ბათუმის მერია 2025 წლის საახალწლო ღონისძიებების ორგანიზებასა და მუსიკოსების ჰონორარებში ჯამში 772 ათას 978 ლარს ტენდერის გარეშე დახარჯავს. აქედან მხოლოდ ჰონორარებში – 464 ათას ლარს.
შესაბამისი ხელშეკრულებები კერძო პირებთან ბათუმის კულტურის ცენტრმა გააფორმა. საახალწლო ღონისძიებები ევროპის მოედანზე 7 იანვარს დასრულდა.
772 ათას 978 ლარის „გადაუდებელი აუცილებლობით გამარტივებული შესყიდვის საშუალებით“ გადახდაზე შესათანხმებლად ბათუმის კულტურის ცენტრმა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2024 წლის 24 დეკემბერს მიმართა, თუმცა სააგენტოს გადაწყვეტილება შესყიდვების პორტალზე დღემდე [9 იანვარი] არ არის ატვირთული. ამავე პორტალზე დაგვიანებით და ეტაპობრივად ატვირთა ხელშეკრულებები კულტურის ცენტრმაც.
„გადაუდებელი აუცილებლობა დადგა მას შემდეგ, რაც ღონისძიების საორგანიზაციო ნაწილზე გამოცხადებული ელექტრონული ტენდერები დასრულდა უარყოფითი შედეგით“ – წერს კულტურის ცენტრი შესყიდვების სააგენტოს.
საორგანიზაციო ნაწილზე ცენტრს ორი ტენდერი ჰქონდა გამოცხადებული, სადაც გამარჯვებულად შპს „მიქს-სტუდიო“ გამოავლინეს, თუმცა 2024 წლის 6 დეკემბერს კომპანიამ შესყიდვების პორტალზე ატვირთა წერილები, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ „მიქს-სტუდიო“ „გარკვეული მიზეზების გამო ვერ უზრუნველყოფდა ღონისძიების ორგანიზებას“ და უარს ამბობდა ხელშეკრულების გაფორმებაზე.
ჰონორარები და ხარჯები
ვის რამდენს გადაუხდიან ბათუმის ბიუჯეტიდან მერიის მიერ ორგანიზებულ საახალწლო ღონისძიებებში მონაწილეობისთვის
- თიკა ბალანჩინი და ბენდი „ნიუვანი“ – 46 811 ლარი
- ჯგუფი „ურსა“ – 30 303 ლარი
- „ღამის შოუ გიორგი გაბუნიასთან ერთად“ – 30 000 ლარი
- ჯგუფი „რეგიონი“ – 30 000 ლარი
- ნუცა ბუზალაძე და ბენდი – 25 510 ლარი
- „კახაბერი და ხანუმები“ – 25 510 ლარი
- ანსამბლი „ალილო“ – 19 132 ლარი
- დავით მაზანაშვილის ბენდი – 19 132 ლარი
- ანსამბლი „შვიდკაცა“ – 17 474 ლარი
- სულხან ჯაიანი/ბათუმური კვინტეტის მომსახურება – 15 306 ლარი
- ანსამბლი „ქართული ხმები“ – 15 306 ლარი
- ჯგუფი „რეზო და ბავშვები“ – 15 150 ლარი
- ჯგუფი „ფორტე“ – 12 755 ლარი
- ჯგუფი „ქუჩის ბიჭები“ – 10 101 ლარი
- ანსამბლი „თეატრალური კვარტეტი“ – 10 000 ლარი
- ბენდი „ტრიო გოგლაურა“ – 7 071 ლარი
- ჯგუფი „რერო“ – 6 060 ლარი
- ირაკლი ფაღავას ბენდი – 3 826 ლარი
- „ლა ფიესტა“ – 3 031 ლარი
- ბენდი TABEMONOMOUS – 3 031 ლარი
- ბენდი „ორიონი“ – 3 031 ლარი
- ბენდი G sound – 3 031 ლარი
- ბენდი „ასტეროიდი“ – 3 031 ლარი
- ბენდი moonlaight – 3 031 ლარი
- ბენდი 4 ap – 3 031 ლარი
- ბენდი bonadea – 3 031 ლარი
- ბერდია კუტუბიძე – 6 250 ლარი – წამყვანის მომსახურება
- ბექა დარჩიძე – 15 000 ლარი – საბავშვო აქტივობების მომსახურება
- ხვიჩა მაღლაკელიძე – 3 826 ლარი
- მორის მელაძე – 1 913 ლარი
- სოფიო ბედია – 3 826 ლარი
- ოთარ ნაკაშიძე – 2 551 ლარი
- თეიმურაზ თათარაშვილი – 3 826 ლარი
- ნელი სებისკვერაძე – 3 826 ლარი
- ნატო თურმანიძე – 1 275 ლარი
- ვაჟა ტუღუში – 2 551 ლარი
- ნუგზარ ერგემლიძე – 1 913 ლარი
- ნიკო ბერიძე – 1 913 ლარი
- სალომე ბაკურაძე – 3 826 ლარი
- ლუკა ჭანიშვილი – 2 551 ლარი
- გიორგი ნიკოლაძე – 3 826 ლარი
- არჩილ ნიჟარაძე – 3 826 ლარი
- დავით სირბილაძე – 3 826 ლარი
- მზია ფარტენაძე – 1 913 ლარი
- მანანა თოდაძე – 3 826 ლარი
- რუსუდან თავართქილაძე – 1 913 ლარი
- ირაკლი კორიფაძე – 1 275 ლარი
- თათია კობალაძე – 1 913 ლარი
- გიორგი ნაკაშიძე – 1 913 ლარი
- გვანცა ოსიყმაშვილი – 1 913 ლარი
- ნონა კორიფაძე – 1 275 ლარი
- თამთა ხუხუნაიშვილი – 1 913 ლარი
- ბაიარ შაჰინი – 2 551 ლარი
- ირაკლი გურგენიძე – 1 275 ლარი
- ნინი ქარსელაძე ჟორდანია – 3 826 ლარი
- მარიკა თხელიძე – 3 826 ლარი
- არჩილ გოგიტიძე – 3 188 ლარი
- ლუკა ზაქარიაძე – 1 275 ლარი
სხვა ხარჯები:
- შპს „კრეატივ ჯგუფი“ – 182 490 ლარი – საახალწლო ღონისძიებების ორგანიზება
- ინდირა პაქსაძე – 80 000 ლარი – ლედ მონიტორებით მომსახურება
- შპს „ალკაჯეო“ – 20 000 ლარი – ფეიერვერკების მიწოდება-ინსტალაცია-გაშვება
საახალწლო დღეებში ქალაქის გაფორმებისათვის საახალწლო მანათობელი კონსტრუქციებისა და სხვადასხვა მოწყობილობის მონტაჟის მომსახურება ბათუმის მერიამ 2024 წლის ნოემბერში შეისყიდა, რაშიც ქალაქის ბიუჯეტიდან ცალკე დაიხარჯა 1 მილიონ 799 ათას 850 ლარი.
ამ თემაზე: 2 მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯება ბათუმის ბიუჯეტიდან ახალი წლის აღსანიშნად
ბათუმში, ევროპის მოედანზე მიმდინარე კონცერტების პარალელურად, იქვე, ახლოს, საკონსტიტუციო სასამართლოსთან პროევროპული საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა.
საპროტესტო აქციები ბათუმში 2024 წლის 28 ოქტომბრიდან უწყვეტად იმართება – მთავარი მოთხოვნა ახალი არჩევნების დანიშვნა და „ქართული ოცნების“ რეჟიმის მიერ აქციებზე დაკავებული პირების გათავისუფლებაა.
4 იანვარს, ბათუმში, ევროპის მოედანზე, მერიის მიერ ორგანიზებულ საახალწლო კონცერტზე ნუცა ბუზალაძის გამოსვლისას საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პლაკატები მიიტანეს, რომელზეც საპროტესტო აქციების დროს ნაცემი და დაკავებული ადამიანები იყვნენ გამოსახული.
ვრცლად: „სირცხვილო!“ – პროტესტი და შეძახილები ბათუმში ნუცა ბუზალაძის საახალწლო გამოსვლის დროს
____________________
- რა ხდება?
ახალი არჩევნების მოთხოვნით მასშტაბური პროტესტი უწყვეტად მიმდინარეობს თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქებში.
2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგები ევროკავშირის წევრმა მხოლოდ ერთმა სახელმწიფომ, უნგრეთმა აღიარა. პარლამენტი კი საქართველოს კონსტიტუციის დარღვევით შეიკრიბა.
პროტესტი გამწვავდა 2024 წლის 28 ნოემბერს, მას შემდეგ, რაც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს 2028 წლის ბოლომდე აჩერებს.
28 ნოემბრიდან დღემდე ათასობით ადამიანი გამოდის საპროტესტო აქციებზე თბილისში, ბათუმსა და საქართველოს სხვა ქალაქებში. დაკავებულია და სასტიკად ნაცემია ასობით ადამიანი, მათ შორის, მედიის, სახელოვნებო სივრცის წარმომადგენლები. არაიდენტიფიცირებადი პირები ჯგუფურად თავს ესხმიან ქუჩებში მოქალაქეებსა და მედიის წარმომადგენლებს.
„ქართული ოცნება“ ამჯერად პროტესტის ჩახშობას საჯარო სამსახურებში ცდილობს. მას შემდეგ, რაც „ოცნების“ მიერ არჩეულმა პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა საჯარო სამსახურის შესახებ რეპრესიულ კანონმდებლობას მოაწერა ხელი, სამსახურებიდან იმ საჯარო მოხელეებს ათავისუფლებენ, რომლებმაც ევროპისკენ მიმავალი გზის ჩაკეტვა ღიად გააპროტესტეს.