ვინც 300 ლარი ვერ მიიღო, მიიღებს თუ ვერა კომპენსაციას? – სააგენტოს განმარტება

თურქეთში, სეზონურ სამუშაოზე დასაქმებული ათობით მოქალაქე წერს „ბათუმელებს“, რომ დარეგისტრირების მიუხედავად ვერ მიიღო 300-ლარიანი კომპენსაცია. მათივე თქმით, არც არავინ სცემს პასუხს იმაზე [ჯანდაცვის ცხელ ხაზზე და სოცუზრუნველყოფაში], მიიღებენ თუ ვერა ამ 300 ლარს და როდის. თვითდასაქმებულთა რეგისტრაცია 2020 წლის 31 ივლისს დასრულდა. დასაქმების სააგენტოს 3 აგვისტოს მონაცემებით, „სისტემაში სულ დარეგისტრირდა 75 931 პირი, ვინც განაცხადა, …

კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა ბოლო 24 საათში – 6 აგვისტოს მონაცემები

6 აგვისტოს მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, განიკურნა 13 პაციენტი. დღევანდელი მონაცემებით, საქართველოს კოვიდცენტრებში მკურნალობს 240 ინფიცირებული. საქართველოში კორონავირუსის სულ 1206 შემთხვევაა დადასტურდა, რომელთაგან 987 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 17 კი გარდაიცვალა. დღევანდელი მონაცემებით, კარანტინში იმყოფება 7071 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 294.

ავტობუსის გაჩერებაზე პარკირებული ავტომანქანები და ჯარიმების სტატისტიკა [ფოტო]

„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ 5 აგვისტოს მონაცემებით, ბათუმში პარკირების წესების დარღვევისთვის მუნიციპალურმა ინსპექციამ სულ 198 ადამიანი დააჯარიმა. მათგან: 177 – პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომის გამო; 13 – ნიშანში დგომისთვის; 5 – ტროტუარზე დგომისთვის, 1 – დგომა-გაჩერების წესის დარღვევის გამო; 2 – შშმ პირის ტრანსპორტისთვის განსაზღვრულ ადგილზე არაუფლებამოსილი პირის პარკირებისთვის.   ფოტოები გადაღებულია ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში.

საზღვრის გახსნა ან კომპენსაცია ყოველ თვე – რას ითხოვენ რიჟვაძისგან თურქეთში დასაქმებულები

ბათუმში დღეს, 5 აგვისტოს, აჭარის მთავრობის სახლთან ქალებმა, რომლებიც პანდემიამდე თურქეთში მუშაობდნენ, საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას ითხოვდნენ, შეხვედრა არ შედგა. პრესსამსახურის ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძე აქციის დროს, როცა თურქეთში დასაქმებულები მასთან შეხვედრას ითხოვდნენ, მთავრობის სახლში არ იმყოფებოდა. აქციის შემდეგი მოთხოვნებით დასრულდა: გაიხსნას თურქეთ-საქართველოს საზღვარი სარფში, რომ პანდემიამდე თურქეთში დასაქმებულებმა …

მამა-შვილს „კანონიერ ქურდობაზე“ ბრალი წარუდგინეს – პროკურატურა

პროკურატურის ცნობით, „კანონიერი ქურდობისა“ და ჯგუფურად, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით, გამოძალვის ფაქტზე თ.გ.-ს, ხოლო „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და ჯგუფურად, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით, გამოძალვის ფაქტზე გ.გ.-ს დაუსწრებლად წარუდგინა ბრალდება. პროკურატურა წერს, რომ შს სამინისტროს გამოძიებით დადგინდა, რომ თურქეთში მყოფი „კანონიერ ქურდის“ – თ.გ.-ს მითითებით და ხელმძღვანელობით, „ქურდული სამყაროს“ წევრი გ.გ. თურქეთიდან დაუკავშირდა საქართველოში …

რას პასუხობს საზღვაო აკადემიის რექტორი ბრალდებას პლაგიატზე

„2020 წლის სტუდენტების რჩეული ლექტორი ქუჩაშია“, – ეს წარწერა ბათუმის საზღვაო აკადემიის ყოფილმა ლექტორმა ვაჟა ანანიძემ პლაკატზე, საპროტესტო აქციის მეცხრე დღეს დააწერა. ყოფილი ლექტორის ერთკაციანი აქცია უკვე მე-12 დღეა, რაც აკადემიის ჭიშკართან იმართება. ვაჟა ანანიძე რექტორის სამეცნიერო ნაშრომში პლაგიატის არსებობაზე საუბრობს და მოითხოვს, კომისიური წესით გადამოწმდეს მისი და სხვა პროფესორ-მასწავლებლების ნაშრომებიც. აკადემიის რექტორი ირაკლი შარაბიძე …

როგორ უნდა მიიღოთ მოწვევა თურქეთიდან – დეტალური წესები

4 აგვისტოდან საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ, თურქეთიდან მიღებული მოწვევის საფუძველზე, ქვეყნის საზღვარი გადაკვეთონ და მეზობელ ქვეყანაში სამუშაოდ გადავიდნენ. საზღვრის კვეთა დაშვებულია საქართველოს იმ მოქალაქისთვის, რომელიც ფლობს თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ფიზიკური ან თურქეთის რესპუბლიკაში რეგისტრირებული კომპანიის მიერ გაცემულ სამთვიან, თურქეთშივე ნოტარიულად დამოწმებულ მოწვევას, რომელშიც დაფიქსირებულია საქართველოს მოქალაქის სახელი, გვარი და პირადი ნომერი. მოწვევის  მიზეზად შესაძლებელია იყოს …

ბათუმში ავტოავარიის შედეგად ერთი პირი დაშავდა

დღეს, 5 აგვისტოს, ავარია მოხდა ბათუმში, აბუსერიძისა და შარტავას ქუჩების კვეთაში. ერთმანეთს ორი ავტომანქანა შეეჯახა. ადგილზე იმყოფებოდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური, რომელმაც ერთი დაშავებული, თავის ზედაპირული ტრავმით, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ქალები „დასაქმების მოწვევის“ გარეშე ითხოვენ თურქეთში გადასვლის უფლებას

აჭარის მთავრობის შენობასთან დღეს, 5 აგვისტოს, საქართველოს მოქალაქეები საპროტესტო აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები საქართველოს მთავრობის მიერ შემოღებულ დროებითი რეგულაციების გაუქმებას ითხოვენ და აცხადებენ, რომ სახელმწიფომ თურქეთთან საზღვარი უნდა გახსნას, რომ მათ თავისუფლად შეეძლოთ მეზობელ ქვეყანაში სამუშაოდ წასვლა. საქართველოს მთავრობამ ახალი რეგულაციები იმ პირებისთვის დააწესა, ვისაც თურქეთში სამუშაო ვიზიტით სურს წასვლა. „გამოდი, გამოდი!“- აქციის მონაწილეები ამ …

ხულო-ზარზმის გზის ტენდერში გაიმარჯვა კომპანიამ, რომელმაც ქობულეთში ავტობანი ააშენა

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა) – ახალციხის საავტომობილო გზის ხულო-ზარზმის 42 კმ-იან მონაკვეთის სარეკონსტრუქციო სამუშაოს შესრულების მიზნით ჩატარებულ საერთაშორისო ტენდერში კომპანია „სინოჰიდრომ“ გაიმარჯვა და ამ ეტაპზე ხელშეკრულების გაფორმების პროცედურები მიმდინარეობს. ჩინურმა კომპანია – „სინოჰიდრომ“ აჭარაში ქობულეთის შემოვლითი გზაც ააშენა. ხულო-ზარზმის გზის მონაკვეთი დაყოფილია 2 ნაწილად (ლოტად) და დეპარტამენტის ინფორმაციით, არაბთა ეკონომიკური …

რამდენმა აბიტურიენტმა მიიღო უმაღლესი ქულა მათემატიკასა და ქართულში – ეროვნული გამოცდები

გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, სოფიო გორგოძის თქმით, ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება უკვე მიმდინარეობს. გორგოძის თქმით, 20-მა აბიტურიენტმა უმაღლესი ქულა მიიღო ქართულ ენასა და ლიტერატურაში, 12-მა კი – მათემატიკაში. „ეტაპობრივად გამოქვეყნდება სხვა საგნების შედეგებიც. ვფიქრობთ, რომ პირველადი შედეგების გამოცხადება დასრულდება მომდევნო კვირის დასაწყისში და ჩვენ შევძლებთ სააპელაციო განაცხადების მიღებას“, – ამბობს გორგოძე. მისი განცხადებით, აბიტურიენტებს საპრეტენზიო …

მაშველები ფოთში, მდინარე რიონში გოგოს ეძებენ

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მაშველები 24-საათიან რეჟიმში ეძებენ ახალგაზრდა გოგოს ფოთში, მდინარე რიონში. სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია 46 მეხანძრე-მაშველი, 4 მყვინთავი, 4 ნავი, 1 ექოლოტი, რომელიც ახდენს ფსკერის სკანირებას. საძიებო სამუშაოებში ასევე ჩართულია სანაპირო დაცვის და ჰიდროგრაფიული ექოლოტი. ხეობას ათვალიერებენ დრონის მეშვეობით. 112-ში 4 აგვისტოს, ღამით შევიდა შეტყობინება, რომ ახალგაზრდა გოგო ხიდიდან გადახტა.  შინაგან …

ბათუმის უნივერსალური სპორტული კომპლექსი

ბათუმის უნივერსალური სპორტული კომპლექსის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა. აქტიურად გრძელდება შიდა მოპირკეთებითი და კოსმეტიკურ სამუშაოები, ასევე გარე პერიმეტრის მოწყობა. როგორც აჭარის პროექტების მართვის კომპანიაში აღნიშნეს უკვე  დასრულდა დარბაზებში სპორტული იატაკების დაგება, ასევე განათებისა და კონდინცირება-ვინტილაციის მონტაჟი. სპორტული კომპლექსის დარბაზების საერთო ფართი 10 240 მ2-ია. გარდა სპორტული დარბაზებისა შენობაში განთავსდება ადმინისტრაციული სივრცე, საკონფერენციო დარბაზი და სამედიცინო პუნქტი. პროექტის ღირებულება 62 000 000 ლარია და მისი …

შენ შვილს რომ მიუტან რამეს, ხომ გაუხარდება, ჩემს შვილს რა მივუტანო? – აქცია ბათუმში [LIVE]

დღეს, 5 აგვისტოს, ბათუმის მერიასთან გარემოვაჭრეები მართავენ აქციას. ისინი აცხადებენ, რომ ბათუმის მერიის მიერ შეთავაზებული ადგილები ავტოსადგურის ტერიტორიაზე მათ არ აწყობთ, რადგან ამ ადგილას ვაჭრობა არ არის და ისინი შემოსავლის გარეშე დარჩნენ. „წლინახევრის შვილიშვილი დამრჩა, ბებია-ბაბუა ვზრდით, არც დედა ჰყავს, არც მამა. ხუთი თვე გავჩერდი ავტოსადგურში, იმდენად არ იყო ვაჭრობა, ფულიც არ გადამახდევინეს, მხოლოდ 20 …

თურქეთში სამუშაოდ წამსვლელებს დარეგისტრირება უკვე შეუძლიათ – ვებგვერდი ჩაირთო

თურქეთში სამუშაოდ წამსვლელ საქართველოს მოქალაქეებს სპეციალური აპლიკაციის შევსება ელექტრონულად უკვე შეუძლიათ. აპლიკაციის შევსება შესაძლებელია სპეციალური ელექტრონული პროგრამით, თუმცა წამსვლელს უნდა ჰქონდეს მიწვევა თურქეთიდან, ასევე ამ მწვევის ქართული თარგმანი, დამოწმებული ნოტარიულად. აპლიკაციის შესავსებად გადადით ამ ბმულზე თურქეთში სამუშაოდ წასვლა შეუძლია საქართველოს იმ მოქალაქეს, რომელიც ფლობს თურქეთის მოქალაქის ან თურქეთში რეგისტრირებული კომპანიის მიერ გაცემულ სამთვიან მიწვევას. ეს …

მსოფლიოში 700 000 ადამიანი გარდაიცვალა პანდემიის შედეგად

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, 5 აგვისტოს მდგომარეობით, მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიის შედეგად 700 741 ადამიანი გარდაიცვალა. ყველაზე მეტი – 156 830 ადამიანი Covid19-ის დიაგნოზით გარდაიცვალა ამერიკის შეერთებულ შტატებში, 95 819 – ბრაზილიაში, 48 869 კი – მექსიკაში. 5 აგვისტოს მონაცემებით, მსოფლიოში სულ დადასტურებულია კორონავირუსის 18 544 820 შემთხვევა. კორონავირუსის პანდემიის აფეთქების ცენტრია აშშ-ი, ბრაზილია, ინდოეთი, რუსეთი …

15 სექტემბერს სწავლა სკოლებსა და უნივერსიტეტებში ჩვეულ რეჟიმში განახლდება – მინისტრი

დღეს, 5 აგვისტოს, განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა, მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე განაცხადა, რომ ეროვნული გამოცდები დასრულდა და დღეიდან აბიტურიენტების ქულების გამოქვეყნება დაიწყო. ამავე ბრიფინგზე მინისტრმა განაცხადა სკოლებში სასწავლო პროცესის განახლებაზე. მისი თქმით, დღევანდელი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება საკლასო ოთახებსა და  უნივერსიტეტების აუდიტორიებში. „მიუხედავად ამისა, ჩვენ მზად ვართ ყველა სცენარისთვის და საგანმანათლებლო …

15 ახალი შემთხვევიდან 3 პაციენტის ინფიცირების წყარო უცნობია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 15 ახალი შემთხვევიდან 4 პაციენტის ინფიცირების წყაროა გაჩიანის კლასტერი, 3 შემთხვევა იმპორტირებულია, ერთი ახალი პაციენტი სამედიცინო პერსონალია, 4 პაციენტის ინფიცირების წყაროა კონტაქტები, ხოლო 3 დადასტურებულ შემთხვევაზე ეპიდემიოლოგიური კვლევა გრძელდება წყაროს დასადგენად. დღეის მონაცემებით საქართველოს კოვიდცენტრებში 244 პაციენტი მკურნალობს. საქართველოში კორონავირუსის სულ 1197 შემთხვევაა დადასტურდა, რომელთაგან 974 პაციენტი …

ბოლო 24 საათში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 5 აგვისტოს მონაცემები

5 აგვისტოს მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, განიკურნა 12 პაციენტი. დღევანდელი მონაცემებით, საქართველოს კოვიდცენტრებში მკურნალობს 245 ინფიცირებული. საქართველოში კორონავირუსის სულ 1197 შემთხვევაა დადასტურდა, რომელთაგან 974 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 17 კი გარდაიცვალა. დღევანდელი მონაცემებით, კარანტინში იმყოფება 7066 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 294. _______________ ფოტოზე: რესპუბლიკური საავადმყოფოს ექთანი. წყარო: nplg.gov.ge, ციფრული …

ბათუმში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ბოლო 24 საათში ბათუმში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ახალი შემთხვევებიდან 4 გუშინ დადასტურებული შემთხვევის საკონტაქტო პირია, ორი კი – სატვირთო მანქანის მძღოლი, თურქეთის მოქალაქეები, რომლებიც, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, თავიანთი სურვილით მკურნალობას გააგრძელებენ თურქეთის რესპუბლიკაში. გუშინ, 4 აგვისტოს, აჭარაში კორონავირუსი დაუდასტურდა 51 წლის კაცს, რომელსაც კონტაქტი ჰქონდა კორონავირუსით ინფიცირებულ სატვირთო მანქანის მძღოლთან. ამ შემთხვევასთან …

ბათუმის ქუჩებში დაყრილი პირბადეები [ფოტო]

COVID19-ის გავრცელების პრევენციისთვის უკვე რამდენიმე თვეა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში სავალდებულო გახდა დახურულ სივრცეში პირბადის ტარება, რაც იმას ნიშნავს, რომ მსოფლიოში ყოველდღიურად მილიონობით ადამიანი იყენებს პირბადეს, მათგან ბევრი ერთჯერად პირბადესაც, რომელიც გამოყენების შემდეგ, უსაფრთხოების მიზნით, თავდახურულ ურნაში უნდა მოთავსდეს, თუმცა ხშირად ასე არ ხდება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, გამოყენებული პირბადის მოშორებისას, უსაფრთხოების მიზნით, არ უნდა შეეხოთ …

„აცნობიერებენ ჩადენილი ქმედებების სიმძიმეს“ – აჭარა TV გათავისუფლებული თანამშრომლების დაბრუნებაზე

აჭარის მაუწყებლის მენეჯმენტის მიერ მაუწყებლის ვებგვერდზე გავრცელებული განცხადების მიხედვით, გათავისუფლებული 3 თანამშრომელი – ბაჩო გურაბანიძე, გიორგი მურვანიძე და გუგა ქადიძე სამსახურში დააბრუნეს. სამივე მათგანი 30 ივლისს, მაუწყებლის დირექტორის, გიორგი კოხრეიძის ბრძანებით გაათავისუფლეს სამსახურიდან. მაუწყებლის მენეჯმენტი იუწყება, რომ მათი გათავისუფლება „გამომდინარეობდა გარდაუვალი აუცილებლობიდან და ემსახურებოდა სამსახურებრივი დისციპლინისა და კანონიერების დაცვას“. მაუწყებლის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ასევე ვკითხულობთ …

ქალი, რომელმაც პარიზში ქართული გამომცემლობა დააარსა

2018 წლის ბოლოს პარიზში პირველი ქართული გამომცემლობა „Meduza/მედუზა“ დაარსდა, რომლის მიზანიც ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციაა. საწყის ეტაპზე გამომცემლობა ქართული საბავშვო ლიტერატურის ფრანგულენოვან თარგმანებს გამოსცემს. თითქმის 2 წლის განმავლობაში გამომცემლობამ უკვე 10 წიგნი გამოსცა, მათ შორის, ვაჟა-ფშაველას „სათაგური“/La souricière; „რწყილი და ჭიანჭველა“/La puce et la fourmi;  „გვრიტი“/Tourterelle; გიორგი კეკელიძის „თომას ზღაპრები“/Les contes de Thomas და ა.შ. Meduza …

„არ ხორციელდება არანაირი დევნა“ – აჭარის მთავრობა თანამშრომლის ბრალდებებს პასუხობს

აჭარის მთავრობა გამოეხმაურა დღეს, 4 აგვისტოს, აჭარის მთავრობის წინ მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომლის, ავთანდილ ბოლქვაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას იმის შესახებ, რომ მას სდევნიან სოციალურ ქსელში პოლიტიკური აქტიურობის გამო. აჭარის მთავრობის აპარატის უფროსმა, ჯაბა სურმანიძემ განაცხადა, რომ ბოლქვაძის მიმართ დევნა არ ხორციელდება და მისი დღევანდელი განცხადება შესწავლილი იქნება: „ეს პიროვნება წლებია მუშაობს მთავრობის ადმინისტრაციაში, აფიქსირებს თავის პოლიტიკურ …

უფასო მედიკამენტების პროგრამა – ექიმ ვახტანგ კალოიანის პოლიტიკური განაცხადი

ვახტანგ კალოიანი აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია. პროფესიით ექიმი, ანესთეზიოლოგი, „ევროპული საქართველოს“ სახელით მონაწილეობს არჩევნებში. ვახტანგ კალოიანი კორონავირუსის პანდემიის დროს ხშირად ჩანდა ეკრანზე. რატომ გადაწყვიტა წარმატებული კარიერის შეცვლა? „ბათუმელებმა“ ვახტანგ კალოიანთან სატელეფონო ინტერვიუ ჩაწერა. ბატონო ვახტანგ, რატომ გადაწყვიტეთ პოლიტიკაში წასვლა? ამ გადაწყვეტილების მთავარი მოტივატორი იყო ის კრიზისი, რაც არის ჯანდაცვის სისტემაში. რეალურად, იმ საბიუჯეტო …

რის მოყოლა სურს აჭარის მთავრობის აპარატის თანამშრომელს თორნიკე რიჟვაძისთვის

დღეს, 4 აგვისტოს, აჭარის მთავრობის წინ ავთანდილ ბოლქვაძემ, აჭარის მთავრობის აპარატის ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსმა სპეციალისტმა, აპარატის რამდენიმე თანამშრომლისა და დეპუტატ ანზორ ბოლქვაძის ფოტოები გამოიტანა და განაცხადა, რომ მას აჭარის მთავრობაში დევნიან. „ძალიან დიდი სურვილი მქონდა ის დაპირისპირება, რაც წლების წინ ამ კედლებში წარმოიშვა, კედლებს გარეთ არ გამოსულიყო, მაგრამ არანაირი გამოსავალი არ …

ბათუმში Mastercard-ის შიდა ტურიზმის მხარდასაჭერი კამპანია „სალამი ზაფხულო“ დაიწყო

COVID-19 პანდემიის პირობებში, რამდენიმე თვიანი კარანტინისა და თვითიზოლაციის შემდეგ, საქართველოში შიდა ტურიზმის სექტორი ამუშავდა. მოგზაურებს კვლავ აქვთ შესაძლებლობა აღმოაჩინონ საქართველოს დაცული ტერიტორიები, კულტურული ძეგლები და დასასვენებელი ადგილები. წინ გრძელი ზაფხული და შეუფასებელი მომენტებია.  ამ დრომდე არ არის ცნობილი, როდის გახდება შესაძლებელი სხვა ქვეყნებში მოგზაურობა ან როდის შეძლებს საქართველო საერთაშორისო ტურისტების მიღებას. მაგრამ ფაქტი ერთია, 2020 …

საშვილოსნოს ყელისა და ძუძუს კიბოს უფასო გამოკვლევები ბათუმში

ბათუმში უკვე მესამე დღეა ეროვნული სკრინინგ ცენტრისა და BMC – ის მიერ ორგანიზებული საშვილოსნოს ყელისა და ძუძუს კიბოს უფასო გამოკვლევები ტარდება. ექიმების მობილური ჯგუფი მაღალტექნოლოგიური აპარატურით აღჭურვილი სამედიცინო მანქანით – მამომობილით ბათუმშია და ადგილობრივი მოსახლეობისთვის  ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის უფასო გამოკვლევებს ადგილზევე  ატარებს. მამომობილი განთავსებულია ბათუმის სამედიცინო ცენტრის ტერიტორიაზე [კახაბრის ქუჩა N36]. სკრინინგის პროგრამა უფასოა საქართველოს …

„იქეთ-აქეთ მილიციონერი ეჯდა და შვილი გაიტაცეს“ – საპროტესტო აქცია ბათუმის სასამართლოსთან

დღეს, 4 აგვისტოს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს წინ წინასწარ პატიმრობაში მყოფი ბეგლარ ხოზრევანიძის ახლობლები საპროტესტო აქციას მართავენ. ბეგლარ ხოზრევანიძეს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმას ედავება. ხოზრევანიძის ახლობლები და ადვოკატი კი ამბობენ, რომ  შეიარაღებულმა პოლიციელმა გია დოლიძემ მას სცემა, გაიტაცა და რეალურად, მოქალაქეა დაზარალებული. საქმეში დევს ვიდეოსათვალთვალო კამერის ჩანაწერები, სადაც ჩანს ორი კაცის ჩხუბი და რამდენიმე გამშველებელი. ამ ამბავს …

უფასო პური ყველასთვის დღეს – ერთი თონის აქცია ბათუმში

სელიმ ხიმშიაშვილისა და ჭავჭავაძის ქუჩების კვეთაში, გარეთ გამოფენილი ხილ-ბოსტნეულის მაღაზიის გვერდით პატარა საცხობია, სადაც თონის ლობიანს, ხაჭაპურსა და შოთის პურს ყიდიან. ირგვლივ საცხოვრებელი კორპუსები და კერძო სახლებია, აქ მცხოვრებლები ცხელ შოთს ძირითადად ამ საცხობში ყიდულობენ. დღეს აქ შოთი ყველასთვის უფასოა. პურის გამყიდველი, ჯემალ ხოზრევანიძე ამბობს, რომ თონე 10 დღით დაკეტილი იყო და დღეს, გახსნის პირველ …

ბათუმში ინფიცირებული მძღოლის ნაცნობს კორონავირუსი დაუდასტურდა

აჭარაში კორონავირუსი დაუდასტურდა 51 წლის კაცს, რომელსაც კონტაქტი ჰქონდა კორონავირუსით ინფიცირებულ სატვირთო მანქანის მძღოლთან. მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური კვლევა, კარანტინშია გადაყვანილი 17 ადამიანი – ამის შესახებ დღეს, 4 აგვისტოს, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ნონა ეფაძემ ისაუბრა ჟურნალისტებთან. ნონა ეფაძის თქმით, კაცი მცირე სიმპტომების გამოვლენისთანავე გადაიყვანეს კლინიკაში, სადაც კვლევის შედეგად მას დაუდასტურდა კორონავირუსი. სატვირთო მანქანის მძღოლი, …

ბათუმში უნალექო დღეებია მოსალოდნელი – ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 4  აგვისტოს 21 საათიდან 5 აგვისტოს 21 საათამდე აჭარაში  მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში იქნება: დღისით: 25 – 30 გრადუსი ღამით: 18 – 23 გრადუსი მაღალ მთაში მოსალოდნელია: დღისით: 20 – 25 გრადუსი ღამით: …

ბათუმში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა

ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა. დღევანდელი მონაცემებით, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში სულ 16 პაციენტს მკურნალობენ Covid19-ის დადასტურებული დიაგნოზით. 4 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1182 შემთხვევაა დადასტურებული, რომელთაგან 962 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 17 კი გარდაიცვალა.

კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა, განიკურნა 3 პაციენტი – 4 აგვისტოს მონაცემები

4 აგვისტოს მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, განიკურნა 3 პაციენტი. დღევანდელი მონაცემებით, საქართველოს კოვიდცენტრებში მკურნალობს 241 ინფიცირებული. საქართველოში კორონავირუსის სულ 1182 შემთხვევაა დადასტურდა, რომელთაგან 962 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 17 კი გარდაიცვალა. დღევანდელი მონაცემებით, კარანტინში იმყოფება 7007 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 280.

რატომ უნდა დასვან უმრავლესობის დეპუტატებმა კითხვები – „გამჭვირვალობის“ კვლევა

დღეს, 3 აგვისტოს, არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ ბათუმის საკრებულოს მუშაობა შეაჯამა და 13 რეკომენდაცია გასცა. საკრებულოს საქმიანობა 2017 წლის ნოემბრიდან 2019 წლის დეკემბრის ჩათვლით არის წარმოდგენილი. შეხვედრაზე მიწვეულნი იყვნენ ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე, სულიკო თებიძე და მმართველი პარტიის სხვა წევრები, თუმცა ისინი პრეზენტაციაზე არ მივიდნენ. შეხვედრას უმრავლესობის მხოლოდ ერთი წევრი, ნატალია ზოიძე, ასევე საკრებულოს ოპოზიციის ორი …

რა წავიკითხოთ საზაფხულო არდადეგებზე – რჩევები სკოლა პროგრესისგან

ლიტერატურა ერთგვარი თავშესაფარია. ნებისმიერი წარმატებული თუ ხელმოცარული ადამიანი, გონიერი თუ უგუნური, ამბიციური, თავმდაბალი, მარტოსული, ექიმი, ვექილი, ბერი თუ მრავალშვილიანი, საზოგადოებისთვის მისაღები თუ მიუღებელი ცხოვრების გარკვეულ მომენტში ეთამაშება ლიტერატურას. გადავშლით  წიგნებს და მაშინვე იწყება აზრთა ჭიდილიც: ზოგს მოსწონს, უმეტესობას კი ებადება აზრი – ფუჭია ყველა მცდელობა, ყველა წინადადება. ზოგი იმასაც ფიქრობს, რომ ასევე დაწერს. თუმცა ეს …

Exit mobile version