ბათუმი,მთავარი,სიახლეები

„გაიფიცეთ“ – ბათუმში იუსტიციის სახლის საჯარო მოხელეებს გაფიცვისკენ მოუწოდეს

09.12.2024
„გაიფიცეთ“ – ბათუმში იუსტიციის სახლის საჯარო მოხელეებს გაფიცვისკენ მოუწოდეს

დღეს, 9 დეკემბერს, დილიდან საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა ბათუმის იუსტიციის სახლში, სადაც საჯარო მოხელეებს გაფიცვისკენ მოუწოდეს, თუმცა აქციის მონაწილეები ბათუმის იუსტიციის სახლიდან პოლიციამ იძულებით გამოიყვანა.

„პოლიცია იცავს რეჟიმს და არა ხალხს“ – ამბობენ აქციის მონაწილეები.

აქციის მონაწილეების თქმით, პროტესტი და მოწოდება გაფიცვისკენ ლეგიტიმურია, არ არის წინააღმდეგობაში კონსტიტუციასთან, თუმცა, ამის მიუხედავად, პოლიციამ, რომელთა უმრავლესობაც ნიღბით იყო, მათ არ მისცა იუსტიციის ფოიეში განცხადებების გაკეთების უფლება.

ამის შემდეგ მოქალაქეებმა და პოლიტიკური პარტიის წევრებმა საპროტესტო აქცია იუსტიციის სახლის შესასვლელთან გააგრძელეს.

„ყველგან უნდა მივიდეთ და ვუთხრათ საჯარო მოხელეებს, რომ თუ არ გაიფიცებიან, თანამონაწილე იქნებიან რუსული რეჟიმის“ – უთხრა „ბათუმელებს“ დათო ჯინჭარაძემ, აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

ნახეთ „ბათუმელების“ პირდაპირი ჩართვის ჩანაწერი აქციიდან: 

  • რა ხდება?

საქართველოში მასშტაბური პროტესტი, რომელმაც არა მარტო თბილისი, არამედ მთელი საქართველო მოიცვა, მას შემდეგ გამწვავდა, რაც 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილების შესახებ განაცხადა, რომ პროცესი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ 2028 წლის ბოლომდე ჩერდება.

28 ნოემბრიდან დღემდე ათასობით ადამიანი გამოდის საპროტესტო აქციებზე თბილისში, ბათუმსა და საქართველოს სხვა ქალაქებში. დაკავებულია და სასტიკად ნაცემი ასობით ადამიანი, მათ შორის, მედიის წარმომადგენლები, სახელოვნებო სივრცის წარმომადგენლები. არაიდენტიფიცირებადი პირები ჯგუფურად თავს ესხმიან ქუჩებში მოქალაქეებსა და მედიის წარმომადგენლებს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: