„ეს ვოლიერები არ არის დათვებისთვის განკუთვნილი“ – ამირან მურვანიძე ბათუმის ზოოკუთხის ბინადრებზე

ბათუმში, ცენტრალურ პარკში არსებულ ზოოკუთხეში  დათვის ორი ბელი აპრილის თვეში მიიყვანეს. როგორც ბათუმის ბოტანიკური ბაღის, ზოოლოგიური განყოფილების უფროსი, ამირან მურვანიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, ბელები აჭარის გარემოს დაცვის წარმომადგენლებმა მოიყვანეს, თუმცა სად იპოვეს, ამაზე ინფორმაცია არ აქვთ. ბელებს პატარა, მეტლახით დაგებულ ვოლიერში უწევთ ცხოვრება. ამირან მურვანიძის თქმით, ვოლიერები დათვებისთვის არ არის განკუთვნილი, მაგრამ ამ ეტაპზე ბელების სხვაგან …

ხულო-ზარზმის გზა არც წელს დასრულდება – ერთი მონაკვეთის კვლევაზე ტენდერს გამოაცხადებენ

ხულო-ზარზმის გზის მშენებლობა არც 2026 წელში დასრულდება. ამ გზაზე სამუშაოები 2018 წელს დაიწყო და 2020 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა სამუშაოების დაწყებიდან მერვე წელს აცხადებენ, რომ გზის ერთ-ერთ პრობლემურ მონაკვეთთან დაკავშირებით კვლევის ჩასატარებლად საერთაშორისო ტენდერი უნდა გამოაცხადონ. „ოცნების“ მთავრობის ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძის განცხადებით 47-კილომეტრიანი გზის მონაკვეთიდან სამუშაოები 44 კილომეტრზე უკვე დასრულებულია, დარჩენილ 3 კილომეტრზე კი …

„ბოლტით“ მგზავრობა 12%-ით გაძვირდა

18 სექტემბრიდან „ბოლტით“ მგზავრობის ტარიფები ყველა კატეგორიაში 12%-ით გაიზრდება. ამის შესახებ კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი.„ვიცით, რამდენი შრომა, დრო და პასუხისმგებლობა დგას თქვენი ყოველდღიური საქმიანობის უკან. საწვავისა და ავტომობილის მოვლის ხარჯების ზრდა, სხვა ყოველდღიურ ხარჯებთან ერთად, პარტნიორი მძღოლების შემოსავალზეც აისახება.ჩვენ მუდმივად ვაკვირდებით ბაზრის მონაცემებს და სწორედ ამ დაკვირვების საფუძველზე მივიღეთ ტარიფების გაზრდის გადაწყვეტილება. მიგვაჩნია, რომ ეს თქვენი …

თიბისიმ აზიის განვითარების ბანკისგან ორი ჯილდო მიიღო

თიბისი აზიის განვითარების ბანკის (ADB) „ვაჭრობისა და მიწოდების ჯაჭვის დაჯილდოების“ გამარჯვებულია. ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის ფარგლებში თიბისიმ აღიარება ორ კატეგორიაში მოიპოვა: „წამყვანი პარტნიორი ბანკი საქართველოში“ და „ლიდერი მწვანე დაფინანსებაში“. ჯილდოები ბანკს ყოველწლიურ ღონისძიებაზე, სინგაპურში გადაეცა. „წამყვანი პარტნიორი ბანკის“ კატეგორიაში თიბისიმ წელს მე-12-ედ გაიმარჯვა. ჯილდო ბანკს ვაჭრობის ხელშეწყობის პროგრამის (TSCFP) ფარგლებში, ბოლო ერთ წელში განხორციელებული ყველაზე მეტი …

ხელვაჩაურის მერიას პეტიციით მივმართეთ 17 ოჯახისთვის მიწის დაბრუნების საკითხზე – „ლელო“

დღეს, 18 სექტემბერს, კოალიცია „ძლიერი საქართველო-ლელოს“ წევრებმა ხელვაჩაურის მერიაში პეტიცია დაარეგისტრირეს. პეტიციის მიზანია, მერიამ მოაგვაროს სოფელ მახოში მცხოვრები 17 ოჯახის პრობლემა, რომელიც მათ სარგებლობაში არსებული მიწების რეგისტრაციას უკავშირდება. მახოში მცხოვრები ამ ოჯახების განცხადებით, ახალი აზომვითი სამუშაოებისა და მიწების რეგისტრაციის პროცესში ათწლეულების განმავლობაში მათ სარგებლობაში არსებული მამაპაპისეული მიწები, საკარმიდამო ნაკვეთები, ეზოები და ბოსტნები სახელმწიფო ტყის ფონდს …

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 18 სექტემბრის 21 საათიდან 19 სექტემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, დროგამოშვებით წვიმა და ელვა-ჭექა. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 13-18 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან მუნიციპალიტეტებში: დღისით: 22 – 27 გრადუსი სითბო ღამით: 13 – 18 გრადუსი სითბო მაღალმთიან ზონაში: დღისით: 15 – …

20 ბაგა-ბაღის 55 აღსაზრდელსა და 1 აღმზრდელს ინტოქსიკაციის ნიშნები აქვთ – დაიწყო გამოძიება

ბაგა-ბაღებში ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. უწყების განცხადების თანახმად, „გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 198-ე მუხლის მეორე ნაწილით, ადამიანის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში პროდუქციის დამზადება-რეალიზაციის ფაქტზე, რამაც საფრთხე შეუქმნა ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, თბილისში მდებარე 20 ბაგა-ბაღის 55 აღსაზრდელსა და 1 …

ეპიდემიოლოგიური რისკების დაზღვევის მიზნით, 7 საბავშვო ბაღი მუშაობას აჩერებს

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ფეისბუქის გვერდზე წერს, რომ 7 საჯარო ბაღი, ეპიდემიოლოგიური რისკების დაზღვევის მიზნით, მუშაობას აჩერებს. „თბილისის რამდენიმე საჯარო ბაღში რეგისტრირებულ აღსაზრდელს დაუფიქსირდა ცხელება, რიგ შემთხვევებში გულისრევა და ღებინება, რომელთაც მიმართეს სხვადასხვა კლინიკას. ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით, კანონმდებლობის შესაბამისად, 7 საჯარო ბაღში, ეპიდემიოლოგიური რისკების დაზღვევის მიზნით, შეჩერდა სააღმზრდელო პროცესი, დანარჩენი 183 ბაღი აგრძელებს ფუნქციონირებას. სააგენტო …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 18 სექტემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 18 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 514 910 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 420. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 12 351 ერთეული [+5] ჯავშანტექნიკა – 25 352 ერთეული [+7] საარტილერიო სისტემა – 49 938 …

სკოლას, რომელსაც დაგვიანებით ხსნიან, სამინისტრომ ზეიმის ჩატარება დაავალა – დაესწრება ხელისუფლება

ბათუმის ახალ საჯარო სკოლაში, რომელსაც 21-ე ნომერი მიანიჭეს, სწავლის დაწყება 15 სექტემბრისთვის ვერ მოასწრეს. სკოლის ახალი შენობის მშენებლობა მიმდინარე წელს დასრულდა, ექსპლუატაციაში მიღების ბრძანება კი, 15 სექტემბერსაა გამოცემული. 15 სექტემბერსვე აჭარაში „ოცნების“ განათლების მინისტრი მაია ხაჯიშვილი სკოლის დირექტორს უგზავნის წერილს, სადაც აღნიშნულია, რომ ვინაიდან „შესაძლებელია სასწავლო პროცესის კონკრეტული თარიღის განსაზღვრაც, მიზანშეწონილია სკოლის საზეიმო გახსნა და …

„გადაეგზავნება საგამოძიებო ორგანოებს“ – მუნიციპალური განვითარების ფონდი ძეგლის დაზიანებაზე

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აცხადებს, რომ ბათუმში, ზვიად გამსახურდიას 9 ნომერში მდებარე, მე-19 საუკუნის ბოლოს აშენებულ, კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე შენობაზე ჩუქურთმის მონგრევის უფლება კონტრაქტორ კომპანიას, „საბა კონსტრაქშენს“ არ ჰქონდა და ფონდი ამზადებს მასალას, რათა საგამოძიებო ორგანოს მიმართოს. „ბათუმში, ზვიად გამსახურდიას ქუჩა №9-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე კონტრაქტორი სამშენებლო კომპანია “საბა კონსთრაქშენის” მიერ განხორციელებული სამუშაოების …

სულხან თამაზაშვილმა სამკერდე ნიშნის ტარების ახალი წესი დაადგინა – ბრძანება

„ოცნების“ მთავრობის შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულხან თამაზაშვილმა დაჯილდოებული პირების მიერ მედლებისა და სამკერდე ნიშნების ტარების წესი შეცვალა. ყოფილი მინისტრის, ალექსანდრე ჭიკაიძის 2013 წლის 31 დეკემბრის ბრძანებით განსაზღვრული იყო, რომ დაჯილდოებული პირი სამკერდე ნიშანს, მედალს ან მედალიონს ატარებდა მკერდზე მარცხენა მხარეს. სულხან თამაზაშვილის 2026 წლის 16 სექტემბრის ბრძანებით კი დაჯილდოებულმა პირმა მედალი ან მედალიონი უნდა ატაროს …

ადგილი ჭავჭავაძეზე, რომლითაც ვერავინ სარგებლობს – ბათუმის მერიას მოძრაობის „ახალი სქემა“ ჩაუვარდა

ბათუმში, სადაც მანქანების გადაადგილება და პარკირებაც სერიოზული პრობლემაა, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე არის ადგილი, რომლითაც ვერავინ სარგებლობს – არც მერია და ვერც მოქალაქეები. ქალაქის მერიამ აქ ბასლაინი დახაზა, სადაც ჯერ ავტომანქანებით მოძრაობა აკრძალეს და შემდეგ მუნიციპალურ ავტობუსებსაც აუკრძალეს „მათივე ზოლში“ გადაადგილება. ამ ზოლში პარკირებაც აკრძალულია. რატომაა უსარგებლოდ და ცარიელი ნახევარკილომეტრიან ზოლში მინიმუმ 1 650 კვადრატული მეტრი …

10 000-ლარიანი პროფესორები ჯერ მხოლოდ „ცენტრალურ უნივერსიტეტებს“ ეყოლებათ – სამინისტრო

2026 წლის თებერვალში, როცა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ „განათლების რეფორმაზე“ დაიწყო საუბარი, „ოცნების“ განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ განაცხადა, რომ შემოიღეს ახალი თანამდებობა, – „წამყვანი პროფესორის“, რომლის ანაზღაურებაც თვეში 10 000 ლარი იქნებოდა. ამ თანამდებობის შემოღება იგეგმებოდა სახელმწიფო უნივერსიტეტებში. „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტის“ ფარგლებში, უნივერსიტეტებს ერთ ფაკულტეტზე ერთი წამყვანი პროფესორი უნდა ჰყოლოდა, დანარჩენები კი შედარებით დაბალი რანგის …

ბათუმში ჩუქურთმა მოანგრიეს 1891 წელს აგებულ სახლს, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს

დღეს, 17 სექტემბერს, ბათუმში ჩუქურთმა მოანგრიეს ზვიად გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე სახლს, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. კადრები, როგორ ამტვრევდნენ კულტურული მემკვიდრეობის ორსართულიან ძეგლს ჩუქურთმას მოქალაქეებმა გადაიღეს. ადგილზე მისულ „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ავთენტური ჩუქურთმა უნდა მოიხსნას, რადგან დაზიანებულია, თუმცა მონგრევას დიდი დრო მოანდომეს, როგორც ჩანს ჩუქურთმა „სათანადოდ დაზიანებული“ არ იყო. რატომ ხსინიან მე-19 საუკუნის ბოლოს აგებულ სახლს …

რუსული დრონი უკრაინის პორტთან სამოქალაქო გემს დაესხა თავს – დაიღუპა კაპიტანი

დღეს, 17 სექტემბერს, რუსული დრონი უკრაინის პორტისკენ მიმავალ ტანზანიის დროშის ქვეშ მცურავ სამოქალაქო გემს თავს დაესხა. დაიღუპა გემის კაპიტანი, ეკიპაჟის სამი წევრი კი დაშავდა. გემის საერთო მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ამჟამად ზუსტდება. ჯერჯერობით არ ვრცელდება ცნობები, რომელი ქვეყნის მოქალაქეები იმყოფებოდნენ გემის ეკიპაჟში. უკრაინის თემებისა და ტერიტორიების განვითარების სამინისტრო აცხადებს, რომ რუსეთი სისტემატურად ესხმის თავს უკრაინის პორტებს, …

„F5“ – რას ნახავთ ზუგდიდის თანამედროვე ხელოვნების ფესტივალზე 19-20 სექტემბერს

19-20 სექტემბერს ზუგდიდში თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი, „F5“ გაიმართება. ფესტივალში ქართველი პოეტები, მწერლები, რეჟისორები, კინომცოდნეები და მუსიკოსები მიიღებენ მონაწილეობას. „თანამედროვე სახელოვნებო პროცესი და აქტივობა ხშირად ცენტრალიზებულია და არ სცდება თბილისსა და რამდენიმე ტურისტულ ცენტრს. მიუხედავად ისტორიულ-კულტურული კონტექსტისა, სხვადასხვა საინტერესო აქტივობისა, არც ზუგდიდია გამონაკლისი ამ მიმართულებით და ადგილობრივი კულტურული პროცესი მეტად პასიურია. „F5“-ის მიზანია სახელოვნებო პროცესის დეცენტრალიზაცია …

მასწავლებლები დაფას ფარანს ანათებენ, ბავშვებმა ნაწერები რომ დაინახონ, სკოლა, სადაც 89 ბავშვი სწავლობს

15 სექტემბერს სასწავლო პროცესი განახლდა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბულაჩაურის საჯარო სკოლაშიც. აქ წელს 4 პირველკლასელი მივიდა. სკოლას მთლიანობაში 89 მოსწავლე ჰყავს. ამ სოფლის ერთ-ერთი მცხოვრები, ანი კაბულაშვილი გვიყვება, რომ სკოლის საკლასო ოთახებში ისე ბნელა, მასწავლებლები დაფას ფარანს ანათებენ, ბავშვებმა ნაწერები რომ დაინახონ. ანი შესაბამის ფოტოსაც გვიგზავნის. ანა კაბულაშვილმა, რომელიც ამ სოფელში ცხოვრობს, „ბათუმელებს“ აუხსნა, რომ …

ახალი მონაცემები სამხედრო დანაკარგებზე რუსეთ-უკრაინის ომში – 17 სექტემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 17 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 513 490 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 960. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 12 346 ერთეული [+1] ჯავშანტექნიკა – 25 345 ერთეული [+6] საარტილერიო სისტემა – 49 863 …

15 მილიონი დაიხარჯება ბათუმში ქუჩისთვის, სადაც ადრე 944 ათასი ლარი დახარჯეს

ბათუმში ავგიის ქუჩის რეაბილიტაციისთვის ბათუმის ბიუჯეტიდან 15 მილიონი ლარი დაიხარჯება. საუბარია 3,4 კილომეტრი სიგრძის გზაზე, სადაც სამუშაოები აჭარის გზების დეპარტამენტმა სამი წლის წინ დაიწყო, აჭარის ბიუჯეტიდან 944 ათასი ლარიც დაიხარჯა, თუმცა გზა არ გაკეთებულა და ტენდერში გამარჯვებულს ხელშეკრულებაც შეუწყვიტეს. მიზეზი, როგორც ადრე „ბათუმელებმა“ გაარკვია, სახელმწიფო სტრუქტურებს შორის შეუთანხმებლობა იყო. თავის მხრივ, სახელმწიფო უწყებებმა სამუშაოების შეწყვეტაში …

„საზღვრის კვეთის უფლებას არ მაძლევენ, არც მიზეზს მეუბნებიან“ – მეზღვაური

24 წლის მეზღვაური, ვანო მიქელაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ქვეყნის დატოვების უფლებას არ აძლევენ, მიუხედავად იმისა, რომ მისი მხრიდან საზღვრის კვეთის აკრძალვაზე არც ერთი სახელმწიფო უწყების წერილობითი ბრძანება არ არსებობს. ვანო მიქელაძის თქმით, ის 25 აგვისტოს სტამბოლში უნდა ყოფილიყო, სადაც თურქულ ტანკერზე აპირებდა დასაქმებას, თუმცა არც ფრენის უფლება მისცეს და არც სარფის საბაჟოს გადაკვეთის. „სხვა მეზღვაურთან …

„ეს სახელმძღვანელო აცდენილია მეათეკლასელის სააზროვნო უნარებს“ – პირიმზე რურუა

„როდესაც მეათეკლასელს, მომავალ მოქალაქეს, რომელმაც ხვალ ქვეყნის ბედი უნდა მართოს, საქართველოს ისტორიას ასე ზედაპირულად, გაუფასურებულად და ლოგიკურ ჯაჭვს აცდენილად ვაწვდით, ამით უპირველესად ეროვნულ ინტერესებსა და ჩვენს ისტორიულ მეხსიერებას ვავნებთ“ – ასე გამოეხმაურა მე-10 კლასის ისტორიის ახალ სახელმძღვანელოს ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის მასწავლებელი, ისტორიკოსი პირიმზე რურუა. სახელმძღვანელო, რომელსაც განათლების სამინისტრო თითქმის ათი თვე, პროფესიული …

საქსტატის ცნობით, საქართველოში საშუალო ხელფასი 2 389 ლარია

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2026 წლის II კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8.0 პროცენტით (177.3 ლარით) გაიზარდა. შესაბამისად, ბოლო მონაცემებით, საქართველოში საშუალო ხელფასი 2 389.3 ლარია. ამის შესახებ საქსტატის ახალ კვლევაშია აღნიშნული, რომელიც 15 სექტემბერს გამოქვეყნდა. საშუალო ხელფასის სიდიდის მიხედვით რეგიონებში ლიდერია თბილისი და მცხეთა- მთიანეთი. რეგიონებს შორის …

უკრაინა აცხადებს, რომ მოკლა გენერალი გრუნისი, ის აგვისტოს ომშიც მონაწილეობდა

უკრაინის შეიარაღებული ძალების უპილოტო სისტემების ძალების (СБС) მეთაურმა, რობერტ (მადიარ) ბროვდიმ განაცხადა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების მე-4 ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადის მეთაური, გენერალ-მაიორი ანტონ გრუნისი, რომელმაც კონსტანტინოვკა „აიღო“, 12 სექტემბერს დონეცკის ოლქის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე, უკრაინის უპილოტო დანაყოფის „ჩიტებმა“ გაანადგურეს. მადიარი ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს. გენერალთა დაკავშირებული ბიოგრაფიული წყაროების თანახმად, ანტონ გრუნისი „მონაწილეობდა სამხედრო ოპერაციებში …

5 მილიონი ლარი ქედაში ნაპირსამაგრი კედლების მოსაწყობად

ქედაში ნაპირსამაგრი სამუშაოებისთვის 5 მილიონამდე ლარის გამოყოფილი. აქედან 949 ათასი ლარი ქედის ბიუჯეტიდან დაიხარჯება, ხოლო 4 მილიონი სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ქედის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერი დასრულებულია და სამუშაოებიც მიმდინარეობს მდინარე აკავრეთას კალაპოტში, ქედის ცენტრალური პარკის მიმდებარედ.  საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა კი, აჭარისწყლის კალაპოტში, სოფელ ზენდიდთან ნაპირსამაგრი კედლის მოწყობაზე ტენდერი ახლახან გამოაცხადა. ეს ადგილები ერთმანეთისგან დაახლოებით 500 …

სამედიცინო ბიზნესმა აჭარიდან „ოცნებას“ 415 ათასი ლარი შესწირა – TI

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ [TI ] დღეს, 16 სექტემბერს გამოქვეყნებულ კვლევაში – „შესწირე პარტიას და ააშენე სადაც გინდა: „ოცნების“ დონორების სქემა აჭარაში“ – აჯამებს „ოცნების“ შემწირველებმა აჭარიდან ბოლო წლებში რა ღირებულების სარგებელი მიიღეს სახელმწიფო შესყიდვებიდან. კვლევაში ცალკეა მოცემული, აჭარაში მოქმედი სამედიცინო ბიზნესიდან ვინ რამდენი შესწირა ივანიშვილის „ქართულ ოცნებას“. კერძოდ, „გამჭვირვალობა“ უთითებს, რომ შპს …

ბათუმში დააკავეს ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. დაკავებული, თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, სხვადასხვა მძიმე კატეგორიის დანაშაულისთვის იძებნებოდა. „ამჟამად, დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს“ – წერს შსს. __________________ ფოტოზე კადრი შს სამინისტროს ვიდეომასალიდან

8 თვეში „ოცნებამ“ ბიზნესისგან 5 მლნ ლარზე მეტი შემოწირულობა მიიღო – კვლევა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ინფორმაციით, 2026 წლის იანვარ-აგვისტოში „ქართული ოცნების“ პარტიულ სალაროში ჩარიცხული 5 812 000 ლარიდან 2 403 000 ლარი (41%) აჭარის წილია. „ბოლო პერიოდის არასაარჩევნო წლებს შორის ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია: 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში შემოწირულებების ჯამი 2 მილიონ ლარამდე იყო, 2024 წელს – 2,1 მილიონი, 2025 წელს კი – 4,000,000 ლარამდე. 2025 …

ირანის ელჩი წერს, რომ მინისტრს საქართველოსთან ურთიერთობის შესახებ ესაუბრა

ირანის ისლამური რესპუბილიკის ელჩი საქართველოში, სეიედ ალი მოჯანი ფესბუქში ვრცელ კომენტარს აქვეყნებს, სადაც იმაზე საუბრობს, რომ საგარეო საქმეთა მინისტრს საქართველოსთან ურთიერთობის შესახებ ხანგრძლივად ესაუბრა. ელჩის თქმით, „მომავალი ეკუთვნის იმ მარშრუტებს, რომლებსაც ერთმანეთთან დაკავშირება შეუძლიათ და არა მათ, რომლებიც ერთმანეთისგან დაშორებას ცდილობენ“. „ბოლო თვეების მოვლენებმა აჩვენა, რომ გლობალური სავაჭრო მარშრუტები სულ უფრო მეტად მიდის დივერსიფიკაციის, მრავალმარშრუტიანობისა …

დაპირისპირება ბათუმში – პოლიციამ ერთი პირი დააკავა

15 სექტემბერს, გვიან ღამით, ხმაური და დაპირისპირება იყო ხოფის ბაზრობის მიმდებარედ. ადგილზე გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო სამსახური და პოლიცია. პირველადი ინფორმაციით, ფიზიკური დაპირისპირება მეზობლებს შორის მოხდა. შს სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ აღნიშნულ ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა ადმინისტრაციული წესით. გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.

თიბისი და AD BLACK SEA – 10 წელი ახალი იდეებისა და შემოქმედებითი ინდუსტრიის მხარდასაჭერად

12 სექტემბერს ბათუმში შემოქმედებითი ინდუსტრიის საერთაშორისო ფესტივალის AD BLACK SEA 2026-ის მეათე, საიუბილეო ღონისძიების დახურვა და დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. სამდღიანმა ფესტივალმა შემოქმედებითი ინდუსტრიის ქართველ და საერთაშორისო წარმომადგენლებს უმასპინძლა და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველო რეგიონში შემოქმედებითი ინდუსტრიის მნიშვნელოვანი ცენტრია. AD BLACK SEA-ის უცვლელი პარტნიორი უკვე ათი წელია თიბისია. ფესტივალის მხარდაჭერით, თიბისი წლებია ქმნის მნიშვნელოვან პლატფორმას …

მოძრაობა „ხმა“ უფასო სასკოლო კვების შესახებ საზოგადოებრივ მაუწყებელზე ეთერს ითხოვს

მოძრაობა „ხმა“ საზოგადოებრივ მაუწყებელზე ეთერს ითხოვს. განცხადებაში, რომელიც „ხმამ“ ფეისბუქით გაავრცელა, ნათქვამია, რომ 2026 წლის ზაფხულში, ორი თვის განმავლობაში, დედაქალაქსა და საქართველოს რეგიონებში თანამოაზრე მოხალისეებთან ერთად, 35 928 ხელმოწერა შეაგროვეს საქართველოს საჯარო სკოლებში უფასო კვების დანერგვის მოთხოვნით. „ეს არის რაოდენობა ადამიანების, რომლებსაც ჩვენ ქუჩაში პირისპირ შევხვდით და მათ ფიზიკური ხელმოწერით გამოხატეს უფასო სასკოლო კვების მხარდაჭერა. თუმცა …

„ოცნების ქალაქში“ მშენებლობისთვის „ანაგი“ ქედაში 106 ათას კუბ/მ ხრეშს ულიცენზიოდ მოიპოვებს

„ოცნების ქალაქში“ მიმდინარე სამუშაოების გამო კომპანია „ანაგი“ ამჯერად ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ წონიარისში ულიცენზიოდ 106 ათას კუბურ მეტრ ხრეშს მოიპოვებს. „ანაგის“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლებაზე „ოცნების“ მთავრობამ მორიგი განკარგულება გამოსცა, რომელსაც ირაკლი კობახიძემ ხელი 2026 წლის 8 სექტემბერს მოაწერა. „სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, „ოცნების ქალაქის“ მეორე ფაზის მშენებლობის განხორციელების მიზნით, შპს „ანაგი“ 3 თვის …

რუსეთი კიევი-ნიკოლაევის სამგზავრო მატარებელს დაესხა თავს

დღეს, 16 სექტემბერს, რუსული ძალები კიევი-ნიკოლაევის მიმართულებით მიმავალ სამგზავრო მატარებელს დაესხნენ თავს. მოხდა მატარებლის მგზავრებისა და ეკიპაჟის ევაკუაცია. წინასწარი ცნობებით, მსხვერპლი არ არის. ასევე, დღეს დილით, რუსეთმა სუმის რეგიონში კიევი-სუმის მატარებელს შეუტია, რის შედეგადაც 90 ადამიანი იქნა ევაკუირებული. უკრაინული მედიის ცნობით, 2026 წლის სექტემბერში ეს უკრაინის რკინიგზაზე რუსეთის მიერ განხორციელებული დარტყმის უკვე მეხუთე შემთხვევაა. „13 …

„პატრიარქის დაკრძალვისთვის გამოყოფილი თანხის ძირითადი ნაწილი რომ არ დაიხარჯა, ჩვენთვის ცნობილი იყო“ – ჯაღმაიძე

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მათთვის ცნობილი იყო „პატრიარქის დაკრძალვისთვის გამოყოფილი თანხის ძირითადი ნაწილი რომ არ დაიხარჯა“: „პატრიარქის დაკრძალვისთვის გამოყოფილი თანხის ძირითადი ნაწილი რომ არ დაიხარჯა, ჩვენთვის ცნობილი იყო იმთავითვე. განსაკუთრებით იმ პერიოდში, ქალბატონ თიკა რუხაძესთან ხშირი კომუნიკაცია გვქონდა და მისგანვე ვიცოდით, რომ სხვადასხვა მომსახურებაში ორგანიზაციებმა თუ …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 16 სექტემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 16 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 511 530 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 530. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 12 345 ერთეული [+0] ჯავშანტექნიკა – 25 339 ერთეული [+5] საარტილერიო სისტემა – 49 820 …

Exit mobile version