გონიო-კვარიათის სანაპიროს ჩაბეტონების პროცესი – ბათუმის მერიის ნებართვების შედეგი [ფოტო]

მაღლივი კარკასი მაღლივი კარკასის წინ, მაღლივი სასტუმროს  წინ კი მაღლივი სასტუმრო – ახალი შენობები გონიოსა და კვარიათის სანაპიროზე ორსართულიან საცხოვრებელ სახლებს და ერთმანეთს ეფარებიან. ამიტომ, ვინც მოასწრო და მშენებლობა სანაპიროს პრომინადის გასწვრივ დაიწყო, მიიჩნევს, რომ გაუმართლა, რადგან მისი შენობის ფანჯრები პირდაპირ პლაჟს უყურებს. ამ შენობების გვერდით კი ცარიელი ადგილები ბევრგან შემოღობილი და სამშენებლოდ მომზადებულია, ზოგან …

„ცაში გამოკიდებულები“ – ორი დამქირავებელი მუშებს სიცოცხლისთვის საშიშ პირობებში ამუშავებს [ვიდეო]

ბათუმში, ტბელ აბუსერიძის #5-ში, მიმდინარე მშენებლობის ვიდეო და ფოტოკადრები, სადაც ჩანს, რომ მშენებლობა ყოველგვარი დამცავი აღჭურვილობისა და ე.წ. შესაფუთი ბადის გარეშე მიმდინარეობს, მოქალაქემ გამოგვიგზავნა. კადრებში ჩანს, რომ ადამიანები 24-სართულიან კარკასზე დამცავი საშუალებისა და ჩაფხუტების გარეშე იმყოფებიან. „დააკვირდით ადამიანებს, ცაში არიან გამოკიდებული“, – მოგვწერა ვიდეოს ავტორმა. მშენებლობას ტბელ აბუსერიძის #5-ში შპს „ლამინი ჯგუფი“ აწარმოებს „DS გრუპის“ …

მოქალაქე ფოტოატელიეს და „სიცილის ოთახს“ ბათუმის ბულვარში ათწლიანი იჯარით ითხოვს

ბათუმის ბულვარში, ბამბუკის ხეივნის მიმდებარედ არსებულ ერთსართულიან შენობას, სადაც ახლა ფოტოატელიე და ძველი, საბჭოთა პერიოდის დანატოვარი – სიცილის ოთახია განთავსებული, ფოტოგრაფი ვასილ ოსეფაიშვილი ათწლიანი იჯარით ითხოვს. სანაცვლოდ კი ქონების მესაკუთრეს, ბათუმის მერიას, ამ ტერიტორიაზე ტურისტული ობიექტის მოწყობასა და წელიწადში 7000 ლარის გადახდას ჰპირდება. ბათუმის მერია თანახმაა 113 კვადრატული მეტრი  მიწის ნაკვეთი და მასზე დამაგრებული 89,43 …

„ბაბილონ თაუერი“, რომელიც არ აშენდა

რა ბედი ეწევა ბათუმის ბულვართან დაუსრულებელი „ბაბილონ თაურის“ მშენებლობას? – ამ კითხვაზე დაზუსტებული პასუხი ჯერ კიდევ არავის აქვს. ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის გვერდით, რუსთაველის ქუჩის #30-ში, უკვე სამ წელზე მეტია დაუსრულებელი შენობის კარკასი ერთსა და იმავე მდგომარეობაში ხვდება ქალაქში ჩამოსულ დამსვენებელს. ამ დრომდე არც მისი შეფუთვა უცდიათ. ინვესტორმა ახლახან კიდევ ერთხელ მიმართა მთავრობას თხოვნით, გაათავისუფლოს …

კონკურსი დიზაინერებისთვის მოჭადრაკეთა ეროვნული გუნდების ჩაცმულობაზე

2018 წლის საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტმა საქართველოს მოჭადრაკე ქალთა და ვაჟთა ოლიმპიური ნაკრები გუნდების სამოსის შექმნაზე კონკურსი გამოაცხადა. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც პროფესიონალ, ასევე დამწყებ დიზაინერებს. ესკიზები უნდა იყოს შექმნილი კონკრეტულად ამ კონკურსისთვის და კონკურსის დასრულებამდე არ უნდა განთავსდეს  ვებგვერდებსა თუ სოციალურ ქსელში; კონკურსანტმა უნდა წარადგინოს ქალ და ვაჟ მოჭადრაკეთა უნიფორმის მინიმუმ ორი ესკიზი. პირობების …

ბათუმის საკრებულოს დარბაზში რუსულ კომპანიას თავისი პროდუქტის რეკლამირების უფლება მისცეს

ბათუმის საკრებულოს ლუკა ასათიანის სხდომათა დარბაზში რუსული პროდუქტის პრეზენტაციის შესახებ ინფორმაცია ბათუმის წინა მოწვევის საკრებულოს წევრმა, თენგიზ აფხაზავამ სოციალურ ქსელში გაავრცელა. „ბათუმის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, აჭარის ექიმთა საზოგადოების თავმჯდომარის, რამაზ სურმანიძის ხელშეწყობით, ჩატარდა კონფერენცია თემაზე “ჯანმრთელი მომავალი”, რომელსაც უძღვებოდა ნატურალური ბიოპროდუქტების მწარმოებელი ბრენდი კორპორაცია “სიბირსკოე ზდოროვიეს” წარმომადგენელი ალლა პავლოვა და თბილისის ოფისის ხელმძღვანელი, კონსტანტინე სულამანიძე. …

ავარია ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე

ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე ავტომანქანა ელექტროგადამცემ ბოძს შეეჯახა. ადგილზე გამოიძახეს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა, თუმცა საავადმყოფოში არავინ გადაუყვანიათ. ავარიის შედეგად დაზიანებულია როგორც ავტომანქანა, ისე ელექტროგადამცემი ბოძი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე დაიწყო ადმინისტრაციული საქმისწარმოება.    

ბათუმში 15 წლის გოგოს მოპედი დაეჯახა

ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე, 15 წლის გოგოს მოპედი დაეჯახა. სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, მას მნიშვნელოვანი დაზიანებები არ მიუღია, თუმცა მაინც გადაიყვანეს ბავშვთა საავადმყოფოში. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

სულხან ევგენიძე თავისი ხელფასის ოდენობაზე: „არ გეტყვით“

ქობულეთის ყოფილმა გამგებელმა, სულხან ევგენიძემ, დასაქმებასთან დაკავშირებული სასურველი წინადადება ბათუმის მერისგან, ლაშა კომახიძისგან მიიღო. ის ექვსი თვის განმავლობაში ელოდა მმართველი პარტიისგან ამ წინადადებას. გასულ კვირას კი მერიის ა(ა)იპ საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ხელმძღვანელად დანიშნეს. 2017 წლის ოქტომბრის არჩევნებიდან გასულ კვირამდე სულხან ევგენიძე უმუშევარი იყო. ის გამგებლობის პერიოდში ამტკიცებდა, რომ პროფესიონალ საჯარო მოხელეებს კერძო სექტორი …

ინვესტორმა ვალდებულების ვერშესრულება აჭარის მთავრობას დააბრალა, მას 1 001 325 ლარი აპატიეს

საპატიო მიზეზების ჩამონათვალში, რომლებსაც ინვესტორები აჭარის მთავრობასთან ნაკისრი ვალდებულებების ვერშესრულების მიზეზად ასახელებენ, ერთ-ერთი მეტად გამორჩეულია: შპს „სტატოტელმა“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს კვლევით დასაბუთებული პრეტენზია წაუყენა. კომპანია ამტკიცებს, რომ მისი დაკვეთით  ჩატარებული კვლევის თანახმად, აჭარის მთავრობის მიერ „საპრივატიზებო პირობებით განსაზღვრული პროექტის საინვესტიციო უკუგების მაჩვენებლები საშუალო ინდუსტრიულ მაჩვენებლებთან შედარებით მნიშვნელოვნად დაბალია.“ „სტატოტელისთვის“ კვლევა, როგორც კომპანია წერს, …

მერია მუნიციპალური ავტობუსის ფერის შესარჩევად გამოკითხვას ვებგვერდზე გამოაქვეყნებს

ბათუმის მერიის ინფორმაციით, აგვისტოს შუა რიცხვებიდან ბათუმში 15 ერთეული ახალი მუნიციპალური ავტობუსი შემოვა. ამ ავტობუსების ფერის შესარჩევად კი მერია მოსახლეობის გამოკითხვას გეგმავს. მერიის პრესსამსახურის თქმით, სასურველი ფერის შესახებ ინფორმაციას მომწოდებელ კომპანიას მერიამ ერთ კვირაში უნდა მიაწოდოს: „ორშაბათს უკვე გამოვაქვეყნებთ გამოკითხვას ვებგვერდზე, სადაც მოქალაქეებს საკუთარი აზრის დაფიქსირების საშუალება მიეცემათ. გამოკითხვაში შეტანილი იქნება ყველა ძირითადი ფერი და …

აჭარის მთავრობა ახალი ადმინისტრაციული შენობის აშენებას გეგმავს

აჭარის მთავრობა ბათუმში, მამია კომახიძის ქუჩის #119-ში, ახალი ადმინისტრაციული შენობის მშენებლობას გეგმავს. შესაბამისი საპროექტო სახართააღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის ღირებულება 466 100 ლარია. ჯერჯერობით უცნობია, რამდენი დაიხარჯება აჭარის ბიუჯეტიდან შენობის ასაშენებლად. კომახიძის #119-ში ამ დროისთვის აჭარის მთავრობის საკუთრებაში არსებული ოთხსართულიანი შენობა მდებარეობს, სადაც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის, ჯანდაცვისა და …

სათევზაოდ წასული ჯგუფის ანკესი ელექტროსადენს გამოედო – დამწვრობა მიიღო სამმა პირმა

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ინფორმაციით, ბათუმში თევზაობისას მომხდარი აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. სასწრაფოს ინფორმაციით, ისინი „ბავშვთა საავადმყოფოს“ მიმდებარედ, ჰელიმიშის ქუჩაზე თევზაობდნენ: „დაახლოებით ორი 15 წლის მოზარდი და სამოც წლამდე ასაკის კაცი თევზაობდნენ. მათი ანკესი რაღაცას გამოედო, რომელიც აფეთქდა.“ შს სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ანკესი ელექტროსადენებს გამოედო და დამწვრობა სამივე პირმა სწორედ ამიტომ მიიღო. აფეთქების შედეგად სამივე …

აგრარული პროდუქტის გამოფენა- გაყიდვა ბათუმში

ამ წუთებში ბათუმში, ევროპის მოედანზე აგრარული პროდუქტის გამოფენა-გაყიდვა იმართება. გამოფენის ორგანიზატორი სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვისის ცენტრია, გამოფენის მიზანი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის პოპულარიზაციაა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით პროგრამის ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის გამოფენა-გაყიდვა წლის განმავლობაში თოთხმეტჯერ გაიმართება.  გამოფენაში აგრიოსასურსათო სექტორის მიმართულებით მომუშავე ოცდაათი კომპანია მონაწილეობს.  

ბათუმის მერია სამარშრუტო ტაქსებისა და ავტობუსების მოძრაობის სქემას ცვლის

ბათუმის მერია მუნიციპალური ტრანსპორტისა და სამარშრუტო ტაქსების გადაადგილების სქემის შეცვლას გეგმავს. ახალი სქემა მერიამ უკვე მოამზადა და საკრებულოს განსახილველად გადაუგზავნა. მერიაში მიიჩნევენ, რომ ახალი სქემა მოქალაქეზე მორგებული და კომფორტული იქნება. ახალი სქემის დამტკიცების შემდეგ მერია ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობ­რი­ვი  სამგზავრო გადაყვანის [M2 და M3 კატეგორიის ავტოსატ­რანს­პორტო საშუალებებით] ნებართვის მაძიებელთათვის კონკურსის გამოცხადებას გეგმავს. ახალი სქემა საკრებულომ …

ბათუმის მერია ეშმაკის ბორბალს აუქციონზე 160 000 ლარად გაიტანს

ბათუმის მერია  პანორამულ ბორბალს [ე.წ. ეშმაკის ბორბალი ] ელექტრონულ აუქციონზე საიჯარო წესით გასასხვისებლად გაიტანს. ქონების საწყის ფასად 160 000 ლარი განსაზღვრეს, ამ თანხაში შედის მიწის ნაკვეთის საიჯარო ქირა – 35 500 ლარი და პანორამული ბორბალის საიჯარო ქირა – 125 500 ლარი. ამ დრომდე პანორამული ბორბალი „ბათუმის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტო“-ს უზურფრუქტით  ჰქონდა გადაცემული.  ბათუმის მერის …

ბათუმის პლაჟი დღეს [ფოტო]

დღეს დილიდან ბათუმში ზღვის სანაპიროზე ხალხმრავლობაა, ვინც იბანავა ახლა მზეზე ირუჯება, ზოგი კი ბანაობას ახლა აპირებს. მათთვის კი ვისთვისაც წყალი ჯერ საკმარისად არ გამთბარა, ზღვის სანაპირო წიგნის წასაკითხად და დასასვენებლად საუკეთესო ადგილია. meteo.gov.ge-ის მონაცემებით დღეს, 19 მაისს, ჰაერის ტემპერატურა +25 გრადუსია, ზღვის წყალი კი 18 გრადუსამდე გათბა. აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის დირექტორის რუსუდან დიასამიძის განმარტებით ზღვაზე …

ბათუმის მერია პარკირების წესების გამკაცრებას ითხოვს

ბათუმის მერია პარკირების ნორმების დადგენისა და ადგილების განსაზღვრის წესში ცვლილებას ითხოვს. დადგენილების პროექტით, საკრებულოს მერიის ქონებისა და სერვისების მართვის სამსახურის უფროსმა, გოგა ლომაძემ მიმართა. ცვლილების მიხედვით, ბათუმში აიკრძალება პარკირების საერთო ადგილების გამოყენება: გარე ვაჭრობისთვის, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გაქირავებისა და ნებისმიერი სახით რეკლამის გავრცელებისათვის. პარკირების წესების დარღვევად არ ჩაითვლება შემთხვევები, როცა პარკირების ადგილების გამოყენება მერიასთან შეთანხმებით ხდება …

ქობულეთის ყოფილი გამგებელი სულხან ევგენიძე ბათუმის მერიაში დასაქმდა

ბათუმის მერიის ა(ა)იპ „საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს“ ქობულეთის ყოფილი გამგებელი სულხან ევგენიძე უხელმძღვანელებს. ახალი მენეჯერი ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ თანამშრომლებს დღეს წარუდგინა. სულხან ევგენიძე პროფესიით იურისტია. ის სხვადასხვა დროს მუშაობდა შპს „ენერგოკომპანიის ქობულეთის ფილიალსა” და „ენერგო-პრო ჯორჯიაში”. 2014 წელს სულხან ევგენიძე აჭარის შსს მთავარი სამმართველოს საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის განყოფილების უფროსის, ხოლო 2014-2017 წლებში ქობულეთის მუნიციპალიტეტის …

პატარაძის მეგობრის კომპანია კურორტ „გოდერძიზე“ ხელოვნურ ტბას მოაწყობს

შპს „გთმ გრუპმა“ აჭარის მთავრობას კურორტ გოდერძისთან დაკავშირებული ერთ-ერთი სახელშეკრულებო ვალდებულების ჩანაცვლება შესთავაზა. კომპანიამ 450000-ლარიანი საბანკო გარანტიის წარდგენის სანაცვლოდ კურორტზე ხელოვნური ტბის მოწყობის ვალდებულება აიღო. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თანხმობის ბრძანებას 2018 წლის 15 მარტს მოაწერა ხელი. ხელოვნური ტბის მოწყობას „გოდერძიზე“ კურორტის განაშენიანების გეგმა ითვალისწინებს. ამ ტბის მიმდებარედ იგეგმება ასევე კოტეჯების მშენებლობა და ტერიტორიის კეთილმოწყობა. მთავრობის …

ბათუმის მერია ტურისტულ სეზონამდე წერეთლის ქუჩიდან გარემოვაჭრეების გადაყვანას გეგმავს

იმ საკითხების  ჩამონათვალში, რომელთა გადაწყვეტაც  ბათუმის მერიის სამსახურებმა ტურისტული სეზონის დაწყებამდე უნდა მოასწრონ, წერეთლის ქუჩის გარემოვაჭრეებისგან გათავისუფლებაც შედის. ამის შესახებ მერმა, ლაშა კომახიძემ, სამსახურების უფროსებთან საგანგებო თათბირზე ისაუბრა. მერიაში მიიჩნევენ, რომ გარდა იმისა, უნებართვო გარევაჭრობა ქალაქის იერსახეს აუშნოებს და ქმნის ანტისანიტარიის კერებს, ასევე დისკომფორტს უქმნის ადგილობრივ მოსახლეობას, აფერხებს სკოლასა და საბავშვო ბაღთან მისასვლელ გზაზე გადაადგილებას. …

45 მეტრი სიმაღლის შენობა კვარიათის პლაჟზე – ნებართვა გაცემულია

შპს „ტმი“ კვარიათის პლაჟზე თორმეტსართულიან შენობას აშენებს. ბათუმის მერიის ინფორმაციით, შენობაში სასტუმროს ტიპის აპარტამენტებს განათავსებენ. პლაჟზე მაღლივი სახლების მშენებლობას ეწინააღმდეგებიან ადგილობრივები, რომლებიც ყოველწლიურად, საზღვაო სეზონზე, საკუთარ სახლებში იღებენ დამსვენებლებს. იგივე მოსაზრებები აქვთ იმ კაფე-რესტორნებისა და ბუნგალოების მფლობელებს, რომლებმაც პლაჟთან ახლოს ტურისტული ობიექტების მოსაწყობად მხოლოდ მსუბუქი კონსტრუქცია გამართეს. შენობა 45-მეტრი სიმაღლის იქნება. მერიის ინფორმაციით, მშენებლობის ნებართვა …

მოქალაქე კორპუსის ეზოში მუსიკალურ სტუდიას უნებართვოდ აშენებს

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, #27-ში, მრავალბინიანი კორპუსის ეზოში, მოქალაქე უკანონოდ აშენებს. შესაბამისად, მშენებლობის ადგილზე არ არის გამოკრული საინფორმაციო დაფა. მრავალბინიან კორპუსში მცხოვრებლების ინფორმაციით, მშენებლობას აქვე მცხოვრები კახა ბენდელიანი აწარმოებს. კახა ბენდელიანმა სატელეფონო საუბარში გვითხრა, რომ მუსიკოსია და ეზოში მუსიკალურ სტუდიას იშენებს. მან ჯერ გვითხრა, რომ მშენებლობა მერიასთან შეთანხმებული ჰქონდა. თუმცა შესაბამისი სანებართვო დოკუმენტის შესახებ კითხვამ …

მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის გრაფიკი ტურისტულ სეზონზე შეიცვლება

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ტურისტული სეზონის დაწყებისთანავე მუნიციპალური ტრანსპორტი ღამის პირველ საათამდე იმუშავებს. გარდა ამისა, ე.წ. ვერცხლისფერ ავტობუსებში მოაწესრიგებენ და ჩართავენ კონდიციონერებს. ყვითელ ავტობუსებში კი, კონდიციონერები საერთოდ არ არის. „ამას ვერაფერს ვუშველით. სამაგიეროდ ახალი ავტობუსები რომ შემოვა, ყველას ექნება კონდიციონერი,“ – ამბობს ბესო დათიაშვილი, „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ მარკეტინგის სამსახურის უფროსი.

„ჰავანა“-ს ქობულეთში ორმილიონიან ინვესტიციაზე უარი უთხრეს – კონკურენცია თუ პირადი ინტერესი

შპს „ჰავანას“უკვე არსებული ბიზნესის გასაფართოებლად საიჯარო ხელშეკრულების გაგრძელებასა და მის მფლობელობაში არსებული ტერიტორიის 15000 კვადრატული მეტრით გაზრდაზე უარი უთხრეს. ის 2-მილიონიანი ინვესტიციის განხორციელებას გეგმავდა ქობულეთში. უარის მიზეზად ნაკვეთის მიმართ მაღალი კონკურენცია და მოსახლეობის ინტერესი დაასახელეს: „ზღვაზე გასავლელი ჩაიკეტება“. კომპანიის მეპატრონე კი ხელისუფლებასთან დაახლოებული პირების დაინტერესებაზე საუბრობს და ამბობს, რომ კონკურენციას ხელოვნურად ქმნიან. რესტორანი „ჰავანა“ ტურისტულ …

შპს „სტადიონის“ დირექტორად ზურაბ ჭურკვეიძე დანიშნეს

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, რამაზ ბოლქვაძემ, შპს „სტადიონის“ დირექტორის,  სულხან ხალვაშის განცხადება გადადგომაზე დააკმაყოფილა და  შპს „სტადიონის“ დირექტორად კურორტ გოდერძის უკვე ყოფილი ხელმძღვანელი ზურაბ ჭურკვეიძე დანიშნა. შესაბამისი დოკუმენტები ცვლილებასთან დაკავშირებით ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ საჯარო რეესტრში  დღეს, 14 მაისს, წარადგინა. ზურაბ ჭურკვეიძე კურორტ „გოდერძის“ [ Goderdzi Resorts ] დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნამდე აჭარის ფინანსთა და …

ბათუმში, მე-8 სართულზე მდებარე ბინაში ხანძარი გაჩნდა

თვითმხილველის ინფრომაციით ბათუმში ტბელ აბუსერისძის ქუჩაზე მაღლივ კორპუსში ბინა იწვის. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურები და პოლიცია. ინფორმაციას სახანძრო-სამაშველო სამსახურში ადასტურებენ. ბათუმის სასწრაფო-სამედიცინო სამსახურში განაცხადეს, რომ ამ დრისთვის აბუსერისძის ქუჩიდან გამოძახება არ დაფიქსირებულა. სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი VOX-ის მოპირდაპირედ მდებარე კორპუსის მე-8 სართულზე, ბინაში, სავარაუდოდ სამშენებლო ნარჩენებს გაუჩნდა და ცეცხლი ამ დროისთვის ლოკალიზებულია. შემთხვევის დროს არავინ …

კიდევ ერთ ზღვისპირა ქალაქში – ქობულეთში, სახლების ფანჯრებიდან ზღვა აღარ გამოჩნდება

ქობულეთი იერსახეს იცვლის მიმდინარე მშენებლობების მიხედვით, კიდევ ერთი ზღვის ქალაქი საქართველოში – ქობულეთი იერსახეს იცვლის, აქ დაბალ, ორსართულიან სახლებს ანგრევენ და მაღლივი კორპუსების მშენებლობას იწყებენ. ცენტრალურ ქუჩებში მდებარე ორსართულიანი სახლების აივნებიდან ისე აღარ ჩანს ზღვა, როგორც ადრე ჩანდა, ზოგიერთი აივნიდან კი ზღვას საერთოდ ვეღარ დაინახავ, – ზღვის ხედი ახალაშენებულმა ბეტონის კედლებმა გადაფარა. განსაკუთრებული სამშენებლო ბუმი …

ქობულეთის საკრებულოს გადაწყვეტილებით პლაჟთან მდებარე ნაკვეთს აუქციონზე არ გაიტანენ

ქობულეთის საკრებულომ დღეს, 10 მაისს, უარი თქვა პლაჟთან მდებარე იმ ნაკვეთის აუქციონზე გატანაზე, რომელსაც შპს „ჰავანა“ ითხოვდა. საკრებულომ უარი თქვა იმ მოტივით, რომ იკეტება ზღვაზე გადასასვლელი. ქობულეთის მერის, მირიან ქათამაძის მიერ საკრებულოს თავმჯდომარისთვის გაგზავნილი წერილის მიხედვით, მერია საკრებულოს ამ ქონების გადაცემას ორი წლის ვადით, იჯარის წესით, გასასხვისებლად ითხოვდა. მერის მიმართვაში ასევე ნათქვამი იყო დაინტერესებული პირის …

მოდი, შევრიგდეთ – ქობულეთის საკრებულოს თვამჯდომარე ენმ-ის წევრების ცემაზე

ქობულეთის საკრებულოს წევრები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ბონდო თედორაძისა და ბათუმის საკრებულოს წევრის ნოდარ დუმბაძის ცემის შეფასებას ითხოვენ. დაპირისპირება 30 აპრილს ბიძინა ივანიშვილისთვის ციხისძირიდან ქაფურის ხეების გადატანის გაპროტესტებას მოჰყვა. ისინი ასევე ითხოვენ, რომ საკრებულოს თავმჯდომარემ მიმართოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და დროული გამოძიება მოსთხოვოს. ბონდო თედორაძე ამბობს, რომ მას ფიზიკურად შეეხო და ცხვირი გაუტეხა კოლეგამ „ოცნებიდან“ ვაჟა …

80 ოჯახს აჭარის მთავრობა თვითნებურად დაკავებულ ფართობებსა და შენობებს უკანონებს [სია]

80 ოჯახი, რომლებიც თვითნებურად დაკავებულ მიწის ფართობს ან შენობას ფლობენ და ამ შენობაში ცხოვრობენ, ამავე ქონებას საკუთრებაში მიიღებენ. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ, ეს ქონება პირდაპირი განკარგვის მიზნით, მოსარგებლეებზე გადასაცემად, მუნიციპალიტეტებს მოსთხოვა. ეს საკითხი ბათუმის საზღვრებში არსებულ ნაკვეთებსა და ფართობებთან მიმართებაში ბათუმის საკრებულომ უკვე განიხილა და მხარი დაუჭირა. ამჯერად აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ქობულეთის საკრებულოს მერიას …

ბლექ სი არენაზე დაგეგმილი კონცერტის გამო „ქობულეთობის“ გადადებას ითხოვენ

„ქობულეთობის“ გადადებისა და, შესაბამისად, უკვე დაგეგმილი კულტურული ღონისძიებების გრაფიკში ცვლილების შეტანის ინიციატივით ქობულეთის მერს, მირიან ქათამაძეს  განათლების, კულტურის, სპორტისა და გენდერული თანასწორობის სამსახურის ხელმძღვანელმა მიმართა. ამის მიზეზად ნათია ნიჟარაძემ „ბლექ სი არენაზე“ დაგეგმილი კონცერტი დაასახელა. გარდა ამისა, მან დღესასწაულის დასახელების შეცვლაც მოითხოვა. „ქობულეთობა“ სეზონის გახსნა შეიცვალოს „ზაფხულის ფესტივალი ქობულეთობა 2018“-ით. ვინაიდან, აღნიშნული ღონისძიება დაგეგმილი იყო …

კვადრატული მეტრი 110 ლარად – ქობულეთის მერია ზღვასთან ტერიტორიების გასხვისებას გეგმავს

შპს „ჰავანა“ ქობულეთის მერიისგან აღმაშენებლის გამზირის #279/285-ის მიმდებარედ 1500 კვადრატულ მეტრ მიწის ფართობს მასზე მსუბუქი შენობა-ნაგებობის განთავსებისა და ტურისტულ გასართობი კომპლექსის მოწყობის მიზნით ითხოვს. როგორც ქობულეთის მერისთვის გაგზავნილ წერილშია ნათქვამი, კომპანია ამ ადგილზე კლუბის, კაფეს, რესტორნის, საბილიარდოს, ღია აუზის, სატრენაჟორო დარბაზისა და ბავშვთა გასართობი კუთხის მოწყობას გეგმავს. კომპანია ამ ნაკვეთის გასწვრივ, იჯარის წესით, ითხოვს ასევე …

ქობულეთის მერია ზღვასთან ახლოს ნაკვეთის გაყიდვას გეგმავს, მსურველი ცნობილია

ქობულეთის მერია რუთაველის ქუჩაზე, #264-ის მიმდებარედ, ზღვასთან ახლოს, 1100 კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთს აუქციონზე გაიტანს, რომელსაც, სავარაუდოდ, გიორგი ბაჟუნაიშვილი იყიდის. ის ამ ნაკვეთზე საოჯახო სასტუმროს მშენებლობას გეგმავს. მერიამ ნაკვეთის აუქციონზე გატანა სწორედ გიორგი ბაჟუნაიშვილის თხოვნით გადაწყვიტა: განკარგულების პროექტს, რომელიც მერიამ საკრებულოს გადაუგზავნა, თან ახლავს მისი განცხადება, სადაც გიორგი ბაჟუნაიშვილი მერიას ნაკვეთის აუქციონზე გატანას სთხოვს. განცხადებას …

ავარია ბათუმში – მსუბუქად დაშავდა ხუთი წლის ბავშვი

დღეს, 7 მაისს, ბათუმში, ლერმონტოვისა და გორგილაძის ქუჩების კვეთაში ორი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს. ავტოავარიის დროს მსუბუქად დაშავდა ხუთი წლის ბავშვი, რომელიც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანით ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანეს. ახალგაზრდა ქალი კი, რომელსაც, სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, ასევე მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდა, ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის …

სულხან ხალვაში შპს სტადიონის დირექტორის თანამდებობას ტოვებს

ინფორმაცია, რომ შპს „სტადიონის“ დირექტორი სულხან ხალვაში თანამდებობას ტოვებს და სამუშაოდ კერძო სექტორში გადადის, „ბათუმელებს“ აჭარის მთავრობაში დაუდასტურეს. მთავრობის ინფორმაციით, მას კერძო სექტორიდან კარგი შეთავაზება აქვს, ამიტომაც მიიღო თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილება. ამ თანამდებობაზე დანიშვნამდე სულხან ხალვაში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, შპს „სტადიონის“ ახალ დირექტორად კურორტ „გოდერძის“ დირექტორის, ზურაბ ჭურკვეიძის …

Exit mobile version