მთავარი,სიახლეები

პოლიციამ სარფში ყაჩაღობის ბრალდებით ორი პირი დააკავა

17.07.2018
პოლიციამ სარფში ყაჩაღობის ბრალდებით ორი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა 15 ივლისს მომხდარი ყაჩაღობის ფაქტზე 2 პირი  სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე იმ დროს დააკავეს, როდესაც ისინი საქართველოს დატოვებას ცდილობდნენ.

შს სამინისტროს  განმარტებით, სამართალდამცველების მიერ მათი პირადი ჩხრეკისას ამოღებული იქნა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა და დანაშაულებრივი გზით წაღებული თანხის ნაწილი. მიმდინარეობს ოპერატიული-საგამოძიებო ღონისძიებები დარჩენილი გატაცებული თანხის ამოღების მიზნით.

გატარებული საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებების შედეგად გაირკვა, რომ 15 ივლისს მოქალაქე დ.ც.-ს ორი პირი დაესხა თავს, ცივი იარაღის მუქარით ფულადი თანხა გასტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. ჩადენილი დანაშაული 5-იდან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება ყაჩაღობის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: