ბათუმში, გორგასლის ქუჩაზე, 10 წლამდე ბავშვს ავტომანქანა დაეჯახა. თვითმხილველის ინფორმაციით ბავშვი დედასთან ერთად იმყოფებოდა, ის სასწარაფო დახმარების მანქანამ კლინიკაში გადაიყვანა.
დაიწყო თუ არა გამოძიება ფაქტზე და რამდენად მძიმეა დაშავებული ბავშვის მდგომარეობა „ბათუმელები“ ინფორმაციას აზუსტებს.
ტელეკომპანია „მთავარის ინფორმაციით კლინიკაში გარდაიცვალა კახეთში ავარიის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა ქალი.
ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს, 26 ივლის ყვარელში, ალაზნის ხიდთან მოხდა ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად 4 პირი დაშავდა, მათ შორის 2 არასრულწლოვანი და ქალი, რომელიც კლინიკაში დაიღუპა.
შს სამინისტროს ინფორმაციით გამოძიება სისხლის სამართლის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
დღეს, კიდევ ერთი ავარია მოხდა ქუთაისი- ზესტაფონის გზაზე. ავარიის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა, დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა კლინიკებში გადაიყვანეს.
„ ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით დაშავებულები ტურისტები არიან და თბილისიდან დასავლეთის მიმართულებით მიემგზავრებოდნენ.


