შეფასებისა და გამოცდების ცენტრის ცნობით, ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება. 7 ივლისს იქნება გამოცდა მათემატიკაში, უცხო ენების გამოცდები კი 10 ივლისს დაიწყება. ბიოლოგიაში გამოცდა დაგეგმილია 14 ივლისს, ისტორიაში – 17 ივლისს. 19 ივლისს გეოგრაფიაში ჩატარდება გამოცდა, ქიმიაში კი – 20 ივლისს. სამოქალაქო განათლებაში გამოცდა ჩატარდება 21 ივლისს, ლიტერატურის გამოცდა …
Category Archives: მთავარი
უკრაინის არმია განაგრძობს კონტრშეტევას სამი მიმართულებით – ISW
ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტი [ISW] 14 ივნისის ანგარიშში წერს, რომ უკრაინული ძალები განაგრძობენ კონტრშეტევით ოპერაციებს სულ მცირე სამი მიმართულებით და მიაღწიეს წარმატებას 14 ივნისს. ანალიტიკოსებს ანგარიშში მოჰყავთ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ უკრაინის ჯარები დაწინაურდნენ 200-დან 500 მეტრამდე ბახმუტის ფრონტის დაუზუსტებელ მონაკვეთებში და 300-დან 350 მეტრამდე – ზაპოროჟიეს მიმართულებით. ISW ასევე …
Continue reading “უკრაინის არმია განაგრძობს კონტრშეტევას სამი მიმართულებით – ISW”
მთვრალი იყო პოლიციელი, რომელიც მანქანით 2 ადამიანს დაეჯახა – 13 ივნისის ავარია
დღეს, 15 ივნისს, ბრალს წაუყენებენ პოლიციელს, რომელიც ორ ადამიანს დაეჯახა ბათუმში. პროკურატურის ინფორმაციით, პოლიციელი ავარიის დღეს არ ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას და თავისი პირადი ავტომანქანით გადაადგილდებოდა. იგივე უწყება ადასტრებს, რომ პოლიციელი ავტომანქანას მართლაც არაფხიზელმდგომარეობაში მართავდა. ის შემთხვევის ადგილზევე დააკავეს. შემთხვევა ბათუმში, სასტუმრო „ეუფორიასთან“ 13 ივნისის საღამოს მოხდა. ავარიის შედეგად ერთი პირი ადგილზე გარდაიცვალა. ის 35 წლამდე …
Continue reading “მთვრალი იყო პოლიციელი, რომელიც მანქანით 2 ადამიანს დაეჯახა – 13 ივნისის ავარია”
ბათუმმა და აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებმა 38 მილიონი ვერ დახარჯა – აუდიტი
გასულ, 2022 წელს, აჭარის ბიუჯეტიდან 56,1 მილიონი ლარით ნაკლები დაიხარჯა, ვიდრე თავიდანვე იყო დაგეგმილი. სახელმწიფო აუდიტის მოხსენებაში აღნიშნულია, რომ „ხარჯების ათვისების დაბალი მაჩვენებელი ძირითადად დაკავშირებულია „გრანტების“ მუხლთან, სადაც აუთვისებელი დარჩა 38,7 მილიონი ლარი. მათ შორის, ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებზე გადასაცემი კაპიტალური და სპეციალური ფინანსური დახმარებიდან აუთვისებელი დარჩა 38 მილიონ 5 ათას 700 ლარი.“ აუდიტის მონაცემების მიხედვით, …
Continue reading “ბათუმმა და აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებმა 38 მილიონი ვერ დახარჯა – აუდიტი”
დააპატიმრეს 15 წლის გოგოზე სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული – „ერთ კორპუსში ცხოვრობდნენ“
ბათუმში მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა წინასწარი პატიმრობა შეუფარდა კაცს, რომელსაც გამოძიება მოზარდზე სექსუალურ ძალადობას, ასევე თვითმკვლელობამდე მიყვანას ედავება. აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხი დღეს, 15 ივნისს, დახურულ სხდომაზე განიხილა მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა. საუბარია ბათუმში 11 ივნისს მომხდარ შემთხვევაზე – პროკურატურის ცნობით, ბათუმში, ბრალდებული 16 წლის ასაკს მიუღწეველ დაზარალებულთან სისტემატურად ამყარებდა სქესობრივ კავშირს, ასევე, სისტემატურად ამცირებდა მას, აყენებდა …
ჭავჭავაძის ქუჩაზე ერთმანეთს 3 მანქანა შეეჯახა – ავარია ბათუმში
დღეს, 15 ივნისს, ჭავჭავაძის ქუჩაზე ერთმანეთს სამი მსუბუქი მანქანა შეეჯახა. თვითმხილველის თქმით, სავარაუდოდ, ერთი ადამიანი დაშავდა. ადგილზე იმყოფება სასწრაფო დახმარების ჯგუფი და პოლიცია. „ბათუმელები“ ინფორმაციას აზუსტებს.
რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 15 ივნისი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 15 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 217 910 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +580] ტანკი – 3 955 ერთეული [+12] ჯავშანტექნიკა – 7 667 ერთეული [+14] საარტილერიო სისტემა – 3 793 ერთეული [+10] MLRS – 604 ერთეული [+1] საზენიტო საბრძოლო …
Continue reading “რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 15 ივნისი”
ეკუთვნის მემკვიდრეობა არარეგისტრირებულ ცოლს? – რა გადაწყვიტა საკონსტიტუციომ
საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა 82 წლის ციალა პერტიას სარჩელი – ის 29 წელი იყო არარეგისტრირებულ ქორწინებაში და მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ბათუმში, საცხოვრებელი ბინის დატოვება მოსთხოვეს. დავის საგანი სამოქალაქო კოდექსის ჩანაწერია, რომლის მიხედვითაც „მეუღლეთა უფლება-მოვალეობებს წარმოშობს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული ქორწინება“. ციალა პერტიას შემთხვევაში, მისი მეუღლის სამკვიდრო ქონება გადავიდა მის კანონით მემკვიდრეებზე – გარდაცვლილის …
Continue reading “ეკუთვნის მემკვიდრეობა არარეგისტრირებულ ცოლს? – რა გადაწყვიტა საკონსტიტუციომ”
კვარიათის პლაჟზე მრავალსართულიან სასტუმრო კომპლექსს აშენებენ
კვარიათის პლაჟზე, სასტუმრო „პანორამა კვარიათთან“ ახლოს კიდევ ერთი მშენებლობაა დაწყებული. აქ საძირკვლის მოსაწყობად მომაღლო ტერიტორია გამოუთხრიათ. ნაკვეთის ზედა ნაწილში სატრანსპორტო გზა გადის. საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, მიწის ნაკვეთი, სადაც მშენებლობა მიმდინარეობს, ლიანა მამულაშვილის საკუთრებაა. ადგილზე გამოკრული ბანერის მიხედვით მშენებლობის დამკვეთი შპს „ახალი ჯგუფია“, მშენებელი კი – „ანაგი“. აქ მშენებლობის ნებართვა არჩილ ჩიქოვანმა გასულ წელს გასცა. …
Continue reading “კვარიათის პლაჟზე მრავალსართულიან სასტუმრო კომპლექსს აშენებენ”
რა სურთ პატარა სპორტსმენებს ხულოს სოფლის ძალოსნობის კლუბიდან
„გვინდა გვქონდეს სააბაზანო, რომ ვარჯიშის შემდეგ დავიბანოთ“, „დიდი ფართი და კარადებიც არ გვაქვს, რომ გამოვიცვალოთ და აქ დავტოვოთ ჩვენი სპორტულები“, „ახალი ლეიბები და შტანგებიც გვინდა“, – გვეუბნებიან ხულოს სოფელ ბოძაურის მოსწავლეები, რომლებიც გაკვეთილების შემდეგ, სკოლის პირველ სართულზე მოწყობილ, საკმაოდ შელახულ, მცირე დარბაზში ძალოსნობაში ვარჯიშობენ. ძალოსნობის კლუბს ბოძაურში 12 წევრი ჰყავს. კლუბის წევრები ერთად მიდიან დარბაზში …
Continue reading “რა სურთ პატარა სპორტსმენებს ხულოს სოფლის ძალოსნობის კლუბიდან”
აჭარის 40 სოფელში წყლისა და კანალიზაციის სისტემას მოაწყობენ – ტენდერი
აჭარის 40-ზე მეტ სოფელში, ასევე დაბებში: ხულოში, შუახევსა და ქედაში, წყლისა და კანალიზაციის სისტემების მშენებლობაზე გამოცხადებულ ტენდერში ხუთი კომპანია მონაწილეობს, აქედან ოთხი კომპანია უცხოურია. „კომპანიებმა წარმოადგინეს ტექნიკური და ფინანსური დოკუმენტაცია. ამ ეტაპზე გახსნილია მხოლოდ ტექნიკური და მიმდინარეობს შეფასება, რასაც, ალბათ, ორი-სამი კვირა მაინც დასჭირდება. შემდეგი ეტაპი იქნება ფინანსური დოკუმენტაციის გახსნა. გაიხსნება იმ კომპანიების წინადადებები, რომელთა …
Continue reading “აჭარის 40 სოფელში წყლისა და კანალიზაციის სისტემას მოაწყობენ – ტენდერი”
ბათუმში დაცვის პოლიციის მანქანა ავარიაში მოყვა
ბათუმში, დღეს, 14 ივნისს, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე ერთმანეთს მსუბუქი და დაცვის პოლიციის მანქანები დაეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. შსს-ს პრესცენტრის ინფორმაციით, მიმდინარეობს ადმინისრაციული საქმისწარმოება.
ბათუმში ჟურნალისტზე ძალადობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს
შსს-ს ინფორმაციით, დღეს, 14 ივნისს, ერთი ადამიანი დააკავეს ბათუმში ძალადობის მუხლით. დაკავებული, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომელზე, კობა ფარტენაძეზე ფიზიკურ ძალადობაშია ბრალდებული. როგორც კობა ფარტენაძემ განაცხადა, ის დღეს რადიოს შენობიდან მოტყუებით გაიყვანეს, საჩუქრად გადასცეს წიგნი, რომელიც ძალადობრივ შინაარსს შეიცავდა. მოქალაქემ მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ასევე დაემუქრა, რომ პარკში დაელოდებოდა. აღნიშნულ ფაქტს, საქართველოს ჟურნალისტური …
Continue reading “ბათუმში ჟურნალისტზე ძალადობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს”
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ჟურნალისტზე თავდასხმის ფაქტს ეხმაურება
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია საზოგადოებრივი მაუწყებლის, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომელ, კობა ფარტენაძეზე თავდასხმის ფაქტს ეხმაურება. შემთხვევა დღეს, 14 ივნისს, აჭარის რადიოსთან მოხდა. როგორც კობა ფარტენაძემ განაცხადა „აჭარის ტელევიზიასთან“, ის დღეს რადიოს შენობიდან მოტყუებით გაიყვანეს, საჩუქრად გადასცეს წიგნი, რომელიც ძალადობრივ შინაარსს შეიცავდა. მოქალაქემ მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ასევე დაემუქრა, რომ პარკში დაელოდებოდა. „გავედი და …
Continue reading “ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ჟურნალისტზე თავდასხმის ფაქტს ეხმაურება”
ბათუმში მოზარდზე სექსუალური ძალადობისა და თვითმკვლელობამდე მიყვანისთვის 1 პირი დააკავეს
საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, 16 წლის ასაკს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის დამყარების და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბათუმში, ბრალდებული 16 წლის ასაკს მიუღწეველ დაზარალებულთან სისტემატურად ამყარებდა სქესობრივ კავშირს. ასევე, სისტემატურად ამცირებდა მას, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ლახავდა მის პატივსა და ღირსებას, რის გამოც 11 ივნისს, დაზარალებულმა …
„თუ ქოცი ხარ და მეხოტბე, დაგაფინანსებენ“ – რეჟისორის თქმით, ბათუმის მერია ფესტივალს ხურავს
დღეს, 14 ივნისს, რეჟისორ ოთარ ქათამაძეს ბათუმის მერიაში უთხრეს, რომ „დაფინანსება არ იქნება“ მონოდრამის საერთაშორისო ფესტივალისთვის, რომელიც ბათუმში უკვე 9 წელია ტარდება და ყოველწლიურად ბათუმის მერია აფინანსებდა. „წელს ადრე შევიტანეთ დაფინანსებაზე განაცხადი, რადგან ყველას გვახსოვს – რაც მოხდა გასულ წელს, როცა შემოდგომაზე გასამართ ფესტივალებს, მათ შორის BIAFF-ს, გვითხრეს, ფული აღარ გვაქვს და პირველ ნაკადზე დავხარჯეთ …
თვითმომსახურების ყველა ჯიხურიდან ამოვიღეთ რუსული ენა – „მაკშაურმას“ განცხადება
„მაკშაურმა“ ფეისბუქზე გამოეხმაურა რუსულენოვანი ქვითრების საკითხს, სადაც ამბობს, რომ კომპანიის ფილიალებში ყველა ქვითარი მხოლოდ ქართულ ენაზე იბეჭდება და რომ ისინი გმობენ რუსულ აგრესიას. კომპანიამ განცხადება მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც 13 ივნისს სოციალურ ქსელში გავრცელდა „მაკშაურმას“ თვითმომსახურების ჯიხურიდან ამობეჭდილი რუსულენოვანი საინფორმაციო ფურცელი. რუსულენოვანი ქვითარი და ფასი რუსულ რუბლში – რა მოხდა ბათუმში „ჩვენი ერთგული მომხმარებლებისთვის ცნობილია, …
Continue reading “თვითმომსახურების ყველა ჯიხურიდან ამოვიღეთ რუსული ენა – „მაკშაურმას“ განცხადება”
რუსულენოვანი ქვითარი და ფასი რუსულ რუბლში – რა მოხდა ბათუმში
რუსულენოვანი ქვითარი და ფასი რუსულ რუბლში – 13 ივნისს, სოციალურ ქსელში ბათუმში გადაღებული ფოტოები გავრცელდა. ერთ-ერთი მათგანი კვების ობიექტ „მაკშაურმაში“ იყო გადაღებული და მიუთითებდა, რომ დამოუკიდებლად შეკვეთისთვის განთავსებული მონიტორები რუსულ ენაზეც სთავაზობდა მომხმარებელს სერვისს, რის შემდეგაც რუსულენოვან ქვითარს გასცემდა. ამან მოქალაქეების პროტესტი გამოიწვია. მეორე ფოტო გადაღებულია, ბათუმში, ტანსაცმლის მაღაზიაში „ელსივაიკიკი“. ფოტოზე ჩანს, რომ ერთ-ერთ გასაყიდ …
Continue reading “რუსულენოვანი ქვითარი და ფასი რუსულ რუბლში – რა მოხდა ბათუმში”
„არა რუსულ ფულზე გაყიდვებს“ – შეძახილის გამო მოქალაქე პარლამენტიდან გააძევეს
დღეს, 14 ივნისს, პარლამენტის სხდომაზე, ერთ-ერთმა მოქალაქემ გადმოფინა ბანერი წარწერით: „არა ორიენტაციაარეულ ქოც-რუსულ მთავრობას, დაოჯახებულებისგან“. დღეს შშმ პირთა უფლებების დაცვის დღეა და ამ დღესთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიწვევით საკანონმდებლო ორგანოში იმყოფებოდნენ შშმ პირები. აღნიშნული მოქალაქე სწორედ ამ ჯგუფს ახლდა სხდომათა დარბაზში. ამ ჯგუფთან მისალმების დროს გამოფინა მოქალაქემ ბანერი და დაიძახა: „არა რუსულ ფულზე …
Continue reading “„არა რუსულ ფულზე გაყიდვებს“ – შეძახილის გამო მოქალაქე პარლამენტიდან გააძევეს”
რა ტენდერებს იგებს ძმებ ბერიძეებთან დაკავშირებული კომპანია – TI-ის კვლევა კორუფციაზე
არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ (TI) ინფორმაციით, სახელმწიფო ტენდერებში შპს „ესია ჯგუფი“ 2021 წლის ივლისიდან მონაწილეობს და დღემდე 1 869 747 ლარი აქვს მიღებული. ეს კომპანია ბათუმის მუნიციპალური ა(ა)იპის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს დირექტორის, აკაკი ბერიძის ყოფილმა ბიზნესპარტნიორმა, ირაკლი აზნაურიშვილმა დააფუძნა. აკაკი ბერიძის ერთი ძმა, როლანდ ბერიძე ქედის მუნიციპალიტეტის არჩეული მერია. მათი კიდევ ერთი ძმა …
ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 14 ივნისი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 14 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 217 330 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +680] ტანკი – 3 943 ერთეული [+8] ჯავშანტექნიკა – 7 653 ერთეული [+11] საარტილერიო სისტემა – 3 783 ერთეული [+17] MLRS – 603 ერთეული [+2] საზენიტო საბრძოლო …
Continue reading “ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 14 ივნისი”
ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმთან სამ 18-სართულიან კორპუსს აშენებენ
ბათუმში არქეოლოგიურ მუზეუმთან, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთან, კვარტალი გადათხარეს და კორპუსის მშენებლობას გეგმავენ. კომპანიამ აქ ერთი დაუსრულებელი კორპუსის დასრულებისა და ორი ახალი კორპუსის მშენებლობის ნებართვა მიიღო. ჭავჭავაძის #81/83/85/87-ში სამშენებლო ტერიტორია 5 საკადასტრო ერთეულს აერთიანებს, მათ შორის არის მიწის ნაკვეთი, სადაც წლების წინ მშენებლობა დაიწყეს და ვერ დაასრულეს. ჭავჭავაძის 87-ში მშენებლობა შპს „ჰოლდერმა“ წლების წინ დაიწყო, თუმცა …
Continue reading “ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმთან სამ 18-სართულიან კორპუსს აშენებენ”
ბათუმში ავტოავარიის შედეგად დაშავებული კაცი დაიღუპა
ბათუმში, დღეს, 13 ივნისს, სასტუმრო „ეიფორიასთან“ ავტოავარიის შედეგად დაშავებული ქვეითი დაიღუპა. „ბათუმელებს“ ინფორმაცია კლინიკა „ბაუ“-ში დაუდასტურეს. გარდაცვლილია 35 წლამდე ასაკის კაცი, რომლის ვინაობასაც ამჟამად პოლიცია არკვევს. იგი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. ავარია დღეს, საღამოს საათებში მოხდა. პირველადი ინფორმაციით, ავტომანქანა ორ ქვეითს შეეჯახა. ამავე თემაზე: ავტომანქანა ორ ქვეითს შეეჯახა – ავარია ბათუმში
ავტომანქანა ორ ქვეითს შეეჯახა – ავარია ბათუმში
ბათუმში, სასტუმრო „ეიფორიასთან“ ავტოავარია მოხდა დღეს, 13 ივნისს, საღამოს. თვითმხილველების თქმით, ავტომანქანა ორ ქვეითს შეეჯახა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა კლინიკაში გადაიყვანა. „ბათუმელები“ შს სამინისტროში აზუსტებს ინფორმაციას.
„სქესობრივ განათლებაზე უარის თქმა, ნიშნავს გაწირო ბავშვები ძალადობისთვის“
ევროპის რეგიონში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ეგიდით ჩატარებული კვლევის მიხედვით, მოზარდებს შორის შობადობის და აბორტის მაჩვენებელი გაცილებით მაღალია ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა ბულგარეთი და საქართველო, „სადაც არ არსებობს სავალდებულო ყოვლისმომცველი სექსუალური განათლების პროგრამები“. ამ ქვეყნებში ასევე ძალიან მაღალია ბავშვებზე კიბერსექსუალური ძალადობის რისკები და შემთხვევები. სკოლებში სქესობრივი განათლების დანერგვაზე საქართველოს მთავრობას ევროპის ასოცირების შეთანხმების ფარგლებშიც მიუთითეს, მიუთითა გაერომაც. …
Continue reading “„სქესობრივ განათლებაზე უარის თქმა, ნიშნავს გაწირო ბავშვები ძალადობისთვის“”
რუსეთის მიერ ოკუპირებულ ლუგანსკში აფეთქება მოხდა – მედია
დღეს, 13 ივნისს, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ლუგანსკში რამდენიმე აფეთქება იყო – ამის შესახებ რუსული მედია წერს. რუსული საინფორმაციო სააგენტო „ტასის“ ცნობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ორი რაკეტა – Storm Shadow გაუშვა ლუგანსკის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. ამ დრომდე [19:30 სთ.] არ ვრცელდება ინფორმაცია დაზარალებულებისა და მიყენებული ზარალის შესახებ. ______________ ფოტოზე: კადრი ტელეგრამზე გავრცელებული ვიდეომასალიდან.
რკინიგზა ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს
14 ივნისიდან საქართველოს რკინიგზა თბილისიდან ბათუმის მიმართულებით და პირიქით, დამატებით რეისებს ნიშნავს. გრაფიკი ასე გამოიყურება: 14 ივნისიდან: თბილისი [გასვლა] – 10:25 სთ – ბათუმი [ჩასვლა] 15:38 სთ ბათუმი [გასვლა] – 17:15 სთ – თბილისი [ჩასვლა] 22:23 სთ 16 ივნისიდან: თბილისი [გასვლა] – 00:35 სთ – ბათუმი [ჩასვლა] 05:47 სთ ბათუმი [გასვლა] – 00:45 სთ – …
Continue reading “რკინიგზა ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს”
ოჯახი და პოლიცია ახალგაზრდა კაცს ეძებს, რომელიც 7 ივნისს გაუჩინარდა
ოჯახი და პოლიცია 27 წლის ნიკა ხვედელიძეს ეძებს. ნიკა ჭიათურაში ცხოვრობს. როგორც „ბათუმელებს“ უთხრა მისი ოჯახის წევრმა, იგი ბოლოს 7 ივნისს ნახეს ზესტაფონში, რის შემდეგაც მისი კვალი გაქრა. ოჯახმა მიმართა პოლიციას. იმ შემთხვევაში, თუ იცით ნიკა ხვედელიძის ადგილსამყოფლის შესახებ, დაუკავშირდით ოჯახს აღნიშნულ ნომერზე: 571 753 232.
რა მოთხოვნებს უყენებს სახელმწიფო არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, არაქართულენოვანი სკოლების, ასევე ქართულენოვანი სკოლების რუსული სექტორების პრაქტიკოსი მასწავლებლები 2025-2026 სასწავლო წლის ბოლომდე შეინარჩუნებენ პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსს. 2025-2026 სასწავლო წლის ბოლომდე არაქართულენოვანი სკოლების (სექტორების) პრაქტიკოსი მასწავლებელი იმ შემთხვევაში მოიპოვებს უფროსი მასწავლებლის სტატუსს, თუ გაივლის (ან გავლილი აქვს) მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ან ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების …
Continue reading “რა მოთხოვნებს უყენებს სახელმწიფო არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლებს”
ბრიტანული დაზვერვა: ირანმა გაზარდა დრონების ექსპორტი რუსეთში
დღეს, 13 ივნისს, დიდი ბრიტანეთის დაზვერვა ყოველდღიურ, მოკლე ცნობებში რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ, ტვიტერზე წერს, რომ ირანი, დრონების მიწოდების გაზრდის გარდა, რუსეთს შესაძლოა ეხმარება დრონების წარმოების დაწყებაში. დაზვერვა წერს, რომ ბოლო თვეებში რუსეთმა, დიდი ალბათობით, იმუშავა იმისთვის, რომ უზრუნველყოს უპილოტო საფრენი აპარატების დიდი მოცულობით მიწოდება ირანიდან. რუსეთი, სავარაუდოდ, ირანული დრონების – OWA-UAV-ების საჰაერო გზით მცირე მიწოდებიდან …
Continue reading “ბრიტანული დაზვერვა: ირანმა გაზარდა დრონების ექსპორტი რუსეთში”
ბათუმში ავტობუსები 15 ივნისიდან განახლებული გრაფიკით იმოძრავებენ
ბათუმში მუნიციპალური ავტობუსები 15 ივნისიდან განახლებული გრაფიკით იმოძრავებენ. „საზაფხულო სეზონთან დაკავშირებით, 15 ივნისიდან ხანგრძლივდება ავტობუსების სამუშაო დრო“ – მოგვწერეს „ბათუმის ავტოტრანსპორტიდან“. განახლებული ინფორმაცია სამარშრუტო ხაზების სამუშაო საათებთან დაკავშირებით [დაწყება-დასრულება, 15 ივნისიდან]: განახლება: აღნიშნული გრაფიკი „ბათუმის ავტოტრანსპორტმა“ ამ სტატიის გამოქვეყნების შემდეგ შეცვალა თავის ვებგვერდზე. მანამდე გამოქვეყნებულ გრაფიკზე ზოგიერთმა მგზავრმა კი „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ეს გრაფიკი კარგა ხანია …
Continue reading “ბათუმში ავტობუსები 15 ივნისიდან განახლებული გრაფიკით იმოძრავებენ”
როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 13 ივნისის 21 საათიდან 14 ივნისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით – ზოგან, დღის მეორე ნახევრიდან კი უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. დღისით: 23 – 28 გრადუსი სითბო ღამით: 15 – 20 გრადუსი სითბო შიდამთიან რაიონებში: დღისით: 22 – …
Continue reading “როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში”
რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 13 ივნისი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 13 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 216 650 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +470] ტანკი – 3 935 ერთეული [+4] ჯავშანტექნიკა – 7 642 ერთეული [+6] საარტილერიო სისტემა – 3 766 ერთეული [+20] MLRS – 601 ერთეული [+0] საზენიტო საბრძოლო …
Continue reading “რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 13 ივნისი”
„მიდგომა იყო, რომ რუსები არ უნდა გავაღიზიანოთ“ – „რეტროს“ ყოფილი მენეჯერი
„გვთხოვდნენ რუსულად საუბარს რუსულენოვან მომხმარებელთან, მათთვის მეტი ყურადღება უნდა მიგვექცია, მათ ენაზე უნდა დავლაპარაკებოდით. ეძებდნენ რუსულენოვან მიმტანებს. მთხოვდნენ, ტელეგრამ არხებში დამეწერა, რომ ვაკანსია გვქონდა. ეს უთანხმოების ერთ-ერთი მიზეზი იყო“ – გვიყვება მარია ზოიძე, ბათუმში მდებარე კაფე „რეტროს“ ყოფილი მენეჯერი. მარია მათ შორისაა, ვინც „რეტროში“ სამსახური, ერთ-ერთ მიმტანთან დაკავშირებულ სკანდალურ ამბამდე ცოტა ხნით ადრე დატოვა. სწორედ …
Continue reading “„მიდგომა იყო, რომ რუსები არ უნდა გავაღიზიანოთ“ – „რეტროს“ ყოფილი მენეჯერი”
რა უნდა იცოდეთ, რომ სამსახურიდან უკანონოდ ვერ გაგიშვან – ინტერვიუ იურისტთან
„ქართულ რეალობაში ალბათ ყველაზე ხშირად ირღვევა ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურების წესი,“ – პრაქტიკის შესახებ გვესაუბრება ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი, თამარ წულუკიძე, რომელიც შენიშნავს, რომ იგივე ზეგანაკვეთური შრომის პირობების დარღვევის, ან სხვა ხარვეზების გამო უფლებადამცველებამდე ადამიანები იშვიათად მიდიან. „ძირითადად მოგვმართავენ მაშინ, როცა ესა თუ ის პირი სამსახურიდან უკვე გათავისუფლებულია,“ – ამბობს თამარ წულუკიძე. რა უნდა …
Continue reading “რა უნდა იცოდეთ, რომ სამსახურიდან უკანონოდ ვერ გაგიშვან – ინტერვიუ იურისტთან”
რომელ ქუჩებზე გაითიშება გაზი ქობულეთში 15-დან 17 ივნისამდე
კომპანია „სოკარის“ ცნობით, მიმდინარე წლის 15 ივნისის 01:00 საათიდან 17 ივნისის 11:00 საათამდე ქობულეთის მუნიციპალიტეტში რუსთაველის ქუჩის, აღმაშენებლის ქუჩის, შახტიორის უბნის, პარკის უბნის და ფიჭვნარის უბნის აბონენტებს გაზმომარაგება შეუწყდება. გაზის შეწყვეტის მიზეზი გაზსადენზე დაგეგმილი სარემონტო სამუშაოებია. „სოკარი“ აცხადებს, რომ აბონენტებს ბუნებრივი გაზის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე ეტაპობრივად აღუდგებათ. კომპანია აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული …
Continue reading “რომელ ქუჩებზე გაითიშება გაზი ქობულეთში 15-დან 17 ივნისამდე”