მთავარი,სიახლეები

ბათუმის მერმა k-2-ზე მომუშავე კომისია შექმნა

17.07.2018
ბათუმის მერმა k-2-ზე მომუშავე კომისია შექმნა

ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ k-2-ზე მომუშავე კომისია შექმნა. ეს კომისია განიხილავს სამშენებლო კომპანიების მიმართვას კონკრეტულ ზონაში სამშენებლო პროექტების k-2 კოეფიციენტის გაზრდის თაობაზე. k-2- კოეფიციენტი გულისხმობს დაგეგმილი სამშენებლო პროექტის სიმაღლის განსაზღვრას k1-თან, ანუ სამშენებლო მოედნის ფართობთან და მასზე დაგეგმილი მშენებლობის მასშტაბთან მიმართებაში.

მერის გადაწყვეტილებით k-2-ზე მომუშავე კომისიას ვიცე-მერი თენგიზ პეტრიძე უხელმძღვანელებს. კომისიაში შედიან ასევე მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის ხელმძღვანელი მირიან მეტრეველი, მუნიციპალური ქონებისა და სერვისების მართვის სამსახურის ხემძღვანელი გოგა ლომაძე, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს საბჭოს ხელმძღვანელი ლაშა ჟღენტი და  ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ქალაქმშენებლობისა და სივრცითი მოწყობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნუგზარ ძნელაძე.

ამ დრომდე k-2-ის გაზრდაზე სამშენებლო კომპანიების მოთხოვნების მიზანშეწონილობას აჭარის მთავრობის აპარატში მომუშავე კომისია სწავლობდა, შემდეგ კი მთავრობის თავმჯდომარე კომპანიებს მერთან შუამდგომლობდა, მას შემდეგ კი, რაც ეს საკითხი საზოგადოების განსჯისა და კრიტიკის საგანი გახდა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მიიღო გადაწყვეტილება k-2 კოეფიციენტის გაცემაზე უარი თქვა და ეს უფლებამოსილება მთლიანად მერიას გადასცა.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: