„მანდარინს ვყიდით მუქთად, თუ ამას გაყიდვა ჰქვია“ – რას ამბობენ ქობულეთელი მეციტრუსეები

„მანდარინი იყიდება 60-70 თეთრად, ვყიდით მუქთად, თუ ამას კარგად გაყიდვა ჰქვია, როგორც მთავრობა ამბობს… მეციტრუსის ხელში ამ 70 თეთრიდან 20 თეთრი თუ რჩება, მოსაკითხია კიდევ,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ქობულეთში, სოფელ აჭყვისთავში მცხოვრები კახა ნოღაიდელი. ქობულეთელი მეციტრუსეების თქმით, წინასაახალწლოდ მანდარინის კლიენტები გამოჩნდნენ, თუმცა ფასი ძალიან დაბალია. „წელს იმდენად დაბალი ფასია, ზოგს არც კი დაუკრეფია საერთოდ მანდარინი, …

რატომ არ შეიტანეს ხრეში ბათუმის სანაპიროზე – პლაჟის აღსადგენად 2 მილიონი იყო გამოყოფილი

ბათუმის სანაპირო ზოლის ხელოვნური კვებისთვის 2025 წლის ბიუჯეტში 2 მილიონი ლარი იყო გათვალისწინებული, თუმცა სამუშაოები არ შესრულებულა. პროგრამა – „პლაჟის ხელოვნური კვების სამუშაოები“- აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებას, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს უნდა განეხორციელებინა. რატომ არ შეიტანეს ხრეში პლაჟზე? – ამ კითხვით „ბათუმელები“ სამინისტროს დაუკავშირდა. „მიმდინარე წლის ბიუჯეტით დაგეგმილი ნაპირდაცვის, სანაპირო ზოლის …

რა ხდება პოლონეთში – „ფირმების 90% უკვე უარს ამბობს ქართველების დასაქმებაზე“

„აქამდე სამუშაო ნებართვას სჭირდებოდა მაქსიმუმ 2 კვირა, თანაც, იწყებდი მუშაობას და მერე მიიღებდი ნებართვას. ახლა დაახლოებით 3 თვე უნდა დაელოდო, სააგენტოები უკვე პირდაპირ უარს გვეუბნებიან დასაქმებაზე. ადამიანები უკან ბრუნდებიან საქართველოში. გავიგეთ, იბერია გაბრწყინდაო და აგუგუნებულია ალბათ ქარხნები,“ – გვიყვება პოლონეთში მცხოვრები ნინო სარაჯიშვილი, ერთ-ერთი იმ ათასობით ქართველს შორის, ვისაც პოლონეთში გამარტივებული წესით დასაქმება აღარ შეუძლია. …

„სტრატეგიული მიტოვების საფრთხის ფონზე… ევროპა ვალდებულია გადაჯგუფდეს“ – ინტერვიუ ყოფილ ელჩთან

„ტრამპის პრეზიდენტობამ, საერთაშორისო წესრიგის კრიზისმა, დააჩქარა საერთაშორისო წესრიგის დაშლა. გამოდის, რომ ამან უფრო კონფლიქტური სამყაროს ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი. ევროპისთვის ეს ქმნის ვალდებულებას – უკვე არამხოლოდ მიზანი, არამედ ვალდებულება ხდება, ის გადაჯგუფდეს. სტრატეგიული მიტოვების საფრთხის ფონზე, ევროპამ ისტორიული შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს და გახდეს სრულფასოვანი უსაფრთხოების აქტორი… ეს პროცესი ევროპას უსაფრთხოების დაცვასთან ერთად აკისრებს ვალდებულებას, ბოლომდე დაიცვას …

მასწავლებელი: „ყველა ჯოხი რომ ჩვენზე გადატყდეს, ამის საშუალება სისტემას ჩვენი დუმილით მივეცით“

„არ გვიხსნიან, არ გველაპარაკებიან, არ ცდილობენ, უფრო გარკვევით გვითხრან რისი მომცემია ეს რეფორმა. ამიტომ გვაქვს უნდობლობა ამ ცვლილებების მიმართ. რაღაცნაირად, გადიდგულებული აკეთებენ თითქოს და ამიტომაც არის, ასეთი აჟიოტაჟი რომ გამოიწვია“- ამბობს ბათუმის მე-14 საჯარო სკოლის ქართულის მასწავლებელი მარიზა თებიძე „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებულ განათლების რეფორმაზე. „ბათუმელები“ მასწავლებელს მე-12 კლასის გაუქმებასა და სკოლაში სწავლის ხარისხზე ესაუბრა. …

როსტოვის პორტში დრონმა რუსული გემი დააზიანა, არის მსხვერპლი

18 დეკემბრის ღამეს რუსეთის როსტოვის ოლქის გუბერნატორმა იური სლიუსარმა განაცხადა, რომ როსტოვში, უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ გაშვებული დრონის თავდასხმის შედეგად სატვირთო გემი დაზიანდა. ოფიციალური ცნობებით, ტანკერზე ხანძარი გაჩნდა, დაიღუპა ეკიპაჟის ორი წევრი და სამი დაშავდა. ასევე დღეს, 18 დეკემბერს, დილით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ღამით რუსეთის რეგიონების თავზე 47 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს. ___________ ფოტოზე: …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 18 დეკემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 18 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 193 300 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +950. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 432 ერთეული [+5] ჯავშანტექნიკა – 23 758 ერთეული [+0] საარტილერიო სისტემა – 35 232 ერთეული …

წყლის ჭავლში ქიმიური ნივთიერების გარევა და აქციაზე გამოყენება დაუშვებელია – ინტერვიუ

„წყლის ჭავლში რაიმე სახის ნივთიერების შერევას ჩვენი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს,“ – ამბობს ნონა ქურდოვანიძე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის [საია] თავმჯდომარე. ნონა ქურდოვანიძე ამბობს, რომ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში საპროტესტო აქციის მონაწილეების მიმართ „ადგილი ჰქონდა სისტემურ წამებას და ეს დოკუმენტირებულია“. თუმცა საქმეები გამოძიებული არაა. საიას ხელმძღვანელის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობა წყლის ჭავლში ნებისმიერი ნივთიერების შერევას …

ათასობით კანონდამრღვევ მძღოლს მართვის მოწმობა დაუბრუნდება – რა საფრთხეს შეიცავს ეს

„ქართული ოცნების“ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით, მხარი დაუჭირა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებას, რომელიც მართვის მოწმობის ვადამდე აღდგენის შესაძლებლობას აუქმებს. თუმცა, ეს ცვლილება ასევე ითვალისწინებს ერთჯერად ამნისტიას, რის შემდეგაც ათიათასობით კანონდამრღვევ მძღოლს ჩამორთმეულ მართვის მოწმობებს უბრუნებს. კანონპროექტის განმარტებით ბარათში მოყვანილი სტატისტიკის მიხედვით, ამ დროისთვის საქართველოში 35 445 პირს აქვს მართვის მოწმობა შეჩერებული. …

საახალწლოდ ბათუმში მუსიკოსების ჰონორარებში 428 ათასი ლარი დაიხარჯება

ბათუმის მერია ევროპის მოედანზე საახალწლო ღონისძიებების გამართვას 20 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით პერიოდში გეგმავს. ღონისძიებაში მონაწილე სოლოშემსრულებლების, მუსიკალური ბენდებისა და ჯგუფების, დიჯეებისა და სხვა მონაწილეთა ჰონორარებში კი 428 ათასი ლარი გამარტივებული წესით, ტენდერის გარეშე დაიხარჯება. ახალი წლის ღონისძიებებისთვის ბათუმში დაიხარჯება მთლიანობაში 1 მილიონ 667 ათას 609 ლარი. მათ შორის: ბათუმში საახალწლო ღონისძიებების ორგანიზებაზე ტენდერში გამარჯვებულ …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 17 დეკემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 17 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 192 350 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 730. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 427 ერთეული [+6] ჯავშანტექნიკა – 23 758 ერთეული [+21] საარტილერიო სისტემა – 35 205 …

დენის გადასახადი იზრდება – სემეკი ახალ ტარიფებს დაადგენს

ელექტროენერგიის გადასახადი იზრდება. ახალ ტარიფებს სემეკი 2025 წლის 29 დეკემბრის სხდომაზე დაადგენს. რამდენით გაიზრდება დენის გადასახადი, სემეკში ამ ეტაპზე არ აკონკრეტებენ. „მარეგულირებელი კომისია 29 დეკემბერს კომისიის სხდომაზე დაადგენს ახალ სამომხმარებლო ტარიფებს ელექტროენერგიის სექტორში. ზრდა შეეხება ელექტროენერგიის ტარიფებს. თუმცა დღეს კონკრეტული ციფრის და კონკრეტული ზრდის პროცენტის დასახელება გამიჭირდება, ვინაიდან მარეგულირებელი კომისია ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს საკითხზე.“ – …

ლანჩხუთში ავტობანის 8-კილომეტრიანი მონაკვეთი გახსნეს – მაგისტრალი 2020 წელს უნდა დასრულებულიყო

სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის 8-კილომეტრიანი მონაკვეთი [ლანჩხუთი-ლესა] გაიხსნა დღეს, 17 დეკემბერს. ახალგახსნილი 4 -ზოლიანი მონაკვეთი იწყება ლანჩხუთში და მთავრდება სოფელ ლესაში. შესაბამისად, ავტობანით მოძრავი ავტოტრანსპორტი სოფელ ჯაპანადან სოფელ ლესამდე [და პირიქით] მონაკვეთში ისე იმოძრავებს, რომ აღარ გაივლის ქალაქ ლანჩხუთს. სამტრედია-გრიგოლეთის ავტომაგისტრალი მაქსიმუმ 2020 წელს მაინც უნდა დასრულებულიყო მთლიანად. სამტრედია-გრიგოლეთის გზის მშენებლობა თავის დროზე ოთხ მონაკვეთად [ლოტად] …

გენშტაბის ცნობით, უკრაინამ რუსეთის 278 თავდასხმა მოიგერია ერთ დღეში

უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, 17 დეკემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინამ მტრის 278 თავდასხმა მოიგერია ფრონტის ხაზზე – ეს რუსეთის თავდასხმების ყველაზე დიდი რაოდენობაა ერთ დღეში, სულ მცირე, დეკემბრის დასაწყისიდან. „ბოლო 24 საათის განმავლობაში სულ 278 საბრძოლო შეტაკება დაფიქსირდა. მტერმა 74 საჰაერო დარტყმა განახორციელა და 179 მართვადი ავიაბომბი ჩამოაგდო“ – წერს უკრაინის გენშტაბი და …

7 პირი ცრუმოწმეობის ბრალდებით დააკავეს, მათ 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ – პროკურატურა

პროკურატურა წერს, რომ 7 პირი დააკავეს პირადი მოტივით გამოძიებისათვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების ბრალდებით. „დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე ერთი პირისათვის მოსალოდნელი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის არიდების მიზნით, გამოძიებას მიაწოდეს ცრუ ინფორმაცია, გამორიცხეს რეალური მოძალადის მონაწილეობა ინციდენტში და დანაშაულის ჩადენაში ამხილეს სხვა, უდანაშაულო პირი, რომელმაც, წინასწარი შეთანხმების მიხედვით, …

ბათუმში მთელი კვირა უნალექო ამინდია მოსალოდნელი – ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს გრძელვადიანი ამინდის პროგნოზის თანახმად, ბათუმში უნალექო ამინდი შენარჩუნდება უახლოესი დღეების განმავლობაში. აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 17 დეკემბრის 21 საათიდან 18 დეკემბრის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 10 – 15 გრადუსი სითბო ღამით: 3 – …

„საბავშვო ბაღის რიგშია 776 ბავშვი“ – რატომ არ აშენებს ბათუმის მერია ახალ ბაღებს?

ბათუმში 2026 წლის ბიუჯეტის მიხედვით არც ერთი ახალი საბავშვო ბაღი არ აშენდება. ამ დროს ათასობით ბავშვი საბავშვო ბაღის მიღმაა, კერძო ბაღის საფასური კი, თვეში მინიმუმ 450 ლარიდან იწყება. პრობლემის შესახებ კარგად იციან ბათუმის მერიაში, თუმცა აქ წელს, მაგალითად, ხელფასების გაზრდა არჩიეს – 6,7 მილიონით – საბავშვო ბაღის აშენებას. საბავშვო ბაღების პრობლემაზე ბათუმის მერიაში „ბათუმელებს“ არ …

პროკურატურამ 63 პირს წარუდგინა ბრალი „ქურდული სამყაროს საქმეზე“

პროკურატურამ 63 პირს წარუდგინა ბრალი „კანონიერი ქურდობის”, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის და „კანონიერი ქურდისთვის” მიმართვის ფაქტებზე. პროკურატურის ცნობით, 49 პირი დააკავეს, ხოლო 14-ს ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა. „შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ „ქურდული სამყაროს“ წევრები, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებულ პირებთან ერთად, როგორც საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. „კანონიერი ქურდების“ დავალებით, ასევე დამოუკიდებლად, მოდავე …

მზია ამაღლობელს სახაროვის პრემია გადაეცა

დღეს, 16 დეკემბერს, პატიმრობაში მყოფ ჟურნალისტსა და მედიამენეჯერს, მზია ამაღლობელს, სტრასბურგში, ევროპარლამენტში, ევროკავშირის ადამიანის უფლებათა უმაღლესი ჯილდო, სახაროვის პრემია გადასცეს. სახაროვის პრემია 2025 წელს პატიმრობაში მყოფ ორ ჟურნალისტს, ქართველ მზია ამაღლობელსა და ბელარუს ანდჟეი პოჩობუტს გადაეცა. მზია ამაღლობელის სახელით პრემია „ბათუმელების“ ჟურნალისტმა ირმა დიმიტრაძემ მიიღო, ანდჟეი პოჩობუტისაც სახელით კი – მისმა შვილმა. სახაროვის პრემია აზრის …

მზია ამაღლობელის სიტყვა ევროპარლამენტში – „გამოიყენეთ თქვენს ხელთ არსებული ყველა მექანიზმი, ვიდრე გვიანი არ არის“

დღეს, 16 დეკემბერს, პატიმრობაში მყოფ ჟურნალისტსა და მედიამენეჯერს, მზია ამაღლობელს სტრასბურგში ევროკავშირის ადამიანის უფლებათა უმაღლესი ჯილდო, სახაროვის პრემია გადასცეს. სახაროვის პრემია 2025 წელს პატიმრობაში მყოფ ორ ჟურნალისტს, ქართველ მზია ამაღლობელსა და ბელარუს ანდჟეი პოჩობუტს გადაეცა.  „ბათუმელების“ ჟურნალისტმა, ირმა დიმიტრაძემ ევროპარლამენტში წაიკითხა მზია ამაღლობელის სიტყვა, რომელიც მან რუსთავის ქალთა ციხიდან გააგზავნა ევროპარლამენტში. გთავაზობთ სიტყვას სრულად: ძვირფასო …

საიამ საკონსტიტუციოში სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა პარტიების აკრძალვაზე

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საკონსტიტუციო სასამართლოში სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა საქართველოს პარლამენტის წევრების კონსტიტუციურ სარჩელზე, რომლითაც მოთხოვნილია პოლიტიკური პარტიების: „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა”, „კოალიცია ცვლილებისთვის, გვარამია, მელია, გირჩი, დროა” და „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის”, აკრძალვა. დოკუმენტი აანალიზებს გაერთიანების თავისუფლების შეზღუდვის უკიდურესი ფორმის შესახებ არსებულ საერთაშორისო სტანდარტებს და ეროვნულ საკანონმდებლო ჩარჩოს. მოსაზრება …

თურქეთმა შავ ზღვაზე დრონი ჩამოაგდო

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, შავ ზღვაზე უკონტროლო დრონი ჩამოაგდეს. სამინისტროს განცხადებაში, რომელსაც თურქული ახალი ამბების სააგენტო „ანადოლუ“ ავრცელებს,  ნათქვამია, რომ შავი ზღვიდან თურქეთის საჰაერო სივრცეს მიახლოებული ობიექტი დაფიქსირდა და აღმოჩენის შემდეგ, იგი სტანდარტული პროცედურების შესაბამისად იქნა ჩამოგდებული. „ანადოლუ“ წერს, რომ თურქეთის საჰაერო სივრცის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად რეაგირება დაევალა როგორც თურქეთის, ასევე ნატოს კონტროლის ქვეშ მყოფ F-16 …

საქსტატის ცნობით, საქართველოში საშუალო ხელფასი 2 271 ლარია

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2025 წლის III კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 10.4 პროცენტით (214.9 ლარით) გაიზარდა და 2 271.6 ლარი შეადგინა. ოფიციალური სტატისტიკის თანახმად საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: ინფორმაცია და კომუნიკაცია – 4 212.9 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 5.9 …

როდის გამოიდარებს ბათუმში – უახლოესი მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 16 დეკემბრის 21 საათიდან 17 დეკემბრის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა. ღამით  – მცირე წვიმა, მთაში – თოვა. დღისით – უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 10 – 15 გრადუსი სითბო ღამით: 3 – 8 …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 16 დეკემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 16 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 190 620 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 150. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 421 ერთეული [+9] ჯავშანტექნიკა – 23 737 ერთეული [+6] საარტილერიო სისტემა – 35 172 …

„დინამო ბათუმს“ ამჯერად 1 ლარად ყიდიან ინვესტიციის ჩადების პირობით – ვინ იქნება მყიდველი

მას შემდეგ, რაც შპს „ლამინთან“ ხელშეკრულება მოშალეს, „დინამო ბათუმის“ გასხვისებას სიმბოლურ ფასად, 1 ლარად და ინვესტიციის განხორციელების პირობით გეგმავენ. ბათუმის მერიის ინფორმაციით, კლუბის შეძენით სააქციო საზოგადოება [სს] „საფეხბურთო კლუბი დბ 1923“-ია დაინტერესებული [დბ – იგივე დინამო ბათუმი]. სს „საფეხბურთო კლუბი დბ 1923“ კლუბის გადაცემას სიმბოლურ ფასად, 1 ლარად ითხოვს და მთავრობას 30-მილიონიანი ინვესტიციის განხორციელებას ჰპირდება.  …

“მზია ამაღლობელის პატიმრობაში დატოვება განგრძობითი სირცხვილია ქართული სახელმწიფოსთვის” – ქარტია

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრები ,,ბათუმელები”/,,ნეტგაზეთის” დამფუძნებლისა და მედიამენეჯერის, მზია ამაღლობელის გათავისუფლებას ითხოვენ. მიმართვის ტექსტი 13 დეკემბერს, ქარტიის საერთო კრებაზე გასაჯაროვდა. გთავაზობთ მიმართვის სრულ ტექსტს: “ჩვენ, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრთა ყოველწლიური საერთო კრების მონაწილეები, ჩვენი პროფესიული გაერთიანების სახელით მივმართავთ ქვეყანაში მოქმედ შესაბამის ინსტიტუციებს ჩვენი კოლეგის, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ თანადამფუძნებლისა და ხელმძღვანელის, მზია ამაღლობელის, გათავისუფლების …

ზელენსკი აშშ-ის დელეგაციასთან მოლაპარაკებას პროდუქტიულად მიიჩნევს – დასრულდა მეორე რაუნდი

ბერლინში დასრულდა უკრაინა აშშ-ის სამშვიდობო დელეგაციებს შორის შეხვედრა. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ამერიკულ დელეგაციასთან მოლაპარაკებები შინაარსიანი და პროდუქტიული იყო. მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ ეს მოლაპარაკებები  უკრაინას „ღირსეულ მშვიდობასთან“ დააახლოებს. ამ ინფორმაციას „უკრაინსკა პრავდა“ სხვადასხვა მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. მედიების ცნობით, ზელენსკიმ აღიარა, რომ აშშ-სთან ასეთი საუბრები „არ არის მარტივი“. „მაგრამ …

საპატრიარქომ არქიმანდრიტს მღვდელმოქმედების უფლება შეუჩერა

საქართველოს საპატრიარქომ არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილს მღვდელმოქმედების უფლება შეუჩერა. „თბილისის წმ. სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურს, არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილი),  გაფრთხილებების მიუხედავად, საეკლესიო კანონიკური ეთიკის არაერთგზისი დარღვევისათვის, მოციქულთა 55-ე კანონის საფუძველზე, შეუჩერდეს მღვდელმოქმედების უფლება,“ – ნათქვამია ბრძანებაში, რომელსაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ფაქსიმილე ადევს. არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი ხშირად აკრიტიკებს “ქართული ოცნების” წარმომადგენლებს რეპრესიებისა და აქციის მონაწილეების დარბევის …

საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი თანხა საქართველოში ნოემბერში – ფულადი გზავნილები

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2025 წლის ნოემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 298.39 მლნ აშშ დოლარი (807.9 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 11.9%-ით (31.7 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2024 წლის ნოემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ყველაზე მეტი თანხა, 57 მილიონი აშშ დოლარი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატებიდან გადმორიცხეს, 50 მილიონი აშშ დოლარი გადმორიცხეს იტალიიდან, ხოლო 38 მილიონი აშშ …

გონიოში 257,9 ჰექტარი მიწა Eagle Hills-ისთვის მისაცემად აჭარამ სახელმწიფოს გადასცა

„Eagle Hills-სთან თანამშრომლობის ფარგლებში“ აჭარის მთავრობამ სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცა გონიოსთან, ზღვისპირას მდებარე ჯამში 2,57 მილიონი კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთები, მათ შორის ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორიაც. ხელისუფლების ვერსიით, არაბულმა კომპანია Eagle Hills-მა საქართველოში [თბილისსა და ბათუმში] 6,6 მილიარდი აშშ დოლარის დეველოპერული პროექტები უნდა განახორციელოს. Eagle Hills-თან გაფორმებულ საინვესტიციო ხელშეკრულებას კი, კომერციული საიდუმლოს სტატუსი აქვს მინიჭებული. „ქართული …

„საგამოძიებო ორგანოებს მმართველ პარტიაში კლანებს შორის დაპირისპირებაში იყენებენ“ – გამჭვირვალობა

„მოჩვენებითი ბრძოლა კორუფციასთან – საგამოძიებო უწყებები „ქართული ოცნების“ შიდა-პარტიული გარჩევების სამსახურში“ – „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ აქვეყნებს კვლევას, რომელიც ყოფილი თანამდებობის პირების წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებებს ეხება. TI-მ შეისწავლა და გამოარკვია, რომ ამჟამად, გამოძიების ქვეშ მყოფი პირები ძირითადად სუს-ის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის ან ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის კლანის წევრები არიან. „2025 წლის ივნისის შემდეგ საქართველოს …

„რაც თავი მახსოვს“ – ფილმის ჩვენება და დისკუსია ბათუმში

დღეს, 15 დეკემბერს, 17:00 საათზე, ბათუმში გაიმართება დოკუმენტური ფილმის „რაც თავი მახსოვს“  ჩვენება. კინოჩვენებას „შშმ ქალთა ალიანსი“ და თბილისის საერთაშორისო დოკუმენტური კინოს ფესტივალი CinéDOC-Tbilisi წარმოადგენს. რეჟისორი მაკა გოგალაძე 2024 წელს გადაღებულ ფილმში თავის ბავშვობას აცოცხლებს, როცა წარსულის შესახებ დედასთან იწყებს საუბარს. დიალოგი ორი განსხვავებული თაობის, გამოცდილებების და წარმოდგენების ქალს შორის დროში მოგზაურობას ემსგავსება. მოგზაურობა სივრცეში …

ჟურნალისტიკის ეთიკის ქარტიამ საბჭოს ახალი წევრები აირჩია

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საერთო კრებაზე ქარტიის წევრებმა საბჭოს ახალი წევრები აირჩიეს. რეგიონების კვოტით ქარტიის საბჭოში აირჩიეს „ბათუმელების“ ჟურნალისტი ლელა დუმბაძე და „სამხრეთის კარიბჭის“ ჟურნალისტი თემო ინასარიძე. თბილისის კვოტით კი საბჭოში აირჩიეს „პუბლიკას“ ჟურნალისტი ნათია ამირანაშვილი. ჟურნალისტიკის ეთიკის ქარტიის საბჭოში 9 წევრია. საბჭოს წევრები არიან: თიკო დავაძე, ირაკლი მსხილაძე, ნინო გელაშვილი, თინათინ ზაზაძე, ნინო კაპანაძე, …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 15 დეკემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 15 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 189 470 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +980. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 412 ერთეული [+2] ჯავშანტექნიკა – 23 731 ერთეული [+10] საარტილერიო სისტემა – 35 105 ერთეული …

Exit mobile version