რა პროექტები დაფინანსდება მუნიციპალიტეტებში აჭარის 2017 წლის ბიუჯეტიდან

აჭარის მთავრობამ უმაღლეს საბჭოს მომავალი წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის გადამუშავებული პროექტი წარუდგინა, რომელსაც დღეს, 19 დეკემბერს აჭარის უმაღლესი საბჭოს ბიურო განიხილავს. წინა მოწვევის საბჭომ მთავრობას დაავალა წარმოედგინა ის პროექტები, რომლებიც მუნიციპალიტეტებში აჭარის ბიუჯეტიდან უნდა დაფინანსდეს 2017 წელს. მუნიციპალიტეტებზე გადასაცემი კაპიტალური ტრანსფერი 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით: ბათუმი – 35 000 000 ლარი; ქობულეთი – 20 740 …

აჭარის ახალი მთავრობა დღეს დამტკიცდება

დღეს 19 დეკემბერს, აჭარის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სხდომა გაიმართება. სხდომაზე, აჭარის მთავრობის ახალ შემადგონლობას უყრიან კენჭს. საკომიტეტო მოსმენები მინისტრობის კანდიდატებთან 17 დეკემბერს გაიმართა. დღევანდელ სხდომაზე, მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცების გარდა, აჭარის 2017 წლის  რესპუბლიკურ ბიუჯეტში შესატან ცვლილებებზეც იმსჯელებენ. ამავე თემაზე: მინისტრობის კანდიდატები – გამოცდილება და ქონება პრორექტორობიდან განათლების მინისტრის პოსტზე

მინისტრობის კანდიდატები – გამოცდილება და ქონება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატრაძემ უმაღლეს საბჭოს აჭარის მინისტრობის კანდიდატები გასულ კვირას წარუდგინა. მათგან ორი ახალი კანდიდატი, ორი კი მოქმედი მინისტრია. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, რამაზ ბოლქვაძემ და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლაშა კომახიძემ თანამდებობები შეინარჩუნეს. ზაალ მიქელაძე ჯანდაცვის, ხოლო ინგა შამილიშვილი განათლების მინისტრად აჭარის მთავრობას მას შემდეგ შეუერთდებიან, როცა მთავრობის დამტკიცებაზე უმაღლესი საბჭო იმსჯელებს. აჭარის …

პრორექტორობიდან განათლების მინისტრის პოსტზე

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი ინგა შამილიშვილი აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატია. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მისი კანდიდატურა განსახილველად გასულ კვირას წარუდგინა აჭარის უმაღლეს საბჭოს. მინისტრობის კანდიდატებს უმაღლესი საბჭოს კომისიებშიც მოუსმინეს. აჭარის მთავრობის ახალ შემადგენლობას უმაღლესი საბჭო დღეს, 19 დეკემბერს, რიგგარეშე სხდომაზე უყრის კენჭს. როგორ ხედავს საკუთარ შესაძლებლობებს ინგა შამილიშვილი ახალ პოსტზე და …

სათვალთვალო კამერის ჩანაწერები მხოლოდ პროკურორებისთვის

ვიდეო-სათვალთვალო კამერები, რომლებიც ქუჩასა თუ სხვადასხვა ობიექტის შესასვლელთან გვაფიქსირებენ, ხშირად გადამწყვეტი ფაქტორი ხდება სასამართლო პროცესში. რამდენჯერმე ვიდეოჩანაწერმა პოლიციელების მიერ ნათქვამის საპირისპირო სიმართლე დაადასტურა და პროკურატურამ საქმე წააგო. თუკი კერძო ობიექტის მფლობელი თანახმა არ არის, ვიდეო-სათვალთვალო კამერების ჩანაწერების ამოღების უფლება მხოლოდ პროკურატურას აქვს. ასეა იმის მიუხედავად, რომ მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის შესახებ პირდაპირ საქართველოს კონსტიტუციაში წერია. თავისი …

საქართველოს რკინიგზა: მატარებელში ხანძრის გაჩენის შედეგად არავინ დაშავებულა

„საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციით ქუთაისი-ბათუმის მატარებელში ცეცხლის გაჩენის შედეგად არავინ დაშავებულა. მატარებელს ცეცხლი დღეს, 18 დეკემბერს, ლანჩხუთის მიმდებარედ, სოფელ ხაჯალიასთან გაუჩნდა. მატარებელი ქუთაისიდან ბათუმის მიმართულებით მოძრაობდა. „აალების დაფიქსირებისთანავე მოხდა მგზავრების უსაფრთხო ევაკუაცია. ხანძარი ლიკვიდირებულია. მოხდა მგზავრების გადაყვანა დანიშნულების ადგილებზე და მოძრაობა რკინიგზაზე აღდგენილია. ინციდენტისას არავინ დაშავებულა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი დგინდება“ – განუცხადეს „ბათუმელებს“ „საქართველოს რკინიგზის“ პრესსამსახურში.

ბათუმის ფსიქონევროლოგიური საავადმყოფო 100 ათას ლარად, პირობებით იყიდება

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო შპს „რესპუბლიკური კლინიკური ფსიქონევროლოგიური საავადმყოფოს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებულ 100%-იან წილს პირობებიან ელექტრონულ აუქციონზე ყიდის. საწყისი გასაყიდი ფასი 100 ათასი ლარია. აუქციონის პირობების თანახმად, მყიდველმა ხელშეკრულების გაფორმებიდან 8 თვის ვადაში უნდა უზრუნველყოს შენობისათვის საჭირო სარემონტო/სარეკონსტრუქციო სამუშაოების დაწყება, არაუგვიანეს 36 თვის ვადაში დასრულება და 10 წლის განმავლობაში სამედიცინო პროფილის უწყვეტად …

ვინ იბეგრება ქონების გადასახადით

ევროპის ქვეყნებში საცხოვრებელი ბინის მესაკუთრეების მიერ გადახდილი ქონების გადასახადი ბიუჯეტის მნიშვნელოვან რესურსად ითვლება. ქონების გადასახადს ითვალისწინებს საგადასახადო კოდექსიც საქართველოში, თუმცა უძრავი ქონების ფლობაზე გადასახადს ჩვენთან მესაკუთრე იმ შემთხვევაში იხდის, თუკი ოჯახის წლიური შემოსავალი 40 ათას ლარს აჭარბებს. ბათუმის ბიუჯეტში 2014 წელს ფიზიკური პირებისგან გადახდილმა ქონების გადასახადმა ჯამში 861 800 ლარი შეადგინა, გასულ წელს – 920 …

„ვითხოვ 108 ლარს, მდიდრისთვის ეს შეიძლება სიგარეტის ფული იყოს, ჩვენთვის კი მილიონია“

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭინკაძეებში მცხოვრებ თებიძეების ოჯახს რთული მდგომარეობის მიუხედავად, სოციალური მომსახურების სააგენტომ მოუხსნა როგორც სოციალურად დაუცველის სტატუსი, ისე 108-ლარიანი საარსებო შემწეობა.  ამ თანხით ოჯახი, ძირითადად, მედიკამენტებს ყიდულობდა. სოფელ ჭინკაძეებში კრამიტით დახურული ხის ორსართულიან სახლში 85 წლის აიშე თებიძე შვილთან, თენგიზ თებიძესთან ერთად ცხოვრობს. აიშეს რამდენიმე დაავადება აწუხებს. მისი ერთადერთი მომვლელი კი თენგიზია. „დედაჩემი წლებია …

მშენებლობაზე გარდაცვლილი ერთ-ერთი მუშის საქმე სასამართლოში

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე მშენებლობაზე უსაფრთხოების წესების დარღვევის საქმეს განიხილავს. შემთხვევა 22 აპრილს, ორბელიანის ქუჩაზე მოხდა. სამშენებლო კონსტრუქციიდან ჩამოვარდნილი ვასილ უჩაძე გარდაიცვალა. ვასილის გარდა, წელს მშენებლობებზე კიდევ ოთხი ადამიანი მარტო ბათუმში დაიღუპა. რა ხდება იმ შემთხვევაში, როცა უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო ბრალდებულის სკამზე მშენებელი ჯდება? ბრალდებულმა რეჯეფ ჯ.-მ დუმილით უპასუხა მოსამართლის შეკითხვას: „ცნობთ თუ არა თავს …

როგორ ემზადება მაღალმთიანი აჭარა ახალი წლისათვის

საახალწლო განწყობის შესაქმნელად აჭარის მთიანეთში წელს 51 332 ლარი დაიხარჯება. ქედის, ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებიდან საახალწლოდ ყველაზე მეტ  თანხას – 32 974 ლარს ხულოს მუნიციპალიტეტი დახარჯავს მიუხედავად იმისა, რომ ქედის გამგეობამ მუნიციპალიტეტისთვის ნაძვის ხე აქსესუარებთან ერთად გასულ წელს შეისყიდა და ადგილობივი ბიუჯეტიდან ამისთვის დაახლოებით 7 000 ლარი დახარჯა, ნაძვის ხეს ქედის გამგეობა წელს ისევ ყიდულობს. ნაძვის …

დენის გათიშვის გრაფიკი აჭარაში – 19-22 დეკემბერი

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ დადგენილი გრაფიკის მიხედვით, აჭარის ტერიტორიაზე, 19-22 დეკემბერს ელექტროენერგია დროებით გაეთიშება 11 ათასზე მეტ აბონენტს: 19 დეკემბერს 1448 აბონენტს ბათუმში [ლერმონტოვის, ორბელიანის, ჯავახიშვილის, ბაგრატიონის და გიორგი ბრწყინვალის ქუჩები] 11:00-დან 14:00-მდე; 647 აბონენტს ქობულეთის გარეუბანში 11:00-დან 14:00-მდე; 20 დეკემბერს 1251 აბონენტს ბათუმში [განთიადი, მახინჯაური და მწვანე კონცხი] 11:00-დან 13:00-მდე; 281 აბონენტს ბათუმში [ხახულის ქუჩა და …

„არაკეთილსაიმედო“ სასმელი წყალი აჭარის სკოლებში

საქართველოს სახალხო დამცველის ინფორმაციით, 2016 წელს აღებული სინჯების ანალიზის შედეგად, სასმელი წყალი აჭარის სამ სკოლაში დაბინძურებულია. გასული წლის შემოწმებამ კი აჭარის შვიდ საჯარო სკოლაში გამოავლინა სასმელი წყლის დაბინძურების ფაქტი. სახალხო დამცველისავე ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით 45 საჯარო სკოლაში აღებული სინჯები არ შეესაბამება ნორმას. ეს  „სასმელი წყლის ეპიდემიოლოგიურ არაკეთილსაიმედოობაზე მიუთითებს“. დაბინძურებული წყალი გამოვლინდა ხელვაჩაურში, სოფელ თხილნარის პირველ …

როგორ გადანაწილდა ერთ მილიარდზე მეტი ლარი განათლებაში

განათლების ბიუჯეტი 2017 წელს ერთი მილიარდ 116 მილიონი ლარია. რა იქნება მომავალი წლისთვის განათლებაში პრიორიტეტული, ვის შეუმცირდა ბიუჯეტი და რატომ მიიჩნევენ სამინისტროში, რომ ცხრა თვეში პრემიებში დახარჯული ორი მილიონი ლარი  „საბიუჯეტო თანხის დაზოგვაა?“  „ბათუმელებთან“ მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის პარამეტრებზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ, ქეთევან ნატრიაშვილმა ისაუბრა. ქალბატონო ქეთევან, რომელი პროექტების დაფინანსება გაიზარდა, …

ასამდე ადამიანი ბათუმის ღამის თავშესაფრებში

ბათუმში მდებარე ღამის თავშესაფრებში ზამთრის დადგომასთან ერთად უსახლკაროთა რაოდენობამ იმატა. ძირითადად ეს ის ადამიანები არიან, ვისაც ღამის გასათევი არსად აქვს და რომ არა ღამის თავშესაფარი, ქუჩაში მოუწევდათ ღამის გათევა. ბათუმში ამჟამად ღამის ორი თავშესაფარი ფუნქციონირებს. ერთს მუნიციპალიტეტი აფინანსებს, ხოლო მეორეს საქველმოქმედო ორგანიზაცია – „საქართველოს კარიტასი“. ამ თავშესაფრებში მისულ ადამიანებს ცხელი ვახშამი, საწოლი და საუზმე გარანტირებული აქვთ. …

გაზის მიწოდება ბათუმსა და ხელვაჩაურში დღის ბოლომდე სრულად უნდა აღდგეს

„ბათუმელებს“ „სოკარ ჯორჯია გაზში“ განუცხადეს, რომ ბათუმსა და ხელვაჩაურში ბუნებრივი აირის მიწოდება დღეს, 17 დეკემბერს, დღის ბოლომდე სრულად უნდა აღდგეს. „აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. ვვარაუდობთ, რომ დღის 3 საათისთვის ყველა აბონენტს მივაწოდებთ ბუნებრივ აირს, თუმცა მეტი სიზუსტისთვის გეტყვით, რომ დღის ბოლომდე აირის მიწოდება სრულად აღდგება“ – გვითხრეს კომპანიაში. აჭარაში, მათ შორის ქალაქ ბათუმში, აბონენტებს ბუნებრივი აირის მიწოდება …

გაზის შეწყვეტის გამო აჭარის მთავრობა მოსახლეობას აფრთხილებს

გაზის შეწყვეტის გამო აჭარის მთავრობა განცხადებას ავრცელებს:  “თხოვნით მივმართავთ და მოვუწოდებთ ბათუმისა და ხელვაჩაურის მოსახლეობას, განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდონ უსაფრთხოების ნორმების დაცვას, ჩაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ გაზის დანადგარების ონკანები, რათა ბუნებრივი აირის ჩართვის პროცესში თავიდან ავიცილოთ გაუთვალისწინებელი შედეგები”. 16 დეკემბერს ღამის საათებში ბათუმის ცენტრალურ მაგისტრალზე ავარიული მდგომარეობა შეიქმნა, რის გამოც გაზის მიწოდება შეუწყდა ბათუმისა და ხელვაჩაურის 50 …

აჭარაში გაზის მიწოდება, სავარაუდოდ, დღის მეორე ნახევარში აღდგება

ბათუმსა და მთლიანად აჭარაში ბუნებრივი აირის მიწოდება დღეს, 16 დეკემბერს, დღის მეორე ნახევარში სრულად უნდა აღდგეს. ამის შესახებ „ბათუმელებს“ კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზში“ უთხრეს. კომპანიის ინფორმაციით, გაზის მიწოდების შეწყვეტის მიზეზი „წნევის დაწევა გახდა და მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები“. აჭარაში, მათ შორის ქალაქ ბათუმში, აბონენტებს ბუნებრივი აირის მიწოდება წუხელ შეუწყდათ. გაზის შეწყვეტის გამო დღეს ბათუმის საჯარო სკოლებში …

შსს მოუწოდებს მოქალაქეებს პიროტექნიკის გამოყენებისას უსაფრთხოების წესები დაიცვან

შინაგან საქმეთა სამინისტრო, შობა-ახალი წლის დღესასწაულების მოახლოებასთან დაკავშირებით, მოსახლეობას პიროტექნიკის გამოყენების თაობაზე რეკომენდაციით მიმართავს. „სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, სიფრთხილით მოეკიდონ სადღესასწაულო ასაფეთქებელ საშუალებებს, გამოიყენონ ისინი ინსტრუქციის მიხედვით და მოარიდონ პიროტექნიკას არასრულწლოვანი პირები, რადგან აღნიშნული საშუალებების არასწორად გამოყენება ხშირად სავალალო შედეგებით – ჯანმრთელობის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებებით სრულდება. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, პიროტექნიკის გამოყენებისას მაქსიმალურად დაიცვან უსაფრთხოების …

დიდთოვლობა და გააქტიურებული მეწყერი – ვითარება აჭარის მუნიციპალიტეტებში

აჭარის მაღალმთიანეთში რამდენიმე დღეა დროგამოშვებით თოვს. გუშინ რეგიონის ზღვისპირა ზოლშიც გათოვდა. ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის, ბესიკ ბაუჩაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის მუნიციპალიტეტის სოფლებთან დამაკავშირებელი გზები იწმინდება, ხოლო ელექტროენერგია ყველა აბონენტს მიეწოდება. შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებლის ტარიელ ებრალიძის განმარტებით, დილის საათებში თოვდა, მაგრამ ამ დროისთვის შეჩერებულია,  „ენერგო-პრო ჯორჯიას“ წარმომადგენლებისა და მოსახლეობის აქტიური ჩართულობით კი მიმდინარეობს ჭვანის ხეობის რამდენიმე სოფელში ელექტროგადამცემი ხაზების …

დავით თარხან-მოურავს აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრის სტატუსი შეუწყდა

დღეს, 15 დეკემბერს, აჭარის უმაღლესმა საბჭომ, „პატრიოტთა ალიანსის“  ლიდერს, დავით თარხან-მოურავს  უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილება შეუწყვიტა. გადაწყვეტილება უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე კანონმდებლებმა 16 ხმით მიიღეს. კენჭისყრისას წინააღმდეგი მხოლოდ ორი დეპუტატი – ცოტნე ანანიძე და გია აბულაძე აღმოჩდნენ. საკითხი სხდომაზე საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ნინო ჩხეტიამ წარადგინა. მისი განმარტებით, „დავით თარხან-მოურავმა უმაღლესი საბჭოს …

შეამცირებს თუ არა ადმინისტრაციულ ხარჯებს აჭარის მთავრობა

აჭარის მომავალი წლის ბიუჯეტი, პროექტის მიხედვით, ჯამში 6 მილიონი ლარით იზრდება, ხარჯები კი – 14 მილიონით. უმაღლესი საბჭოს იურიდიული კომისიის დასკვნით, მომავალი წლისთვის საბიუჯეტო ორგანიზაციებში ადმინისტრაციული ხარჯებია გაზრდილი და მხარჯავმა დაწესებულებებმა ისინი უნდა შეამციროს. ბიუჯეტის პროექტის ჩასწორებულ ვარიანტს მთავრობა უმაღლეს საბჭოს უახლოეს დღეებში წარუდგენს. აჭარის მთავრობას უმაღლესი საბჭოდან უკვე შეახსენეს, რომ აჭარის ბიუჯეტში არ არის გათვალისწინებული …

ბათუმის მერია: ქალაქში თოვლს პრობლემები არ შეუქმნია

ბათუმის მერიის განცხადებით, ბათუმში თოვლს პრობლემები არ შეუქმნია, მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულები კი 24- საათიან რეჟიმში მუშაობენ. „თოვლის საფარისგან გზების გაწმენდითი ღონისძიებები მთელი ღამის განმავლობაში ხორციელდებოდა. ამჟამად მიმდინარეობს ტროტუარების გაწმენდა. ასევე ხორციელდება დათოვლილი მცენარეების ჩამოფერთხვის ღონისძიებები. ხეების ჩამოფერთხვა, საჭიროებისამებრ, მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ამ დროისთვის გაწმენდილია ზღვაში შემავალი ყველა სანიაღვრე არხი. გაწმენდილია სანიაღვრე ცხაურების ზედაპირებიც. შეუფერხებლად …

ახალი კადრები უმაღლეს საბჭოში

წინა მოწვევის უმაღლეს საბჭოს კომპეტენციის ნაკლებობას საყვედურობდნენ. ასევე ამბობდნენ, რომ აჭარის საკანონმდებლო ორგანოს კვალიფიციურ მომსახურებას  ვერც აპარატებში დასაქმებული საჯარო მოხელეები უწევდნენ. „ბათუმელები“ დაინტერესდა რა გამოცდილება აქვთ მათ, ვინც ახალმა უმაღლესმა საბჭომ უკვე შეარჩია. აჭარის უმაღლესი საბჭოს კომისიებისა და ფრაქციების აპარატების თანამშრომლები ახალი მოწვევის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ცნობისთანავე თანამდებობებიდან ავტომატურად გათავისუფლდნენ. ბევრიც, ჯერჯერობით, თანამდებობას ინარჩუნებს. უმაღლესი …

როგორ ემზადება მერია ზამთრისთვის

არის თუ არა ქალაქი მზად ზამთრისთვის, როგორია მერიის გეგმები? ამ და სხვა დეტალებზე „ბათუმელებთან“ ბათუმის მერის მოადგილემ, ბაგრატ მანველიძემ ისაუბრა. –  ბატონო ბაგრატ, იმ შემთხვევაში, თუკი ქალაქში ისევ მოვა უხვი ნალექი, შეძლებს თუ არა მერია დროულად ქუჩების გაწმენდას? – 300 ტონა ტექნიკური მარილია შესყიდული, რომელიც მთელ ქალაქზეა გათვლილი. თოვლის მოსვლის შემთხვევაში, მარილი ყველა ქუჩაზე დაიყრება. …

აჭარაში ორი მინისტრი იცვლება – ზურაბ პატარაძემ კანდიდატები დაასახელა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ აჭარის ახალი მთავრობის შემადგენლობა დაასახელა. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პოსტზე მან ინგა შამილიშვილი წარადგინა, ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის პრორექტორი. აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პოსტზე  მთავრობის თავმჯდომარემ ზაალ მიქელაძის კანდიდატურა წარადგინა. თანამდებობაზე რჩება აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ლაშა კომახიძე, რომელიც ბოლო წლების მანძილზე გაეროს განვითარების პროგრამის პროექტების მენეჯერი იყო აჭარაში. …

მძღოლების საპროტესტო აქცია ბათუმში

ატომობილების შეძენაზე აქციზის დაწესება და საწვავზე ფასების მატება ბათუმში ათამდე ავტომობილის მძღოლმა გააპროტესტა. ისინი ახალი ბულვარის ტერიტორიაზე შეიკრიბნენ და ჩართული სიგნალის ფონზე, რუსთაველის ქუჩის გავლით აჭარის მთავრობის სახლთან მივიდნენ. „აქციზის საფასურის გაზრდა ავტომობილების იმპორტს შეამცირებს. ამას გარდა, მანქანებზე გადასახადი რომ იქნება, მისი შენახვა უფრო ძვირი დაგვიჯდება“, – გვითხრა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ნიკა ასამბაძემ. აქციას ესწრებოდა …

მერია ბულვარზე უარს არ ამბობს, მაგრამ არც იბრუნებს

მერია ბათუმის ბულვარს მართვაში არ იბრუნებს, ამის მიზეზად კი ბულვარში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებსა და სასამართლო დავებს ასახელებს. ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის ინიციატორი რატომღაც არა ბათუმის მერი ან მერიაა, არამედ საკრებულოს „ქართული ოცნების“ ფრაქცია. სხდომაზე საკითხის წარდგენისას საკრებულოს იურისტს არ ჰქონდა არგუმენტირებული პასუხები კითხვაზე, რატომ ვერ შეძლებს ბულვარის საქმეების გაგრძელებას მერიის „აიპი“, რომელიც სპეციალურად ბულვარის სამართავად შექმნეს. …

15 დეკემბერს ქობულეთის რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია შეუწყდება

15 დეკემბერს, 11:00-დან 13:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 2100 აბონენტს ქობულეთის მუნიციპალტეტის შემდეგ სოფლებში: კოხში, ჭახათში და ხუცუბანში, 11:00-დან 15:00 საათამდე კი – 977 აბონენტს ქობულეთის სოფელ კვირიკეში. ინფორმაციას ამის შესახებ „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს. კომპანიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ელექტროენერგია ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო გაითიშება.

ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორია: ბათუმში 17 დეკემბერს ითოვებს

ბათუმში 17 დეკემბერს ითოვებს – გვითხრეს გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონულ ჰიდრომეტეოროლოგიურ ობსერვატორიაში. სინოპტიკოსების პროგნოზით, დღეს საღამოს 9 საათიდან ხვალ საღამომდე აჭარის მაღალმთიანეთში დროგამოშვებით ძლიერი თოვაა მოსალოდნელი. ამ პერიოდში მთაში ღამით – 8-13 გრადუსი ყინვა იქნება, დღისით 0-5 გრადუსი სითბო. სანაპირო ზოლში +2 – +7 გრადუსი სითბო დღისით, ხოლო ღამით – 0-5 გრადუსი. ნალექიანი ამინდი …

აჭარის მთავრობის ახალ შემადგენლობას უმაღლეს საბჭოში ზურაბ პატარაძე დღეს წარადგენს

აჭარის მთავრობის ახალ შემადგენლობას აჭარის უმაღლესი საბჭო სავარაუდოდ მომავალი კვირის ბოლოს დაამტკიცებს. ვინ შეარჩია აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მინისტრთა კაბინეტის წევრებად – დღეს გაირკვევა. მთავრობის აპარატში „ბათუმელებს“ დაუდასტურეს, რომ მთავრობის ახალი შემადგენლობის შესახებ უმაღლეს საბჭოს წერილი უკვე გაუგზავნეს. ვინ ჩაწერა წერილში კანდიდატებად ზურაბ პატარაძემ, ამას მთავრობის აპარატი ამ დრომდე არ ასაჯაროვებს. „წერილი ჯერჯერობით უმაღლესი საბჭოს კანცელარიაში …

კურორტ გოდერძიმდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დღეს, 14 დეკემბერს, თოვისა და ლიპყინულის გამო, ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის კმ 87-კმ 106 მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა კი თავისუფალია. ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის კმ 87-კმ 106, ეს არის გზის მონაკვეთი ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დანისპარაულიდან, კურორტ გოდერძის სათხილამურო ტრასამდე. სათხილამურო ტრასიდან …

სახლის სარდაფში დამარხული გვამის ამბავი

სოფელ ჭარნალში ალექსანდრე ფუტკარაძის საცხოვრებელი სახლის სარდაფში დამარხული ცხედარი გამოძიებამ გაზაფხულზე იპოვა. იმ დილით პოლიციაში ქალმა დარეკა. მან პოლიციელებს უთხრა, რომ სარდაფში გვამი მისმა მეუღლემ ორი დღის წინ დამარხა და მას არც არავინ მოძებნიდა, თუკი პოლიცია არ დაინტერესდებოდა. საქმის განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლომ გასულ კვირას დაასრულა. „ისინი ერთმანეთისთვის ბიძაშვილ-მამიდაშვილი იყვნენ,“ – გვითხრა ალექსანდრე ფუტკარაძის ადვოკატმა, …

სარფში მეწყრის შედეგად ჩახერგილი გზა გახსნილია

სოფელ სარფში მეწყრის შედეგად ჩახერგილი ავტომაგისტრალი გაწმენდილია და დღეს დილიდან მოძრაობა აღდგენილია. საავტომობილო გზების დეპარტამენტის აჭარის დირექციის ინფორმაციით, სამუშაოები ამჟამადაც მიმდინარეობს, არის გეოლოგების დასკვნაც, რომ გასატარებელია სხვადასხვა ღონისძიებები, მათ შორის საჭიროა ფერდის გამაგრება. მეწყერი სარფში წუხელ გვიან ღამით ჩამოწვა. დირექციის ინფორმაციით, მაგისტრალზე დაზიანდა ერთი ტრაილერი, სხვა რაიმე მნიშვნელოვანი ზარალი არ არის და არავინ დაშავებულა. მეწყერი სარფში …

Exit mobile version