აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის მიერ შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ შედეგების მიხედვით 2015 წლის 10 საუკეთესო სპორტსმენი, პერსპექტიული სპორტსმენები, საუკეთესო მწვრთნელები, საუკეთესო ფედერაციები, ვეტერანი სპორტის მუშაკები და წლის სპორტული ჟურნალისტები დაასახელა. დეპარტამენტის წლის შემაჯამებელი ღონისძიება, რომელსაც ესწრებოდნენ, უმაღლესი საბჭოსა და აჭარის მთავრობის წარმომადგენლები ბათუმში, სასტუმრო ინტურისტში, 28 დეკემბერს გაიმართა. დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ნომინაციებით აჭარაში 2015 …
Category Archives: მთავარი
ტელეარხ 25-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი სარედაქციო დამოუკიდებლობაზე გავლენის მცდელობაზე საუბრობს
29 დეკემბერს „ტელეარხი 25“-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, მაია მერკვილაძემ „დემოკრატიული ჩართულობის“ ცენტრში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მას ტელევიზიის ხელმძღვანელობა დაუსაბუთებლად აიძულებს ორთვიან ფასიან შვებულებაში გასვლას. ამას საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი სარედაქციო პოლიტიკაზე გავლენის მცდელობად აფასებს. „ტელევიზიის დირექტორმა გია სურმანიძემ და მფლობელმა ჯემალ ვერძაძემ გადაწყვიტეს, რომ ორი თვით უნდა დამესვენა და ფასიანი შვებულება შემომთავაზეს. მოვითხოვე განმარტება და …
„არ შეუცვალოთ ძველ ბულვარს იერ-სახე” – მორიგი აქცია ბათუმში
29 დეკემბერს, საზოგადოების ნაწილი ძველი ბულვარის იერ-სახის დასაცავად ისევ გამოვიდა. საპროტესტო აქციის მონაწილეები ხელისუფლებას სთხოვენ შეაჩერონ ბულვარში დაწყებული ცვლილებები და ბულვარს ისტორიული სახე შეუნარჩუნონ. აქციის დასაწყისში მცირე ინცინდენტს ჰქონდა ადგილი. არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდული ინიციატივა მომავალი საქართველოსთვის“ წევრებმა არჩილ ხაბაძის, დავით ბალაძის, ავთანდილ ბერიძის, დავით ბაციკაძის და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელის მირანდა ჩარკვიანის ფოტოები მოიტანეს …
Continue reading “„არ შეუცვალოთ ძველ ბულვარს იერ-სახე” – მორიგი აქცია ბათუმში”
აჭარის მთავრობის პასუხი ოპოზიციას ეკოლოგიური განათლებისა და ტყის დაცვის პროგრამებზე
აჭარის მთავრობას მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით უმაღლესი საბჭოდან მიღებულ 85 შენიშვნასა თუ წინადადებაზე მოუწია პასუხის გაცემა. შენიშვნების 1/3-ზე მეტი ფრაქცია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ეკუთვნის. „ბათუმელები“ აგრძელებს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შენიშვნებსა და მათზე აჭარის მთავრობის პასუხების [სტილის დაცვით] გამოქვეყნებას: ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ [ენმ]: ყურადღებას იპყრობს რამდენიმე პროგრამის მრავალწლიანი გეგმის განწერა, მაგ: გაურკვეველია ეკოლოგიური განათლების ხელშეწყობა და …
აჭარის მთავრობის პასუხი ოპოზიციას სოფლის მეურნეობის პროგრამებზე
აჭარის მთავრობას მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით უმაღლესი საბჭოდან მიღებულ 85 შენიშვნასა თუ წინადადებაზე მოუწია პასუხის გაცემა. შენიშვნების 1/3-ზე მეტი ფრაქცია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ეკუთვნის. „ბათუმელები“ აგრძელებს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შენიშვნებსა და მათზე აჭარის მთავრობის პასუხების [სტილის დაცვით] გამოქვეყნებას: ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ [ენმ]: თვალშისაცემია ის გარემოება, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტში ერთი მესამედი შრომის ანაზღაურების …
Continue reading “აჭარის მთავრობის პასუხი ოპოზიციას სოფლის მეურნეობის პროგრამებზე”
აჭარის მთავრობის პასუხი ოპოზიციას ეკომიგრანტი ოჯახების პრობლემებზე
აჭარის მთავრობას მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით უმაღლესი საბჭოდან მიღებულ 85 შენიშვნასა თუ წინადადებაზე მოუწია პასუხის გაცემა. შენიშვნების 1/3-ზე მეტი ფრაქცია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ეკუთვნის. „ბათუმელები“ აგრძელებს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შენიშვნებსა და მათზე აჭარის მთავრობის პასუხების [სტილის დაცვით] გამოქვეყნებას: ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ [ენმ]: განსაკუთრებულ ყურადრებას იმსახურებს ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამა, რომლის ბიუჯეტი …
Continue reading “აჭარის მთავრობის პასუხი ოპოზიციას ეკომიგრანტი ოჯახების პრობლემებზე”
აჭარის მთავრობის პასუხები ოპოზიციის შენიშვნებზე 2016 წლის ბიუჯეტის პროექტის ირგვლივ
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის განკარგულებით 2015 წლის 30 დეკემბერს უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სხდომაა ჩანიშნული. საბჭოს წევრები აჭარის 2016 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტს განიხილავენ. კანონპროექტი უმაღლეს საბჭოში ერთხელ უკვე ჩავარდა. იმ შემთხვევაში, თუ უმაღლესმა საბჭომ ბიუჯეტი ისევ არ დაამტკიცა, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, რამაზ ბოლქვაძის თქმით, მარტში მთავრობა უმაღლეს საბჭოს ბიუჯეტს ისევ წარუდგენს. მანამდე …
საია ბათუმის ძველ ბულვართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ბოლო დღეებში აქტუალური გახდა საკითხი, რომელიც ბათუმის ძველი ბულვარის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხება. ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციამ ბულვარის განვითარების კონცეფციის პროექტზე დაიწყო მუშაობა. ბათუმის ბულვარი წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, ხოლო საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ნებისმიერ ფორმით სახეცვლილება ან რაიმე ფორმით ჩარევა დაკავშირებული უნდა იყოს ძეგლის ინტერესებთან და არ უნდა არღვევდეს მის …
Continue reading “საია ბათუმის ძველ ბულვართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს”
ბათუმის სპორტსკოლამ წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა
28 დეკემბერს ბათუმის სპორტსკოლაში, სპორტსკოლის დირექტორმა ირმა ნიჟარაძემ და დირექტორის მოადგილემ სასწავლო დარგში, თენგიზ მორჩილაძემ 2015 წელს მოპოვებული შედეგები წარმოადგინეს. შედეგების მიხედვით, წლის საუკეთესო სპორტსმენ კაცად ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ლაშა გობაძე, ხოლო საუკეთესო სპორტსმენ ქალად ფრენბურთელი ანა დიასამიძე დასახელდნენ. სპორტსკოლის 2015 წლის საუკეთესო მწვრთნელად აღიარეს ლევან შავაძე, საუკეთესო გუნდად კი ფრენბურთელ გოგონათა ნაკრები. ანა დიასამიძე: …
Continue reading “ბათუმის სპორტსკოლამ წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა”
მრავალსართულიანი ახალი შენობა ბულვარში და ძეგლის საზღვრები
ბათუმის ბულვართან ე.წ. „ტექნოლოგიური უნივერსიტეტის“ შენობის გვერდით, ათსართულიანი ნაგებობის ასაგებად სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. მშენებარე ობიექტის საზღვრები არ ემთხვევა აქ არსებული, სამსართულიანი შენობის საძირკვლის საზღვრებს, რომლის დემონტაჟის შედეგად შენდება ახალი ნაგებობა. „ბათუმელები“ შეეცადა გადაემოწმებინა იზრდება თუ არა შენობის მოცულობა ძველი ბულვარის ტერიტორიის ხარჯზე. „ბათუმი თაუერი“ ჩვენ არ გვეკუთვნის და კომპეტენტურ პასუხს ვერ გაგცემთ. სავარაუდოდ, ბათუმის მერიას უნდა …
Continue reading “მრავალსართულიანი ახალი შენობა ბულვარში და ძეგლის საზღვრები”
ჩამქრალი საახალწლო განათებები მემედ აბაშიძის ქუჩაზე
ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩაზე საახალწლო განათებები რამდენიმე დღის წინ დაამონტაჟეს, თუმცა, განათებების ნაწილი უკვე ჩამქრალია. საახალწლო განათებების მონტაჟს ქალაქში, შპს „აჭარგანათება“ უზრუნველჰყოფს. „აჭარგანათების“ ხელმძღვანელის ნიკოლოზ თოფურიძის განცხადებით, განათებებს ხვალ 29 დეკემბერს შეაკეთებენ. „როცა რაღაცის ინსტალაცია ხდება, დაზიანებებიც ხდება ხოლმე. თუმცა, პარალელურად მიმდინარეობს დაზიანებული განათებების აღდგენა. ხვალისთვის მემედ აბაშიძის ქუჩაც შეკეთდება“-გვეუბნება ის.
სამინისტროს ინფორმაციით საექსპორტოდ 24 603 ტონა მანდარინი გავიდა
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე სეზონზე 24 603 ტონა მანდარინი გავიდა საექსპორტოდ, 7 135 ტონა კი გადამუშავებულია. სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის იოსებ აბულაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის ციტრუსის დაკრეფის პროცესი ფაქტობრივად დასრულებულია. იოსებ აბულაძის ინფორმაციით, წელს ყველაზე მეტი ციტრუსი საექსპორტოდ რუსეთის ბაზარზე გავიდა: „90 ათასი ტონა გავიდა რუსეთის ბაზარზე, შემდეგ ყველაზე მეტი უკრაინაში. ნაწილი გატანილია ბალტიისპერეთის ქვეყნებში …
Continue reading “სამინისტროს ინფორმაციით საექსპორტოდ 24 603 ტონა მანდარინი გავიდა”
ხელვაჩაურის გამგეობის თანამშრომელი დააკავეს
დღეს 28 დეკემბერს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გემგეობის პრესსამსახურის ინფორმაციით, საკუთრების უფლების აღიარების კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, დავით ქოქოლაძე დააკავეს. გამგეობის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ არ აქვთ დაზუსტებული ინფორმაცია თუ რომელი სამსახურის მიერ იქნა დაკავებული დავით ქოქოლაძე. დაზუსტებულ ინფორმაციას არც გამგებელი ფლობს: „ალბათ ანტიკორუფციული უსაფრთხოების სამსახურია, ზუსტად არ ვიცი“-გვეუბნება ნადიმ ვარშანიძე.
პეტიცია ბათუმის ძველი ბულვარის დასაცავად
საინიციატივო ჯგუფი – „დაიცავი ბათუმის ბულვარი“ პეტიციას აქვეყნებს და აჭარის მთავრობას მიმართავს ბათუმის ძველ ბულვარში ახალი კონცეფციით გათვალისწინებული ცვლილებების განხორციელებაზე უარი თქვას. „ბათუმის ბულვარს აქვს თავისი კონცეფცია, რომელიც უკვე 130 წელია ყალიბდება. დაარსებიდან დღემდე ბულვარი ბათუმის ისტორიის განუყოფელი და ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. მიგვაჩნია, რომ გადაკეთებითა და შეცვლით ბულვარი დაკარგავს იმ ნიშან-თვისებებს, რის გამოც იგი კულტურული მემკვიდრეობის …
უმაღლესი საბჭოს დეპუტატი აჭარის მთავრობას გადადგომისკენ მოუწოდებს
დღეს 28 დეკემბერს, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა, ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ მედეა ვასაძემ ბრიფინგი გამართა. მისი განცხადებით, მან სახელმწიფო შპს „სტადიონიდან“ საჯარო ინფორმაცია მოითხოვა, რაზეც უარი მიიღო. მისი განცხადებით, უმაღლესი საბჭოს წევრისთვის საჯარო ინფორმაციის დამალა არის საგანგაშო და აჩენს კითხვებს. მედეა ვასაძე, შპს „სტადიონის“ დირექტორის გიორგი ზირაქიშვილის, მთავრობის თავმჯდომარის არჩილ ხაბაძისა და ფინანსთა და …
Continue reading “უმაღლესი საბჭოს დეპუტატი აჭარის მთავრობას გადადგომისკენ მოუწოდებს”
საიას აჭარის ფილიალი 20 წლის გახდა [ვიდეო]
27 დეკემბერს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალმა 20 წლის იუბილე აღნიშნა. 100-მდე ადამიანი ყვებოდა იმის შესახებ, თუ რისი გაკეთება მოახერხა საიამ ამ წლების განმავლობაში. ჩამონათვალი მრავალფეროვანია და თითქმის ყველა სოციალურ ჯგუფს ეხება. საიას აჭარის ფილიალმა, როგორც მისი მოქმედი თავმჯდომარე, გიორგი ხიმშიაშვილი ამბობს, მარტო 2015 წელს 5 ათასამდე მოქალაქეს გაუწია იურიდიული კონსულტაცია. საიას თავმჯდომარის ანა …
Continue reading “საიას აჭარის ფილიალი 20 წლის გახდა [ვიდეო]”
BIAFF მიმდინარე წლის შედეგებს შეაჯამებს
ხვალ 29 დეკემბერს, 17:00 სთ-ზე ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება BIAFF 2015 კინოფესტივალის შედეგების შეჯამება, არსებული პრობლემების შესახებ ინფორმირება და სამომავლო გეგმების პრეზენტაცია. „2015 წელი BIAFF-თვის იყო საიუბილეო, 10 წელი შეუსრულდა ფესტივალის დაარსებიდან და ამ ათწლეულში, BIAFF კინოფესტივალი განვითარდა და ჩამოყალიბდა ქვეყანაში ერთ-ერთ უმნიშნველოვანეს საერთაშორისო კულტურულ ღონისძიებად, რომელიც მნიშვნელვოან როლს ასრულებს არაკომერციული, არტ-ჰაუს კინოს …
29 დეკემბერს ბათუმის ბულვარის დასაცავად მორიგი აქცია გაიმართება
“ამ აქციის მიზანია ხელი შევუშალოთ ბულვარის ისტორიული დაგეგმარების და ძველი სტილის დამახინჯებას. კონკრეტულად, შუაში მდებარე ხეივანის გაუქმებას,რაც გამოიწვევს ბულვარის, როგორც ისტორიული ძეგლის განადგურებას და მისი ფუნქციის შეცვლას” – წერია ფეისბუქში დაანონსებული აქციის ანოტაციაში. აქცია 29 დეკემბერს, ბულვარის კოლონადებთან, 13 საათზეა დაგეგმილი. შეგახსენებთ, რომ ბათუმის ძველი ბულვარის რეკონსტრუქცია, აჭარის მთავრობამ, რამდენიმე კვირის წინ დაიწყო. სამი სავალი …
Continue reading “29 დეკემბერს ბათუმის ბულვარის დასაცავად მორიგი აქცია გაიმართება”
ისტორიული ბაღები ფლორენციის ქარტია – 1982
აჭარის ხელისუფლებამ დაანონსა, რომ ის ბულვარის კონცეფციაზე მუშაობს. შესაბამისი ვიდეოკლიპის გავრცელებამ საზოგადოებაში უარყოფითი რეაქცია გამოიწვია. ხელისუფლება აცხადებს, რომ მათ მიერ შემუშავებული კონცეფცია ფლორცენციის ქარტიისთან შესაბამისობაშია. „ბათუმელები“ აქვეყნებს ქარტიის სრულ ვერსიას იმისათვის, რომ დაინტერესებულმა პირებმა თავად განსაზღვრონ, ეწინააღმდეგება თუ არა ბულვართან დაკავშირებული სახელისუფლო გეგმები ფლორენციის ქარტიას. პრეამბულა ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო კომიტეტისა (ICOMOS) და ლანდშაფტის …
Continue reading “ისტორიული ბაღები ფლორენციის ქარტია – 1982”
ემილ ლევიეს ბათუმი
სულხან სალაძე 1890 წელს შვეიცარიაში, ჟურნალ „Bibliotheque Universelle”-ს ფურცლებზე, ერთი ბოტანიკოსის ცოლმა, დღიურებად მომზადებული სტატიების – „A Travers Le Caukase” გამოქვეყნება დაიწყო. დღიურები საქართველოში იწერებოდა და შემდეგ პირდაპირ ფლორენციაში იგზავნებოდა. ამ დღიურებს ცნობილი ბოტანიკოსი ემილ ლევიე წერდა. ბატონმა ემილმა პირველი წერილი ბათუმში დაწერა. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ 1890 წელს ფლორენციაში შეკრებილმა მეცნიერებმა კავკასიის გამოკვლევა …
„ბათუმის ავტოტრანსპორტი“ „გაზპრომის“ პროდუქციას შეიძენს
„ბათუმის ავტოტრანსპორტი“ რუსული „გაზპრომის“ პროდუქციას შეიძენს. 92 ათასი ლარის ღირებულების საცხებ-საპოხ მასალებზე ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან 31 დეკემბრამდე უნდა გაფორმდეს. სატრანსპორტო საშუალებებისთვის საჭირო საცხებ-საპოხი მასალების შესყიდვაზე ტენდერი „ბათუმის ავტოტრანსპორტმა“ 2015 წლის 10 დეკემბერს გამოაცხადა, სავარაუდო ღირებულებით – 110 780 ლარი. ტენდერში სამი კომპანია მონაწილეობდა: „ჯენტო ტრეიდინგი“ [საბოლოო ფასი – 105 900 ლარი], „თეგეტა მოტორსი“ [96 585 ლარი] და …
Continue reading “„ბათუმის ავტოტრანსპორტი“ „გაზპრომის“ პროდუქციას შეიძენს”
როგორ შეიქმნა ისლამური სახელმწიფო
ინტერვიუ აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორთან, გიორგი სანიკიძესთან. ბატონო გიორგი, ISIS-ის პრეისტორიაზე რომ მოყვეთ, რა ხელშეწყობა ჰქონდა მას და რა გარემოებებში შეიქმნა? 2003 წელს ერაყში, სადამ ხუსეინის რეჟიმის შეცვლის შემდეგ, მოსახლეობის ანგარიშგასაწევი ნაწილი ჩამოშორდა ხელისუფლებას და გაჩნდა ნოყიერი ნიადაგი რადიკალური იდეების გავრცელებისთვის. შემდგომ, 2005 წელს, ვირტუალურად შეიქმნა ერაყის ისლამური სახელმწიფო, რომელიც რადიკალებს აერთიანებს. მასში არიან როგორც რადიკალი …
ენერგოპრო: ბათუმის რამდენიმე ქუჩაზე ელექტროენერგია გაითიშება
“ენერგოპრო ჯორჯიას” ინფორმაციით, მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო, 27 დეკემბერს, 12:30-დან 13:30 სთ-მდე, ბათუმში ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება პუშკინის, ტბელ აბუსერიძის, გრიბოედოვის, ფიროსმანის ქუჩებს, ლერმონტოვიდან ინასარიძის ქუჩამდე მონაკვეთში. ასევე, 12:30 სთ-დან 20 წუთის განმავლობაში ელექტროენერგია გაითიშება დუმბაძის ქუჩასა და ევროპის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე. “ენერგოპრო ჯორჯიას” ინფრომაციას ბათუმის მერია ავრცელებს.
ბულვარში სავალი ბილიკის გაუქმებას ხელშეკრულება არ ითვალისწინებს
ბათუმის ძველ ბულვარში სამი სავალი ბილიკიდან ერთი უქმდება და მის ადგილს, სავარაუდოდ, მწვანე საფარი დაიკავებს. ვინაიდან „ძველი ბულვარი“ კულტურული მენკვიდრეობის ძეგლია, იქ მიმდინარე სამუშაოები უნდა შეთანხმდეს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან. სააგენტოს ხელმძღვანელი მირანდა ჩარკვიანი აცხადებს, რომ სამუშაოები გეგმიურია, სააგენტოსთან შეთანხმებულია და მას ტენდერში გამარჯვებული კომპანია ახორციელებს. „ბათუმელებმა“ გადაამოწმა სატენდერო დოკუმენტაცია და აღმოჩნდა, რომ კომპანიასთან …
Continue reading “ბულვარში სავალი ბილიკის გაუქმებას ხელშეკრულება არ ითვალისწინებს”
გააჩუქე თბილი ტანსაცმელი, რომელიც არ გჭირდება – საქველმოქმედო აქცია ევროპის მოედანზე
ბათუმში, ევროპის მოედანზე, საახალწლო ნაძვის ხესთან არასამთავრობო ორგანიზაცია „სანშაინის“ მოხალისეები სოციალურად დაუცველი და უსახლკარო ადამიანებისთვის თბილ ტანსაცმელს აგროვებენ. „სანშაინის“ თავმჯდომარე ედო მჟავანაძე ამბობს, რომ აქცია მეორე დღეა მიმდინარეობს და ჯერჯერობით მათ უფრო მეტმა ბენეფიციარმა მიმართა, ვიდრე დახმარების მსურველმა და მხოლოდ მცირე რაოდენობით თბილი ტანსაცმელი შეგროვდა. „ვაგროვებთ თბილ ტანსაცმელს იმ ადამიანებისთვის, ვისაც სჭირდება დახმარება. 27 დეკემბერს, …
ბულვარის კონცეფციაზე მომუშავე კომპანია 2 მილიონზე მეტი დოლარითაა დაჯარიმებული
ბათუმის ბულვარის ტოპოგრაფიული გეგმისა და კონცეფციის შემუშავება-დაგეგმარებაზე ხელშეკრულება ტენდერისა და კონკურსის გარეშე გაფორმდა კომპანიასთან, რომელიც ნასყიდობის სხვა ხელშეკრულების პირობების დარღვევისთვის, ადრე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაჯარიმებული ჰყავს. საუბარია შპს „სანატორიუმი-სასტუმრო ოაზისზე“. კომპანიას მაშინ ჯარიმა აპატიეს, თუმცა პირობები მაინც ვერ შეასრულა, რის გამოც გაუცოცხლდა ძველი და დაეკისრა ახალი საჯარიმო სანქციები. ბულვარის კონცეფციასთან დაკავშირებით შექმნილი კომისის …
Continue reading “ბულვარის კონცეფციაზე მომუშავე კომპანია 2 მილიონზე მეტი დოლარითაა დაჯარიმებული”
ნინო ქათამაძის კონცერტი და ნაძვის ხის ანთება ბათუმში
ბათუმში, ევროპის მოედანზე საახალწლო ნაძვის ხე საღამოს რვის ნახევარზე აანთეს, რის შემდეგაც ნინო ქათამაძისა და ჯგუფ „ინსაითის“ კონცერტი დაიწყო, რომელიც საათ ნახევარს გაგრძელდა. ნაძვის ხის ანთება ბათუმში 2016 | 25 დეკემბერი, 2015 კონცერტი თბილისიდან მოწვეულმა ალტერნატიულმა ბენდმა “LOUDSPEAKER” გააგრძელა და ამ წუთებშიც მიმდინარეობს. კონცერტის ორგანიზატორია აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, რომლის ორგანიზებითვე ღონისძიებები ჩატარდება 26 და 27 …
Continue reading “ნინო ქათამაძის კონცერტი და ნაძვის ხის ანთება ბათუმში”
ადვოკატი ირაკლი შავაძე ბათუმში მოსამართლედ აირჩიეს
ბათუმის საქალაქო სასამართლოში იუტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით სამი მოსამართლე გაამწესეს: ხათუნა ბოლქვაძე, ირაკლი შავაძე და გიორგი გრატიაშვილი. არჩევნები ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ხათუნა ბოლქვაძე ბათუმის საქალაქო სასამართლოში წლებია მუშაობს, ირაკლი შავაძე კი ადვოკატია. რაც შეეხება გიორგი გრატიაშვილს, იგი 2009-2011 წლებში აჭარაში ზედამხედველ პროკურორად მუშაობდა. მისი სახელი ბიზნესმენებისთვის ძვირადღირებული მანქანების ჩამორთმევის სკანდალს უკავშირდება. ეს მანქანები ახალმა ხელისუფლებამ …
Continue reading “ადვოკატი ირაკლი შავაძე ბათუმში მოსამართლედ აირჩიეს”
ლეონიდ ჩერნოვეცკის განცხადება ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომაზე
ახლახან შექმნილი პარტიის – „ბედნიერი საქართველოსთვის“ ლიდერი, კიევის ყოფილი მერი ლეონიდ ჩერნოვიცკი განცხადებას ავრცელებს. განცხადება ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას ეხება. განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ: „დემოკრატიას საქართველოში ბზარი გაუჩნდა და ვადამდელმა საპარლამენტო არჩევნებმა შესაძლოა საქართველო სახელისუფლებო კოლაფსამდე მიიყვანოს. პირველად გავიგე ევროპული ქვეყნის შესახებ, სადაც საზოგადოება მთავრობის მეთაურისგან, თავისი გადადგომის მიზეზების შესახებ მკაფიო განმარტებას არ იღებს. …
Continue reading “ლეონიდ ჩერნოვეცკის განცხადება ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომაზე”
გამაფრთხილებელი აქცია ბათუმში ძველი ბულვარის ახალი კონცეფციისგან დასაცავად
25 დეკემბერს ბათუმის ბულვარში ძველი ბულვარის დასაცავად გამაფრთხილებელი აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები ქალაქის ისტორიულ ბულვარში ახალი კონცეფციის განხორციელებას ეწინააღმდეგებიან. ახალი კონცეფციის თანახმად, ბულვარში უქმდება ფეხით სავალი ერთი ზოლი, ამ ნაწილს გამწვანება და კაფე-ბარები ემატება, იცვლება სანაპიროს მიმდებარე ტერიტორიაც. სწორედ ამ ცვლილებების წინააღმდეგ გამოვიდნენ დღეს ძველ ბულვარში მოქალაქეები. დღის პირველ საათზე ბულვარში, სასტუმრო „ინტურისტის“ წინ ხალხი …
Continue reading “გამაფრთხილებელი აქცია ბათუმში ძველი ბულვარის ახალი კონცეფციისგან დასაცავად”
დებატები ბათუმის საკრებულოში ბულვარის კონცეფციაზე [ვიდეო]
25 დეკემბერს ბათუმის ძველი ბულვარის კონცეფცია მწვავე განხილვისა და დებატების მიზეზი გახდა ბათუმის საკრებულოში. ქალაქის საკრებულოში სხდომა ბათუმის ბულვარში, ძველი ბულვარის დასაცავად გამართული აქციის ფონზე მიმდინარეობდა.
ქრისტეშობის დღე ბათუმში
ქრისტიანული ეკლესიების დიდი ნაწილი დღეს, 25 დეკემბერს იესო ქრისტეს შობას ზეიმობს. საზეიმო ღვთისმსახურება ბათუმის კათოლიკურ და პროტესტანტულ ეკლესიებში 24 დეკემბერს, ღამით დაიწყო. ქართული მართლმადიდებელი ეკლესია კი ქრისტეშობას ძველი სტილით, 7 იანვარს აღნიშნავს. კათოლიკური ეკლესიის წინამძღვრის გაბრიელ ბრაგანტინის თქმით, წლევანდელი შობის ზეიმი განსაკუთრებულია: „რომის პაპის მიერ ეს წელიწადი გამოცხადდა გულმოწყალების წლად. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთონ გაჭირვებული …
კომპანია, რომელიც ბულვარის კონცეფციაზე მუშაობდა აღარ არსებობს
შპს „სასტუმრო სანატორიუმი ოაზისი“, რომელიც ბათუმის ბულვარის კონცეფციაზე მუშაობდა, 24 დეკემბრიდან ცალკე იურიდიულ კომპანიად აღარ არსებობს. რეორგანიზაციის შედეგად მოხდა სამი კომპანიის, მათ შორის „სასტუმრო სანატორიუმი ოაზისის“ შერწყმა და ახალი კომპანია დარეგისტრირდა. „სასტუმრო სანატორიუმი ოაზისი“ და „ჰოტელ ოაზისი“ შეერწყა „კომპანია საქტურკურორტს“, რეორგანიზაციის შედეგად კი ფუნქციონირებას აგრძელებს ახალი კომპანია სახელწოდებით: შპს „დრიმლენდ ოაზისი“. კომპანიების რეორგანიზაციის გადაწყვეტილება ავსტრიაში, …
Continue reading “კომპანია, რომელიც ბულვარის კონცეფციაზე მუშაობდა აღარ არსებობს”
ბათუმი – “მკვდარი ჩრდილების ქალაქი” [ფოტოპროექტი]
„მკვდარი ჩრდილების ქალაქი“ ფოტოგრაფ ლაშა ფალავანდიშვილის პროექტია. ლაშა ამბობს, რომ ამ პროექტით სურს აჩვენოს ქალაქის ურბანიზაციის ქაოტური პროცესი, უზარმაზარი და გაუგებარი ჩრდილები მთელს პერიმეტრზე, ადამიანთა კოლბებში გამომწყვდევა და მკვდარი ქალაქის რეალობა.
კობა ჩხეიძე: „საქმე გვაქვს ბიუჯეტის არასწორ დაგეგვასთან“
ხვალ, 25 დეკემბერს ბათუმის საკრებულო 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცებას გეგმავს. პროექტის მიხედვით, მომავალი წლის ბიუჯეტი 141 მილიონი ლარი იქნება. საკრებულოს ოპოზიციას კი თითქმის იდენტური პრეტენზიები აქვს, რაც გასული წლის ბოლოს ჰქონდა. ამის შესახებ „ბათუმელებს“ საკრებულოს წევრი „თავისუფალი დემოკრატებიდან“ კობა ჩხეიძე ესაუბრა. მერიამ განსახილველად შემოიტანა 137-მილიონიანი ბიუჯეტი, რომელზეც მოვამზადეთ რეკომენდაციები. ამის შემდეგ მერიამ უკან დააბრუნა და …
Continue reading “კობა ჩხეიძე: „საქმე გვაქვს ბიუჯეტის არასწორ დაგეგვასთან“”
2016 წლის აჭარის ბიუჯეტის პროექტი ჩავარდა
24 დეკემბერს აჭარის უმაღლეს საბჭოში კენჭი უყარეს 2016 წლის აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტს. ახალი ბიუჯეტი არ დამტკიცდა, რადგან ექვსმა დეპუტატმა ხმა არ მისცა, სამმა თავი შეიკავა, ერთი, „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი, სულხან ღლონტი კი სხდომას არ ესწრებოდა. ბიუჯეტის პროექტს მხარი არ დაუჭირეს „ნაციონალური მოძრაობის“ და „თავისუფალი დემოკრატების“ წევრებმა. ასევე, ერთმა დამოუკიდებელმა დეპუტატმა მედეა ვასაძემ. „თავისუფალი დემოკრატების“ …
Continue reading “2016 წლის აჭარის ბიუჯეტის პროექტი ჩავარდა”