ბათუმის სამშობიარო სახლი ანგისაში აღარ გადავა

 

 

ბათუმის სამშობიარო სახლი, რომელიც ანგისაში არსებულ დედათა და ბავშვთა ცენტრს უნდა შეერთებოდა, კერძო სამედიცინო ცენტრად ჩამოყალიბდა. დღეს გამართულ აჭარის მთავრობის სხდომაზე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ განაცხადა, რომ ბათუმის სამშობიარო სახლი ახალ იურიდიულ პირად ჩამოყალიბდა და ის რუსთაველის ქუჩაზე არსებულ შენობაში, სადაც ის წლების განმავლობაში მდებარეობდა, ფუნქციონირებას გააგრძელებს.

 

 <!** Image 1 align="" alt="ბათუმის სამშობიარო სახლი " sub="ბათუმის სამშობიარო სახლი " width="300" height="300" >

 

რემონტი მკურნალობის პარალელურად


ბათუმის ონკოლოგიურ საავადმყოფოში უკვე სამი თვეა სარემონტო სამუშაოების პარალელურად პაციენტთა მიღება მიმდინარეობს. ხმაური აქ იმ პალატებამდეც აღწევს, სადაც ონკოლოგიური პაციენტები მკურნალობენ. რამდენად მართებულია ონკოლოგიური პაციენტების მომსახურება სარემონტო სამუშაოების პარალელურად? – ამ საკითხს „ბათუმელები” გასულ კვირას არკვევდა.

 

<!** Image 1 align="left" alt="ბათუმის ონკოლოგიური საავადმყოფო ხარაჩოებში" sub="ბათუმის ონკოლოგიური საავადმყოფო ხარაჩოებში" width="300" height="576" >

# 39-ით ხელვაჩაურიდან ბათუმამდე


ვიცი, სათაურზე გეცინებათ, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ სულაც არ არის სასაცილო.  თქვენ იმგზავრეთ ყოველდღე #39-ით ხელვაჩაურიდან ბათუმამდე და ვნახავ, როგორ გაგეცინებათ. 

 

იმ შემთხვევაში, თუ სამსახურში ათი საათისთვის ხარ მისასვლელი, მინიმუმ ცხრა საათსა და ათ წუთზე მოსაცდელთან უნდა იდგე, ყოველი შემთხვევისთვის, თავი რომ დაიზღვიო, რადგან შეიძლება სამარშრუტო ტაქსმა დაიგვიანოს. ან მალევე ჩამოიაროს, მაგრამ მასში შეღწევა იყოს რთული ამოცანა, ან  კართან მდგომი შეგეცოდოს და აღარ უთხრა კიდევ ცოტა მიიწიეო, ან კიდევ საკუთარი თავი ამ ჭყლეტაში მოსახვედრად. 

 

მეორე სამარშრუტო ტაქსზე დალოდებაც არ არის ხშირად გამოსავალი, ის ან იგივე, ან ოდნავ მსუბუქ მდგომარეობაში ჩამოივლის, ანუ შედარებით მსუბუქ ჭყლეტაში შეიძლება  მოხვდე, რაც იმას ნიშნავს, რომ  მძღოლის კარზე ოდნავ ჩამოწეული ფანჯრიდან სუფთა ჰაერის პერიოდულად ჩასუნთქვას შეძლებ.  

 

რეკომენდაცია მათთვის, ვინც #39 სამარშრუტო ტაქსით არც თუ ისე ხშირად მგზავრობს: თუ ჭყლეტისას კართან ახლოს დგახართ და ახლად ამოსული მგზავრი ჩაწევას გთხოვთ, პოზიცია არ დათმოთ. თუ ჩაიწევით, ის აუცილებლად დაიკავებს თქვენს ადგილს და თქვენ მგზავრობა უკვე ცალ ფეხზე დამდგარს მოგიწევთ.

 

არის შემთხვევა, როცა სამარშრუტო ტაქსი მალე ჩამოივლის და იქ ადგილი შენთვისაც იქნება, მაგრამ სამწუხაროდ ის ის შემთხვევაა, როცა სამსახურში აუცილებლად დაიგვიანებ, რადგან ამ დროს მანქანა  არ მიდის, მიღოღავს და ყოველ გზაგასაყარზე ორი წუთით  ჩერდება იმ იმედით, რომ რომელიმე მხრიდან მგზავრი გამოჩნდება. 

 

არ გირჩევთ  მძღოლისათვის იმის თქმას, რომ გეჩქარებათ, ის აუცილებლად გიპასუხებთ: „ჩამოდი და ტაქსით წადი, მე აქ ვმუშაობ, კი არ ვთამაშობ“ – ამ დროს გახსოვდეთ, რომ ის ყოველთვის მართალია და თქვენ ვერაფერს გახდებით, უბრალოდ აზრი არ აქვს კამათს, მინიმუმ ბოლოს თქვენ გაჩუმდებით, მაქსიმუმ შეიძლება გაცილებით უფრო შეურაცხყოფილი დარჩეთ.

 

თუ სახლიდან წამოსვლისას  არსებობს შანსი, ხანდახან მაინც გაგიმართლოთ და სამარშრუტო ტაქსში დასაჯდომი ადგილი შეგხვდეთ, უკან დაბრუნებისას ეს  გამორიცხულია, რადგან #39 სადგომიდან სამარშრუტო ტაქსი მანამდე არ დაიძვრება, ვიდრე ადგილზევე არ გადაივსება მგზავრებით. თუ გაჩერებაზევე დაიკავებთ ადგილს, შეძლებთ შედარებით უკეთესად იმგზავროთ, მაგრამ  არ დაუჯეროთ მძღოლს, რომ მანქანა ადგილიდან თქვენი  ჩასხდომიდან ათ წუთში დაიძვრება. მოთმინებით დაელოდეთ მის ბოლომდე შევსებას.

 

თუმცა თქვენ რას გერჩით, ახლა, როცა ჩემი ყოველდღიური მგზავრობის, ანუ „ტანჯვის“ შესახებ ვწერ, ყველაზე მეტად ის მინდა, ამის შესახებ ხელვაჩაურის ახალმა გამგებელმა ლევან ლორთქიფანიძემ წაიკითხოს. თუ ის რაიმე ტიპის რეგულაციას მოიფიქრებს, პრობლემის გადაჭრის, ან შეამსუბუქებს მაინც, ჩემთვის ყველაზე მაგარი გამგებელი იქნება მთელ მსოფლიოში და მომავალ ყველა არჩევნებზე, ნებისმიერ  თანამდებობაზე კენჭისყრისას მე მისი მხარდამჭერი ვიქნები. 


<!** Image 1 align="left" alt="ცაგო კახაბერიძე" sub="ცაგო კახაბერიძე" width="300" height="436" >

გაძვირდება თუ არა სიგარეტი და თამბაქოს „შავი ბაზრის“ საფრთხე

 

ხელისუფლების შეცვლის შემდეგ თამბაქოს მოხმარების წინააღმდეგ ჯანდაცვის სამინისტრომ აქტიური კამპანია დაიწყო. მისი სტრატეგიის ერთ-ერთი პუნქტის მიხედვით, თამბაქოს მოხმარება მასზე აქციზის ფასის მატებამ უნდა შეამციროს. იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება გაწერილ სტრატეგიას ბოლომდე მიიყვანს და მის ყველა პუნქტს შეასრულებს, მომხმარებელი თამბაქოზე ფასის ზრდას უნდა ელოდოს.

 

<!** Image 1 align="left" width="300" height="586" >

ცივი და ცხელი მატარებელი

<!** Image 2 align="left" alt="თბილისი-ბათუმის მატარებელი" sub="თბილისი-ბათუმის მატარებელი" width="400" height="576" > 



ღამის მატარებლის მგზავრებს ზამთარსა თუ ზაფხულში მოუწესრიგებელი საპირფარეშოების გარდა კიდევ ერთი პრობლემა აქვთ – გაუმართავი კონდიცირების სისტემა. ვაგონებში ზამთარში ზედმეტად ცხელა, ხოლო ზაფხულში – პირიქით, რაც საბოლოო ჯამში მგზავრების ჯანმრთელობაზე ცუდად მოქმედებს.

 

სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები ბათუმის უნივერსიტეტში

ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში თვითმმართველობის არჩევნები 2013 წლის 27 მარტს ჩატარდება. საარჩევნო კომისია, რომლის თავმჯდომარედ სულხან დუმბაძე დაამტკიცეს, დაკომპლექტებულია ხუთი სტუდენტისაგან, რომლებიც ფაკულტეტების მიხედვით შეირჩნენ. განათლებისა და მეცნიერების ფაკულტეტს ნინო გალოგრე და ლანა ბურკაძე წარმოადგენენ, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტს – თამილა გაბაიძე, ტურიზმის ფაკულტეტს – ნინო ხელაძე, ტექნოლოგიურს კი – სულხან დუმბაძე. 


<!** Image 1 align="left" width="300" height="427" >

მეწყერს გადარჩენილების ამბავი

<!** Image 1 align="left" width="600" height="576" >



კედლები დაობებულია და ნესტის სუნით გაჯერებული. საწოლების თავზე პოლიეთილენის პარკებია დამაგრებული, რომ წვიმის წყალმა საწოლებში არ ჩააღწიოს. „ქარი რომ ამოვარდება, გული გვისკდება, კედლები თავზე არ ჩამოგვანგრიოს. მიწისძვრის დროს კედლები დაიბზარა, გვეშინია ბავშვებს არაფერი შეემთხვას“, – გვეუბნება დინარა დავითაძე, რომელიც ყოფილი პანსიონატის შენობაში მეუღლესთან, ოთხ ვაჟთან და მცირეწლოვან შვილიშვილებთან ერთად ცხოვრობს. მუდმივი სიცივისა და ნესტის გამო ოჯახის ყველა წევრი ავადაა. „როგორც სოციალურად დაუცველს, სამედიცინო პოლისი მაქვს, მაგრამ იმდენჯერ მივდივართ კვირაში, რომ ექიმებს ჩვენი დანახვა აღარ უნდათ. ყველას მოვბეზრდით. ოთახებში კი სულ წვიმს და ბრონქული ანთება ჩემს მეუღლეს, რომელიც უნარშეზღუდულია, ასთმაში გადაეზარდა“, – გვიყვება დავითაძეების რძალი.

ხუთი ახალი ფრაქცია – კაბინეტები, მანქანები და ხარჯები

ბათუმის საკრებულოში ხუთი ფრაქცია იმუშავებს, რაც ბათუმის საკრებულოს ბიუროს 13 წევრამდე  გაზრდის.  გაიზრდება ფრაქციების შენახვის ხარჯებიც.  ნიშნავს თუ არა ეს სამომავლოდ აპარატში  სპეციალისტების რაოდენობის გაზრდასაც  და  რა ხარჯებს უკავშირდება ფრაქციების მუშაობა საკრებულოში? კითხვებზე `ბათუმელებს~ საკრებულოს აპარატის უფროსი ლიანა დიასამიძემ უპასუხა. 



<!** Image 1 align="left" alt="ლიანა დიასამიძე" sub="ლიანა დიასამიძე" width="300" height="576" >

დავით სერგეენკოს ვიზიტი აჭარაში

<!** Image 1 align="left" alt="დავით სერგეენკო" sub="დავით სერგეენკო" width="300" height="467" >აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, დღეს 17:00 საათზე  სამინისტროს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ეწვევა.

პრეს-რელიზის თანახმად, „მინისტრი ვიზიტის ფარგლებში შეხვედრას გამართავს რეგიონში მოქმედი სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებთან და მათ ინფორმაციას საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შესახებ მიაწვდის.


სამინისტროში გამართულ შეხვედრას სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებთან ერთად აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ჯემალ ფუტკარაძე, სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალის უფროსი თემურ ქარცივაძე და რეგიონის ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელები დაესწრებიან. 


შეხვედრის დასრულების შემდეგ აღნიშნული პირები ბათუმის სამედიცინო დაწესებულებებს ეწვევიან და ადგილზე გაეცნობიან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მიდინარეობას.

 

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, წელს 28 თებერვალს ამოქმედდა. ახალი სადაზღვევო პაკეტი ქვეყნის მასშტაბით იმ 2 მილიონზე მეტი ადამიანის დაზღვევას ითვალისწინებს, რომლებიც დღემდე არანაირი სადაზღვევო მომსახურებით არ სარგებლობდნენ. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ოჯახის ექიმთან შეუზღუდავ ვიზიტს, გადაუდებელ ამბულატორიულ და სტაციონარულ მომსახურებას ითვალისწინებს.


საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას სახელმწიფო ახორციელებს და მასში არ არის ჩართული რომელიმე სადაზღვევო კომპანია, მოქალაქეს ეძლევა საშუალება თავად აირჩიოს სამედიცინო დაწესებულება, სადაც სურს მომსახურების მიღება.        

კამათი ბათუმის მერის კანდიდატურის გარშემო

<!** Image 1 align="middle" alt="ბათუმის მერი ჯემალ ანანიძე და ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი" sub="ბათუმის მერი ჯემალ ანანიძე და ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი" width="600" height="435" >



არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის განცხადებით, ბათუმის ახალი მერი კონკურსის წესით უნდა შეირჩეს. ამისთვის კი სპეციალური კომისია უნდა შეიქმნას, რომელიც დაადგენს იმ კრიტერიუმებს, რასაც მომავალი მერი უნდა აკმაყოფილებდეს. ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის, ირაკლი ჩავლეიშვილის განცხადებით, კომისიის შექმნა დროში გაწელილი პროცესია, რამაც შესაძლებელია მერიის მუშაობაში სრული კოლაფსი გამოიწვიოს. 

ბიზნესმენ გელა ობოლაშვილის ღია წერილი პრემიერ-მინისტრს


<!** Image 1 align="left" alt="გელა ობოლაშვილის ბრიფინგი დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში" sub="გელა ობოლაშვილის ბრიფინგი დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში" width="400" height="510" >


ბიზნესმენმა გელა ობოლაშვილმა, დღეს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ბრიფინგი გამართა. ბიზნესმენის თქმით, ის 2009 წლამდე იყო ლუხუმ კაპანაძის ბიზნეს-პარტნიორი (კაპანაძეს სასამართლომ გასულ კვირას დაუსწრებლად შეუფარდა პატიმრობა), მაგრამ არ სურს ასოცირდებოდეს ვანო მერაბიშვილთან. „ჩემი მასთან კავშირი ის არის, რომ ჩვენ ერთი სკოლა დავამთავრეთ“, – დასძინა ბიზნესმენმა. გელა ობოლაშვილმა ასევე ისაუბრა იმაზეც, რომ არჩევნების შემდეგ დაბრუნებული ბიზნესის მისთვის წართმევას ახლა სხვა ჯგუფები ცდილობენ. გელა ობოლაშვილმა ბრიფინგზე კონკრეტული გვარების დასახელებისგან თავი შეიკავა. ბათუმელები უცვლელად გთავაზობთ ტექსტ, რომლითაც ბიზნესმენმა ბიძინა ივანიშვილს მიმართა: 


აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის გადადგომას სამინისტროში არ ადასტურებენ

<!** Image 1 align="left" alt="გიორგი თავართქილაძე" sub="გიორგი თავართქილაძე" width="300" height="277" >



სამაგიეროდ, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის, გიორგი თავართქილაძის გადადგომას ადასტურებენ აჭარის მთავრობაში. როგორც გაირკვა, არჩილ ხაბაძემ დღეს დააკმაყოფილა ყოფილი მინისტრის განცხადება გადადგომასთან დაკავშირებით.

 

ფინანსთა სამინისტროს პრეს-სამსახურში ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ. პრეს-სამსახურის ხელმძღვანელის, იური ფენის განმარტებით, მინისტრის გადადგომის შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და გიორგი თავართქილაძე სამსახურეობრივი მივლინებით თბილისში იმყოფება.

 

რამდენიმე თვიანი საქმიანობის შემდეგ გიორგი თავართქილაძემ საზოგადოებას თავი სკანდალური განცხადებით დაამახსოვრა, როცა მან თქვა, რომ წელს აჭარაში 40 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.

 

გიორგი თავართქილაძის მიერ სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადების დაწერის თაობაზე ინფორმაცია ორი კვირის წინ გავრცელდა. თუმცა, მაშინ ყოფილი მინისტრი ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფდა.

 

ამ ეტაპზე გიორგი თავართქილაძესთან დაკავშირება ვერ ხერხდება.

 

დღემდე მედიაში არაერთხელ დაიწერა გიორგი თავართქილაძისა და არჩილ ხაბაძის ახლო ურთიერთობაზეც – არჩილ ხაბაძე ყოფილი მინისტრის მეჯვარე იყო.

 

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრად ყოფილი მინისტრის პირველი მოადგილის, დავით ბალაძის კანდიდატურა განიხილება, რომელიც უკვე შეუდგა მოვალების შესრულებას.

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის პასუხი, ქალაქის მერს

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი ჩავლეიშვილმა, პრეზიდენტის მიერ საზაფხულო თეატრის გახსნასთან დაკავშირებით ოფიციალური ბრძანება გამოსცა, სადაც ნათქვამია:

 

„პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე მდებარე საზაფხულო თეატრი შენდება, ქ. ბათუმის ბიუჯეტის სახსრებით და შესაბამისად მის გახსნაზე გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ქ. ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ. მოცემულ ეტაპზე საზაფხულო თეატრის გახსნა ვერ მოხდება, რადგანაც მშენებლობა ჯერ არ არის დასრულებული. შესაბამისად, ობიექტი არ არის ექპლუატაციაში მიღებული და მისი გახსნა გაუმართლებელია ტექნიკური უსაფრთხოების თვალსაზრისითაც.ზემოათნიშნულიდან გამომდინარე ადგილობივი თვითმმართველობის შესახებ, საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად ვბრძანებ:

 

 

შეჩერებულ იქნეს ქ. ბათუმში ბულვარის ტერიტორიაზე მშენებარე საზაფხულო თეატრის გახსნასთან დაკავშირებული ღონისძიებები;
დაევალოს ქ. ბათუმის მერიას (ჯ. ანანიძე) ბრძანების შესრულებისთვის საჭირო ღონისძიებების დროულად განხორციელება მოქმედი კანონდებლობის შესაბამისად;

 

დაევალოს საკრებულოს აპარატის მასმედიასთან ურთიერთობის და პროტოკოლის განყოფილებას წინამდებარე ბრძანების შინაარსის მასობრივი ინფორმაციის საშუალებისათვის დროული გაცნობა.

ბათუმის ყოფილი მერის პრეტენზიები აჭარის მთავრობას

<!** Image 1 align="left" alt="რობერტ ჩხაიძე" sub="რობერტ ჩხაიძე" width="300" height="418" >


ბათუმის ყოფილმა მერმა, ამჟამად აჭარის უმაღლესი საბჭოს „ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რობერტ ჩხაიძე, აჭარის მთავრობა იმაში დაადანაშაულა, რომ გუშინ, 3 მარტს გამართულ შეხვედრაზე, სადაც მთავრობის თავმჯდომარემ 4 თვის ანგარიშის წარადგინა, „ნაციონალური მოძრაობა“ არ მიიწვია.

ქალაქის ყოფილი მერის განცხადებით, აჭარის მთავრობას არ სურდა, რომ შეხვედრაზე მწვავე კითხვები დაესვათ, სწორედ ამიტომ შეხვედრაზე „ნაციონალური მოძრაობა“ მიზანმიმართულად არ მიიწვიეს.

როგორც რობერტ ჩხაიძემ აღნიშნა, ახალი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი დაპირება გამჭვირვალობა და საზოგადოებასთან მუდმივი კომუნიკაცია იყო, თუმცა, მისი თქმით, ეს დაპირება, ისევე როგორც სხვა დაპირებები არ სრულდება.

როგორც „ბათუმელებს“ აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ნათია სირაბიძემ განუცხადა, გუშინდელ შეხვედრაზე რობერტ ჩხაიძის მიწვევა ტექნიკურად ვერ მოხერხდა, რადგან შეხვედრის მონაწილეებს ტელეფონის საშუალებით უკავშირდებოდნენ, რობერტ ჩხაიძის ტელეფონი კი გამორთული იყო.

შეგახსენებთ, გუშინ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ საზოგადოებას ოთხი თვის საქმიანობის ანგარიში ბათუმის ხელოვნებისა და მუსიკის ცენტრში წარუდგინა.

შეხვედრას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტისა და უმაღლესი საბჭოს წევრები, ბიზნესმენები, პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები, მეცნიერები, ჯანდაცვის სფეროსა და საბანკო-საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლები და ფერმერები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე აჭარის მთავრობის გაწეული საქმიანობა, პრიორიტეტები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2013 წლის ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამები და რეგიონში განსახორციელებელი აქტივობების ძირითადი მიმართულებები განიხილეს.

ქალის ფასი


<!** Image 1 align="middle" width="600" height="450" >


როგორია ქალის ფასი ჩვენს საზოგადოებაში?  როგორც კი ერთი ჯგუფისთვის მიღებული ხდები, მაშინვე ზურგს გაქცევს მეორე ჯგუფი. და თუ რეპროდუქციის ფუნქცია არ შეგისრულებია, მაშინ ხომ საერთოდ იკარგები როგორც პიროვნება, ადამიანი. თუ ერთი ჯგუფი აღარ გიღებს, მეორე ბოლომდეგხარჯავს“, მესამე კი მხოლოდ გაიმედებს 

აქციები გაგრძელდება მთავრობის დაპირების მიუხედავად

 

 

იპოთეკარების დავალიანების შესახებ გადაწყვეტილებას, რა სახით დაეხმარება მათ მთავრობა, აჭარის ხელისუფლება ერთი თვეში მიიღებს. ეს ინფორმაცია აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ იპოთეკართა საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელმა ლილი მორჩაძემ გააკეთა.

 

 

იპოთეკარების აქცია აჭარის მთავრობასთან

თამარ ჯაყელი

 

<!** Image 1 align="left" width="500" height="576" >

 

„ბატონო ბიძინა, თქვენი იმედი გვაქვს“, შეგვიჩერეთ გამოსახლებები“, დაბალროცენტიანი გრძელვადიანი კრედიტები“ – ამ ლოზუნგებით დღეს იპოთეკური სესხებისგან დაზარალებულებმა აჭარის მთავრობის სახლთან აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეებთან შესახვედრად აჭარის მთავრობის თავმჯდომარის წარმომადგენელი მივიდა, რომელიც მოქალაქეებს არჩილ ხაბაძესთან შეხვედრას დაჰპირდა. შეხვედრა დღეს 18:00 საათზე გაიმართება.

აქციის მონაწილეთა განცხადებით, აქციაზე მყოფ მოქალაქეთა უმრავლესობამ, იპოთეკური სესხების გამო სახლები უკვე დაკარგა, მეორე ნაწილს კი უახლოეს პერიოდში იგივე ემუქრება.

როგორც „ბათუმელებთან“ საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელმა ლილი მორჩაძემ განაცხადა, ისინი უკვე შეხვდნენ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს ავთანდილ ბერიძეს, ასევე პარლამენტის ვიცე-სპიკერს მურმან დუმბაძეს, თუმცა პასუხს დღემდე ელოდებიან.

მისივე თქმით, მათ ეჭვი აქვთ, აჭარის მთავრობა დროის გაყვანას ცდილობს და ცენტრალურ ხელისუფლებასა და პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს სრულ ინფორმაციას არ აწვდის.

ამ ჯგუფის ძირითადი მოთხოვნა გრძელვადიანი დაბალპროცენტიანი კრედიტებია, რათა ბანკების ვალის გადახდა და საკუთარი სახლების დაბრუნება შეძლონ.

ხაბაძე ნიდერლანდების სამეფოს ელჩს შეხვდა

 

აჭარის არ მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს ელჩს პიტერ იან ლანგერბერგს შეხვდა.

პილოტირებული ჯგუფები საუკეთესო სტუდენტებისათვის

 

შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტებისათვის პილოტირებული ჯგუფები გაიხსნება. სტუდენტებს ამ ჯგუფში თავად შეეძლებათ ლექტორის არჩევა. უნივერსიტეტის რექტორი, ალეკო ბაკურიძე სტუდენტებს დაჰპირდა, რომ მოთხოვნის შემთხვევაში ლექტორებს მოიწვევენ, რადგან უნივერსიტეტში პროფესორ-მასწავლებლების საკმარისი რაოდენობა არ არის და სტუდენტებს ამ მხრივ დიდი არჩევანი არ ექნებათ.  

ვინ აკონტროლებს საქართველოს ტელეკომუნიკაციების სექტორს

 

 

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ ინტერნეტის თავისუფლების შესახებ დღეს, 1 მარტს, უახლესი ანგარიში წარადგინა.

მაღალმთიანი რეგიონები ექიმების გარეშე

 

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ მიხეილ მჟავანაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა რომ ექიმები, დაბალი ანაზღაურების გამო, მაღალმთიან რეგიონებს ტოვებენ და სახელმწიფოს, კონკრეტულად ჯანდაცვის სამინისტროს, პრობლემის მოგვარებისკენ მოუწოდა.

 

„ამჟამად ეს ბრობლემა ყველაზე ნათლად გამოჩნდა შუახევის რაიონში, რადგან სამედიცინო დაწესებულებები დატოვეს ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგმა და გინეკოლოგმა, რის გამოც ვერ ხერხდება მოსახლეობისთვის შესაბამისი სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფა, როგორც გეგმიური, ასევე გადაუდებელი. მსგავსი რამ აქამდე არ ყოფილა და მოვუწოდებ ხელისუფლებას რომ უზრუნველყოს ამ პრობლემის მოგვარება“.

 

მიხეილ მჟავანაძის განცხადებით, წინა ხელისუფლების დროს მაღალმთიან რეგიონებში ექიმებისთვის სახელფასო დანამატების გაცემა ხდებოდა ბიუჯეტიდან, რითაც ნარჩუნდებოდა კვალიფიციური მედპერსონალი.


<!** Image 1 align="" alt="მიხეილ მჟავანაძე" sub="მიხეილ მჟავანაძე" width="300" height="300" >

სივრცითი მოწყობა ნიდერლანდების მხარდაჭერით

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ დღეს, აჭარის სივრცითი მოწყობის პრეზენტაცია გამართა.

დოკუმენტი, რომელიც ნიდრელანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით შემუშავდა, სასტუმრო „რედისონ ბლუ“-ში საზოგადოებას აჭარის ფინანსთასს და ეკონომიკის მინისტრმა გიორგი თავართქილაძემ გააცნო.

დოკუმენტი სამი ნაწილისგან შედგება და მოიცავს, როგორც აჭარის ისტორიულ გეოგრაფიულ მიმოხილვასა და აჭარაში სხვადასხვა სფეროში არსებული მდგომარეობის განხილვას, ასევე, მომავალში აჭარის სივრცითი განვითარების კონცეფციას, ურბანული ინდიკატორებისა და სივრცის კატეგორიებს.

 

დოკუმენტის მეორე ნაწილში გადმოცემულია ამ კუთხით სამინისტროსა და ექსპერტების მიერ შემუშავებული დასკვნები და რეკომენდაციები.

 

სქემის მესამე ნაწილი კი მუშაობის პროცესში საზოგადოების ჩართულობას დაეთმო. კერძოდ, საუბარია იმ პრობლემებსა თუ პრიორიტეტებზე, რომელიც მოსახლეობის გამოკითხვის შედეგად გამოიკვეთა.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის გიორგი თავართქილაძის განცხადებით, აჭარის სივრცითი მოწყობის სქემა, რეგიონში ინვესტიციების ზრდას შეუწყობს ხელს: „ასეთი ტიპის დოკუმენტის შექმნა, ძალიან მნიშვნელოვანია. ის ხელს შეუწყობს რეგიონში ინვესტიციების ზრდას. ასეთი დოკუმენტი განსაზღვრავს რეგიონის გენერალურ დაგეგმარებას, სწორედ ამიტომ, ჩვენს სხვა რეგიონებსაც უნდა მოვუწოდოთ, რომ შექმნან მსგავსი ტიპის დოკუმენტები“.

 
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სივრცითი მოწყობის განყოფილების ხელმძღვანელის ზვიად ბურჭულაძის შეფასებით, აჭარა საკმაოდ სწრაფად ვითარდება. ეს დოკუმენტი სხვადასხვა სექტორისა და სამინისტროს აძლევს საშუალებას, ჰქონდეთ მოქმედების ერთიანი სტრატეგია.


ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს ელჩი, პიტერ ლანგერბერგი, რომელმაც საზოგადოებას სივრცითი დაგეგმარების შესახებ ჰოლანდიური გამოცდილება გააცნო. მისი თქმით, ამ სფეროში საქართველოს და ჰოლანდიას ათწლიანი სამუშაო გამოცდილება აქვთ და მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხით აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო დაინტერესდა. ელჩის თქმით, აჭარა ისევე როგორც ჰოლანდია სანაპირო ზოლზეა გაშენებული და მნიშვნელოვანია გარემოს გაზომვის ორგანიზება.

„ქეთო და კოტეს“ შემდეგ ბათუმის მუსიკისა და ხელოვნების ცენტრი

ოთხშაბათს, დღის 12 საათისთვის, ბათუმის მუსიკისა და ხელოვნების ცენტრის ცენტრალური შესასვლელი დაკეტილია. გამჭვირვალე კარის იქით არავინ ჩანს. არც შადრევანი მოჩუხჩუხებს ფოიეში. კითხვაზე, რატომაა ასეთი სიჩუმე ცენტრში? – ბენზეში შენობასთან ახლოს მცხოვრებლები ხშირ შემთხვევაში  პასუხობენ, რომ ამაში გასაკვირი არაფერია, რადგან  „ქეთო და კოტეს შემდეგ აქ ისეთი ამბავი აღარ ყოფილა“.


<!** Image 1 align="middle" alt="ბათუმის მუსიკისა და ხელოვნების ცენტრი" sub="ბათუმის მუსიკისა და ხელოვნების ცენტრი" width="500" height="334" >

„ალდაგის“ მონოპოლია აჭარაში


ბათუმში, ერას ქუჩის 82 ნომერში, სადაზღვევო კომპანია „ალდაბი ბი სი აის“ „ჩემი ოჯახის კლინიკასთან“ გასული კვირიდან ხალხმრავლობაა. „ალდაგმა”, რომელიც სახელმწიფო პროგრამებში ჩართულ პაციენტებს აზღვევს, ბათუმში მდებარე პოლიკლინიკებს ხელშეკრულება შეუწყვიტა და  განაცხადა, რომ პაციენტებს, რომელთა რაოდენობა ბათუმში ათობით ათასია, თავად მოემსახურება.  გამოცხადებული მონოპოლია – ასევე აფასებენ პაციენტები, პოლიკლინიკების ხელმძღვანელები და აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე კომპანიის გადაწყვეტილებას.   

 

 

“შენ აფრენ?!” – ბათუმში მეფე გაიხსენეს

 

 

“შენ აფრენ?!”  ამ სახელწოდებით გაიმართა ბათუმის პრესკაფეში ირაკლის ჩარკვიანის საღამო. შეხვედრას ორგანიზება ბათუმელმა ახალგაზრდებმა, მარიამ მუთიძემ და სალომე მჟავანაძემ გაუწიეს.  “რეაქტიული კლუბის” შეკრება – ასე დაასათაურა შეხვედრის ორგანიზატორებმა საღამო. შეხვედრაზე შესრულდა ირაკლი ჩარკვიანის სიმღერები, ასევე წაიკითხეს მისი ლექსები.

ახალი გადასახადი იურიდიული პირებისთვის


<!** Image 1 align="left" width="300" height="232" >



დღეს, „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ „სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს ორგანიზებით“ გაიმართება შეხვედრა თემაზე: ადგილობრივი მოსაკრებელი – სანდასუფთავების ტარიფები და მისი ადმინისტრირების წესი.

ორგანიზაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე მიწვეული არიან ქალაქ ბათუმის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები, რომლებიც შხვედრის მონაწილეების კითხვებს უპასუხებენ.

 
ბათუმის მერიამ, იურიდიული პირებისთვის, დაწესებულებებისთვის და ორგანიზაციებისთვის სანდასუფთავების მოსაკრებელზე კონკრეტული ტარიფები დააწესა.
სანდასუფთავების მოსაკრებელი, მაგალითად, რესტორნებისთვის, კაფეებისთვის, ბარებისთვის, 1 დასაჯდომი ადგილზე 3 ლარია, სასტუმროებისთვის 1 საწოლი 2.5 ლარი იქნება, საავადმყოფოებისათვის – 1 საწოლი 1,19 ლარი, ხოლო ოფისები, სააგენტოები და სხვა ორგანიზაზიები 1 კვ.მეტრზე 0,25 ლარს გადაიხდიან.

ბათუმის მერიამ იურიდიულ პირებს მოსაკრებლის გადამხდელად დარეგისტრირების ბოლო ვადა 28 მარტამდე დაუწესა. ის იურიდიული პირები, რომლებიც ამ დრომდე არ გაივლიან რეგისტრაციას დაჯარიმდებიან 500 ლარით. განმეორებით შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა 5 000 ლარი იქნბა.

დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში იურიდიული პიერებისათვის მოსაკრებლის გადასახადის დაწესებაზე იმსჯელებენ.

დასწრება თავისუფალია.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ სატელეკომუნიკაციო კომპანიების ფიქტიური და რეალური მფლობელების შესახებ

<!** Image 1 align="left" width="300" height="158" >





1 მარტს, 12 :00 საათზე „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ უახლესი ანგარიშების პრეზენტაციას გამთავს.

ახალი ანგარიში სახელწოდებით „ინტერნეტის თავისუფლება – ვინ აკონტროლებს საქართველოს ტელეკომუნიკაციების სექტორს?”, 2012 წლის პერიოდს მოიცავს.

 

ანგარიშში წარმოდგენილი იქნება სატელეკომუნიკაციო კომპანიების ფიქტიური და რეალური მფლობელები, ასეთი კომპანიების აბონენტთა შესახებ პირადი ინფორმაციის დაუცველობის შესახებ ინფორმაცია და ასევე ინტერნეტის მოხმარების გაზრდის დინამიკას ბოლო წლებში.

ამასთან, ორგანიზაცია პრეზენტაციაზე წარმოადგენს წიგნს “ვის ეკუთვნოდა საქართველო 2003-2012 წლებში”, რომელიც „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსა” და ჟურნალისტ პოლ რიმპლის ერთობლივი ნაშრომია.

ორგანიზაციის ინფორმაციით, წიგნში იმ ბიზნესმენებისა და კომპანიების შესახება მოთხრობილი, რომლებიც მნიშვნელოვან წილებს ფლობდნენ ან ამ დრომდე ფლობენ ისეთ სექტორებში, როგორიცაა: ტელემაუწყებლობა, კომუნიკაციები, სარეკლამო ბაზარი, ფარმაცევტული ბაზარი, სასარგებლო წიაღისეული, ნავთობის იმპორტი და დისტრიბუცია. წიგნში ასევე საუბარია ამ კომპანიების კავშირებზე ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ან მათთან დაახლოებულ პირებთან.

 

საკონსტიტუციო სასამართლო მოქალაქის საჩივარს განიხილავს

<!** Image 1 align="right" alt="საკონსტიტუციო სასამართლო" sub="საკონსტიტუციო სასამართლო" width="400" height="514" >


საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დღეს იმ კერძო პირის საჩივრის განხილვა დაიწყო, რომელმაც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, ცესკოში დამოუკიდებელ მაჟორიტარობის კანდიდატად გაიარა რეგისტრაცია. მაშინ მოქალაქემ არჩევნებში მონაწილეობა იმიტომ ვერ შეძლო, რომ შესაბამისი ფინანსური რესურსი არ გააჩნდა.

კონსტიტუციური საჩივრის მიხედვით, მოქალაქე ბესიკ ადამია 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში ქუთაისის ოლქში იყრიდა კენჭს, თუმცა საარჩევნო კოდექსის 116-ე მუხლის მე-7 პუნქტის პირველი ნაწილით გათვალისწინებული თანხა – 5000 ლარი ვერ გადაიხადა. ამის გამო მან არჩევნებში მონაწილეობა ვერ შეძლო.

კონსტიტუციური საჩივრის ავტორების მტკიცებით, კანონის ეს მუხლი არღვევს კონსტიტუციის მე-14 და 29-ე მუხლის პირველ პუნქტს, რომელიც თანასწორობას გულისხმობს. 29-ე მუხლის პირველი პუნქტი კი ნებისმიერ მოქალაქეს აძლევს საშუალებას, მათ შორის არჩევის წესით დაიკავოს საჯარო თანამდებობა. მოსარჩელე მხარე ამტკიცებს, რომ კანონში არსებული ჩანაწერი საარჩევნო სუბიექტის მიერ თანხის გადახდის შესახებ, უნდა შეეხებოდეს როგორც საინიციატივო ჯგუფის, ისე პოლიტიკური პარტიების მიერ წარდგენილ კანდიდატებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კანონი მოქალაქეებს არათანაბარ პირობებში აყენებს.

„მოქმედი საარჩევნო კოდექსით, ამ კატეგორიის ადამიანთათვის, გათვალისწინებულია 5000-ლარიანი დეპოზიტის შეტანა ცესკოს ანგარიშზე. თუ კანდიდატი არჩევნებში ხმების 10%-ს მიიღებს, მას აღნიშნული თანხა უკან უბრუნდება. ამას საარჩევნო თავდებობას უწოდებენ. ჩვენ ვასაჩივრებთ არა იმას, რომ ეს ინსტიტუტი არსებობს, არამედ იმას, რომ ის გამოყენებულია მხოლოდ საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ კანდიდატებზე“, – აცხადებს ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის ადვოკატი მიხეილ შარაშიძე.

მისივე თქმით, მოსარჩელე მხარეს იმედი აქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო გააუქმებს კანონის აღნიშნულ ნორმას, რომელიც სპეციალურად 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მიიღეს.

კანონის ეს ნორმა 2011 წლის 27 დეკემბერს მიიღეს.

საკრებულომ ბათუმის მერიას უფლებები ჩამოართვა

<!** Image 1 align="left" alt="გელა დეკანაძე" sub="გელა დეკანაძე" width="300" height="576" >





ბათუმის მერიას უფლებები ჩამოერთმევა, – ამის შესახებ ბათუმის ვიცე-მერმა გელა დეკანაძემ განაცხადა.

როგორც ვიცე-მერმა დღევანდელ საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნა, რამდენიმე დღის წინ საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი ჩავლეიშვილმა საკრებულოს განცხადებით მიმართა, იმსჯელონ საკრებულოსათვის იმ უფლებების დაბრუნების შესახებ, რომელიც 2006 წელს იმჟამინდელმა თავმჯდომარემ გიორგი კირთაძემ შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე მერიას გადასცა.
დეკანაძის შეფასებით, თუ ქალაქის საკრებულო ამ ინიციატივას მხარს დაუჭერს, მაშინ ქალაქს უუფლებო მერი ეყოლება და მას მხოლოდ სარეზერვო ფონდის განკარგვის უფლება ექნება.

„თუ ინიციატივას საკრებულოს წევრები მხარს დაუჭერენ, მაშინ ქალაქის მერს მხოლოდ სარეზერვო ფონდის განკარგვის შესაძლებლობა ექნება. ეს, ფაქტობრივად, მერიის უფუნქციოდ დატოვებას ნიშნავს. ვფიქრობ, ეს არასწორია და უზრუნველყოფილი უნდა იყოს უფლება-მოვალეობების გონივრულად დანაწილება“, – აცხადებს გელა დეკანაძე.

მისი თქმით, დღემდე ქალაქის მერს ჰქონდა შესყიდვებზე ნებართვის გაცემის უფლება, ზედამხედველობის, შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში შეყვანის, ასევე გარე რეკლამების განთავსების უფლება და ა.შ. სწორედ ამიტომ დღევანდელი ბრიფინგის მიზანია, აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით მოსახლეობას მიაწოდონ ინფორმაცია. საჭიროების შემთხვევაში მოქალაქეებმა არა მერიას, არამედ საკრებულოს რომ მიმართონ.

ჯუმბერ თავართქილაძე საპარლამენტო უმრავლესობას ინიციატივით მიმართავს

<!** Image 1 align="" alt="ჯუმბერ თავართქილაძე" sub="ჯუმბერ თავართქილაძე" width="300" height="600" >


გამგებლები და მერები პირდაპირი წესით უნდა აირჩეს, ამ ინიციატივით „საქართველოს ერთიანობის კავშირის“ კოორდინატორი ჯუმბერ თავართქილაძე გამოდის. როგორც ჯუმბერ თავართქილაძემ დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, გაუმართლებელია, რომ მოქალაქეებს ქალაქის მერის არჩევა პირდაპირი წესით არ შეუძლიათ.
მისივე თქმით, მერის არჩევასთან ერთად ასევე მნიშვნელოვანია შეიცვალოს მაჟორიტარების არჩევის წესიც.

 

„მნიშვნელოვანია შეიცვალოს მაჟორიტარების არჩევნების წესი და ის 50+1 გახდეს. ეს ნიშნავს, რომ კანდიდატს გამარჯვებისათვის არჩევნებზე მოსული ამომრჩევლების 50% მეტმა უნდა დაუჭიროს მხარი“, – აღნიშნავს ჯუმბერ თავართქილაძე.

თავართქილაძე ასევე მოითხოვს მაჟორიტარი კანდიდატის წარდგენა შეეძლოთ როგორც პოლიტიკურ პარტიებს, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებსა და საინიციატივო ჯგუფს, იმ შემთხვევაში თუ კანდიდატი მასზე დაკისრებულ მოვალეობებს არ შეასრულებს, პოლიტიკურ პარტიებსა და საინიციატივო ჯგუფს მისი უკან გამოწვევის უფლება უნდა ჰქონდეთ.

დღეს ჯუმბერ თავართქილაძემ საარჩევნო ბარიერის დაწევის აუცილებლობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბარიერის დაწევა პარტიებს პარლამენტში შესვლის საშუალებას მისცემს, რაც დემოკრატიული პროცესების განვითარებას ხელს შეუწყობს.

როგორც ერთიანობის კავშირის კოორდინატორი განმარტავს, ამ შემთხვევაში, თუ კოალიციაში შემავალი რომელიმე პარტია, მის ინიციატივას პარლამენტში არ შეიტანს, მაშინ ისინი კანონპროექტის ინიცირებისთვის ხელმოწერების შეგროვებას დაიწყებენ.

 

 

პროფესიად ქცეული სიყვარული



„მეუბნებიან, შენ ძაღლების არ გეშინიაო. მეშინია. თქვენ მონაყოლით გეშინიათ და მე დაჭმული ვარ ასჯერ.  თქვენ ბებიამ მოგიყვათ რა მწარეა ძაღლის ნაკბენი, მე ვიცი, რა მწარეა“.




<!** Image 1 align="middle" alt="რუსლან გოგმაჩაძე" sub="რუსლან გოგმაჩაძე" width="600" height="551" >

ვუჩივლო თუ არ ვუჩივლო?


ეს კითხვა საიას ყოფილ თავმჯდომარეს პარმენ ჯალაღონიას გასულ კვირას მას შემდეგ დავუსვი, რაც „არაი თუმოროუსთან“  (ტექნიკის მაღაზიების ქსელი) დავის შესახებ მოვუყევი.  „უჩივლე“ – იყო პარმენის პასუხი,  „ისინი  ხშირად არღვევენ მომხმარებლის უფლებებს, სასამართლომდე კი დავა იშვიათად მიდის, საჭიროა შეიქმნას პრეცედენტი“.  პრეცედენტის არარსებობაზე კი იურისტები საუბრობენ.



<!** Image 1 align="middle" alt="ცაგო კახაბერიძე" sub="ცაგო კახაბერიძე" width="350 " height="436" >

სტუდენტები ოკუპაციის შესახებ

ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში სტუდენტურმა მოძრაობა „ალტერნატივამ“ საბჭოთა ოკუპაციის დღისადმი მიძღვნილი  ღონისძიება გამართა.

„ნაცმოძრაობის“ წევრები პროექტების დაფინანსებას ითხოვენ

 

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ „ნაციონალური მოძრაობიდან“ ჯუმბერ კახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე შეჩერებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გააკეთა აქცენტი. ეს პროექტები ეხება ნაპირგამაგრებით სამუშაოებს, ჭოროხის ხიდის მშენებლობას და სტადიონს:

 

 

<!** Image 1 align="" width="250" height="250" >


ფრაქცია „მაჟორიტარის” განცხადება

 

 

ბათუმის საკრებულოში არსებული ფრაქცია „მაჟორიტარი“ საგანგებო განცხადებას ავრცელებს. ფრაქცია ბათუმის მერის პოსტზე ერთი კანდიდატის წარდგენას ეხმაურება და აცხადებს, რომ მათთვის ამგვარი მიდგომა მიუღებელია: 

 

Exit mobile version