წისქვილების სოფელი და სხვა – როგორ აპირებენ ჭვანის ხეობის მთავარ ტურისტულ ადგილად ქცევას

შუახევის სოფელ ხაბელაშვილების თაღოვანი ხიდის მიმდებარე ტერიტორიების განვითარებისა და კეთილმოწყობის დეტალური პროექტის შესადგენად აჭარის ბიუჯეტიდან 279 ათასი ლარია გამოყოფილი. პროექტი და ხარჯთაღრიცხვა ჭვანის ხეობის ტურისტული განვითარების კონცეფციის ფარგლებში უნდა მომზადდეს. თაღოვანი ხიდის მიმდებარედ დაგეგმილია მისასვლელი ბილიკის, ხიდის, ღია პარკინგის, ბელვედერი[ები]ს, ვიზიტორთა ცენტრის, ამფითეატრის და სხვა ობიექტების დაპროექტება. კონცეფციის მიხედვით, ჯამში, სოფელ ხაბელაშვილების და მის მიმდებარე …

რატომ უკავშირებს ვიცე-სპიკერი სამუშაო ადგილების შემცირებას უვიზო მიმოსვლას

„ვიცი, რომ პრინციპში უმნიშვნელო კლება არის“, „შეიძლება, ეს არის ნაწილობრივ ვიზალიბერალიზაციის პრობლემა“, – ეს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ასევე ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის კომიტეტის წევრის, ილია ნაკაშიძის ვერსიებია ოფიციალურ სტატისტიკაზე, რომლის მიხედვითაც, საქართველოში 2019 წელს 2016 წელთან შედარებით სამუშაო ადგილების რაოდენობა 27 ათასით შემცირდა. 4 წლის წინ, როცა საზოგადოება პარლამენტის ახალ შემადგენლობას ირჩევდა, „ქართული ოცნება“ ამომრჩეველს 200 …

რა ელით კერძო სკოლებს ბათუმში

როგორ აპირებენ კერძო სკოლები განათლების სამინისტროს მიერ დაწესებული რეკომენდაციების დაცვას და ელოდებათ თუ არა მათ ფინანსური კრიზისი. „ბათუმელები“ ბათუმში მოქმედ კერძო სკოლების მფლობელებს ესაუბრა. მათი განცხადებით, წინა წელთან შედარებით წელს ნაკლები პირველკლასელები მიიღეს, თუმცა ეს მათ შესაძლებლობას მისცემს კლასში, მოსწავლეებს შორის დაწესებული ერთმეტრიანი დისტანცია უკეთ დაიცვან. ქეთევან გოშხეთელიანი სკოლა „იმედის“ დირექტორია. მისი თქმით, წელს 15 …

რა იწვევს ღრძილებიდან სისხლდენას

ღრძილებიდან მცირედი სისხლდენა უყურადღებობის შემთხვევაში შესაძლოა საკმაოდ სერიოზულ დაავადებაში, პარადონტიტში გადაიზარდოს. საწყის ეტაპზე სისხლდენა შესაძლოა კბილების გამოხეხვის ან რაიმე მყარი საკვების დაღეჭვისას შენიშნოთ. მას უმეტესად არ ახლავს ტკივილი. პარადონტოლოგი აკაკი ბენდელიანი ამბობს, რომ ღრძილებიდან სისხლდენა, თუნდაც ცოტა რაოდენობით, ნიშანია იმისა, რომ დროა სტომატოლოგს მიმართოთ. „სახლის პირობებში ამ პრობლემის მოგვარება რთულია. პაციენტები თვითნებურად მკურნალობენ სხვადასხვა სავლებით …

ბენკსი ხმელთაშუა ზღვაში ლტოლვილთა სამაშველო კატერს აფინანსებს

ქუჩის ანონიმურმა მხატვარმა ბენკსიმ დააფინანსა ღია ვარდისფერი კატერი, რომელიც იმ ლტოლვილების გადარჩენაზე იმუშავებს, რომლებიც ჩრდილოეთ აფრიკიდან ევროპაში მოხვედრას ცდილობენ. იახტაზე გამოსახულია ბენკსის მიერ დახატული გოგონა სამაშველო ჟილეტში, რომელსაც გულის ფორმის სამაშველო რგოლი უჭირავს ხელში. ინფორმაციას ამის შესახებ გარდიანი ავრცელებს. 31-მეტრიანი მოტორიანი იახტა, რომელსაც მე-19 საუკუნის ფრანგი ანარქისტი ფემინისტის, ლუიზ მიშელის სახელი დაარქვეს, 18 აგვისტოს საიდუმლოდ …

ბარმენი, მზარეული და სხვა – რომელია ყველაზე მოთხოვნადი პროფესია აჭარაში

ხშირად ჩნდება კითხვა, თუ რომელი პროფესიებია საქართველოში ყველაზე მოთხოვნადი და რომელ რეგიონებშია დასაქმების ყველაზე დიდი ბაზარი. პროფესიული გადამზადების დაწყებამდე დასაქმების მსურველები სწორედ ამ კითხვებზე ეძებენ პასუხებს, რომ სწორი და ლოგიკური არჩევანი გააკეთონ პროფესიის არჩევისას. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ დაამტკიცა მოთხოვნადი პროფესიების ჩამონათვალი რეგიონების მიხედვით. სწორედ ამის შესაბამისად უნდა განხორციელდეს …

ლალი ანთიძე „გირჩის“ სიის პირველი ნომერი იქნება უმაღლესი საბჭოს არჩევნებში

აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე “გირჩის” სიის პირველი ნომერი ლალი ანთიძე იქნება. ამის შესახებ “ნეტგაზეთს” “გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ უთხრა. მისი თქმით, “გირჩს” სურს, რომ აჭარის უმაღლეს საბჭოში წარმომადგენელი ჰყავდეს და ასეთ ადამიანად ლალი ანთიძეს მიიჩნევენ. “აჭარაში ახლა ტარდება ადგილობრივი არჩევნები აჭარის უზენაეს საბჭოში, სადაც ძალიან გვინდა, რომ ერთი წარმომადგენელი გვყავდეს. დავაყენებთ კანდიდატსაც და გვინდა, …

ფოთის ღრმაწყლოვან პორტში ტერმინალის აშენება სურთ, სამინისტრო გზშ-ს ითხოვს

კორპორაცია „ფოთის საზღვაო ნავსადგურს“ ფოთში, ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პარალელურად, დაგეგმილი აქვს ახალი პორტის ტერიტორიაზე ნაყარი ტვირთების ტერმინალის მშენებლობაც. ახალი  ტერმინალი განთავსდება ახალი პორტიდან ჩრდილოეთით, 24 ჰექტარ ფართობზე. ტერმინალიდან სხვადასხვა სახის სასუქსაც გადაიტანენ. უახლოესი საცხოვრებელი სახლი კი, უშუალოდ ტერმინალის ტერიტორიიდან დაშორებული იქნება 400 მეტრით. აქ ნახეთ, ბათუმის პორტში ტერმინალის მშენებლობაზე სამინისტრომ გზშ რატომ არ მოითხოვა გარემოს …

ბათუმის კინოფესტივალი 13-20 სექტემბერს გაიმართება – როგორ ჩატარდება და რას ნახავთ BIAFF-ზე

საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი [BIAFF] კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად მაინც ჩატარდება, პანდემიის პრევენციისთვის დაწესებული წესების დაცვითა და უცხოელი სტუმრების გარეშე. თუმცა ფესტივალის მაყურებლები წელსაც შეიკრიბებიან ბათუმში და დიდ ეკრანზე ნახავენ ახალ დოკუმენტურ და მხატვრულ ფილმებსა და რეტროსპექტივებს. თარიღი უკვე ცნობილია – ფესტივალი 13-20 სექტემბერს გაიმართება, კინოჩვენებები რამდენიმე ადგილას შედგება, მათ შორის, კინოთეატრ „აპოლოში“ და ევროპის …

ბათუმში ავტომანქანა ამოტრიალდა

ბათუმში, ფიროსმანის ქუჩის კვეთაში, მსუბუქი ავტომანქანა ამოტრიალდა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. ისინი კლინიკაში გადაიყვანეს.  

 ბოლო 4 წელში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა აჭარაში 7 ათასით გაიზარდა

აჭარაში საარსებო შემწეობას 2020 წელს 7 372-ით მეტი ადამიანი იღებს, ვიდრე 2016 წელს, როცა „ქართული ოცნება“ მოსახლეობას წინასაარჩევნოდ დასაქმებას და 200 ათას ახალ სამუშაო ადგილს ჰპირდებოდა. სამუშაო ადგილები ქვეყანაში, საქსტატის მონაცემებით, 27 ათასით შემცირდა. სოციალური მომსახურების სააგენტოს ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2016 წელს აჭარაში ზუსტად 40 065 ადამიანი იღებდა საარსებო შემწეობას [ეს არის უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრები …

ბათუმის კინოფესტივალის ჟიურის წელს ლანა ღოღობერიძე უხელმძღვანელებს

საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურის წევრების ვინაობა უკვე ცნობილია. კინოფესტივალს, საკონკურსო სექციების მიხედვით, სულ ოთხი ჟიური ეყოლება, მხატვრული, დოკუმენტური, მოკლემეტრაჟიანი ფილმების და კინოკრიტიკოსთა ჟიური. მხატვრული ფილმების კონკურსის ჟიური ლანა ღოღობერიძე, საქართველო – ჟიურის თავმჯდომარე კარმენ გრეი, გერმანია ლეიტ აბდულამირი, საფრანგეთი ნიკა აბრამიშვილი, საქართველო გიორგი ოვაშვილი, საქართველო დოკუმენტური ფილმების კონკურსის ჟიური ნინო კირთაძე, საფრანგეთი/საქართველო – …

ბათუმის მერიას 115 ბინა აქვს, სადაც არავინ ცხოვრობს

ბათუმის მერიას, მათივე მონაცემებით, 115 ბინა აქვს, სადაც არავინ ცხოვრობს. აქედან 40 ბინა „იაფ სახლშია“ ჯავახიშვილის ქუჩაზე. დანარჩენი 75 ბინა კი, მერიას ლერმონტოვის, ფიროსმანის, შერიფ ხიმშიაშვილის, გორგასლისა და ჯავახიშვილის კვეთაში, ჟიული შარტავას გამზირზე და აღმაშენებლის ქუჩებზე აქვს. მერიის თავისუფალი ბინების საერთო ფართობი 7 161 კვ/მეტრია. ბოლო ექვს წელში კი მერიაში, ბინის მოთხოვნით, ათასამდე განცხადება შესულა. …

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 28 აგვისტოს 21 საათიდან 29 აგვისტოს 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში იქნება: დღისით: 25 – 30 გრადუსი ღამით: 15 – 20 გრადუსი მაღალ მთაში მოსალოდნელია: დღისით: 20 – 25 გრადუსი ღამით: 10 …

აჭარის განათლების სამინისტროს ფესტივალების საგრანტო კონკურსის გამარჯვებული პროექტები

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გამოცხადებული ფესტივალების საგრანტო კონკურსის გამარჯვებული პროექტებია: [checklist] „BIAFF- საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი“; „ბათუმის შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების ფესტივალი“; ბათუმის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი „თოფუზი“; „ბათუმის ფრანების ფესტივალი“; „ქუჩის ხელოვნების ფესტივალი „ნიკო 2020“; „ექსპერიმენტული (ელექტრონული) მუსიკის ფესტივალი „SOUNDSPRING”; საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი “ზე-კართან 2020“. [/checklist] აჭარის …

კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 28 აგვისტოს მონაცემები

28 აგვისტოს მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, განიკურნა 6 პაციენტი. საქართველოში კორონავირუსის სულ 1455 შემთხვევაა დადასტურებული, რომელთაგან 1196 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 19 კი გარდაიცვალა. ამჟამად კარანტინში იმყოფება 5943 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 252. ___________  

ელექტრონულ სამაჯურს მოძალადეებსა და მსხვერპლებს პირველი სექტემბრიდან გაუკეთებენ

პირველი სექტემბრიდან მოძალადეების წინააღმდეგ ელექტრონული სამაჯურების გამოყენებას დაიწყებენ. ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ ბრძანებას შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა უკვე მოაწერა ხელი. ელექტრონული სამაჯურების გამოყენებას „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ ახალი კანონი ითვალისწინებს, რომლის მიხედვითაც ელექტრონულ სამაჯურს მოძალადეს იმ შემთხვევაში გაუკეთებენ, თუ მოძალადის მხრიდან არსებობს ძალადობის განმეორების რეალური …

ბათუმში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა – 28 აგვისტო

ბათუმში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ერთ-ერთი მოლდოველი მძღოლია, მეორე – გუშინ გამოვლენილი ტრაილერის მძღოლის ოჯახის კონტაქტი. ამ დროისთვის ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 32 პაციენტი მკურნალობს. stopcov.ge-ს მონაცემებით, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობაა 1455, გამოჯანმრთელდა – 1196, გარდაიცვალა – 19. კარანტინის რეჟიმში იმყოფება – 5943.

რომელ სტუდენტებს დაუფარავენ დავალიანებას და ერთი სემესტრის სწავლის საფასურს – ახალი წესი

სახელმწიფო ერთჯერად დახმარებას გასცემს სოციალურად დაუცველ იმ სტუდენტებზე, რომლებიც ჩარიცხულნი არიან ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო, ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/ სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამებზე. სოციალური დახმარება ერთი სემესტრის სწავლის ღირებულებაა, მაგრამ არა უმეტეს 1125 ლარისა. იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტი სწავლობს ერთზე მეტ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე, დაფინანსებას მოიპოვებს მხოლოდ ერთ პროგრამაზე, …

როგორ შევარჩიოთ კბილის ჯაგრისი? – ექიმის რჩევები

სტომატოლოგთან ვიზიტი ყოველ ექვს თვეში ერთხელ არის რეკომენდებული, ამავდროულად სპეციალისტები იმასაც ამბობენ, რომ პირის ღრუს სწორი ჰიგიენის დაცვით შესაძლებელია ეს პერიოდი ერთ წლამდე გახანგრძლივდეს. რას ნიშნავს პირის ღრუს სწორი ჰიგიენა – ამ საკითხზე კლინიკა „როგოს“ პარადონტოლოგი აკაკი ბენდელიანი გვესაუბრა. ბატონო აკაკი, რას გულისხმობს პირის ღრუს ჰიგიენა? ეს გულისხმობს კბილის ჯაგრისისა და კბილის პასტის სწორად შერჩევას, …

დეპუტატი ნუკრი ბეჟანიძე სიღარიბეზე: „გაიხედე ფანჯრიდან, რამდენი მანქანა დგას“

„იმ ოთახში, საიდანაც მესაუბრებით, ფანჯარა გაქვთ, ალბათ. გაიხედეთ მაგ ფანჯრიდან, ხედავთ რამდენი მანქანაა?“ – გვითხრა დეპუტატმა ლევან/ნუკრი ბეჟანიძემ, მას შემდეგ, რაც ვკითხეთ, რატომ რჩება სიღარიბე და დასაქმება ქვეყნის მთავარ გამოწვევად „ოცნების“ 8-წლიანი მმართველობის პირობებში. დეპუტატი დარწმუნებულია, რომ ქვეყანაში სიღარიბის მაჩვენებელი შემცირდა. სავარაუდოდ, ნუკრი ბეჟანიძემ არ იცის, რომ აჭარის მთავრობამ პანდემიის დროს 20 000 ოჯახს მიუტანა …

რატომ აღმოჩნდა სუს-ის ავტომანქანები ბაჩალიაშვილის ავტომანქანის უკან – პროკურატურის განცხადება

საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე მიმდინარე გამოძიების შესახებ. ოჯახი და ოჯახის ადვოკატი ასევე გაეცნენ 18 ივლისს, დაახლოებით 10:09-დან თამარ ბაჩალიაშვილის საცხოვრებელი სახლიდან მისი კუთვნილი ავტომობილით, რუსთავი-თბილისის გზატკეცილით, შემდეგ თბილისი-მარნეულის გზატკეცილით, მარნეულის მიმართულებით, თელეთის და კოდას გავლით, მარნეული-თეთრიწყარო-წალკის გზატკეცილით, მარნეულის რაიონის სოფელ ხაიშამდე გადაადგილების ვიდეოსათვალთვალო კამერებით გადაღებულ მასალას. აღნიშნული ვიდეომასალა დაფიქსირებულია შსს-ს საზოგადოებრივი …

რამდენს დახარჯავენ საარჩევნო კომისიები – ცესკომ 73 ოლქს 2,7 მილიონი ლარი გაუნაწილა

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ [ცესკო] საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის საჭირო ფულადი სახსრების განაწილებისა და გამოყენების წესი 24 აგვისტოს დაამტკიცა. ცესკოს დადგენილებით, 73 საოლქო საარჩევნო კომისია ჯამში 2 702 456 ლარს დახარჯავს. ამ თანხაში შედის არჩევნებისთვის საოლქო, საუბნო და დამხმარე და ტექნიკური პერსონალის ხარჯები. აჭარაში მოქმედ 6 საოლქო საარჩევნო …

„ანრი“ აცხადებს ვაკანსიას ინგლისური ენის ლექტორის პოზიციაზე

ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი „ანრი“ აცხადებს ვაკანსიას ინგლისური ენის ლექტორის პოზიციაზე უმაღლეს (ბაკალავრიატი) საგანმანათლებლო პროგრამებზე საზღვაო ნავიგაცია და გემის მექანიკა. აუცილებელი მოთხოვნები: [checklist] უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში პედაგოგად მუშაობის გამოცდილება ინგლისური ენის ფილოლოგის მაგისტრის ხარისხი საზღვაო ინგლისურის (Maritime English) ცოდნა [/checklist] საკონკურსო კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში, კანდიდატს შეიძლება ეთხოვოს საჩვენებელი ლექციის ჩატარება. სამუშაო განაკვეთი: საათობრივი დაინტერესებულ …

შუამთის ტბები და 3 ახალი საშემოდგომო მარშრუტი აჭარის მთიანეთში

შემოდგომაზე აჭარის მთიანეთში მოგზაურობა სიჭრელეშეპარულ ტყეებში დაკარგვას, საუკუნოვანი ხიდებიდან აქაფებული მდინარეების ყურებას, სასიამოვნო სიგრილეს, დღის დასასრულს კი კარავს ან ხის საოჯახო სასტუმროებში თავშეფარებას ნიშნავს. ეს სულაც არ არის ყველაფერი – საღამოობით აგუზგუზებულ ბუხართან ჯდომა, იქვე, დაბალ მაგიდაზე მორთმეული ტყის ჩაის არომატი და ფიქრი, რომ ზამთარი ახლოა, მაგრამ ჯერ კიდევ გაქვს დრო გაზაფხულამდე გამოემშვიდობო მთებს და …

თურქეთის 2 უნივერსიტეტში ქართული ენისთვის გამოყოფილი ყველა კვოტა ათვისებულია – ელჩი

თურქეთში საქართველოს ელჩის, გიორგი ჯანჯღავას ინფორმაციით, თურქეთის რესპუბლიკის ორ უნივერსიტეტში ქართული ენისა და ლიტერატურის მიმართულებაზე გამოყოფილი კვოტა სრულად არის ათვისებული. „ერთობლივმა ძალისხმევამ სასიკეთო შედეგი გამოიღო და 2020-2021 სასწავლო წლისათვის, თურქეთის რესპუბლიკის უნივერსიტეტებში მოქმედ ქართული ენისა და ლიტერატურის მიმართულებაზე უკვე გვყავს რამდენიმე ათეული პირველკურსელი. გვსურს, უღრმესი მადლობა გადავუხადოთ თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს. სწორედ ამ უწყების …

რესტორანი „ზაზანოვა“ თიბისის მხარდაჭერით სტუმრებს ახალ მისამართზე ელოდება

რესტორანი „ზაზანოვა“ სტუმრებს უკვე ორი თვეა ახალ მისამართზე იღებს. პოსტ-პანდემიის პერიოდში „ზაზანოვა“ თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის ეზოში გადავიდა, თუმცა დროებით.  თიბისის მხარდაჭერით სექტემბერში რესტორანს ახალი, მუდმივი მისამართი ექნება, სადაც „ზაზანოვა“ საქმიანობას უსაფრთხოების ყველა წესის გათვალისწინებით გააგრძელებს. როგორც „ზაზანოვას“ დირექტორი მარინა სალუქვაძე აღნიშნავს, მარტიდან ივნისამდე რესტორანი დაკეტილი იყო, კომპანიამ ყველანაირი დანაზოგი თანამშრომელთა ანაზღაურებისაკენ მიმართა. რესტორანში  15 ადამიანია …

სასამართლომ არ დააკმაყოფილა აჭარის ტელევიზიიდან ჩამოშორებული რედაქტორის სარჩელი

ბათუმის საქალაქო სასამართლომ აჭარის ტელევიზიის ყოფილი რედაქტორის, მაია მერკვილაძის სარჩელი არ დააკმაყოფილა. “თქვენ იგივე ფუნქციით და ხელფასით განაგრძობთ მუშაობას,” – აღნიშნა მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების შემდეგ. 24 თებერვალს აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე – მაია მერკვილაძე საინფორმაციო სამსახურს ჩამოაშორეს. მას გიორგი კოხრეიძემ არარსებული თოქ-შოუს პროდუსერობა შესთავაზა. საინფორმაციო სამსახურში რედაქტორად ნინო …

პენსიონერები პენსიას ყოველი თვის პირველიდან 14 რიცხვამდე მიიღებენ

პენსიონერები კუთვნილი პენსიის მიღებას ყოველი თვის პირველი რიცხვიდან 14 რიცხვამდე შეძლებენ – ამის შესახებ დღეს, 27 აგვისტოს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა მთავრობის კანცელარიაში. „მოგეხსენებათ, პენსიები ჩვენს პენსიონერებს ერიცხებათ ყოველი თვის 14 რიცხვში და ეს ლიბერთი ბანკის ფილიალებში მუდმივად რიგების, დისკომფორტის საბაბი იყო. პანდემიის პირობებში ეს არის მაღალი რისკის მატარებელი ეპიდემიის გარცელებისთვის. ყველამ ვიცით, რომ …

ღამით მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა – ამინდის პროგნოზი აჭარაში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 27 აგვისტოს 21 საათიდან 28 აგვისტოს 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, საღამოს და ღამის საათებში – ზოგან ხანმოკლე წვიმა, დღისით – უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში იქნება: დღისით: 25 – 30 გრადუსი ღამით: 15 – 20 …

ბათუმში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ერთი მოზარდია – 27 აგვისტო

ბათუმში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, გამოვლენილი ახალი შემთხვევებიდან 2 საკარანტინო სივრცეს უკავშირდება, 4 – საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლების ოჯახის წევრებს, 2 – ქობულეთის საოჯახო სასტუმროს. ახალი შემთხვევიდან ერთი 15 წლის მოზარდია. 8 ინფიცირებული ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკაში გადაიყვანეს, აქ ამ დროისთვის სულ 30 პაციენტი მკურნალობს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. საქართველოში ბოლო …

ამოღებულია 2 კილოგრამამდე ჰეროინი, დაკავებულია ერთი პირი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით,  1964 წელს დაბადებული ნ.მ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ნ.მ. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მარნეული – თბილისის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე, მისივე მართვის ქვეშ მყოფი მიკროავტობუსით გადაადგილებისას შეაჩერეს. „აღნიშნული მიკროავტობუსის და ნ.მ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად პოლიციამ ნივთმტკიცების სახით „ჰეროინის“ შემცველი 2 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება ამოიღო“, …

დადასტურდა კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა, განიკურნა 40 პაციენტი

27 აგვისტოს მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, განიკურნა 40 პაციენტი. დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის სულ 1447 შემთხვევაა დადასტურებული, რომელთაგან 1190 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 19 კი გარდაიცვალა. ამჟამად კარანტინში იმყოფება 5943 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 252. ___________ ფოტოზე: თბილისის ინფექციური საავადმყოფოს მედპერსონალი. წყარო: nplg.gov.ge

ბათუმის მერია მიწას ყიდის, მყიდველს კი ამ ნაკვეთთან ქუჩის მოწყობას ჰპირდება

ბათუმის მერია გმირთა ხეივნის მიმდებარედ, ყოფილი მანქანათმშენებელი ქარხნის ადგილას 5 958 კვ.მ. ტერიტორიას პირობიანი აუქციონით ყიდის. მიწის ნაკვეთის საწყისი ფასი 6 მილიონ 559 000 ლარია, ბიჯი  -100 000 ლარი. საპრივატიზებო პირობაში მერია წერს, რომ გვერდით მიწის ნაკვეთზე, რომელიც მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია, მერია ქუჩას მოაწყობს, რომელიც მომიჯნავე ოძელაშვილის ქუჩას მიუერთდება. მერიის ინფორმაციით, ქუჩის მოწყობას ხელს უშლის ოძელაშვილის …

გახდებოდით თუ ვერა დაწყებითი კლასების მასწავლებელი [ტესტი]

ქვემოთ მოცემული კითხვები წელს, 2020 წლის ზაფხულში, დაწყებითი საფეხურის მასწავლებლობის მსურველთა გამოცდებზე იყო გამოყენებული. ტესტი შედგებოდა ქართული ენის, ლიტერატურის, მათემატიკისა და ბუნებისმეტყველების  საკითხებისგან. ტესტის რეალური ვერსია 42-კითხვიანია. ჩვენ მის მარტივ, ადაპტირებულ და შემოკლებულ ვერსიას გთავაზობთ. თუ ჩვენი ტესტი ძალიან გეადვილად, შეგიძლიათ ნამდვილი საგამოცდო ტესტის ვერსიაც შეავსოთ, აი აქ.

რატომ ვერ ხედავს სახელმწიფო ბავშვთა უფლებების დარღვევას ტრაგედიამდე – ინტერვიუ

რატომ ვერ იცავს სახელმწიფო ბავშვთა უფლებებს და ვერ უზრუნველყოფს მისივე მიღებული კანონების აღსრულებას? ვინ და როგორ უნდა იყოს ჩართული ბავშვის უფლებების დაცვაში, რა უნდა მოიმოქმედოს სახელმწიფომ, რომ ბავშვები არ აღმოჩნდნენ ძალადობის პირისპირ მარტო და დაუცველები და რატომ არ აძლიერებს სახელმწიფო სოციალურ სამსახურებს? – ამ თემაზე „ბათუმელებთან“ არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იურისტი ანა არგანაშვილი საუბრობს. …

Exit mobile version