დღეს, პირველ ივლისს, დილით, ურეკში, ზღვაში 16 წლამდე ასაკის ბიჭი დაიხრჩო. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ფაქტზე დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
Author Archives: ცაგო კახაბერიძე
მესაკუთრეს ძეგლზე ორი სართულის დაშენება სურს
ბათუმში, მემედ აბაშიძის #40 -ში, ბიზნესმენ რუსლან კაკაბაძეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე ორი სართულის დაშენება სურს, ამის შესახებ ინფორმაცია აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში დაგვიდასტურეს. ბიზნესმენმა სააგენტოს შესაბამისი პროექტის ესკიზი უკვე წარუდგინა. სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებლის მირზა ცეცხლაძის ინფორმაციით, სააგენტოს საბჭომ მას ესკიზი დაუწუნა და რეკომენდაციები მისცა. ბათუმის ცენტრში მდებარე საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი შენობა და გამწვანებული …
Continue reading “მესაკუთრეს ძეგლზე ორი სართულის დაშენება სურს”
მაღლივი სამშენებლო პროექტები ძეგლის დაცვის ზონაში
მოქალაქე არჩილ ბერიძემ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ბათუმში, ჭავჭავაძის #35-ში, მრავალბინიანი სახლის მშენებლობის შეთანხმებისთვის მიმართა. საპროექტო ტერიტორიის მოპირდაპირედ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, ყოფილი რკინიგზის სადგურის შენობა მდებარეობს, რომელშიც ახლა „თი ბი სი“ ბანკის სათავო ოფისია. ზონალური საბჭოს სხდომაზე წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით, ზუსტად არ დგინდება რამდენსართულიანი სახლის მშენებლობას გეგმავს ძეგლის დაცვის ზონაში ინვესტორი. სააგენტოს არქიტექტორის, ლიკა გელოვანის …
Continue reading “მაღლივი სამშენებლო პროექტები ძეგლის დაცვის ზონაში”
ბათუმის მერიის კონკურსის შედეგები -28-დან 17 პოზიციაზე კონკურსი ჩაიშალა
ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ, მხოლოდ ნაწილობრივ გამოიყენა თვითმმართველობის კოდექსით გათვალისწინებული უფლებამოსილება სამსახურის უფროსების დანიშვნასთან დაკავშირებით. რიგ თანამდებობებზე მან პირები მართლაც დანიშნა, რიგი თანამდებობების შესავსებად კი, კონკურსი გამოაცხადა. ამ კონკურსის შედეგების მიხედვით, მერიამ ვაკანტური პოზიციების ნახევარზეც ვერ გამოავლინა გამარჯვებული. 28 თანამდებობაზე გამოცხადებულ ვაკანსიაზე მერიაში 813 განაცხადი შევიდა. პირველ ეტაპზე მერიის საკონკურსო კომისიამ 281 განაცხადი გადაარჩია, მეორე …
Continue reading “ბათუმის მერიის კონკურსის შედეგები -28-დან 17 პოზიციაზე კონკურსი ჩაიშალა”
ბათუმის მერიამ შესაძლოა მშენებლობის მსურველისგან საბანკო გარანტია მოითხოვოს
ბათუმის ტერიტორიაზე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებზე არსებული დაუსრულებელი მიშენება-დაშენებების პრობლემის მოგვარებას კანონის შეცვლა სჭირდება. ასე ქალაქის მერიაში ფიქრობენ. მერიის ინფორმაციით, ასეთი დაუსრულებელი მშენებლობები ქალაქში წლების განმავლობაში დაგროვდა და ქალაქის იერსახეს აზიანებს. „მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალური რეგულაციებით მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებზე მიშენება-დაშენება შესაძლებელია მხოლოდ ერთიანი პროექტის მიხედვით, მშენებლობის ნებართვის გაცემის შემდგომ იწყება მშენებლობა, თუმცა საბოლოო სახეს ვერ ღებულობს …
Continue reading “ბათუმის მერიამ შესაძლოა მშენებლობის მსურველისგან საბანკო გარანტია მოითხოვოს”
ვინ ჩაიბარებს ბათუმის მერიის სამშენებლო პოლიტიკას
სტრუქტურული ცვლილებების შემდეგ ბათუმის მერიას აღარ აქვს ზედამხედველობის სამსახური, რომელიც სხვა სამსახურების მიერ გაცემულ ნებართვებზე, სანებართვო პირობების შესრულებასა და უნებართვო მშენებლობების კონტროლზე იყო პასუხისმგებელი. ამ სამსახურში გაერთიანებული განყოფილებები მერიაში დაწყებული რესტრუქტურიზაციის შემდეგ სხვა სამსახურებში გადაანაწილეს. შედეგად საპროექტო-სამშენებლო ზედამხედველობის განყოფილება მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურს, ადმინისტრაციული ზედამხედველობის განყოფილება კი მუნიციპალური ქონებისა და სერვისების მართვის სამსახურს დაექვემდებარა. ეს განყოფილება, …
Continue reading “ვინ ჩაიბარებს ბათუმის მერიის სამშენებლო პოლიტიკას”
კიდევ ერთი რესტორანი პლაჟზე, ანბანის კოშკის მიმდებარედ
შპს „რესტამ“ ბათუმის პლაჟზე, ანბანის კოშკის მიმდებარედ, რესტორანი ააშენა რკინის კონსტრუქციითა და ე.წ. სენდვიჩპანელებით. რესტორანს საკმაოდ დიდი ფართობი უკავია. ერთ-ერთი მეპატრონის თქმით, კომპანიამ იჯარით აიღო ტერიტორია პრომინადიდან ზღვამდე. დაკავებული ტერიტორიის ნაწილზე რესტორანი ააშენა, ნაწილზე კი საპლაჟო ინფრასტრუქტურის გამართვას გეგმავს. საჯარო რეესტრის მონაცემებით, კომპანიას პლაჟზე 1386 კვადრატული მეტრი ფართობი უზურფრუქტის წესით, მასზე კვებისა და გასართობი ობიექტის …
Continue reading “კიდევ ერთი რესტორანი პლაჟზე, ანბანის კოშკის მიმდებარედ”
მარანი, ნაეკლესიარი და ჯამე – სამი ახალი ძეგლი აჭარაში
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ აჭარაში სამ ობიექტს ძეგლის სტატუსი მიანიჭა. მათ შორისაა: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიქუნეთში მდებარე ილიას მარანი, როგორც მემორიალური ძეგლი, მარანი შუა საუკუნეებითაა დათარიღებული. ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ თხილვანაში არსებული ნაეკლესიარი, როგორც არქეოლოგიური ძეგლი, რომელიც ასევე შუა საუკუნეებით თარიღდება. და ამავე მუნიციპალიტეტის სოფელ ღორჯომში 1903 წელს აშენებული ჯამე, როგორც არქიტექტურული თვალსაზრისით ღირებული შენობა. საერთო …
Continue reading “მარანი, ნაეკლესიარი და ჯამე – სამი ახალი ძეგლი აჭარაში”
ავიწროვებენ თუ არა ბიზნესს ბულვარში „ამბასადორ ბათუმის“ სასარგებლოდ
ბათუმის ბულვარში, ყოფილი პოლიკლინიკის ადგილზე „ამბასადორი ბათუმი“ ბალნეოლოგიურ-გამაჯანსაღებელ ცენტრს აშენებს. მიმდებარედ არსებული სარესტორნო და გასართობი ბიზნესების მეპატრონეები ამბობენ, რომ კომპანიას მათ ტერიტორიაზეც უჭირავს თვალი და მთავრობის მხარდაჭერაც აქვს. მათ შორის, გასართობი ბიზნესის მეპატრონეებს ატრაქციონები კომპანიის სამშენებლო მოედნის მიმდებარე ტერიტორიიდან უკვე გადაატანინეს. ისინი, ბულვარის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, არდაგანის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაიყვანეს. ამ დროისთვის „ამბასადორ ბათუმის“ მშენებლობის …
Continue reading “ავიწროვებენ თუ არა ბიზნესს ბულვარში „ამბასადორ ბათუმის“ სასარგებლოდ”
როგორ აპირებს ბათუმის მერი უნებართვო მშენებლობების აღკვეთას
ბათუმის მერიამ აჭარის უმაღლეს საბჭოს კანონმდებლობაში ცვლილებასთან დაკავშირებული პროექტების მომზადება სთხოვა და დასახელებულ საკითხებთან დაკავშირებით პრობლემის გადაჭრის საკუთარი ხედვა შესთავაზა. მერიაში მიიჩნევენ, რომ ცვლილებები ბათუმში რამდენიმე მწვავე პრობლემის მოგვარებას შეუწყობს ხელს. მერიის მიერ დასახელებული პრობლემების ჩამონათვალშია უნებართვო ან სანებართვო პირობების დარღვევით განხორციელებული მშენებლობები, კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობების მთლიანი ან ნაწილობრივი დემონტაჟის შესახებ მერიის დადგენილების აღსრულება, …
Continue reading “როგორ აპირებს ბათუმის მერი უნებართვო მშენებლობების აღკვეთას”
ვინ და რატომ აძლევს რუსეთის მოქალაქეებს ბულვარში უკანონო მშენებლობის უფლებას
კომპანია „ამბასადორი ბათუმს“, რომელიც ბათუმის ბულვარში, ყოფილი პოლიკლინიკის ადგილზე ბალნეოლოგიურ ცენტრს აშენებს, აჭარის მთავრობამ ბულვარში არსებული კიდევ ერთი შენობა გადასცა სარგებლობაში. ამ შენობაში ბოლოს ე.წ. საშინელებათა ოთახი მოაწყვეს, თუმცა პროექტმა არ გაამართლა და მალევე დაიხურა. ინვესტორმა სარგებლობაში გადაცემული შენობის ფასადი მოაპირკეთა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან [კმდს] შეთანხმების გარეშე. შეთანხმება სავალდებულო იყო, რადგან ნაგებობა ძეგლის ტერიტორიაზე …
Continue reading “ვინ და რატომ აძლევს რუსეთის მოქალაქეებს ბულვარში უკანონო მშენებლობის უფლებას “
ბათუმის მერის სათათბირო საბჭოს განახლებული შემადგენლობა
ბათუმის მერმა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარდგენილი სათათბირო საბჭოს შემადგენლობა დაამტკიცა. საბჭო 12 წევრს აერთიანებს. მერის მრჩეველთა საბჭოს შექმნას არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ითვალისწინებს. საბჭოს შემადგენლობაში შედიან მეწარმე იურიდიული პირები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ამხანაგობები და ბათუმის მოსახლეობის წარმომადგენლები. ეს არის მერის სათათბირო ორგანო, რომელიც შედგება ათი წევრისგან, სადაც ერთი სქესის წარმომადგენელთა რაოდენობა 1/3-ზე ნაკლები არ …
Continue reading “ბათუმის მერის სათათბირო საბჭოს განახლებული შემადგენლობა”
გაიზრდება თუ არა ჯარიმა უკანონო მშენებლობისთვის ბათუმში – კითხვებს ლაშა კომახიძე პასუხობს
ბათუმში ყოველგვარი პროექტისა და მერიასთან შეთანხმების გარეშე უკანონო მშენებლობები, დაშენებები და მიშენებები გრძელდება. ამ დარღვევაზე ჯარიმა იმდენად მცირეა, რომ დაჯარიმების შემთხვევაშიც კი პროცესი ისევ კანონდარღვევით გრძელდება. შედეგად – ამ დროისთვის ბათუმში 9000 კვადრატული მეტრია უკანონოდ აშენებული, მეპატრონეებს კი იმედი აქვთ, რომ ამ ქონებას მაინც დაირეგისტრირებენ. თბილისის მერიამ უკანონო მშენებლობებისთვის საჯარიმო თანხა 30 000 ლარამდე გაზარდა. …
ბათუმის მერი პლაჟზე დაგეგმილ რესტორანზე: „იქ არ არის არავითარი ჩიხირთმა და ჩახოხბილი“
პლაჟზე დაგეგმილი სარესტორნო ინფრასტრუქტურა ბათუმში განსჯის საგანი ბევრჯერ გახდა. ამ თემას სოციალურ ქსელშიც ხშირად ეხმაურებიან. „ამ აჟიოტაჟის შესახებ“, როგორც თვითონ ამბობს, ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემაც იცის. ის მიიჩნევს, რომ კითხვებს არასწორი მისამართიდან სვამენ: „ბათუმის მერია განიხილავს კონკრეტულ არქიტექტურულ პროექტს. პროექტზე ნებართვის მიცემა ერთია და იმ კონცეფციის მიღება ან არ მიღება, თუ რამდენად მისაღებია მისთვის ზღვის …
ახალი რესტორანი სოფლისთვის დამახასიათებელი ინფრასტრუქტურით ბათუმის პლაჟზე
ბათუმში, ანბანის კოშკის მიმდებარედ, პლაჟზე, სადაც კლუბი „მანდარინი“ ფუნქციონირებდა, ახალი, კრამიტით გადახურული ვერანდები, თონე და გურული ოდა მოაწყვეს. რესტორანში ჯერ სარემონტო სამუშაოები არ დაუსრულებიათ, თუმცა მის ინფრასტრუქტურას სოციალურ ქსელში უკვე მოჰყვა კრიტიკა. მოქალაქეების უკმაყოფილება გამოიწვია იმან, რომ ნაგებობა უფრო „მთის არქიტექტურას“ განეკუთვნება და ზღვის სანაპიროსთვის როგორც ვიზუალურად, ასევე თემატურადაც შეუსაბამოა. ყველაზე მწვავედ ზღვის სანაპიროზე „თონეს …
Continue reading “ახალი რესტორანი სოფლისთვის დამახასიათებელი ინფრასტრუქტურით ბათუმის პლაჟზე”
ბათუმის ცენტრალური პარკის ატრაქციონები შსს-ს თანამდებობის პირის მეუღლის ხელში გადავიდა
ბათუმის ცენტრალურ პარკში მდებარე სამი ატრაქციონი, მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთებით, სამართავი ჯიხურებითა და დამატებით 330 კვადრატული მეტრი ნაკვეთით, ერთი პირის – ეკატერინე ნიკოლაიშვილის ხელში გადავიდა. ეკატერინე ნიკოლაიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამდებობის პირის, ზაზა ჩხიკვაძის მეუღლეა. ის აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ერთ-ერთი განყოფილების უფროსის მოადგილეა. ეკატერინე ნიკოლაიშვილი მის ბიზნესში მეუღლის რაიმე ფორმით მონაწილეობას უარყოფს. ის ამ საკითხთან დაკავშირებული …
ექიმი, რომელიც სასტუმროს უკანონოდ აშენებს, 200 ლარით დააჯარიმეს და მშენებლობის ნებართვა მისცეს
ექიმი და სამედიცინო ბიზნესით დაკავებული დიმიტრი ტვილდიანი, რომელმაც სოფელ სარფში სასტუმროს მშენებლობა უნებართვოდ დაიწყო, მხოლოდ 200 ლარით დააჯარიმეს და მშენებლობის ნებართვაც მისცეს. „დავაჯარიმეთ ისე, როგორც ამას კანონმდებლობა ითვალისწინებს. მე ჯარიმის გაზრდის უფლება არ მქონდა“, – განმარტა ხელვაჩაურის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, გიორგი ქურიძემ. ხელვაჩაურის მერიის არქიტექტურის სამსახურის ინფორმაციით კი, უკვე გაცემული ნებართვის თანახმად, დიმიტრი ტვილდიანი …
მოულოდნელად მოვარდნილ ჭოროხში 14 წლის ბიჭი ჩარჩა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ტაოს ქუჩაზე არსებული პურის ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე, 14 წლის ბიჭი მდინარე ჭოროხის კალაპოტზე გავიდა და ცოტა ხნის წინ, მდინარის მოულოდნელად მოვარდნის გამო ყოველი მხრიდან წყლის გარემოცვაში აღმოჩნდა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება – ახლახან ის სამაშველო სამსახურმა ნაპირზე გამოიყვანა. საქმე იმაშია, რომ საქართველო-თურქეთის საზღვართან, დერინერის კაშხლის ამუშავების შემდეგ, მდინარე ჭოროხი ყოველდღიურად საათობით, ზოგჯერ …
Continue reading “მოულოდნელად მოვარდნილ ჭოროხში 14 წლის ბიჭი ჩარჩა”
რკინის კონსტრუქცია ტროტუარზე
ბათუმში, გამსახურდიას #36 -ში, რესტორან „ვაინ თაუნის“ მეპატრონემ ტროტუარის ხარჯზე ღია ტერასა მოაწყო და ის რკინისმოაჯირიანი კონსტრუქციით შემოსაზღვრა. ამ შემთხვევაში ტროტუარის ათვისებაზე ნებართვა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ გასცა, რადგან აქ მდებარე ორსართულიანი სახლი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. „ბათუმელები“ დაინტერესდა, შეესაბამება თუ არა განთავსებული კონსტრუქციის პარამეტრები პროექტს, რომლის მიხედვითაც ნებართვა გაიცა, რადგან კონსტრუქციის მიღმა მანძილი ვიწროა ფეხით …
ბათუმში, ევროპის მოედანთან, McDonald’s-მა გასასვლელი ჩაკეტა
ბათუმში, ევროპის მოედანთან, McDonald’s-ი მომხმარებელს უკვე იღებს, მუშაობს ეზოში განთავსებული ღია კაფეც, სადაც მაგიდები ისეა განლაგებული, რომ მოქალაქეები შენობის მარჯვენა მხარეს არსებული გადასასვლელით ვეღარ ისარგებლებენ. მაგიდების ორ მწკრივს შორის ვიწრო ადგილზე უნდა ჩაიარო, რაც კაფეს დატვირთვის შემთხვევაში უფრო რთული იქნება, ვიდრე ახლაა შესაძლებელი. ეტლით მოსარგებლე კი ამ გასასვლელით სარგებლობას, სავარაუდოდ, საერთოდ ვერ შეძლებს. ბათუმის მერიის …
Continue reading “ბათუმში, ევროპის მოედანთან, McDonald’s-მა გასასვლელი ჩაკეტა”
ქობულეთის მერი მიმდინარე მშენებლობებზე: სიმაღლე უბედურება არ არის
ქობულეთში სამშენებლო პროცესი ისევე აქტიურად მიმდინარეობს, როგორც ბათუმში, მძიმე ტექნიკის ხმაური განსაკუთრებით ზღვისპირა ზოლში ისმის. მათ წინააღდეგ კი, ვინც მიიჩნევს, რომ ზღვის სანაპირო მაღლივმა მშენებლობებმა არ უნდა ჩაკეტოს, მთავრობას ყოველთვის ერთი არგუმენტი აქვს: „ინვესტიცია მნიშვნელოვანია“. ინვესტიცია მნიშვნელოვნად ითხოვს სამშენებლო პროექტების სიმაღლის გაზრდას, რაც საკურორტო ქალაქის იერსახეს თანდათან ცვლის. რა გეგმები აქვს ქობულეთის მერს და როგორ …
Continue reading “ქობულეთის მერი მიმდინარე მშენებლობებზე: სიმაღლე უბედურება არ არის”
კმდს ბათუმში 1907 წელს აშენებული სახლის რეაბილიტაციას გეგმავს
შეულესავი წითელი აგურით ნაშენი ორსართულიანი, აივნებიანი სახლი ბათუმში, რომელსაც ფარნავაზ მეფისა და კონსტანტინე გამსახურდიას, ასევე გორგასლის ქუჩის ნაწილი უკავია და კვარტალური განაშენიანება აქვს, მეოცე საუკუნის დასაწყისში, 1907 წელს აუშენებიათ, სახლს ძეგლის სტატუსი აქვს. კომპანია „გეოგრაფიკის“ დახასიათებით, „ამ სახლის ფასადები ორივე ქუჩაზე თანაბარხარისხიანია. მცირე გაბარიტის მიუხედავად, კუთხის მდებარეობის გამო მოცემული შენობა არსებულ გარემოში არქიტექტურულად კარგად იკითხება, …
Continue reading “კმდს ბათუმში 1907 წელს აშენებული სახლის რეაბილიტაციას გეგმავს”
„არჩევანი, არადანი“ – გამოფენა ბათუმში გენდერულ თემაზე
დღეს, 9 ივნისს, 18:00 საათზე ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცეში Project ArtBeat-ის ჯგუფური გამოფენა გაიხსნება, სახელწოდებით „არჩევანი, არადანი“. გამოფენა გენდერული თანასწორობის თემას ეძღვნება. „არჩევანი, არადანი“ 14 თანამედროვე ქართველი მხატვრის გამოფენაა, რომლებიც განგებ ორ გუნდად არიან დაყოფილი. გამოფენის კურატორი ნათია ბუკია წერს: „ქალის და კაცის უთანასწორობის თემა, რაც თავი მახსოვს, ჩემთვის სულ ძალიან მნიშვნელოვანია. დაახლოებით 5 წელია, …
Continue reading “„არჩევანი, არადანი“ – გამოფენა ბათუმში გენდერულ თემაზე”
ბათუმში ცხრა წლის გოგოს ავტომანქანა დაეჯახა
დღეს, 9 ივნისს, შუადღეზე, ბათუმის შემოერთებულ ტერიტორიაზე ცხრა წლის გოგოს ავტომანქანა დაეჯახა, ბათუმის სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, ბავშვი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მისვლამდე თავად მძღოლმა გადაიყვანა საავადმყოფოში. კლინიკა “მედინაში”, სადაც პირველად ბავშვი მიიყვანეს, ამბობენ, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მდგომარეობა სტაბილურია. ამ დროისთვის გოგონა ბათუმის ბავშვთა საავადმყოფოში გადაჰყავთ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე დაწყებულია …
Continue reading “ბათუმში ცხრა წლის გოგოს ავტომანქანა დაეჯახა”
აჭარის მთავრობამ საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურის უფროსის შესარჩევად კონკურსი გამოაცხადა
აჭარის მთავრობამ საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურის უფროსის შესარჩევად კონკურსი გამოაცხადა. განაცხადების წარდგენა 16 ივნისს უნდა დასრულდეს, თანამდებობრივი სარგო 2600 ლარია. პრეტენდენტს უნდა ჰქონდეს ბაკალავრის დიპლომი, სასურველია სამართლის ან ეკონომიკის მიმართულებით და მუშაობის შვიდწლიანი გამოცდილება, სასურველია ჰქონდეს გუნდის მართვის გამოცდილებაც. საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახური როგორც ფინანსთა და ეკონომიკის სამინიტროს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი აჭარის მთავრობამ 2017 წლის …
ქობულეთის გარდასახვა – მაღლივი კორპუსები სანაპიროზე ორსართულიანი სახლების ნაცვლად
ქობულეთში თამარის სანაპიროს ქუჩა, რომელიც ზღვას მიუყვება, იერსახეს იცვლის. დაბალი, ორსართულიანი სახლები, რომლების ფანჯრებიდანაც ზღვა მოსჩანდა, ამ ქუჩიდან თანდათან ქრება, მათ ანგრევენ და მაღლივი კორპუსებით ანაცვლებენ. უკვე აშენებულმა სახლებმა გარემოპირობები შეუცვალა პარალელურ ქუჩებზე მდებარე სახლებს, რომელთა აივნებიდანაც ზღვა მოსჩანდა, ახლა კი მაღლივი შენობის კედელი მოსჩანს, „და არც ჰაერი მოდის ისე, როგორც ადრე“ – ამბობენ ქობულეთში …
Continue reading “ქობულეთის გარდასახვა – მაღლივი კორპუსები სანაპიროზე ორსართულიანი სახლების ნაცვლად”
116,80 მეტრი სიმაღლის შენობა ქობულეთის ფიჭვნარში – აზერბაიჯანული ინვესტიცია
ქობულეთის ფიჭვნარში, ზღვასთან ახლოს, ცენტრალური პარკის გაგრძელებაზე, „კრისტალ ბილდინგი“ 116,80 მეტრი სიმაღლის შენობის აშენებას გეგმავს. ქობულეთის მერიის არქიტექტურის სამსახურის ინფორმაციით, მისი აშენების შემდეგ ეს იქნება ყველაზე მაღალი შენობა საკურორტო ქალაქში. ნებართვა მშენებლობაზე უკვე გაცემულია. „კრისტალ ბილდინგმა“ ქობულეთის პარკის გაგრძელებაზე ყოფილ სანატორიუმ „ქობულეთის“ ტერიტორია, მიმდებარე ტერიტორიისა და ძველი შენობების ჩათვლით [სამი საკადასტრო ერთეული], ჯამში 71 523 …
Continue reading “116,80 მეტრი სიმაღლის შენობა ქობულეთის ფიჭვნარში – აზერბაიჯანული ინვესტიცია”
კიდევ ერთი კაფე ტროტუარზე ბათუმში
ბათუმში, კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩაზე, კაფე „ვაინ თაიმის“ მფლობელი ტროტუარს რკინის კონსტრუქციით ისე ღობავს, რომ იქ ფეხით მოსიარულეებისთვის ვიწრო ადგილი რჩება, პარალელურად, დარჩენილ ნაწილს უფრო ავიწროვებს აქ განთავსებული ქოთნის ყვავილები. მით უმეტეს იქ გავლა გაუჭირდება ეტლით მოსარგებლეს. ადგილზე გვითხრეს, რომ ტროტუარის ათვისებასთან დაკავშირებით ნებართვა მერიისგან აქვთ, ხოლო კითხვაზე, კაფეს წინ ტროტუარის ათვისებული ნაწილის სიგანე ჯდება თუ …
რა შენდება ქობულეთის პლაჟზე
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ტურისტული სეზონი უკვე ოფიციალურად გახსნილად გამოცხადა, თუმცა ქობულეთში ჯერ კიდევ ემზადებიან. აქ ამბობენ, რომ სეზონი ცოტა უფრო გვიან იწყება, ვიდრე ბათუმში, სამაგიეროდ, უფრო დიდხანს გრძელდება. საკურორტო სეზონის წინ ქობულეთში სამშენებლო ბუმი პლაჟზეც შეინიშნება. ბუნგალოების მეპატრონეები, რომლებიც სეზონურ ბიზნესს ეწევიან, ძველ კონსტრუქციას ამაგრებენ, ცვლიან შენობების იატაკს, ჭერს და მიმდებარე ტერიტორიას ასუფთავებენ. პლაჟზე გაფართოების …
კვარიათის პლაჟზე ბუნგალოს უნებართვოდ აშენებენ
ბათუმში, კვარიათის პლაჟზე, მოქალაქე ბუნგალოს აშენებს. მას ადგილზე უკვე განთავსებული აქვს რკინის კონსტრუქცია. მშენებლობის ადგილზე ხელოსნები დაგვხვდნენ, რომლებმაც გვითხრეს, რომ აქ გასულ წელს ბუნგალო „ტორნადო“ ფუნქციონირებდა და „წელსაც იგივე იქნება, ოღონდ განახლებული“. მათივე თქმით, მეპატრონეს ადგილი აუქციონზე, იჯარის წესით აქვს აღებული და მშენებლობის ნებართვაც მიიღო. ხელოსნებმა არ მოგვცეს მეპატრონის საკონტაქტო ინფორმაცია და გვითხრეს, რომ ის …
Continue reading “კვარიათის პლაჟზე ბუნგალოს უნებართვოდ აშენებენ”
ავარია ბათუმში, დაშავდა სამი ადამიანი
ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე, ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაშავდა სამი ადამიანი, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ინფორმაციით კი, მათ შორის ორი მეთორმეტეკლასელია, რასაც შსს-ს პრესსამსახური არ ადასტურებს. სასწრაფო დახმარების ინფორმაციით, „შემთხვევა მოხდა კლინიკა ბაუსთან და ამავე საავადმყოფოში მოვათავსეთ დაზარალებულები, ისინი კონტაქტურები იყვნენ“. შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით, …
ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის მხარდასაჭერად ბათუმში აქციას გეგმავენ
თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული დათუნა სარალიძის მამის მხარდასაჭერად ბათუმში მოქალაქეები აქციას გამართავენ. აქცია დღეს, 18 საათზე, ბათუმში, ევროპის მოედანზე, გაიმართება. აქციის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა: „ბათუმში, ევროპის მოედანზე, 18 საათზე დავდგეთ – მოვითხოვოთ სამართლიანობა, სოლიდარობა გამოვუცხადოთ გაუბედურებულ და სახელმწიფოსგან განადგურებულ მამას!“ „სისტემა არის განუსაზღვრელი ძალაუფლებით, სინდისის და პროფესიული სტანდარტის გარეშე. 18 საათზე ბათუმში, ერას …
ბათუმის ცენტრალურ პარკში გაყიდულ საპირფარეშოს მერია ხელმეორედ გაყიდის
ბათუმის ცენტრალურ პარკში მდებარე საპირფარეშო ბათუმის მერიის ა(ა)იპი ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტომ ელექტრონულ აუქციონზე 2018 წლის აპრილში გაიტანა. საწყისი ფასი 1160 ლარი იყო, ვაჭრობის ბიჯი კი – 116 ლარი, ელექტრონულ ვაჭრობაზე ეს თანხა 12 064 ლარზე ავიდა. მყიდველმა ის ათწლიანი სარგებლობის უფლებით შეისყიდა. აუქციონით გათვალისწინებული პირობების მიხედვით მყიდველმა საჭიროების შემთხვევაში მოთხოვნის საფუძველზე უნდა განახორციელოს საპირფარეშოს …
Continue reading “ბათუმის ცენტრალურ პარკში გაყიდულ საპირფარეშოს მერია ხელმეორედ გაყიდის”
გასცემს თუ არა ნებართვას კმდს ბულვარში დაგეგმილ მშენებლობაზე?
აშენდება თუ არა ახალი შენობა ბათუმის ბულვარში ძველი ფოტოატელიეს ერთსართულიანი შენობის დემონტაჟის ხარჯზე? – ეს საკითხი საბოლოოდ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს საბჭომ [კმდს] უნდა გადაწყვიტოს. გუშინ, 29 მაისს, ბათუმის საკრებულომ, მერიის წარდგენით, ბულვარში მიწის ნაკვეთი იჯარის წესით სწორედ ახალი ობიექტის მოწყობის მიზნით გასცა. საკრებულოს წევრებმა საკითხს მხარი ისე დაუჭირეს, არ უსაუბრიათ ბულვარის, როგორც კულტურული …
Continue reading “გასცემს თუ არა ნებართვას კმდს ბულვარში დაგეგმილ მშენებლობაზე?”
1183 კვ/მეტრი ტერიტორია ანბანის კოშკთან მერიამ მსოფლიო ჩემპიონატის ფანკლუბის მოსაწყობად გასცა
შპს „ბმ გრუპი“ ბათუმში, ანბანის კოშკის მიმდებარედ, გეგმავს გააკეთოს ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის ფანკლუბი, რომელიც წელს რუსეთში ტარდება და 14 ივნისს იწყება. კომპანიამ ამისათვის ბათუმის მერიას საოცრებათა პარკში, ანბანის კოშკთან 1183 კვადრატულ მეტრი ტერიტორია და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონება სთხოვა. საკითხი მერიამ მოიწონა და საკრებულოს დასამტკიცებლად გადაუგზავნა. იდეას დღეს საკრებულოც დასთანხმდა. კომპანიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში მოაწყობენ …
კვარიათში, პარლამენტარ წულაიას აპარტოტელის გვერდით, კიდევ ერთი სასტუმროს აშენება იგეგმება
ახალმა აპარტოტელმა, რომლის მშენებლობასაც შპს „დომუს დეველოპმენტი“ გეგმავს, შესაძლოა საქართველოს პარლამენტის წევრის, ივლიანე წულაიას ბიზნესსაც შეუშალოს ხელი. დეპუტატის უკვე არსებული აპარტოტელი კვარიათში – „კვარიათი სანსეტი“ პლაჟზე მდებარეობს და ეზოც პლაჟის ტერიტორიაზე აქვს. ახალი სასტუმროს პროექტის განხორციელების შემთხვევაში, დეპუტატის უკვე არსებული სასტუმროს ფასადი ნაწილობრივ დაიფარება. გასცემს თუ არა ბათუმის მერია ნებართვას მშენებლობაზე, რომელიც, სავარაუდოდ, პარლამენტარის კომპანიის …