მთავარი,სიახლეები

შარშან 65 წელს გადაცილებული 2 ქალი გააუპატიურეს

20.11.2020
შარშან 65 წელს გადაცილებული 2 ქალი გააუპატიურეს

შარშან 65 წელს გადაცილებული ორი ქალი გააუპატიურეს, ამავე ასაკის კიდევ ერთი ქალი სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების მსხვერპლი გახდა. 2020 წელს ამ ასაკის ადამიანები სექსუალური ხასიათის ძალადობის მსხვერპლი არ გამხდარან. სექსუალური ხასიათის დანაშაულის სტატისტიკა „ბათუმელებმა“ გენერალური პროკურატურიდან გამოითხოვა.

ოფიციალური მონაცემებით, სექსუალური ხასიათის დანაშაულს ყველაზე ხშირად 18-დან 25 წლამდე ასაკის ადამიანები სჩადიან. გასულ წელს სულ 62 პირის წინააღმდეგ დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ გათვალისწინებულ მუხლების შესაბამისად [სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე – 141-ე მუხლები], 2020 წელს კი, ამავე მუხლებით 18-დან 25 წლამდე 46 პირის დევნა დაიწყო.

სტატისტიკაში გვხვდებიან არასრულწლოვნებიც – შარშან და წელსაც სექსუალური ხასიათის დანაშაული, პროკურატურის ინფორმაციით, 3-3 მოზარდს ჩაუდენია.

სექსუალური ხასიათის დანაშაულის ჩადენაში ბრალდებულები არიან 65 წელს გადაცილებული ადამიანებიც. ასეთი წელს სულ 5 პირია, გასულ წელს იყო 4.

სექსუალური ხასიათის დანაშაულებს შორის ყველაზე ხშირად დანაშაული ჩადენილია სსკ-ის 140-ე მუხლის შესაბამისად, რაც გულისხმობს სექსუალური ხასიათის შეღწევას 16 წელს მიუღწეველთან. 2020 წლის 16 ნოემბრამდე 37 შემთხვევა დაფიქსირდა, 2019 წელს – 77.

არასრულწლოვანი დაზარალებულებიც ყველაზე მეტია 140-ე და 141-ე მუხლებით ჩადენილ დანაშაულებზე. ორივე მუხლი 16 წლამდე პირთან სექსუალური ხასიათის დანაშაულის ჩადენას გულისხმობს. შარშან ამ მუხლებით ჩადენილი დანაშაულის შედეგად სულ 132  არასრულწლოვანი დაზარალდა, წელს – 83.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: