„ბათუმობა 2018“-ის ფარგლებში დღეს ძველი ბათუმის რამდენიმე ქუჩაზე მეცხრამეტე საუკუნის ბათუმის კადრები გააცოცხლეს. ღონისძიება დღის 14:00 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა ერთი საათის დაგვიანებით დაიწყო. ქუჩებში მეცხრამეტე საუკუნისთვის დამახასიათებელი სამოსით გამოჩნდნენ მედუქნეები, გაზეთების დამტარებლები, ფოტოგრაფები, მოსეირნე წყვილები და რამდენიმე სცენა გაითამაშეს, მეფაიტონეები კი სტუმრებს ქუჩებში ფაეტონით გასეირნებას სთავაზობდნენ… გარდა ამისა, ძველი ბათუმის ქუჩებში გამოფენილი იყო ძველი …
Author Archives: ცაგო კახაბერიძე
მაშველებმა ზღვაში შესული სამი ადამიანი გადაარჩინეს
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დღეს დაბა ურეკში, სასტუმრო კოლხიდას მიმდებარე ტერიტორიაზე, მაშველებმა სამი ადამიანი გადაარჩინეს 10 და 13 წლის მოზარდები, ასევე 21 წლის გოგო, ზღვის სანაპიროდან რამდენიმე ათეულ მეტრში იყვნენ შესულები და ძლიერი ტალღის გამო ვეღარ ახერხებდნენ გამოსვლას. მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრებათ.
მოთხოვნადი პროფესიების ათეული ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში
2018-2019 სასწავლო წელს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში [ბსუ] 1313 პირველკურსელი ჩაირიცხა, რაც ბსუ-ს ინფორმაციით, გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით, ექვსი პროცენტით მეტია. აბიტურიენტთა პირველი განაცხადებით, 2017 წელთან შედარებით, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტზე მოთხოვნა 10%-ით გაიზარდა, ჯამური განაცხადით – 15%-ით. ბსუ-ს სამართალმცოდნეობის პროგრამა საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ყველაზე მოთხოვნადი პროგრამების ხუთეულშია, ხოლო სამართალმცოდნეობის პროგრამების მოთხოვნადობის მიხედვით – პირველ ადგილზე. გარდა …
Continue reading “მოთხოვნადი პროფესიების ათეული ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში”
მასწავლებლების ონლაინტრენინგებისთვის ტრენერების მომზადება დაიწყო
ბათუმში მასწავლებლებისა და სკოლების დირექტორების გადამზადების ონლაინკურისისთვის ონლაინფასილიტატორების [ტრენერების] გადამზადება დაიწყო. „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველო“ მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის ფარგლებში მასწავლებლებს კონკრეტულ საგნებში ონლაინკურსებს შესთავაზებს. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ტრენერებად ცენტრის თანამშრომლებსა და პროექტის მონაწილეებს ამზადებენ. ტრენინგები ამ ეტაპზე ბათუმში ტარდება. „ჯერჯერობით მხოლოდ პროექტის მონაწილეები და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის …
Continue reading “მასწავლებლების ონლაინტრენინგებისთვის ტრენერების მომზადება დაიწყო”
ხვალ, პირველ სექტემბერს, ბათუმის ბოტანიკურ ბაღში შესვლა უფასო იქნება
ხვალ, პირველ სექტემბერს, ქალაქის 130 წლის იუბილის აღნიშვნასა და „ბათუმობასთან“ დაკავშირებით, ბათუმის ბოტანიკურ ბაღში შესვლა უფასო იქნება. მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბოტანიკურ ბაღში დამთვალიერებლებს უფასოდ შესვლა დილის ცხრა საათიდან საღამოს რვა საათამდე შეეძლებათ.
დღეს ბათუმში ლურჯი ავტობუსებით მგზავრობა უფასო იქნება – ახალი მარშრუტი
ბათუმის მერიის ინფორმაციით, ახალი მუნიციპალური ავტობუსები სამარშრუტო ხაზებზე პირველი სექტემბრიდან, იმოძრავებენ. „ბათუმობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით ახალი ავტობუსებით მგზავრობა უფასო იქნება. ჩვეულ რეჟიმში იმუშავებენ ასევე ყვითელი ავტობუსებიც, თუმცა ყვითელი ავტობუსებით მგზავრობა უფასო არ იქნება. დღეიდან ბათუმის ქუჩებში ახალი ლურჯი ავტობუსები იმოძრავებენ შემდეგ მარშრუტებზე: #10, 10-ა და # 6. „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელის, ბესო დათიაშვილის ინფორმაციით: #10 …
Continue reading “დღეს ბათუმში ლურჯი ავტობუსებით მგზავრობა უფასო იქნება – ახალი მარშრუტი”
ძველი ბათუმის რამდენიმე ქუჩაზე პარკირება და სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება
ბათუმის მერიის ინფორმაციით, დღეს, 31 აგვისტოს და ხვალ, პირველ სექტემბერს, „ბათუმობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებების უსაფრთხოდ და ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, ძველი ბათუმის რამდენიმე ქუჩაზე პარკირება და სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება. დღეს, 31 აგვისტოს, პარკირება შეიზღუდება ზ. გამსახურდიას, ხულოს, მაზნიაშვილისა და კოსტავას ქუჩებს შორის არსებულ მონაკვეთში (გორგასლის, ფარნავაზ მეფის და ჟორდანიას ქუჩებზე). პირველ სექტემბერს ამავე მონაკვეთში შეიზღუდება …
Continue reading “ძველი ბათუმის რამდენიმე ქუჩაზე პარკირება და სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება”
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ავტორიზაცია გაიარა
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭომ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ავტორიზაცია მიანიჭა. უნივერსიტეტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ავტორიზაციის პროცესი ქართველი და უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით წარიმართა. უნივერსიტეტი განახლებული შვიდი სტანდარტისა და პროცედურის მიხედვით შეფასდა. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების 7 სტანდარტი მოიცავს: დაწესებულების მისიას და სტრატეგიული განვითარების გეგმას; ორგანიზაციულ სტრუქტურასა და მართვას; საგანმანათლებლო პროგრამებს; პერსონალს; სტუდენტებსა და მათი მხარდაჭერის ღონისძიებებს; …
Continue reading “ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ავტორიზაცია გაიარა”
ბათუმში საბავშვო ბაღების აღმზრდელები და ძიძები სექტემბრიდან 20%-ით გაზრდილ ხელფასს მიიღებენ
ბათუმის საბავშვო ბაღებში მუშაობა 17 სექტემბრიდან გაახლდება. ბაღების გაერთიანების პრესსამსახურის ინფორმაციით, წელს ბათუმის საბავშვო ბაღებში 8035 ადგილია. ამ დროისათვის გაერთიანებაში ვერ ასახელებენ, რამდენი ბავშვი დარჩა წელს ბაღის გარეშე, რომელიც მშობელმა ბაღში ჩარიცხვის მიზნით დაარეგისტრირა. „ამ დროისთვის ინფორმაციას ვამუშავებთ და დაახლოებითი მონაცემი 17 სექტემბრის შემდეგ გვექნება“, – გვითხრეს პრესსამსახურში. გასულ წელს მხოლოდ ბათუმში საბავშვო ბაღების გარეშე …
ფაროსანასგან დაზარალებულებს საფინანსო ორგანიზაციებთან ვალდებულება გადაუვადდებათ
იმ ფერმერებს, რომლებსაც თხილის მოსავალი აზიურმა ფაროსანამ დაუზიანა, აჭარის მთავრობა ფინანსურად არ დაეხმარება. ფერმერებმა დახმარების მოთხოვნით ცოტა ხნის წინ მთავრობის სახლთან აქციაც გამართეს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ინფორმაციით, მთავრობა მოკლებულია შესაძლებლობას, გასცეს ამ სახის კომპენსაცია. როგორც დღევანდელ მთავრობის სხდომაზე განმარტეს, აჭარის მთავრობა ფერმერებს იმ ფინანსურ კომპანიებთან შუამდგომლობას სთავაზობს, რომლებთანაც ფერმერებს ვალდებულებები აქვთ აღებული: „მთავრობამ …
Continue reading “ფაროსანასგან დაზარალებულებს საფინანსო ორგანიზაციებთან ვალდებულება გადაუვადდებათ”
აჭარის მთავრობის აპარატის შემდეგ შემცირება სამინისტროებსა და უწყებებში დაიწყება
აჭარის მთავრობის აპარატში რესტრუქტურიზაციისა და შემცირების შემდეგ, ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება აჭარის მთავრობის სხვა რგოლებშიც იგეგმება. ეს პროცესი მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ე.წ „მცირე მთავრობის“კონცეფციის ნაწილია, რომელიც მან აჭარის უმაღლეს საბჭოს მთავრობის თავმჯდომარედ დანიშვნამდე წარუდგინა. შემცირებები მან მთავრობის აპარატიდან დაიწყო, თუმცა თქვა ისიც, რომ გუნდის წევრებს დაუსაქმებლებს არ დატოვებს. „…მობილობის წესის შესაბამისად მიმდინარეობს მათთან კონსულტაციები სამომავლოდ …
Continue reading “აჭარის მთავრობის აპარატის შემდეგ შემცირება სამინისტროებსა და უწყებებში დაიწყება”
დეპარტამენტს, რომელსაც ავთანდილ ბერიძე ხელმძღვანელობს, აჭარის მთავრობა აუქმებს
აჭარის მთავრობა რამდენიმე დეპარტამენტს აუქმებს, მათ შორისაა უმაღლეს საბჭოსთან ურთიერთობის დეპარტამენტი, რომელსაც აჭარის წინა მოწვევის უმაღლესი საბჭოს წევრი ავთანდილ ბერიძე ხელმძღვანელობს. ამ დეპარტამენტში სულ ორი ადამიანი მუშაობს. საერთო ჯამში აჭარის მთავრობის დადგენილების პროექტი აჭარის მთავრობის აპარატში დეპარტამენტების ერთი მესამედით შემცირებას გულისხმობს. უმაღლეს საბჭოსთან ურთიერთობის დეპარტამენტის გარდა უქმდება შიდა აუდიტისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტები, ამავდროულად, დაგეგმილია …
Continue reading “დეპარტამენტს, რომელსაც ავთანდილ ბერიძე ხელმძღვანელობს, აჭარის მთავრობა აუქმებს”
მერია: უკანონო დაშენებისთვის მოქალაქე გააფრთხილეს
ბათუმში, გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩის #5-ში მოქალაქე დაშენებულ მეექვსე სართულზე მეშვიდე სართულს, მერიის ინფორმაციით, უნებართვოდ აშენებს. ბათუმის მერიის მშენებლობაზე ზედამხედველობის განყოფილების უფროსის, ირაკლი მოქიას ინფორმაციით, მოქალაქე გააფრთხილეს და მას შენობის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა მოსთხოვეს. უნებართვო მშენებლობა შეჩერებულია, თუმცა მესაკუთრეს დემონტაჟი არ დაუწყია.
სარიტუალო დარბაზები ევკალიპტების ნაცვლად – უკანონობის ბუმი ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიაზე
„სადღაა ევკალიპტები, დაჭრეს და სახლებს აშენებენ, სადაც დატოვეს, იმანაც მოუშალა მერე, ხან ერთი ტოტი მოაჭრეს, ხან მეორე და ხე კი არა, ბოძები გეგონება. ცოტა ხანში ალბათ აქ ევკალიპტები საერთოდ არ დარჩება. ჩემს გოგოობაში მამას ჟიგული ჰყავდა, ქალაქიდან რომ წამოვიდოდით, იმდენი დიდი ევკალიპტი იყო გზაზე, გეგონებოდა, დასახლებაში კი არა ტყეში შემოდიოდი. ლამაზი იყო, თვალს ვაყოლებდი. მამა …
დეპუტატი უკან არ იხევს – მის კომპანიაში სასამართლო გადაწყვეტილებას ისევ არ ასრულებენ
გარდა იმისა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ასრულებს და მშენებლობას აგრძელებს, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრის, ხვიჩა შარაშიძის კომპანიამ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტი სამშენებლო მოედანზე ისევ არ შეუშვა. ექსპერტს ხელთ ჰქონდა განჩინება, რომლითაც სასამართლო კომპანიას ავალდებულებს მისთვის მშენებლობაზე შესვლისა და შესაბამისი სამუშაოების ჩატარების შესაძლებლობა მიეცათ. სპეციალისტმა უნდა გამოარკვიოს, ნამდვილად აითვისა თუ არა კომპანიამ სამეზობლო სივრცე. ექსპერტიზის დასკვნას …
რას ჩუქნიან თანამდებობის პირებს აჭარაში
ხელვაჩაურის მერისთვის, ჯუმბერ ვარდმანიძისთვის 2015 წელს, მაშინ, როცა ის ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ მუშაობდა, ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, 121 კვ.მეტრი კომერციული ფართობი უჩუქებიათ – ეს ინფორმაცია ხელვაჩაურის მერმა 2017 წლის სექტემბერში შევსებულ დეკლარაციაში ჩაწერა, ქონების ღირებულება კი არ მიუთითა. თავად ჯუმბერ ვარდმანიძე ამბობს, რომ ეს ფართობი ეკუთვნის მის სიძეს, დის ქმარს: „ქონების უზრუნველყოფა დასჭირდა და ფართობი …
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელად ზაურ ახვლედიანი დანიშნეს
„ბათუმელების“ ინფორმაციით, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ზაურ ახვლედიანი უხელმძღვანელებს. სააგენტოში მისი წარდგენა დღეს, 21 აგვისტოს, დღის მეორე ნახევარშია დაგეგმილი. ამ დროისთვის სააგენტოში სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ, ტელეფონს არც ზაურ ახვლედიანმა უპასუხა. ზაურ ახვლედიანი ამ დრომდე აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, დავით გაბაიძის კაბინეტს ხელმძღვანელობდა, მანამდე კი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს მონიტორინგის განყოფილების ხელმძღვანელი და ბათუმის საკრებულოს …
Continue reading “აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელად ზაურ ახვლედიანი დანიშნეს”
„მეტრო სითი ლეჯენდ ბათუმს“ უნებართვოდ აშენებული ბენზინგასამართი სადგური დაანგრევინეს
ბათუმში, ზღვასთან ახლოს, სასტუმრო „ეიფორიას“ მიმდებარე ტერიტორიაზე, კომპანია „მეტრო სითი ლეჯენდ ბათუმმა“ ბენზინგასამართი სადგური უნებართვოდ ააშენა. კომპანია ბათუმის მერიის ზედამხედველობის განყოფილებამ რამდენჯერმე გააფრთხილა, დააჯარიმა და საქმე აღსრულებას გადასცა. ზედამხედველობის ამავე განყოფილების უფროსის, ირაკლი მოქიას ინფორმაციით, კონსულტაციების შემდეგ კომპანიამ დემონტაჟი თავად განახორციელა. მოქიას თქმით, მოლაპარაკებებში მერიის გარდა აჭარის მთავრობაც ჩაერთო. ბათუმში ხშირია უნებართვო მშენებლობები, თუმცა უკანონოდ …
კონკურსი 6 მაღალანაზღაურებად თანამდებობაზე აჭარის მთავრობაში
აჭარის მთავრობამ ექვსი სსიპის დირექტორის შესარჩევად კონკურსი გამოაცხადა. ეს თანამდებობები მას შემდეგაა ვაკანტური, რაც აჭარის უმაღლესმა საბჭომ განახლებული მთავრობა დაამტკიცა, გარდა იმ სსიპ-ებისა, რომელთა ხელმძღვანელებმაც თანამდებობები ავტომატურად, კანონმდებლობის შესაბამისად დატოვეს. კონკურსი გამოცხადებულია გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს სსიპ სატყეო სააგენტოს უფროსის თანამდებობაზე. საკონკურსო მოთხოვნების მიხედვით, კანდიდატს უნდა ჰქონდეს მუშაობის არანაკლებ შვიდწლიანი გამოცდილება. ხელმძღვანელ თანამდებობაზე …
Continue reading “კონკურსი 6 მაღალანაზღაურებად თანამდებობაზე აჭარის მთავრობაში”
აჭარას 1 000 000 მტაცებელი ფრინველი გადაუფრენს – საერთაშორისო ფესტივალი 3 სექტემბრიდან
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, 3-8 სექტემბერს, აჭარა გადამფრენ მტაცებელ ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს. ფესტივალის ფარგლებში რეგიონში მოხალისეები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან გეგმავენ აჭარაში ჩამოსვლას. ფრინველებზე დაკვირვება შთამბეჭდავი სანახაობა და მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ფესტივალის სტუმრებისთვის პროფესიონალი ექსპერტებისა და გიდების თანხლებით ყოველდღიურად მოეწყობა შემეცნებით-გასართობი ექსკურსიები ფრინველებზე დაკვირვებისთვის მნიშვნელოვან ტერიტორიებზე – ჭოროხის დელტაში, სოფელი ჩაისუბანში, სოფელი სახალვაშოში, ბათუმის …
მახინჯაურში, სადაც ივანიშვილისთვის ხეები ამოთხარეს, მოსახლეობის ზარალს „ქართუ“ ითვლის
მახინჯაურში, იქ, სადაც ბიძინა ივანიშვილისთვის ხეები ამოთხარეს და დღეს მოქალაქეებს სახლები დაეტბორათ, ზარალს ფონდი „ქართუ“ ითვლის. ადგილობრივები ამბობენ, რომ ძლიერი წვიმის შემდეგ ადიდებული ღელე საგანგებოდ დამონტაჟებულ მილში ვეღარ გავიდა და ტალახიანი წყალი პირდაპირ მოქალაქეების სახლების პირველ სართულზე შევიდა. ადგილობრივების თქმით, ეს მილები ხეების გატანის პროცესში იმ კომპანიამ დაამონტაჟა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილისთვის ხეები გადააქვს. „ბათუმელებს“ ინფორმირებულმა …
ვითარება წვიმის შემდეგ მახინჯაურში, საიდანაც ბიძინა ივანიშვილისთვის ხეები გაიტანეს (ფოტო, ვიდეო)
სოფელ მახინჯაურში, იმ ტერიტორიაზე, საიდანაც ბიძინა ივანიშვილისთვის ხეები ამოთხარეს, ძლიერი წვიმის შემდეგ ადიდებული ღელე საგანაგებოდ დამონტაჟებულ მილში ვეღარ გავიდა და მიმართულება შეიცვალა. შედეგად ტალახიანი წყალი აქ მცხოვრებთა სახლების პირველ სართულზე შევიდა. ადგილობრივები ყვებიან, რომ ღელე ბიძინა ივანიშვილის ხეების ამოთხრამდე არასოდეს არ ადიდებულა ისე, რომ კალაპოტიდან გადმოსულიყო. კოკისპირული წვიმის დროს წყლის დონე იმატებდა, თუმცა არათუ სახლები …
ხელვაჩაურში მეწყერმა 5 ოჯახთან მისასვლელი გზა ნაწილობრივ ჩაკეტა – არის განმეორების საფრთხე
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სოფელ ზედა სამებაში, მალაყმაძეების უბანში, ჩამოწვა მიწის მასა, რის გამოც ნაწილობრივ გადაიკეტა ხუთ ოჯახთან მისასვლელი გზა, არსებობს მეწყრის გამეორების საფრთხე; გარდა ამისა, მიწის მასა ჩამოწვა და გზა ჩაიხერგა ხელვაჩაურში სოფელ კაპრეშუმიდან აგარის მიმართულებით. მერიის ინფორმაციით, საგზაო დეპარტამენტმა გააგზავნა ტექნიკა და მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები. სოფელ მახინჯაურში ადიდდა მდინარე, რის შედეგადაც დაიტბორა რამდენიმე …
კურორტ ბეშუმს ელექტროენერგია არ მიეწოდება
ხულოს მუნიციპალიტეტის მერის, გოჩა მელაძის ინფორმაციით, გუშინ წვიმას ხულოს სოფლებში პრობლემები არ შეუქმნია: „ელექტროენერგიის პრობლემა გვაქვს მხოლოდ კურორტ ბეშუმში“. მერიის ინფორმაციით, ბეშუმში ელექტროგადამცემი ხაზები დატვირთვას ვერ უძლებს, რის გამოც კურორტზე ელექტროენერგიის მიწოდების შეფერხება ხშირია. მერიის ინფორმაციით, ამ დროისთვის ადგილზე „ენერგო-პრო ჯორჯიას“ სპეციალისტები მუშაობენ და მათივე ინფორმაციით, შუქი კურორტზე მალე ჩაირთვება.
ქობულეთის მერი: ქუჩები დაიტბორა, სახლებში წყალია, მდინარე აჭყვამ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია
ქობულეთის მერის, მირიან ქათამაძის ინფორმაციით, ქობულეთში დილის საათებშივე დაიტბორა კოსტავას, მეგობრობის, ძნელაძის, სოხუმის ქუჩები: „ამ ქუჩებზე სახლების პირველ სართულზე შევიდა წყალი. ამ წუთებში იქ მუშაობს საგანგებო სიტუაციების მართვის, ასევე მელიორაციის სამსახურები.“ მერის ინფორმაციით, გუშინდელი წვიმის შემდეგ მდინარე აჭყვის კალაპოტში წყლის დონემ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია, თუმცა კალაპოტიდან ჯერჯერობით არც ერთ მონაკვეთზე არ გადმოსულა. სტიქიამ პრობლემები მუნიციპალიტეტის …
ერთი დაიღუპა, ერთის მდგომარეობა მძიმეა – ავარია ბათუმში
ბათუმში, გმირთა ხეივანთან, ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს, ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა ერთი კი – დაშავდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ერთ-ერთი მძღოლი გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა, რამაც ავარია გამოიწვია. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით, რაც გაუთვალისწინებელი ქმედებით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე. სასწრაფო სამედიცინო სამსახურის …
Continue reading “ერთი დაიღუპა, ერთის მდგომარეობა მძიმეა – ავარია ბათუმში”
ბათუმის საკრებულოს ოპოზიცია: „ქართულმა მარშმა ხელი დაიქნია და საკრებულომ გადაწყვიტა“
ვიდრე ბათუმში მისი განთავსების უკვე განსაზღვრულ ადგილს ოფიციალურად განსაზღვრავდნენ, ბათუმის საკრებულოს სხდომაზე იმსჯელეს იმაზეც, თუ „ვინ, სად და როდის დააჭენებდა დავით აღმაშენებლის ძეგლს საქართველოში აქეთ-იქეთ“. სხდომის თავმჯდომარე სულიკო თებიძე ჯერ კოლეგების დამშვიდებას შეეცადა, შემდეგ კი ოპოზიციას მიმართა. „…ხომ ძალიან კარგად გახსოვთ 2005 წლის ოქტომბერი, ყველას კარგად გვახსოვს, როგორ თვალსაჩინო ადგილას იდგა იმ დიდებული ადამიანის ძეგლი, …
ქობულეთის საკრებულოს „ოცნების“ ფრაქცია საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება
მართალია, „ოცნებას“ საპრეზიდენტო კანდიდატი არ ჰყავს, თუმცა ქობულეთის საკრებულოს უმრავლესობის ფრაქციამ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის სამზადისი მაინც დაიწყო. გუშინ, 7 აგვისტოს, ქობულეთის საკრებულოს „ქართული ოცნების“ ფრაქციის სხდომაზე სხვა საკითხებთან ერთად, საკრებულოს უმრავლესობის წევრებმა 2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების მზადების პერიოდში მაჟორიტარულ უბნებში ფრაქციის წევრთა მონაწილეობის შესახებაც იმსჯელეს. რა ფორმით სურთ ფრაქციის წევრებს საპრეზიდენტო არჩევნებში ჩართვა? – …
Continue reading “ქობულეთის საკრებულოს „ოცნების“ ფრაქცია საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება”
აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცები აჭარიდან
„რატომ დაიღუპა ჩემი მამა?“ – აგვისტოს ომში დაღუპული კაპრალის 9 წლის შვილის კითხვა დედას
ნინიკო მჟავანაძე 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, შვიდ თვეში დაიბადა. ახლა ცხრა წლისაა და გმირებს ხატავს. არ იცის, როგორ და როდის ხდებიან გმირები, ან ვის უწოდებენ ადამიანები გმირებს, მაგრამ იცის, რომ მამა გმირია, ამაზე კითხვებს არ სვამს. ხშირად მას დედასთან მხოლოდ ერთი კითხვა აქვს – რატომ დაიღუპა მისი მამა, როცა სხვებს ჰყავთ? „ბევრ კითხვას არ …
ბათუმის მერია: „ამ ძეგლის ბათუმში დადგმას არ ვგეგმავთ“
„დავით აღმაშენებლის ძეგლი თაბაშირში. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ გავიმარჯვეთ! (მოქანდაკე: მერაბ მერაბიშვილი)“, – ეს ინფორმაცია ფოტოსთან ერთად რამდენიმე საათის წინ „ქართულმა მარშმა“ გაავრცელა თავის ფეისბუქგვერდზე. ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ ბათუმში „ამ ძეგლს“ არ დადგამენ. ბათუმის მერიის პრესსამსახურის განმარტებით, ძეგლის ესკიზის შესარჩევად მერია კონკურსს გამოაცხადებს, მანამდე კი, 12 აგვისტოს, მერია შერჩეულ ადგილზე დავით აღმაშენებლის მემორიალს განათავსებს. …
Continue reading “ბათუმის მერია: „ამ ძეგლის ბათუმში დადგმას არ ვგეგმავთ“”
აჭარის ახალი, „ოპტიმალური“ ფინანსთა მინისტრი
ოპტიმალური – ამ სიტყვას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის ახალი მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე ყოველი მეორე წინადადების შემდეგ ამბობს; საქმის ოპტიმალურად, ოპტიმალური ხედვით კეთებას ეკონომისტებს უკვე შესწავლილი თეორია ავალდებულებსო – ამაზეც თვითონ გვითხრა. აპირებს ოპტიმიზაციას სამინისტროში და მის დაქვემდებარებულ უწყებებში, რასაც გათავისუფლებებიც შეიძლება მოჰყვეს. მის გამინისტრებაში გამორიცხავს მამის ფაქტორს, რომელიც აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრად არჩილ ხაბაძის მთავრობაში …
Continue reading “აჭარის ახალი, „ოპტიმალური“ ფინანსთა მინისტრი”
ავარია ბათუმში
თვითმხილველის ინფორმაციით, დღეს, პირველ აგვისტოს, ბათუმის შემოერთებულ ტერიტორიაზე, მსუბუქი ავტომანქანა ჯერ სატვირთოს, შემდეგ კი სამარშრუტო მიკროავტობუსს შეეჯახა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა და გამოძიება ადმინისტრაციული წესით დაიწყო.
სასამართლომ მშენებლობა შეაჩერა, დეპუტატ ხვიჩა შარაშიძის კომპანია მაინც არ ჩერდება
ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, უმაღლესი საბჭოს წევრის, დეპუტატ ხვიჩა შარაშიძის კომპანია მშენებლობას არ აჩერებს. მშენებლობის მომიჯნავე სახლში მცხოვრებლებმა, რომლებიც კომპანიას სასამართლოში კუთვნილი სივრცის ათვისების გამო ედავებიან, ამასთან დაკავშირებით დღეს პოლიციას მიმართეს და სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება მოითხოვეს. მოსარჩელეების იურისტის, გიორგი ხიმშიაშვილის ინფორმაციით, სასამართლოს განჩინების შეუსრულებლობის გამო გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსით. „მოპასუხე შპს „ჩემ სახლს” …
Continue reading “სასამართლომ მშენებლობა შეაჩერა, დეპუტატ ხვიჩა შარაშიძის კომპანია მაინც არ ჩერდება”
აჭარის ახალი მთავრობის მედიასთან ურთიერთობის სტრატეგია ვარშალომიძის დადგენილებით
„მთავრობის სხდომა, როგორც წესი, დახურულია. კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, აგრეთვე მთავრობის გადაწყვეტილებით, სხდომა შეიძლება გამოცხადდეს საჯაროდ“, – ეს არის აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, ლევან ვარშალომიძის მიერ ხელმოწერილი დადგენილება, რომელიც ვარშალომიძის შემდგომ მთავრობის არც ერთ თავმჯდომარეს [არჩილ ხაბაძე, ზურაბ პატარაძე], ფაქტობრივად, აღარ გამოუყენებია. აჭარის მთავრობის ახალი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განმარტებით, რომელიც მან ჟურნალისტებთან მთავრობის დახურული სხდომის დასრულების …
Continue reading “აჭარის ახალი მთავრობის მედიასთან ურთიერთობის სტრატეგია ვარშალომიძის დადგენილებით”
აჭარის მთავრობის სხდომაზე ჟურნალისტები არ შეუშვეს
აჭარის მთავრობის სხდომაზე, რომელიც დღეს, 31 ივლისს, დაახლოებით 11 საათზე დაიწყო, ჟურნალისტებს არ უშვებენ. ბოლო წლების განმავლობაში ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ჟურნალისტებს სხდომის გაშუქებისა და კითხვების დასმის შესაძლებლობა არ მიეცემათ. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ზეპირი განმარტებით, რეგლამენტის თანახმად, აჭარის მთავრობას აქვს უფლება სხდომა დახუროს. ჟურნალისტების სხდომაზე არ დაშვების მიზეზად პრესცენტრმა ასევე სხდომათა დარბაზში უადგილობა დაასახელა. …
Continue reading “აჭარის მთავრობის სხდომაზე ჟურნალისტები არ შეუშვეს”