მთავარი,სიახლეები

4 მილიონი ლარიდან 700 000 დაიხარჯა – რამ გამოიწვია გაზსადენის მშენებლობის შეფერხება

04.11.2023
4 მილიონი ლარიდან 700 000 დაიხარჯა – რამ გამოიწვია გაზსადენის მშენებლობის შეფერხება

მაღალმთიანი სოფლების გაზსადენის მშენებლობისთვის  გათვალისწინებული 4 მილიონიდან აჭარის მთავრობამ მხოლოდ 700 000 ლარის ათვისება შეძლო. ამის შესახებ მთავრობა  ბიუჯეტის სამი კვარტლის ანგარიშში განმარტავს, რომ შეფერხება ხულო- ზარზმის გზის მშენებლობამ გამოიწვია.

პროექტი  შუახევის მუნიციპალიტეტის,  ხიჭაურის დასახლებასა და გოდერძის
უღელტეხილის მონაკვეთზე საშუალო წნევიანი გაზსადენის მშენებლობას ითვალისწინებდა.

მთავრობის ინფორმაციით გაზსადენის მშენებლობა  შეფერხებით მიმდინარეობს, რაც  ხულო-ზარზმის საავტომობილო გზის სარეკონსტრუქციო სამუშაოებით არის გამოწვეული:

„ვინაიდან გაზსადენის კონტური გასდევს საავტომობილო გზის კონტურს.გზის რეკონსტრუქციის პროფილის ჩამოყალიბება ეტაპობრივად მიმდინარეობს და შესაბამისად ხორციელდება გაზსადენის სამონტაჟო სამუშაოები.“

მომავალი წლის ბიუჯეტში მაღალმთიანი რეგიონის გაზიფიცირებისთვის მთავრობამ 1 მილიონ 500 000 ლარი გაითვალისწინა. პროექტი განსახილველად აჭარის უმაღლეს საბჭოს უკვე გადაუგზავნეს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.