2025 წელს უფრო მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა

2025 წელს საქართველოში 44 319 ადამიანი გარდაიცვალა. ეს მაჩვენებელი 0.8 პროცენტით მეტია 2024 წელთან შედარებით. 2024 წელს საქართველოში 43 971 ადამიანი გარდაიცვალა. საქსტატის მონაცემების მიხედვით,  ყოველ 1000 ახალშობილზე (1 წლამდე ასაკში) დაახლოებით 7–8 ბავშვი გარდაიცვალა. საქსტატის ინფორმაციით, 2025 წელს საქართველოში უარყოფითი ბუნებრივი მატება  დაფიქსირდა [სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის] და – 6 452 …

ფოთში ზღვის დაბინძურების შემთხვევა გამოვლინდა

გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, შავი ზღვის დაბინძურების ფაქტზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება დაიწყო. დეპარტამენტის განცხადებით, ფოთში, თევზისა და ზღვის პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმოს მიერ, ნავმისადგომზე, სეინერებიდან სპეციალურ ავტომანქანებში, შესაბამისი ლიცენზიის საფუძველზე მოპოვებული თევზის გადმოტვირთვა ხორციელდებოდა, რა დროსაც დაფიქსირდა გამოყენებული/ნაწრეტი სისხლნარევი წყლების ხმელეთიდან ზღვის ავკატორიაში ჩაღვრა. შედგა ინსპექტირების აქტი. საქმისწარმოების დასრულების შემდეგაც, მოხდება შესაბამისი რეაგირება,“-წერს გარემოს ზედამხედველობა. …

როგორ აირჩევენ ახალ კათოლიკოს-პატრიარქს

საქართველოს ახალი კათოლიკოს-პატრიარქი წმინდა სინოდიდან უნდა აირჩეს. წმინდა სინოდში 39 წევრია. საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების მიხედვით, კათოლიკოს-პატრიარქი შეიძლება გახდეს სინოდის წევრი, რომელიც არის 40 წელზე მეტი ხნის, მაგრამ არაუმეტეს 70 წლისა. სინოდის 39 წევრიდან 9 წევრი 70 წელზე მეტი ხნის ასაკისაა. 70 წელზე ნაკლები ასაკის ყველა მღვდელმთავარს აქვს შანსი გახდეს მომავალი კათოლიკოს-პატრიარქი. საქართველოს …

საბავშვო ბაღების მშენებლობის თანხიდან 4,7 მილიონი მიითვისეს, დაკავებულია 4 პირი – პროკურატურა

საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით 16 საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის გამოყოფილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ორგანიზებული ჯგუფის მიერ მითვისების, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის, სამსახურებრივი გულგრილობისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტებზე 9 პირს ბრალდება წარუდგინეს. კერძოდ, პროკურატურამ სხვადასხვა მუნიციპალიტეტში 1550 ბავშვზე გათვლილი 16 საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის გამოყოფილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების, ორგანიზებული ჯგუფის მიერ …

საქართველოში შობადობა 4.1%-ით შემცირდა – საქსტატი

2025 წელს საქართველოში 37 867 ბავშვი დაიბადა. მათ შორის 19 856 ბიჭი და 18 011 გოგო. საქსტატის ინფორმაციით, წინა წელთან შედარებით შობადობა 4.1 %-ით შემცირდა. 2024 წელს საქართველოში 39 483 ბავშვი დაიბადა. 2025 წელს ყველაზე მეტი ბავშვი დაიბადა თბილისში (14 334 ბავშვი), ხოლო ყველაზე ცოტა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში (191 ბავშვი). „2025 წელს, 2024 …

ბათუმში ისევ შეჩერდა მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრის მშენებლობა – „გრუნტი შესასწავლია“

ბათუმში მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრის მოწყობა ისევ გადაიდო – მშენებლობა დაწყებული იყო, მაგრამ მალევე „აღმოაჩინეს“, რომ შესასწავლია საპროექტო ტერიტორიის გრუნტი, რაც პირდაპირ კავშირშია ასაშენებელი ნაგებობების უსაფრთხოებასთან. ბათუმის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტის მიხედვით, რომელიც საკრებულომ 30 მარტს უნდა განიხილოს, ვიგებთ, რომ ტენდერი შეწყვეტილია და პროექტისთვის გამოყოფილი თანხა 8,6 მილიონი ლარი გამოთავისუფლდა. შესყიდვების პორტალზე ატვირთული მონაცემების მიხედვით, ბათუმის მერიამ …

კვირას, 29 მარტს, ქუთაისში აქცია გაიმართება

29 მარტს ქუთაისში აქცია – „ძალა ერთობაშია“ გაიმართება. მოქალაქეები საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან ქუთაისში, მერიის შენობის წინ, დღის 3 საათზე შეიკრიბებიან. შეკრების შემდეგ დაგეგმილია მსვლელობა. „საქართველოში უკვე წელიწად-ნახევარზე მეტია გრძელდება სამოქალაქო წინააღმდეგობა ანტიდასავლური და ავტორიტარული მმართველობის წინააღმდეგ. საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ცივილიზაციური არჩევანი არის ევროპული განვითარება – ქვეყანა, სადაც დაცულია თითოეული მოქალაქის ღირსება, თავისუფლება და უსაფრთხოება. …

რა გადაწყვიტა საკონსტიტუციომ „მარიხუანას საქმეზე“ – მოსამართლე ხუჭუას წარდგინება არ დაკმაყოფილდა

საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას წარდგინება. სასამართლომ მიიჩნია, რომ პროპორციული სასჯელია, თუ მცირე რაოდენობით მარიხუანის აღმოჩენის შემთხვევაში ადამიანს 3 ან 5 წლის ვადით ჩამოერთმევა რიგი უფლებები, მათ შორის, მართვის უფლება. ამ საქმეზე პლენუმმა იმსჯელა, თუმცა მას არ დაეთანხმა ორი მოსამართლე: გიორგი კვერენჩხილაძე და თეიმურაზ ტუღუში. მათ განსხვავებული აზრი აქვთ, თუმცა ის ჯერ საკონსტიტუციო …

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 27 მარტის 21 საათიდან 28 მარტის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა. უმეტესად უნალექოდ, ზოგან შესაძლებელია ნისლი. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 13 – 18 გრადუსი სითბო ღამით: 4 – 9 გრადუსი სითბო მთიან მუნიციპალიტეტებში: დღისით: 13 …

შსს: ბათუმში სწრაფი ჩარიცხვის აპარატებში ყალბი ფულის შეტანისთვის 3 პირი დააკავეს

შსს-მ ბათუმში დააკავა სამი პირი, რომლებსაც ბრალი ედებათ სწრაფი ჩარიცხვის აპარატებში ყალბი კუპიურების მოთავსებაში. შსს-ს მიხედვით, ბრალდებულებმა სხვადასხვა ანგარიშზე 8 ათასი ლარის ყალბი კუპიურები შეიტანეს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა  დიდი ოდენობით ჩადენილი თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტებზე 1998 წელს დაბადებული გ.ა., 1996 წელს დაბადებული  წარსულში ნასამართლევი  გ.გ. და 1984 …

რკინიგზა სააღდგომოდ რეისებს ამატებს ბათუმისა და ფოთის მიმართულებით

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს რკინიგზა რეისებს ამატებს. რკინიგზის განცხადებით, გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, 8 აპრილიდან 14 აპრილის ჩათვლით, თბილისი-ბათუმისა და თბილისი-ფოთის მიმართულებით დამატებითი მატარებლები იმოძრავებენ.

გარდაიცვალა ჩვილი, რომელიც ბათუმში დედამ საპირფარეშოში გააჩინა

კლინიკა „მედინას“ ცნობით, დღეს, 27 მარტს, ბათუმში გარდაიცვალა ახალშობილი, რომელიც დედამ კლინიკის საპირფარეშოში გააჩინა. „დიდი გულისტკივილით გაცნობებთ, რომ მიუხედავად ექიმების მრავალდღიანი ინტენსიური ბრძოლისა და განხორციელებული ყველა შესაძლო სამედიცინო ღონისძიებისა, 23 თებერვალს ირის ბორჩაშვილის ჯანმრთელობის ცენტრ „მედინაში“ დაბადებული ახალშობილი (ჩვენი კლინიკის თანამშრომლის შვილი) ამ დილით გარდაიცვალა. კლინიკის გუნდი პირველივე წუთებიდან მოქმედებდა უმაღლესი პროფესიული სტანდარტების დაცვით. პროცესში …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 27 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 27 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 293 170 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 000. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 808 ერთეული [+1] ჯავშანტექნიკა – 24 287 ერთეული [+9] საარტილერიო სისტემა – 38 863 …

„ჩვენთან პირველ პირად რომ დანიშნონ „ხარება“, ისე მოხდა ირანში“ – ინტერვიუ ირანისტთან

„აიათოლა ხამენეის მოკვლის შემდეგ ირანში დამთავრდა დიდი აიათოლების ეპოქა – მოჯთაბა ხამენეი უკვე არის ფაქტობრივად „გუშაგთა კორპუსის“  კადრი. გამოდის, როლები გაცვალეს „გუშაგთა კორპუსმა“ და აიათოლებმა,“ – ამბობს ირანისტი ვასილ ღლონტი. მას ვესაუბრეთ პროტესტზე, რომელმაც სასტიკი რეჟიმის და ხალხის ხოცვა-ჟლეტის მიუხედავად, მაინც იფეთქა ირანში. რა ბედი ეწია ფართომასშტაბიან პროტესტს ირანში? „ისინი ვეღარ გამოდიან ქუჩაში, რადგან ხოცავენ. …

ბათუმში მანქანის ტროტუარზე დგომა-გაჩერებისთვის 1-ლი მაისიდან ჯარიმა 100 ლარი იქნება

ბათუმში სატრანსპორტო საშუალების ტროტუარზე ან ქვეითთა გადასასვლელზე დგომის ან გაჩერებისთვის ჯარიმა 100 ლარი 2026 წლის პირველი მაისიდან გახდება. ამ დროისთვის ანალოგიური დარღვევისთვის ჯარიმა 10 ლარია. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ პარლამენტის მიერ დამტკიცებული კანონი ძალაში 2026 წლის 1-ლი მაისიდან შედის. ამ კანონით: „თვითმმართველი ქალაქის − ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალების ტროტუარზე ან ქვეითთა …

მომსახურების სააგენტომ და შემოსავლების სამსახურმა 110 მილიონი ლარი ნაშთი ბიუჯეტში უნდა ჩარიცხონ

მთავრობის ახალი განკარგულებით შსს-ს მომსახურების სააგენტომ და შემოსავლების სამსახურმა თავიანთ ანგარიშებზე განთავსებული თავისუფალი ნაშთიდან ჯამში 110 მილიონი ლარი სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა ჩარიცხონ. კერძოდ: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ – 60 000 000 ლარი, მათ შორის: 2026 წლის 31 მარტამდე – 30 მილიონი ლარი, ხოლო არაუგვიანეს 2026 წლის 15 დეკემბრისა – 30 მილიონი ლარი; შემოსავლების …

„გვაყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას, იყო ფიზიკური ძალადობაც“ – რა ხდება ბათუმის ბოტანიკურ ბაღში

„ბოტანიკურ ბაღში“ 10 წელი ვიმუშავე. თუმცა მას შემდეგ, რაც ახალი დირექტორი დაინიშნა, მდგომარეობა შეიცვალა და თანამშრომლები ძალიან ცუდ დღეში ჩაგვაგდეს. ძალიან უხეშად გველაპარაკებოდა ახალი ხელმძღვანელი და სხვა უფროსებიც უხეშები გახდნენ. არ ითქმის, ისეთი რაღაცები იკადრეს. იყო ფიზიკური ძალადობაც“, – გვეუბნება ერთ-ერთი მოქალაქე, რომელიც ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ჯერ მებაღედ მუშაობდა, ბოლო წლებში კი – მეფუტკრედ. სამსახურიდან …

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელს ანაკლიის პროექტი გააცნეს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენელი, პიტერ ანდრეოლი დღეს, 26 მარტს, ანაკლიაშია. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა პიტერ ანდრეოლის  ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის მიმდინარეობა გააცნო. „ამერიკულმა დელეგაციამ, ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან ალან პერსელთან ერთად, ადგილზე დაათვალიერა სამშენებლო-სამობილიზაციო სამუშაოები, რომელსაც ბელგიური კომპანია „იან დე ნული“ (Jan De Nul) ახორციელებს“ …

ორსული ცოლის ცემასა და გაუპატიურებაში ბრალდებული კაცი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კახეთში დააკავეს წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 1992 წელს დაბადებული გ.ტ. წინასწარი შეცნობით ოჯახის ორსული წევრის მიმართ ჩადენილი მუქარის, ძალადობისა და გაუპატიურების ბრალდებით. „საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, ბრალდებულმა თელავის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, მეუღლეს – 1991 წელს დაბადებულ ზ.ო.-ს მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა და ფიზიკური ძალადობა განახორციელა, ასევე …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 26 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 26 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 292 170 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 210. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 807 ერთეული [+1] ჯავშანტექნიკა – 24 278 ერთეული [+4] საარტილერიო სისტემა – 38 795 …

რატომ ინახავენ „ოცნების“ მაღალჩინოსნები ათასობით დოლარს სახლში – ფული „შავი დღისთვის“?

„ქართული ოცნების“ პარლამენტარები და მინისტრები ათასობით ლარს, დოლარსა და ევროს სახლებში ინახავენ. 2025 წლის ქონებრივი დეკლარაციების მიხედვით, ნაღდი ფულის გადანახვის რეკორდს ხსნიან ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა და მისი ძმისშვილი, „ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრი, ვახტანგ თურნავა. მაგალითად, ნათია თურნავას 2025 წლის დეკლარაციის მიხედვით, მარტო ერთ წელიწადში 540 473 ლარი აქვს დაფიქსირებული გასავლის სახით. ამის ფონზე, …

ბათუმის ბულვართან ისტორიული სახლი დაანგრიეს და კორპუსს აშენებენ [ფოტო]

ბათუმში, ნინოშვილის ქუჩაზე, ძეგლის დაცვის ზონაში, შპს „გუმბათი ბულვარის კარიბჭემ“ ისტორიული სახლი დაანგრია და აქ მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას გეგმავს. 2019 წელს აქ 18-სართულიანი კორპუსის მშენებლობა „დექსტერ დეველოპმენტს“ სურდა, თუმცა ყოფილმა მერმა ლაშა კომახიძემ ნებართვა არ გასცა,  მოტივი – სამშენებლო ტერიტორია ძეგლის დაცვის ზონაშია და მაღლივი მშენებლობა ძეგლებს დაჩრდილავს. ამ საქმესთან დაკავშირებით მას ფარული სატელეფონო …

რა ელით დამეწყრილი კურსების მცხოვრებთ?- დაზარალებულები სახელმწიფოს პასუხს ელიან

„სამწუხაროდ, ჯერჯერობით არც გეოლოგიური დასკვნა გვაქვს და არც ის ვიცით, რამ გამოიწვია მეწყერი. არც სოფლისკენ მიმავალი გზა გახსნილა, არც სახლებში დაბრუნების უფლება გვაქვს, რომ ნივთები ავიღოთ. ამ ეტაპზე, გაგვიყვანეს ქირით და ესაა,“ – სოფელ კურსების მცხოვრები ხატია ბეროძე „ბათუმელებს“ უყვება, როგორ ცხოვრობენ სოფლიდან ერთი ხელი ტანსაცმლით გამოქცეული ადამიანები. 12 მარტის ღამეს სოფელ კურსების მცხოვრებები საწოლებიდან …

ფარნავაზისა და ფიროსმანის ქუჩების შეერთება – ქონების გამოსყიდვაში ბიუჯეტიდან 5 მილიონამდე ლარი იხარჯება 

ფარნავაზ მეფისა და ფიროსმანის ქუჩების შეერთების პროექტისთვის ბათუმის მერიას კერძო მესაკუთრეებისგან ქონების გამოსასყიდად უკვე გადახდილი აქვს 4,3 მილიონი ლარი. ამავე პროექტის ფარგლებში, მერია დამატებით 572 245 ლარის ღირებულების მიწის გამოსყიდვას გეგმავს, რისთვისაც 2026 წლის ბიუჯეტში ცვლილებები შეაქვს. ფარნავაზ მეფისა და ფიროსმანის ქუჩების შეერთების სამუშაოები 2025 წლის 10 დეკემბრის ჩათვლით უნდა დამთავრებულიყო, თუმცა ჯერ დაწყებულიც არ …

„იმედისა“ და „პოსტვის“ დამფინანსებელ კომპანიებს მეორადი სანქციები ემუქრებათ – TI-ს მონიტორინგი

2026 წლის 24 თებერვალს დიდმა ბრიტანეთმა პროსამთავრობო პროპაგანდისტული ტელევიზიები – „იმედი“ და „პოსტვი“ დაასანქცირა უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული სრულმასშტაბიანი ომის შესახებ განზრახ მცდარი ინფორმაციის გავრცელებისთვის. „იმედისა“ და „პოსტვის“ დასანქცირების საფუძვლად ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ არსებული სასანქციო რეჟიმი გამოიყენა, რითაც ისინი რუსეთის სასარგებლოდ საინფორმაციო ომში ჩართულ მხარეებად გამოაცხადა და მიზნად  ფინანსური შეზღუდვების გზით ამგვარი საქმიანობის შეჩერება დაისახა. …

ხანძრის შედეგად წაბლანაში სახლი დაიწვა

ხულოში, სოფელ წაბლანაში ხანძრის შედეგად ერთი საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ცეცხლი 24 მარტს, დილით ადრე გაჩნდა და სახლი სრულად გაანადგურა. ოჯახმა ვერაფრის გადარჩენა ვერ შეძლო. ცეცხლის გაჩენის მომენტში სახლში მეპატრონე მარტო იმყოფებოდა, მან ხანძარს თავი დააღწია. „ტრადიციულად, სამაშველო ჯგუფის ადგილზე მოსვლამდე, სოფლის მოსახლეობამ შეძლო შიშველი ხელებით გადაერჩინა დამხმარე შენობა-ნაგებობა და ბოსელი. მიუხედავად ადგილობრივ მცხოვრებთა მრავალ გზის …

აჭარაში ინტერპოლით ძებნილი 2 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები, 1998 წელს დაბადებული უ.ი. და 1992 წელს დაბადებული უ.ჰ. სხვადასხვა დროს დააკავეს. „თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ, უ.ი. განზრახ მკვლელობის, ხოლო უ.ჰ. დამნაშავის მიერ საცხოვრებელი ადგილის ხელშეუხებლობის დარღვევის ბრალდებით ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდნენ. ამჟამად დაკავებულების მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები …

„2028-2029 სასწავლო წელს სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტთა მიღების კვოტები გაორმაგდება“ – სამინისტრო

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 2028-2029 სასწავლო წელს სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტთა მიღების კვოტები გაორმაგდება, ვინაიდან მე-11 და მე-12 კლასების მოსწავლეები სკოლებში სწავლას ერთდროულად დაასრულებენ. „ცვლილება ასევე შეეხება მაგისტრატურის საფეხურს, რადგან საბაკალავრო პროგრამების უმეტესობა 3-წლიანი სწავლების მოდელზე გადავიდა. 2027-2028 სასწავლო წელს საბაკალავრო პროგრამებს დაასრულებს როგორც 2024, ისე 2025 წელს ჩარიცხული სტუდენტების უდიდესი ნაწილი. შესაბამისად, 2028-2029 სასწავლო წლისთვის სახელმწიფო …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 25 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 290 960 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 220. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 806 ერთეული [+6] ჯავშანტექნიკა – 24 274 ერთეული [+3] საარტილერიო სისტემა – 38 746 …

ბათუმის ბიუჯეტი იზრდება – ვის შეხვდება ნამატი თანხა

ბათუმის მერია ბიუჯეტს ცვლის – 2026 წლის ბიუჯეტის გადასახდელები 22 მილიონი ლარით იზრდება. იზრდება ბიუჯეტის ნაშთიც. 2026 წლის ბიუჯეტის ნაშთის ცვლილების საპროგნოზო მაჩვენებელი 16 მილიონ 724 ათასი ლარით იზრდება და, საერთო ჯამში, 82 მილიონ 650 ათას ლარს აღწევს. მერიის განმარტებით, „2025 წლის ბოლოსთვის ნაშთის დაგროვება ბიუჯეტით განსაზღვრული საკუთარი შემოსავლების დაგეგმილ საპროგნოზო მაჩვენებლებზე მეტი ფინანსური სახსრების …

მშენებლობის ნებართვებში 9.4 მილიონი გადაიხადეს – 2025 წლის ბათუმის ბიუჯეტის ანგარიში

ბათუმის მერია 2026 წლის ბიუჯეტში ცვლილებას გეგმავს და ეკონომიების ხარჯზე გამოთავისუფლებული თანხის გადანაწილების გარდა, ზოგიერთ საპროგნოზო მაჩვენებელს ზრდის – როგორც თავად განმარტავს, „შემოსულობების გათვალისწინებით“. ცვლილება საკრებულომ 30 მარტს დაგეგმილ სხდომაზე უნდა დაამტკიცოს. ამავე სხდომაზე მერიამ საკრებულოს გასული წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშიც უნდა წარუდგინოს. ანგარიშის მიხედვით, ადმინისტრაციული მოსაკრებლებისა და გადასახდელების სახით ბიუჯეტში ასახულია 89 მილიონ  390 …

ქობულეთში კიდევ ათობით კომერციულ ობიექტს დაანგრევენ – მერიის განმარტება

ბათუმის შემდეგ ე.წ. უნებართვო ობიექტების ნგრევა ქობულეთში დაიწყეს. დღეს, 24 მარტს, ქობულეთის მერიის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარედ დაანგრიეს ერთ-ერთი სავაჭრო ობიექტი. ქობულეთის მერიის პრესცენტრში განმარტავენ, რომ 30-მდე „უნებართვოდ განთავსებული სავაჭრო და სხვა კომერციული დანიშნულების“ ობიექტის მფლობელი გააფრთხილეს. „30-ზე მეტ ობიექტის მფლობელს მიეცა შესაბამისი გაფრთხილება, რათა გონივრულ ვადაში გაეთავისუფლებინათ დაკავებული ტერიტორიები. ყველა ობიექტს გასული ჰქონდა საიჯარო ხელშეკრულებით …

უკანონო სამუშაოების დაკანონება – როგორ „აგვარებს“ ბათუმის მერია აბაშიძეზე ქვაფენილის აყრის საკითხს

ბათუმის მერიამ მემედ აბაშიძის გამზირზე ქვაფენილის დემონტაჟი ისე დაიწყო, რომ სამუშაოები არც ქალაქის ბიუჯეტში იყო გათვალისწინებული და არც შესაბამისი ტენდერი გამოცხადებულა. „ბათუმელები“ ამ დარღვევის შესახებ ჯერ კიდევ 16 მარტს წერდა და ქალაქის მერიასაც მიმართა. პასუხი დღემდე არ მიგვიღია. პასუხის ნაცვლად, მერიას პრობლემის „მოგვარებაზე“ დაუწყია მუშაობა. კერძოდ, მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ შეცვალა სხვა ქუჩებთან …

ივანიშვილის სასტუმროსთან შეკვეთილში საპროტესტო აქციას მართავენ

“ივანიშვილთან იმიტომ მოვედით, რომ მისი მოყვანილი ხელისუფლებაა და მოგვხედოს” – ამბობენ მოქალაქეები, რომლებიც შეკვეთილში, სასტუმრო ,,პარაგრაფთან” აქციას მართავენ. შეკვეთილში, სასტუმრო “პარაგრაფთან” საპროტესტო აქციას  ბათუმის ბულვარში დასაქმებულები მართავენ, რომლებსაც ბათუმის მერიამ სავაჭრო ჯიხურები წაართვა. ბათუმის ბულვარში დასაქმებულები საპროტესტო აქციით ცდილობენ ხმა მიაწვდინონ ბიძინა ივანიშვილს, პარტია “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარეს. “აქ ჩამოვედით იმიტომ, რომ ბიძინამ გაიგოს ჩვენ …

ბათუმში განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1998 წელს დაბადებული დ.შ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბათუმში თურქეთის მოქალაქე – 1981 წელს დაბადებული ა.ფ. ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა. დაჭრილი მამაკაცი კლინიკაში მოათავსეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა. პოლიციამ დ.შ. ბრალდებულის სახით დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.“ – …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 24 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 24 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 289 740 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +890. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 800 ერთეული [+6] ჯავშანტექნიკა – 24 271 ერთეული [+3] საარტილერიო სისტემა – 38 695 ერთეული …

Exit mobile version