„თითქმის ყოველდღე ვხვდებით ჩვენი თაობის ადამიანს, რომელიც დახმარებას საჭიროებს, როგორც მატერიალურს, ასევე სულიერს. ახალგაზრდებს უჭირთ იმის აღქმა და გათავისება, რომ სიბერეს თან ახლავს სევდა და წარსულში დარჩენილი ცხოვრების ნოსტალგია. სწორედ ამიტომ ვერ ახერხებენ ჩვენს თანაგრძნობას.“ ნათელა ჩელებაძე, 81 წლის, ქობულეთი „არის შემთხვევა, როცა მოხუცს სურს გულით რაიმე პროდუქტის შეძენა, მაგრამ ვერ იმეტებს თავისთვის, რადგან ოჯახს …
Category Archives: მთავარი
რას ნიშნავს წამყვანი მასწავლებელი
საქართველოში წამყვანი მასწავლებლის სტატუსი 184 პედაგოგს აქვს მინიჭებული, მათგან 15-ს _ აჭარაში. რა ვალდებულებებს აკისრებს წამყვანი მასწავლებლის სტატუსი პედაგოგს და მაღალსტატუსიანი მასწავლებლების ნაკლებობა ნიშნავს თუ არა იმას, რომ ქვეყანაში განათლების დონე ძალიან დაბალია? „ბათუმელები“ ამ საკითხზე ბათუმის პირველი საჯარო სკოლის წამყვანი სტატუსის მქონე ინგლისურის მასწავლებელს ნინო მაისურაძეს ესაუბრა. ქალბატონო ნინო, როდის მიიღეთ წამყვანი მასწავლებლის სტატუსი …
ორიონის თანავარსკვლავედის პირველი ფოტო და სამი კარტოფილის დილემა
მარიამ ორიონ მუთიძე, სტუდენტი შარშან, სექტემბერში, დავწერე სასურველი ნივთების ჩამონათვალი. მინდოდა ტელესკოპი, საბეჭდი მანქანა, ვარსკვლავების რუკა და ფოტოაპარატი, რომელიც ღამის ცას გადაიღებდა. მაშინ ვერ წარმოვიდგენდი, რომ დღეს ჩემს ოთახში შევიდოდი და თვალს მოვავლებდი ამ ნივთებს. რამდენიმე დღის წინ მეგობარი მესტუმრა, ჩემი ფოტოაპარატის ფუნქციებში კარგად გამარკვია და იმ საღამოსვე გადავიღე თბილისის ცაზე ორიონის თანავარსკვლავედის პირველი ფოტო. …
Continue reading “ორიონის თანავარსკვლავედის პირველი ფოტო და სამი კარტოფილის დილემა”
ციხისძირში პოლიციამ ენმ-ს წევრები დააკავა
ციხისძირში, ხეების გადატანის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე, დაახლოებით 45 წუთის წინ, პოლიციამ ნაციონალური მოძრაობის წევრები – ქობულეთის საკრებულოს წევრი ბონდო თედორაძე და ოლეგ ბროლაძე დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, ქობულეთში ორი მამაკაცი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, ანუ პოლიციის დაუმორჩილებლობის გამო დააკავეს. ამ წუთებში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, არჩილ ხაბაძე, მთავრობის შენობაში ენმ-ს წევრებს, მათ შორის პეტრე ზამბახიძესა და რობერტ ჩხაიძეს …
Continue reading “ციხისძირში პოლიციამ ენმ-ს წევრები დააკავა”
NATO-ს გემები ბათუმის ნავსადგურში [ვიდეო]
დღეს, დილით, ე.წ. „საპორტო ვიზიტის“ ფარგლებში, ბათუმს ნატო-ს სარდლობის მუდმივმოქმედი საზღვაო გამნაღმველი ჯგუფი 2-ის (SNMCMG2) 5 გემი ეწვია. ჯგუფის მეექვსე წევრი ITS GAETA (იტალია) ვიზიტს მოგვიანებით შეუერთდება. ვიზიტის მიზანია ერთობლივი საქმიანობის გაფართოება და პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთობების გაძლიერება. SNMCMG2 -ის საპორტო ვიზიტის პარალელურად, დღესვე ნატო-ს გაერთიანებული საზღვაო სარდლობის შტაბის უფროსი, კონტრ-ადმირალი ჯორჯო ლაციო საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს, …
Continue reading “NATO-ს გემები ბათუმის ნავსადგურში [ვიდეო]”
ლეონიდ ჩერნოვეცკის ფონდის შემოსავლები და ფინანსური ანგარიშები საჯარო იქნება
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დაასრულა ლეონიდ ჩერნოვეცკის ფონდის – „გაერთიანება ბედნიერი საქართველოსთვის“ – განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტად აღიარების პროცესი. „დღეიდან აღნიშნული ფონდი დაექვემდებარება „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით პოლიტიკური პარტიებისთვის დადგენილ შეზღუდვებს და მათი შემოსავლები და ფინანსური ანგარიშები იქნება საჯარო. აღსანიშნავია, რომ ყველა სუბიექტი, რომელსაც გააჩნია საარჩევნო მიზნები და ამ მიზნების მისაღწევად გაწევს …
Continue reading “ლეონიდ ჩერნოვეცკის ფონდის შემოსავლები და ფინანსური ანგარიშები საჯარო იქნება”
პენსია, როგორც ბანკის მოგების წყარო
მოქალაქე ლ. ა. „ლიბერთი ბანკს” სასამართლოში უჩივის. ის ბანკისგან მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურებას მოითხოვს. პენსიონერმა გასული წლის დასაწყისში აღებული სესხით მაცივარი და მტვერსასრუტი შეიძინა. ჯამში გადასახდელი 732,24 ლარის ნაცვლად, ლ. ა-ს 1015,45-ის გადახდა მოუხდა. მას ბანკმა ზედმეტად 283,21 ლარი გადაახდევინა. მიმდინარე წლის იანვარში მარტოხელა პენსიონერს, რომელსაც შემოსავლის სხვა არავითარი წყარო არ აქვს, „ლიბერთი ბანკმა” …
„პარტიზანული მებაღეობის“ აქტივისტები ციხისძირის საპროტესტო აქციას ვეღარ დაესწრებიან
„პარტიზანული მებაღეობის“ აქტივისტები ციხისძირში ხეების გადატანის წინააღმდეგ აქციაზე ყოფნას ვეღარ შეძლებენ. ამის შესახებ გაზეთ „ბათუმელებს“ ნატა ფერაძემ უთხრა, „პარტიზანული მებაღეობის“ ერთ-ერთმა აქტივისტმა. „სამწუხაროდ ციხისძირის აქციაზე ვეღარ ვიქნებით, რადგან თბილისში გვაქვს ძალიან ბევრი საქმე, „პანორამის“ პროცესი ისევ გრძელდება, ახლაც მიმდინარეობს კანცელარიასთან აქცია. ძალიან კარგი იქნება, თუ ადგილობრივები განაგრძობენ პროტესტის გამოხატვას, რადგან იქ ორი ხის გარდა, 30-ის …
ბულვარის შადრევნები მოვლა-ექსპლუატაციის გარეშე
ბულვარის ადმინისტრაციამ შადრევნების მოვლა-ექსპლუატაციაზე ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება შეწყვიტა. ადმინისტრაციის განცხადებით მიზეზი კომპანიის მხრიდან ვალდებულების შესრულებაზე უარის თქმაა. ბათუმის ბულვარი აღნიშნული სამუშაოების ხელახლა შესყიდვას გამარტივებული წესით აპირებს. ბულვარმა 2016 წელს შადრევნების მოვლა-ექსპლუატაციისთვის ტენდერი გასული წლის ნოემბერში გამოაცხადა, სავარაუდო ღირებულებით – 208 528 ლარი. ტენდერში მონაწილეობა მიიღო ორმა კომპანიამ – შპს “ვლს” და შპს “ტექნოსერვისმა”, ხოლო …
Continue reading “ბულვარის შადრევნები მოვლა-ექსპლუატაციის გარეშე”
ციხისძირის საპროტესტო აქციაზე დაკავებულები სასამართლომ დარბაზიდან გაათავისუფლა
ციხისძირში ხეების გადატანის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე დაკავებული ხუთივე პირი მოსამართლე ლაშა თავართქილაძემ სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლა. სასამართლო ბრალდების მხარის, ანუ პოლიციის მტკიცებულებებს შემდეგ სხდომაზე – 19 თებერვალს განიხილავს, რის შემდეგაც დაზუსტდება, შეიცავდა თუ არა საპროტესტო აქციის მონაწილეების ქმედება სამართალდარღვევის ნიშნებს. „თუ დარღვევა დამტკიცდება, აქციის მონაწილეებს შესაძლოა ჯარიმა, ან 10-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდოთ“ – უთხრა „ბათუმელებს“ …
Continue reading “ციხისძირის საპროტესტო აქციაზე დაკავებულები სასამართლომ დარბაზიდან გაათავისუფლა”
რა საკითხები განიხილეს აჭარის მთავრობის სხდომაზე
11 თებერვალს აჭარის მთავრობის მორიგი სხდომა ჩატარდა, რომელზეც ძალადაკარგულად გამოაცხადეს “აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან სპორტის სფეროში ღონისძიებების დაფინანსების ერთიანი ნორმების, თანხის გამოყოფისა და ხარჯვის ანგარიშების წესების დამტკიცების შესახებ” აჭარის მთავრობის 2012 წლის განკარგულება. განკარგულება მოიცავდა ისეთ ნორმებს, როგორიცაა მივლინების დროს დანამატების გაცემა, კვებისა და ტრანსპორტირების ხარჯების რეგულირება და ა.შ. სხდომაზევე დადგინდა, რომ უწყებამ უნდა იმუშაოს …
Continue reading “რა საკითხები განიხილეს აჭარის მთავრობის სხდომაზე”
თამარ ამაშუკელი ბათუმის ბულვარზე, „რვაფეხასა“ და ვაჟა-ფშაველას #13-ზე
11 თებერვალს ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა, სადაც ხელოვნებთმცოდნე თამარ ამაშუკელმა საქართველოში კულტურული მემკვიდრეობის დაცვასთან დაკავშირებულ პრობლემებზე და სახელმწიფო პოლიტიკაზე ისაუბრა. „ბათუმელებმა“ მას ბოლო ხანს, აჭარაში, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ყველაზე პრობლემური საკითხების შეფასება სთხოვა, მათ შორის ბათუმის ბულვარის ირგვლივ განვითარებული პროცესების. ბათუმის ბულვარის საკითხი გამოდგება თუ არა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხებში …
Continue reading “თამარ ამაშუკელი ბათუმის ბულვარზე, „რვაფეხასა“ და ვაჟა-ფშაველას #13-ზე”
მთავრობის რეკომენდაციები ბათუმის ბულვარს
დღეს, 11 თებერვალს, მთავრობის სხდომაზე, ბათუმის ძველ ბულვართან დაკავშირებით შექმნილი კომისიის საბოლოო რეკომენდაციები მიიღეს. ძირითადი სამი რეკომენდაცია სხდომაზე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ იონა წითელაძემ წარადგინა. რეკომენდაციების თანახმად ბულვარის ადმინისტრაცია და სამუშაოების მწარმოებელი კომპანია უნდა შეთანხმდნენ მესამე ალეაში სამუშაოების შეჩერებაზე, რათა არ გაიწიოს დამატებითი ხარჯები. ასევე, ბულვარის ადმინისტრაციამ შემუშავებულ პროექტთან მიმართებაში უნდა მოაგვაროს სამართლებრივი საკითხები ანუ …
პარლამენტარები ციხისძირიდან ხეების გადარგვაზე იმსჯელებენ
დღეს, 11 თებერვალს, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებისა და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ციხისძირის ყოფილი სანერგე მეურნეობიდან ხეების გადარგვის საკითხზე იმსჯელებენ – ინფორმაცია ამის შესახებ პარლამენტის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. ციხისძირიდან გიგანტური ხეები ბიძინა ივანიშვილის პარკში გადააქვთ. ამჟამად ციხისძირიდან ხეების გადატანის პროცესი შეჩერებულია. სამუშაოების მწარმოებელ კომპანია „ზიმოს“ სამუშაოების გაგრძელების საშუალება აქციის მონაწილეებმა არ მისცეს. …
Continue reading “პარლამენტარები ციხისძირიდან ხეების გადარგვაზე იმსჯელებენ”
დეპუტატები განათლების კომიტეტიდან
„არ მცალია“, „დაკავებული ვარ“, „ტელეფონი გამორთულია“ – ვინ ქმნის განათლების პოლიტიკას ქვეყანაში, როგორ აფასებენ დეპუტატები განათლების კომიტეტიდან თავიანთ საქმიანობას და რას ფიქრობენ განათლების სფეროს სპეციალისტები იმ დეპუტატების მიერ განხორციელებულ „ძირეულ ცვლილებებზე“, რომლებისთვისაც „რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაზე“ მსჯელობა მნიშვნელოვანია. საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტში 15 დეპუტატია. აქედან ექვსი ხელოვნების სფეროდანაა, არის სამხედრო, იურისტი, ჰუმანიტარი, ეკონომისტი …
ბრძოლა პოლიტიკური გარანტიების მოსაპოვებლად აჭარაში
არჩევნების მოახლოებასთან ერთად პოლიტიკური გარანტიებისთვის ბრძოლა უფრო თვალშისაცემი ხდება. თანამდებობის პირები ერთმანეთისკენ ხელის გაშვერასა და ნიშნისმოგებით საუბარს ღიადაც აღარ ერიდებიან. იმაზე კი, რომ მათ შორის ფარული დაპირისპირება არსებობს და ამის გამო რეგიონის ამომრჩევლის ინტერესები ილახება, არამხოლოდ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები საუბრობენ. ამბობენ, რომ ეს ყველაზე კარგად ბათუმის ბულვართან დაკავშირებული პროცესების დროს და დიდთოვლობის გამო წარმოქმნილი …
Continue reading “ბრძოლა პოლიტიკური გარანტიების მოსაპოვებლად აჭარაში”
ციხისძირში საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს
ციხისძირში ხეების გადატანის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე პოლიციამ 5 პირი დააკავა: „პარტიზანული მებაღეობის“ სამი წევრი და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები – ქობულეთის საკრებულოს დეპუტატი ელგუჯა ბაგრატიონი და ბათუმის საკრებულოს დეპუტატი ნოდარ დუმბაძე. შსს-ს პრესცენტრის ინფორმაციით, პოლიციამ აქციის მონაწილეები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე დააკავა, რაც პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს. ამ უწყების ინფორმაციით, მხოლოდ 4 პირია დაკავებული, …
Continue reading “ციხისძირში საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს”
ციხისძირში საპროტესტო აქციაზე პოლიციის ორი ეკიპაჟია მობილიზებული
ციხისძირში, სადაც ხეების გადატანის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია იმართება, პოლიციელები გამოჩნდნენ. „ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, ადგილზე იმყოფებიან პოლიციის მაღალჩინოსნები, მათ შორის, ქობულეთის პოლიციის უფროსი. შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ადასტურებს ინფორმაციას საპროტესტო აქციაზე პოლიციის მაღალჩინოსნების ყოფნის შესახებ. უწყების პრესსამსახურის ცნობით, ციხისძირის აქციაზე პოლიციის ორი ეკიპაჟია მობილიზებული საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით. ხეების გადატანის პროცესი დღეს დილიდან შეჩერებულია. სამუშაოების მწარმოებელი …
Continue reading “ციხისძირში საპროტესტო აქციაზე პოლიციის ორი ეკიპაჟია მობილიზებული”
სახელმწიფოსთვის “ნაჩუქარი” ქონების დაბრუნების ორმაგი სტანდარტი
„ერთი და იგივეა ჩემი და ქიბარის ამბავი. მეც მაიძულეს, დამეთმო ქონება. აბა, ვის სჯერა, რომ საჩუქარი იყო ეს?“ – ამბობს ასლან ხალვაში, ქიბარ ხალვაშის ბიძაშვილი, რომელიც ასევე ბიზნესმენია. ის იმ მიწის ნაკვეთის დაბრუნებას მოითხოვს, რომელიც წინა ხელისუფლების დროს აჩუქა სახელმწიფოს. ორივე საქმეში, ბიძაშვილი ხალვაშები სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის დარღვევაზე მიუთითებენ, რაც გულისხმობს „ბათილად ცნობას იმ …
Continue reading “სახელმწიფოსთვის “ნაჩუქარი” ქონების დაბრუნების ორმაგი სტანდარტი”
ბულვართან დაკავშირებით შექმნილი კომისიის რეკომენდაცია არჩილ ხაბაძეს
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, არჩილ ხაბაძის ბრძანებით შექმნილმა კომისიამ, ბულვართან დაკავშირებით რეკომენდაციები თავმჯდომარეს უკვე წარუდგინა. კომისიის რეკომენდაციებს აჭარის მთავრობის სხდომაზე განიხილავენ, რომელიც „ბათუმელების“ ინფორმაციით 11 თებერვალს გაიმართება, რის შემდეგაც მთავრობამ ბულვართან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. კომისიის ოქმში აღნიშნულია, რომ კომისიის მუშაობაში ჩართვაზე უარი განაცხადეს მიწვეულმა წევრებმა: არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებმა. კომისიის ოქმის მიხედვით, ბათუმის ძველ …
Continue reading “ბულვართან დაკავშირებით შექმნილი კომისიის რეკომენდაცია არჩილ ხაბაძეს”
„თავისუფალი დემოკრატები“ სახელისუფლებო ძალებს შორის გავლენების გადანაწილებაზე
„აჭარის რეგიონში სახელისუფლებო ძალებს შორის არის სერიოზული გაუგებრობა საკადრო პოლიტიკასთან დაკავშირებით, რაც ძირითადად გავლენის სფეროების გადანაწილებას ეხება“ – აცხადებს ბათუმის საკრებულოს წევრი ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატებიდან“ ჯაბა ბერიძე. დღეს გამართულ ბრიფინგზე მან თქვა, რომ ამ „გაუგებრობა“ ძირითადად კოალიციაში შემავალ პარტიებს შორის დავას უკავშირდება, რის შედეგადაც რამდენიმე მაღალი თანამდებობა თვეების განმავლობაში ვაკანტურია. „აჭარის რამდენიმე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელს, ხელვაჩაურისა და …
Continue reading “„თავისუფალი დემოკრატები“ სახელისუფლებო ძალებს შორის გავლენების გადანაწილებაზე”
აჭარის საბიუჯეტო ორგანიზაციები ფულად სარგებელს „ვითიბი ბანკისგან“ მიიღებენ
აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის თავისუფალ ფულად სახსრებს „ვითიბი ბანკი“ განკარგავს. საუბარია იმ თანხაზე, რომელიც აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ანგარიშზეა. ამ საბიუჯეტო ორგანიზაციებს შეუძლიათ თანხა „ვითიბი ბანკის“ დეპოზიტზე განათავსონ, რასაც წლიურად 14 პროცენტი სარეგებელი დაერიცხება. საბიუჯეტო ორგანიზაციებს შეეძლებათ მათთვის სასურველ დროს გაიტანონ თანხა ბანკის ანგარიშიდან. კომერციული ბანკი თავისუფალი საბიუჯეტო თანხისთვის აუქციონის წესით შეირჩა. აჭარის ფინანსთა …
Continue reading “აჭარის საბიუჯეტო ორგანიზაციები ფულად სარგებელს „ვითიბი ბანკისგან“ მიიღებენ”
H1N1 ვირუსით გარდაცვალების კიდევ ერთი შემთხვევა ბათუმში
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, H1N1 ვირუსით გარდაცვალების კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა ბათუმში. გარდაიცვალა 37 წლის ქალი, რომელმაც სტაციონარს 28 იანვარს მიმართა. ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, რომ არის ჩვეულებრივი სეზონური გრიპი და აუცილებელია მოქალაქემ პირველივე სიპტომების გამოვლენისთანავე მიმართოს ექიმს. ბოლო მონაცემებით, აჭარაში გრიპის 2015–2016 წლის ეპიდსეზონზე H1N1 ვირუსით უკვე 6 პაციენტი გარდაიცვალა.
მთავრობა ხაბაძის პრემიას ასაიდუმლოებს – საახალწლო პრემიები აჭარის ხელისუფლებაში
გასული წლის ბოლოს, დეკემბერში, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, არჩილ ხაბაძის აპარატისა და დეპარტამენტების თანამშრომლებისთვის პრემიის სახით ბიუჯეტიდან 117 810 ლარი, ხოლო სახელფასო დანამატის სახით 59 525 ლარი გაიცა. წინა წლებისგან განსხვავებით, მთავრობამ წელს არ დააკონკრეტა, ვის რამდენი ერგო პრემიის სახით – „ბათუმელებს“ მთავრობიდან მხოლოდ საერთო ციფრი მოაწოდეს. არჩილ ხაბაძისგან განსხვავებით, პრემიები საიდუმლოდ არ დაუტოვებიათ მისი მთავრობის …
Continue reading “მთავრობა ხაბაძის პრემიას ასაიდუმლოებს – საახალწლო პრემიები აჭარის ხელისუფლებაში”
შსს უკონტაქტო პატრულირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კანონპროექტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს კიდევ ერთხელ განვმარტოთ შსს-ს პოზიცია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კანონპროექტთან, კერძოდ, უკონტაქტო პატრულირებასთან დაკავშირებით. ბოლო დღეებში მედიაში მიზანმიმართულად ხდება მოსაზრებების ტირაჟირება იმის თაობაზე, რომ შსს ე.წ. „ფარულ თვალთვალს“ იწყებს. მიუხედავად იმისა, რომ შსს-მ არაერთგზის არგუმენტირებულად განმარტა, რომ უკონტაქტო …
Continue reading “შსს უკონტაქტო პატრულირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს”
აშშ-ს ელჩმა ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში განახლებული ამერიკული კუთხე გახსნა
დღეს, 9 თებერვალს, ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში აშშ-ს ელჩმა იან კელიმ და ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა განახლებული ამერიკული კუთხე გახსნეს. ღონისძიებაზე აღინიშნა, რომ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში არსებული ამერიკული კუთხე ევროპის საუკეთესო ამერიკული კუთხეების ათეულში შევიდა. ამერიკული კუთხე ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით გაიხნა. იან კელის თქმით, აღნიშნული პროექტისთვის ბათუმი, მისი კულტურული, ეთნიკური და …
Continue reading “აშშ-ს ელჩმა ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში განახლებული ამერიკული კუთხე გახსნა”
ბათუმის მერიამ „სასაფლაოების“ ყოფილ დირექტორთან სასამართლოში დავა წააგო
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ცნობით, 9 თებერვალს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი და ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. დავა ეხებოდა ა(ა)იპ „ბათუმის სასაფლაოების“ დირექტორის თანამდებობიდან ლაშა ბერძენიშვილის ყოველგვარი საფუძვლის გარეშე გათავისუფლებას. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია მიუთითებდა, რომ აღნიშნულ ურთიერთობაზე ვრცელდებოდა მეწარმეთა შესახებ კანონი, რომლის თანახმად, დამფუძნებელს ჰქონდა ექსკლუზიური უფლება თანამდებობიდან …
Continue reading “ბათუმის მერიამ „სასაფლაოების“ ყოფილ დირექტორთან სასამართლოში დავა წააგო”
ლარის კურსი ბოლო 20 წლის განმავლობაში [ინფოგრაფიკა]
H1N1 ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვი აჭარაში ერთით გაიზარდა
H1N1 ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვი აჭარაში ერთით გაიზარდა. დღეს, 9 თებერვალს, აღნიშნული ვირუსით გარდაიცვალა 66 წლის მამაკაცი, რომელიც ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 29 იანვრიდან იყო მოთავსებული H1N1 დიაგნოზით. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, 9 თებერვლის 17:30 საათის მდგომარეობით „გრიპისა და მწვავე რესპირატორულ დაავადებათა სიმპტომებით აჭარის ამბულატორიულ სამედიცინო დაწესებულებებს მიმართა 305-მა პაციენტმა. სტაციონარში მკურნალობის კურსს გადის 127 პაციენტი, რეანიმაციულ განყოფილებაში …
Continue reading “H1N1 ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვი აჭარაში ერთით გაიზარდა”
სამინისტრო: მიწის ნაკვეთზე, საიდანაც ხეები გადააქვთ, სასტუმრო არ აშენდება
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში არ ადასტურებენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მიწის ნაკვეთებზე ციხისძირში, საიდანაც მრავალწლოვანი ხეები ოზურგეთში, ბიძინა ივანიშვილის კერძო საკუთრებაში გადააქვთ, სასტუმრო კომპლექსი უნდა აშენდეს. სამინისტროში “ბათუმელებს” განუცხადეს, რომ მიწის ნაკვეთები, საიდანაც ხეებს იღებენ, გასხვისებული არ არის და არც მათი პრივატიზება იგეგმება. ქობულეთის გამგეობის ინფორმაციით, რაიმე პროექტი ან განცხადება აღნიშნულ ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის მოთხოვნით, არც …
Continue reading “სამინისტრო: მიწის ნაკვეთზე, საიდანაც ხეები გადააქვთ, სასტუმრო არ აშენდება”
„უპრეცედენტო შემთხვევა” ბათუმის საქალაქო სასამართლოში
ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღეს, 9 თებერვალს, მოსამართლე დავით მამისეიშვილმა პირველად განიხილა მკვლელობის საქმე ისე, რომ მკვლელობაში ბრალდებული პირი მისთვის სასამართლო დარბაზში სპეციალურად განკუთვნილ ადგილას არ იჯდა. ზ.ს.-ს მძიმე დანაშაულის – განზრახ მკვლელობის ჩადენის მცდელობაში ედება ბრალი, მაგრამ სასამართლო განხილვამდე მას აღკვეთის სახით პატიმრობის ნაცვლად გირაო შეეფარდა. ბრალდებული ზ.ს. დღეს თავისი ადვოკატების გვერდით იჯდა და იქედან პასუხობდა მოსამართლის …
Continue reading “„უპრეცედენტო შემთხვევა” ბათუმის საქალაქო სასამართლოში”
სასამართლო განხილვა ქობულეთში ხანძართან დაკავშირებით, რომელსაც ბავშვები ემსხვერპლა
ბათუმის საქალაქო სასამართლომ ქობულეთში მდებარე სასტუმრო „არმაზის“ მფლობელის, ზაზა ართმელაძის საქმის განხილვა დაიწყო. 2015 წლის 10 მაისს სასტუმრო „არმაზში“ გაჩენილმა ხანძარმა გასტროლზე მყოფი რუსთავის ქორეოგრაფიული ანსამბლის -„სიხარული 2“-ის 3 მოზარდის სიცოცხლე იმსხვერპლა. ართმელაძეს პროკურატურა უსაფრთხოების წესების დარღვევას ედავება, რამაც პირთა სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ზაზა ართმელაძე წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. წინასასამართლო სხდომაზე ზაზა ართმელაძის ადვოკატმა მტკიცებულებების ნაწილის …
სპორტული კომპლექსი დიდთოვლობის შემდეგ
ბათუმში, ყინულის სასახლის გვერდით არსებული ანალოგიური ტიპის კონსტრუქცია – მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი დიდთოვლობის შემდეგ კვლავ დაშვებულია. ბათუმის სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრის იურისტი (კომპლექსის მესაკუთრე ეს ცენტრია) შოთა დავითაძე ამბობს, რომ მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის აღდგენითი სამუშაოები უახლეს დღეებში დაიწყება: „სპორტულ კომპლექსს მცირედი დაზიანებები აქვს. აღდგენითი სამუშაოები ამ ეტაპზე შეჩერებულია, რადგან პასუხს ველოდებით სადაზღვევო კომპანიისგან. ჩვენ კომპანიის მიერ მოთხოვნილი …
მოქალაქე: ელექტროსადენები საფრთხეს მიქმნის
მოქალაქე მურმან კილაძე ბათუმში, სახოკიას ქუჩაზე ცხოვრობს. მისი განცხადებით, მის საკუთრებაში მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზები გადის, რომელიც ტექნიკური გაუმართაობის გამო რამდენჯერმე ჩამოვარდა და პრობლემები შექმნა. გარდა ამისა, ამირან კილაძე ამბობს, რომ ელექტროხაზები მის საცხოვრებელთან ძალიან ახლოსაა, რის გამოც მშენებლობას ვერ იწყებს. „საცხოვრებელი რვა წლის წინ შევიძინე, სახლი ძველია და მინდა ახალი ავაშენო, მაგრამ იმ ადგილთან, …
Continue reading “მოქალაქე: ელექტროსადენები საფრთხეს მიქმნის”
„არ გადამრგო“ – ხეების გადარგვის საწინააღმდეგო აქცია ბათუმში
აქცია „არ გადამრგო“ დღეს აჭარის მთავრობის სახლის წინ „ ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოაწყო. აქციის მონაწილეებმა ტრანსფარანტები წარწერით – „ არ გადამრგო“ მთავრობის სახლის წინ ხეებზე ჩამოკიდეს. ამ ფორმით მათ აჭარის მთავრობის ნებართვით მრავალწლოვანი ხეების ე. წ. ბიძინა ივანიშვილის პარკში გადატანა გააპროტესტეს. აქციაზე პარტიის წევრებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ სამართალდამცავები იმ კარვების დაშლას გეგმავენ, რომლებიც მდუმარე აქციის …
Continue reading “„არ გადამრგო“ – ხეების გადარგვის საწინააღმდეგო აქცია ბათუმში”
აუდიტი: ვაკანსიებზე ინფორმაცია აჭარის დასაქმების სააგენტოს ვებგვერდზე არასრულია
აჭარის დასაქმების სააგენტოს ექვსივე მუნიციპალიტეტში [ბათუმის ჩათვლით] აქვს ოფისები, სადაც შესაძლებელია მათი მომსახურების მიღება, თუმცა აუდიტის სამსახურის ანგარიშში აღნიშნულია, რომ „სააგენტოს ვებგვერდის მეშვეობით ძირითადი და სრული მომსახურების მიღება ინტერნეტით არ არის შესაძლებელი“. აუდიტის ინფორმაციით, სააგენტოს მოქმედ ვებგვერდზე დარეგისტრირებული სამუშაოს მაძიებლები და ვაკანსიები არ ხვდებიან სააგენტოს ბაზაში, რომელსაც სააგენტო ცალკე პროგრამულად [პროგრამა არ არის ინტეგრირებული ვებგვერდთან] აწარმოებს …
Continue reading “აუდიტი: ვაკანსიებზე ინფორმაცია აჭარის დასაქმების სააგენტოს ვებგვერდზე არასრულია”