დღეს, 9 ივნისს, შუადღეზე, ბათუმის შემოერთებულ ტერიტორიაზე ცხრა წლის გოგოს ავტომანქანა დაეჯახა, ბათუმის სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, ბავშვი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მისვლამდე თავად მძღოლმა გადაიყვანა საავადმყოფოში.
კლინიკა “მედინაში”, სადაც პირველად ბავშვი მიიყვანეს, ამბობენ, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მდგომარეობა სტაბილურია.
ამ დროისთვის გოგონა ბათუმის ბავშვთა საავადმყოფოში გადაჰყავთ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.