შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გურიაში ქურდობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი პირი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა შეკვეთილში, სხვადასხვა დროს, სპეციალური ტექნიკური მოწყობილობის გამოყენებით ორი ავტომობილის კარი გააღო, თანხა მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
შსს აცხადებს, რომ ნივთმტკიცებად ამოღებულია ტექნიკური მოწყობილობა, რომლის საშუალებითაც ბრალდებულმა დანაშაული ჩაიდინა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.






