ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, ორი პირი, რომლებსაც ავტომანქანა დაეჯახა, საავადმყოფოში დღეს, 7 მაისს, დაახლოებით ერთი საათის წინ გადაიყვანეს. ერთი ბავშვთა საავადმყოფოში მკურნალობს, ხოლო მეორე ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსეს. სასწრაფო დახმარების ინფორმაციით, ქვეითები მსუბუქად დაშავდნენ და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი …
Author Archives: ცაგო კახაბერიძე
მთავრობა „ოცნების ქალაქში“ სავარაუდოდ მაღლივი კორპუსების მშენებლობის საკითხს განიხილავს
მთავრობა არც უარყოფს და არც ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ეგრეთ წოდებულ ოცნების ქალაქში, ყოფილი სამხედრო ბატალიონის ტერიტორიაზე, სადაც მიტოვებულ შენობებში უკვე წლებია უსახლკარო ოჯახები ცხოვრობენ, მაღლივი კორპუსების მშენებლობა განიხილება. მთავრობაში გვიპასუხეს, რომ „ოცნების ქალაქის“ განვითარებასა და იქ მცხოვრები ადამიანების საცხოვრებელი ადგილით უზრუნველყოფის საკითხზე მთავრობაში სამუშაო ჯგუფი სხვადასხვა ვერსია განიხილავს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ერთ-ერთ ვერსიად განიხილება …
ლაშა კომახიძემ ბათუმის მერიის ორ სამსახურში ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
ბათუმის მერიის მუნიციპალური სერვისების სააგენტოს ჯუმბერ კობალაძე უხელმძღვანელებს. ჯუმბერ კობალაძე 2010-2014 წლების მოწვევის ბათუმის საკრებულოს წევრი იყო. 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე კი ჯუმბერ კობალაძე „ქართული ოცნების“ პროპორციულ სიაში მეათე ნომერი იყო, თუმცა საკრებულოში შესვლა ვერ შეძლო. ბათუმის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალური სერვისების სააგენტო ზედამხედველობას გაუწევს სერივისცენტრებს, რომელთა შექმნასაც მერია ტერიტორიულ ორგანოებში გეგმავს და ასევე, მშენებლობაზე ზედამხედველობის …
Continue reading “ლაშა კომახიძემ ბათუმის მერიის ორ სამსახურში ახალი ხელმძღვანელი დანიშნა”
მერიის აუქციონი: მიწის ნაკვეთი მილიონად და სამსართულიანი სახლის აშენების პირობით
ბათუმის მერია ბაგრატიონის #127-ში 5429 კვ/მ მიწის ნაკვეთს 1 მილიონ 47 ათას 700 ლარად და პირობით ყიდის. პირობა ახვლედიანის ქუჩაზე ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად დანგრეული საცხოვრებელი სახლის ცხრა მესაკუთრისთვის იმავე ტერიტორიაზე სამსართულიანი სახლის უსასყიდლოდ მშენებლობას ითვალისწინებს. აუქციონის პირობების თანახმად, გამარჯვებულმა მშენებლობის დაწყება ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვის, დასრულება კი – 18 თვის ვადაში უნდა უზრუნველყოს. …
Continue reading “მერიის აუქციონი: მიწის ნაკვეთი მილიონად და სამსართულიანი სახლის აშენების პირობით”
ძეგლის სტატუსის მისანიჭებლად წარდგენილი ერთსართულიანი სახლი მშენებელმა დაანგრია
ბათუმში, ჰაიდარ აბაშიძისა და ფალიაშვილის ქუჩების კვეთაში მდებარე ერთსართულიანი ისტორიული სახლი, რომელიც აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ძეგლის სტატუსის მისანიჭებლად ეროვნულ სააგენტოში ჰქონდა წარდგენილი, მშენებელმა დაანგრია. ადგილობრივების თქმით, მათ შპს „ ძმების სახლი“ გაურიგდა: „კომპანიამ ამ ადგილის დათმობის სანაცვლოდ შემოგვთავაზა ოროთახიანი ბინები გუდიაშვილის ქუჩაზე და დავთანხმდით, რადგან სახლი ძველია, ერთ ეზოში ბევრნი ვცხოვრობდით და ვიწროდ ვიყავით“. …
Continue reading “ძეგლის სტატუსის მისანიჭებლად წარდგენილი ერთსართულიანი სახლი მშენებელმა დაანგრია”
რატომ მუშაობენ აჭარა TV-ში „კახეთიდან და ჩხოროწყუდან“ – კიდევ რა ჰკითხეს ბორდს უმაღლეს საბჭოში
„ამბობენ, რომ ბორდი აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის ნათია კაპანაძის გავლენის ქვეშაა“ – ეს ბრალდება უმაღლეს საბჭოში დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ბორდის წევრების მოსმენისას გარკვეულმა ჯგუფებმა გაახმოვანეს. ამ ჯგუფმა ისაუბრა იმაზეც, რომ ტელევიზიაში ლიბერალური აზრები დომინირებს. ერთ-ერთი პირი იმითაც კი დაინტერესდა, რატომ მუშაობენ ადამიანები საზოგადოებრივ მაუწყებელში კახეთიდან და ჩხოროწყუდან და რატომ არ დაასაქმა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა …
ბათუმში ყოფილი „უნივერსამის“ შენობა შესაძლოა დაანგრიონ
შპს „DS Group“-ი ბათუმში, პუშკინის #132-ში, სადაც სავაჭრო ცენტრი „მოსკოვი“ [ყოფილი „უნივერსამი“] და სარიტუალო დარბაზი „ოდიშია“ განთავსებული, ახალი მრავალფუნქციური ობიექტის მშენებლობას გეგმავს. სავაჭრო ცენტრში დასაქმებულების ინფორმაციით, ისინი ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე, #5ა-ში, ამავე კომპანიის მიერ აშენებულ მრავალფუნქციური სახლის პირველ ორ სართულზე აპირებენ გადასვლას. „იქ გაიხსნება დიდი სავაჭრო ცენტრი, რომელიც იქნება კეთილმოწყობილი, თანაც ბევრად ცენტრალურ ადგილზე ვიქნებით, …
Continue reading “ბათუმში ყოფილი „უნივერსამის“ შენობა შესაძლოა დაანგრიონ”
საკრებულომ ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანიას მწვანე კონცხის განაშენიანების გეგმა დაუმტკიცა
დღეს ბათუმის საკრებულომ მწვანე კონცხის ნაწილის განაშენიანების რეგულირების გეგმა ისე დაამტკიცა, საკრებულოს არც ერთ წევრს კითხვა არ დაუსვამს. მათ მხოლოდ ის დააზუსტეს, რომ საკითხი ეხებოდა მწვანე კონცხის ტერიტორიას და ამ ტერიტორიაზე ჯერ კიდევ იდგა რამდენიმე კულტურული მემკვიდრეობის „ძეგლის ნანგრევი“. ამაზე მათ საკრებულოს თავმჯდომარემ განუმარტა, რომ „არსებული იერსახის შენარჩუნება“ მოთხოვნებში იყო ჩადებული. „აჭარის კურორტების“ საკუთრებაში არსებული …
ბათუმის საკრებულოს ოპოზიცია: მერი მოგვენატრა
დღეს, 20 აპრილს, ბათუმის საკრებულოს სხდომაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ქალაქის მერის, ლაშა კომახიძის დასწრებას მოითხოვდნენ. „მერი მოგვენატრა“ – განაცხადა ოპოზიციამ და შესვენების გამოცხადება და ლაშა კომახიძის სხდომაზე დასწრება ითხოვა. ბათუმის საკრებულოს ოპოზიციის განცხადებით, მათ ლაშა კომახიძესთან ბიუჯეტთან დაკავშირებული კითხვები აქვთ, რადგან საკრებულოზე საკითხის მომხსენებელი არჩილ ვანაძე პოლიტიკოსი არ არის და პოლიტიკურ კითხვებს ვერ უპასუხებს. …
Continue reading “ბათუმის საკრებულოს ოპოზიცია: მერი მოგვენატრა”
ზურაბ პატარაძე „ბათომს“: „არ ინერვიულონ, შეირჩევა პროფესიონალი“
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ, დღეს ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ წაბლანაში დაგეგმილ ხსოვნის ღონიძიებაზე მედიასთან ორგანიზაცია „ბათომის“ მიმართვას უპასუხა. „ბათომმა“ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს მოუწოდა, არ შეარჩიოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს თავმჯდომარეობის კანდიდატი კონსულტაციების გარეშე. ეს თანამდებობა ვაკანტური 17 აპრილს, მას შემდეგ გახდა, რაც ზურაბ პატარაძემ გათავისუფლების თაობაზე ყოფილი ხელმძღვანელის [მოვალეობის შემსრულებლის] განცხადება გადადგომის თაობაზე დააკმაყოფილა. ზურაბ პატარაძის …
Continue reading “ზურაბ პატარაძე „ბათომს“: „არ ინერვიულონ, შეირჩევა პროფესიონალი“”
აჭარის მთავრობა ზღვისპირას მიწის ნაკვეთებს ყიდის
აჭარის მთავრობა დაბა ჩაქვში, ზღვასთან ახლოს, 363 კვადრატულ მეტრ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთს უპირობო აუქციონის წესით ყიდის. ქონების საწყისი ფასი 21 000 ლარია, ვაჭრობის ბიჯი კი – 500 ლარი. მთავრობის ინფორმაციით, საუკეთესო წინადადებად ჩაითვლება გასაყიდი ფასის დასახელება, რომელიც უნდა აღემატებოდეს გამოცხადებულ საწყის საპრივატიზებო საფასურს, არანაკლებ ერთი ბიჯის ოდენობით. სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ფოტოების მიხედვით, გასაყიდ ფართობზე ჩაქვში, …
Continue reading “აჭარის მთავრობა ზღვისპირას მიწის ნაკვეთებს ყიდის”
ბათუმის მერი: უკანონო მშენებლობის „გაპრავება“ აღარ მოხდება
უკანონოდ აშენება-მიშენების ფაქტები ბათუმში ისევ ხშირია. ასეთი მშენებლობები მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გაფრთხილებისა და დაჯარიმების მიუხედავად მაინც გრძელდება. ბათუმში ამ დრომდე არსებული პრაქტიკით კანონდამრღვევი მოქალაქეები და სამშენებლო კომპანიებიც იმედოვნებენ, რომ უკანონოდ აშენებულ ფართობებს მერია მოგვიანებით დააკანონებს. მსგავსი ფართობების დაკანონების შესაძლებლობას კანონმდებლობა მერიას აძლევს, შესაბამისი პროექტის წარდგენის შემთხვევაში. ბათუმის მერი, ლაშა კომახიძე არ უარყოფს, რომ პრობლემა …
Continue reading “ბათუმის მერი: უკანონო მშენებლობის „გაპრავება“ აღარ მოხდება”
ბათუმის მერი არქიტექტურის სამსახურის უფროსს კონკურსით შეარჩევს
ბათუმის მერის ლაშა კომახიძის ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში მერია 18 ვაკანსიაზე კონკურსს გამოაცხადებს. მისივე ინფორმაციით, ეს გარკვეულწილად შეეხება ყველა სამსახურს „სხვადასხვა რაოდებობებით“, მათ შორის მერმა დაასახელა არქიტექტურის სამსახურიც. ამ სამსახურის მიმართ მაღალი საზოადოებრივი ინტერესი არსებობს – ქალაქში მიმდინარე ქაოტური მშენებლობები ერთ-ერთი მწვავე კრიტიკის საგანია. ამ დროისთვის არქიტექტურის სამსახურის უფროსის მოვალეობას არქიტექტურის სამსახურის ყოფილი უფროსის მოადგილე მირიან …
Continue reading “ბათუმის მერი არქიტექტურის სამსახურის უფროსს კონკურსით შეარჩევს”
ბათუმის მერია ინდუსტრიული საწარმოო ბიზნესცენტრის შექმნას გეგმავს
ბათუმის მერის ლაშა კომახიძის ინფორმაციით, მერია ინდუსტრიული საწარმოო ბიზნესცენტრის შექმნას გეგმავს. მისივე განმარტებით, ეს იმ პროგრამის ნაწილია, რომლის განხორციელებასაც მერია ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის მიზნით გეგმავს: „ბიზნესის განვითარების ხელშეწყობაში ჩვენ ვგულისხმობთ ძალიან კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას, ეს არის მეწარმეობისა და ინოვაციების სტიმულირება საერთაშორისო ბიზნესცენტრის შექმნის ხელშეწყობა და ადგილობრივი განვითარების ფორუმების ორგანიზება.“ მერის ინფორმაციით, ბიზნესცენტრისთვის აჭარის მთავრობამ გონიოს …
Continue reading “ბათუმის მერია ინდუსტრიული საწარმოო ბიზნესცენტრის შექმნას გეგმავს”
„წინა ხელისუფლებაში რატომღაც არ შუქდებოდა ასე“ – დეპუტატი აჭარა TV-ში კრიმინალის გაშუქებაზე
აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრს „ქართული“ ოცნებიდან, ირაკლი ჭეიშვილს აჭარის ტელევიზიაში გასულმა სიუჟეტმა ბათუმში მანქანის გაქურდვის შესახებ, ეჭვები გაუჩინა. დეპუტატმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ამ ამბავს შეიძლება „პოლიტიკური ქვეტექსტი“ ჰქონდეს. რა პოლიტიკური ქვეტექსტი შეიძლება ჰქონდეს კრიმინალის გაშუქებას? – ამაზე „ბათუმელებმა“ ირაკლი ჭეიშვილს ჰკითხა. ბატონო ირაკლი, თქვენ წერდით, რომ მანქანის „ფარების“ მოპარვის ფაქტზე აჭარის ტელევიზიის მიერ მომზადებულ, …
ანგისის ქუჩაზე აღსრულების ბიურო, პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადაა მობილიზებული
ოჯახის გამოსახლების მიზნით ანგისის N4-ში დღეს აღრულების ბიურო მივიდა. მათ ადგილზე ოჯახის ახლობლები დახვდათ მობილიზებული, სახლი კი ბოქლომით იყო დაკეტილი. ორგანიზაცია „ჩვენი უფლებებისათვის“ ხელმძღვანელის, თამაზ ბაკურიძის ინფორმაციით, ადგილი ჰქონდა დაპირისპირებას, რა დროსაც ოჯახის წევრი ცუდად გახდა და მოუწიათ სახლის კარის გაღება, რომ ის სახლში შეეყვანათ: „ამ დროს სახლში აღრულების ბიუროს წამომადგენლებიც შევიდნენ, რის გამოც დაპირისპირება …
30 მილიონი ლარი სათამაშო ბიზნესიდან ბათუმის ბიუჯეტში
ბათუმის ბიუჯეტში გასულ წელს სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის სახით 30 მილიონ 630 ათას 200 ლარი შევიდა, მათ შორის: 17 მილიონ 149 ათას 800 ლარი სათამაშო აპარატებიდან, 10 მილიონ 683 ათას 100 ლარი – სამორინეს მაგიდიდან, 2 მილიონ 497 ათას 200 ლარი კი – სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობიდან. წამახალისებელი გათამაშებიდან წელს ბათუმის ბიუჯეტში 92 900 ლარი შევიდა; კლუბის მაგიდიდან …
Continue reading “30 მილიონი ლარი სათამაშო ბიზნესიდან ბათუმის ბიუჯეტში”
ნაგავსაყარად ქცეული სარეკრეაციო ზონა – ჭოროხის სანაპირო
ჭოროხის სანაპირო, განსაკუთრებით სამრეწველო ზონის გასწვრივ, ნაგავსაყარადაა ქცეული. მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა ამბობს, რომ საწარმოებს ნაგავი თავიანთი შემოსაზღვრული ტერიტორიიდან გამოაქვთ და პირდაპირ ქუჩაში ყრიან. ამის გამო მათ საწარმოებში დასაქმებულებთან კონფლიქტი ბევრჯერ მოსვლიათ. ამბობენ, რომ სამშენებლო ნარჩენების გარდა ინტენსიურად ყრიან საყოფაცხოვრებო ნარჩენებსაც. „მოაქვთ და ყრიან. ნაგავსაყარი გაიხსნა აქ თუ რა ხდება, ვერ გავიგეთ. არის მერე საშინელი სუნი …
Continue reading “ნაგავსაყარად ქცეული სარეკრეაციო ზონა – ჭოროხის სანაპირო”
„ჰიგიენა 2009“-დან 5 მილიონის მითვისების შემდეგ დირექტორი მეორედ შეცვალეს
ბიუჯეტიდან ხუთი მილიონი ლარის მოპარვის შემდეგ შპს „ჰიგიენა 2009“-მ დირექტორი კიდევ ერთხელ შეიცვალა. 2018 წლის თებერვლიდან ორგანიზაციას, რომელმაც ბათუმში სტანდარტული ნაგავსაყრის მშენებლობა უნდა უზრუნველყოს, აღარ ხელმძღვანელობს გიორგი ლომთათიძე. ის ამ თანამდებობაზე გასული წლის თებერვალში დანიშნეს, მას შემდეგ, რაც ყოფილი ხელმძღვანელი, ირაკლი ცეცხლაძე, 5 მილიონი ლარის მითვისების ბრალდებით დააკავეს. დაახლოებით ორი თვეა „ჰიგიენა 2009“-ს გია ხალვაში …
Continue reading “„ჰიგიენა 2009“-დან 5 მილიონის მითვისების შემდეგ დირექტორი მეორედ შეცვალეს”
„ყველაფერს მოდებული“ მოზარდები ხელვაჩაურიდან
15 წლის ლუკა ქათამაძე ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრში ტრენინგს ესწრება, ტრენინგი ჟურნალისტიკაზეა. ლუკა ყურადღებით უსმენს ტრენერს. უნდა ბოლოსდაბოლოს იპოვოს კითხვაზე პასუხი, როგორი პროფესიაა ჟურნალისტიკა. ლუკა ძიებაშია, სულ მალე მას პროფესიის არჩევა მოუწევს. ამბობს, რომ ბევრი პროფესია მოსწონს, მათ შორისაა ჟურნალისტიკაც. ამ ცენტრის აქტივობებში შარშან 3 ათასამდე მოზარდმა მიიღო მონაწილეობა. „მოინდომოს თუ არ მოინდომოს?“ – ლუკას დასკვნების გაკეთებაში ახალგაზრდობის …
Continue reading “„ყველაფერს მოდებული“ მოზარდები ხელვაჩაურიდან”
შშმ ბავშვების მშობლები ხელვაჩაურში შვილების გარეთ გამოყვანას ცდილობენ, მაგრამ ვერ ახერხებენ
38 წლის მაია ხელვაჩაურის ახალგაზრდულ ცენტრში დაგეგმილ შეხვედრაზე შვილთან, 11 წლის ლუიზასთან ერთად მივიდა. ამ შეხვედრის მიზანი დაუნის სინდრომის მქონე და შშმ ბავშვების მშობლების დაახლოება, მათი კავშირის ჩამოყალიბებაა, გამოცდილების გასაზიარებლად. მაიამ შეხვედრის მონაწილეებს უამბო, რა გზა გაიარა ლუიზას ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად და მისი საზოგადოებაში ინტეგრირებისთვის. მან შეხვედრის მონაწილე მშობლებს შესთავაზა ერთიანი ჯგუფის შექმნა სოციალურ ქსელში, იმისათვის, …
54 სართული ზღვასა და ტბას შორის – უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კითხვა-პასუხები
სამშენებლო კომპანია „ალიანსი ფრივილიჯმა“ კულტურული მემკვიდრეობის ზონალურ საბჭოს 54-სართულიანი მრავლფუნქციური შენობის პროექტის შესათანხმებლად მიმართა. პროექტი ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში, სასტუმრო „ჰილტონის“ მიმდებარედ 172-მეტრიან მშენებლობას ითვალისწინებს. ზონალურმა საბჭომ საკითხი სხდომაზე უკვე განიხილა და პროექტი „კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით საგანგაშოდ არ მიიჩნია“. ბოლო პერიოდში ეს იყო პირველი პროექტი, როცა საბჭოს სხდომაზე შენობის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით …
Continue reading “54 სართული ზღვასა და ტბას შორის – უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კითხვა-პასუხები”
საქართველო კოსმოსში – ფოტოგამოფენა დღეს გაიხსნება
ფოტოგამოფენა – „საქართველო კოსმოსში“ აჭარის ხელოვნების მუზეუმში დღეს, 10 აპრილს, 17:00 საათზე გაიხსნება. მუზეუმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გამოფენაზე წარმოდგენილია ფოტოები პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის გენერალური კონსტრუქტორის, აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის პირადი ფონდიდან. გამოფენა 20 აპრილამდე გაგრძელდება.
ავარია ჩაქვის გვირაბთან – დაშავდა რამდენიმე ადამიანი
ჩაქვის გვირაბთან ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც დაშავდა ოთხი ადამიანი. ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, სამი დაშავებული ჩაქვის სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა გადაიყვანეს, ერთი გოგონა კი, რომელსაც მუხლი ჰქონდა დაზიანებული, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. მისივე ინფორმაციით, ოთხივე პაციენტი მსუბუქადაა დაშავებული და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ავარია დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა. ფაქტზე …
Continue reading “ავარია ჩაქვის გვირაბთან – დაშავდა რამდენიმე ადამიანი”
ბათუმიდან ზოოკუთხის ბოტანიკურ ბაღთან გადატანას ივანიშვილის ფონდი დააფინანსებს
ბათუმის მერიის მიერ მომზადებული განკარგულების პროექტის მიხედვით, ახალი ზოოპარკის მშენებლობა დაბა ჩაქვში, ასევე ბათუმის ცენტრალური პარკიდან მისი გადატანა საბიუჯეტო დანახარჯებს არ გამოიწვევს. საჭირო თანხას ფონდი „ქართუ“ გაიღებს. ეს ფონდი უზრუნველყოფს ასევე უცხოელი სპეციალისტების ჩართვას ახალი ზოოპარკის პროექტირებასა და მის მშენებლობაში. „…უცხოელი მაღალკვალიფიციური სპეციალისტების ჩართულობით ახალი ზოოპარკის მშენებლობის საპროექტო და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების საკითხში ბათუმის მუნიციპალიტეტს …
Continue reading “ბათუმიდან ზოოკუთხის ბოტანიკურ ბაღთან გადატანას ივანიშვილის ფონდი დააფინანსებს”
ახალი პროექტი კრამიტით გადახურული სახლის ნაცვლად ბათუმში
ბათუმში, ფალიაშვილის #7-ში, მოქალაქეს ერთსართულიან კრამიტით გადახურულ სახლზე ორი სართულის დაშენება სურს. სახლი ბათუმში, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში მდებარეობს, ამიტომაც მოქალაქემ პროექტის შეთანხმების მიზნით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონალურ საბჭოს მიმართა. პროექტი ზონალურ საბჭოში მეორედ განიხილეს, თუმცა საბჭოს წევრებმა მოქალაქეს ახალი პროექტი დაუწუნეს და მისი არქიტექტურულად დახვეწა მოსთხოვეს.
თავისუფალი პროექტების მხარდასაჭერად აჭარის განათლების სამინისტრომ 120 000 ლარი გამოყო
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო თავისუფალი პროექტების კონკურსი უკვე გამოცხადდა და განაცხადების მიღება პირველ მაისს დასრულდება. სამინისტროს განმარტებით, კონკურსის მიზანი ხელოვნებისა და კულტურის სფეროში ინოვაციური და კრეატიული პროექტების განხორციელების ხელშეწყობა, ხელოვნების ახალი მიმართულებების განვითარება და შემოქმედი ახალი თაობისა და ახალი იდეების მხარდაჭერა. „ასევე რეგიონში შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების ხელშეწყობა, ხელოვნებისა და კულტურის სფეროს მიმართ საზოგადოების …
მოქალაქე ძველ ბათუმში, ისტორიულ სახლზე, დაშენების უფლებას ითხოვს
ბათუმში, ჟორდანიას #9-ში, ორსართულიან სახლზე დაშენების პროექტი ზონალურ საბჭოს გუშინ, 5 აპრილს წარუდგინეს. სხდომის თავმჯდომარემ, ლაშა ასლანიშვილმა, დღის წესრიგით განსახილველ საკითხებს შორის ერთ-ერთ ყველაზე რთულად გადასაწყვეტად ეს საკითხი დაასახელა. ორსართულიანი, ისტორიული სახლი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაშია და ძეგლის ფონურ ნაგებობას წარმოადგენს. პროექტი ზონალური საბჭოს სხდომაზე მეორედ გავიდა. პირველად მოქალაქე ხასან გორგაძე ამ სახლზე ორი სართულის დაშენებას ითხოვდა. მას …
Continue reading “მოქალაქე ძველ ბათუმში, ისტორიულ სახლზე, დაშენების უფლებას ითხოვს”
ფრიდონ ხალვაშის გამზირზე ხანძარი ჩააქრეს
ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის #130-ში, მრავალბინიანი სახლის მეოთხე სართულზე ხანძარი ჩააქრეს. ადგილზე გამოძახებული იყო სასწრაფო დახმარების ბრიგადა. სასწრაფო დახმარების ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, დახმარება გამოიძახეს ამ სახლის მეხუთე სართულზე, სადაც „კვამლის გამო შეწუხდნენ“. საავადმყოფოში გადაყვანა არავის დასჭირვებია. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო სამაშველო სამსახური და პოლიცია. მთავარი ფოტო: როინ გუნდაძე / ხანძარი ფრიდონ ხალვაშის გამზირზე [#130]
ბათუმის მერიის სოციალური სერვისების სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
ბათუმის მერიის ა(ა)იპ „სოციალური სერვისების სააგენტოს“ უფროსის თანამდებობაზე ასლან გელაძე დაინიშნა. მერიის ინფორმაციით, ახალი ხელმძღვანელი ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ თანამშრომლებს დღეს, 3 აპრილს წარუდგინა. მერიის ინფორმაციით, ასლან გელაძე პროფესიით ეკონომისტი და პოლიტოლოგია. სხვადასხვა დროს მუშაობდა ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის რექტორის მრჩევლად, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მრჩევლად, საქართველოს ეროვნული ბანკის აჭარის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარის მოადგილედ, …
Continue reading “ბათუმის მერიის სოციალური სერვისების სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს”
ქედის ყოფილი გამგებელი „სანდასუფთავების“ დირექტორად დაინიშნა
ქედის ყოფილი გამგებელი, დავით დუმბაძე, ბათუმის მერიის შპს „სანდასუფთავების“ დირექტორად დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაცია „ბათუმელებს“ დავით დუმბაძემ თავად დაუდასტურა. ეს თანამდებობა დავით ასამბაძემ თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ დატოვა. ის ბათუმის ახალი მერის, ლაშა კომახიძის გუნდში ვერ მოხვდა. დავით დუმბაძე კი ქედის გამგებლის თანამდებობაზე უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ „ქართული ოცნების“ სიაში აღარ ჩაწერეს, ამიტომაც არჩევნების შემდეგ ისიც, …
Continue reading “ქედის ყოფილი გამგებელი „სანდასუფთავების“ დირექტორად დაინიშნა”
ბათუმის მერიამ იაფი სახლის კრიტერიუმები გაასაჯაროვა
„იაფი სახლის“, იგივე „ხელმისაწვდომი საცხოვრისით“ სარგებლობის მსურველთა შერჩევის კრიტერიუმები ბათუმის მერიამ 2016 წელს „სოციალური კვლევებისა და ანალიზის ინსტიტუტის“ დახმარებით შეიმუშავა და დღეს გაასაჯაროვა. მერიის განმარტებით, „ხელმისაწვდომი საცხოვრისი [Affordable Housing] არის იზოლირებული, კეთილმოწყობილი ბინა მრავალსართულიან კორპუსში, რომელსაც მუნიციპალიტეტი გადასცემს აპლიკანტ ოჯახს, განსაზღვრულ პერიოდში ბინის თვითღირებულების ქირის სახით დაფარვის და ბინის საბოლოო გამოსყიდვის უფლებით. შემუშავებული დოკუმენტით პროგრამის …
Continue reading “ბათუმის მერიამ იაფი სახლის კრიტერიუმები გაასაჯაროვა”
ისტორიული ზონის ახალი საზღვრები ბათუმში – მის დამტკიცებაზე საკრებულო ხვალ იმსჯელებს
კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების დამტკიცებაზე ხვალ, 30 მარტს, ბათუმის საკრებულოს სხდომაზე იმსჯელებენ. პროექტი „გეოგრაფიკის“ მიერ მომზადებული დოკუმენტის მოწონებას და ბათუმში ისტორიული ზონის შესახებ განკარგულების დამტკიცებას ითვალისწინებს. ეს განკარგულება ქალაქის ისტორიულ ნაწილის საზღვრებს და შესაბამის ზონებს დაადგენს. ბათუმის მერიის ინფორმაციით, საჯარო წარმოების შემდეგ დადგინდა, რომ საჭიროა ,,გეოგრაფიკის“ მიერ წარმოდგენილი ისტორიული განაშენიანებისა და განაშენიანების რეგულირების დაცვის ზონების …
ძეგლის დაცვის ზონაში ისტორიული ბელეტაჟის ნაცვლად ცხრასართულიანი სახლი აშენდება
ბათუმში, გორგასლის ქუჩის #86 -ში მშენებელი კომპანია ისტორიული ერთსართულიანი ბელეტაჟის დემონტაჟს და ამ ადგილზე ახალი ცხრასართულიანი სახლის მშენებლობას გეგმავს. ერთსართულიან სახლს ძეგლის სტატუსი არ აქვს, თუმცა ძეგლის დაცვის ზონაშია. ამ პროექტისთვის ადგილის გამოსათავისუფლებლად კომპანია კიდევ ერთი ორსართულიანი სახლის დემონტაჟს გეგმავს, რომელსაც გამწვანებული ეზო აქვს. მშენებლობას კომპანია „ბი გრუპ ჰაუსი“ გეგმავს, კომპანიამ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის …
Continue reading “ძეგლის დაცვის ზონაში ისტორიული ბელეტაჟის ნაცვლად ცხრასართულიანი სახლი აშენდება”
ბათუმის მერიამ უკანონო მშენებლობის შესახებ იცოდა – მშენებლობა მაინც დასრულდა
ბათუმში, ვაჟა-ფშაველას #17-ში, მრავალბინიან სახლში, ბინის იმ მესაკუთრეს, რომელმაც აივანი უკანონოდ ამოაშენა, შესაძლოა მშენებელმა კომპანიამ ნასყიდობის ხელშეკრულება გაუუქმოს. მოქალაქემ აივანზე მოაჯირი 15 მარტს მოჭრა და კედლის ამოშენება დაიწყო. დღეს, ანუ 28 მარტს, მშენებლობა დასრულებულია – ამოყვანილ კედლებში ფანჯრებია ჩასმული, ხოლო ფასადი შეღებილია. რატომ ვერ შეაჩერა ბათუმის მერიამ უკანონო მშენებლობა, როცა ფაქტის შესახებ მისთვის თავიდანვე იყო ცნობილი? „ჩვენ …
Continue reading “ბათუმის მერიამ უკანონო მშენებლობის შესახებ იცოდა – მშენებლობა მაინც დასრულდა”
ზურაბ პატარაძის მეგობარი პირსის, პლაჟსა და მიწის ნაკვეთებს ითხოვს – მერია თანახმაა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მეგობრის, ბიზნესმენ ედნარ პაპუნაიშვილის კომპანია ბათუმის ზღვისპირა პარკში რესტორან „სანრემოს“ მიმდებარედ არსებულ პლაჟს, რამდენიმე მიწის ნაკვეთსა და შენობა-ნაგებობას, იჯარის წესით, 2067 წლამდე ვადით ითხოვს. 2017 წლის შემოდგომამდე ამ ტერიტორიის ნაწილი კომპანია „ხიდი 2006“-ს ჰქონდა იჯარით აღებული. კომპანია „ხიდი 2006“, რომელსაც რესტორან „სანრემოს“ შენობა იჯარით ჰქონდა აღებული, ბიზნესმენმა ედნარ პაპუნაიშვილმა 2017 წლის ოქტომბერში …