ბათუმის მერიის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის ინფორმაციით, ბათუმის პარკებსა და სკვერებში ინფრასტრუქტურის დაზიანების და მწვანე ნარგავების მოპარვის ფაქტები გამოვლინდა. „დაფიქსირდა ინფრასტრუქტურის, საყვავილე კლუმბების, ხე-მცენარეების დაზიანებისა და მწვანე ნარგავების მოპარვის ფაქტები. აეროპორტის გზატკეცილზე კი ავტომანქანით ერთწლოვანი ნარგავები დააზიანეს. ათეულობით მცენარე მოიპარეს რუსთაველის ქუჩაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით დაწყებულია მოკვლევა“ – აცხადებს „მწვანე ბათუმი“. გამწვანების სამსახური მოუწოდებს მოსახლეობას, …
Continue reading “ბათუმის ქუჩებში ათეულობით მცენარე მოიპარეს, დააზიანეს ნარგავები – მერია”