მთავარი,სიახლეები

„თავისუფალი დემოკრატები“ სახელისუფლებო ძალებს შორის გავლენების გადანაწილებაზე

10.02.2016
„თავისუფალი დემოკრატები“ სახელისუფლებო ძალებს შორის გავლენების გადანაწილებაზე

„აჭარის რეგიონში სახელისუფლებო ძალებს შორის არის სერიოზული გაუგებრობა საკადრო პოლიტიკასთან დაკავშირებით, რაც ძირითადად გავლენის სფეროების გადანაწილებას ეხება“ – აცხადებს ბათუმის საკრებულოს წევრი ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატებიდან“  ჯაბა ბერიძე.  დღეს გამართულ ბრიფინგზე მან თქვა, რომ ამ „გაუგებრობა“ ძირითადად კოალიციაში შემავალ პარტიებს შორის დავას უკავშირდება, რის  შედეგადაც რამდენიმე მაღალი თანამდებობა თვეების განმავლობაში ვაკანტურია. „აჭარის რამდენიმე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელს, ხელვაჩაურისა და შუახევის, არ ჰყავს მოადგილე. ასევე თვეების მანძილზე ვაკანტურია ბათუმის მერის მოადგილის პოსტი, რომელიც მერიის ფინანსურ პოლიტიკაზეა პასუხისმგებელი“ – ამბობს ჯაბა ბერიძე.

ბათუმის მერიაში „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ „მერის მოადგილეს როგორც კი დანიშნავენ, საზოგადოებასაც აცნობებენ“.

„თავისუფალი დემოკრატები“ მოუწოდებენ ხელისუფლებას საჯარო კონკურსების გზით შეარჩიონ კადრები, რადგან რეგიონში კომპეტენტური და კეთილსინდისიერი, გამოცდილი მოქალაქეების დიდი არჩევანია.

ბათუმის მერის მოადგილის პოსტი 2015 წლის 6 ივლისიდან არის ვაკანტური. ზურაბ ბერიძემ საკუთარი სურვილით დატოვა ეს თანამდებობა. შუახევის გამგებლის მოადგილე რომან ფუტკარაძე 2015 წლის 7 ნოემბერს დააკავა ანტიკორუფციულმა სააგენტომ  ქრთამის აღების ბრალდებით, ხოლო ხელვაჩაურის გამგებლის მოადგილე ანზორ ფერსელიძე რამდენიმე თვის წინ გარდაიცვალა.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: