მთავარი,სიახლეები

რუსეთმა ომში 302 ათასზე მეტი სამხედრო დაკარგა – უკრაინის გენშტაბი

02.11.2023 • 677
რუსეთმა ომში 302 ათასზე მეტი სამხედრო დაკარგა – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 2 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 302 420 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +930]
  • ტანკი – 5 241 ერთეული [+18]
  • ჯავშანტექნიკა – 9 877 ერთეული [+43]
  • საარტილერიო სისტემა – 7 292 ერთეული [+42]
  • MLRS – 850 ერთეული [+4]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 566 ერთეული [+3]
  • თვითმფრინავი – 322 ერთეული [+1]
  • ვერტმფრენი – 324 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 5 488 ერთეული [+20]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 549 ერთეული [+2]
  • გემი/ნავი – 20 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 9 658 ერთეული [+34]
  • სპეცტექნიკა – 1 032 ერთეული [+13]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 2 ნოემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 521 თვითმფრინავი
  • 254 ვერტმფრენი
  • 8 543 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 441 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 13 118 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 175 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 6 957 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 14 887 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

[yellow_box]უკრაინამ რუსეთის მინიმუმ 4 საჰაერო სისტემა გაანადგურა – ბრიტანეთის დაზვერვა[/yellow_box]

ამავე თემაზე:

18 მილიონ უკრაინელს სჭირდება ჰუმანიტარული დახმარება – გაერო

გადაბეჭდვის წესი


ასევე: