უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 3 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 303 270 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +850]
- ტანკი – 5 265 ერთეული [+24]
- ჯავშანტექნიკა – 9 901 ერთეული [+24]
- საარტილერიო სისტემა – 7 328 ერთეული [+36]
- MLRS – 854 ერთეული [+4]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 566 ერთეული [+0]
- თვითმფრინავი – 322 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 324 ერთეული [+0]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 5 495 ერთეული [+7]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 551 ერთეული [+2]
- გემი/ნავი – 20 ერთეული [+0]
- წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 9 691 ერთეული [+33]
- სპეცტექნიკა – 1 034 ერთეული [+2]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ 4 ნოემბერს გავრცელებული მონაცემებით კი, ომის დაწყებიდან 2023 წლის 4 ნოემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 524 თვითმფრინავი
- 254 ვერტმფრენი
- 8 586 უპილოტო საფრენი აპარატი
- 441 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 13 135 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 177 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 6 967 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 14 923 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ამავე თემაზე: