კომპანია „ალო ჰიგიენა“ აგრძელებს აქციებს სხვადასხვა მომსახურების სფეროში! მანქანების იდეალური ქიმწმენდა, რბილი ავეჯის ნახევრად მშრალი მეთოდით დასუფთავება, ხალიჩებისა და ლეიბების, მინებისა და გარე ფასადის დასუფთავება. კომპანია ასევე გთავაზობთ, სახლის, სამსახურის, მანქანებისა და მსგავს საყოფაცხოვრებო ადგილებში დეზინფექციის ჩატარებას. კომპანიის მუშაობს პროდუქციით, რომელიც არის ახალი თაობის, 100 %-ით ორგანული ბიო სადეზინფექციო ფორმულით დამზადებული. არ ტოვებს ნარჩენებს, არ …
Category Archives: სიახლეები
ქმარმა უჩივლა ყოფილ ცოლს covid 19-ზე რეკომენდაციების შეუსრულებლობის გამო
ადვოკატმა ა. მ.-მ, ვისაც ყოფილი ცოლი ოჯახში ძალადობას ედავებოდა, სასამართლო დავა მოიგო. მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ ბათუმის საქალაქო სასამართლოში გააუქმა ადვოკატ ა. მ.-ს წინააღმდეგ გამოცემული შემაკავებელი ორდერი, რომელიც 26 აპრილს ბათუმის პოლიციის პირველმა განყოფილებამ გამოსცა. სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, ა.მ.-მ მოსამართლეს უთხრა, რომ პოლიციას დასახმარებლად თავად მიმართა, პოლიციელებმა კი, შემაკავებელი ორდერი მის წინააღმდეგ გამოსცეს. მოსამართლეს ადვოკატმა ა.მ.-მ …
Continue reading “ქმარმა უჩივლა ყოფილ ცოლს covid 19-ზე რეკომენდაციების შეუსრულებლობის გამო “
ფერეიდნელი ქართველების ფერადი ჩანთების ბიზნესი ბათუმის ბულვარში
ბათუმის ბულვარის ცენტრალურ შესასვლელთან ფერადი ჩანთების ერთი პატარა მაღაზიაა. ხელჩანთები, ზურგჩანთები, პატარ-პატარა საფულეები თუ მაგიდის სუფრები სხვადასხვა ორნამენტით ხელით მოუქარგავთ და ფერეიდნიდან ჩამოუტანიათ. მაღაზიაში ფერეიდნელი ქართველები მუშაობენ. „საიდი მუყადასი მერქვა, მაგრამ უკვე 4 წელია ბათუმში ვცხოვრობ და ახლა ლუკა სეფიაშვილი ვარ, ეს ჩემი ძირძველი გვარია, ბათუმელი ვარ, აჭარელი და,“ – აჭარული აქცენტით ასრულებს წინადადებას ლუკა …
Continue reading “ფერეიდნელი ქართველების ფერადი ჩანთების ბიზნესი ბათუმის ბულვარში”
ქობულეთში covid 19 სასტუმროს მესაკუთრეს დაუდგინდა – 18 პირი კარანტინში გადაიყვანეს
კორონავირუსით ინფიცირება დღეს, 21 აგვისტოს, ქობულეთში საოჯახო სასტუმროს მესაკუთრეს დაუდასტურდა. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, რუსუდან შავიშვილის განცხადებით, ის თბილისში დადასტურებულ შემთხვევას უკავშირდება და PCR ტესტირების შედეგად გამოვლინდა. ინფიცირებული 60 წლის კაცია. ის ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოათავსეს. რუსუდან შავიშვილის თქმით, ახალი შემთხვევის გამო ქობულეთში 18 კონტაქტირებული პირი საკარანტინო სივრცეში გადაიყვანეს, 2 – თვითიზოლაციაშია. ამ დროისთვის …
ვინ [ვერ] დაირეგისტრირებს მიწას გომისმთაზე – საჯარო რეესტრის განმარტება
გომისმთაზე საკუთრების რეგისტრაცია რამდენიმე შემთხვევაშია შესაძლებელი, მათ შორის, გათვალისწინებულია შემთხვევა, როცა უძრავი ქონების მფლობელად ტექნიკური ინვენტარიზაციის ცნობა არქივშია დაცული 2004 წლის 4 ოქტომბრამდე. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა გომისმთაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის პროცესი 17 აგვისტოს დაიწყო. საჯარო რეესტრმა „ბათუმელებს“ წერილობით მოგვაწოდა ინფორმაცია რეგისტრაციის პროცესის შესახებ. „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის …
Continue reading “ვინ [ვერ] დაირეგისტრირებს მიწას გომისმთაზე – საჯარო რეესტრის განმარტება”
როგორი ამინდი იქნება ჯაზფესტივალზე ბათუმში 21-23 აგვისტოს
21, 22 და 23 აგვისტოსბათუმი ტრადიციულად შავი ზღვის რიგით მე-14 ჯაზფესტივალს უმასპინძლებს. წლევანდელი ფესტივალი დაკომპლექტებული იქნება მხოლოდ ქართველი მუსიკოსებით. რაც შეეხება ამინდს, გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, ამ დღეებში ბათუმში უმეტესად მოღრუბლულობა იქნება; მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმაც. ფესტივალს დღეს, 21 აგვისტოს, გიორგი მიქაძე გახსნის პროექტით – Giorgi Mikadze Micro BeatZ-ი, რომლის შემდეგაც მსმენელის …
Continue reading “როგორი ამინდი იქნება ჯაზფესტივალზე ბათუმში 21-23 აგვისტოს”
კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა ქობულეთში – 21 აგვისტო
ქობულეთში კიდევ ერთ პაციენტს დაუდასტურდა კორონავირუსი. 60 წლის კაცი ქობულეთიდან ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გუშინ ღამით გადმოიყვანეს. პაციენტს, ექიმების თქმით, მაღალი სიცხე არ აქვს. ამ დროისთვის ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 26 ადამიანი მკურნალობს კორონავირუსზე. კაფე „ჰავანაში“ ახალგაზრდა ქალს კორონავირუსი 15 აგვისტოს დაუდასტურდა. ის „ჰავანაში“ მისულ სტუმრებს ტემპერატურას უზომავდა. მეორე დღეს მასთან ახლო კონტაქტში მყოფ 53 პირს PCR …
Continue reading “კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა ქობულეთში – 21 აგვისტო”
ხორცის ნახევარფაბრიკატების ფალსიფიკაციისთვის კომპანიების დირექტორებს ბრალი წაუყენეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საგამოძიებო დეპარტამენტის იმერეთის და რაჭა-ლეჩხუმის სამმართველოს თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ხორცის ნახევარფაბრიკატების ფალსიფიკაციის ორი ფაქტი გამოავლინეს და ორი კომპანიის დირექტორი რ.თ. და კ.კ. პასუხისგებაში მისცეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა საწარმოს მიერ ნახევარფაბრიკატების წარმოებისას განიზრახეს დამზადებული პროდუქციის რაოდენობის ზრდისა და შესაბამისი მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, შეემცირებინათ …
პირველ მაისამდე შემოტანილი ავტომობილების განბაჟება 2021 წლის მარტამდე გადავადდა
ფინანსთა მინისტრის ბრძანებით, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე 2020 წლის პირველ მაისამდე შემოტანილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მფლობელები გათავისუფლდებიან საბაჟო პროცედურების დარღვევისთვის კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისგან და გადასახადის გადაუხდელობისთვის გათვალისწინებული საურავისგან, თუ ისინი 2021 წლის 1-ელ მარტამდე უზრუნველყოფენ ამ სატრანსპორტო საშუალების საბაჟო პროცედურაში მოქცევას ან რეექსპორტს. „იმის გათვალისწინებით, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) მიერ კორონავირუსული ინფექციის ეპიდაფეთქებები გამოცხადდა პანდემიად, …
Continue reading “პირველ მაისამდე შემოტანილი ავტომობილების განბაჟება 2021 წლის მარტამდე გადავადდა”
ყაჩაღობის ბრალდებით ლანჩხუთის საკრებულოს თავმჯდომარის შვილი დააკავეს
დღეს შს სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დააკავა ყაჩაღობაში ბრალდებული 19 წლის კაცი. ყაჩაღობა გუშინ, დილის 9 საათზე მოხდა ბათუმში – სავალუტო ჯიხურის მფლობელს ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის ქუჩების გზაჯვარედინზე უცნობი პირი თავს დაესხა. ჯიხურის მესაკუთრემ თქვა, რომ მას თავდამსხმელმა თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყა. თავდამსხმელმა თანხის წაღება ვერ მოახერხა. დღეს შს სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია თავდამსხმელის დაკავების შესახებ. …
Continue reading “ყაჩაღობის ბრალდებით ლანჩხუთის საკრებულოს თავმჯდომარის შვილი დააკავეს”
ბათუმის ორ სკვერში საპირფარეშო ფასიანი იქნება – მერიის ხელახალი აუქციონი
ბათუმის მერია თავდადებულისა და ზუბალაშვილის ქუჩების კვეთაში, ასევე ს. ხიმშიაშვილის ქუჩის მიმდებარედ [შინდისის გმირების სახელობის] სკვერში განთავსებულ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ საზოგადოებრივ საპირფარეშოებს 5 წლით იჯარით გასცემს. მიმდინარე წლის მარტში გამოცხადებული აუქციონი არ შედგა. ხელახალი აუქციონი მერიამ დღეს, 20 აგვისტოს, გამოაცხადა. აუქციონი 2 სექტემბერს დასრულდება. იჯარის პირობები ამჯერად უცვლელია: საწყისი ფასი 2800 ლარია, ბიჯი კი – …
Continue reading “ბათუმის ორ სკვერში საპირფარეშო ფასიანი იქნება – მერიის ხელახალი აუქციონი”
ფირუზ წულუკიძე: წულუკიანი ჩვენთან მოლაპარაკებას ცდილობს – საარჩევნოდ ზონდერჯგუფის შექმნის საქმე
“…მე იქ ახლობელს მივაკითხე და გზად შევესწარი ჩხუბს, გაწევ-გამოწევა იყო, დაახლოებით 10 კაცი ჩხუბობდა… მანქანა გავაჩერე და გავაშველე,” – უთხრა მოსამართლე დავით მამისეიშვილს მოწმე დავით ნაგერვაძემ. ის სამარშრუტო ტაქსის მძღოლად მუშაობს და 27 აპრილს ბათუმში მომხდარ ჩხუბს შეესწრო. საუბარია ბათუმში აპრილში მომხდარ ინციდენტებზე – საცხოვრებელი კორპუსის წინ მომხდარი ჩხუბის შემდეგ რეზო წულუკიძეს, ელდარ ანთაძეს და …
მეგობარმა ჭამის დროს ესროლა კანონიერ ქურდ „ლოტუ გულს“, ის დაიღუპა – ანადოლუ
თურქული გამოცემა „ანადოლუს“ ინფორმაციით, წუხელ, გვიან ღამით, ანტალიაში მოკლეს კანონიერი ქურდი „ლოტუ გული“, იგივე ნადირ სალიფოვი. გამოცემის ინფორმაციით, კანონიერ ქურდს მეგობარმა მაშინ ესროლა თავში, როდესაც ის სასტუმროში საჭმელს მიირთმევდა. მედიის ინფორმაციით, მკვლელი „გულისთან“ ერთად ვახშმობდა. მკვლელობაში ეჭვმიტანილი გასროლის შემდეგ მიიმალა, თუმცა თურქმა სამართალდამცავებმა ის უკვე დააკავეს. ვინ არის „ლოტუ გული“ თავად „ლოტუ გული“ საავადმყოფოში გადაიყვანეს, …
Continue reading “მეგობარმა ჭამის დროს ესროლა კანონიერ ქურდ „ლოტუ გულს“, ის დაიღუპა – ანადოლუ”
თიბისის მხარდაჭერით „ყაზბეგი ჯგუფმა“ სტეფანწმინდაში სასტუმრო ააშენა
ყაზბეგი ტურისტულად ერთერთი ყველაზე აქტიური და მიმზიდველი მხარეა. საერთაშორისო და ადგილობრივი ტურისტები აქაურობას ზამთრის სეზონზეც სტუმრობენ და ზაფხულშიც ირჩევენ დასასვენებელ ადგილად. მოთხოვნა დასასვენებელ ინფრასტრუქტურაზე წლიდან წლამდე იზრდება. „ყაზბეგი ჯგუფის“ დამფუძნებლებმა გაზრდილი მოთხოვნის შესაბამისად, სტეფანწმინდაში სასტუმროს აშენება გადაწყვიტეს. თიბისის მხარდაჭერით, სასტუმროს მშენებლობა პანდემიის პერიოდშიც გაგრძელდა და ამჟამად უკვე მოსაპირკეთებელი სამუშაოები და სასტუმროს აღჭურვა მიმდინარეობს. „ჩვენს მხარეში …
Continue reading “თიბისის მხარდაჭერით „ყაზბეგი ჯგუფმა“ სტეფანწმინდაში სასტუმრო ააშენა”
აჭარაში 258 ფერმერი ბიუჯეტის ვალს აღარ გადაიხდის – მთავრობამ 207 ათასი ლარი ჩამოწერა
ფერმერებს, რომლებმაც აჭარაში თანადაფინანსებით ნივრის სათესლე (სარგავი) მასალა, სასუქები და ჰერბიციდები მიიღეს და ფული დღემდე ვერ გადაიხადეს, ამ ვალს აღარ გადაახდევინებენ. ფერმერები არც დარიცხულ პირგასამტეხლოს გადაიხდიან. ეს ვალები აჭარის მთავრობამ ჩამოწერა. შესაბამისი კანონი 2020 წლის 19 აგვისტოს შევიდა ძალაში. „აჭარის 2017-2018 წლების ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამების „მაღალეფექტური ერთწლიანი სასოფლო – სამეურნეო კულტურების წარმოების განვითარების ხელშეწყობის“ ფარგლებში …
19 წლის კაცი ბათუმში სავალუტო ჯიხურის დაყაჩაღების ბრალდებით დააკავეს
ბათუმში სავალუტო ჯიხურის დაყაჩაღების ბრალდებით 2001 წელს დაბადებული ვ. ტ. დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. შემთხვევა გუშინ, 19 აგვისტოს, მოხდა. გამოძიების ვერსიით, ბრალდებული ბათუმში მდებარე ერთ-ერთ სავალუტო ჯიხურს ყაჩაღურად თავს დაესხა, ამავე სავალუტო ჯიხურის მფლობელს ბლაგვი საგნით დაზიანება მიაყენა, თუმცა თანხის წაღება ვერ შეძლო, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, ბრალდებულს 5-დან …
Continue reading “19 წლის კაცი ბათუმში სავალუტო ჯიხურის დაყაჩაღების ბრალდებით დააკავეს”
ბულვარში საღამოს გაშლიან კარვებს, სადაც კორონავირუსზე უფასოდ შეგამოწმებენ
ბათუმსა და ქობულეთში დღეს, 20 აგვისტოს, კარვები გაიშლება, სადაც ნებისმიერ ადამიანს ნებაყოფლობით კორონავირუსზე უფასოდ შემოწმება შეეძლება. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ნინო ნიჟარაძის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, როცა ერთ-ერთი დადასტურებული შემთხვევის შემდეგ ვირუსის წყარო უცნობი დარჩა. კარვები ბათუმში, ბულვარის კოლონადებთან, ასევე „აჭარული სახლის“ მიმდებარედ, სანაპიროს მხრიდან გაიშლება. ტესტირებას ჩაატარებენ ქობულეთშიც, აქ კარავს ქობულეთის პარკში გაშლიან. …
Continue reading “ბულვარში საღამოს გაშლიან კარვებს, სადაც კორონავირუსზე უფასოდ შეგამოწმებენ”
ბიზნესს, რომელიც რეკომენდაციებს არ დაიცავს, საქმიანობას შეუჩერებენ
ნებადართული ეკონომიკური საქმიანობის დროს ჯანდაცვის რეკომენდაციებთან კრიტიკული შეუსაბამობის შემთხვევაში, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტს უფლება მიეცა, ბიზნესსუბიექტს ეკონომიკური საქმიანობის პროცესი შეუჩეროს. შესაბამისი დადგენილება საქართველოს მთავრობამ 2020 წლის 19 აგვისტოს მიიღო და იმავე დღეს ამოქმედდა. ამავე დადგენილებით, საქმიანობის განახლება შესაძლებელი იქნება იმ შემთხვევაში, თუ სუბიექტი დარღვევებს აღმოფხვრის. აღნიშნული დადგენილებით, „იზოლაციისა და კარანტინის წესებს“ დაემატა შემდეგი პუნქტები: [checklist] …
Continue reading ” ბიზნესს, რომელიც რეკომენდაციებს არ დაიცავს, საქმიანობას შეუჩერებენ”
20 აგვისტო: აჭარაში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ გვაქვს, გამოჯანმრთელდა 2 პაციენტი
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დადასტურებულა. გასული 24 საათის განმავლობაში PCR ტესტი აჭარაში ჩაუტარდა 1235 პირს, ყველა მათგანის პასუხი უარყოფითია. გამოჯანმრთელდა და კლინიკა დატოვა ორმა პაციენტმა, ამჟამად რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობას აგრძელებს COVID დადებითი 25 პაციენტი. 19 აგვისტოს დილის მონაცემებით აჭარაში კორონავირუსი კიდევ 2 პირს დაუდასტურდა. აქედან ერთი …
გაკვეთილების ჩატარება სკოლის ეზოშიც შესაძლებელია – რეკომენდაციები
სკოლებისთვის შემუშავებული რეკომენდაციების მიხედვით, გაკვეთილების ორგანიზება/ჩატარება შესაძლებელია სკოლის ეზოში/ღია სივრცეში, ოღონდ შესაბამისი დისტანციის დაცვით. რაც შეეხება გაკვეთილების კაბინეტებში ჩატარებას, სკოლებმა უნდა შეზღუდონ მოსწავლეების მიერ საკლასო ოთახების ხშირი ცვლა ისე, რომ მოსწავლეები დარჩნენ ერთსა და იმავე ოთახში; თუმცა ყოველი შესვენების დროს სავალდებულოა საკლასო ოთახის განიავება. ერთსა და იმავე ოთახში მოსწავლეთა სხვადასხვა ნაკადის გადაადგილებისას კი, დაცული უნდა …
Continue reading “გაკვეთილების ჩატარება სკოლის ეზოშიც შესაძლებელია – რეკომენდაციები”
51 მილიონი ევრო ბელორუს ხალხს ევროკავშირისგან – ევროკომისიის პრეზიდენტი
„ჩვენ არ დავეხმარებით ბელორუსიის სახელისუფლებო ძალებს, მაგრამ მილიონი ევროთი დავეხმარებით ხელისუფლებისგან რეპრესიებისა და ძალადობის მსხვერპლებს, სამოქალაქო სექტორს. 50 მილიონი ევრო ბელორუსიის ჯანდაცვის სისტემისთვის გამოიყოფა, საავადმყოფოებისა და სამედიცინო დაწესებულებებისთვის კორონავირუსთან საბრძოლველად, ასევე სოციალური სამსახურებისთვის – ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების დასახმარებლად”, – განაცხადა დღეს, 19 აგვისტოს, სპეციალურ სამიტზე ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. სამიტზე ევროკავშირის ლიდერები შეიკრიბნენ, …
Continue reading “51 მილიონი ევრო ბელორუს ხალხს ევროკავშირისგან – ევროკომისიის პრეზიდენტი”
მთავრობა და მერია წინასაარჩევნოდ „ღვაწლმოსილ პიროვნებებს“ ასაჩუქრებს, მათ შორის, ფულითაც
პანდემიის გამო ბიუჯეტში დაკარგული შემოსავლების ფონზე, აჭარის მთავრობამ 48 ათასი ლარი გამონახა საპატიო მოქალაქეების დასაჯილდოებლად, ბათუმის მერიამ კი „დამსახურებულ მოღვაწეებს“ ქალაქის ცენტრში ოფისისთვის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასაცხოვრებელი ფართობი გადასცა. ძველ ბათუმში, ზვიად გამსახურდიას N6-ში, 67კვ.მ ფართობი ბათუმის მერიამ ორი წლით, უსასყიდლოდ ა(ა)იპ „ქალაქ ბათუმის სახალხო აკადემიას“ გადასცა. მერიის გადაწყვეტილება ბათუმის საკრებულომ 2020 წლის 13 აგვისტოს …
ევროკავშირი არ აღიარებს არჩევნების შედეგებს ბელორუსიაში – ევროსაბჭოს თავმჯდომარე
დღეს სპეციალურ სამიტზე ევროკავშირის ლიდერები შეიკრიბნენ, სადაც მთავარი განსახილველი თემა ბელორუსიაში მიმდინარე მოვლენები იყო. სხდომა დახურული ვიდეოკონფერენციის რეჟიმში გაიმართა. აღსანიშნავია, რომ დღეს, 19 აგვისტოს, დილით, ბელორუსიის პრეზიდენტობის კანდიდატმა, სვეტლანა ტიხონოვსკაიამ ჩაწერა ევროკავშირის სამიტისადმი ვიდეომიმართვა, რომელშიც ის სამიტს მოუწოდებს, არ ცნონ ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები ლეგიტიმურად. პრესკონფერენციაზე ევროპის საბჭოს თავმჯდომარემ, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი არ …
Continue reading “ევროკავშირი არ აღიარებს არჩევნების შედეგებს ბელორუსიაში – ევროსაბჭოს თავმჯდომარე”
500 ჩინელი სპეციალისტი ავტობანის მშენებლობაზე მოიწვიეს, ისინი კარანტინს გაივლიან – დეპარტამენტი
ჩინური კომპანიების წარმომადგენლები საქართველოში ეტაპობრივად, 21, 23, 25 და 26 აგვისტოს ჩამოვლენ. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველოს საზღვარზე მათ PCR ტესტით შემოწმებას და საკარანტინო ზონაში გადაყვანას, ქვეყანაში მოქმედი რეგულაციების დაცვით, კომპანიები თავად უზრუნველყოფენ. საუბარია რიკოთისა და ქვეშეთი-კობის მაგისტრალების მშენებლობის პროექტებში დამატებითი პერსონალის ჩართვაზე. „საკარანტინო სივრცის დატოვებამდე, პერსონალი განმეორებით გაივლის ტესტირებას და ექიმის დასკვნის საფუძველზე ჩაერთვება …
შშმ ქალი, რომელიც მშენებლობაზეც მუშაობდა – ზოგჯერ ღამე შიმშილისგან მეღვიძება
„…დღეს, მაგალითად, უფასო სასადილოდან ლობიო წამოვიღე და ნახევარი პური მომცეს, მაგრამ ლობიოს სუნელები საერთოდ არ აქვს. მე სუნელებით მიყვარს ლობიო. სუნელების ფულიც არ მქონდა, რომ მეყიდა,“ – გვიყვება ლელა ოსეფაშვილი. ის თბილისში, ნაქირავებ ოთახში მარტო ცხოვრობს. ლელა ოსეფაშვილი 50 წლისაა. როგორც მეორე ჯგუფის ინვალიდი, პენსიას იღებს, სოციალურ შემწეობას, უფასო სასადილოთი სარგებლობს და ოთახის ქირას თბილისის …
Continue reading “შშმ ქალი, რომელიც მშენებლობაზეც მუშაობდა – ზოგჯერ ღამე შიმშილისგან მეღვიძება”
სვანური ნარჩვის დამზადებას არამატერიალური მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
ნარჩვის დამზადების ტრადიციას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ნარჩვი ქართული ყველის ერთ-ერთი სახეობაა, რომელსაც სვანეთში ამზადებენ. ნარჩვი ძროხის ყველისგან მზადდება. ახალ ყველს ფშვნიან, ამატებენ მარილს და ხის სპეციალურ ყუთში ათავსებენ, რომელსაც შემდეგ სიმძიმეს დაადებენ, რომ ყველი დაიწნეხოს და დაიწუროს. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 2020 წლის 13 აგვისტოს ბრძანებაში აღნიშნულია: „მიენიჭოს …
Continue reading “სვანური ნარჩვის დამზადებას არამატერიალური მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა”
სოფელი ხულოში, სადაც 20-მდე ტონა კენკრა მოჰყავთ – პროექტი ევროკავშირის დაფინანსებით
როგორ შეცვალა აჭარის მაღალმთიანეთის სოფელში მთლიანად სოფლის მეურნეობის ხედვა ერთმა ადამიანმა, როგორ აღმოჩნდა ამერიკული კალმახის აუზები ზღვის დონიდან 1200 მეტრზე და როგორ გაუჩნდა მამულების და ფერმის პატრონს საკუთარი, ძვირადღირებული ტრაქტორი, რომელიც მთელი სოფლისთვის შვებაა ხვნა-თესვის, მოსავლის აღების თუ ცელვა-თიბვის დროს – ამ ამბების შესახებ აჭარის მაღალმთაინეთში გვითხრეს. იცოდით, რომ კარტოფილის მოყვანა ხულოს რეგიონისთვის არცთუ ხელსაყრელი …
„10 ლარიც არ მაქვს, ექიმს რომ გავესინჯო“ – ქალი ქობულეთიდან დახმარებას ითხოვს
„ექიმთან 10 ლარიც ვერ გადავიხადე, ჩემი ოჯახის შემოსავალი ახლა მხოლოდ 40 ლარია. ეს ის ფულია, რასაც სახელმწიფო ჩემს შვილებს აძლევს. წინა წლებში მე და ჩემი მეუღლე თურქეთში ვმუშაობდით…“ – გვიყვება ქობულეთში, თავისუფლების ქუჩა #24-ში მცხოვრები ლია ლომაძე. ის დახმარებას ითხოვს. ლია ლომაძის თქმით, სოციალური დახმარება ოჯახს გასულ წელს შეუწყდა, როცა მისმა მეუღლემ მუშაობა ციტრუსის მიმღებ …
Continue reading “„10 ლარიც არ მაქვს, ექიმს რომ გავესინჯო“ – ქალი ქობულეთიდან დახმარებას ითხოვს”
აზერბაიჯანელ ბავშვებს 200-ლარიან პროგრამაში რეგისტრაცია უჭირთ, „სალამი“ ეძებს მოხალისეებს
პლატფორმა „სალამი/salam“ 50 მოხალისეს ეძებს, რომლებიც ქვემო ქართლის 50 სოფელში ჩავლენ და არასრულწლოვნებს თუ მათ მშობლებს 200-ლარიან სახელწიფო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაციაში დაეხმარებიან. „სალამის“ განცხადებით, საქართველოს მთავრობამ არასრულწლოვანთა დახმარების პროგრამის განხორციელება ხარვეზით დაიწყო. სახელმწიფო დახმარების მისაღებად სპეციალურ ვებგვერდზე -https://daxmareba.moh.gov.ge/რეგისტრაციის გავლაა საჭირო. ვებგვერდი ამ დროისთვის მხოლოდ ქართულენოვანია. „სალამი“მიიჩნევს, რომ ეს „საქართველოს არადომინანტური ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენელი ბავშვების …
ჯანმო: მსოფლიო ახლოსაც არაა ჯოგური იმუნიტეტის იმ დონესთან, რაც COVID 19-ის გავრცელებას შეაჩერებს
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო ბრიფინგზე, ჯანმოს გადაუდებელი დახმარების პროგრამების ტექნიკურმა ხელმძღვანელმა, მარია ვან კერჰოვმა თქვა, რომ კვლევების თანახმად, მოსახლეობის 10%-ს, SARS-CoV-2-ის წინააღმდეგ გარკვეული ტიპის ანტისხეულები აღმოაჩნდა, თუმცა მოსახლეობის დიდი ნაწილი კვლავ მოწყვლადია ვირუსთან მიმართებაში. ასე გამოეხმაურა ჯანმო კითხვას იმ ვარაუდის შესახებ, რომელიც ზოგიერთმა მეცნიერმა სულ ახლახან გამოთქვა და რომლის მიხედვითაც, COVID 19-ის წინააღმდეგ ჯოგური იმუნიტეტის …
ხელვაჩაურში ორ ქუჩას ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება
ხვალ, 20 აგვისტოს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, დილის 9 საათიდან, ანგისისა და ინასარიძის ქუჩებზე მოსახლეობას ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება. მიზეზი გაზსადენზე დაგეგმილი სარემონტო-საექსპლუატაციო სამუშაოებია. კომპანიის ინფორმაციით, აბონენტებს ბუნებრივი აირი სამუშაოების დასრულებისთანავე, ეტაპობრივად, ხვალვე, 20:00 საათიდან მიეწოდებათ. კომპანია თხოვნით მიმართავს აბონენტებს, ჩაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ გაზის მოწყობილობები, ჩართვისას გამოიჩინონ სიფრთხილე და საჭიროების შემთხვევაში დარეკონ სოკარის ცხელ ხაზზე: 16 114.
გამყრელიძე: ვფიქრობთ, ბათუმის ბულვარში დაიდგას 2 კარავი ნებაყოფლობითი ტესტირებისთვის
საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საკოორდინაციო საბჭო განიხილავს ბათუმის ბულვარში ორი კარვის მოწყობის საკითხს, სადაც მოქალაქეებს კოვიდ 19-ზე ნებაყოფლობითი ტესტის ჩატარების შესაძლებლობა ექნებათ. „იმისთვის, რომ გვქონდეს ინფორმაცია ტრიალებს თუ არა ინფექცია აჭარის რეგიონში“. ამირან გამყრელიძის თქმით, ამ პერიოდში მოქალაქეებს მეტი ყურადღება მართებთ, განსაკუთრებით ტურისტულ რეგიონებში, სადაც სეზონი აქტიურია. ბრიფინგზე ამირან გამყრელიძემ …
სავალდებულო ტესტირება კაფე-ბარებში დასაქმებულებისთვის აჭარაში – კორონავირუსი
მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს იმ ქალაქებში, სადაც ბევრი ტურისტი ჩავიდა, განსაკუთრებით შავი ზღვისპირეთში, კაფე-ბარებში მომუშავე პირები ინტენსიურ ტესტირებას დაექვემდებარებიან. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს წევრების ბრიფინგზე განაცხადეს. ამ გადაწყვეტილებას სახელმწიფო ტურისტებთან აღნიშნულ დაწესებულებათა თანამშრომლების ხშირი კონტაქტით ხსნის. “როგორც მოგეხსენებათ, ტურისტულ რეგიონებში მომატებულია ტურისტების რაოდენობას, განსაკუთრებით ეს შეეხება შავიზღვისპირეთს. შესაბამისად, უწყებათაშორის საბჭოზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ მიზნობრივ ჯგუფებს …
Continue reading “სავალდებულო ტესტირება კაფე-ბარებში დასაქმებულებისთვის აჭარაში – კორონავირუსი”
ბათუმში ტაქსი ავარიაში მოყვა
ბათუმში, ჭავჭავაძისა და ლუკა ასათიანის ქუჩების გადაკვეთაში ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს, მათ შორის, ერთ-ერთი ტაქსია. თვითმხილველის თქმით, ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევაზე ადმინისტრაციული მოკვლევა დაიწყო.
აჭარაში კორონავირუსი 2 პირს დაუდასტურდა, ერთის ინფიცირების წყარო უცნობია
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილის, ნონა ეფაძის ინფორმაციით, 19 აგვისტოს დილის მონაცემებით აჭარაში კორონავირუსი კიდევ 2 პირს დაუდასტურდა. აქედან ერთი შემთხვევა ქობულეთში დაფიქსირდა, თუმცა, ინფიცირების წყარო ჯერ დადგენილი არ არის. ეს პირი კაფე „ჰავანას“ კლასტერთან არ არის დაკავშირებული. ნონა ეფაძის თქმით ეპიდკვლევა წყაროს დადგენის მიზნით გრძელდება. თვითიზოლაციაშია ამ პირთან კონტაქტში მყოფი 23 პირი და …
Continue reading “აჭარაში კორონავირუსი 2 პირს დაუდასტურდა, ერთის ინფიცირების წყარო უცნობია”
სავალუტო ჯიხურის მესაკუთრეს თავში მძიმე საგანი ჩაარტყეს – ყაჩაღობა ბათუმში
ბათუმში, ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის ქუჩების გზაჯვარედინზე არსებული სავალუტო ჯიხურის მესაკუთრეს თავს დაესხნენ. შემთხვევა დღეს დილით, დაახლოებით 9 საათზე, მოხდა. დაზარალებულმა კაცმა „ბათუმელებს“ უთხრა, რომ მას თავს დაესხა ერთი კაცი, რომელსაც ნიღაბი არ ეკეთა. მან გვითხრა, რომ თავში ჩაარტყეს აგური ან რკინის საგანი. კაცს დაზიანებები აქვს სახის არეში, ხოლო სისხლის კვალი – თავის არეში. კაცმა თქვა, …
Continue reading “სავალუტო ჯიხურის მესაკუთრეს თავში მძიმე საგანი ჩაარტყეს – ყაჩაღობა ბათუმში”