოვა ჟურნალისტი, თუმცა ის სამსახურში არ აღადგინეს

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოს კიდევ ერთმა გათავისუფლებულმა თანამშრომელმა მოუგო სასამართლო დავა – მალხაზ რეხვიაშვილის საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლომ დღეს, 27 აპრილს, უკანონო გათავისუფლება დაადგინა. აჭარის ტელევიზიიდან გათავისუფლებულ ჟურნალისტებს შორის შორენა ღლონტის საქმეზეც სასამართლომ უკანონო გათავისუფლება დაადგინა. რამდენიმე ჟურნალისტის სარჩელი კი, სასამართლოს ჯერ არ განუხილავს. მალხაზ რეხვიაშვილი აჭარის ტელევიზიიდან 2020 წელს გაუშვეს  ფეისბუქში გამოქვეყნებული …

„ბათუმის ზონდერი მერი, ხალხის მტერი“ – ამ წარწერისთვის კაცი 1000 ლარით დააჯარიმეს

„ბათუმის ზონდერი მერი, ხალხის მტერი“ – თაბახის ფურცელზე დაწერილი და საშაურმეზე გამოკრული ამ განცხადებისთვის მესაკუთრე ვაჟა თავართქილაძე ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ 1000 ლარით დააჯარიმა. საშაურმე გორგილაძის ქუჩის 5 ნომერში მდებარეობს. ამ საქმეს დღეს, 27 აპრილს, განიხილავს მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძე. ვაჟა თავართქილაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ მას ბათუმის მერი – არჩილ ჩიქოვანი პირადად სჯის კონსტიტუციით დაცული უფლების – …

საქართველოში წელს თავშესაფარი 291-მა უცხოელმა მოითხოვა, გააძევეს – 55

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიგრაციის ახალი მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც 2023 წლის პირველ კვარტალში [იანვარი-მარტი] საქართველოში თავშესაფრის მისაღებად სხვადასხვა ქვეყნის 291 მოქალაქე დარეგისტრირდა. ამავე პერიოდში საქართველოდან 55 უცხოელი გააძევეს. შსს-ს სტატისტიკის მიხედვით, 2023 წლის პირველ კვარტალში: საქართველოში ლტოლვილის სტატუსი მიენიჭა 2 მოქალაქეს. აქედან 1 რუსეთის მოქალაქეა, ხოლო მეორე – დაუდგენელი მოქალაქეობის მქონე. ამავე პერიოდში ჰუმანიტარული სტატუსი …

ბათუმში გაუჩინარებულ სტუდენტს ეძებენ

ბათუმში გაუჩინარებულ სტუდენტს ეძებენ. მეგობრები 22 აპრილის შემდეგ ვეღარ ახერხებენ სტუდენტთან კავშირის დამყარებას. სტუდენტი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამედიცინო ფაკულტეტის პირველ კურსზე სწავლობდა, ინგლისურენოვან პროგრამაზე. გაუჩინარებული სტუდენტი ინდოეთის მოქალაქეა. „ბათუმელებს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს სტუდენტის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია. შსს-ს პრესსამსახურის ცნობით, მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები.

Exit mobile version