წამყვანი და უფროსი მასწავლებლის ხელფასი იანვრიდან იზრდება, პრაქტიკოსების – არა

საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 2017 წელს მასწავლებლის საშუალო ხელფასი 800 ლარი იქნება. ხელფასები მხოლოდ წამყვან და უფროს მასწავლებლებს გაეზრდებათ, პრაქტიკოს მასწავლებლებს კი _ არა. იზრდება მენტორი მასწავლებლის ხელფასიც, თუმცა ამ კატეგორიის პედაგოგი საქართველოში არ არის. სამინისტროს ინფორმაციით, გაზრდილ ხელფასს ის პედაგოგები მიიღებენ, ვისაც სკოლაში სრული დატვირთვა აქვს. საქართველოს მთავრობის დადგენილებით, მასწავლებელთა ხელფასები 2017 წლის იანვრიდან …

ქართველ მძღოლებს ბათუმში თურქეთის კონსული შეხვდა

დღეს, 4 ოქტომბერს, საპროტესტო აქცია გამართეს მიკროავტობუსების მძღოლებმა ბათუმში, თურქეთის საკონსულოსთან. აქციის მონაწილეთა განმარტებით, დაახლოებით ერთი თვის წინ თურქეთში, კერძოდ ქალაქ ხოფას ტერიტორიაზე, თურქულმა მახარემ გახსნა ავტოპარკი, სადაც ქართული სანომრე ნიშნით მოძრავი მიკროავტობუსების მძღოლებს უწევთ ხშირ შემთხვევაში 24-საათიანი ლოდინი და 25 ლირამდე თანხის გადახდა. მათივე განმარტებით აღნიშნულ ავტოპარკში თურქული მხარის არც სამგზავრო ავტობუსი ჩერდება და არც სატვირთო. …

პატრიოტთა ალიანსის კანდიდატი: მე არ ვარ წინააღმდეგი თურქეთთან გვქონდეს კარგი ურთიერთობა

რუსუდანი სიხარულიძე არის „პატრიოტთა ალიანსის“ მაჟორიტარი კანდიდატი საქართველოს პარლამენტში. ის კენჭს ბათუმის 69-ე უბანზე იყრის. პროფესიით ტანმოვარჯიშე რუსუდან სიხარულიძე არის მსოფლიოს ჩემპიონი გუნდურ პირველობაში და მესამე პრიზიორი თავისუფალ ვარჯიშში, საბჭოთა კავშირის ორგზის ჩემპიონი, საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი. ქალბატონო რუსუდან, სპორტიდან პოლიტიკაში წასვლა რატომ გადაწყვიტეთ? მე ადრე  – 1996-2003 წლებშიც …

მალხაზ ნაკაშიძე: ისეთი პარტიებიც ვიცი, სადაც საერთოდ არ შედის ხალხი

„პოლიტიკაში მოსვლის სურვილი ახლა გამიჩნდა, როცა ოთხი წელი ვუყურებდი, როგორ სამარცხვინოდ მუშაობდა უმაღლესი საბჭო,“ – ამბობს მალხაზ ნაკაშიძე. აქამდე ის მხოლოდ აკადემიური საქმიანობით იყო დაკავებული. კონსტიტუციონალისტია და კითხულობს ლექციებს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მალხაზ ნაკაშიძე ბათუმის 69-ე ოლქში აპირებს უმაღლესი საბჭოს დეპუტატის მანდატის მოპოვებას. ის წარმოადგენს მოძრაობას „პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“. პაატა ბურჭულაძის ბლოკის ირგვლის …

ენმ-ის მაჟორიტარი კანდიდატი: საბჭოთა კავშირში არ ვცხოვრობთ, რომ კოლექტიურ პასუხისმგებლობაზე ვილაპარაკოთ

მირდატ ქამადაძე „ნაციონალურ მოძრაობაში“ მას შემდეგ შევიდა, რაც პარტია არჩევნებში დამარცხდა და მმართველის პოზიციიდან ოპოზიციაში გადაინაცვლა.  იგი პროფესიით იურისტია და ბათუმის 68-ე ოლქში მაჟორიტარ კანდიდატად იყრის კენჭს საქართველოს პარლამენტის არჩევნებში. „ბათუმელები“ დაინტერესდა, ჰქონდა თუ არა მას კითხვები პარტიის ლიდერებთან და მიიღო თუ არა პასუხები ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელობაზე, როცა  პარტიაში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო. ბატონო მირდატ, …

აჭარაში 308 506 ამომრჩეველია რეგისტრირებული

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის ინფრომაციით 2016 წლის 8 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის, დაზუსტებული მონაცემებით ამ დროისთვის აჭარაში 308 506 ამომრჩეველია რეგისტრირებული. ამომრჩეველთა სიების გადამოწმება დასრულდა. ამომრჩეველთა დაზუსტებული რაოდენობა მაჟორიტარული ოლქების მიხედვით: ბათუმის N68 მაჟორიტარული ოლქი – 53 062 ამომრჩეველი; ბათუმის N69 მაჟორიტარული ოლქი – 53 035 ამომრჩეველი; ბათუმის N70 მაჟორიტარული ოლქი …

გასაიდუმლოებული ინვესტორები

აჭარაში განხორციელებული ინვესტიციების შესახებ ადგილობრივი ხელისუფლება სტატისტიკურ მონაცემებს ავრცელებს, თუმცა მსხვილი ინვესტორების სიას არ ასაჯაროებს. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ  „ინვესტორების უმრავლესობა სამინისტროსთან ვალდებულების არმქონე კომპანიებია და ინფორმაცია მათ მიერ განხორციელებული ინვესტიციების შესახებ არ წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას“. აჭარის რეგიონში განხორციელებული უცხოური და ადგილობრივი ინვესტიციების შესახებ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ მოწოდებული მონაცემებით თუ …

არმაზ ახვლედიანი “ქართული ოცნების” კანდიდატს დებატში იწვევს

“მზად ვარ მონაწილეობა მივიღო ნებისმიერი ფორმატის დებატში, ოღონდ ბატონმა ნუკრი ბეჟანიძემ გაგვაგონოს საკუთარი ხმა და გავიგოთ მისი სათქმელი,” – აცხადებს არმაზ ახვლედიანი. ბათუმის 69-ე საარჩევნო ოლქის დამოუკიდებელი დეპუტატობის კანდიდატი პარლამენტში “ქართული ოცნების” კანდიდატს დებატებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს. თვლის, რომ დემოკრატიული არჩევნების პრინციპი ირღვევა, რადგან მმართველი გუნდის კანდიდატი არა მხოლოდ მასთან, საერთოდ წინასაარჩევნო დებატებზე უარს ამბობს. “არჩევენებამდე …

“განათლების მინისტრის ინიციატივები არასერიოზულია”

განათლების მინისტრმა პედაგოგთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში შესატანი ბევრი ცვლილება დააანონსა: საგნობრივი გამოცდა პედაგოგისთვის „ჩამჭრელი“ აღარ იქნება – პედაგოგი რამდენ ქულასაც დააგროვებს გამოცდაზე, იმის მიხედვით მიიღებს კრედიტებს. მინისტრის აზრით, შესაცვლელია კრედიტების მინიჭების კრიტერიუმიც. განათლების სამინისტროში არ აღმოჩნდა არც ერთი პირი, ვინც განმარტავს, რამდენად რეალურია მინისტრის მიერ წარმოდგენილი ალტერნატივები და რა ვადაში განხორციელდება ეს …

ოთარ ცეცხლაძე: ჰოლივუდსა და ბოლივუდში მილიარდებს ხარჯავენ, რომ ხულოს, ქედისა და შუახევის მსგავსი ბუნება შეიქმნას

პროფესიით ექიმი, ბიოლოგი, ხულოს ყოფილი გამგებელი, მოქმედი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ოთარ ცეცხლაძე მაღალმთიან აჭარაში, 73-ე ოლქის მაჟორიტარ კანდიდატად აჭარის უმაღლეს საბჭოში პარტია „თავისუფალმა დემოკრატებმა“ დაასახელა. რა სამუშაო გამოცდილებით მოდიხართ? სხვადასხვა სფეროში მაქვს მუშაობის გამოცდილება, ვიყავი ხულოს გამგებელი, სამეცნიერო ინსტიტუტის დეკანი, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბუნების მეტყველებისა და სამედიცინო ფაკულტეტის დეკანის …

ნუკრი ბეჟანიძე: შეიძლება მე ბარიკადებზე არ ვიდექი, მაგრამ ყოველთვის ვმონაწილეობდი

საქართველოს პარლამენტის არჩევნებში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატი  69-ე ოლქში – ნუკრი (ლევან) ბეჟანიძეა.  ნუკრი ბეჟანიძე პროფესიით მეან-გინეკოლოგია და ბოლო დრომდე ბათუმის სამშობიარო სახლის დირექტორად მუშაობდა. კარდაკარს თუ ატარებთ და რა მოთხოვნები აქვს ამომრჩეველს? ძირითადი წუხილი ამომრჩევლის არის სამუშაო ადგილები. აღარ არის ის კითხვები, რომ პრობლემა აქვთ ჯანდაცვაზე. ისეთი პრობლემებია, რომლებიც მოგვარებადია. ჩვენს პროგრამაში გაწერილია – …

ხულოში, თონეში აფეთქების შედეგად მამაკაცი დაიღუპა

დღეს, 3 ოქტომბერს, ნაშუადღევს დაბა ხულოში თონეში აფეთქების შედეგად შუახნის მამაკაცი დაიღუპა. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 242-ე მუხლის მეორე ნაწილით, რომელიც გულისხმობს საწარმოში უსაფრთხოების ნორმების დარღვევას. „თონე დამწვარი არ არის, რაღაც აფეთქდა, რის შედეგადაც დაიღუპა ერთი ადამიანი“-გვეუბნებიან შსს-ს პრესცენტრში. ხულოს გამგებელი ბესიკ ბაუჩაძე „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, რომ  თონეში მომხდარის შესახებ დეტალებს არ ფლობს: „შემთხვევა …

მუხრან ვახტანგაძე: მე არ მჯერა, რომ პროვოკაციები იქნება

მუხრან ვახტანგაძე „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატია საქართველოს პარლამენტში. ის  ბათუმის 70-ე საარჩევნო ოლქში იყრის კენჭს.  ვახტანგაძე ყოფილი სპორტსმენია, 2000 წელს მან სიდნეის ოლიმპიური თამაშებზე მესამე ადგილი აიღო. იყო  მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი, მიღებული აქვს FILA-ს საერთაშორისო ფედერაციის ოქროს მედალი ჭიდაობის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. ბატონო მუხრან, რა იქნება თქვენი მთავარი გზავნილი ამომრჩეველთან, რისი გაკეთება გინდათ პარლამენტში? „ქართული ოცნების“ …

რუსთაველის უნივერსიტეტში 1015 პირველკურსელი ჩაირიცხა

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სასწავლო წელი დღეს, 3 ოქტომბერს განახლდა. უნივერსიტეტის ინფორმაციით, მიმდინარე სასწავლო წელს, უნივერსიტეტში 1015 პირველკურსელი ჩაირიცხა, აქედან სასწავლო გრანტი 58-მა მიიღო, ხოლო  10  უფასო სახელმწიფო საგანმანათლებლო პროგრამაზე 419 ახალგაზრდა ისწავლის. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობისა და წიგნის მაღაზია „სანტა ესპერანსას“ ორგანიზებით,  წიგნის სამდღიანი ფესტივალი გაიხსნა. ღონისძიების ფარგლებში  შეხვედრა გაიმართა მწერლებთან, დათო ტურაშვილთან და …

საარჩევნო უბნების მისამართები აჭარაში

2016 წლის 8 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმღლესი საბჭოს არჩევნებზე აჭარის ტერიტორიაზე, 6 მაჟორიტარულ ოლქში, ჯამში 347 საარჩევნო უბანია გახსნილი [სავარაუდოდ, ერთი სპეციალური უბანი დამატებით გაიხსნება ბათუმის მე-3 საპყრობილეში]. საარჩევნო უბნების მისამართები უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ გამოაქვეყნა. დღეის მდგომარეობით აჭარაში გახსნილი 347 საარჩევნო უბნიდან ბათუმის ოლქში 119 უბანია, ქობულეთში – 48, ხელვაჩაურში – 50, ქედაში – 27, …

რატომ ვერ ხერხდება სკოლაში უცხო ენის შესწავლა რეპეტიტორების გარეშე

როგორ ისწავლება საჯარო სკოლებში ინგლისური ენა, და რა დონეს ფლობენ მე-12 კლასის დასრულების შემდეგ მოსწავლეები? ინგლისური ენა რამდენიმე დონედ იყოფა. იმისათვის, რომ მოსწავლემ შეძლოს თავისუფლად წერა-კითხვა, მოსმენილის გააზრება და კომუნიკაცია, საშუალო საფეხურზე (ინტერმედიატე) მაინც უნდა იყოს. თუმცა საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლეები ინგლისურ ენას დაბალი საფეხურის (A1) სახელმძღვანელოთი გადიან. ინგლისური ენის ტრენერი მასწავლებელი, ქეთი პაპავა …

მუხრან ვახტანგაძის სასარგებლოდ კანდიდატურა მოხსნეს

დამოუკიდებელი კანდიდატი ზაურ გოგიტიძე, რომელიც ბათუმის 70-ე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში იყრიდა კენჭს, საკუთარ კანდიდატურას „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატის, მუხრან ვახტანგაძის სასარგებლოდ ხსნის. კანდიდატურის მოხსნის შემდეგ ზაურ გოგიტიძე ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ წევრი გახდა. ჟურნალისტების კითხვაზე,  დათმო თუ არა არჩევნები „ქართული ოცნების“  წევრობის სანაცვლოდ? ზაურ გოგიტიძე ამბობს: „ამ ეტაპზე მივიღე ასეთი გადაწყვეტილება, რადგან ერთადერთი ძალა არის „ქართული …

ბავშვთა ადრეული განვითარების შესახებ კვირეული ბსუ-ში

ბათუმის რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტში, ბავშვთა ადრეული განვითარების შესახებ კვირეული  მიმდინარეობს. კვირეულის ფარგლებში მოხდება სპეციალისტების გადამზადება მაღალმთიან რეგიონებში. 2010 წელს ჩატარებული კვლევების მიხედვით, საქართველოში განვითარების პრობლემა 2 წლის ასაკის ბავშვთა 8,5 პროცენტს აღენიშნება. „საქართველოში 5 წლამდე ასაკის 300 000 ბავშვია დაახლოებით, რაც იმას ნიშნავს, რომ მსგავსი პრობლემა 25 000 ბავშვს უნდა ჰქონდეს. განვითარების შეფერხება არ გულისხმობს …

სპორტსმენები და პარტიებთან ასოცირებული დამკვირვებლები არჩევნებზე

სპორტსმენები, მათ შორის კორცხელის ინციდენტში მონაწილე პირებად დასახელებულები, პარტიებთან ასოცირებული პირები და მათი ორგანიზაციები 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებლებად დარეგისტრირდნენ. „სპორტისა და სამხედრო ვეტერანთა ასოციაცია“ 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის დამკვირვებელ ორგანიზაციად დარეგისტრირდა. ეს იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა ნებისმიერ საარჩევნო უბანზე დამკვირვებლის სტატუსით ერთი სპორტსმენი მაინც შევიდეს. ასოციაციის ხელმძღვანელი მძლეოსანი ილია მარტყოფლიშვილია. ის …

საარჩევნო პლაკატი აკრძალულ ობიექტზე

ბათუმში, მემედ აბაშიძის 48 ნომერში არსებულ კერძო საცხოვრებელ სახლზე, ნინო ბურჯანაძის პარტიის, მაჟორიტარი კანდიდატის საარჩევნო პლაკატია გაკრული.  შენობა არ შედის მუნიციპალიტეტის მიერ მიერ განსაზღვრული იმ შენობა-ნაგებობების ჩამონათვალში, სადაც დასაშვებია საარჩევნო სააგიტაციო მასალების განთავსება.  საკრებულოების მიერ დადგენილი ნორმების მიხედვით, საარჩევნო პლაკატების გაკვრა აკრძალულია, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე და ქალაქის ისტორიულ უბნებში. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის, ზაალ მამუჭაძის …

საარჩევნო ანტითურქული გზავნილები „პირად წყაროებზე“ დაყრდნობით

„ყველაფერს შეიძლება დაარქვა ადამიანმა, რომ არის წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი, მაგრამ ამომრჩეველი არ უნდა შევეგუოთ იმას, რომ გვითხრან ისეთი რამე, რომელიც ქვეყნის მომავალს დააზიანებს,“ – ასე აფასებს ლევან ცუცქირიძე, „ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის“ ხელმძღვანელი, „პატრიოტთა ალიანსის“ მთავარ წინასაარჩევნო გზავნილს – თურქეთი ოკუპანტია. ამ პოლიტიკური ძალის პირველი ოქტომბრის საპროტესტო აქციის ერთ-ერთი ლოზუნგიც ეს იყო. „პატრიოტთა ალიანსი“ პოლიტიკური …

წიგნის ფესტივალი ბათუმში [ანონსი]

3-5 ოქტომბერს ბათუმში, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობისა“ და წიგნის მაღაზია „სანტა ესპერანსას“ ორგანიზებით, წიგნის ფესტივალი გაიმართება. ფესტივალის ფარგლებში სამი დღის განმავლობაში სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ შეიძინონ წიგნები დიდი ფასდაკლებით და დაესწრონ ქართველ ავტორებთან შეხვედრებს. ფესტივალის ფარგლებში 3 ოქტომბერს, 13:00 საათზე დაგეგმილია დათო ტურაშვილთან შეხვედრა. 4 ოქტომბერს, 13:00 საათზე კი მკითხველი ლაშა ბუღაძეს შეხვდება. …

მაჟორიტარი კანდიდატი: ვიცნობ ხულოს მუნიციპალიტეტის ყველა ჩიხს, მთას და სოფელს

პროფესიით ექიმი, ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს დირექტორი და ხულოს საკრებულოს ყოფილი წევრი, რაულ პაქსაძე მაღალმთიან აჭარაში, 73-ე ოლქის მაჟორიტარი კანდიდატია საქართველოს პარლამენტში. ის დეპუტატობის კანდიდატად „რესპუბლიკურმა პარტიამ“ დაასახელა.   ბატონო რაულ, რა პოლიტიკური გამოცდილება გაქვთ? 2004 წლიდან ჩართული ვარ პოლიტიკაში. 2005 წლიდან 2011 წლამდე „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ვიყავი ხულოს მუნიციპალიტეტში. 2006-2010 წლებში ხულოს საკრებულოს წევრი ვიყავი „რესპუბლიკური …

პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შესაძლო ჩამოსვლაზე

დღეს ბათუმში საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შესაძლო დაბრუნებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზეც გააკეთა კომენტარი: „კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ყოფილ პრეზიდენტს, რომ არ ჩაერიოს საქართველოში მიმდინარე საარჩევნო პროცესებში. ჩვენთვის არის უმნიშვნელოვანესი დემოკრატიული გამოცდილება, ჩვენ ვატარებთ თანამედროვე ევროპულ დემოკრატიულ არჩევნებს, მთელი საზოგადოება ორიენტირებულია გააკეთოს სწორი და თავისუფალი არჩევანი. ამ ვითარების დაძაბვა, ემოციების ესკალაცია, მარტივად …

პრეზიდენტის კომენტარი დიდინეძში მომხდარ ინციდენტზე

დღეს ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოში ახალი მოსამართლეების ფიცის დადების ცერემონიალის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ზუგდიდში, სოფელ დიდინეძში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გააკეთა კომენტარი: „ერთი მხვრივ, მოველი ეფექტურ და სწრაფ გამოძიებას, მაგრამ ამავე დროს მოველი პოლიტიკოსებისგან ადეკვატურ შეფასებას. მე არაერთხელ აღვნიშნე, რომ ფაქტობრივად ყველა პოლიტიკურ ძალაში შესაძლებელია იყვნენ თავქარიანი ადამიანები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ არჩევნები არის მუშტი-კრივი. მაგრამ …

საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლეებმა ფიცი დადეს

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს, 2 ოქტომბერს, განმწესებული მოსამართლეების – ირინა იმერლიშვილის,ს ფიცის დადების ცერემონიალი გაიმართა. მოსამართლეებმა ფიცი საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის თავმჯდომარისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის წინაშე დადეს. ირინა იმერლიშვილი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ განმწესებამდე, 2000- 2003 წლებში იკავებდა იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოზიციას. 2012 – 2013 წლებში იყოს საქართველოს მე-8  მოწვევის პარლამენტის წევრი, საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა …

ბათუმის მერია მიწას მინისტადიონისა და ატრაქციონების რეკონსტრუქციის პირობით ყიდის

ბათუმის მერია მინისტადიონისა და საბავშვო ატრაქციონების რეკონსტრუქციის სანაცვლოდ ქალაქში 1 ჰექტარზე მეტ მიწის ნაკვეთებს ყიდის. მომავალი მესაკუთრის ვალდებულება იქნება ნაკვეთზე საცხოვრებელი სახლი ააშენოს. მერია მიწის ნაკვეთებს აუქციონზე ყიდის, ამდენად, მომავალი მყიდველისგან საცხოვრებელ ფართობებს არ ითხოვს. მიწის ნაკვეთები, ერთ მისამართზე, ბათუმში, ბაგრატიონის ქ. N127-ში [რეფერალურ საავადმყოფოსთან ახლოს] მდებარეობს. ერთი ნაკვეთი 5411 კვ/მ-ა  და მისი საწყისი საპრივატიზებო საფასურია 1 …

„სახელმწიფო ხალხისთვის“ ბრიფინგი კორუფციულ გარიგებაზე

პაატა ბურჭულაძის პარტიის „სახელმწიფო ხალხისთვის“ ბათუმის ორგანიზაცია სახელმწიფო ორგანიზაციებსა და ფარმაცევტულ კომპანიებს გარიგებაში ადანაშაულებს. პარტიის წევრების ინფორმაციით, სახელმწიფო ორგანიზაციებთან გარიგებების შედეგად კონკრეტული ფარმაცევტული კომპანია იგებს ტენდერებს, რომლის უკანაც ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები დგანან. „… არავინ არ საუბრობს იმ ჩრდილოვან მხარეებზე, რაც ახლავს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას. საქმე ეხება მედიკამენტების შესყიდვა გამოყენების გზით დანაშაულებრივი სქემის გამოყენებას, რაც ელიტარულ …

„პატრიოტთა ალიანსის“ აქცია ბათუმში

დღეს 1 ოქტომბერს ბათუმში ევროპის მოედანზე, „პატრიოტთა ალიანსის“  წინასაარჩევნო აქცია გაიმართა. ბათუმში იმყოფებიან პარტიის ლიდერები  დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი, ასევე მათი მაჟორიტარი კანდიდატები ბათუმში.  პარტიის ლიდერები აქციაზე აცხადებდნენ, რომ „ამდენი ბათუმელი არავის, არასდროს არ შეუკრებია ამ მოედანზე“. თუმცა,  საკუთარი მხარდამჭერები თითქმის ყველა რეგიონიდან სპეციალურად ამ აქციაზე დასასწრებად ჩამოიყვანეს. მათ შორის  გურიიდან, იმერეთიდან, სამეგრელოდან, ჭიათურიდან, გორიდან. …

ორგანიზაციები 1 მილიონამდე ლარის გადახდისგან გაათავისუფლეს

„ბათუმის სამშობიარო სახლი“, „ავერსი-ფარმა“, „საქართველოს საპატრიარქო“, „შავი ზღვის ტერმინალი“, „საქართველოს საპატრიარქოს წმ. იოაკიმე და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრი“, „ფორტე“ – ის ორგანიზაციები არიან, რომლებიც, სხვა 40-მდე ორგანიზაციასთან ერთად, მათზე დაკისრებულ ჯამში – 945 350 ლარს სახელმწიფო ბიუჯეტში აღარ გადაიხდიან. საქართველოს მთავრობამ ისინი, როგორც სახელმწიფო ქონების მონათხოვრეები,  დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდისგან გაათავისუფლა. მთავრობის განკარგულებაში აღნიშნულია, რომ პირგასამტეხლო მათ თხოვების …

მახუნცეთში მდინარეში ჩავარდნილ ტურისტს ეძებენ

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მახუნცეთში მდინარეში ჩავარდნილ ტურისტს ეძებენ. შს სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია 115-ე მუხლით, რომელიც თვითმკვლელობამდე ან თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანას გულისხმობს. „დაკარგული ტურისტი სავარაუდოდ ჰოლანდიელია, დაკარგულის შესახებ ინფორმაცია სამის ნახევარზე შემოვიდა, ამ დროისთვის სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს, ბათუმიდანაც ამოვიდა ბრიგადა ნავებით“ – აცხადებენ ქედის სამაშველო სამსახურში ამ წუთებში მიმდინარეობს სამძებრო სამაშველო სამუშაოები. შეგახსენებთ, რომ აჭარის მუნიციპალიტეტებში …

მთავრობა: სტიქიამ განსაკუთრებით ხელვაჩაურის, ქედისა და შუახევის მუნიციპალიტეტები დააზარალა

დღეს მთავრობის სახლში, ბოლო დღეებში გადაუღებელი წვიმების შედეგად, მაღალმთიან აჭარაში გააქტიურებული სტიქიური პროცესების შემაჯამებელი ბრიფინგი გაიმართა. მთავრობის ინფორმაციით, ამ დროისთვის ყველა ცენტრალური მნიშვნელობის გზა გაწმენდილია და მიმდინარეობს შიდა სასოფლო გზების გაწმენდა, განვითარებულ მეწყრულ პროცესებს მსხვერპლი არ მოჰყოლია, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის მობილიზებულია საგზაო დეპარტამენტი, გეოლოგიური სამსახურები და მუნიციპალიტეტების შესაბამისი სამსახურები. მტავრობა მოუწოდებს მუნიციპალიტეტების მოსახლეობას საჭიროების შემთხვევაში …

როგორ გავუმარტივოთ პირველკლასელებს სკოლასთან შეგუება

ბაღიდან სკოლაში გადასვლა ბავშვებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტია. როგორ გაუმკლავდებიან ისინი ამ პროცესს, დაკავშირებულია იმასთან, თუ როგორი მხარდაჭერა ექნებათ მათ უფროსებისგან. ფსიქოლოგების შეფასებით, ბავშვის პიროვნული ჩამოყალიბების პირველი ბაზა სწორედ სკოლასა და სასწავლო პროცესს უკავშირდება, ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია ამ ეტაპის სწორი დასაწყისი. იმის შესახებ, თუ როგორ გავუმარტივოთ პატარებს სკოლასთან და სასწავლო პროცესთან ადაპტაცია, „ბათუმელებს“ ფსიქოლოგი ირმა …

გამომძიებლები საშუალო განათლებით და იურისტის კვალიფიკაციის გარეშე

რა არის საჭირო იმისთვის, რომ გამომძიებელი გახდე – მხოლოდ საშუალო სკოლის ატესტატი. პოლიციის შესახებ კანონი მხოლოდ ასაკობრივ შეზღუდვას აწესებს – გამომძიებელი მინიმუმ 18 წლის უნდა იყოს. აქვე აღნიშნულია, რომ გამომძიებელი ამ პოზიციისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს უნდა ფლობდეს. უმაღლესი განათლება და იურისტის კვალიფიკაცია სავალდებულო არ არის. „იმდენად არეულ-დარეული იყო დაკავების ოქმი, მართლა ვერაფერი გავიგე, რას ედავებოდნენ ჩემი დაცვის ქვეშ …

სომხეთის კონსული ბათუმში: მე მივეკუთვნები იმ თაობას, რომელიც ოცნებობდა თავისუფლებაზე

აჭარაში ჩამოსული ტურისტების ნაკადის მხრივ წლებია სომხეთი პირველ ხუთეულშია, 2016 წლის აგვისტოში, ისევე როგორც გასული წლის ამავე პერიოდში, აჭარაში ყველაზე მეტი ტურისტი სწორედ სომხეთიდან შემოვიდა. სომხეთი აჭარის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია ციტრუსის რეალიზაციის მხრივაც. ოფიციალური მონაცემებით, გასულ წელს აჭარიდან სომხეთში 785 ტონა სტანდარტული მანდარინი გავიდა, რაც მთლიანი ექსპორტის 3,06%-ია. რამდენად მჭიდრო ბიზნესთანამშრომლობა აკავშირებს სომხეთსა და აჭარის …

ხელვაჩაურის ექვს სოფელში მეწყერი განვითარდა

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, უამინდობის გამო წუხელ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში მეწყერი განვითარდა.  „მიწის მასა ჩამოწვა სოფელ ხეღრუში საავტომობილო გზასთან, თუმცა გადაადგილების პრობლემა არც ავტომობილებს და არც ქვეითად მოასიარულეებს არ შექმნიათ. ადგილზე ვითარება უკვე შეისწავლეს გამგეობის სპეციალისტებმა. სამუშაოები უკვე დაწყებულია,“-ნათქვამია ოფიციალურ ინფორმაციაში. ამავე წყაროს ცნობით,  ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 10-მდე მონაკვეთზე საავტომობილო გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. „სტიქიის შედეგად დაზიანებულ …

Exit mobile version