საქართველოს სახალხო დამცველის 2025 წლის ანგარიშის მიხედვით, რომელიც 2025 წელს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობას აღწერს, კონსტიტუციითა და ევროპული კონვენციით ორჯერ მსჯავრდების აკრძალვის პრინციპი (non bis in idem) დაირღვა მზია ამაღლობელის მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოების პროცესში. „პოლიციელებმა მზია ამაღლობელი დააკავეს ასკ-ის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, იმ მოტივით, რომ 2025 წლის 11 იანვარს, ბათუმში, პოლიციის შესასვლელთან ფასადზე …
Category Archives: მთავარი
გასულ წელს 24 პატიმარი გარდაიცვალა პენიტენციურ დაწესებულებებსა და კლინიკებში – სახალხო დამცველი
„2025 წელს,პენიტენციურ დაწესებულებაში/სამოქალაქო სექტორის კლინიკებში გარდაიცვალა 24 პატიმარი, საიდანაც ორ შემთხვევაში სუიციდის ფაქტი დაფიქსირდა. ყველა ამ შემთხვევაზე გამოძიება დაწყებულია ერთი და იმავე მუხლით – სამსახურებრივი გულგრილობა, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა,“ – ნათქვამია სახალხო დამცველის 2025 წლის ანგარიშში. 31 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა პარლამენტს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური ანგარიში წარუდგინა. …
როგორი ამინდი იქნება აპრილის პირველ დღეებში ბათუმში
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, პირველი აპრილის 21 საათიდან 2 აპრილის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა. უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 17 – 22 გრადუსი სითბო ღამით: 5 – 10 გრადუსი სითბო მთიან მუნიციპალიტეტებში: დღისით: 16 – 21 გრადუსი …
Continue reading “როგორი ამინდი იქნება აპრილის პირველ დღეებში ბათუმში”
„ბათუმში ჰიგიენური ნორმების დარღვევით აწარმოებდა ნახევარფაბრიკატებს“ – სააგენტო
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ბათუმში ნახევარფაბრიკატების არალეგალური საწარმო გამოავლინეს. „შპს ,,როგია“ (ბათუმი, მწვანე კონცხის ტერიტორია, სათნოების ქუჩა) ჰიგიენური ნორმების სრული დარღვევით, აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე აწარმოებდა ნახევარფაბრიკატებს. დარღვეული იყო ასევე მომხმარებლისთვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესი. კრიტიკული შეუსაბამობების გამო, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა. შპს „როგიას“ შეუჩერდა საწარმოო პროცესი კრიტიკული შეუსაბამობების აღმოფხვრამდე, საქმიანობის აღიარებამდე და …
Continue reading “„ბათუმში ჰიგიენური ნორმების დარღვევით აწარმოებდა ნახევარფაბრიკატებს“ – სააგენტო”
დენი 5 თეთრით გაძვირდა – რამდენია გაზრდილი ტარიფები პირველი აპრილიდან
საქართველოში 2026 წლის პირველი აპრილიდან დენის ტარიფი მოსახლეობისთვის 5 თეთრით გაძვირდა. რაც შეეხება კომერციულ სექტორს, მათთვის დენის ტარიფი 4-6 თეთრით მოიმატებს. დენის ახალი ტარიფი ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ [სემეკ] 2026 წლის 30 მარტს დაადგინა. საქართველოში მოქმედებს საფეხურებრივი ტარიფი. აქედან გამომდინარე, თუ მაგალითად: საყოფაცხოვრებო მომხმარებელი [როგორც გამრიცხველიანებული, ასევე საერთო მრიცხველის მქონე] თვეში საშუალოდ 101 …
Continue reading “დენი 5 თეთრით გაძვირდა – რამდენია გაზრდილი ტარიფები პირველი აპრილიდან”
ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 1 აპრილი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის პირველ აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 298 730 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 060. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 828 ერთეული [+2] ჯავშანტექნიკა – 24 327 ერთეული [+3] საარტილერიო სისტემა – 39 169 …
Continue reading “ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 1 აპრილი”
„ოცნება“ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ცოტნე ანანიძეს წარადგენს
ფრაქცია „ქართული ოცნება“ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ცოტნე ანანიძეს წარადგენს. ეს პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც დავით გაბაიძემ თანამდებობა დატოვა. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ცოტნე ანანიძის კანდიდატურას „ოცნება“ უახლოეს რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე წარადგენს. გამომდინარე იქიდან, რომ „ქართული ოცნება“ უმრავლესობაშია, ცოტნე ანანიძის კანდიდატურას ახალ თანამდებობაზე ერთხმად დაამტკიცებენ. ცოტნე ანანიძე უმაღლესი საბჭოს ორი მოწვევის დეპუტატია. …
„მაინც ვერ ვსწავლობთ ჭკუას“ – ინტერვიუ ისტორიკოსთან 31 მარტის რეფერენდუმზე
„ყველანაირად გონივრულად მოიქცნენ მაშინდელი ეროვნული ძალები,“ – ისტორიკოსი დიმიტრი შველიძე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოში დამოუკიდებლობის აღდგენაც დემოკრატიული გზით მოხერხდა: „ჯერ ხალხს ეკითხები და მერე აცხადებ დამოუკიდებლობას სამართლებრივად.“ „31 მარტის რეფერენდუმის უზარმაზარი დატვირთვა ის იყო, რომ მაშინ არა მარტო ჩვენთან, სხვა რესპუბლიკებშიც გამოცხადდა დამოუკიდებლობის დეკლარაციები – შეიძლებოდა დეკლარაცია ხელისუფლებას გამოეცხადებინა თავისით, ჩვენთან კი, მაშინდელმა ეროვნულმა ძალებმა …
Continue reading “„მაინც ვერ ვსწავლობთ ჭკუას“ – ინტერვიუ ისტორიკოსთან 31 მარტის რეფერენდუმზე”
„4 შვილზე ცოტა ადრე უნდა ეფიქრა“ – როგორ აღიქვამენ დედას კალაძე და სხვები, როგორია დედა ქართულ მენტალიტეტში
„ოთხ შვილზე ალბათ ცოტა ადრე უნდა ეფიქრა“ – თქვა კახა კალაძემ. „ჰქონდა არჩევანი, ეფიქრა თავის 4 შვილზე და არა ეპატაჟზე“- თქვა შალვა პუპუაშვილმა. „თავისმა ოთხმა შვილმა მოჰკითხოს დედამისს“ – თქვა ირაკლი ქადაგიშვილმა. „თავად უნდა ახსოვდეს, რომ ქალი და 4 შვილის დედაა“- თქვა თენგიზ შარმანაშვილმა. ასეთია „ქართული ოცნების“ ლიდერების კომენტარები ელენე ხოშტარიას პატიმრობაზე. „შვილებმა მოჰკითხონ პასუხი“ …
„ოცნებას მოუწევს დათმობაზე წასვლა“ – რა გამოჩნდა რუბიოს და კობახიძის სატელეფონო საუბრით
„რუბიოს რეალურად რომ შეეთავაზებინა გადატვირთვა კობახიძისთვის, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, იქნებოდა ნახსენები აბსოლუტურად კონკრეტული საკითხები. ეს საკითხები შეიძლება ყოფილიყო ანაკლიის პორტი, ეს შეიძლება ყოფილიყო დაკავშირებული ირანთან, ან საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობასთან, ბევრ სხვა თემასთან, რომელიც საერთოდ არ იყო ნახსენები. ეს სიმშრალე, როგორც ამერიკელების განცხადებაში, ასევე „ქართული ოცნების“ აშკარად პროპაგანდისტული განცხადება, პირდაპირ გვაძლევს ვარაუდის შესაძლებლობას, რომ …
პირადი ცხოვრების მუქარით სექსუალური კავშირის იძულების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
პროკურატურის ინფორმაციით, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გახმაურების მუქარით სქესობრივი კავშირის დამყარების იძულების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. „სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გახმაურების მუქარით აიძულებდა დაზარალებულს მასთან სქესობრივი კავშირი დაემყარებინა. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 139-ე მუხლის პირველი ნაწილით [პირის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის იძულება, ჩადენილი …
Continue reading “პირადი ცხოვრების მუქარით სექსუალური კავშირის იძულების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს”
ოპოზიციის ალიანსი მობილიზაციის კამპანიას და 26 მაისს საპროტესტო აქციას აანონსებს
ოპოზიციის ალიანსი აცხადებს, რომ იწყებს ეროვნული მობილიზაციის კამპანიას, რომლის ფარგლებში შეკრებებს მოაწყობს ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდსა და სხვა ქალაქებში. კამპანიის ფინალი, ალიანსის განცხადებით, 26 მაისს გაიმართება, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. „31 მარტს, დამოუკიდებლობის რეფერენდუმის დღეს, ოპოზიციის ალიანსი ვიწყებთ ეროვნული მობილიზაციის კამპანიას. 35 წლის წინ, 1991 წლის 31 მარტს, ქართველი ხალხის ერთსულოვანი ნებით საქართველოს რუსეთისგან დამოუკიდებლობა გადაწყდა. 35 …
Continue reading “ოპოზიციის ალიანსი მობილიზაციის კამპანიას და 26 მაისს საპროტესტო აქციას აანონსებს”
ბზის მოჭრაზე ჯარიმა 500 ლარიდან იწყება – სამინისტრო კონტროლს ამკაცრებს
ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო კონტროლს ამკაცრებს. „ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. სანქციის ოდენობა გაზრდილია და 500-დან 2000 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს. იმ შემთხვევაში, თუ გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1000 ლარს აჭარბებს, საქმეს სისხლის სამართლის კვალიფიკაცია ენიჭება,“ – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. ეროვნული სატყეო სააგენტოს ცნობით, ბზის მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ …
Continue reading “ბზის მოჭრაზე ჯარიმა 500 ლარიდან იწყება – სამინისტრო კონტროლს ამკაცრებს”
„აქ თუ არ გაიხდი, გურჯაანში კაცებთან მოგიწევს გაშიშვლებაო“ – რა მოსთხოვა ქალს პოლიციამ
„პატარა, ოდნავ განათებული საკნისკენ მიმითითა დაგათვალიერებ და წავიდეთო. მეგონა ზედაპირულ დათვალიერებას გულისხმობდა, თუმცა სრულად გაშიშვლება ახსენა. ჩავეძიე – კი ყველაფერი უნდა გაიხადო, საცვალიცო,“- მოქალაქე მარიამ მელიქიშვილი აღწერს თუ როგორ მოექცა ქალი პოლიციელი, რომელსაც მისი იზოლატორში გადაყვანა უნდა უზრუნველეყო. მარიამ მელიქიშვილი ტროტუარზე დგომის გამო 27 მარტს, 2-დღიან პატიმრობაში გაუშვეს. იმ დღეს, ტროტუარზე დგომის გამო, პატიმრობა სხვა …
რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 31 მარტი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 31 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 297 670 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +970. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 826 ერთეული [+2] ჯავშანტექნიკა – 24 324 ერთეული [+7] საარტილერიო სისტემა – 39 110 ერთეული …
Continue reading “რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 31 მარტი”
რატომ გაიზარდა დენის ტარიფი და რა გაძვირდება ყველაზე მეტად?
პირველი აპრილიდან საქართველოში დენის ტარიფი მოსახლეობისთვის 5 თეთრით გაძვირდება. კომერციულ სექტორში დენის ტარიფი 4-6 თეთრით მოიმატებს. დენის ახალი ტარიფი ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ [სემეკ] დღეს, 30 მარტს, დაადგინა. რამდენად დასაბუთებულია სემეკის გადაწყვეტილება დენის ტარიფის გაზრდაზე და რაზე აისახება გაზრდილი ტარიფი, პირველ რიგში? – „ბათუმელები“ ამ თემაზე ეკონომისტ აკაკი ცომაიას და ფინანსისტ ნიკოლოზ შურღაიას …
Continue reading “რატომ გაიზარდა დენის ტარიფი და რა გაძვირდება ყველაზე მეტად?”
„ვიღაც ჩინოვნიკი ჩემზე მეტად ნერვიულობს ჩემს ვენახზე?!“ – მეღვინე კანონში ცვლილებაზე
„ღვინის კანონში“ დაგეგმილი ცვლილებები უკვე ძალაშია. ამ კანონის პირველი მუხლის მეორე პუნქტი კი პირველი მაისიდან ამოქმედდება. აღნიშნული მუხლი სამეწარმეო ვენახის გაშენებას შეეხება. ცვლილების მიხედვით, სამეწარმეო ვენახის გაშენება მხოლოდ სააგენტოს ნებართვითაა შესაძლებელი და მხოლოდ ნებადართული ვაზის ჯიშებისგან. ვენახის გაშენების წესს კი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ამტკიცებს. წესი ჯერ დამტკიცებული არ არის, თუმცა ახალი რეგულაციები …
საკრებულოს განმარტება – რატომ დააგეს ბათუმში, აბაშიძის ქუჩაზე ასფალტი ტენდერის გარეშე
„რატომ არ დაველოდეთ პროცედურებს და რატომ ვიჩქარეთ? ტურისტული სეზონის, გაზაფხულის დღესასწაულების და მათ შორის, ბათუმობის მოახლოებულ დღესასწაულთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი იყო, რომ სამუშაოები დაწყებულიყო დროულად და დასრულებულიყო შესაბამისად დროულად,“ – დღეს, 30 მარტს, ასე განმარტა ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან დავითაძემ მიზეზი, თუ რატომ დაიწყო საკრებულოს გვერდის ავლით ქუჩის რეაბილიტაცია ბათუმის მერიამ. ბათუმის მერიამ მემედ აბაშიძის …
კონსტიტუციურია სასამართლოში გადაღების აკრძალვა? – საკონსტიტუციომ სარჩელი განსახილველად მიიღო
არის თუ არა კონსტიტუციური „ოცნების“ ხელისუფლების მიერ მიღებული ერთ-ერთი სამართლებრივი ნორმა, რომლის მიხედვითაც ჟურნალისტს ან ნებისმიერ სხვა პირს 2025 წლის ზაფხულიდან სასამართლოს დარბაზში ფოტოს და ვიდეოს გადაღება აღარ შეუძლია. სასამართლოს დარბაზებში ხმის ჩაწერაც აიკრძალა. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ეს დადგენილება [სასამართლოებში გადაღება-ტრანსლაციის რეგულირების შესახებ] 2025 წლის ივლისში მას შემდეგ მიიღო, როცა სინდისის პატიმრების საქმეებზე, მაგალითად, „მზია …
„გამოძიება თავის გზას ნახავს, ბატონი თორნიკეც – თავისას“ – დავით გაბაიძე
დღეს, 30 მარტს, „ოცნების“ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა. დავით გაბაიძე აჭარის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ახლობელია. ამიტომ, ბრიფინგზე ჟურნალისტებმა მას ჰკითხეს, მისი თანამდებობიდან გადადგომა რამდენად უკავშირდება რიჟვაძის ფაქტორს. „ციხეში არა მაგრამ, რიჟვაძის ყველა საახლობლო სახლშია, ამას როგორ შეაფასებთ?“- ჰკითხეს ბრიფინგზე დავით გაბაიძეს. „ამ საახლობლოში ალბათ მეც მგულისხმობთ, მაგრამ ჯერ სახლში არ ვარ და …
Continue reading “„გამოძიება თავის გზას ნახავს, ბატონი თორნიკეც – თავისას“ – დავით გაბაიძე”
დავით გაბაიძემ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პოსტი დატოვა
დავით გაბაიძემ დატოვა „ოცნების“ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პოსტი. ამის შესახებ დღეს, 30 მარტს, გამართულ ბრიფინგზე თავად დავით გაბაიძემ განაცხადა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, დავით გაბაიძის პოსტს ცოტნე ანანიძე დაიკავებს. ის აჭარის უმაღლეს საბჭოში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეა. დავით გაბაიძემ დღეს ბრიფინგი მადლობით დაიწყო, მან, პირველ რიგში, მადლობა გადაუხადა „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს. „დიდი ხანია …
Continue reading “დავით გაბაიძემ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პოსტი დატოვა”
ბათუმის საკრებულო ბულვარის გენგემას ისევ ცვლის – „სან-რემო“ ჩაამატეს
ბათუმის საკრებულო დღეს, 30 მარტს, ბულვარის განაშენიანების გენგემაში კიდევ ერთი ცვლილების შეტანას გეგმავს, რომლის მიხედვითაც დოკუმენტში სანაპიროზე არსებული რესტორანი „სან-რემოს“ შენობა აისახება, როგორც არსებული ობიექტი. წინა მოწვევის საკრებულომ გენგემიდან ამოიღო „ამბასადორი ბათუმის“ მშენებარე ობიექტი, რომელიც თავდაპირველი გენგეგმით ბულვარისთვის შეუსაბამო იყო. მიწის ნაკვეთი სანაპიროზე სადაც რესტორანი „სან-რემო“ ფუნქციონირებდა, მფლობელ კომპანიას, შპს „ხიდი 2006“-ს იჯარით აქვს გადაცემული. …
Continue reading “ბათუმის საკრებულო ბულვარის გენგემას ისევ ცვლის – „სან-რემო“ ჩაამატეს”
ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 30 მარტი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 30 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 296 700 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +870. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 824 ერთეული [+4] ჯავშანტექნიკა – 24 317 ერთეული [+4] საარტილერიო სისტემა – 39 049 ერთეული …
Continue reading “ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 30 მარტი”
„იგლ ჰილსის“ პროექტი გონიოს ყოფილ პოლიგონზე, სადაც მშენებლობა შეზღუდულია აეროპორტის გამო
ბათუმში, გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორია, სადაც არაბული „იგლ ჰილსის“ პროექტია დაანონსებული, მთლიანად მოქცეულია ბათუმის აეროპორტის დაცვის არეში, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ტერიტორიაზე მშენებლობა შეზღუდულია. აეროდრომის დაცვის არეს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ადგენს და ამავე არეში შესაბამისი მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში ითანხმებს შენობა-ნაგებობების [ობიექტების] დასაშვებ სიმაღლეს. პარალელურად, ბათუმის აეროპორტის შემთხვევაში ახალი „მორგებული უსაფრთხოების ზედაპირების, მათ …
„ამოიღეთ ძაღლების გაქრობის მუხლი კანონიდან“ – ცხოველთა დამცველების პროტესტი ბათუმში
დღეს, 29 მარტს, ბათუმში, ევროპის მოედანზე, აქცია გამართეს ცხოველთა მოყვარულებმა, დამცველებმა და კინოლოგებმა. მათი მთავარი მოთხოვნაა კანონმდებლობიდან ამოიღონ ის ჩანაწერი, რომელიც ქუჩაში აყვანილი ცხოველის გარკვეულ ლოკაციაზე უკან დაბრუნებას გამორიცხავს – მათ შორის საზოგადოებრივი კვების ობიექტთან, აგრარულ ბაზრებთან, სასტუმროსთან, სკოლებთან. აქციის მონაწილეთა თქმით, მათთვის ბუნდოვანია, თუ რას უპირებენ ასეთ ადგილებში აყვანილ ძაღლებს და შესაბამისად, ეს ჩანაწერი …
ბათუმი-სარფის ახალი გზისთვის ქალაქი ქონებას სახელმწიფოს გადასცემს
ხელვაჩაურის სოფელ ახალსოფელში მდებარე მიწის ნაკვეთს და მასზე განთავსებულ ნაგებობებს, რომლებიც ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია, ქალაქი სახელმწიფოს გადასცემს. მიწის ნაკვეთის ფართობი 7 824, ხოლო შენობა-ნაგებობების საერთო ფართობი 5 992 კვადრატული მეტრია. ქონების გადაცემა, როგორც ბათუმის მერიის მიერ მომზადებულ დოკუმენტებშია აღნიშნული, ბათუმი-სარფის ახალი გზის პროექტს უკავშირდება. საკითხი ბათუმის საკრებულომ 30 მარტს სხდომაზე უნდა განიხილოს. ბათუმის მერიის მიერ …
Continue reading “ბათუმი-სარფის ახალი გზისთვის ქალაქი ქონებას სახელმწიფოს გადასცემს”
როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან ბათუმში
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 29 მარტის 21 საათიდან 30 მარტის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი. წვიმა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 10 – 15 გრადუსი სითბო ღამით: 7 – 12 გრადუსი სითბო მთიან მუნიციპალიტეტებში: დღისით: 6 – 11 გრადუსი სითბო …
რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 29 მარტი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 29 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 295 830 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 360. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 820 ერთეული [+8] ჯავშანტექნიკა – 24 313 ერთეული [+16] საარტილერიო სისტემა – 39 001 …
Continue reading “რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 29 მარტი”
კომპანიამ ბათუმში კერძო სახლები დაანგრია და 1,4 ჰექტარზე კორპუსების აშენებას გეგმავს
ბათუმში, გრიბოედოვის ქუჩიდან კომახიძის ქუჩამდე ერთ კვარტალს სამშენებლოდ ამზადებენ. ტერიტორიები შეისყიდა 2022 წელს დაფუძნებულმა კომპანიამ, რომელსაც ედნარ პაპუნაიშვილი ფლობს. კერძო კომპანიამ აქ ჰექტარ-ნახევარი ტერიტორია გამოისყიდა. ორ საკადასტრო ერთეულზე ერთი დაუსრულებელი კორპუსისა და დაბალსართულიანი ფუნქციური შენობების დემონტაჟი თითქმის დასრულებულია. შენობებისგან უკვე გამოთავისუფლებულია ტერიტორიის დიდი ნაწილი. კომპანიის საკუთრებაში არსებული ტერიტორია მოიცავს გრიბოედოვის #62, 64, 64 ა-ში რეგისტრირებულ …
„ამბასადორი“ ხელოვნური კუნძულისთვის ჭოროხიდან ულიცენზიოდ კიდევ 301 140 კუბ/მ ხრეშს ამოიღებს
მდინარე ჭოროხის კალაპოტის სამ უბანზე, დაახლოებით 15 ჰექტარ ფართობზე, კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ დამატებით 301 140 კუბურ მეტრ ქვიშა-ხრეშს ულიცენზიოდ ამოიღებს. მთავრობის განკარგულებით, კომპანია ერთი წლით გათავისუფლდა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან და მიეცა უფლება, აღნიშნული რაოდენობის მასალა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლების, ჭარნალისა და თხილნარის ტერიტორიაზე [ჭოროხის კალაპოტში] მოიპოვოს. „სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, ქალაქ ბათუმში, ოდისეი …
სურსათის სააგენტო ძაღლის დასაჭერ მარყუჟებს ყიდულობს – ტენდერი 436 800 ლარით
სურსათის ეროვნული სააგენტო 364 ცალ ძაღლის დასაჭერ სახელურიან მარყუჟს ყიდულობს. მარყუჟების შესყიდვაზე სააგენტომ ელექტრონული ტენდერი 436 800 ლარით გამოაცხადა, ანუ 1 ცალი მარყუჟის შესყიდვის მაქსიმალური ფასი 1 200 ლარია. „364 ცალი ძაღლის დასაჭერი სახელურიანი მარყუჟი / მახასიათებლები: ლასო – ფოლადის იზოლირებული ბაგირით, 360°-ით მბრუნავი თავით, ფიქსატორით, სათადარიგო ბაგირით და მარყუჟის ქვედა ნაწილი პლასტმასით ან ალუმინით. …
Continue reading “სურსათის სააგენტო ძაღლის დასაჭერ მარყუჟებს ყიდულობს – ტენდერი 436 800 ლარით”
ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 28 მარტი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 28 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 294 470 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 300. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 812 ერთეული [+4] ჯავშანტექნიკა – 24 297 ერთეული [+10] საარტილერიო სისტემა – 38 936 …
Continue reading “ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 28 მარტი”
პარლამენტი 60 000 ბოთლ წყალში 58 000 ლარს იხდის, შარშან კი 22 ათასად იყიდა – მინის ბოთლები პლასტმასის ნაცვლად
საქართველოს პარლამენტის აპარატმა 60 000 ბოთლი არაგაზირებული სასმელი წყლის შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. პირობის თანახმად, წყალი 0,5-ლიტრიან მინის ბოთლებში უნდა იყოს დაფასოებული. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 58 200 ლარია [რაც ერთი ბოთლისთვის მაქსიმუმ 97 თეთრს შეადგენს]. მიწოდების ვადად 2026 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით პერიოდია განსაზღვრული. აღსანიშნავია, რომ პარლამენტს 60 000 ბოთლ სასმელ წყალზე ხელშეკრულება უკვე გაფორმებული აქვს …
„ოცნებას“ ანაკლიის კარტი აქვს შემონახული გასათამაშებლად – ინტერვიუ
„ოცნებამ“ დაინახა ანაკლიის პორტი, როგორც ვაჭრობის შესაძლებლობა პარტნიორებთან… თუ რეალური ინტერესი გაჩნდა ამერიკელების მხრიდან და ეს ინტერესი ემთხვევა „ოცნების“ პოლიტიკურ ამოცანებს — ეს არის მათთვის მნიშვნელოვანი სინამდვილეში, რადგან „ქართულ ოცნებას“ არ აღელვებს ანაკლიის გეოპოლიტიკური მნიშვნელობა,“ – მიიჩნევს თინა ხიდაშელი, რომელსაც ანაკლიის პორტში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის ვიზიტზე ვესაუბრეთ. თინა ხიდაშელის აზრით, პირველ ეტაპზე ისტორიული მომენტი ხელიდან …
Continue reading “„ოცნებას“ ანაკლიის კარტი აქვს შემონახული გასათამაშებლად – ინტერვიუ”
,,ნეტგაზეთის” რეპორტიორის სხდომა გახსნისთანავე გადაიდო
დღეს, 27 მარტს, ჩანიშნული ,,ნეტგაზეთის” რეპორტიორის, მარიამ ძიძარიას სასამართლო სხდომა გახსნიდან რამდენიმე წუთში გადაიდო. მოსამართლე თორნიკე კაპანაძეს მომდევნო სხდომის თარიღი ჯერ არ განუსაზღვრავს. სხდომის გადადების შუამდგომლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, თინათინ კაჭკაჭიშვილმა დააყენა. მისი თქმით, სჭირდებათ დრო დამატებითი მტკიცებულებების მოსაპოვებლად. ძიძარიას ადვოკატმა, ნიკა სიმონიშვილმა განმარტა, რომ სამართალდარღვევის ოქმი დაახლოებით თვე-ნახევრის წინ არის შედგენილი. მისთვის გაუგებარია, …
Continue reading “,,ნეტგაზეთის” რეპორტიორის სხდომა გახსნისთანავე გადაიდო”
2025 წელს უფრო მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა
2025 წელს საქართველოში 44 319 ადამიანი გარდაიცვალა. ეს მაჩვენებელი 0.8 პროცენტით მეტია 2024 წელთან შედარებით. 2024 წელს საქართველოში 43 971 ადამიანი გარდაიცვალა. საქსტატის მონაცემების მიხედვით, ყოველ 1000 ახალშობილზე (1 წლამდე ასაკში) დაახლოებით 7–8 ბავშვი გარდაიცვალა. საქსტატის ინფორმაციით, 2025 წელს საქართველოში უარყოფითი ბუნებრივი მატება დაფიქსირდა [სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის] და – 6 452 …
Continue reading “2025 წელს უფრო მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა”