უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 19 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 273 460 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +520]
- ტანკი – 4 628 ერთეული [+5]
- ჯავშანტექნიკა – 8 851 ერთეული [+17]
- საარტილერიო სისტემა – 6 062 ერთეული [+35]
- MLRS – 778 ერთეული [+2]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 526 ერთეული [+1]
- თვითმფრინავი – 315 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 316 ერთეული [+0]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 4 784 ერთეული [+15]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 479 ერთეული [+17]
- გემი/ნავი – 20 ერთეული [+0]
- წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 8 601 ერთეული [+30]
- სპეცტექნიკა – 903 ერთეული [+2]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 19 სექტემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 473 თვითმფრინავი
- 249 ვერტმფრენი
- 6 903 უპილოტო საფრენი აპარატი
- 437 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 11 960 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 151 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 6 444 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 13 167 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ამავე თემაზე:
კონტრშეტევის შედეგად უკრაინამ სამხრეთით გაათავისუფლა 260 კვ. კმ-ზე მეტი – მალიარი