„ძაღლს რომ ადამიანი აწამებს, ის ხვალ ჩვენ მოგვკლავს,“ – ამბობს თამარ ბოჭორიშვილი, აქციის „შეაჩერე ცხოველებზე ძალადობა“ ერთ-ერთი მონაწილე. დღეს, 18 ივნისს, საქართველოს რამდენიმე ქალაქში ერთდროულად გაიმართა აქცია მიუსაფარი ცხოველების დასაცავად და მათზე ძალადობის შესაჩერებლად. თამარ ბოჭორიშვილი აქციაზე ლეკვით ხელში დაგვხვდა. იგი ამბობს, რომ ბათუმში კარგად იცნობენ, როგორც ცხოველების მოყვარულს და ხშირად ურეკავენ ქუჩაში მიტოვებული შინაური …
Category Archives: მთავარი
სქესობრივი კავშირი 16 წლამდე მოზარდთან – წელს 31 ბავშვია დაზარალებულად ცნობილი
პროკურატურის მონაცემებით, 2023 წლის იანვარში, თებერვალში, მარტსა და აპრილში 31 მოზარდია ცნობილი დაზარალებულად სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლის საფუძველზე. ეს მუხლი გულისხმობს „სრულწლოვნის სექსუალური ხასიათის შეღწევას დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში“. 140-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის სასჯელი 7-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთაა, მეორე ნაწილის შემთხვევაში კი, რაც ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენას ჯგუფის მიერ, ან მის …
Continue reading “სქესობრივი კავშირი 16 წლამდე მოზარდთან – წელს 31 ბავშვია დაზარალებულად ცნობილი”
როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 18 ივნისის 21 საათიდან 19 ივნისის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარის რეგიონში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით ზოგან ხანმოკლე წვიმა, დღისით უმეტესად უნალექოდ; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში: დღისით: 20 – 25 გრადუსი სითბო ღამით: 15 – 20 გრადუსი …
რუსეთიდან ფულადი გზავნილები 50 %-ით შემცირდა – ნახეთ, საიდან გაიზარდა ფულის გამოგზავნა
რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილები 2023 წლის მაისში შემცირდა – რუსეთიდან სულ 154,72 მლნ აშშ დოლარი გადმორიცხეს. ეს 50 %-იანი კლებაა „ჩარიცხული მოცულობის წლიური ზრდის ტემპის“ მიხედვით. განახლებულ მონაცემებს საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს. 2023 წლის აპრილში რუსეთიდან საქართველოში 159 მლნ აშშ დოლარი გადმორიცხეს [ზრდა 19 %], მარტში – 223 მლნ აშშ დოლარი [ზრდა 727%], თებერვალში – …
„საბანკო ანგარიშზე შეღწევით 9 ათასი ლარი მიითვისეს“ – შსს-მ 3 პირი დააკავა
„ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, ჯგუფის მიერ კომპიუტერული სისტემის ხელყოფის ბრალდებით“ თბილისსა და ბათუმში შსს-მ 3 პირი დააკავა. ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს უცხო ქვეყნის მოქალაქესაც. გამოძიებით დადგინდა, რომ „ბრალდებულებმა – ე.მ.-მ და ა.ს.-მ მოქალაქეთა პირად მონაცემებში უნებართვოდ შეაღწიეს და სხვადასხვა ანგარიშზე არსებული თანხა, როგორც მათ კუთვნილ ასევე, თანამზრახველების – მ.წ.-ს და ვ.ე.-ს ანგარიშებზე გადარიცხეს კიბერდანაშაულის შედეგად, ფინანსური …
Continue reading “„საბანკო ანგარიშზე შეღწევით 9 ათასი ლარი მიითვისეს“ – შსს-მ 3 პირი დააკავა”
ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 18 ივნისი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 18 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 219 820 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +650] ტანკი – 3 984 ერთეული [+7] ჯავშანტექნიკა – 7 729 ერთეული [+23] საარტილერიო სისტემა – 3 847 ერთეული [+13] MLRS – 610 ერთეული [+1] საზენიტო საბრძოლო …
Continue reading “ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 18 ივნისი”
რეპორტაჟი აგვისტოს ომში დაღუპული მერაბ ჭელიძის სახელობის სკოლიდან – ვიდეო
ხულოს რაიონის სოფელი ირემაძეების საშუალო სკოლა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული მერაბ ჭელიძის სახელს ატარებს. სკოლაში 70-მდე მოსწავლეა. სკოლის დირექტორი, მასწავლებელი და ოჯახის ახლობელი იხსენებენ მერაბს, ჰყვებიან მასზე ამბებს. იხსენებენ ომის დღეებს, მძიმე დღეებს, როცა სოფელსა და გარესამყაროს შორის გაწყვეტილი იყო კავშირი. მერაბ ჭელიძის სახელობის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი შორენა გობაძე იხსენებს მერაბს …
Continue reading “რეპორტაჟი აგვისტოს ომში დაღუპული მერაბ ჭელიძის სახელობის სკოლიდან – ვიდეო”
როცა კონტროლიორი ავტობუსს აჩერებს, შენ კი გაგვიანდება – რას პასუხობს ბათუმის მერია
„ხომ არ გიფიქრიათ, რომ კონტროლიორები გაჩერებაზე კი არ ამოწმებდნენ ბარათებს, არამედ ერთი გაჩერებიდან მეორემდე მაინც იმგზავრონ და პარალელურად შეამოწმონ? დილით ყველას გვაგვიანდება, ამ დროს კი დანიშნულების ადგილამდე ორჯერ მაინც ჩერდება ავტობუსი ბარათების შესამოწმებლად“, – ეს ერთ-ერთ ბოლო ინფორმაციაზე დაუკომენტარეს „ბათუმის ავტოტრანსპორტს“ მათსავე ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე. „ავტოტრანსპორტს“ კომენტარზე პასუხი არ გაუცია. კონტროლიორები კი, რომლებსაც მგზავრები ანალოგიურ კითხვებს …
„ეს დასაწყისია“ – ძალადობის გარდა „ოცნებას“ სხვა ინსტრუმენტი აღარ დარჩა – ინტერვიუ
„ჩანაფიქრი მარტივია: „ქართული ოცნება“ ცდილობს, რომ უკვე არამხოლოდ სიტყვით დააზიანოს კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესი, არამედ გადავიდეს საქმეზე,“ – მიიჩნევს არმაზ ახვლედიანი, პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, რომელსაც ვკითხეთ: რას აჩვენებს ფიზიკური თავდასხმების გახშირება „ოცნების“ პოლიტიკურ ოპონენტებზე? პარტია „ქართული ოცნების“ ყოფილი აღმასრულებელი მდივანი და დამოუკიდებელი დეპუტატი დარწმუნებულია, რომ „ეს დასაწყისია“ და ძალადობის, ოპონენტების წინააღმდეგ ბინძური მეთოდების გამოყენების მასშტაბი …
ბავშვებზე სექსუალური ძალადობა ვინ უნდა აღმოფხვრას და როგორ – ინტერვიუ ექსპერტთან
ბოლო დღეებში ბავშვთა მიმართ სქესობრივი დანაშაულის რამდენიმე შემთხვევა გახდა ცნობილი. ერთ-ერთი ყველაზე მძიმე შედეგით, მოზარდის თვითმკვლელობით დასრულდა. რატომ ვერ ახერხებს სახელმწიფო ბავშვებისა და მოზარდების დაცვას სქესობრივი ძალადობისგან და რა უნდა გაკეთდეს ძალადობის აღმოსაფხვრელად? – ამ თემაზე „ბათუმელები“ შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს ყოფილ უფროსს, გოგა ხატიაშვილს ესაუბრა. ბატონო გოგა, როგორ ფიქრობთ, რატომ გვაქვს არასრულწლოვანთა მიმართ …
Continue reading “ბავშვებზე სექსუალური ძალადობა ვინ უნდა აღმოფხვრას და როგორ – ინტერვიუ ექსპერტთან”
„ჟურნალისტების გაჩუმება სურთ“- მედიაომბუდსმენის 2 ახალი სარჩელი პარლამენტის წინააღმდეგ
„აკრედიტაციის პროცესი, რომელიც უნდა ეხებოდეს ჟურნალისტებისთვის სამუშაო გარემოს გამარტივებას, პარლამენტმა გამოიყენა ბერკეტად ჟურნალისტების წინააღმდეგ – გააჩუმოს ჟურნალისტი ნებისმიერ დროს,“ – მიიჩნევს ნათია კაპანაძე, „მედიაომბუდსმენის“ ხელმძღვანელი, რომელმაც პარლამენტის წინააღმდეგ ორი ახალი სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს. ნათია კაპანაძე კრიტიკული მედიის ჟურნალისტების ინტერესებს იცავს სასამართლოში. მას ამ ეტაპზე სამი მიმდინარე სასამართლო დავა აქვს პარლამენტის წინააღმდეგ. ერთ-ერთი სარჩელი, …
„რა არის ლაჩრობა?“ – ომის ვეტერანები თორნიკე რიჟვაძეს თანამდებობის დატოვებას სთხოვენ
„რა არის ლაჩრობა?“ – იკითხეს დღეს, 17 ივნისს აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ შენობასთან შეკრებილმა ომის ვეტერანებმა. მათ თორნიკე რიჟვაძეს თანამდებობის დატოვება და ბოდიშის მოხდა მოსთხოვეს მისი ცნობილი განცხადებისთვის: „ლაჩრულად წაგებული ომი“. 15 ივნისს, აჭარის უმაღლეს საბჭოში თორნიკე რიჟვაძემ ოპოზიციის მიერ რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლის გაზრდილ მაჩვენებელზე დასმული კითხვის პასუხად თქვა: „…გაორმაგებულია როგორც ვიზიტორების რაოდენობა, ასევე, შემოსავლების მოცულობა და …
გირაო შეუფარდეს კაცს, რომელსაც ჟურნალისტზე ძალადობას ედავებიან
მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა 3 ათასი ლარი გირაო შეუფარდა ბრალდებულ დავით ბ.-ს. მას გამოძიება ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე ფიზიკურ ძალადობას ედავება „გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით“. აღკვეთი ღონისძიების შეფარდების პროცესი დღეს, 17 ივნისს, გაიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოში. საუბარია 14 ივნისს ბათუმში მომხდარ შემთხვევაზე – საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომელს თავს დაესხნენ. პროკურატურის ვერსიით, ბრალდებულმა გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით …
Continue reading “გირაო შეუფარდეს კაცს, რომელსაც ჟურნალისტზე ძალადობას ედავებიან”
რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 17 ივნისი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 17 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 219 170 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +670] ტანკი – 3 977 ერთეული [+12] ჯავშანტექნიკა – 7 706 ერთეული [+23] საარტილერიო სისტემა – 3 834 ერთეული [+22] MLRS – 609 ერთეული [+3] საზენიტო საბრძოლო …
Continue reading “რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 17 ივნისი”
„უკრაინელებს სჭირდებათ ჩუმი და სწრაფი მანევრირება “ – ინტერვიუ გადამდგარ გენერალთან
„დანაღმული ველი და ავიაცია – ეს წინააღმდეგობა აქვთ ახლა ყველაზე რთული უკრაინელებს,“ – ორ ფაქტორს ასახელებს გადამდგარი გენერალი, გიორგი სურმავა, რომელსაც ინტერვიუს დროს ვკითხეთ: რა არის ყველაზე დიდი სირთულე ამ ეტაპზე უკრაინელებისთვის? გადამდგარი გენერალიც ელის კონტრდარტყმას, თუმცა ეჭვობს, ზაფხულის დასრულებამდე მოხერხდეს უკრაინისთვის F 16-ების მიწოდება. გიორგი სურმავა სხვა გზებს გვისახელებს, რომლითაც შეიძლება უკრაინამ უპირატესობა შექმნას. …
აჭარაბეთ არენაზე ვახტანგ ქორიძის ვარსკვლავი გაიხსნა
16 ივნისს აჭარაბეთ არენაზე ვახტანგ ქორიძის ვარსკვლავი გაიხსნა. „ეს არის წარმოუდგენელი ბედნიერება და დაფასება, ძალიან აღელვებული ვარ. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ჩემი დაფასებისათვის თითოეულ ადამიანს, ყველას, ვინც ჩემი ვარსკვლავის გახსნაში იყო ჩართული, ჩემს მეგობრებს და გულშემატკივრებს, რომლებიც ახლა ჩემთან ერთად არიან. ძალიან მნიშვნელოვანი და ემოციური დღეა ჩემთვის“, – განაცხადა ვახტანგ ქორიძემ. „მე და ტუხა ვართ …
Continue reading “აჭარაბეთ არენაზე ვახტანგ ქორიძის ვარსკვლავი გაიხსნა”
„ლაჩრულად წაგებულ ომზე“ რიჟვაძე ციტატას აზუსტებს, მის ნათქვამს განმარტავენ დეპუტატებიც
„სხვა დროისთვის რომ იცოდეთ, კიდევ ერთხელ: ჩვენი ჯარისკაცები გმირები არიან, იყვნენ და იქნებიან, ლაჩარი თქვენი ბელადი სააკაშვილია“, – ასე გამოეხმაურა დღეს, 16 ივნისს, ფეისბუქზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე მის მიმართ კრიტიკას, რომელიც გამომწვევიც გახდა 2008 წლის ომის მისამართით ნათქვამი მისივე სიტყვები „ლაჩრულად წაგებული ომი“. კერძოდ, 15 ივნისს, აჭარის უმაღლეს საბჭოში თორნიკე რიჟვაძემ ოპოზიციის მიერ …
„ომი არ დასრულებულა, ანწუხელიძე გმირია“ – ბათუმში რიჟვაძის განცხადების გამო აქცია გაიმართა
„ანწუხელიძე გმირია“ – ამ და სხვა ტრანსპარანტებით დღეს, 16 ივნისს, აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ შენობასთან ენმ-ს ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ და „ალტერნატივამ“ აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები თორნიკე რიჟვაძის მიერ უმაღლეს საბჭოში გამოთქმულ განცხადებას გამოეხმაურნენ: „…გაზრდილია ვიზიტორთა რაოდენობაც და ამ ხვედრით წილში, მათ შორის იმ ქვეყნის მოქალაქეებიცაა, რომლებსაც 2008 წელს, ლაჩრულად წაგებული ომის შემდგომ, სააკაშვილის ხელისუფლებამ მწვანე აუნთო“-განაცხადა თორნიკე …
ბათუმში ზღვაში არასრულწლოვანი დაიხრჩო
ბათუმში, აკვაპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე მოზარდი ზღვაში დაიხრჩო. შსს ინფორმაციით, შემთხვევა დღეს, 16 ივნისს მოხდა. მაშველებმა მოზარდი ბიჭის ცხედარი იპოვეს. ამ დროისთვის უცნობია, მოზარდი ადგილობრივია თუ უცხოელი.
სტამბოლში პოლიციამ ნახევარ ტონაზე მეტი მეტამფეტამინი ამოიღო
თურქეთში, ქალაქ სტამბოლში პოლიციამ, ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ორ ადგილას ნარკოტიკის დიდი პარტია ამოიღო, ჯამში – 530 კილოგრამი მეტამფეტამინი. 227 კილოგრამი ნარკოტიკი ამოღებულია სილივრში, ხოლო 303 კილოგრამი იგივე ნარკოტიკული საშუალება – ბაშაქშეჰირის რაიონში ჩატარებული ოპერაციის დროს. თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ალი იერლიკაიამ 12 ივნისს განაცხადა, სპეცოპერაცია ორი თვის განმავლობაში მიმდინარე დაკვირვების შედეგად ჩატარდა. ___________ ფოტო: „დეილი საბაჰი“
7 მილიონი თუ მილიარდი? – რამდენით დააფინანსებენ აჭარის უმაღლეს საბჭოს
აჭარის უმაღლესმა საბჭომ 2024 წლის ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცა და საკუთარი დაფინანსება სამომავლოდ, 7 მილიონ 25 ათას 800 ლარით განსაზღვრა. ეს იმ შემთხვევაში, თუ ტექნიკურ ხარვეზს არ გავითვალისწინებთ, ვინაიდან, უკვე დამტკიცებულ დადგენილებაში არა 7 მილიონი, არამედ 7 მილიარდია ჩაწერილი: ამ ჩანაწერში „ათასი“ ზედმეტია. ანალოგიური მცდარი ჩანაწერი იყო დადგენილების პროექტშიც, რომელიც უმაღლესი საბჭოს ბიუროს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ …
Continue reading “7 მილიონი თუ მილიარდი? – რამდენით დააფინანსებენ აჭარის უმაღლეს საბჭოს”
„ბოდიში უნდა მოუხადო ყველა ნაომარ ბიჭს“ – ელისაშვილის მიმართვა რიჟვაძეს
პარლამენტარი ალექსანდრე ელისაშვილი ფეისბუქზე გამოეხმაურა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძეს, რომელმაც 15 ივნისს 2008 წლის აგვისტოს ომს „ლაჩრულად წაგებული“ უწოდა. „რიჟვაძეა თუ ვიღაცაა, უნდა გამოვიდეს და ბოდიში უნდა მოუხადოს 2008-ში დაღუპულთა ოჯახებს და ყველა ნაომარ ბიჭს! დაუყოვნებლივ უნდა გამოვიდეს და ბოდიში მოიხადოს ყეყეჩური სიტყვების გამო. ანწუხელიძეა ბიჭო შენი ლაჩარი, ჰა? შე სად იყავი ომის დროს …
Continue reading “„ბოდიში უნდა მოუხადო ყველა ნაომარ ბიჭს“ – ელისაშვილის მიმართვა რიჟვაძეს”
უკრაინის კონტრშეტევა – რას წერს ანგარიშში ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი
უკრაინული ძალები განაგრძობენ კონტრშეტევითი ოპერაციებს სულ მცირე სამი მიმართულებით და, გავრცელებული ინფორმაციით, 15 ივნისს მიაღწიეს წარმატებას – წერს ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი [ISW] 15 ივნისის ანგარიშში. ანალიტიკოსები ანგარიშის მომზადებისას ეყრდნობიან უკრაინულ და რუსულ ღია წყაროებს. ახალი ანგარიშის თანახმად, უკრაინის გენერალური შტაბის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ უკრაინულმა ძალებმა წარმატებით ჩაატარეს შეტევითი ოპერაციები ბახმუტის ჩრდილოეთით და ჩრდილო-დასავლეთით. ასევე, …
Continue reading “უკრაინის კონტრშეტევა – რას წერს ანგარიშში ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი”
პატიმრობა შეუფარდეს პოლიციელს, რომელიც 2 ქვეითს დაეჯახა ზებრაზე
დღევანდელ სხდომაზე არაფერი უთქვამს პოლიციელს, ვიტალი ზოიძეს, რომელიც გამოძიების ვერსიით, ზებრაზე ორ ქვეითს დაეჯახა. ის ნასვამი მართავდა ავტომანქანას. ავარიის შედეგად ერთი დაშავებული დაიღუპა, მეორეს მდგომარეობა ისევ მძიმეა, ის რეანიმაციაში რჩება. დაშავებულები ძმები იყვნენ ბელარუსიდან. გარდაცვლილი 35 წლის იყო, მძიმედ დაშავებული კი, 26 წლისაა. მოსამართლე ლევან ყოლბაიამ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა საპატრულო პოლიციის თანამშრომელს, ვიტალი ზოიძეს. მას …
Continue reading “პატიმრობა შეუფარდეს პოლიციელს, რომელიც 2 ქვეითს დაეჯახა ზებრაზე”
როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 16 ივნისის 21 საათიდან 17 ივნისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. დღისით: 22 – 27 გრადუსი სითბო ღამით: 13 – 18 გრადუსი სითბო შიდამთიან რაიონებში: დღისით: 20 – 25 გრადუსი სითბო ღამით: 13 – 18 გრადუსი სითბო …
Continue reading “როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში”
ბათუმში ხელოვნური კუნძულის მოწყობასთან დაკავშირებული პროცედურა სააგენტომ შეაჩერა
გარემოს ეროვნულმა სააგენტომ შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ხელოვნური კუნძულის მოწყობასთან დაკავშირებული განცხადების განხილვა შეაჩერა და კომპანიას დამატებითი დოკუმენტების წარმოდგენა მოსთხოვა. „ამბასადორმა“ სააგენტოს სკოპინგის განცხადებით/ანგარიშით 2023 წლის 29 მაისს მიმართა, თუმცა, „წარმოდგენილ დოკუმენტაციაში არ არის მოცემული და დაზუსტებას საჭიროებს დაგეგმილ საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხები“, – მიწერეს კომპანიას სააგენტოდან. წერილში აღნიშნულია, რომ სკოპინგის ანგარიშის მიხედვით, დაგეგმილი საქმიანობა …
Continue reading “ბათუმში ხელოვნური კუნძულის მოწყობასთან დაკავშირებული პროცედურა სააგენტომ შეაჩერა”
ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 16 ივნისი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 16 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 218 500 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +590] ტანკი – 3 965 ერთეული [+10] ჯავშანტექნიკა – 7 683 ერთეული [+16] საარტილერიო სისტემა – 3 812 ერთეული [+19] MLRS – 606 ერთეული [+2] საზენიტო საბრძოლო …
Continue reading “ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 16 ივნისი”
„ჩინური კალაძე ხარ“ – ოპოზიციონერი დეპუტატი თორნიკე რიჟვაძეს
„ჩინური კალაძე ხარ ჩვეულებრივი“ – უთხრა აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე დღეს, 15 ივნისს ენმ-ს დეპუტატმა, ელგუჯა ბაგრატიონმა თორნიკე რიჟვაძეს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ დღეს უმაღლეს საბჭოს ანგარიში ჩააბარა. თორნიკე რიჟვაძემ ოპოზიციას უსაყვედურა იმ ტრანსპარანტებისთვის, რაც ოპოზიციის მხარდამჭერებმა გამოფინეს უმაღლეს საბჭოსთან სხდომის მიმდინარეობის დროს: „კადიროვის მასპინძელო“, „ჩმორნიკე“. ამ აქციაზე თორნიკე რიჟვაძეს „ნუგზარ ფუტკარაძის საქმის“ დროულად გამოძიება მოსთხოვეს. „მასე …
Continue reading “„ჩინური კალაძე ხარ“ – ოპოზიციონერი დეპუტატი თორნიკე რიჟვაძეს”
რიჟვაძემ 2008 წლის ომს „ლაჩრულად წაგებული“ უწოდა
დღეს, 15 ივნისს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ანგარიში წარადგინა უმაღლეს საბჭოში. სიტყვით გამოსვლის შემდეგ თორნიკე რიჟვაძეს კითხვები დაუსვეს უმაღლესი საბჭოს წევრებმა ოპოზიციიდან. ერთ-ერთი კითხვა შეეხებოდა რუსეთის მოქალაქეების გაზრდილ რაოდენობას და ამით გამოწვეულ საფრთხეებს. „ბათუმის ყოველთვის იყო მულტიკულტურული ქალაქი და კულტურული მრავალფეროვნება ჩვენ არ გვიკვირს, მით უმეტეს ტურისტი, მაგრამ აქ საუბარია იმ ადამიანების ჩვენს ქალაქში …
Continue reading “რიჟვაძემ 2008 წლის ომს „ლაჩრულად წაგებული“ უწოდა”
103 წლის ქალი ხულოს სოფლიდან – „არაფერი მავიწყდება“
ხულოს სოფელ დიოკნისში, ტყესთან ახლოს 103 წლის ზულბიე ძირკვაძე ცხოვრობს, რომელიც თავს სოფელში ყველაზე დაფასებულ ქალს უწოდებს ასაკის გამო. „ჩემი ტოლი ამ სოფელში აღარავინაა. მთელი სოფელი მაფასებს და ყველა მემადლიერება“ – ამბობს ზულბიე. ზულბიე პოპულარული მზარეული იყო და ხშირად იწვევდნენ ქორწილისა თუ სხვა მნიშვნელოვანი დღესასწაულის მთავარი კერძების მოსამზადებლად. ასევე, იყო ექიმბაშიც. ამბობს, რომ წამლებს ამზადებდა დამწვრობისა …
Continue reading “103 წლის ქალი ხულოს სოფლიდან – „არაფერი მავიწყდება“”
15 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით ბათუმში 1 პირი დააკავეს
ბათუმში, არასრულწლოვანი ბიჭის გაუპატიურების ბრალდებით 40 წლამდე კაცი დააკავეს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა ბათუმში. გაუპატიურებაში ბრალდებულის დაკავების ფაქტს შსს ადასტურებს. შსს-ს ინფორმაციით, ბათუმში ასევე გამოძიება მიმდინარეობს კიდევ ერთ, გარყვნილი ქმედების ფაქტზე, ამჯერად არასრულწლოვანი გოგოს მიმართ. „აღნიშნულ ფაქტზე, ბრალდებულის დადგენის მიზნით მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები“ – ამბობენ შსს-ში. ____________________ ამავე თემაზე: ბათუმში მოზარდზე სექსუალური …
Continue reading “15 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით ბათუმში 1 პირი დააკავეს”
რიჟვაძემ ბათუმში 5 წლის წინ დაწყებული აუზის დასრულების ახალი თარიღი დაასახელა
„ვფიქრობთ, რომ 2025 წლის ბოლოს ორივე ობიექტი უნდა იყოს დასრულებული იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ პროექტები განახლდა და მალე მოხდება შესაბამისი შესყიდვის გამოცხადება,“ – განაცხადა დღეს, 15 ივნისს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ აჭარის უმაღლეს საბჭოში, სადაც მას ენმ-ს დეპუტატმა გიორგი კირთაძემ შეკითხვა დაუსვა ყინულის მოედნის და საცურაო აუზის მშენებლობაზე. საუბარია სპორტულ კომპლექსზე, რომლის მშენებლობაც აჭარის …
Continue reading “რიჟვაძემ ბათუმში 5 წლის წინ დაწყებული აუზის დასრულების ახალი თარიღი დაასახელა”
„კადიროვის მასპინძელო“ – რიჟვაძეს უმაღლეს საბჭოსთან აქციით დახვდნენ
დღეს, 15 ივნისს, ბათუმში, აჭარის უმაღლეს საბჭოში აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძეს უსმენენ. რიჟვაძეს უმაღლეს საბჭოსთან ენმ-ის და ორგანიზაცია „ალტერნატივას“ წევრები დახვდნენ სტვენით, შეძახილებითა და პლაკატებით. „კადიროვის მასპინძელი“, „ჩმორნიკე“, „ქართული ოცნება კლავს“ – წერია პლაკატებზე. თორნიკე რიჟვაძეს აქციაზე შეახსენეს ნუგზარ ფუტკრაძის საქმეც. ბათუმის საკრებულოს წევრი ნუგზარ ფუტკარაძე 2021 წლის ნოემბერში გარდაიცვალა. ენმ-მ გასული წლის 24 …
Continue reading “„კადიროვის მასპინძელო“ – რიჟვაძეს უმაღლეს საბჭოსთან აქციით დახვდნენ”
ზალუჟნიმ არ ააფეთქებინა კიევის ხიდები ომის პირველ დღეებში – BBC
„გენერალი ვოლდემორი. როგორ გახდა ვალერი ზალუჟნი უკრაინის არმიის ყველაზე პოპულარული სარდალი“ – ამ სათაურით აქვეყნებს „ბიბისი“ ვრცელ სტატიას ზალუჟნის შესახებ. სტატიაში განხილულია ზალუჟნის კარიერა და ასევე, მოცემულია ერთი ეპიზოდი 2022 წლის თებერვალში, ომის პირველ დღეებში მომხდარი ამბებიდან. კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ ზალუჟნიმ ამ მისცა უფლება აეფეთქებინათ ხიდები მდინარე დნეპრზე, კიევის მახლობლად. „ბიბისი“ წერს, რომ 26 თებერვალს, …
Continue reading “ზალუჟნიმ არ ააფეთქებინა კიევის ხიდები ომის პირველ დღეებში – BBC”
ბათუმელი შშმ გოგოები ევროპის ჩემპიონები გახდნენ – მკლავჭიდი
მოლდოვაში, სადაც მკლავჭიდში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს, ბათუმელმა პარასპორტსმენმა გოგოებმა ოქროს მედლები მოიპოვეს. სულ ათი მედალი მოიპოვეს მკლავჭიდელებმა. აქედან 6 ოქროა და 4 ვერცხლი. მკლავჭიდში ევროპის ჩემპიონია 19 წლის შშმ გოგონა მარი აბაშიძე, რომელიც სამი თვეა რაც ვარჯიშობს, პირველად გავიდა ევროპის ჩემპიონატზე და პირველი ოქროც მოიპოვა. „ისეთი კარგი მონაცემები აქვს, რომ საქართველოს ჩემპიონატზეც კი არ გაგვიყვანია …
Continue reading “ბათუმელი შშმ გოგოები ევროპის ჩემპიონები გახდნენ – მკლავჭიდი”
წვიმა და მოღრუბლულობა – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი ბათუმში
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 15 ივნისის 21 საათიდან 16 ივნისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით ზოგან დროგამოშვებით იწვიმებს, დღისით – უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. დღისით: 20 – 25 გრადუსი სითბო ღამით: 13 – 18 გრადუსი სითბო შიდამთიან რაიონებში: დღისით: 20 – 25 …
Continue reading “წვიმა და მოღრუბლულობა – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი ბათუმში”