მთავარი,სიახლეები

ციხისძირში საპროტესტო აქციაზე პოლიციის ორი ეკიპაჟია მობილიზებული

10.02.2016
ციხისძირში საპროტესტო აქციაზე პოლიციის ორი ეკიპაჟია მობილიზებული

ციხისძირში, სადაც ხეების გადატანის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია იმართება, პოლიციელები გამოჩნდნენ. „ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, ადგილზე იმყოფებიან პოლიციის მაღალჩინოსნები, მათ შორის, ქობულეთის პოლიციის უფროსი.

შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ადასტურებს ინფორმაციას საპროტესტო აქციაზე პოლიციის მაღალჩინოსნების ყოფნის შესახებ. უწყების პრესსამსახურის ცნობით, ციხისძირის აქციაზე პოლიციის ორი ეკიპაჟია მობილიზებული საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით.

ხეების გადატანის პროცესი დღეს დილიდან შეჩერებულია. სამუშაოების მწარმოებელი კომპანია „ზიმო“-ს წარმომადგენლის, ირაკლი შანავას ინფორმაციით, სამუშაოების გაგრძელების საშუალება მათ აქციის მონაწილეებმა არ მისცეს: „ჩვენ შევატყობინეთ პოლიციას, რომ არ გვაქვს მუშაობის გაგრძელების საშუალება. პოლიციელები უკვე მოვიდნენ და მოლაპარაკებას მართავენ აქციის მონაწილეებთან“.

პოლიციელების გამოჩენის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი პეტრე ზამბახიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ საპროტესტო აქციის შეწყვეტას არ აპირებს, რადგან „უნებართვოდ იცვლება სანაპირო ზოლი“.

ხეების გადატანის წინააღმდეგ აქციას გუშინ „პარტიზანული მებაღეობის“ აქტივისტებიც  შეუერთდნენ.

 

12735593_1714516008769613_156647843_n

12714367_1714515928769621_1986324342_n

12713886_1714515972102950_875629828_n

აქცია ციხისძირში “რეგნიუსის” ფოტოები

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: