აგროქიმიკატებისა და პესტიციდების სარეალიზაციო ობიექტების წარმომადგენლებთან შეხვედრა

 

 

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სულიკო ბერიძე აგროქიმიკატებისა და პესტიციდების სარეალიზაციო ობიექტების წარმომადგენლებს შეხვდა, ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

პოლიტპატიმრების აქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან

„აღდგეს სამართლიანობა“, – ამ ლოზუნგით, დღეს, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“ და ყოფილმა პოლიტპატიმრებმა ნაციონალური მოძრაობის ბათუმის საქალაქო ოფისთან აქცია გამართეს.

 

ბათუმში საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებელი სამუშაოები დაიწყო

 

სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტო ქალაქის ქუჩებში გამყოფი ზოლების გავლებისა და პარკირების ადგილების განახლების სამუშაოებს ახორციელებს.

 

ყოფილი ჭადრაკის სასახლიდან ბაქოს ქუჩის ჩათვლით არსებულ მონაკვეთზე სამუშაოები უკვე დასრულებულია. პროცესში სპეციალისტთა 2 ბრიგადა არის ჩართული.

 

ამ ეტაპზე ქუჩების მონიშვნის სამუშაოები გორგილაძის ქუჩასა და შეიხის ხეივნის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს.

 

გარდა აღნიშნული სამუშაოებისა, მოეწყობა საფეხმავლო გადასასვლელები, რომლებიც მხედველობადაქვეითებულ მგზავრებზე არის გათვლილი.
საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ტურისტულ სეზონამდე უნდა დასრულდეს.

 

მომზადებულია პრესსამსახურზე დაყრდნობით

ერთ ლარად ნაყიდი ქონება და შეუსრულებელი ვალდებულებები

 

 

აჭარის მთავრობის სხდომაზე დღეს, 3 აპრილს, იმ ინვესტორებთან დადებულ ხელშეკრულებების პირობებზე იმსჯელეს, ვისაც ქონება ერთ ლარად გადაეცათ. ამ შემთხვევაში საუბარია შპს „სავანე“-სა და შპს  Cheif Asia International“ -ზე. მთავრობის განცხადებით, ინვესტორებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები არ შეუსრულებიათ.

 

 

<!** Image 1 align="middle" width="300" height="300" >

მიხეილ მჟავანაძის მიმართვა აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს

 

 „მოვუწოდებთ ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს, დროულად უზრუნველყონ ბავშვებისათვის უფასოდ ვაქცინაციის ჩატარების შესაძლებლობა“ – ეს განცხადება აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა, მიხეილ მჟავანაძემ დღეს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე  გააკეთა.

ახალი არასამთავრობო ორგანიზაცია ბათუმში

 

 

დღეს 2 აპრილს ბათუმში არასამთავრობო ორგანიზაცია „კანონიერებისა და სამართლიანობის დაცვის ინსტიტუტი“ დაფუძნდა.
როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილმა დეპუტატმა ბეჟან გობაძემ აღნიშნა, ორგანიზაცია ძირითადად ადამიანის უფლებებების დაცვისა და სამართლიანობის აღდგენის მიმართულებით იმუშავებს.

 

„ეს იქნება კანონიერებაზე და სამართლიანობის დაცვაზე ორიენტირებული ორგანიზაცია. ძალიან ხშირად ბევრი რამ თითქოს კანონიერია, მაგრამ არასამართლიანია და მოხდება ამ საკითხების შესწავლა, ანალიზი და პრევენციის მიზნით შეთავაზება ხელისუფლებისათვის, რათა საბოლოოდ იგივე შეცდომები არ იქნეს დაშვებული“.

 

მისივე თქმით, ქართულ საზოგადოებას აკლია სიჯანსაღე, რაც ზოგადად ხელისუფლების ხარისხსაც განსაზღვრავს, სწორედ ამიტომ ორგანიზაციის ერთ-ერთი პრიორიტეტი საზოგადოების გაჯანსაღების კუთხით მუშაობა იქნება.

სტიქიის შედეგები ხელვაჩაურში: ათი სახლი უსახურავოდ და 93 დაზიანებული სახურავის ქვეშ

ხელვაჩაურში 23-24 მარტს ქარიშხლის შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობა დათვალეს. სპეციალური კომისიის მონაცემებით, რომელიც შემთხვევებს ადგილზე გასვლით სწავლობს,  სტიქიურმა მოვლენებმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 7 თემში ასზე მეტი სახლის სახურავი დააზიანა. აქედან შეკეთებას ექვემდებარება 93 სახლი, ათი სახლის სახურავი კი მთლიანად გამოსაცვლელია.

მუნიციპალიტეტის საკრებულოს პრეს-სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, დაზარალებული მოსახლეობისთვის ფინანსური დახმარების გაწევის მიზნით საკრებულომ 2013 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში ცვლილება შეიტანა. გზების მოვლა-შენახვის ხარჯები 200 000 ლარით შეამცირეს და ეს თანხა დაზიანებული სახლების სახურავების მოსაწყობად მიმართეს. 

მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ხელვაჩაურის ტერიტორიაზე განვითარებული სტიქიური მოვლენების დროს მოსახლეობას შეუძლია გამგეობას დაუკავშირდეს ცხელ ხაზზე: 25 93 22.

 

შიმშილობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დასაცავად

 

 

მემედ აბაშიძის ქუჩაზე მდებარე ყოფილი რედაქციის შენობის ფასადის შეღებვას ბათუმელთა ნაწილი აპროტესტებს. შენობის მოპირდაპირე მხარეს კარავი დგას, სადაც მეექვსე დღეა პროტესტის ნიშნად ალექსანდრე თევზაძე შიმშილობს. ის ბათუმის საკრებულოს „მრჩეველთა საბჭოს“ წევრია. მისი განცხადებით, „პროკრედიტ ბანკმა“, რომლის საკუთრებაშიცაა შენობა, პატივი უნდა სცეს კულტურულ მემკვიდრეობას და მას ძველი იერ-სახე შეუნარჩუნოს.

 

<!** Image 1 align="middle" alt="პროტესტის ნიშნად ალექსანდრე თევზაძე მეექვსე დღეა შიმშილობს" sub="პროტესტის ნიშნად ალექსანდრე თევზაძე მეექვსე დღეა შიმშილობს" width="300" height="300" >

 

 

ბათუმში ფიროსმანის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

 

ფიროსმანის ქუჩის სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაიწყო. რეაბილიტაცია ჩაუტარდება ფიროსმანის ქუჩის 900 მ. სიგრძის მონაკვეთს და ფიროსმანის ჩიხის 210 მ. სიგრძის მონაკვეთს. სამუშაოები ეტაპობრივად განხორციელდება. პირველ ეტაპზე გათვალისწინებულია მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება. დამუშავდება გრუნტი, მოეწყობა სანიაღვრე ქსელი, კეთილმოეწყობა გზის სავალი ნაწილი, დამონტაჟდება საგზაო ნიშნები, მოეწყობა გარე განათება.

 

ხელშეკრულების მიხედვით, სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარე წლის 25 ნოემბრამდე უნდა დასრულდეს.

 

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს ,,გზა” ასრულებს. ფიროსმანის ქუჩის რეკონსტრუქციისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2 მილიონ 350 ათას ლარამდე არის გამოყოფილი.

 

მომზადებულია პრესსამსახურზე დაყრდნობით 

კონტრაცეფტივი ჩქარა!

<!** Image 1 align="left" alt="გიორგი ჩიტიძე" sub="გიორგი ჩიტიძე" width="300" height="768" >


კონტრაცეფცია სამედიცინო ლიტერატურაში განიმარტება როგორც საშუალება, რითაც თავიდან უნდა იქნეს აცილებული არასურველი ორსულობა და სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები. თავად კონტრაცეფტივი კი ამ ყველაფრის რეალიზებაში გვეხმარება. სუფიქსი „კონტრა“ ლათინური წარმოშობისაა და ნიშნავს წინააღმდეგ, საპირისპიროდ. ვფიქრობ, უახლესი მოვლენების ფონზე, ამ ტერმინმა უფრო ფართო მნიშვნელობა შეიძინა და ყველანი დაგვაფიქრა ისედაც კონტრაცეფტივების არამოყვარულ ერს, ამ უებარი საშუალების სხვა მიზნებისთვის გამოყენების აუცილებლობაზეც. ყველაფერი კი ასე დაიწყო:

ქრისტიანული სამყაროს ნაწილი იესოს აღდგომას ზეიმობს

 

დასავლური სამყარო იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომას აღნიშნავს. აღდგომის დღე იზეიმეს საქართველოში მოქმედმა პროტესტანტულმა და კათოლიკურმა ეკლესიებმა, ასევე სომხურმა სამოციქულო ეკლესიამ. 

ბარაკებში მცხოვრები მოსახლეობა საკრებულოს წევრებს დაუპირისპირდა

 

 

დღეს, 29 მარტს ბათუმის საკრებულოს სხდომაზე, ბარაკებში მცხოვრები მოსახლეობისა და ეკომიგრანტების საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხმა, ცხარე კამათი გამოიწვია.  ბენზეში, ბარაკებში მცხოვრები მოსახლეობა და საკრებულოს უმრავლესობის წევრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ისინი ქალაქის ხელისუფლებისგან ბინებით უზრუნველყოფას მოითხოვდნენ. ერთმანეთს საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე გიორგი კირთაძე და ყოფილი უმრავლესობის წევრი გენო თებიძეც დაუპირისპირდნენ, რომელმაც სხდომაზე სოციალურად დაუცველი პირების, ბინებით უზრუნველყოფის საკითხი დააყენა. 

 

 

<!** Image 1 align="middle" width="300" height="300" >

საიას აჭარის ფილიალი კადრების ამოღებას ითხოვს

 

 

„საიას“ თანამშრომლები ბათუმში, გორგასლისა და გრიბოედოვის ქუჩების კვეთაში არსებულ ვალუტის გადამცვლელ პუნქტთან „ბათუმის სახლი“ მანამდე აპირებენ ყოფნას, ვიდრე გენინსპექცია ამ ობიეტის შესასვლელში დამონტაჟებული კამერების მიერ გადაღებულ კადრებს არ ამოიღებს. მათთან ერთად ადგილზე რჩებიან აჭარაში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც.   

ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა



დღეს, 28 მარტს, აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში „ხალხური რეწვის ნიმუშების” გამოფენა გაიმართა.

რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელი გადაწყვეტილებას ცვლის

 

რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა მალხაზ ხალვაშმა გადაწყვეტილება თანამშრომლების სხვა სამსახურში პარალელურად მუშაობის აკრძალვის შესახებ გააუქმა.

არჩილ ხაბაძე: ამ სამსახურში დემოკრატია არ გამოდის

 

 

თურქეთში მივლინებიდან დაბრუნებულმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ბათუმში შესაძლოა მეჩეთი არ აშენდეს და არსებული გაფართოვდეს. რა გახდა ამ განცხადების მიზეზი, შეხვდა თუ არა აჭარის პირველი პირი თურქეთში ინვესტორებს, გაგრძელდება თუ არა 1 ლარად ქონების გასხვისების პრაქტიკა და რა პრობლემების გადაჭრა უჭირს არჩილ ხაბაძეს – ამ და სხვა საკითხებზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე „ბათუმელებს“ ესაუბრა.

ქალები პოლიტიკაში

 

ქალების მონაწილეობის გაზრდა პოლიტიკაში – ამ თემაზე დღეს, 27 მარტს, არასამთავრობო ორგანიზაცია „ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის“ ორგანიზებით დისკუსია გაიმართა.  

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი მედდების აქციის შესახებ

 

 

„რესპუბლიკური საავადმყოფოს იმ მედპერსონალის მოთხოვნებით, რომლებმაც დღეს გამართეს აქცია, ირღვევა როგორც რესპუბლიკური საავადმყოფოს სხვა პერსონალის, ასევე პაციენტის უფლებები“ – ასე გამოეხმაურა რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელი მალხაზ ხალვაში დღეს, 26 მარტს, რესპუბლიკური საავადმყოფოს მედდების მიერ გამართულ აქციას, სადაც მედდებმა საავადმყოფოს ხელმძღვანელის გადაწყვეტილება, სხვა სამსახურში პარალელურად მუშაობის აკრძალვის შესახებ, გააპროტესტეს.  

„ქრისტიან-დემოკრატები” სანდასუფთავების თანამშრომლების გათავისუფლებას ეხმიანებიან

 

 

დღეს, 26 მარტს,  „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე სანდასუფთავების სამსახურიდან თანამშრომელთა გათავისუფლებას გამოეხმაურნენ.

ბათუმის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე მურმან დუმბაძეს გამოეხმაურა



საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერის, ბათუმის მაჟორიტარის მურმან დუმბაძის მიერ ადლიის სანაპირო ზოლის სტიქიის შედეგად დაზარალების შესახებ გაკეთებულ განცხადებას ბათუმის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე გიორგი კირთაძე გამოეხმაურა.  

ექთნის არჩევნები პოლიტიკური ნიშნით

 

 

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ უჩხითში მცხოვრებლები სამედიცინო პუნქტში ახალი ექთნის, მზისადარ მანველიძის დანიშვნას აპროტესტებენ. მათი განცხადებით, მზისადარ მანველიძე ჯანდაცვის სამინისტრომ იმიტომ დანიშნა, რომ „ნაციონალია“, ხოლო „ოცნების“ კადრი, თამარ ვარდმანიძე, სოფელში ჩატარებულ არჩევნებში გამარჯვების მიუხედავად არ დანიშნეს.

 

„ჩვენმა კადრმა, ვარდმანიძე თამარმა სამი ხმით მოიგო, მაგრამ სამინისტროს წარმომადგენელმა ლევან გორგილაძემ გვითხრა, სამი ხმით მოგება მოგება არ არისო“.

 

<!** Image 1 align="" alt="უჩხითის მაცხოვრებლები ექთნის პოლიტიკური ნიშნით დანიშვნას აპროტესტებენ" sub="უჩხითის მაცხოვრებლები ექთნის პოლიტიკური ნიშნით დანიშვნას აპროტესტებენ" width="300" height="300" >

 

„იმასაც აქვს დიპლომი და ამასაც, მაგრამ კომპეტენციას კი არ აქვს აქ მნიშვნელობა ან დიპლომს, პოლიტიკური ნიშნით მოხდა ექთნის დანიშვნა“- ამბობენ უჩხითელები.

 

„სამინისტროში მითხრეს, მანველიძე იმიტომ დავნიშნეთ, რომ მას ბათუმში აქვს დამთავრებული შენ კი მახუნცეთშიო. მე რეკომენდაცია არ ჩამომივიდა გამგეობიდან, რადგან სატყეო მეურნეობის უბნის უფროსის როლანდ კობალაძის ცოლი დანიშნეს. კობალაძე ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე იყო“-ამბობს თამარ ვარდმანიძე

 

ნოდარ ბედინაძე კი ჯანდაცვის სამინისტროს პასუხისმგებლობაზე საუბრობს: „ლევან გორგილაძემ პირდაპირ გვითხრა, რადგან თქვენი კანდიდატი „ოცნების“ მომხრეა, არ დავნიშნეთ და თუ გინდა იდავეთო. კაბინეტიდან გარეთ გამოგვყარა“.

 

„აგერ გვაქვს ოქმი. სადაც ხმების უმრავლესობა მიიღო თამარ ვარდმანიძემ. თუ არჩევნებს არ ჰქონდა ძალა, რატომ ჩაგვატარებინეს. მოატყუეს სოფელი“-ამბობს ნაზი გოჩაძე.

 

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსის  ლელა სურმანიძის განცხადებით, მზისადარ მანველიძე გამგეობის წარდგინებით დაინიშნა:

 

„გამგეობამ შემოგვთავაზა ორი კანდიდატურა, ვინაიდან, ორივე კანდიდატურას ჰქონდა ერთნაირი პირობები იმ მხრივ რომ არ ჰქონდათ სამუშაო გამოცდილება, მზისადარ მანველიძის კანდიდატურას მხოლოდ იმიტომ მიენიჭა უპირატესობა რომ უფრო უკეთესი სასწავლებელი ჰქონდა დამთავრებული. თანაც მანველიძეს აქვს ფერშალის კვალიფიკაცია, ვარდმანიძეს კი მედდის“. 

 

 

ლელა სურმანიძე, ექთნის დანიშვნის პოლიტიკურ მოტივს გამორიცხავს.

 

სოფლის ექთნის ანაზღაურება გამოწერით 250 ლარია, ხელზე კი 200 ლარს იღებენ.

ნადირობა შველზე მყვირალობის თვეში

 

მაჭახელას ეროვნული პარკის ტერიტორიაზე მობინადრე შვლებს საფრთხე ემუქრება. ეროვნული პარკის ერთი მხარე სოფელ ქოქოლეთს ესაზღვრება. სოფლის მცხოვრებთა თქმით, სოფელში მონადირე ძაღლები არიან, რომლებიც ტყიდან შვლებს სდევნიან. თუმცა შვლებს საფრთხეს მხოლოდ ძაღლები არ უქმნიან, ორი კვირის წინ ტყე-პარკთან ახლოს ნაპოვნ შველს ნატყვიარი აღმოაჩნდა. 

ოჯახი ფსიქიატრიული საავადმყოფოს ექიმის წინააღმდეგ

 

 

დღეს, 25 მარტს, ქობულეთში მცხოვრები იური დევაძის ოჯახის წევრებმა და ნათესავებმა აჭარის ფსიქონევროლოგიური საავადმყოფოს ექიმის, თემურ ბრეგვაძის წინააღმდეგ განცხადება „დემოკრატიული ჩართულობის“ ცენტრში გააკეთეს. ოჯახის წევრების თქმით, ექიმმა იური დევაძეს ფსიქოტროპული საშუალების დიდი დოზა დაუნიშნა, რის გამოც პაციენტი კომაში ჩავარდა.

 

 

იური დევაძე ორმოცი დღის განმავლობაში ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციაში იწვა, დღეს კი პალატაშია გადმოყვანილი, თუმცა პაციენტი ისევ უგუნო მდგომარეობაშია. ოჯახის წევრები ექიმის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას და სამედიცინო საქმიანობის შეჩერებას მოითხოვენ.

 

<!** Image 1 align="middle" alt="დევაძის ნათესავების განცხადებით, ექიმმა პაციენტს წამლის გადაჭარბებული დოზა დაუნიშნა" sub="დევაძის ნათესავების განცხადებით, ექიმმა პაციენტს წამლის გადაჭარბებული დოზა დაუნიშნა" width="300" height="1944" >

ბათუმის საკრებულოში თავმჯდომარის პირველი მოადგილის გადაყენებაზე მსჯელობენ

 

 

„მუშაობის ლათინო – ამერიკული სტილი მაქვს და ამას მიწუნებენ“ – ასე აუხსნა ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ  ჯუმბერ კახიძემ „ბათუმელებს“  საკრებულოში მისი თანამდებობიდან გადაყენების საკითხის დასმის სავარაუდო მიზეზი.  ჯუმბერ კახიძის გადაყენებაზე  საკრებულო 29 მარტს, პარასკევს, რეგლამენტით გათვალისწინებული მარტის თვის სხდომაზე იმსჯელებს. 

 

პარლამენტარ მურმან დუმბაძის განცხადება

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის მურმან დუმბაძის განცხადებით, ზარალი, რომელიც აჭარის სანაპირო ზოლს მიადგა, წინა ხელისუფლების „უგუნური ქმედებების“ შედეგია.

 

როგორც დღეს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ახალი ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე საგანგებო ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა, აჭარის სანაპირო ზოლის გასწვრივ რომ ჩატარებულიყო ნაპირსამაგრი სამუშაოები და ჯებირები გაემაგრებინათ, ბათუმს ასეთი ზარალი არ მიადგებოდა.

 

მისი თქმით, წლების მანძილზე, ექსპერტები, მეცნიერები, კონსულტანტები, ეკოლოგთა ჯგუფის წევრები წერდნენ და აფრთხილებდნენ ხელისუფლებას იმ ეკოლოგიური კატასტროფის შესახებ, რომელიც ქვეყანას ემუქრება, თუმცა ხელისუფლებამ მათი რჩევები არ გაითვალისწინა.

 

მისივე თქმით, შესაძლებელია ბულვარის სანაპირო ზოლის გალამაზება, თუ ჯერ მოხდება ჯებირების გამაგრება, რასაც საბჭოთა კავშირიც ახერხებდა, წინა ხელისუფლებამ კი მიზანმიმართულად არ მოახდინა მათი გამაგრება და რამდენიმე მილიონი ლარი მხოლოდ პიარისთვის დახარჯა, რაც სახელმწიფო დანაშაულია.

 

ამასთან, როგორც დუმბაძემ აღნიშნა, ის აპირებს მიმართოს ახალ ხელისუფლებას, რომ შეჩერდეს მსგავსი ინფრასტრუქტურის განვითარება და მათი მშენებლობა მხოლოდ ნაპირსამაგრი სამუშაოების შესრულების შემდეგ გაგრძელდეს.

<!** Image 1 align="" width="300" height="300" >

ძლიერმა ქარმა სახლებს სახურავი გადახადა

 

დღეს დილით სოფელ კირნათში ძლიერმა ქარმა რამდენიმე სახლს სახურავი გადახადა.

იუსტიციის სახლთან ერთ-ერთი მოშიმშილე საავადმყოფოში გადაიყვანეს

 

 

ბათუმში, იუსტიციის სახლის წინ მოშიმშილე სურიე დიასამიძე ცუდად გახდა და სასწრაფო დახმარების მანქანით რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

 

რესპუბლიკურ საავადმყოფოს მიმღებში სურიე დიასამიძის მიყვანას ადასტურებენ. მათი განცხადებით, მოშიმშილე ქალბატონი თერაპიულ განყოფილებაში, არტერიული ჰიპერტენზიისა და პნევმონიის დიაგნოზითაა გადაყვანილი.

 

სურიე დიასამიძე იუსტიციის სახლთან  ყოფილ პატიმრებთან ერთად რამდენიმე დღეა შიმშილობს. ის ცუდად ოთხი დღის წინაც შეიქმნა, თუმცა შიმშილობის პროცესი არ შეუწყვეტია.

 

მოშიმშილეები თანამდებობიდან ყოფილი ბათუმის პროკურორის, ავთანდილ კილაძის გადადგომას მოითხოვენ, რომელიც ამჟამად აჭარის პროკურატურის საგამოძიებო განყოფილების ხელმძღვანელია.

 

<!** Image 1 align="" width="300" height="300" >

„ნაციონალები“ დახურულ ობიექტებზე განცხადებას აკეთებენ

 

 

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ჯუმბერ კახიძემ, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრია, დღეს გამართულ ბრიფინგზე დახuრული კომერციული ობიექტების სია წარმოადგინა და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მოუწოდა, რომ შეესწავლა ამ ობიექტების დახურვის მიზეზი. მან დღევანდელ ბრიფინგზე რეგიონში ტურისტების შემცირებაზეც გააკეთა აქცენტი.

 

 

წარმოდგენილ სიაში ათი კაფე-ბარი და რესტორანი, თექვსმეტი მაღაზია და შვიდი სხვადასხვა ტიპის კომერციული ობიექტია დასახელებული.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებით, აღნიშნულ ინფორმაციას სამინისტრო გადაამოწმებს.

 

 

<!** Image 1 align="" width="300" height="300" >

ბათუმში თანამედროვე შუქნიშნებს ამონტაჟებენ

 

ბათუმის ქუჩებში თანამედროვე შუქნიშნების მონტაჟი მიმდინარეობს. მოდერნიზებული შუქნიშნები ქალაქის 16 გზაჯვარედინზე განთავსდება. შუქნიშნები რადარებითა და მოძრავი კამერების მეშვეობით სრულად გააკონტროლებს საგზაო მოძრაობის ინტენსივობას და შესაბამისი ფერის ჩართვით დაარეგულირებს მოძრაობას, რაც გზაჯვარედინებზე საცობის შექმნას თითქმის გამორიცხავს.

 

ასევე, გათვალისწინებულია პარკომეტრების დამონტაჟება და მართვის ცენტრის მოწყობა, საიდანაც შუქნიშნები და საგზაო მოძრაობა ონლაინ რეჟიმში გაკონტროლდება. სამონტაჟო სამუშაოები დაახლოებით თვენახევარში დასრულდება.  მიმდინარე სამუშაოები დღეს ქალაქის მერმა მოადგილესთან ერთად მოინახულა.

გარდა შუქნიშნების, პარკომეტრებისა და საგზაო ნიშნების მონტაჟისა, ხიმშიაშვილის ქუჩასა და თამარ მეფის გამზირზე მოეწყობა საფეხმავლო გადასასვლელი, რომელიც რადარებით, შესაბამისი ღილაკითა და ხმოვანი სიგნალით აღიჭურვება, რაც მხედველობადაქვეითებული მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს.

ბათუმის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტო უკვე მეორე წელია თანამშრომლობს ბელგიურ კომპანია ,,ვიალისთან”, რომელსაც სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მიმართულებით მუშაობის საერთაშორისო გამოცდილება გააჩნია. სააგენტომ სწორედ ამ კომპანიისგან შეიძინა 16 გზაჯვარედინის შუქნიშნებით გამართვისთვის საჭირო მოწყობილობა – კომპიუტერული ტექნიკა, მართვის პულტები, რადარები, ვიდეოთვალი, დენის წყარო და ა.შ. 1500 საგზაო ნიშანი და მართვის ცენტრისთვის საჭირო აღჭურვილობა.

 

ამავე კომპანიის სპეციალისტები უზრუნველყოფენ შუქნიშნების გამართვასა და ცენტრის მოწყობას. სახელშეკრულებო ღირებულება მილიონ 600 ათას ლარს შეადგენს. თანხის გადახდა ეტაპობრივად, 4 წლის განმავლობაში მოხდება.

 

მომზადებულია პრესრელიზზე დაყრდნობით

ბათუმში მატარებელმა ორი ადამიანი გაიტანა

 

რამდენიმე წუთის წინ ბათუმში, მახინჯაურის რკინიგზის სადგურში სატვირთო მატარებელმა ორი ადამიანი გაიტანა.

დისკუსია მოსამართლისა და პროკურორის მონაწილეობით

ხვალ, 21 მარტს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში,  სისხლის სამართლის კოდექსის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით გაიმართება დისკუსია. 

ჟურნალისტი უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს სასამართლოში უჩივის

 

ვებგამოცემა „გურია ნიუსის” კორესპონდენტი  ტარიელ ცეცხლაძე აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, ავთანდილ ბერიძეს სასამართლოში უჩივის პირადი შეურაცხყოფისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისათვის.

ახალი სახელმძღვანელო საბავშვო ბაღებისათვის

დღეს ბათუმის  საკრებულოში საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტისა და ტურიზმის კომისიის ორგანიზებით სახელმძღვანელოს,  „სასწავლო სააღმზრდელო პროგრამა ბაგა – ბაღებისათვის“,  განხილვა გაიმართა.

სისხლის სამართლის კოდექსის ლიბერალიზაციის შესახებ

 

 

21 მარტს, ხუთშაბათს, 14-16 საათზე დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართება შეხვედრა სისხლის სამართლის კოდექსის ლიბერალიზაციის შესახებ. დასწრება თავისუფალია.

Exit mobile version