ბათუმში 96 წლის ქალმა კოვიდი დაამარცხა და არჩევნებშიც მიიღო მონაწილეობა

მუნთიე გობაძე 96 წლის ქალია, რომელმაც 2 კვირა გაატარა ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში [ბაუ] და კორონავირუსი დაძლია. მუნთიე გობაძე ჰოსპიტლიდან გუშინ, პირველ ნოემბერს გაწერეს. კლინიკაში მიყვანისას მას გართულებული პნევმონია ჰქონდა სუნთქვის მწვავე უკმარისობით. „13 ოქტომბერს შემოვიდა ჩვენთან მუნთიე გობაძე და გუშინ გაეწერა, თერაპიის განყოფილებაში მკურნალობდა, რეანიმაციაში გადაყვანა არ დასჭირვებია. სანამ გაეწერებოდა, გადასატანი ყუთიც მოუტანეს და ხმაც …

„პატრიოტთა ალიანსი“ საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობს

„პატრიოტთა ალიანსის“ პოლიტიკური მდივანი, გოჩა თევდორაძე ამბობს, რომ მათი პარტია საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობს და გამართავს მრავალათასიან საპროტესტო აქციებს მანამ, სანამ არჩევნები ბათილად არ გამოცხადდება. პატრიოტთა ალიანსი არ უერთდება ოპოზიციის მიერ დაანონსებულ საპროტესტო აქციებს და აქციების გამართვას ცალკე, დამოუკიდებლად გეგმავს. „ჩვენი პარტია უარს ამბობს საპარლამენტო მანდატებზე. ოპოზიციასთან ერთად ჩვენ არაფერს განვიხილავთ, ეს ჩვენი ინდივიდუალური გადაწყვეტილებაა, …

კინოთეატრებისა და თეატრების გახსნა გაურკვეველი დროით გადაიდო

კინოთეატრები და თეატრები, რომელთა გახსნა 1-ლი ნოემბრისთვის იყო დაანონსებული, ვეღარ გაიხსნება. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მათი გახსნა ისევ გადაიდო. ამ ეტაპზე, როგორც სამინისტროში აცხადებენ, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეგულაციების გათვალისწინებით, მხოლოდ ღია სივრცეშია დაშვებული კულტურული ღონისძიებების ჩატარება, 200-მდე ადამიანის მონაწილეობით. „გახსნილია მუზეუმები და მუზეუმ-ნაკრძალები, დაშვებულია ფილმწარმოება და დახურულ სივრცეში რეპეტიციების ჩატარება. სხვა სახის კულტურული ღონისძიებების მოწყობა …

99 უბანზე 9 676 ბიულეტენი გააბათილეს – გიორგი კირთაძე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა ბათუმის 121-ე საარჩევნო უბნიდან 99 უბნის ოქმი გადაამოწმეს. უმაღლეს საბჭოში ენმ-ის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გიორგი კირთაძის მტკიცებით, 99 ოქმის მიხედვით 9 676 ბიულეტენია გაბათილებული. „ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს  პროპორციულ არჩევნებზე, 3 170 ხმა მოპარეს ნაციონალურ მოძრაობას. ეს ნიშნავს, რომ ლევან ვარშალომიძეს 1 794 ხმა მოპარეს. ეს ნიშნავს, რომ აჭარის  უმაღლეს …

ოპოზიცია ხვალ აჭარის მთავრობის სახლთან აქციას გამართავს

„ხვალ, 5 საათზე, არამარტო ბათუმი, მთელი აჭარა იქნება შეკრებილი მთავრობის სახლთან. მე ვპირდები თითოეულ ბათუმელს და აჭარის მოსახლეობას, მთელს საქართველოს, რომ არ დავნებდებით, ბოლომდე ვიბრძოლებთ, რომ დავიცვათ თითოეული თქვენგანის ხმა,“ – აღნიშნა დღეს, 2 ნოემბერს, გამართულ ბრიფინგზე ლევან ვარშალომიძემ.  ის გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყო ბათუმში. საპროტესტო აქციას ბათუმში ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები ერთობლივად გამართავენ. …

სიკვდილიანობის მზარდი მაჩვენებელი სამხრეთ კავკასიაში – COVID19

2 ნოემბრის მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსის 46 859 546 დადასტურებული შემთხვევაა, გამოჯანმრთელდა 33 773 060 და გარდაიცვალა 1 205 809 ადამიანი. COVID19-ით სიკვდილიანობის მაჩვენებელი ქვეყნებში ყოველდღურად იცვლება, ქვეყნების უმრავლესობისთვის ეს მაჩვენებელი მზარდია, მათ შორისაა სამხრეთ კავკასიის ქვეყნები, რომელთაგან სომხეთს ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს და იგი ერთ მილიონ მოსახლეზე 469 გარდაცვალებას შეადგენს. შემდეგ მოდის საქართველო, რომლის …

“ჩვენს საუბნო კომისიის წევრებს საოლქო ძველი რიცხვით სთხოვს ოქმებზე ხელის მოწერას” – ენმ

დღეს, 2 ნოემბერს, უმაღლეს საბჭოში ენმ-ის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გიორგი კირთაძემ საუბნო კომისიის წევრებთან ერთად ბრიფინგი გამართა. კირთაძის თქმით, საუბნო კომისიის წევრებს იბარებენ საოლქო კომისიაში და სთხოვენ, რომ ხელი მოუწერონ ე.წ. შესწორების ოქმებზე. გიორგი კირთაძემ ბრიფინგზე 99 უბნის ოქმი წარმოადგინა. მისი თქმით, ოქმების მიხედვით 9 676 ბიულეტენი გააბათილეს. შედეგად ენმ-მ 8 170 ხმა დაკარგა. „ეს …

რა მოხდა ქობულეთში, სადაც ცოტნე ანანიძეს საოლქომ 22 ხმა დაუმატა?

22 ხმით ცოტნე ანანიძემ ქობულეთში არჩევნები მოიგო. ხმების დათვლა ქობულეთში გუშინ საღამოს დაასრულეს და აღმოჩნდა, რომ გამარჯვებული არავინ იყო – „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატს ცოტნე ანანიძეს ზუსტად 50 პროცენტი ჰქონდა, მეორე ადგილზე კი, ელგუჯა ბაგრატიონი გავიდა, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი. მან უსკოს მონაცემებით, ამომრჩევლის ხმების 36.6 პროცენტი მიიღო. მაჟორიტარი დეპუტატის მანდატის მოსაპოვებლად ამომრჩევლის ხმების 50 %-ს …

შემაჯამებელი ოქმი კომისიის თავმჯდომარის ხელმოწერის გარეშე სხვა დარღვევები

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამოაქვეყნა შემაჯამებელი ოქმი, რომელსაც კომისიის თავმჯდომარის ხელმოწერა არ აქვს, რაც საარჩევნო კოდექსის დარღვევაა. გარდა ამისა, აღნიშნული ოქმის მიხედვით, ამ უბანზე 17:00 საათისთვის ხმა მიცემული ჰქონდა მხოლოდ 62 ამომრჩეველს, დარჩენილ სამ საათში კი, 323 ამომრჩეველი მისულა [სულ 385], რაც სავარაუდოდ, ამომრჩევლების მობილიზებაზე მიუთითებს. აღნიშნული ოქმის შესაბამის გრაფებში არ არის მითითებული უბანზე მისული ამომრჩევლების, …

თურქეთში მაშველებმა სახლის ნანგრევებიდან ძაღლი 3 დღის შემდეგ ამოიყვანეს

თურქეთში, ქალაქ იზმირში, მიწისძვრის შედეგად დანგრეული სახლის ნანგრევებიდან მაშველებმა ძაღლი ამოიყვანეს. ძაღლი, სახელად „არესი“ 65 საათის განმავლობაში იმყოფებოდა ნანგრევებში. სააგენტო „ანადოლუ“ წერს, რომ ძაღლი მკურნალობის შემდეგ პატრონს დაუბრუნდება. 6,6 სიმძლავრის მიწისძვრა იზმირში 30 ოქტომბერს მოხდა. მიწისძვრის შედეგად ჩამოინგრა საცხოვრებელი კორპუსები. ბოლო მონაცემებით მიწისძვრის შედეგად 83 ადამიანი დაიღუპა. ასზე მეტი ადამიანის გადარჩენა შეძლეს მაშველებმა იზმირში. 106-ე, …

ნანგრევებიდან 3 წლის ბავშვი 65 საათის შემდეგ ამოიყვანეს – მიწისძვრა იზმირში

თურქეთში, ქალაქ იზმირში, სამი წლის ბავშვი ამოიყვანეს მიწისძვრის შედეგად დანგრეული სახლის ნანგრევებიდან 65 საათის შემდეგ. 3 წლის გოგონა, სახელად ელიფი, უკვე საავადმყოფოშია. სააგენტო „ანადოლუ“ წერს, რომ ბავშვი ქალაქის 106-ე მცხოვრებია, რომელიც მაშველებმა ნანგრევიდან ამოიყვანეს და გადაარჩინეს. ბოლო მონაცემებით, თურქეთში, ქალაქ იზმირში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად 83 ადამიანია დაღუპული. 6,6 სიმძლავრის მიწისძვრა იზმირში 30 ოქტომბერს მოხდა. …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში ნოემბრის პირველ დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 2 ნოემბრის 21 საათიდან 3 ნოემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, დროგამოშვებით – წვიმა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 22 – 27 გრადუსი ღამით: 10 – 15 გრადუსი მთიან მუნიციპალიტეტებში მოსალოდნელია: დღისით: 15 – 20 გრადუსი ღამით: 7 …

ჯანმოს გენერალური დირექტორი თვითიზოლაციაშია

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ტედროს გებრეისუსი თვითიზოლაციაშია. პირს, ვისთანაც მას კონტაქტი ჰქონდა, Covid19 დაუდასტურდა. ამის შესახებ ტედროს გებრეისუსმა წუხელ ტვიტერის საკუთარ გვერდზე ჟენევიდან დაწერა. „მე გავხდი კონტაქტი ადამიანისა, რომელსაც Covid19 დაუდასტურდა. თავს კარგად ვგრძნობ და სიმპტომები არ მაქვს, მაგრამ ჯანმოს პროტოკოლის მიხედვით, უახლოეს დღეებში თვითიზოლაციაში ვიქნები და სახლიდან ვიმუშავებ,” – წერს ის. I have been …

აჭარაში კორონავირუსი 389 ადამიანს დაუდასტურდა – 2 ნოემბერი

ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსით 389 ადამიანი დაინფიცირდა, გამოჯანმრთელდა – 272, გარდაიცვალა – 6 პაციენტი. ქვეყნის მასშტაბით, კორონავირუსის 1852 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. საქართველოს მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს მონაცემებით, გამოჯანმრთელდა 1696 ადამიანი, სულ გამოჯანმრთელებულია – 26 800. stopcov.ge-ს მონაცემებით, კარანტინშია – 2977, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 4293, კოვიდსასტუმროში იმყოფება – 2236 პირი.

კორონავირუსით გარდაიცვალა 7 ადამიანი, მათგან 6 ბათუმში

ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავიურუსის 1852 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის, 389 აჭარაში. დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 42 579-მდე გაიზარდა. საქართველოს მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს მონაცემებით,  გასული 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 1696 ადამიანი, სულ გამოჯანმრთელებულია – 26 800. გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით სულ 7 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, 6 აჭარაში. კორონავირუსით თებერვლიდან ამ დრომდე გარდაიცვალა 342 …

ანზორ ბოლქვაძე 46%, მიშა ბოლქვაძე 32% – მთიან აჭარაში არჩევნების მეორე ტური იქნება

ცესკოს მონაცემებით, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს #30 მაჟორიტარულ ოლქში დათვლილია ყველა უბანი. წინასწარი მონაცემებით, „ოცნების“ კანდიდატი ანზორ ბოლქვაძე პირველი ტურის შედეგად ვერ გახდება საქართველოს პარლამენტარი და გაიმართება მეორე ტური. ანზორ ბოლქვაძის კონკურენტი ამ ოლქში მიშა ბოლქვაძეა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“. მთავარ კონკურენტებს შორის ხმები ასე გადანაწილდა: ანზორ ბოლქვაძე, „ქართული ოცნება“ – 46,26% მიშა ბოლქვაძე, „ნაციონალური …

აჭარის ჯანდაცვის მინისტრს კოვიდი დაუდასტურდა

აჭარის ჯანდაცვის მინისტრს ნინო ნიჟარაძეს კორონავირუსი აქვს. ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში ადასტურებენ. მინისტრი თვითიზოლაციაში, სახლში მკურნალობს. დღეს, პირველ ნოემბერს, ასევე ცნობილი გახდა, რომ თვითიზოლაციაში გადავიდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია. იგი კოვიდინიფცირებულის კონტაქტირებული პირია და თვითიზოლაციაში გადავიდა. ამავე თემაზე:  გახარია: გადავედი თვითიზოლაციაში  

გახარია: გადავედი თვითიზოლაციაში

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, იგი კოვიდინიფცირებულის კონტაქტირებული პირია და თვითიზოლაციაში გადავიდა. „სამწუხაროდ, მე ახლა განსხვავებულ რეჟიმში მიწევს მუშაობა, რადგან ჩემს თანამშრომელს, რომელთანაც გუშინ მქონდა ხანგრძლივი კომუნიკაცია, მიზნობრივი შერჩევითი ტესტირებისას დაუდგინდა კორონავირუსი. შესაბამისად, გადავედი თვითიზოლაციაში და ამ რეჟიმშიც ვაგრძელებ მუშაობას“ – წერს გახარია ფეისბუქზე.

ვარშალომიძე 37%, კონცელიძე 40% – ბათუმში არჩევნების მეორე ტური იქნება

ცესკოს მონაცემებით, ბათუმის #28 მაჟორიტარულ ოლქში დათვლილია ყველა უბანი. წინასწარი მონაცემებით, მთავარ კონკურენტებს შორის ხმები ასე გადანაწილდა: რესან კონცელიძე, „ქართული ოცნება“ – 40,97% ლევან ვარშალომიძე, „ნაციონალური მოძრაობა“ – 37,3%  მაჟორიტარ კანდიდატს გამარჯვებისთვის სჭირდება მიცემულ ხმათა ნახევარზე მეტი – 50 პროცენტს პლუს თუნდაც ერთი ხმა. ამ შემთხვევაში არც ერთ კანდიდატს არ აქვს მიღებული ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე …

ვინ იქნება მაჟორიტარი უმაღლეს საბჭოში – უსკო-ს წინასწარი მონაცემები

უმაღლესი საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, მეორე ტური აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატის შესარჩევად ქობულეთში გაიმართება. აქ 50-პროცენტიანი ბარიერი ვერცერთმა კანდიდატმა გადალახა. ხმების დათვლა ჯერ არ დასრულებულა კიდევ ორ მაჟორიტარულ ოლქში. უსკო-ს მონაცემებით, ქობულეთის 73 საარჩევნო უბანში სულ 41 918-მა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა. ყველაზე მეტი ხმა „ქართული ოცნების“ კანდიდატმა – ცოტნე ანანიძემ დააგროვა – 49.06 პროცენტი. …

თორნიკე რიჟვაძე: წაბლანაში არჩევნები არ ჩავარდნილა

„ყველამ უნდა იცოდეთ, რომ გუშინ იქ არჩევნები არ ჩავარდნილა. გაიხსნა საარჩევნო უბნები და ყველას ჰქონდა საშუალება, თავისუფალ გარემოში მიეღო მონაწილეობა ამ არჩევნებში,“- აღნიშნა დღეს, პირველ ნოემბერს, თორნიკე რიჟვაძემ წაბლანაში არჩევნების ბოიკოტის შესახებ. საუბარია ხულოს ორ საარჩევნო უბანზე, სადაც არცერთი ამომრჩეველი არ მივიდა. „რაც შეეხება ზოგადად გარკვეული ჯგუფის, თუ კონკრეტული სოფლის გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, მე …

ვფიქრობთ აჭარის მთავრობის ერთპიროვნულ ფორმირებაზე – თორნიკე რიჟვაძე

„უკვე შეგვიძლია წინასწარი მონაცემებით დაბეჯითებით ვთქვათ, რომ ჩვენ გვაქვს უმრავლესობა, რომელიც გვაძლევს საშუალებას, რომ დღეის მდგომარეობით, ვიფიქროთ ერთპიროვნულად მთავრობის ფორმირებაზე… მოსალოდნელი მეორე ტურები, რომელიც გაიმართება სხვადასხვა ოლქში, კიდევ უფრო გაამყარებს უმრავლეობას აჭარის უმაღლეს საბჭოში,“ – აღნიშნა დღევანდელ ბრიფინგზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძემ. ის ასევე „ქართული ოცნების“ უმაღლესი საბჭოს საარჩევნო სიის პირველი ნომერია. დღეს, პირველ …

„ფონი რევოლუციურია, ჩვენ მარტო ბიულეტენებით რეჟიმის შეცვლას ვერ შევძლებთ“ – ოპოზიცია

ბათუმში ოპოზიციურმა პარტიებმა შეხვედრა გამართეს და 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგი განიხილეს. იქნება თუ არა ოპოზიცია პარლამენტში და აჭარის უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილი, მიიღებენ თუ არა მონაწილეობას მეორე  ტურში – ამ საკითხებზე ოპოზიცია ჯერ შეჯერებული არაა და მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ოპოზიციის შეკრებას არ ესწრებოდა „ლელოსა“ და „გრიჩის“ წარმომადგენლები. თუმცა, როგორც სპიკერებმა განმარტეს, ოპოზიცია  ერთიანია ხმების დაცვის …

ოქმები, რომლითაც 76 ამომრჩევლის ხმა გაქრა – ოლქის განმარტება

თბილისში, ისნის საარჩევნო ოლქის 84-ე სპეცუბანზე 76 ამომრჩევლის ხმა გაქრა. ცესკოს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, როგორც პროპორციული, ასევე მაჟორიტარული არჩევნების შემაჯემებელ ოქმებში ციფრები ერთმანეთს არ ემთხვევა. 84-ე სპეცუბნის მაჟორიტარული არჩევნების შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, სულ ამ სპეცუბანზე 77 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული, თუმცა არჩევნებში მონაწილეობდა – 65. ოქმის მიხედვით, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს – ხატია დეკანოიძეს …

ვის გადაუხდის გაზის, დენის, წყლის გადასახადს სახელმწიფო ნოემბრიდან

2020 წლის ნოემბერ-დეკემბრისა და 2021 წლის იანვარ-თებერვლის კომუნალურ გადასახადებს იმ საყოფაცხოვრებო აბონენტებს, რომლებიც თითოეულ თვეში 200 კუბურ მეტრ ან ამაზე ნაკლებ ბუნებრივ აირს, ასევე 200 კილოვატ/საათს ან ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარენ, გაზის, დენის, წყლისა და სანდასუფთავების გადასახადს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადაუხდიან. მოქალაქეებს, როგორც წესი, ნოემბრის თვის გადასხადი მომდევნო, დეკემბრის თვეში მიუვათ, ხოლო თებერვლის თვის – მარტში. შესაბამისად, …

ქობულეთში ზაალ მიქელაძე იგებს – წინასწარი მონაცემი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე ატვირთული ოქმების თანახმად, ქობულეთის 29-ე მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაალ მიქელაძე იგებს. 22 უბნის მონაცემებით [14:00 საათი, 1.11.2020] ზაალ მიქელაძემ ხმების 56,1% მიიღო [6  328 ხმა], „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გაერთიანებული ოპოზიციის“  კანდიდატმა ბონდო თედორაძემ კი – 38,53 % [4 346 ხმა]. ხმების 3.78% [426] ხმა მიიღო „პატრიოტთა ალიანსის“ …

საია აკრიტიკებს ცესკოს შემაჯამებელი ოქმების გამოქვეყნების გაჭიანურების გამო

საქართველოს ახალგაზარდა იურისტთა ასოციაცია 31 ოქტომბრის არჩევნების მიმდინარეობას განცხადებით ეხმაურება. სადამკვირვებლო ორგანიზაცია ცესკოს მონაცემების გავრცელების დაყოვნების გამო აკრიტიკებს. სიას განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „ის აზრით, საარჩევნო პროცესების სანდოობისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს კენჭისყრის ყველა ეტაპზე საზოგადოების სათანადო ინფორმირებულობას. ამის უზრუნველყოფა საარჩევნო ადმინისტრაციას ეკისრება. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩნდება უკმაყოფილება და უნდობლობა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების შესახებ დროული და მაქსიმალურად …

აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში 40-მდე საჩივარი შევიდა

აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში, რომელიც აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებს ატარებს, ორმოცამდე საჩივარი შევიდა საუბნო კომისიებიდან. უსკოს განმარტებით, საჩივრები ძირითადად პროცედურული ხასიათისაა და არჩევნების შედეგებზე გავლენას ვერ მოახდენს. საჩივრები შევიდა ასევე საოლქო კომისიებშიც, სადაც საჩივრის წარმდგენი ორგანიზაციები ძირითადად საუბნო კომისიის წევრების გადაცდომის გამო ჩივიან, მათზე დისციპლინარული პასუხიმგებლობის დაკისრებას მოითხოვენ. აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის [უსკო] წინასწარი მონაცემებით, …

აჭარაში კოვიდის 369 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 5 ადამიანი

გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 369 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გარდაიცვალა 5 ადამიანი. 1-ელი ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში 1 791 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა 28 პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელდა 2 411. Stop.cov.ge-ს მონაცემებით 1-ელი ნოემბრის მდგომარეობით საქართველოში სულ დადასტურებულია კორონავირუსის  40 727 შემთხვევა. გამოჯანმრთელებულია 25 104 პაციენტი, ხოლო გარდაცვლილი 335.

ქვეყანაში კორონავირუსის 1 791 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1 791 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა 28 პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელდა 2 411. Stop.cov.ge-ს მონაცემებით 1-ელი ნოემბრის მდგომარეობით საქართველოში სულ დადასტურებულია კორონავირუსის  40 727 შემთხვევა. გამოჯანმრთელებულია 25 104 პაციენტი, ხოლო გარდაცვლილი 335.

ბათუმის საოლქო კომისიაში რიგი უბნებიდან ოქმები ჯერ კიდევ არ შესულა

ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისია ჯერ კიდევ ელოდება შემაჯამებელ ოქმებს ბათუმის საუბნო კომისიებიდან, მათ შორის არიან ისეთი უბნებიც სადაც დარღვევები დაფიქსირდა. ინფორმაცია საოლქო კომისიის ხელმძღვანელმა ციალა შავაძემ დაგვიდასტურა, მისი თქმით ოლქში რვა ოქმს ელოდებიან: ეს ოქმები უკვე მზადაა და უახლოეს მომავალში კომისიის წევრები მათ საოლქო კომისიაში მიიტანენ.“ – აცხადებს ციალა შავაძე, თუმცა  პირველი ნოემბრის 10:00 საათის …

აჭარის უმაღლეს საბჭოში, სავარაუდოდ, მხოლოდ ორი პარტია შევა – უსკო

დღეს, პირველ ნოემბერს, უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ პარმენ ჯალაღონიამ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 31 ოქტომბრის არჩევნების პირველადი წინასწარი შედეგები გამოაცხადა. პარმენ ჯალაღონიას განცხადებით, ამ დროისათვის [09:00 სთ] დათვლილია 118 მაჟორიტარული და 106 პროპორციული უბანი. უსკოს მონაცემებით, ამ დროის მონაცემებით, 5% ბარიერი გადალახა მხოლოდ  ორმა საარჩევნო სუბიექტმა: „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველო“ და საარჩევნო ბლოკი „ერთიანი …

ლევან ვარშალომიძე VS რესან კონცელიძე – მოსალოდნელია მეორე ტური

2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების წინასწარი შედეგებით ბათუმის #28 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში [ჯერჯერობით დათვლილია 22 უბანი], „ქართული ოცნების“ კანდიდატი რესან კონცელიძე ლიდერობს, თუმცა მას არ აქვს ხმების 50 პროცენტი, რაც იმას ნიშნავს, რომ ბათუმში, სავარაუდოდ, გაიმართება არჩევნების მეორე ტური. ცესკოს ბოლო მონაცემებით [09:00 სთ.] ხმები ბათუმის 22 საარჩევნო უბანზე ასე გადანაწილდა: რესან კონცელიძე, „ქართული ოცნება“ …

როგორ გადანაწილდა ხმები – ცესკო აცხადებს, რომ საარჩევნო უბნების 58% დათვლილია

პირველ ნოემბერს, დილის 8 საათზე ცესკომ გამოაცხადა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგები 2252 უბნის მონაცემებზე დაყრდნობით. ამ დროისათვის დათვლილია ხმების ნახევარზე მეტი – 58.54%. ცესკოში განაცხადეს, რომ აღნიშნული მონაცემები ისევ  შეიცვლება, რადგან დასათვლელია უბნების ნაწილი, თუმცა ამ დროისათვის ხმები ასე გადანაწილდა: „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – 49.32 % საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული …

მაღალმთიან აჭარას ანზორ ბოლქვაძე იგებს – ცესკოს წინასწარი მონაცემები

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე ატვირთული 36  საარჩევნო უბნის ოქმების თანახმად, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მაჟორიტარულ ოლქს მოქმედი დეპუტატი „ქართულ ოცნებიდან“, ანზორ ბოლქვაძე იგებს. 36 უბნის მონაცემებით მან ამ საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა ხმების 51.52 პროცენტი მოიპოვა, სულ 4223 ხმა. ამ ოლქში ანზორ ბოლქვაძის ძირითადი კონკურენტები იყვნენ მიშა ბოლქვაძე – ხელვაჩაურის საკრებულოს მოქმედი წევრი „ერთიანი ნაციონალური …

თბილისში ოპოზიცია აქციას გეგმავს – არჩევნები 2020

ოპოციზია თბილისში დღეს, პირველ ნოემბერს, 16 საათზე აქციას გეგმავს. „გელოდებით ხვალ, 4 საათზე, რუსთაველზე“, – ასე მიმართა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ხატია დეკანოიძემ მხარდამჭერებს მას შემდეგ, რაც ოპოზიციური პარტიების ლიდერები ხვალინდელ გეგმაზე შეთანხმდნენ. ენმ-ს და სხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერები პირველ ნოემბერს ცესკოს შენობასთან მივიდნენ მას შემდეგ, რაც არჩევნების წინასწარი შედეგები გახდა ცნობილი. პირველ ნოემბერს, გამთენიისას, …

Exit mobile version