ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ პარიზში 148 გულშემატკივარი დააკავეს

გუშინ, 23 აგვისტოს, ფეხბურთში ჩემპიონთა ლიგის ფინალზე მას შემდეგ, რაც საფეხბურთო კლუბმა პსჟ-მ მიუნხენის ბაიერნთან 0:1 წააგო, პარიზში ფანებსა და პოლიციელებს შორის შეტაკება მოხდა. დაკავებულია 148 ადამიანი. ინფორმაციას გამოცემა Le Figaro ავრცელებს. შეხლა-შემოხლა მას შემდეგ დაიწყო, რაც ელისეს მინდვრებთან მდებარე ბარში, რომელიც მთლიანად სავსე იყო, მიუთითებდნენ ფეხბურთის ფანებს, გამოეყენებინათ პირბადე. ამ მოვლენებამდე ცოტა ხნით ადრე …

სარფიდან ტრაილერებით უაქციზო სიგარეტი და ალკოჰოლი შემოიტანეს – შემოსავლები

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტზე „სარფი“, არადეკლარირებული სიგარეტისა და ალკოჰოლური სასმელის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის 3 ფაქტი აღიკვეთა 19-20 აგვისტოს. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, თურქეთის მოქალაქეების, ქ.მ.-ს, ს.კ.სა და ე.გ.-ს მართვის ქვეშ არსებული, საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელი ავტოსატრანსპორტო საშუალების დათვალიერებისას, ჯამში, 5 400 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი და ალკოჰოლური სასმელი …

სახალხო დამცველმა აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტების საქმეზე დისკრიმინაცია დაადგინა

შრომითი კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევა და პირდაპირი დისკრიმინაცია დაადგინა სახალხო დამცველმა „აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტების საქმეზე“. ტელევიზიიდან გიორგი კოხრეიძის მენეჯმენტის პირობებში კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების ჩამოშორების ან რედაქციიდან ჩამოცილების საქმეები სასამართლოში უკვე განიხილება. „სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ დირექტორის მიერ თეონა თურმანიძისთვის დისციპლინური სანქციის დაკისრება, მალხაზ რეხვიაშვილის დაკავებული პოზიციიდან გათავისუფლება და სოფიო ჟღენტის მიერ შესასრულებელი სამუშაოს …

თანამედროვე რუსული სახელმწიფოს ოთხი ნიშანსვეტი: შეიცვლებიან ისინი?

ავტორი: დავით დარჩიაშვილი, აგვისტო 2020 ყოველივე 2005-2007 წლებში გამოკრისტალდა, თუმცა ზოგიერთი რუსი მკვლევარი რუსეთში ლევიათანის დაბრუნებას საბოლოოდ მაინც 2014 წელს უკავშირებს.[1] ჩვენ, საქართველოში სხვაგვარად ვგრძნობთ – ელცინის და პუტინის ეპოქათა გამიჯვნაც გვიჭირს. მაგრამ თუ ტექსტებს ავიღებთ ათვლის წერტილად, მე მაინც 2005 წლიდან დავიწყებდი თანამედროვე რუსული საგარეო/საშინაო პოლიტიკის ჩამოყალიბებულ ოთხ ნიშანსვეტზე საუბარს. ესენია: რეალპოლიტიკა, „გრძელი სახელმწიფო“, …

სახელმწიფოს მიერ გაცემული კომპენსაციები ყადაღას არ ექვემდებარება – ახალი დადგენილება

მთავრობის ახალი დადგენილებით, კორონავირუსის პანდემიის გამო სახელმწიფოს მიერ გაცემული კომპენსაცია ყადაღას არ ექვემდებარება. საუბარია პანდემიის შედეგად უმუშევრად დარჩენილ დასაქმებულებსა და თვითდასაქმებულებზე გაცემულ/გასაცემ 200 და 300-ლარიან დახმარებებზე, ასევე 18 წლამდე ბავშვთა ერთჯერად სოციალურ დახმარებაზე [200 ლარი]. ამ კომპენსაციებზე არც ინკასო ვრცელდება. საქართველოს მთავრობამ შესაბამისი ცვლილება ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამაში …

ბათუმში უახლოეს დღეებში უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 24 აგვისტოს 21 საათიდან 25 აგვისტოს 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ-ში. სამშაბათს, 25 აგვისტოს, ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში იქნება: დღისით: 25 – 30 გრადუსი, ღამით: 15 – 20 გრადუსი სითბო; მთაში მოსალოდნელია: დღისით: 15 – …

კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა ბათუმში – 24 აგვისტო

ბათუმში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ახალი შემთხვევების წყაროები დადასტურებულია – სამი პირი კარანტინში იმყოფებოდა, ერთი კი, ქობულეთში გამოვლენილი შემთხვევის კონტაქტი იყო. ამ დროისთვის ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 30 პაციენტი მკურნალობს covid 19-ზე. stopcov.ge-ის მონაცემებით, 24 აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოში დადასტურებულია კორონავირუსის 1421 შემთხვევა, გამოჯანმრთელდა – 1137, გარდაიცვალა – 17, კარანტინშია – 7005 …

17 გარდაცვლილი – ავტოსაგზაო შემთხვევის მსხვერპლი შატილის გზაზე

შს სამინისტროს ინფორმაციით, შატილის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილია 17 და მძიმედ დაშავდა 3 მოქალაქე. ავტოსაგზაო შემთხვევა დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბისოს სიახლოვეს, შატილის გზაზე მოხდა. სამგზავრო მიკროავტობუსი დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა.  თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია 12 გარდაცვლილის შესახებ, თუმცა შს სამინისტრომ ინფორმაცია გარდაცვლილთა რაოდენობის შესახებ განაახლა. ___________ ფოტო შემთხვევის ადგილიდან.

ბათუმში ხინიკაძის ქუჩაზე სახლი ჩამოინგრა

დღეს, 23 აგვისტოს, ბათუმში, ხინიკაძის 7 ნომერში მდებარე ორსართულიანი სახლის ნაწილი ჩამოინგრა. ბათუმის მერიის რუსთაველის ადმინისტრაციული ერთეულის სერვისცენტრის მენეჯერმა, მამუკა ცხვარაძემ გვითხრა, რომ შემთხვევის ადგილიდან ერთ-ერთი აქ მცხოვრები სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა გადაიყვანა. „თავად ამბობდა არ ვარ დაშავებულიო, მაგრამ შეიძლება ვერ იგრძნოს ადამიანმა ამ დროს ტკივილი და გადაიყვანა სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა“,  – გვითხრა მამუკა ცხვარაძემ. მისივე …

მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა, გარდაცვლილია12 მოქალაქე – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბისოსთან ახლოს, შატილის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგად მიკროავტობუსი კლდოვან ფერდობზე, დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. შს სამინისტროს ცნობით, პირველადი ინფორმაციით, მიკროავტობუსში მყოფი 12 მოქალაქე გარდაიცვალა, 3 კი მძიმედ დაშავდა. დაშავებულები მაშველებმა უსაფრთხო ტეროტორიაზე უკვე ამოიყვანეს, რომლებიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებს საავადმყოფოში გადაჰყავთ. შსს-ს ინფორმაციით, ამ დროისათვის, …

დაზიანებული სახლები და გზები – თურქეთი წყალდიდობის შემდეგ [ფოტო]

23 აგვისტოს თურქეთში, გირსუნის პროვინციაში, წვიმას წყალდიდობა და მსხვერპლი მოჰყვა. ბოლო ინფორმაციით, წყალდიდობის შედეგად დაიღუპა ოთხი ადამიანი, მათ შორის, ერთი – ჟანდარმი, ხოლო 11 პირი დაკარგულად ითვლება. წყალდიდობამ და მეწყრულმა პროცესებმა დააზიანა სახლები და ქუჩები.  

ბათუმიდან გასასვლელ გზაზე ეტაპობრივად დაიწყო ავტომანქანების გადაადგილება – მერია

ბათუმის მერიის ცნობით, ბათუმიდან გასასვლელ გზაზე, სადაც დღეს, 23 აგვისტოს, მოძრაობა შეფერხებული იყო, ეტაპობრივად დაიწყო ტრანსპორტის გადაადგილება. რაც შეეხება ბათუმში, ჩაქვის მხრიდან შემოსასვლელ გზას, მერიის ცნობით, ამ გზაზე მსუბუქი ავტომობილები შეუფერხებლად გადაადგილდება. დღეს, 23 აგვისტოს, ბათუმში წვიმის შედეგად ქალაქის ქუჩები დაიტბორა, ამ დრომდე ქალაქში შეფერხებული იყო მოძრაობა. _________ ძლიერი წვიმა ბათუმში. ფოტო: „ბათუმელები“/გურამ მურვანიძე  

სახელმწიფო გრანტი მასწავლებლების მომზადების პროგრამაზე 2020-2021 წლისთვის

2020-2021 სასწავლო წლისთვის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირების მოსამზადებლად წელს სახელმწიფო 1 964 250 ლარს დახარჯავს. წინა სასწავლო წლისთვის ანალოგიური გრანტის მოცულობა 1 845 000 ლარი იყო. პროგრამა/საგანი და გრანტის მაქსიმალური ოდენობა: სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულმა უმაღლესმა სასწავლებლებმა მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამის მოდულის საფასური საქართველოს მოქალაქეებისთვის უნდა განსაზღვრონ არა უმეტეს ამ ცხრილში მოცემული გრანტის ოდენობის …

კარანტინი ეხება იმ უცხოელ ვიზიტორს, ვინც საქართველოდან სხვა ქვეყანაში დისტანციურად მუშაობს

იზოლაციისა და კარანტინის წესებში შეტანილი ცვლილების მიხედვით, საქართველოში შემოსვლისას იზოლაციას/კარანტინს ექვემდებარებიან ის უცხოელი ვიზიტორები, რომლებიც ახორციელებენ საქართველოდან ფარგლებს გარეთ დისტანციურად ბიზნეს/შრომით საქმიანობას. აღნიშნულმა პირებმა საქართველოში შემოსვლის მიზნით უნდა შეავსონ განაცხადის ფორმა სპეციალურ ელექტონულ პროგრამაში. პირები საქართველოს  ტერიტორიაზე დაიშვებიან „უცხოელი ვიზიტორების მიერ საქართველოს ფარგლებს გარეთ დისტანციურად ბიზნეს/შრომითი საქმიანობის განხორციელების მიზნით ელექტრონულ პროგრამაში განაცხადის შევსებისა და თანხმობის …

ხელვაჩაურში საცხოვრებელ სახლს მეხი დაეცა – არავინ დაშავებულა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარის ყოფილ მეურნეობაში მცხოვრებ ირაკლი კახიძის საცხოვრებელ სახლს დღეს, 23 აგვისტოს, მეხი დაეცა. ხელვაჩაურის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, „დაზიანდა საყოფაცხოვრებო ნივთები. შემთხვევის შედეგად კახიძის ოჯახის წევრები არ დაშავებულან.“ სოფელ ხელვაჩაურში კი (ზანაქიძეების დასახლებაში) უხვი ნალექის შედეგად ჩამოიშალა მიწის მასა მოქალაქე ბადრი გურგენიძის საცხოვრებელ სახლთან. ხელვაჩაურის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ადგილზე გასულია ხელვაჩაურის სახანძრო -სამაშველო …

ნადირობისას მოსაკრებლის ქვითრის ქონა სავალდებულო აღარაა

გადამფრენ ფრინველებზე მონადირეებს ყოველი ნადირობის დროს მოსაკრებლის გადახდის ქვითრის დედნის ქონის ვალდებულება აღარ აქვთ. ახალი წესით, მონადირე ვალდებულია ნადირობამდე გადაიხადოს გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებელი, თუმცა, მხოლოდ გადახდიდან შვიდი დღის [გადახდის დღის ჩათვლით] განმავლობაში ნადირობის შემთხვევაშია ვალდებულია თან იქონიოს გადახდის დოკუმენტი მატერიალური ფორმით [ქვითრის დედანი], ან იგივე დოკუმენტი ელექტრონული ფორმითაც. გადახდიდან 7 დღის შემდეგ …

წყალდიდობის გამო თურქეთში 4 ადამიანი დაიღუპა, დაკარგულია 11 პირი – მედია

თურქული მედიის ცნობით, ძლიერ წვიმას თურქეთში, გირსუნის პროვინციაში წყალდიდობა და მსხვერპლი მოჰყვა. თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადების თანახმად, რომელსაც თურქული მედია ავრცელებს, წყალდიდობის შედეგად დაიღუპა ოთხი ადამიანი, მათ შორის ერთი – ჟანდარმი, ხოლო 11 პირი დაკარგულად ითვლება. ამჟამად თურქეთის 118 სოფლისკენ გზა დაკეტილია. ძლიერი წვიმა თურქეთის შავი ზღვის პროვინციებში გუშინ, 22 აგვისტოს დაიწყო. ___________ ფოტო: …

ავტობუსები ბათუმში აბაშიძის გამზირზე – წვიმის გამო სახანძროში 44 ზარი შევიდა

ძლიერი წვიმის გამო დღეს, 23 აგვისტოს, ბათუმში რამდენიმე ქუჩა დაიტბორა. ქალაქში ამ წუთებშიც [13:15სთ.] გადაუღებლად წვიმს. წყალდიდობის გამო რუსთაველის ქუჩაზე მოძრავი მუნიციპალური ტრანსპორტი ქუჩის გარკვეულ მონაკვეთში ვერ გადაადგილდება. ავტობუსები პრობლემურ ადგილებს გვერდს პარალელური ქუჩებით უვლიან. ბათუმის სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, 13:00 საათის მდგომარეობით მათთან 44 ზარი შევიდა. „ყველა გამოძახებაზე ვრეაგირებთ, თუმცა თუ წვიმამ არ გადაიღო, პრობლემები …

ძლიერი წვიმა ბათუმში – დაიტბორა რამდენიმე ქუჩა

ბათუმში ძლიერი ნალექის გამო რამდენიმე ქუჩა დაიტბორა. „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, განსაკუთრებული პრობლემა უხვი ნალექის გამო შეიქმნა ლერმონტოვის, სელიმ ხიმშიაშვილის, შავშეთის ქუჩებზე და გრიბოედოვისა და ჭავჭავაძის ქუჩების კვეთაში. „სანიაღვრე არხები წინასწარ იყო გაწმენდილი და გახსნილი, მაგრამ იმ რაოდენობით ნალექი მოვიდა, რომ შეუძლებელი იყო ჭებს გაეტარებინა. მობილიზებულია ბათუმის წყლის სპეციალური ტექნიკა, სანიაღვრე ქსელის ჯგუფები და ამ წუთებში …

საქართველოში კორონავირუსის 17 ახალი შემთხვევა დადასტურდა

23 აგვისტოს მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 17 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის სულ 1411 შემთხვევაა დადასტურებული, რომელთაგან 1132  პაციენტი გამოჯანმრთელდა, 17 კი გარდაიცვალა. ამჟამად კარანტინში იმყოფება 6848 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 269.

დააკავეს ძიძა, რომელიც 2 წლის ბავშვზე ძალადობდა – შს სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი ძალადობის ბრალდებით, 1973 წელს დაბადებული ლ.ლ. თბილისში დააკავეს. შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თბილისში, ერთ-ერთ ოჯახში ძიძად მუშაობდა, სადაც 2 სხვა ძიძასთან ერთად, 5 მცირეწლოვანს უვლიდა. ლ.ლ. ინტენსიურად, ფიზიკურად ძალადობდა 2 წლის ბავშვზე, რომლის ამსახველი ვიდეომასალაც ძიძებმა – შ.დ.-მ და …

ორშაბათიდან ბათუმში შედარებით გამოიდარებს – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, კვირას, 23 აგვისტოს ბათუმში შენარჩუნებული იქნება წვიმა, ელჭექით. 23 აგვისტოს 21 საათიდან 24 აგვისტოს 21 საათამდე კი, ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით და დილით დროგამოშვებით წვიმა, ღამით ზოგან ძლიერი, ელჭექი. ორშაბათს, დღის მეორე ნახევრიდან უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15მ/წმ-ში, ღამით …

აჭარაში კორონავირუსი 3 მძღოლს დაუდასტურდა – 23 აგვისტოს მონაცემები

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში ჩატარებული 915 ლაბორატორიული კვლევის შედეგად კორონავირუსი დაუდასტურდა 3 პირს. სამივე საერთაშორისო გადაზიდვების ავტომანქანის მძღოლია. ერთი მათგანი საქართველოს, ხოლო ორი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეა. ქართველი მძღოლი მკურნალობისთვის ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს კოვიდ ცენტრში გადავიდა, ხოლო თურქეთის ერთმა მოქალაქემ თავისი სურვილით საქართველო უკვე დატოვა და მკურნალობას თურქეთში გააგრძელებს, მეორე მძღოლი კი …

„ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატები აჭარის უმაღლეს საბჭოში

„ქართული ოცნების“ ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატი სოფლის მეურნეობის მინისტრი, ტიტე აროშიძე იქნება. პროფესიით ეკონომისტი ტიტე აროშიძე აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრია 2018 წლიდან. მას აქვს როგორც საჯარო სტრუქტურებში, ასევე არასამთავრობო სექტორში მუშაობის გამოცდილება. სხვადასხვა წლებში ის ბათუმის მერიაშიც მუშაობდა. მინისტრის პოსტზე ის აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ დანიშნა. ქობულეთში „ოცნება“ უმაღლესი საბჭოს მოქმედ წევრს, ადამიანის უფლებების კომისიის …

ქობულეთის მერია გმობს ფალავანდიშვილის მიერ „სექსუალური განათლების“ გრაფიტის დაზიანებას

რა რეაგირებას მოახდენს ქობულეთის მერია ზღვისპირა პარკის ტერიტორიაზე გურამ ფალავანდიშვილის მიერ გრაფიტის დაზიანებაზე? – ამ კითხვის პასუხად ქობულეთის მერიაში განმარტეს, რომ ფაქტს შეისწავლიან შენობის მესაკუთრესთან ერთად. ამის გარდა, მერიაში განაცხადეს, რომ გმობენ გურამ ფალავანდიშვილის საქციელს – ეგრეთ წოდებული „სექსუალური განათლების“ გრაფიტის დაზიანებას. გურამ ფალავანდიშვილმა ქობულეთში გრაფიტის დაზიანების პროცესი თანმხლებ პირთან ერთად გადაიღო, სადაც მერს პედოფილი …

ქობულეთის მერს ცემით ემუქრება კაცი, რომელმაც „სექსუალური განათლების“ გრაფიტი დააზიანა

“სექსუალური განათლება არ არის მხოლოდ სქესობრივ ურთიერთობებთან დაკავშირებული. ეს არის კომპლექსი, რომელშიც შედის ღირებულებები, უფლებები, სამედიცინო საკითხები, უსაფრთხოება, ემოციები”, – გრაფიტი ამ შინაარსის წარწერით ქობულეთში გურამ ფალავანდიშვილმა დააზიანა. გურამ ფალავანდიშვილი ერთ-ერთი მათგანია, ვინც  სხვადასხვა ძალადობრივ აქციებში ხშირად მონაწილეობს. გრაფიტი ამ თემაზე ქობულეთში, ასევე ბათუმში და საქართველოს რამდენიმე ქალაქში, სექსუალური განათლების შესახებ „ქალთა ფონდისა“ და „GrlzWave“-ის …

“ის თანხას არ ითხოვდა” – ადვოკატი ბათუმში სავალუტო ჯიხურის დაყაჩაღებაზე

მოსამართლე დავით მამისეიშვილმა აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა ვახტან ტაბიძეს. ის 19 წლის სტუდენტია და ყაჩაღობის ჩადენას ედავებიან. სასამართლო პროცესი დღეს, 22 აგვისტოს გაიმართა. საუბარია 19 აგვისტოს მომხდარ შემთხვევაზე – ბათუმში, ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის ქუჩების გზაჯვარედინზე არსებული სავალუტო ჯიხურის მესაკუთრეს თავს დაესხნენ. დაზარალებულმა „ბათუმელებს“ უთხრა, რომ მას თავს დაესხა ერთი კაცი, რომელსაც ნიღაბი არ ეკეთა. …

შსს: თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით ბათუმში ხუთი პირი დავაკავეთ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქობულეთის რაიონული და სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი პირები, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით, დააკავეს. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შს სამინიტროს განმარტებით გამოძიებით დადგინდა, რომ 1992 წელს დაბადებულმა გ.გ-მ, კ.ს- სთან და გ.გ -სთან …

ბათუმში ავტომანქანა ტროტუარზე მიმავალ 4 პირს შეეჯახა

ბათუმში, გორგასლისა და მელიქიშვილის კვეთაზე, ავტოავარიის გამო დაშავდა ოთხი ადამიანი. თვითმხილველის თქმით, დაშავებულები ტრიტუარზე გადააგილდებობდნენ. ორი დაშავებული რეფერალურ საავადმყოფოში, ორი კი მედცენტრში გადაიყვანეს. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ორი მანქანა და პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი. შემთხვევა გუშინ, 21 აგვისტოს, ღამით მოხდა. თვითმხილველის თქმით, დაშავებულები ტურისტები არიან. შინაგან საქმეთა სამინიტროს ინფორმაციით, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება, სისიხლის სამართლის კოდექსის …

კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა აჭარაში, გამოჯანმრთელდა 3 პაციენტი – 22 აგვისტო

გასული 24 საათის განმავლობაში ჩატარებული 1100 ლაბორატორიული კვლევის შედეგად აჭარაში კორონავირუსი დაუდასტურდა 2 პირს. ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 3 პაციენტი, მათ კლინიკა დატოვეს. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ახალი ინფიცირებულებიდან, ერთი გახლავთ ქობულეთში გუშინ, 21 აგვისტოს, გამოვლენილი შემთხვევის კონტაქტი, ხოლო მეორე იმყოფებოდა კარანტინში. ორივე პაციენტი გადაყვანილია რესპუბლიკურ საავადმყოფოში. სამინისტროს ინფორმაციით, გუშინვე რესპუბლიკურ საავადმყოფოში თბილისის ერთ-ერთი საკარანტინო სივრციდან …

როგორ აისახა კორონავირუსი ბავშვთა სიღარიბეზე – unicef-ის ახალი კვლევა

„მოსალოდნელია, რომ პანდემიის შედეგად შინამეურნეობების ყოველთვიური შემოსავლების სხვადასხვა სცენარით შემცირება გამოიწვევს სიღარიბის სხვადასხვა დონით გაზრდას, თუმცა ფულადი დახმარებების შედეგად შესაძლებელი ხდება, როგორც სიღარიბის მაჩვენებლების ზრდის ტემპის შენელება, ასევე სიღარიბის მაჩვენებლების საბაზისო დონესთან შედარებით შემცირება,“ – აღნიშნულია გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ მომზადებულ ანგარიშში, რომელიც დღეს, 21 აგვისტოს გამოქვეყნდა. ანგარიშში მოსახლეობის და ბავშვთა სიღარიბეზე კორონავირუსის პანდემიის ზეგავლენაა …

როგორ გეგმავენ სწავლის დაწყებას სკოლის დირექტორები – მოსწავლეები ონლაინ და კლასებში

2020 – 2021 სასწავლო წლისთვის განათლების სამინისტროს მიერ შემუშავებული ახალი რეკომენდაციები ამოქმედდა. როგორ შეძლებენ სკოლები ამ რეკომენდაციების ზედმიწევნით დაცვას, იძლევა თუ არა საშუალებას საკლასო ოთახების სივრცე განთავსდეს მერხები 1 მეტრიანი დისტანციით, იქნება თუ არა საჭირო დამატებით ახალი მასწავლებლების მიღება სკოლაში და დაწესდება თუ არა შაბათი სასწავლო დღედ – ახალ რეკომენდაციებთან დაკავშირებული კითხვებით „ბათუმელებმა“ ბათუმის ოთხი …

პეტრას ციხის ტერიტორიაზე შშმ პირებისთვის ლიფტებს დაამონტაჟებენ

ქობულეთში, პეტრას ციხის ტერიტორიაზე, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ლიფტების დამონტაჟებას გეგმავს. ძეგლთან, შშმ პირებისთვის განკუთვნილი 5 ლიფტის შეძენა-მონტაჟისთვის, სააგენტომ ტენდერი უკვე გამოაცხადა. სატენდერო თანხა 180 ათასი ლარია. პეტრას ციხესთან 2 ცალი დახურული და 3 ცალი ღია ტიპის ლიფტი დამონტაჟდება. პირველი ორი – პეტრას ციხის ადმინისტრაციულ შენობასა და ეზოში, ხოლო დანარჩენი …

რამდენი პირველკლასელი დარეგისტრირდა ბათუმის საჯარო სკოლებში

ბათუმის რესურსცენტრის ინფორმაციით, დღევანდელი, 21 აგვისტოს მონაცემებით, ბათუმის საჯარო სკოლებში დარეგისტრირებულია 3047 პირველკლასელი, რაც შარშანდელზე გაცილებით მეტია: 2019-2020 სასწავლო წელს ბათუმის საჯარო სკოლებში 2800-მდე პირველკლასელი იყო დარეგისტრირებული, 2018-2019 სასწავლო წელს კი 2587 პირველკლასელი. ბათუმის პირველ საჯარო სკოლაში, დირექტორის, ნატალია მგელაძის თქმით, 189 პირველკლასელი დარეგისტრირდა და აქ 7 პირველი კლასი იქნება. პირველ საჯარო სკოლაში სულ 2180 …

20 წელი აქ ვცხოვრობთ და მიწას არ გვირეგისტრირებენ – 6 ოჯახი გონიოდან

გონიოში, ყოფილი სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე  მცხოვრები 6 ოჯახი საცხოვრებლის დარეგისტრირებას უკვე წლებია ითხოვს. ისინი აქ 20 წელზე მეტია ცხოვრობენ და ამ პერიოდის განმავლობაში მთავრობას შესაბამისი მოთხოვნით ბევრჯერ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ. ყოფილი სამხედრო ბაზის ერთსართულიან შენობაში სულ ცხრა ოჯახი ცხოვრობს. აქედან სამმა, როგორც მეზობლები ამბობენ, ფართობის საკუთრებაში დარეგისტრირება მოახერხა, ექვს ოჯახს კი უარი უთხრეს. „ჩვენ ზურაბ …

ფინკა ბანკში საკრედიტო ლიმიტის აქცია გრძელდება

ფინკა ბანკში საკრედიტო ლიმიტის აქცია გრძელდება. აქციის ფარგლებში უკვე ასამდე აქტიურმა მომხმარებლემა მიიღო ფულადი პრიზები. ჯერ კიდევ გაქვთ შანსი შემოგვიერთდეთ და მიიღოთ დამატებითი სარგებელი. აქციის პირობა შემდეგია: თუ 15 სექტემბრამდე აიღებთ საკრედიტო ლიმიტს და გამოიყენებთ თანხის მინიმუმ ნახევარს, ავტომატურად ჩაერთვებით აქციაში. ყველაზე აქტიურ 100 მომხმარებელს ფინკა ბანკი ყოველთვე გამოავლენს და მათ საჩუქრად ანგარიშზე 100 ლარამდე …

Exit mobile version