გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 9 დეკემბრის 21 საათიდან 10 დეკემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:
- დღისით: 15 – 20 გრადუსი სითბო
- ღამით: 5 – 10 გრადუსი სითბო
მთიან რაიონებში:
- დღისით: 10 – 15 გრადუსი სითბო
- ღამით: 0 – 5 გრადუსი ყინვა
მაღალმთიან ზონაში
- დღისით: 0 – 5 გრადუსი სითბო
- ღამით: 2 – 7 გრადუსი ყინვა
სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 11 დეკემბერს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი, მომდევნო 2 დღეს, 12-13 დეკემბერს კი, წვიმა, მთაში თოვა.