ბათუმში, წერეთლის ქუჩაზე, ვალუტის გადამცვლელი პუნქტი გაქურდეს. „ბათუმელების“ ინფორმაციით შემთხვევა 13-14 იანვრის ღამით მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში გვთხრეს, რომ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე, ქურდობის მუხლით. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით ერთიდან სამ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.
შს სამინისტროს ინფორმაციით აღნიშნული ქურდობის ფაქტზე ამ დროისთვის დაკავებული არავინაა.